ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#321
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen |
Nov 13 2008, 09:39 AM
პოსტი
#322
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
ციტატა ეკლესიას ართადერთი ''ლიდერი" ჰყავს - ქრისტე. ზვარე, მასე უნდა იყოს, მაგრამ არის ასე? შენ გინდა თქვა , რომ მართლმადიდებულ ეკლესიას , ანდა კათოლიკურ ეკლესიას არ ყავს ლიდერი იესო ქრისტეს გარდა? ეგ მე რომ მეთქვა, პატრიარქი ანდა ამ შემთხვევაში ნებისმიერი მღვდელი იგივე დონეზე არიან ღმერთის წინაშე როგორც შენ და მე მეთქი, ერთ ამბავს ატეხდით. მასე თუ მსჯელობ არც, მოძღვარი არ უნდა გყავდეს: "...თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ - ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ - ქრისტე..." (მათე 23:8-10) ასე რომ ბავშვებივით ნუ გამოვეკიდებით სიტყვებზე ერთმანეთს(შენ თვითონაც კარგად მიხვდი რა ვიგულისხმე "ლიდერებში") და რაც მთავარი საკითხია იმაზე ვიმსჯელოთ. ციტატა წმიდა წერილი ამ სახით მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იქნა მიღებული მიღება არ ნიშნავს , რომ მათ დაწერეს. მათ რაც უკვე ადრე იყო დაწერილი, ერთად შეკრეს. ციტატა კამათს აზრი არა აქვს რადგან უსასრულოდ გადადიხარ და გადმოდიხარ თემიდან თემაზე. ჯანსაღ კამათს თავს არიდებ. უსმართლოა შენი ეს კომენტარი. ციტატა უბრალოდ ჩაციკლული ხარ, ტრადიციების და გარდამოცემის წინააღმდეგ. დიახ, იმ ტრადიციების და გარდამოცემების(არც კი ვიცი რას ნიშნაბს ეს სიტყვა) წინააღმდეგი ვარ , რომლების ღმერთის სიტყვას ეწინააღმდეგებიან. ციტატა მგონი საკამათო არ უნდა იყოს რომ სწორედ გარდამოცემამ ითამაშა მთავარი როლი ბიბლიის კანონის ამ სახით ჩამოყალიბებაში ღმერთის ნებით არის რომ , ჩვენ გვაქვს ბიბლია და შემონახულია ჩვენამდე. ეხლა ღმერთი გარდამოცემას გამოიყენებს(ახლა მივხვდი რასაც ნიშნავს), თუ წერილებს, თუ რადიოს , თუ ტელევიზიას, თუ ინტერნეტს მისი ნებაა. მაგრამ რაკი გარდამოცემით მოხვდა ბიბლიის რომელიმე ნაწილი ჩვენთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდამოცემა ზოგადად ჭეშმარიტებას ექვემდებარება. ციტატა შემგან უგულებელყოფილი ერთერთი წმიდა მამის წმ. კირილე იერუსალიმელის სიტყვებით ,,სულიწმიდა იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმიდა გული აქვს''. ვისა აქვს წმინდა გული თავისთავად? - არავის. ხოლო იესო ქრისტეში ყველა გული იწმინდება, და არა ჩვენი არამედ მისი სიწმინდით. ციტატა რადგან არც შენ და არც მე წმიდა გულის ქონაზე პრეტენზია ვერ გვექნება, წმიდა წერილში დაფარული სიბრძნე მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება ჩვენთვის შენ თუ მიგაჩნია ვინმეს შეიძლება ქონდეს წმინდა გული, რატომ იძახი რომ მე არ მაქვს, როცა საერთოდ არ მიცნობ.(ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მე წმინდა გული მაქვს) თუ არ წავიკითხავთ და შევისწავლით, ნაწილობრივ კი არა , საერთოდ არ გაიხსნება. ციტატა თუ მაინცადამაინც გინდა კამათი, მაშინ ნუ გაექცევი მას. ისე გამოდის, რომ უშუალო კამათს გაურბიხარ და ახალ ახალი პირების ''აგდებაზე'' მუშაობ. თუ შენს კითხვებზე გინდა პასუხი მიიღო, თანამოსაუბრეებს სიტყვას ბანზე ნუ უგდებ. მე შნენთან კამათი კი არ მინდა, არამედ გთხოვეთ რომ გვემსჯელა ბიბლიის გარშემო , რომ როგორმე ვიპოვოთ სიმართლე თქვენც და მეც. არავის არ გავურბივარ, უბრალოდ თუ წაიკითხე პირველივე პოსტში გთხოვეთ , რომ ბიბლიის გარდა სხვა წყაროებზე დაყრდნობით ნუ ვიმსჯელებთ მეთქ იმიტომ, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავათ- ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბლია. მაგალითისთვის,მე რომ მარქსის კაპიტალით გიმტკიცო ჭეშმარიტება ამყვები მსჯელობაში? ბანზე სიტყვა არავისთვის არ ამიგდია. თუ მე რამეში მადანაშაულებ, ისიც თქვი რაში, და მოიყვანე მაგალითი იმისა, რომ მე ვინმეს სიტყვა ბანზე ავუგდე. ეს ყველაფერი არ დამიწერია შენთან საკამათოდ(კამათს აზრი არა აქვს). დავწერე იმიტომ, რომ სხვას, ვინც დანარჩენი პოსტები არა აქვს წაკითხული, მართალი არ ეგონოს. ციტატა ან აზრზე არ ხარ რა არის ეკლესია ან მაგარი პროვოკატორი ხარ. არც ამას არა აქვს აზრი იმიტომ, რომ შენი უსაფუძვლო კომენტარები უფრო ამტკიცებს ჩემს მიერ მოყვანილ სიმართლეს. ციტატა რომის პაპი ვინაა? constantine, კარგი შეკითხვაა. მე დავამატებდი ვინ არის რომის პაპი კათოლიკებისთვის და ვინაა ილია მეორე ქართველი მართლმადიდებლებისთვის? ზვარე, თუ შეგიძლია, გთხოვ გასცე ამ კითხვებს პასუხი. ისევ გელოდებით იმათ, ვისაც სურვილი აქვს ბიბლიის გარშემო მსჯელობისა. სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 06:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი