ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
კანუდოსელი |
Nov 13 2008, 10:17 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
loen
ციტატა ის კიდობანი იყო მიცემული ღმერთისაგან, ღმერთმა მისცა ზუსტი მითითებანი , თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ, და ღმერთმა გამოაცხადა თავის ადგილსამყოფელად მათთვის და ეს ფაქტი აქარწყლებს ღმერთისვე მოცემულ მცნებას: რომ არ გაიკეთოს არანაირი გამოსახულება? - ვიმეორებ არანაირი? მეორეც: ღმერთი ეტყვის თუნდაც ქვაზე ადექი და თაყვანი ეციო, თუ ამ თაყვანისცემაში იგულისხმება ქვის თაყვანისცემა და არა ღმერთის? - ასე გესმის ქრისტიანობა? უკაცრავად, მაგრამ ეს ნიშნავს ღმერთის სულელად წარმოჩენას - ამაზეც მიპასუხე გთხოვ - მართლა ეგრე გესმის? მოდი ასე ეტაპობრივად და მერე განვაგრძოთ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
loen |
Nov 15 2008, 04:22 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
loen და ეს ფაქტი აქარწყლებს ღმერთისვე მოცემულ მცნებას: რომ არ გაიკეთოს არანაირი გამოსახულება? - ვიმეორებ არანაირი? მეორეც: ღმერთი ეტყვის თუნდაც ქვაზე ადექი და თაყვანი ეციო, თუ ამ თაყვანისცემაში იგულისხმება ქვის თაყვანისცემა და არა ღმერთის? - ასე გესმის ქრისტიანობა? უკაცრავად, მაგრამ ეს ნიშნავს ღმერთის სულელად წარმოჩენას - ამაზეც მიპასუხე გთხოვ - მართლა ეგრე გესმის? მოდი ასე ეტაპობრივად და მერე განვაგრძოთ... კანუდოსელი, ის კიდობანი იყო განსახიერაბ იმისა, რომ ღმერთი ჩამოვიდა ადამიანებთან(და არა პირიქით, ადამიანებმა მიაღწიეს ღმერთამდე თავიანთი მცდელობით), ეს იყო წინასწარმეტყველება იესო ქრისტესი, რომელიც აგრეთვე არის ღმერთი ჩამოსული ადამიანებთან ადამიანად. იესო ქრისტეს რომ თაყვანს ვცემთ, ჩვენ მას ვცემთ თაყვანს როგორც ღმერთს მხოლოდ? თუ როგორც მთლიანობაში ღმერთკაცს(კაცში,იესოში, ვცემთ ღმერთს თაყვანს). და თუ მას თაყვანს ვცემთ, ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ღმერთის ნებას ვასრულებთ. ქვაზე მე მხოლოდ მაგალითი მოვიყვანე, ღმერთს არც უთქვამს, რომ ქვას ეცით თაყვანიო და არც მგონია, რომ იტყვის., მაგრამ თუ გვეტყვის, ჩვენ რა უფლება გვაქვს, მისი ნათქვამი დავაყენოთ კითხვის ქვეშ, თუნდაც არ გვესმოდეს იგი.(კარგად გამიგე რისი თქმა მინდა). "არანაირს" რაც შეეხება, ღმერთმა გვითხრა ჩვენ თქვენ არ გაიკეთოთო, თორემ თავის თავს კი არ აუკრძალა. ის , ხატებას დავარქმევთ, თუ სიმბოლოს, თუ წინასწარმეტყველებას, კიდობანი ადამიანებმა კი გააკეთეს, მაგრამ ღმერთის ბრძანებით და მითითებით. ღმერთს რომ ეთქვა ამ ხატებს ეცით თაყვანი(რომელსაც თქვენ სცემთ თუ არ სცემთ თაყვანს ვერ გავიგე), მაგათში ვარ მე დამკვიდრებულიო, პირველი მე ვცემდი მათ თაყვანს სხვასაც ამისკენ მოვუწოდებდი.(ეს მაგალითისთვის). ეხლა მიზეზი ხატების აკრძალვისა. მე მჯერა, რომ ღმერთს აქვს უფლება მოგვცეს მცნება თუ მითითება, ყველანაირი საჩვენო მიზეზის გარეშეც(რადგან მისი შექმნილია ყველაფერი და მას ეკუთვნის). მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვნახე ისეთი მცნება ან მითითება, რომ მისი ჩვენდამი სიყვარულის გამომჟღავნება არ იყოს. სხვანაირად რომ ვთქვა , მე მჯერა , რომ როცა ღმერთი გვეუბნება არ ქნათო, ეს იმას ნიშნავს, რომ გვეუბნება , არ ვარგა ეს თქვენთვისო. ადმიანის ღმერთთან დაშორება, რომ არ ვარგა ადამიანისთვის, ამაში ყველა დამეთანხმებით. ხატების თაყვანისცემით , მე მჯერა რომ ჩვენი კონცეტრაცია და ყურადღება ამ ხატებზე გადადის. მართალია სადღაც ღმერთზეც ვფიქრობთ, მაგრამ სწორედ ეს "ც" გვაშორებს ღმერთთან. სხვანაირად რომ ვთქვა , არა ვართ "მთელი ჩვენი გულით,მთელი ჩვენი სულით და მთელი ჩვენი გონებით." ამიტომ , ვფიქრობ , რომ სწორდ ეს არის ერთერთი მიზეზი ხატების აკრძალვისა. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს ამისა, მაგრამ მე ჯერჯერობით არ ვიცი რა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გინდაც სულ არ მესმოდეს და გინდაც სულ უაზრობათ მეჩვენებოდეს ღმერთის რომელიმე მცნება ან მითითება, სანამ გავიგებ მიზეზს , რწმენით დავემორჩილები მის ნებას, რწმენით იმისა, რომ ღმერთს ვუყვარვარ და მისი მცნებები არ მავნებს და დამიშავებს რამეს, არამედ სასარგებლო იქნება ჩემთვის. და თქვენც მოგიწოდებთ ამისკენ. მე მგონი გავეცი შენს კითხვას პასუხი. თუ რაღაც ვერ ავხსენი კარგად და ვერ გაიგე. მომწერე და შევეცდები შემდეგში უფრო უკეთესად ავხსნა. პ.ს. ისე შენც თუ გასცემ შენს კითხვებს პასუხს კარგს იზამ. მართლა მაინტერესებს შენივე აზრი შენს კითხვებზე. სიყვარულით, ლოენ -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი