ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen |
Nov 9 2008, 04:49 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
ციტატა ამიტომ , თქვენს თავებს შეეკითხეთ (მე ნუ მეტყვით) , გააქვთ ეს სული? თუ გაქვთ მაშინ არც ღმერთის მცნებების წინააღმდეგი უნდა იყოთ. და თუ არა გაქვთ, სანამ ცოცხლები ვართ გვიანი არასდროს არ არის, მოინანიეთ და ღმერთი მოწყალეა და გაპატიებთ. აღიარეთ იესო უფლად, მიიღეთ მისგან ცოდვების პატიება უსასყიდლოთ, ნუ შეეცდებით თქვენი ძალებით სასუფეველში მოხვედრას(როგორც ფარისევლები აკეთებდნენ), არამედ მიიღეთ ის წმინდა სისხლი , რომელიც იესომ დაღვარა თითოეული ჩვენთაგანისთვის პირადად( და არა ზოგადად). და ღმერთი გვპირდება, რომ გვაპატიებს და გვიშვილებს, და მოგვცემს შვილობის სულს, რომელიც დღითი დღე შეგვცვლის შიგნიდან გარეთ( და არა პირიქით, როგორც ზოგიერთი თქვენთაგანი ცდილობს "გაწმენდას") და გავაკეთებთ იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ღმერთს აქვს განსაზღვრული თითოეული ჩვენთაგანისთვის და დავიცავთ მის მცნებებს არა შიშით , არამედ თავისუფლებით.(კიდევ გეტყვით, პირიქით ნუ შეეცდებით, მცნებების დაცვით და კეთილი საქმეების კეთებით, შვილობის მიღებას, ამით თქვენდა უნებურად იესო ქრისტეს სისხლს უარყოფთ). ეს ტექსტები ძალიან მეცნობა,და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თავისუფლად შეიძლება რაიმე ახალი ქართული სექტანტური მიმდინარეობის ჩამოყალიბება და მერე გავრცელება.ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება,ეს ჯანსაღი კამათი კი აღარ არის,არამედ რომელიღაცა სექტის ქადაგება,რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ inaina, მაშინ შენი ახსნა მაინტერესებს შემდეგი ციტატისა, შენ თუ არ გინდა ახსნა, კითხე შენს მოძღვარს და გთხოვ დაპოსტე , როცა მოახერხებ "...ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს, ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ..." (ეფესელთა 2:8-10). ჩხუბს და დავას არ ჯობია, მე რომ მოვიყვან ციტატას ბიბლიიდან და "ჩემებურად" ავხსნი, თქვენც მოიყვანეთ "თქვენებური" ახსნა და დამანახეთ რატომ ვცდები, და შევადაროთ? და თქვენ თუ ერიდებით წმინდა წერილის ახსნას, თხოვეთ თქვენ მოძღვარს აგიხსნათ და დაპოსტეთ. მოდით ამ თემას თუ გავაგრძელებთ , ასე გავაგრძელოთ , იმიტომ რომ აზრი არა აქვს. მე ვცდილობ ბიბლიაზე დაყრდნობით დავწერო, თქვენ კი მართლა არ ვიცი რის საფუძველზე აკეთებთ თქვენს დასკვნებს და მოგყავთ ისე, თითქოს ჭეშმარიტება იყოს. პროვოკაციული შეკითხვები მეთქი , რომ ვთქვი მაგიტომ ვთქვი, რომ უმეტესობა თქვენი შეკითხვებისა არ ემსახურება სიმართლის ძებნას ან თუნდაც ჩემს დარწმუნებას თქვენს სიმართლეში., არამედ ცდილობთ, რომ რაღაც წვრილმან შეცდომაში დამიჭიროთ და ამით თქვენც და სხვა ყველა ვინც ამ პოსტებს კითხულობს დაარწმუნოთ ჩემს "სექტანტობაში". რაც აქამდე ვერ შეძელით არა იმიტომ , რომ მე ვარ ძლიერი ან ჭკვიანი, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერს რასაც ვწერ ციტატებით ვამტკიცებ ბიბლიიდან, და ბიბლიის უკან ღმერთი დგას , და იცით რომ ვერ წახვალთ ღმერთის სიტყვის წინააღმდეგ, ამიტომ გვერდს უვლით მას (არცერთი თქვენი გამოხმაურება ჩემს მიერ მოყვანილ ციტატებს არ შეეხება) და არ ვიცი რაზე დაყრდნობით ცდილობთ დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე. მაგრამ ერთს გეტყვით , ღმერთის სიტყვის გვერდზე ავლა და სიმართლის სხვა წყაროებში ძებნა, იგივე მის წინააღმდეგ წასვლაა. "...ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია..." (მათე 12:30) და თუ წაიკითხავთ კონტესტში სწორედ ამას გულისხმობს. ამტომაც გაგრძელებაში (მათე 12:36-37) ამბობს: "...თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები..." აქ რომ ყოველდღიურ სასაუბრო სიტყვებზე არა არის ლაპარაკი, ყველა კარგად ხვდებით. , არამედ არის იმ სიტყვებზე ლაპარაკი , რომლითაც ჩვენ ადამიანები სიმართლეს ვამტკიცებთ, და ეს სიტყვები თუ გვერდს უვლიან ღმერთის სიტყვას (არა აქვს მნიშვნელობა საიდანაც არ უნდა მოდიოდეს) მისი წინააღმდეგია. და ასეთი გაფრთხილების შემდეგ მე(და ასევე ყველას მოგიწოდებთ) ვერ ვენდობი ვერავის ნაშრომს ან ნათქვამს ბრმად. არა ვარ წინააღმდეგი ნაშრომების წაკითხვისა და სხვის მოსმენისა, მაგრამ ბრმად კი არ უნდა ვენდოთ, არამედ როგორც ზემოთ დაგიწერეთ შეამოწმეთ. ჩვენი როგორც ქრისტიანების ამოსავალი უნდა იყოს ღმერთის სიტყვა და ამ სიტყვაზე დაყრდნობით უნდა გავიზიაროთ ან უკუვაგდოთ ესა თუ ის აზრი და ნაშრომი. იმედია მთავარ აზრს გამოიტანთ ყველა და ისეთ უმნიშვნელო შეცდომის გულისთვის , რომელიც თემას არ შეეხება , არ ჩამომახრჩობთ და აბსურდში არ ჩამითვლით. P.S. inaina მართლა არ მწყენია, უბრალოდ პასუხი გავეცი შენს უსამართლო კომენტარს,რომ სხვას ვისაც წაკითხული არ აქვს წინა პოსტები, მართალი არ ჰგონებოდა. ციტატა მაშინ, ასეთი კითხვა: შენი აზრით, რა სხვაობაა ხატსა და კერპს შორის? კანონისტი, კერპი "ღმერთია" , ხატი - მსგავსებაა, დღევანდელ დღეს შეიძლება სურათიც დავარქვათ. საქმე იმაშია , რომ ღმერთი როგორც ერთის ასევე მეორეს თაყვანისცემასა და მსახურებას კრძალავს. ციტატები ბიბლიიდან შეგიძლიათ ნახოთ ამის შესახებ ჩემს ზემოთ მოყვანილ პოსტებში. [quote]ჩემი აზრით რაც უფრო ბევრს ჩაუღრმავდები მეტ "ცდომილებებს" დაინახავ, რადგან მგონი მათ დასანახავად ხარ მომართული არ გინდა რა რადგან ბიბლიის სწორად გაგებას უდიდესი რწმენის გარდა არანაკლებ უდიდესი განათლებაც ჭირდება, და ასევე ღვთისაგან მონიჭებული მადლი. ხოდა ჯობია დავანებოთ თავი გარჩევებს, ყველაფერი გაცილებით მარტივია იარე ტაძარში, თქვი აღსარება და ეზიარე. ნელ-ნელა მადლიც მოვა პ.ს. ეს მადლი მეც მჭირდება და ყველას, მე ამით იმას არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ და ყოველ კვირას ვეზიარები, უბრალოდ რჩევის სახით გეუბნებით მიიღებთ თუ არა ეს თქვენი კეთილი ნებაა[quote] dariala, მადლობას მოგიხდით თქვენი გულითადი რჩევისთვის( სერიოზულად ვიძახი, ცინიკურად არ ვიძახი). თქვენს პოსტიდან ჩანს, რომ მეუბნებით იმას , რაც გჯერათ , რომ სიმართლეა და ამიტომ გმადლობთ, მაგრამ ვერ მივიღებ თქვენს რჩევას. თუ არ წაგიკითხავთ ჩემი ყველა პოსტი , გთხოვთ წაიკითხოთ და მიხვდებით რატომაც. თუ წაიკითხავთ და კითხვები გაგიჩნდებათ, აქ ვარ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. ასე რომ დაველოდები თქვენს გამოხმაურებას, და თუ ეს ჩვენი მსჯელობა დავაში და ჩხუბში გადაიზრდება, მაშინ სჯობს შევწყვიტოთ, იმიტომ რომ ეს საზიანო იქნება ჩემთვისაც და თქვენთვისაც. საზიანო იმ გაგებით, რომ ჭეშმარიტებას დაგვაშორებს და პირად პაექრობაში გადაიზრდება. და თუ მოგწონთ , რაც შემოგთავაზეთ (წესით საწინააღმდეგო არ უნდა გქონდეთ არაფერი, იმიტომ რომ მჯერა, რომ წმინდა წერილს თქვენც აღიარებთ ჭეშმარიტების ერთადერთ წყაროდ) აქ ვარ და გავაგრძელოთ მსჯელობა. სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი