სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
![]() ![]() |
| loen |
Nov 12 2008, 02:47 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
ციტატა და შენ არ მითხარი რომ კერპთაყვანისმცემლობა ერტნაირად იგმობა ძველ და ახალ აღთქმაშიო? ე.ი. მაშინ შეიძლებოდა? და დღეს არა?.... კანუდოსელი, ის კიდობანი იყო მიცემული ღმერთისაგან, ღმერთმა მისცა ზუსტი მითითებანი , თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ, და ღმერთმა გამოაცხადა თავის ადგილსამყოფელად მათთვის. და ეს გააკეთა მათი ურწმუნოების გამო, რადგან მათ არ ყავდათ იესო ქრისტე. და ისევ გიმეორებ , კიდობანი იყო სიმბოლო იესო ქრისტესი. ამიტომ ეს კიდობანი არ იყო კერპი. სხანაირად რომ ვთქვა, ღმერთმა რომ გითხრას , ამ ქვას ეცი თაყვანიო, ის ქვა კერპი აღარ არის. ზემოთაც მოგიყვანე ციტატა იმისა, რომ ყველაფერი რასაც ძველი აღთქმის ებრაელები სცემდნენ თაყვანს, განასახიერებდა იესო ქრისტეს, რომელიც უნდა მოსულიყო მომავალში. ციტატა ლეონ შენთვის ძვირფასია თუ არა სურათზე გამოსახული ადამიანი? სურათში ყურადღებას რა იქცევს მასალა თუ ის ვინც მასზეა გამოსახული? აღმსარებელი, როცა დავწერე სურათს თაყვანს არ ვცემ მეთქი, ვიგულისხმე , რომ არც მათზე გამოსახულ ადამიანებს არ ვცემ თაყვანს. (პატივის ცემას და თაყვანის ცემას ნუ აურევთ ერთმანეთში) ციტატა ცოტა ძნელია კამათი, როცა ყველა მხარე თავისას მიერეკება...... ერთი რამე მაინტერესებს, როცა ამბობ, რომ წმინდა მამების ნებისმიერი ნააზრევი ექვემდებარება რევიზიას და ისინი (წმინდა მამების და მსოფლიო კრებების აზრები)ადამიანთა მცნებებია, ხომ არ დაფიქრებულხარ, ამ ლოგიკის გაგრძელებით ბიბლია მთლიანად 'ადამიანთა მცნებად' შეიძლება გამოაცხადო. მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს ბიბლიის ტექსტი გრაგნილებით არ მიუტანიათ ბიბლიის თარგმნის სტოკჰოლმის ინსტიტუტში და ამ ღრმადპატივცემული ორგანიზაციის წარმომადგენლებს არა აქვთ წმიდა წერილის 'კოპირაითი'. წმიდა წერილის კანონი (ბიბლია) სწორედ წმიდა მამებმა, მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაადგინეს და დააკანონეს. თუ წმიდა მამების არ გჯერა, მაშინ როგორ გჯერა, რომ ეს მაგალითად იოანეს სახარება, ნამდვილად იოანე მოციქულისაა. წმ. იოანე ხომ არ მისულა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში სახარების ხელნაწერით? წმინა წერილის კანონი (ბიბლია) მიღებულია მსოფლიო კრებაზე. უხეშად ვთქვათ მსოფლიო კრებას და ეკლესიას გააჩნია''კოპირაითი' თავის მიღებულ კანონზე. თვითნებური ინტერპრეტაცია დაუშვებელია. თუ წმიდა მამების არ გვჯერა, მაშინ სახარების წარმომავლობასაც ვაყენებთ ეჭვქვეშ და თუ სახარებაც არ გვწამს მაშინ რა რწმენაზეა საუბარი. წმიდა წერილი უნდა ვიკითხოთ და გავიაზროთ ეკლესიის სწავლების შუქზე... ეკლესიის, რომლის თავიც არის ქრისტე... ეკლესიის, რომელშიც დამკვიდრებულია სულიწმიდა......... ზვარე, ჯერ ერთი, ბიბლია რომ გამოიცა სრული სახით, 16-17 საუკუნე გავიდა იმის შემდეგ. ბიბლია რომ შემონახულია დაუმახინჯებლად, მჯერა მიტომ, რომ მჯერა, რომ ღმერთს აქვს ძალა და არის ღმერთის ნება, შემოუნახოს თავისი სიტყვა თაობებს. მაგრამ სწავლება რომ დამახინჯებულია, ეს არის ფაქტი და ძემოთაც მოვიყვანე ბევრი მაგალითი ამისა. მერე კიდევ, რომ ამბობ წმინდა მამებმა შეადგინე ბიბლიაო, ღმერთს რატომ გამორიცხავ? უფრო სწორი იქნება თქვა, რომ ღმერთის ძალით შედგა ბიბლია და მან გამოიყენა ამისთვი ის წმინდა მამები. ბიბლია დაწერილია სული წმინდის მიერ , ადამინის გამოყენებით. ამიტომ ბიბლიის არცერთი ნაწილი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ბიბლიის ყველა წიგნი იესო ქრისტეს და ღმერთის მოწყალეობას შეეხება - ძველი აღთქმის წიგნებში წინასწარმეტყველებით, ახალი აღთქმის წიგნებში - ცხადად. ეხლა შენ თუ იტყვი სული წმინდის კარნახით ვწერო და დაწერ ისეთ რაღაცას, რომელიც ეწინააღმდეგება შენამდე დაწერილს(ბიბლიას), მაშინ უნდა შეამოწმო ის სული მართლა წმინდაა თუ არა.("შენ"-ს ზოგადად ვიძახი). მე არ ვიძახი , რომ ყველა წმინდა მამა ცდება მეთქი, მაგრამ რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბიბლიას, იმათ სწავლებას, მარტო იმიტომ რომ წმინდა მამები ქვიათ, არ გავიზიარებ. ციტატა უხეშად ვთქვათ მსოფლიო კრებას და ეკლესიას გააჩნია''კოპირაითი' თავის მიღებულ კანონზე. თვითნებური ინტერპრეტაცია დაუშვებელია "კოპირაითი" წმინდა წერილზე ღმერთის გარდა აარავის გააჩნია. და არავითარი შეცვლა ღმერთის სიტყვისა და დამახინჯება არ არის დაშვებული. ვინ მისცათ უფლება? წმინდა წერილი არ არის მსოფლიო კრებების და ეკლესიის მიღებული კანონი. ის არის ღმერთის სიტყვა, რომელიც რჩება სამუდამოდ და კიდევ ვიმეორებ, იმის თქმა , რომ უფლება აქვს ვინმეს(რაც არ უნდა დიდი წვლილი მიუძღოდეს მის თარგმნაში თუ გამოცემაში) თუნდაც ერთიბეწო რამე შეცვალოს, არის აბსურდი და პირდაპირ არის ღმერთის წინააღმდეგ წასვლა. ციტატა წმიდა წერილი უნდა ვიკითხოთ და გავიაზროთ ეკლესიის სწავლების შუქზე ეკლესია უნდა ასწავლიდეს წმინდა წერილის შუქზე. თქვენი მსჯელობიდან გამოდის ,რომ ეკლესიის ლიდერად რომ მოვიდეს ვინმე და ასწავლიდეს მთლათ უაზრობას, ასე ბრმად დაუკრავთ კვერს, მარტო იმიტომ, რომ ის ეკლესიის სათავეშია. რა გგონიათ, ვინ არის ეშმაკის მთავარი სამიზნე? - სწორედ ეკლესიის ლიდერები იმიტომ, რომ მან იცის თუ შეაცდენს მას, მაშინ ყველა ვინც ბრმად მიყვება ამ ლიდერს ასევე შეცდება. იმას ნუ იტყვით, რომ მხოლოდ იმიტომ რომ ესა თუ ის ადამიანი არის ეკლესიის ლიდერი, ეშმაკი ვერ შეაცდენს. ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ ცოტათი მაინც გადაუხვია ღმერთის სიტყვას - ეშმაკისთვის გზა ხსნილია. საერთოდ არ აქვს აზრი ასე დავას. კიდევ ვიმეორებ, მე ვცდილობ ,რომ წმინდა წერილზე დაყრდნობით დავწერო ჩემი პოსტები, თქვენ კიდევ მართლა არ ვიცი, რაზე დაყრდნობით, ასაღებთ თქვენს მიერ მოყვანილ ციტატებს ჭეშმარიტებად. არცერთ თქვენგანს არ გაუცია პასუხი, ჩემს მიერ ბიბლიიდან მოყვანილ ციტატებზე.(ერთის გარდა , როგორც კი რაღაცა შემეშალა, პასუხი არ დაყოვნებულა). თუ თქვენ გეშინიათ წმინდა წერილის ახსნა, თხოვეთ თქვენს მოძღვარს აგიხსნათ და დაპოსტეთ და ვიმსჯელოთ ბიბლიის გარშემო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გვერდს უვლით ბიბლიას და ცდილობთ რომ ამტკიცოთ თქვენი თუ ვიღაცის აზრები საფუძველის გარეშე. რატომ? ისევ სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები Oct 31 2008, 11:40 AM
sandro40 ძალიან კარგია რომ ... Oct 31 2008, 12:27 PM
ეკატერინე loen
აი, რას წერს იუსტ... Oct 31 2008, 12:44 PM
ეკატერინე
იუსტინეს ნაშრომიდ... Oct 31 2008, 12:54 PM
მნათე loen
სახარებისეული ც... Nov 1 2008, 04:04 AM
loen ჯერ მინდა ვთქვა, რო... Nov 2 2008, 11:30 AM
მნათე
მოკლედ, იცნობ თუ ა... Nov 2 2008, 08:58 PM
loveli
რატომ აიგივებ ხატ... Nov 3 2008, 08:26 PM
კანუდოსელი loen
მეც ჩავერევი
რამ... Nov 3 2008, 09:37 PM
agmsarebeli გაიხსენეთ ქერუბიმ... Nov 3 2008, 11:14 PM
chelo მამა პაისს ასეთი მ... Nov 3 2008, 11:47 PM
inaina loen
გული ამიჩუყდა :cray... Nov 4 2008, 12:35 AM
sergi_glaxa საინტერესო თემააა ... Nov 4 2008, 10:37 AM
Iona ვაბშეტა შაბათიც აღ... Nov 4 2008, 02:06 PM
loen როგორც პირველ პოსტ... Nov 5 2008, 11:29 AM
კანუდოსელი loen
ძალიან კარგი
ძა... Nov 5 2008, 11:56 AM
კანუდოსელი loen
ძალიან კარგი
ძა... Nov 9 2008, 10:23 AM
Floyd loen
და ვინ გითხრა რო... Nov 5 2008, 12:09 PM
კანონისტი loen
ისე გამოდის, რომ ... Nov 5 2008, 12:54 PM
sergi_glaxa კანონისტი
შენ ერკ... Nov 5 2008, 02:58 PM
მხევალი ნინო sergi_glaxa
და ესეთი მხოლ... Nov 5 2008, 04:45 PM
sergi_glaxa
sergi_glaxa
და ესეთი მხოლ... Nov 5 2008, 04:51 PM
chelo loen
ვიცოდი რომ მაგას ... Nov 5 2008, 08:51 PM
inaina loen
ეს ყველაფერი დემ... Nov 5 2008, 10:17 PM
კანონისტი sergi_glaxa
მესმის რასაც ... Nov 6 2008, 11:46 AM
loveli leon
მაინტერესებს ხა... Nov 6 2008, 09:38 PM
agmsarebeli თვით ადამიანი ვისი... Nov 6 2008, 09:56 PM
chelo
თვით ადამიანი ვის... Nov 7 2008, 12:06 AM
loen ეს პოსტი იყო ჩემი პ... Nov 7 2008, 10:46 AM
ზვარე
მე ვერაფერს დაგიშ... Nov 10 2008, 06:02 PM
ზვარე
[b]loen - ''რომელსა გ... Nov 17 2008, 01:08 AM
inaina loen
ამაზე ისევ ეს წა... Nov 8 2008, 01:31 AM
loen
[b]loen
ამაზე ისევ ეს წ... Nov 8 2008, 11:04 AM
sergi_glaxa ხატები არ ახდენენ ... Nov 8 2008, 12:51 PM
agmsarebeli
ხატები არ ახდენენ ... Nov 8 2008, 09:18 PM
კანონისტი loen
მაშინ, ასეთი კითხ... Nov 8 2008, 01:53 PM
dariala
ცუდად ვარ გამიტან... Nov 8 2008, 09:25 PM
inaina loen
თუ იცი რაღატომ გ... Nov 8 2008, 10:14 PM
dariala loen
ჩემი აზრით რაც უფ... Nov 8 2008, 10:22 PM
loen
inaina,
მაშინ შენი ... Nov 9 2008, 04:49 AM
agmsarebeli ამ ადამიანს(ლეონს) ... Nov 9 2008, 12:58 PM
loen
კანუდოსელი,
უნდა ... Nov 10 2008, 11:14 AM
კანუდოსელი ლოენ, მეჩვენება რო... Nov 10 2008, 11:55 AM
loen
ლოენ, მეჩვენება რო... Nov 10 2008, 01:40 PM
კანუდოსელი loen
მისმინე მეგობარ... Nov 10 2008, 01:56 PM
loen
loen
მისმინე მეგობარ... Nov 10 2008, 02:19 PM
კანუდოსელი
დაჩოქვით იქნება თ... Nov 10 2008, 02:35 PM
loen
ე.ი. თვლი, რომ დაჩოქ... Nov 10 2008, 03:14 PM
კანუდოსელი loen
და შენ არ მითხარ... Nov 10 2008, 03:15 PM
agmsarebeli ლეონ შენთვის ძვირფ... Nov 10 2008, 03:32 PM
კანუდოსელი agmsarebeli
აცალე კაცს, ჯე... Nov 10 2008, 03:36 PM
agmsarebeli ვაცდი კაცო.....ეს გარ... Nov 10 2008, 04:03 PM
inaina ზვარე
მე ამ მხარეზ... Nov 10 2008, 07:25 PM
ზვარე
თქვენი მსჯელობიდ... Nov 12 2008, 09:58 PM
ზვარე loen
წმიდა წერილი ამ ... Nov 12 2008, 09:44 PM
constantine
რომის პაპი ვინაა? Nov 12 2008, 11:35 PM
loen
ზვარე,
მასე უნდა ი... Nov 13 2008, 09:39 AM
კანუდოსელი loen
და ეს ფაქტი აქარ... Nov 13 2008, 10:17 AM
loen
loen
და ეს ფაქტი აქარ... Nov 15 2008, 04:22 AM
ზვარე loen
შეგიძლია იხილო... Nov 13 2008, 10:48 AM
constantine loen
არა მე შენთვის ა... Nov 13 2008, 11:12 AM
loen
loen
არა მე შენთვის ა... Nov 15 2008, 04:50 AM
agmsarebeli ლეონ ქრისტიანე ხაა... Nov 15 2008, 11:01 AM
loen
ლეონ ქრისტიანე ხა... Nov 16 2008, 12:25 PM
neo
ამ ლოგიკით მე რომ ... Nov 15 2008, 11:42 AM
loen
ამ ლოგიკით მე რომ ს... Nov 16 2008, 12:07 PM
sergi_glaxa loen
კარდაგ წერთ :) Nov 16 2008, 04:58 PM
Adolf ლეონ ესეიგი რისი თ... Nov 16 2008, 05:02 PM
agmsarebeli შენ მიპასუხე ლეონ...... Nov 16 2008, 10:23 PM
loen
[size=3]
[b]loen - ''რომელს... Nov 17 2008, 12:25 PM
კანუდოსელი loen
ანუ, კიდობანი იგ... Nov 17 2008, 12:39 PM
sergi_glaxa ახლა დეჟავუ მემართ... Nov 17 2008, 01:39 PM
კანუდოსელი sergi_glaxa
საღვთო წერილს ... Nov 17 2008, 02:34 PM
sergi_glaxa კანუდოსელი
ჩემო კ... Nov 17 2008, 02:49 PM
კანონისტი sergi_glaxa
და ვინ თქვა რო... Nov 17 2008, 02:52 PM
კანუდოსელი sergi_glaxa
ავოე :D
შენ გგო... Nov 17 2008, 02:54 PM
კანონისტი კანუდოსელი
არა, ის... Nov 17 2008, 02:55 PM
loen
მათთვის იყო და გაკ... Nov 17 2008, 03:08 PM
კანუდოსელი loen
მე რაში ვცდები ა... Nov 17 2008, 03:21 PM
კანონისტი loen
ანუ ღმერთმა თავი... Nov 17 2008, 03:24 PM
კანუდოსელი loen
და იესომ საიდან ... Nov 17 2008, 03:25 PM
კანონისტი კანუდოსელი
ნებისმ... Nov 17 2008, 03:29 PM
sergi_glaxa
კანუდოსელი
ნებისმ... Nov 17 2008, 03:48 PM
კანონისტი sergi_glaxa
VII მსოფლიო კრე... Nov 17 2008, 04:28 PM
loen
ამაზე გაგეცი პასუ... Nov 19 2008, 11:32 AM
კანუდოსელი loen
ეს არის ჩემს კით... Nov 19 2008, 11:38 AM
კანონისტი loen
ქრისტეს ორბუნებ... Nov 19 2008, 01:12 PM
კანონისტი loen
ალბათ, გაგიგია, რ... Nov 19 2008, 01:24 PM
sergi_glaxa აღარ გინდათ რა....ხო... Nov 19 2008, 01:57 PM
კანუდოსელი შენი არგუმენტები მ... Nov 19 2008, 02:38 PM
კანონისტი sergi_glaxa
ქორწინება რომ... Nov 19 2008, 02:57 PM
sergi_glaxa
sergi_glaxa
ქორწინება რო... Nov 19 2008, 03:03 PM
კანონისტი sergi_glaxa
საინტერესო მე... Nov 19 2008, 03:09 PM
agmsarebeli aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatis... Nov 21 2008, 05:53 PM
KAIROS
ეს სასჯელი გგონია? ... Dec 1 2008, 12:01 AM
loen
კანუდოსელი,
მხოლო... Dec 1 2008, 02:23 PM
constantine
ნუ ხალხი მომრავლდ... Dec 1 2008, 10:53 PM
KAIROS
? :o აბა რატომ ლოცულო... Dec 2 2008, 12:19 AM
constantine
ვინ ხატმა? ანუ შენ ... Dec 2 2008, 12:38 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 07:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი