ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
inaina |
Nov 8 2008, 10:14 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
loen
ციტატა ამ შეკითხვებზე პასუხი მეც ვიცოდი და დარწმუნებული ვარ შენც იცი. თუ იცი რაღატომ გვტანჯავ,ბარემ თქვი ციტატა შენ ჩემი რწმენა შეადარე დემონების რწმენას, ასე ვთქვათ რიტორიკული შეკითხვები იყო. ამის მერე მივხვდი,რომ ესე იგი ეს ციტატა ჩემთვის იყო განკუთვნილი: ციტატა მიუხედავად იმისა , რომ ბევრის შეკითხვა პროვოკაციულია და ამ შეკითხვებით ცდილობენ შეცდომაში დამიჭირონ. რატომღაც მეგონა რომ ეს გამოწვევაა,შეიძლება ვცდები,თუმცა მაინც დავაკონკრეტებ,რახან ამდენი საუბრის მერე არაფერი შედეგი არ მივიღეთ,იქნებ ტყუილად ვკარგავ დროს და ამ საუბარს აზრი არა აქვს ციტატა მისი პასუხი დაახლოებით ასეთი სახის იქნება: "როგორ ბედავ და კითხვის ქვეშ აყენებ მოძღვრის სწავლებას.(ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, რადგან მჯერა რომ მანდაც არიან, ისეთები რომლებიც ასწავლიან ღმერთის სიტყვას დაუმახინჯებლად). ეს რომ მასე იქნება , მე მგონი უმეტესობას გამოცდილი გექნებათ და მოსმენილი გექნებათ ასეთი პასუხი. მინდა რომ დაგარწმუნო,რომ არ მეგულება ჩემს ირგვლივ მყოფი მოძღვრებიდან ადამიანი,რომელიც ხატებს უარყოფს და მაინც ტაძარშია,მე მგონი შენც უნდა ხვდებოდე,უკვე მერამდენე აბსურდია შენს პოსტებში აღმოჩენილი. ციტატა მიზანი ამ პოსტებისა არის ის , რომ ვინც დაინახავს რომ ცდება და ტყუილის მსხვერპლი ხდება , იქნება დადგეს ფეხზე და თქვას აღიაროს სიმართლე თავის თავის გადასარჩენად. ციტატა მეც ვიყავი თქვენნაირად, დავდიოდი ეკლესიაში ხატებს ვკოცნიდი , სანთელს ვანთებდი , ხატების წინ ვლოცულობდი და მეგონა რომ, ღმერთი დამიფასებდა ამას და იქნება როგორმე სამოთხეში მოვეხვედრებინე. ხო კიდევ , ბიბლიას არ ვკითხულობდი და თუ ხნდახან წავიკითხავდი ცოტას, მაშინვე ვაწყდებოდი წინააღმდეგობას და თავს ვანებებდი კითხვას. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემს უფალ იესო ქრისტეში, ამიხილა თვალი და დამანახა რა არის ნამდვილი ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არ მომხდარა მანამ, სანამ არჩევანი არ გავაკეთე , რასაც ტრადიციულად მასწავლიდნენ და ბიბლიას შორის. სხვათა შორის , სანამ ისე ვცხოვრობდი, სულ უკან-უკან მიდიოდა ჩემი სულიერი ცხოვრება , უფრო და უფრო ვეფლობოდი ცოდვის ჭაობში და დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რატომ ხდებოდა ასე , ღმერთის სიყვარულში ეჭვი მეპარებოდა. ეხლა ვიცი რატომაც: იმიტომ რომ მივდევდი ადამიანთა სწავლებას ღმერთის სწავლების მაგივრად. უკომენტაროდ ციტატა ამიტომ , თქვენს თავებს შეეკითხეთ (მე ნუ მეტყვით) , გააქვთ ეს სული? თუ გაქვთ მაშინ არც ღმერთის მცნებების წინააღმდეგი უნდა იყოთ. და თუ არა გაქვთ, სანამ ცოცხლები ვართ გვიანი არასდროს არ არის, მოინანიეთ და ღმერთი მოწყალეა და გაპატიებთ. აღიარეთ იესო უფლად, მიიღეთ მისგან ცოდვების პატიება უსასყიდლოთ, ნუ შეეცდებით თქვენი ძალებით სასუფეველში მოხვედრას(როგორც ფარისევლები აკეთებდნენ), არამედ მიიღეთ ის წმინდა სისხლი , რომელიც იესომ დაღვარა თითოეული ჩვენთაგანისთვის პირადად( და არა ზოგადად). და ღმერთი გვპირდება, რომ გვაპატიებს და გვიშვილებს, და მოგვცემს შვილობის სულს, რომელიც დღითი დღე შეგვცვლის შიგნიდან გარეთ( და არა პირიქით, როგორც ზოგიერთი თქვენთაგანი ცდილობს "გაწმენდას") და გავაკეთებთ იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ღმერთს აქვს განსაზღვრული თითოეული ჩვენთაგანისთვის და დავიცავთ მის მცნებებს არა შიშით , არამედ თავისუფლებით.(კიდევ გეტყვით, პირიქით ნუ შეეცდებით, მცნებების დაცვით და კეთილი საქმეების კეთებით, შვილობის მიღებას, ამით თქვენდა უნებურად იესო ქრისტეს სისხლს უარყოფთ). ეს ტექსტები ძალიან მეცნობა,და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თავისუფლად შეიძლება რაიმე ახალი ქართული სექტანტური მიმდინარეობის ჩამოყალიბება და მერე გავრცელება.ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება,ეს ჯანსაღი კამათი კი აღარ არის,არამედ რომელიღაცა სექტის ქადაგება,რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ციტატა ასე რომ inaina , ნუ შეგეშინდება იმისა, რომ თუ ბიბლიას წაიკითხავ, შეისწავლი და სიმართლეს აღმოაჩენ, დემონები შემოგიჩნდებიან (ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროპაგანდაა). პირიქით, ღმერთის სიტყვას აქვს ძალა დემონებისაგან განთავისუფლებისა. ბიბლია წაკითხული მაქვს ჩემი მოძღვრის კურთხევით,მაგრამ მისი გარჩევა საკუთარი ძალებით არ მიცდია,იმისიც ბედნიერი ვარ,რომ მაქვს საშუალება ვიკითხო მისი განმარტება,რადგან მაქვს პატივი ვეკუთვნოდე დედა ეკლესიას,მაქვს სიხარული მივიდე სარკმელთან,რომელიც ცაში იყურება და მივაწვდინო ხმა უფალს,რომელიც ელის ჩემგან ერთგულებას და სიყვარულს. იქვებ გაგიჩნდეს კითხვა რომელია ეგ სარკმელიო?მაშინ წადი მოძღვართან და კითხე,სადაა ის სარკმელი,საიდანაც ცაში გავიხედავო და მიიღებ პასუხს. ციტატა P.S. "როცა არაფერს არ ეყრდნობა შენი აზრი" - არა სამართლიანად მიმაჩნია შენი ეს კომენტარი იმიტომ, რომ შენთვითონაც კარგად ხედავ, რომ თუ რამეს ვწერ, იქვე ვუწერ ციტატას ბიბლიიდან. შემინდე თუ რაიმე გაწყენინე,შენც შეგინდოს უფალმა და ინებოს შენი გადარჩენა. -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი