ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები |
loen |
Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.
ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18). იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა. მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული. ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში. ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი. სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები. შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან: "..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..." აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე). ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის. P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება). სიყვარულით. loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
neo |
Nov 15 2008, 11:42 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ადმიანის ღმერთთან დაშორება, რომ არ ვარგა ადამიანისთვის, ამაში ყველა დამეთანხმებით. ხატების თაყვანისცემით , მე მჯერა რომ ჩვენი კონცეტრაცია და ყურადღება ამ ხატებზე გადადის. მართალია სადღაც ღმერთზეც ვფიქრობთ, მაგრამ სწორედ ეს "ც" გვაშორებს ღმერთთან. სხვანაირად რომ ვთქვა , არა ვართ "მთელი ჩვენი გულით,მთელი ჩვენი სულით და მთელი ჩვენი გონებით." ამიტომ , ვფიქრობ , რომ სწორდ ეს არის ერთერთი მიზეზი ხატების აკრძალვისა. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს ამისა, მაგრამ მე ჯერჯერობით არ ვიცი რა. ამ ლოგიკით მე რომ სამუშაო მაგიდასთან ჩემი პატარაა ძმიშვილის სურათი მიდევს, სურათს ვცემ თაყვანს და არა ძმიშვილის ? ნწუ... მიდი აბა რომელიმემ გაბედოს ეს სურათი ძირს დააგდოს და ფეხებით შედგეს, - ვნახავ რა ჩიტს დაიჭერს -------------------- www.cordesign.ge
|
loen |
Nov 16 2008, 12:07 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
ამ ლოგიკით მე რომ სამუშაო მაგიდასთან ჩემი პატარაა ძმიშვილის სურათი მიდევს, სურათს ვცემ თაყვანს და არა ძმიშვილის ? ნწუ... მიდი აბა რომელიმემ გაბედოს ეს სურათი ძირს დააგდოს და ფეხებით შედგეს, - ვნახავ რა ჩიტს დაიჭერს ნეო, არ ვიცი რატომ გამოიტანე ასეთი დასკვნა ჩემს პოსტებიდან, თითქოს მე მოვუწოდებდე ვინმეს, სურათები ძირს დავყაროთ და ფეხებით შევდგეთ. სურათები მეცა მაქვს, თანაც ბევრი. დიშვილებიცა მყავს და ჩემი საკუთარი შვილებიც, და იმათ გულისთვის თავს შევწირავ, თუ საჭირო გახდა. ღმერთმა კარგად გიმყოფოს შენი ძმიშვილი. ერთ შეკითხვას დაგისვამ: შენი ძმიშვილის სურათს და წმინდანთა ხატებს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს შენთვის? ხატებს არ ანიჭებ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას? არ გჯერა რომ მათ შეუძლიათ შენი შველაც და თუ მოისურვეს დასჯაც? არ გჯერა , რომ მათ რაღაც განსაკუთრებული სასწაულებრივი ძალა გააჩნიათ? და თუ ეს მასეა, შენი ძმიშვილის სურათსაც ასე უყურებ? როგორც გითხარი შვილები მყავს და მათ გულისთვის თავს დავდებ, მაგრამ არც იმათ და არც არავის არ ვცემ თაყვანს და არ გავუტოლებ ღმერთს(მითუმეტეს ღმერთზე წინ არ დავაყენებ), იმიტომ, რომ ჩემი შვილებიც და ყველა ვინც კი მე გამაჩნია, მჯერა რომ ღმერთის მოცემულია. შენი პოსტიდან ჩანს, რომ სიყვარულს და თაყვანისცემას ურევ ერთმანეთში. სიყვარულით, უფალი მოგვიწოდებს, რომ ყველა გვიყვარდეს(თვით მტერიც), ხოლო თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. (ლუკა 4:8) "...მიუგო იესომ და უთხრა მას:"დაწერილია:'უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე'"..." და იესოს ეს სიტყვები მოყავს მეორე რჯულის წიგნიდან. რატომ გგონოა, რომ ხატების ართაყვანის ცემა , იმ ხატებზე გამოსახულ პიროვნებების შეურაწყოფაა? მე თუ მკითხავ პირიქითაა(გარდა იმისა, რომ მეორე მცნება ირღვევა, და მთავარი ესაა), და რატომ. მაგალითისთვის ავიღოთ პავლე მოციქული(მე მგონი არსებობს მისი ხატი). მან გაქრისტიანებიდან მთელი თავისი სიცოცხლე ღმერთის სადიდებლად გამოიყენა და ასევე წამებით სიკვდილითაც ღმერთი განადიდა. ე.ი. მისი მიზანი იყო განედიდებინა ღმერთი და არა თავისი თავი. ჩვენ კიდევ მისი ხატის თაყვანისცემით განვადიდებთ მას.რისიც , დარწმუნებული ვარ და შენც დამეთანხმები, თვითონ დიდი წინააღმდეგი იქნებოდა. ცოცხალი რომ იყოს და მიხვიდე და თაყვანი სცე, როგორ გგონია , არ გეტყოდა, მე ნუ მცემ თაყვანს, მეც შენნაირი მსახური ვარ ღვთისა, ღმერთს ეცი თაყვანიო? და განა იმიტომ, რომ მას ეკუთვნის თაყვანისცემა და უბრალოდ თავმდაბლობის მიზნით იუარებდა, არამედ პავლემაც და ყველა ქრისტიანმა და ამ შემთხვევაში ყველა ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრებმა მორწმუნემ, იცის რომ თაყვანისცემა ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს. და აქედან გამომდინარე , ვისაც ვცემთ თაყვანს , ის არის ჩვენი ღმერთი. ამ პოსტების მიზანი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა, რომ ჩემი თავი წარმომეჩინა როგორც უცოდველი , ან სრულყოფილი. ის ფაქტი, რომ ხატებს არ ვცემ თაყვანს, არ ნიშნავს , რომ ვინმეზე ნაკლებ ცოდვილი ვარ იმიტომ, რომ ღმერთისთვის ცოდვა ცოდვაა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი. ასე რომ სუყველანი ვართ ღმერთის რისხვის და სიკვდილის ღირსები. მაგრამ , მადლობა ღმერთს , რომ გვპატიობს ცოდვებს იესო ქრისტეში., თუ მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს და ვირწმუნებთ მის სახელს, ყველა ცოდვას გვპატიობს "დიდსაც" და "პატარასაც". მაგრამ, როგორ მოვინანიებთ, თუ არ ვაღიარებთ, რომ ვცოდავთ, და როგორ ვაღიარებთ, თუ არ ვიცით , რომ ვცოდავთ? "არ ცოდნა - არ ცოდვაა" - ეს გამოთქმა რომ მართალი იყოს(ბიბლიაში არ წერია არსად ამისმაგვარი), სულ არ დავწერდი ამ პოსტებს, ისევე თქვენი სულების გადასარჩენად.(არ იცით და ცოდვად არ ჩაგეთვლებოდათ). მაგრამ ეს ასე არ არის, ცოდვა ცოდვაა, ვიცით თუ არ ვიცით. მაგრამ ეს ასეც რომ იყოს, "არ ცოდნა" ვერ იქნება ჩვენი გამართლება. არის ქვეყნები , სადაც ბიბლია იკრძალება და ქრისტიანებს ციხეში სვამენ და კლავენ კიდევაც. ასეთ ქვეყნებშიც კი ეს ხალხი ახერხებს ბიბლიის შოვნას და ჩუმად, დამალულად კითხულობენ და სხვასაც ასწავლიან. საქართველოში კი ბიბლია უმეტესობას აქვს სახლში, და თუ არ აქვს შეუძლია გავიდეს და იყიდოს, ან ითხოვოს სულ ადვილად. მაგრამ თუ არ წავიკითხავთ და არ შევისწავლით, რა აზრი აქვს ქონას. ამიტომ არცოდნა არცოდვაც რომ იყოს, მაინც ვერ იქნებოდა ჩვენი გამართლება. ამიტომ, გთხოვთ სუყველას ნუ მიიღებთ ჩემს პოსტებს განსჯად, რადგან თქვენ თუ განგსჯით, ამით ჩემ თავსაც განვსჯი., არამედ მიიღედ როგორც ქრისტეანისაგან, როგორც ქართველისაგან და როგორც მეგობრისაგან რჩევად. და თუ მეც რამეში ვცდები, დამანახეთ რაში და რატომ(გთხოვთ მხოლოდ ბიბლიაზე დაყრდნობით) და მეც ასე მივიღებ თქვენგან. სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი