ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
inaina |
Nov 8 2008, 01:31 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
loen
ციტატა რისი სწამთ დემონებს? , რომ იესო ქრისტეში გადარჩებიან და რწმენით ცოდვები მიეტევებათ ამაზე ისევ ეს წაიკითხე ციტატა დემონებსაც სწამთ,და შიშით თრთიან შემოქმედის წინაშე,მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება,მათ აღარ მიეტევებათ ცოდვები ისინი დევნულნი იქმნენ ციდან და დამყარდა ცაში სუფევა უფლისა.ამიტომ ვამბობთ ლოცვაში "მოვედინ სუფევა შენი ვითარცა ცათა შინა,ეგრეცა ქუეყანასა ზედა". ციტატა როგორ ფიქრობ დემონები იმედით ელოდებიან თუ შიშით? ასეთი კითხვა ჩემთვის არ უნდა დაგესვა,ალბად მათთვის,მაგრამ ამისგან ღმერთმა დაგიფაროს მე როგორც ველოდები ვიცი,მაგრამ სხვა როგორ ელოდება არა,თუმცა რა იქნება მერე ეგ ღმერთმა იცის. ციტატა ყველა ჩემი პასუხი იქნება ბიბლიიდან. მე მგონი სჯობს შენი კითხვები და მათზე პასუხები გამოცდილ მოძღვართან შეათანხმო.იქნებ როდისმე დარწმუნდე რომ ცდები,და როცა საბოლოოდ გაარკვევ,რომ ხატის და კერპის გაიგივება ცოდვაა,უბრალოდ მოინანიებ წრფელი გულით,მაგრამ შენი პოსტების წაკითხვისას იქნებ ვინმე დაიბნეს და ეჭვი შეეპაროს,ეს ცოდვა კი მოგეკითხება,რადგან ნათქვამია,თუ ვინმე ერთს მცირეთაგანს აცდუნებს....ზუსტად ციტირებას ვერ მოვახდენ,მაგრამ შენ შეიძლება იცი როგორც მთავრდება ციტატა და ფორუმელებსაც ვთხოვ შემახსენონ,მოკლედ,უფლის გზაზე მიმავალი ადამიანები არ უნდა დააბრკოლო,თორემ უფლის რისხვას გამოიწვევ. სხვათა შორის მაგას მწვალებლობა ქვია,როცა წმინდა წერილს იყენებ იმისთვის,რომ საკუთარი (ეგ კიდევ საკითხავია საკუთარია თუ არა) აზრი განამტკიცო,როცა არაფერს არ ეყრდნობა შენი აზრი,არც წმინდა მამათა წიგნებს პატივს არა სცემ და არ ასახელებ მათ,როგორც ისტორიულ წყაროს.ესე იგი არ იზიარებ ამდენი საუკუნე რაც იშრომეს და დაგვიტოვეს და იწყებ საკუთარი განმარტებების წერას დ აბიბლიის ახსნას -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
loen |
Nov 8 2008, 11:04 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
loen ამაზე ისევ ეს წაიკითხე ისინი დევნულნი იქმნენ ციდან და დამყარდა ცაში სუფევა უფლისა.ამიტომ ვამბობთ ლოცვაში "მოვედინ სუფევა შენი ვითარცა ცათა შინა,ეგრეცა ქუეყანასა ზედა". ასეთი კითხვა ჩემთვის არ უნდა დაგესვა,ალბად მათთვის,მაგრამ ამისგან ღმერთმა დაგიფაროს მე როგორც ველოდები ვიცი,მაგრამ სხვა როგორ ელოდება არა,თუმცა რა იქნება მერე ეგ ღმერთმა იცის. მე მგონი სჯობს შენი კითხვები და მათზე პასუხები გამოცდილ მოძღვართან შეათანხმო.იქნებ როდისმე დარწმუნდე რომ ცდები,და როცა საბოლოოდ გაარკვევ,რომ ხატის და კერპის გაიგივება ცოდვაა,უბრალოდ მოინანიებ წრფელი გულით,მაგრამ შენი პოსტების წაკითხვისას იქნებ ვინმე დაიბნეს და ეჭვი შეეპაროს,ეს ცოდვა კი მოგეკითხება,რადგან ნათქვამია,თუ ვინმე ერთს მცირეთაგანს აცდუნებს....ზუსტად ციტირებას ვერ მოვახდენ,მაგრამ შენ შეიძლება იცი როგორც მთავრდება ციტატა და ფორუმელებსაც ვთხოვ შემახსენონ,მოკლედ,უფლის გზაზე მიმავალი ადამიანები არ უნდა დააბრკოლო,თორემ უფლის რისხვას გამოიწვევ. სხვათა შორის მაგას მწვალებლობა ქვია,როცა წმინდა წერილს იყენებ იმისთვის,რომ საკუთარი (ეგ კიდევ საკითხავია საკუთარია თუ არა) აზრი განამტკიცო,როცა არაფერს არ ეყრდნობა შენი აზრი,არც წმინდა მამათა წიგნებს პატივს არა სცემ და არ ასახელებ მათ,როგორც ისტორიულ წყაროს.ესე იგი არ იზიარებ ამდენი საუკუნე რაც იშრომეს და დაგვიტოვეს და იწყებ საკუთარი განმარტებების წერას დ აბიბლიის ახსნას inaina, ამ შეკითხვებზე პასუხი მეც ვიცოდი და დარწმუნებული ვარ შენც იცი. ეს შეკითხვები დაგისვი იმიტომ, რომ შენ ჩემი რწმენა შეადარე დემონების რწმენას, ასე ვთქვათ რიტორიკული შეკითხვები იყო. და მე მგონი შენც მიხვდი ამას. რატომ მაბრალებ იმას რაც მე არ დამიწერია. კერპებს და ხატებს რომ არ ვაიგივებ ჩემს პოსტებში და არც ღმერთი აიგივებს მეორე მცნებაში, კარგადა სჩანს. ასევე კარგად სჩანს ისიც, რომ ღმერთი ორივეს კრძალავს. მოძღვართან ჩემი მისვლით ერთი პრობლემა შეიქმნება. როცა ის გაამართლებს ხატების თაყვანისცემას და მსახურებას, მე ვეტყვი , რომ ბიბლია არ გვასწავლის მასე. მისი პასუხი დაახლოებით ასეთი სახის იქნება: "როგორ ბედავ და კითხვის ქვეშ აყენებ მოძღვრის სწავლებას.(ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, რადგან მჯერა რომ მანდაც არიან, ისეთები რომლებიც ასწავლიან ღმერთის სიტყვას დაუმახინჯებლად). ეს რომ მასე იქნება , მე მგონი უმეტესობას გამოცდილი გექნებათ და მოსმენილი გექნებათ ასეთი პასუხი. არავის დასაბნევად არ დამიწერია ეს პოსტები. მიზანი ამ პოსტებისა არის ის , რომ ვინც დაინახავს რომ ცდება და ტყუილის მსხვერპლი ხდება , იქნება დადგეს ფეხზე და თქვას აღიაროს სიმართლე თავის თავის გადასარჩენად. ამიტომაც, როგორც ყველა ხედავთ, ჩემს აზრებს არ გახვევთ არავის, არამედ ყველაფერს გიმოწმებთ ღმერთის სიტყვიდან. მეც ვიყავი თქვენნაირად, დავდიოდი ეკლესიაში ხატებს ვკოცნიდი , სანთელს ვანთებდი , ხატების წინ ვლოცულობდი და მეგონა რომ, ღმერთი დამიფასებდა ამას და იქნება როგორმე სამოთხეში მოვეხვედრებინე. ხო კიდევ , ბიბლიას არ ვკითხულობდი და თუ ხნდახან წავიკითხავდი ცოტას, მაშინვე ვაწყდებოდი წინააღმდეგობას და თავს ვანებებდი კითხვას. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემს უფალ იესო ქრისტეში, ამიხილა თვალი და დამანახა რა არის ნამდვილი ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არ მომხდარა მანამ, სანამ არჩევანი არ გავაკეთე , რასაც ტრადიციულად მასწავლიდნენ და ბიბლიას შორის. სხვათა შორის , სანამ ისე ვცხოვრობდი, სულ უკან-უკან მიდიოდა ჩემი სულიერი ცხოვრება , უფრო და უფრო ვეფლობოდი ცოდვის ჭაობში და დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რატომ ხდებოდა ასე , ღმერთის სიყვარულში ეჭვი მეპარებოდა. ეხლა ვიცი რატომაც: იმიტომ რომ მივდევდი ადამიანთა სწავლებას ღმერთის სწავლების მაგივრად. მცნებებს რაც შეეხება , ჩემო კარგო, როგორც ზემოთ ავღნიშნე მცნებების და რჯულის დაცვით ჩვენ ვერ მივიღებთ ღმერთის შვილობას. არამედ ჩვენ ვღებულობთ ღმერთის შვილებას იესო ქრისტეში ცოდვების პატიებით, საქმეებისაგან დამოუკიდებლად. ხოლო მერე , როცა უკვე გავხდებით ღმერთის შვილები, ღმერთი გვაძლევს შვილობის სულს და ამ სულით უკვე მორჩილებით (და არა იძულებით და შიშით ),ვასრულებთ ღმერთის როგორც მამის ნებას. და ეს სული ემოწმება ჩვენს სულს , რომ ვართ მისი შვილები., სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ქრისტიანები ვართ(და აქედან გამომდინარე ვართ ღმერთის შვილები) , გავიგებთ იმით, რომ დღითი დღე იქცევა ღმერთის ნების შესრულება ჩვენთვის - სიამოვნებად, და ძლიერ მოთხოვნილებად. და თუ ეს ასე არ ხდება , მაშინ უნდა გადავხედოთ ჩვენს რწმენას , მართლა გვაქვს თუ არა , ანდა თუ გვაქვს- ვის მიმართ არის ეს რწმენა. ეხლა რომ არ იფიქროთ ჩემს აზრებს გახვევთ თავზე მოვიყვან ციტატებს წმინდა წერილიდან ამის შესახებ.: რწმენით ცოდვების პატიების და გადარჩენის შესახებ: "...იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე..." (რომაელთა 3:20) "...ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში..." (რომაელთა 6:23) და მადლი მადლი არ არის თუ ვიმსახურებთ. მადლი ნიშნავს იმას, რომ ღმერთი გვაძლევს იმას რასაც არ ვიმსახურებთ. "...რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად..." (რომაელთა 3:28) ჩვენი შვილობის შესახებ : "...რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!" სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ..." (რომაელთა 8:14-16) ბევრი ქრისტიანი ღმერთს კი ეძახის მამას , მაგრამ არ გულისხმობს იმ სიყვარულს , რაც როგორც შვილი მამასთან უნდა ჰქონდეს. ბევრი ქრისტიანი ფიქრობს, რომ ღმერთი არის , ვიღაც საშინელი და მკაცრი "მამა", რომელსაც ერთი სული აქვს, რომ ჩვენ რამე შეცდომა დავუშვათ და გაგვანადგუროს.(ეს არის ცრუ სწავლების ბრალი). ამიტომც ეტყობა მაშინაც იყვნენ ასეთები და პავლე მამას ამატებს იმ სიტყვას , რომელიც მიახვედრებდა წამკითხველს. ეს სიტყვა არის "აბბა". და ებრაულად ნიშნავს მამის იმ ფორმას , რომლითაც ბავშვი მიმართავს მამას, და ამ სიტყვაში ერთიანდება სიყვარულიც და პატივისცემაც(ებრაელებში ეხლაც იხმარება ეს სიტყვა). ქართულის ყველაზე ახლო თარგმანი იქნება "მამიკო". კიდევ ერთხელ, შვილობა მხოლოდ იესო ქრისტეში მოგვეცემა, რწმენით და არა საქმეებით., მაგრამ ჩვენ თუ შვილები ვართ გავიგებთ იმით, რომ გვექნება ის სული , რომლითაც ღმერთს აბბას დავუძახებთ. (და არა პირიქით, აბბას დაძახებით შვილები ვერ გავხდებით). ამიტომ , თქვენს თავებს შეეკითხეთ (მე ნუ მეტყვით) , გააქვთ ეს სული? თუ გაქვთ მაშინ არც ღმერთის მცნებების წინააღმდეგი უნდა იყოთ. და თუ არა გაქვთ, სანამ ცოცხლები ვართ გვიანი არასდროს არ არის, მოინანიეთ და ღმერთი მოწყალეა და გაპატიებთ. აღიარეთ იესო უფლად, მიიღეთ მისგან ცოდვების პატიება უსასყიდლოთ, ნუ შეეცდებით თქვენი ძალებით სასუფეველში მოხვედრას(როგორც ფარისევლები აკეთებდნენ), არამედ მიიღეთ ის წმინდა სისხლი , რომელიც იესომ დაღვარა თითოეული ჩვენთაგანისთვის პირადად( და არა ზოგადად). და ღმერთი გვპირდება, რომ გვაპატიებს და გვიშვილებს, და მოგვცემს შვილობის სულს, რომელიც დღითი დღე შეგვცვლის შიგნიდან გარეთ( და არა პირიქით, როგორც ზოგიერთი თქვენთაგანი ცდილობს "გაწმენდას") და გავაკეთებთ იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ღმერთს აქვს განსაზღვრული თითოეული ჩვენთაგანისთვის და დავიცავთ მის მცნებებს არა შიშით , არამედ თავისუფლებით.(კიდევ გეტყვით, პირიქით ნუ შეეცდებით, მცნებების დაცვით და კეთილი საქმეების კეთებით, შვილობის მიღებას, ამით თქვენდა უნებურად იესო ქრისტეს სისხლს უარყოფთ). "...თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები..." (რომაელთა 10:9) როგორც ხედავთ ღმერთი არ გვიყენებს სხვა არავითარ მოთხოვნას გადასარჩენად, გარდა იესო ქრისტეს რწმენისა. მესმის , რომ სხვანაირად გასწავლიან, მაგრამ ჩემო კარგებო ამაზეა თქვენი სულის სამუდამო ადგილსამყოფელი დამოკიდებული, და ასე ბრმად ნურავის ნუ მიენდობით. ის კეთილი საქმეები, რომლის კეთებასაც გასწავლიან სასუფეველში მოსახვედრად , იქნება იმ სულის ნაყოფი,რომელიც მოგვეცემა რწმენით იესო ქრისტეში. თქვენ თვითონ დაფიქრდით, გვასწავლიან რომ იესო ქრისტესი მოგვეტევება ცოდვები და ამსთანავე გვასწავლიან , რომ რაღაცით უნდა დავიმსახუროთ ეს. ე.ი. იესო+საქმეები=სასუფეველს , არადა ბიბლია გვეუბნება : იესო=სასუფეველს და აქედან ნაყოფი - კეთილი საქმეები. "...ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს, ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ..." (ეფესელთა 2:8-10). "...მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით..." (იოანე 14:6). იესო იძახის ამას, და არ იძახის ჩემით და პლიუს კეთილი საქმეებითო. "რწმენა სქმეების გარეშე მკვდარია" - იმას კი არ ნიშნავს, რომ საქმეებით რწმენას შევიძენთ, არამედ ნიშნავს, რომ თუ გგონია, რომ რწმენა გაქვს და ამსთან ნაყოფი(საქმეები) არ ჩანს, ე.ი. რწმენა არ გქონია (რწმენა მკვდარია). ასე რომ inaina , ნუ შეგეშინდება იმისა, რომ თუ ბიბლიას წაიკითხავ, შეისწავლი და სიმართლეს აღმოაჩენ, დემონები შემოგიჩნდებიან (ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროპაგანდაა). პირიქით, ღმერთის სიტყვას აქვს ძალა დემონებისაგან განთავისუფლებისა. სიყვარულით. loen. P.S. "როცა არაფერს არ ეყრდნობა შენი აზრი" - არა სამართლიანად მიმაჩნია შენი ეს კომენტარი იმიტომ, რომ შენთვითონაც კარგად ხედავ, რომ თუ რამეს ვწერ, იქვე ვუწერ ციტატას ბიბლიიდან. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი