IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეკლესიის საიდუმლოებები, ძიებანი და სწავლანი
KAIROS
პოსტი Jan 23 2007, 03:06 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თემა თითქოს ბანალურია, თითქოს ყველა მორწმუნემ იცის, რომ ეკლესიაში შვიდი საიდუმლოა, ( ეს "შვიდიც" მოგვიანო რიცხვია, სქოლასტიკის გავლენით შემოსული), ვიცით ამ შვიდის ზოგადი განმარტებაც, მაგალითისათვის, აქ შეგვიძლია ვისარგებლოთ, პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკის
"დოგმატური ღვთისმეტყველება"
თავი VIII
8. ეკლესიის საიდუმლონი. ეკლესიის ცხოვრება სულიწმიდაში
ამის წაკითხვა აქ შეგიძლიათ




მაშ ასე, ავტორი ასე განსაზღვრავს μυστηριών-ს ანუ საიდუმლოთ:

ეკლესიაში სახელდება „საიდუმლო“ მიეკუთვნება შვიდ მსახურებას; ესენია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება-ევქარისტია, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. „ვრცელი მართლმადიდებლ კატეხიზმო“ თითოეული საიდუმლოს არსს ასე განსაზღვრავს:

„ნათლისღებით ადამიანი საიდუმლოდ იბადება სულიერ ცხოვრებაში; მირონცხებით ამაღორძინებელი და განმამტკიცებელი მადლი ენიჭება; ზიარებით სულიერ საკვებს იღებს; სინანული მას სულიერი სნეულებების - ცოდვებისაგან კურნავს; მღვდლობით მიიღება მადლი, რათა სწავლების, ლოცვებისა და საიდუმლოთა საშუალებით სულიერად ააღორძინონ და აღზარდონ სხვები; ქორწინებით ბოძებული მადლი აკურთხევს ცოლ-ქმრობას, ბავშვების ბუნებრივ დაბადებასა და აღზრდას; ზეთის კურთხევის დროს სულიერ სნეულებათაგან განკურნების გზით ხორციელი სნეულებანიც იკურნება"

თავად ეკლესიის, როგორც მთლიანობის, ქრისტეს სხეულისა და „ქრისტეს ცხოვართა“ ცხოვრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია:

ა. ქრისტეს სისხლისა და ხორცის, ანუ ევქარისტიის საიდუმლო;

ბ. ეკლესიის იერარქიულ საფეხურებზე მსახურებისათვის რჩეულ პირთა დადგინების საიდუმლო - ქიროტონია, რომელიც ქმნის ეკლესიისთვის აუცილებელ სტრუქტურას;

გ. ნათლისღების საიდუმლო, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის შემადგენლობას. ეკლესიის სიწმიდისა და ცხოვრების სისავსისათვის ასევე აუცილებელია დანარჩენი საიდუმლოებანი, რომელთა საშუალებითაც ხდება ცალკეულ მორწმუნეებზე მადლის გადაცემა.


თუმცაღა, როგორ ვნახავთ, ხშირად უფრო ჩაღრმავებებიც გვესაჭიროება, რადგან საიდუმლოებებზეც გადის ის ზღვარი რაც მართლმადიდებლურ სამყაროს გამოყოფს, კათოლიკურ- პროტესტანტულ და სექტანტური მიმდინარეობებისაგან... ზოგიერთი საიდუმლო თვით მართლმადიდებლებშიც კამათის საკითხია ( მაგ. ცნობილი ნათლობის საკითხი)...

მაშ ასე მეგობრებო დავიწყოთ ნათლისღებით, როგორც პომაზანსკი ამბობს :"წმიდა ეკლესიის საიდუმლოთა ჩამონათვალში პირველ ადგილზე დგას ნათლისღების საიდუმლო. იგი არის შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში - ეკლესიაში და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა", აქვე გავისენოთ ნათლისღების ცნობილი სახეები, რომელზეც აქვე წაკითხავთ, ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე საკითხზე გავჩერდეთ:

კითხვა 1.

სად ხდება ნათლისღება და სად არა? ამის შესახებ ნახეთ ცნობილი კამათები

კითხვა 2.

მაინც რით განარჩევდა ეკლესია ვისი მიღება შეიძლებოდა ეკლესიაში ნათლისღებით და ვისი არა?


ასევე კარგი იქნება თუ ჩავუღრმავდებით კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის დავას საიდუმლოთა შესახებ ( სხურებითის საყოველთაობა), ძალიან საინტეროსო იქნება ასევე ზიარების შესახებ კამათი, რომლის შესახებ კარგა ხანია აქ კამათობენ ძველი ძმები smile.gif თუმცა მათ კამათში ჩაურევლად შეიძლება სხვადასხვა საკითხების კიდევ უფრო ჩაღრმავება. კერძოდ ცნობილი დიაკონ ანდრეი კურაევის "წერილი პროტესტანტებს", სადაც ის კათოლიკებს ამხილებს ზიარების საიდუმლოს მცდარად განმარტებისათვის...

მოკლედ საწერი ბევრია და იმედია აქ ნამდვილი შემეცნებითი საუბრები იქნება, აბა ახლა აქ რაა საკამათო ?! ჰოდა სოტირისიც მოწვეულია მთელი გულით smile.gif

გმადლობთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 30 2007, 02:26 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მეც დავამატებ მნათეს ნებართვით
51. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა. 52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად? 53. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. 54. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. 56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. 57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. 58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. 59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს.

60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა? 61. იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? 62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ? 63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება. 64
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ეკლესიის საიდუმლოებები   Jan 23 2007, 03:06 PM
კანუდოსელი   კურ-ი-აევი კი არა კუ...   Jan 23 2007, 03:16 PM
მნათე   ნუ თემის მთავარ ას...   Jan 23 2007, 03:21 PM
კანონისტი   ძალიან საინტერესო ...   Jan 23 2007, 03:38 PM
KAIROS   თუ გინდა კურ-ი-აშვ...   Jan 23 2007, 03:38 PM
დათიკო   კაი თემაა მე ჯერ-ჯე...   Jan 23 2007, 06:21 PM
მხევალი ნინო   რა ტქმა უნდა ჯერ წა...   Jan 24 2007, 10:55 AM
კანუდოსელი   რა ტქმა უნდა ჯერ წა...   Jan 24 2007, 02:35 PM
მხევალი ნინო   უიჰ, ამას არ ველოდ...   Jan 24 2007, 02:42 PM
solomony   საიდუმლო ლოცვები ი...   Jan 24 2007, 02:50 PM
მნათე   აჰა :D აი ალექსანდრ...   Jan 24 2007, 02:51 PM
კანონისტი   კანუდოსელი აფხაზი ...   Jan 24 2007, 05:10 PM
KAIROS   საინტერესო იქნება,...   Jan 24 2007, 09:26 PM
KAIROS   თემა გაჩერდა, მე არ ...   Jan 30 2007, 12:55 AM
solomony   ისე საინტერესოა ზი...   Jan 30 2007, 03:26 AM
გლახა   ძალიან ბევრი დაწერ...   Jan 30 2007, 12:38 PM
solomony   მეც დავამატებ მნათ...   Jan 30 2007, 02:26 PM
KAIROS   მნათე აქ პრეზიდენ...   Jan 30 2007, 11:35 PM
მნათე   ცილს მწამებენ :lol: ...   Jan 30 2007, 11:50 PM
KAIROS   თემას ვაგრძელებ: ჯ...   Feb 7 2007, 08:48 PM
მხევალი ნინო   მოდი ირონცხებამდე ...   Feb 8 2007, 05:22 PM
დათიკო   ერთი შეკითხვა მაქვ...   Feb 10 2007, 01:45 PM
KAIROS   რაღათქმაუნდა გან...   Feb 12 2007, 01:05 PM
მხევალი ნინო   KAIROS მდაააა... ადვილი ...   Feb 12 2007, 01:56 PM
KAIROS   ნამდვილად, მოძებნ...   Feb 12 2007, 02:03 PM
მხევალი ნინო   ვიცი, რომ ჯერ ნათლო...   Feb 15 2007, 05:49 PM
კანონისტი   მხევალი ნინო მე და ...   Feb 16 2007, 04:55 PM
მხევალი ნინო   კანონისტი საქმეც ...   Feb 16 2007, 05:15 PM
კანონისტი   მხევალი ნინო ამაზ...   Feb 16 2007, 05:25 PM
მხევალი ნინო   კანონისტი ჩვილებ...   Feb 16 2007, 05:40 PM
კანონისტი   მხევალი ნინო გაიხ...   Feb 16 2007, 05:43 PM
KAIROS   არადა იგივე სომხე...   Feb 17 2007, 01:58 PM
მნათე   KAIROS კაიროს, ეს ნიშნა...   Feb 17 2007, 02:03 PM
KAIROS   ნუ პროვოკატორობ :D ...   Feb 17 2007, 06:08 PM
მნათე   არც მიცდია :P :lol: ისე...   Feb 17 2007, 10:31 PM
მნათე   კარიოს აი ამას რომ...   Feb 18 2007, 10:31 PM
ქავთარაძე   მნათე ხო აბა რა მკრ...   Feb 18 2007, 10:36 PM
KAIROS   აშკარად ეშლებათ მა...   Feb 18 2007, 10:47 PM
მნათე   ამაში როგორია ჩვე...   Feb 18 2007, 10:58 PM
მნათე   'კვლად გვრწამს, რო...   Feb 18 2007, 11:48 PM
მხევალი ნინო   KAIROS მნათე მართალი ...   Feb 19 2007, 10:19 AM
მნათე   შენ კაიროსის ჩამო...   Feb 19 2007, 11:49 AM
მხევალი ნინო   მდა, ხოდა მეც მაგას ...   Feb 19 2007, 06:31 PM
კანონისტი   მე ასე მგონია: მესმ...   Feb 20 2007, 02:43 PM
მხევალი ნინო   კანონისტი დიდი მ...   Feb 20 2007, 02:49 PM
მნათე   ასეთ პასუხს არ მოვ...   Feb 20 2007, 02:55 PM
გუჯა   კანონისტი იცი რა მ...   Feb 20 2007, 03:02 PM
კანონისტი   მნათე ეგ თეოლოგიუ...   Feb 20 2007, 03:14 PM
KAIROS   ძვირფასო კანონის...   Feb 20 2007, 05:00 PM
მხევალი ნინო   მიდი წავიდეთ წინ, ე...   Feb 20 2007, 05:07 PM
KAIROS   იგივე მოტივით, ანუ ...   Feb 20 2007, 05:19 PM
კანონისტი   KAIROS შენ ისევ თეოლოგ...   Feb 20 2007, 05:52 PM
KAIROS   მესმის რასაც წერ, ...   Feb 20 2007, 11:52 PM
დათიკო   KAIROS მეც უდიდესი სია...   Feb 21 2007, 12:01 AM
KAIROS   მიდი, მერე ჩვენს ხ...   Feb 21 2007, 12:22 AM
დათიკო   KAIROS მაგას ვარკვევ უ...   Feb 21 2007, 12:30 AM
მნათე   ხოოომ, აქინა გავიჭ...   Feb 21 2007, 12:35 AM
KAIROS   ნამდვილად :) აქამდ...   Feb 21 2007, 01:03 AM
დათიკო   KAIROS გეთანხმები :)   Feb 21 2007, 01:17 AM
solomony   მე ამ საკითხზე ვიკ...   Feb 21 2007, 02:38 AM
dossiteozy   ფოუმელებს მოგესალ...   Feb 21 2007, 02:41 AM
იოანა   ფოუმელებს მოგესალ...   Feb 21 2007, 12:49 PM
მნათე   მშვიდობა თქვენს მ...   Feb 21 2007, 02:45 AM
გუჯა   dossiteozy დამლოცეთ მამა ...   Feb 21 2007, 02:55 AM
solomony   თუ კარგად არ წაიკი...   Feb 21 2007, 03:02 AM
გუჯა   თუ კარგად არ წაიკი...   Feb 21 2007, 03:08 AM
solomony   ეგ იმ მოძღვარს გაა...   Feb 21 2007, 03:13 AM
გუჯა   ეგ იმ მოძღვარს გაა...   Feb 21 2007, 03:18 AM
solomony   ისე კი რაც შეეხება ...   Feb 21 2007, 03:30 AM
გუჯა   solomony სოლომონ, არიან ...   Feb 21 2007, 03:35 AM
მხევალი ნინო   გუჯა მე მგონი სოლ...   Feb 21 2007, 10:17 AM
კანონისტი   dossiteozy გაიხარეთ მამა...   Feb 21 2007, 11:37 AM
მხევალი ნინო   ვინ არის დოსითეოზი...   Feb 21 2007, 11:41 AM
კანონისტი   მხევალი ნინო იღუმ...   Feb 21 2007, 11:45 AM
მხევალი ნინო   ოჰო რა კარგია გავი...   Feb 21 2007, 11:54 AM
დათიკო   ძალიან სასიხარულო...   Feb 21 2007, 01:51 PM
KAIROS   Bienvenu! სასიამოვნოა, ...   Feb 22 2007, 02:51 AM
zuti   პ მე ასე მგონია: მე...   Mar 2 2007, 10:35 PM
მხევალი ნინო   რატომ მივივიწყეთ ე...   Mar 5 2007, 11:02 AM
KAIROS   მაკლია ხალხი, ნინო, ...   Mar 5 2007, 02:38 PM
კანონისტი   zuti და სად ვთქვი ეს?   Mar 5 2007, 02:52 PM
KAIROS   კაი ახლა მაგაზე ხო...   Mar 5 2007, 03:04 PM
KAIROS   ТАЙНОЕ ПРЕДАНИЕ ТАИНСТВ Те...   Mar 17 2007, 07:57 PM
მაეასი   შეიძლება ამ თემასთ...   Mar 31 2007, 11:31 PM
გლახა   მაეასი ეგ ძალიან დ...   Apr 1 2007, 11:40 AM
ზებედე   მაეასი ეგ ძალიან დ...   Apr 1 2007, 01:06 PM
მხევალი ნინო   ზებედე მეც ვფიქრ...   Apr 1 2007, 01:52 PM
KAIROS   :) ეკლესიის საიდუმ...   Apr 1 2007, 08:06 PM
მაეასი   :) ეკლესიის საიდუმლ...   Apr 2 2007, 12:33 AM
KAIROS   მოდი, მაშინ ის შენ...   Apr 2 2007, 12:37 PM
KAIROS   დასავლეთის კათოლი...   Apr 25 2007, 09:53 PM
ზებედე   დასავლეთის კათოლი...   Apr 25 2007, 09:57 PM
KAIROS   აღსარებას ვერ ჩაი...   Apr 25 2007, 10:12 PM
მნათე   KAIROS შენ ამტკიცებ რო...   Apr 25 2007, 10:13 PM
KAIROS   :D ნუ აოფთოფიქებ, ბა...   Apr 25 2007, 10:49 PM
მნათე   შენ არ გიყვარს არქ...   Apr 25 2007, 10:53 PM
KAIROS   მართალია, რაც ჩამო...   Apr 25 2007, 11:23 PM
მნათე   შეცერდი მერე :lol: მერ...   Apr 25 2007, 11:30 PM
KAIROS   საინტერესო იქნებ...   Apr 26 2007, 12:05 AM
likka   sorry off-topic-ზა, მარა...მარ...   Apr 26 2007, 12:18 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 01:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი