ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#321
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen |
Nov 12 2008, 02:47 PM
პოსტი
#322
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
ციტატა და შენ არ მითხარი რომ კერპთაყვანისმცემლობა ერტნაირად იგმობა ძველ და ახალ აღთქმაშიო? ე.ი. მაშინ შეიძლებოდა? და დღეს არა?.... კანუდოსელი, ის კიდობანი იყო მიცემული ღმერთისაგან, ღმერთმა მისცა ზუსტი მითითებანი , თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ, და ღმერთმა გამოაცხადა თავის ადგილსამყოფელად მათთვის. და ეს გააკეთა მათი ურწმუნოების გამო, რადგან მათ არ ყავდათ იესო ქრისტე. და ისევ გიმეორებ , კიდობანი იყო სიმბოლო იესო ქრისტესი. ამიტომ ეს კიდობანი არ იყო კერპი. სხანაირად რომ ვთქვა, ღმერთმა რომ გითხრას , ამ ქვას ეცი თაყვანიო, ის ქვა კერპი აღარ არის. ზემოთაც მოგიყვანე ციტატა იმისა, რომ ყველაფერი რასაც ძველი აღთქმის ებრაელები სცემდნენ თაყვანს, განასახიერებდა იესო ქრისტეს, რომელიც უნდა მოსულიყო მომავალში. ციტატა ლეონ შენთვის ძვირფასია თუ არა სურათზე გამოსახული ადამიანი? სურათში ყურადღებას რა იქცევს მასალა თუ ის ვინც მასზეა გამოსახული? აღმსარებელი, როცა დავწერე სურათს თაყვანს არ ვცემ მეთქი, ვიგულისხმე , რომ არც მათზე გამოსახულ ადამიანებს არ ვცემ თაყვანს. (პატივის ცემას და თაყვანის ცემას ნუ აურევთ ერთმანეთში) ციტატა ცოტა ძნელია კამათი, როცა ყველა მხარე თავისას მიერეკება...... ერთი რამე მაინტერესებს, როცა ამბობ, რომ წმინდა მამების ნებისმიერი ნააზრევი ექვემდებარება რევიზიას და ისინი (წმინდა მამების და მსოფლიო კრებების აზრები)ადამიანთა მცნებებია, ხომ არ დაფიქრებულხარ, ამ ლოგიკის გაგრძელებით ბიბლია მთლიანად 'ადამიანთა მცნებად' შეიძლება გამოაცხადო. მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს ბიბლიის ტექსტი გრაგნილებით არ მიუტანიათ ბიბლიის თარგმნის სტოკჰოლმის ინსტიტუტში და ამ ღრმადპატივცემული ორგანიზაციის წარმომადგენლებს არა აქვთ წმიდა წერილის 'კოპირაითი'. წმიდა წერილის კანონი (ბიბლია) სწორედ წმიდა მამებმა, მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაადგინეს და დააკანონეს. თუ წმიდა მამების არ გჯერა, მაშინ როგორ გჯერა, რომ ეს მაგალითად იოანეს სახარება, ნამდვილად იოანე მოციქულისაა. წმ. იოანე ხომ არ მისულა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში სახარების ხელნაწერით? წმინა წერილის კანონი (ბიბლია) მიღებულია მსოფლიო კრებაზე. უხეშად ვთქვათ მსოფლიო კრებას და ეკლესიას გააჩნია''კოპირაითი' თავის მიღებულ კანონზე. თვითნებური ინტერპრეტაცია დაუშვებელია. თუ წმიდა მამების არ გვჯერა, მაშინ სახარების წარმომავლობასაც ვაყენებთ ეჭვქვეშ და თუ სახარებაც არ გვწამს მაშინ რა რწმენაზეა საუბარი. წმიდა წერილი უნდა ვიკითხოთ და გავიაზროთ ეკლესიის სწავლების შუქზე... ეკლესიის, რომლის თავიც არის ქრისტე... ეკლესიის, რომელშიც დამკვიდრებულია სულიწმიდა......... ზვარე, ჯერ ერთი, ბიბლია რომ გამოიცა სრული სახით, 16-17 საუკუნე გავიდა იმის შემდეგ. ბიბლია რომ შემონახულია დაუმახინჯებლად, მჯერა მიტომ, რომ მჯერა, რომ ღმერთს აქვს ძალა და არის ღმერთის ნება, შემოუნახოს თავისი სიტყვა თაობებს. მაგრამ სწავლება რომ დამახინჯებულია, ეს არის ფაქტი და ძემოთაც მოვიყვანე ბევრი მაგალითი ამისა. მერე კიდევ, რომ ამბობ წმინდა მამებმა შეადგინე ბიბლიაო, ღმერთს რატომ გამორიცხავ? უფრო სწორი იქნება თქვა, რომ ღმერთის ძალით შედგა ბიბლია და მან გამოიყენა ამისთვი ის წმინდა მამები. ბიბლია დაწერილია სული წმინდის მიერ , ადამინის გამოყენებით. ამიტომ ბიბლიის არცერთი ნაწილი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ბიბლიის ყველა წიგნი იესო ქრისტეს და ღმერთის მოწყალეობას შეეხება - ძველი აღთქმის წიგნებში წინასწარმეტყველებით, ახალი აღთქმის წიგნებში - ცხადად. ეხლა შენ თუ იტყვი სული წმინდის კარნახით ვწერო და დაწერ ისეთ რაღაცას, რომელიც ეწინააღმდეგება შენამდე დაწერილს(ბიბლიას), მაშინ უნდა შეამოწმო ის სული მართლა წმინდაა თუ არა.("შენ"-ს ზოგადად ვიძახი). მე არ ვიძახი , რომ ყველა წმინდა მამა ცდება მეთქი, მაგრამ რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბიბლიას, იმათ სწავლებას, მარტო იმიტომ რომ წმინდა მამები ქვიათ, არ გავიზიარებ. ციტატა უხეშად ვთქვათ მსოფლიო კრებას და ეკლესიას გააჩნია''კოპირაითი' თავის მიღებულ კანონზე. თვითნებური ინტერპრეტაცია დაუშვებელია "კოპირაითი" წმინდა წერილზე ღმერთის გარდა აარავის გააჩნია. და არავითარი შეცვლა ღმერთის სიტყვისა და დამახინჯება არ არის დაშვებული. ვინ მისცათ უფლება? წმინდა წერილი არ არის მსოფლიო კრებების და ეკლესიის მიღებული კანონი. ის არის ღმერთის სიტყვა, რომელიც რჩება სამუდამოდ და კიდევ ვიმეორებ, იმის თქმა , რომ უფლება აქვს ვინმეს(რაც არ უნდა დიდი წვლილი მიუძღოდეს მის თარგმნაში თუ გამოცემაში) თუნდაც ერთიბეწო რამე შეცვალოს, არის აბსურდი და პირდაპირ არის ღმერთის წინააღმდეგ წასვლა. ციტატა წმიდა წერილი უნდა ვიკითხოთ და გავიაზროთ ეკლესიის სწავლების შუქზე ეკლესია უნდა ასწავლიდეს წმინდა წერილის შუქზე. თქვენი მსჯელობიდან გამოდის ,რომ ეკლესიის ლიდერად რომ მოვიდეს ვინმე და ასწავლიდეს მთლათ უაზრობას, ასე ბრმად დაუკრავთ კვერს, მარტო იმიტომ, რომ ის ეკლესიის სათავეშია. რა გგონიათ, ვინ არის ეშმაკის მთავარი სამიზნე? - სწორედ ეკლესიის ლიდერები იმიტომ, რომ მან იცის თუ შეაცდენს მას, მაშინ ყველა ვინც ბრმად მიყვება ამ ლიდერს ასევე შეცდება. იმას ნუ იტყვით, რომ მხოლოდ იმიტომ რომ ესა თუ ის ადამიანი არის ეკლესიის ლიდერი, ეშმაკი ვერ შეაცდენს. ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ ცოტათი მაინც გადაუხვია ღმერთის სიტყვას - ეშმაკისთვის გზა ხსნილია. საერთოდ არ აქვს აზრი ასე დავას. კიდევ ვიმეორებ, მე ვცდილობ ,რომ წმინდა წერილზე დაყრდნობით დავწერო ჩემი პოსტები, თქვენ კიდევ მართლა არ ვიცი, რაზე დაყრდნობით, ასაღებთ თქვენს მიერ მოყვანილ ციტატებს ჭეშმარიტებად. არცერთ თქვენგანს არ გაუცია პასუხი, ჩემს მიერ ბიბლიიდან მოყვანილ ციტატებზე.(ერთის გარდა , როგორც კი რაღაცა შემეშალა, პასუხი არ დაყოვნებულა). თუ თქვენ გეშინიათ წმინდა წერილის ახსნა, თხოვეთ თქვენს მოძღვარს აგიხსნათ და დაპოსტეთ და ვიმსჯელოთ ბიბლიის გარშემო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გვერდს უვლით ბიბლიას და ცდილობთ რომ ამტკიცოთ თქვენი თუ ვიღაცის აზრები საფუძველის გარეშე. რატომ? ისევ სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
ზვარე |
Nov 12 2008, 09:58 PM
პოსტი
#323
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
თქვენი მსჯელობიდან გამოდის ,რომ ეკლესიის ლიდერად რომ მოვიდეს ვინმე და ასწავლიდეს მთლათ უაზრობას, ასე ბრმად დაუკრავთ კვერს, მარტო იმიტომ, რომ ის ეკლესიის სათავეშია. ააავვვვოოოეეეეეეეეე!!!!!!!!! არ ვიცი რა ვიფიქრო. მართლა ეგრე ფიქრობ, თუ ვითომ გულუბრყვილოდ, შეფარვით აბოლებ ეკლესიურ ცხოვრებაში ჯერაც გაუცნობიერებელ ვინმეს???????????? რას ქვია ''ეკლესიის ლიდერად რომ მოვიდეს ვინმე'' ''ასე ბრმად დაუკრავთ კვერს, მარტო იმიტომ, რომ ის ეკლესიის სათავეშია'' ან აზრზე არ ხარ რა არის ეკლესია ან მაგარი პროვოკატორი ხარ. ეკლესიას ართადერთი ''ლიდერი" ჰყავს - ქრისტე. ეკლესიის არცერთი წევრი ცალკე არ არის უშეცდომო, უშეცდომო არის თავად ეკლესია, რომლის თავიც არის ქრისტე!!! ''ეკლესიის ლიდერად რომ მოვიდეს ვინმე'' -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი