![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
თემა თითქოს ბანალურია, თითქოს ყველა მორწმუნემ იცის, რომ ეკლესიაში შვიდი საიდუმლოა, ( ეს "შვიდიც" მოგვიანო რიცხვია, სქოლასტიკის გავლენით შემოსული), ვიცით ამ შვიდის ზოგადი განმარტებაც, მაგალითისათვის, აქ შეგვიძლია ვისარგებლოთ, პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკის
"დოგმატური ღვთისმეტყველება" თავი VIII 8. ეკლესიის საიდუმლონი. ეკლესიის ცხოვრება სულიწმიდაში ამის წაკითხვა აქ შეგიძლიათ მაშ ასე, ავტორი ასე განსაზღვრავს μυστηριών-ს ანუ საიდუმლოთ: ეკლესიაში სახელდება „საიდუმლო“ მიეკუთვნება შვიდ მსახურებას; ესენია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება-ევქარისტია, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. „ვრცელი მართლმადიდებლ კატეხიზმო“ თითოეული საიდუმლოს არსს ასე განსაზღვრავს: „ნათლისღებით ადამიანი საიდუმლოდ იბადება სულიერ ცხოვრებაში; მირონცხებით ამაღორძინებელი და განმამტკიცებელი მადლი ენიჭება; ზიარებით სულიერ საკვებს იღებს; სინანული მას სულიერი სნეულებების - ცოდვებისაგან კურნავს; მღვდლობით მიიღება მადლი, რათა სწავლების, ლოცვებისა და საიდუმლოთა საშუალებით სულიერად ააღორძინონ და აღზარდონ სხვები; ქორწინებით ბოძებული მადლი აკურთხევს ცოლ-ქმრობას, ბავშვების ბუნებრივ დაბადებასა და აღზრდას; ზეთის კურთხევის დროს სულიერ სნეულებათაგან განკურნების გზით ხორციელი სნეულებანიც იკურნება" თავად ეკლესიის, როგორც მთლიანობის, ქრისტეს სხეულისა და „ქრისტეს ცხოვართა“ ცხოვრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია: ა. ქრისტეს სისხლისა და ხორცის, ანუ ევქარისტიის საიდუმლო; ბ. ეკლესიის იერარქიულ საფეხურებზე მსახურებისათვის რჩეულ პირთა დადგინების საიდუმლო - ქიროტონია, რომელიც ქმნის ეკლესიისთვის აუცილებელ სტრუქტურას; გ. ნათლისღების საიდუმლო, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის შემადგენლობას. ეკლესიის სიწმიდისა და ცხოვრების სისავსისათვის ასევე აუცილებელია დანარჩენი საიდუმლოებანი, რომელთა საშუალებითაც ხდება ცალკეულ მორწმუნეებზე მადლის გადაცემა. თუმცაღა, როგორ ვნახავთ, ხშირად უფრო ჩაღრმავებებიც გვესაჭიროება, რადგან საიდუმლოებებზეც გადის ის ზღვარი რაც მართლმადიდებლურ სამყაროს გამოყოფს, კათოლიკურ- პროტესტანტულ და სექტანტური მიმდინარეობებისაგან... ზოგიერთი საიდუმლო თვით მართლმადიდებლებშიც კამათის საკითხია ( მაგ. ცნობილი ნათლობის საკითხი)... მაშ ასე მეგობრებო დავიწყოთ ნათლისღებით, როგორც პომაზანსკი ამბობს :"წმიდა ეკლესიის საიდუმლოთა ჩამონათვალში პირველ ადგილზე დგას ნათლისღების საიდუმლო. იგი არის შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში - ეკლესიაში და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა", აქვე გავისენოთ ნათლისღების ცნობილი სახეები, რომელზეც აქვე წაკითხავთ, ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე საკითხზე გავჩერდეთ: კითხვა 1. სად ხდება ნათლისღება და სად არა? ამის შესახებ ნახეთ ცნობილი კამათები კითხვა 2. მაინც რით განარჩევდა ეკლესია ვისი მიღება შეიძლებოდა ეკლესიაში ნათლისღებით და ვისი არა? ასევე კარგი იქნება თუ ჩავუღრმავდებით კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის დავას საიდუმლოთა შესახებ ( სხურებითის საყოველთაობა), ძალიან საინტეროსო იქნება ასევე ზიარების შესახებ კამათი, რომლის შესახებ კარგა ხანია აქ კამათობენ ძველი ძმები ![]() მოკლედ საწერი ბევრია და იმედია აქ ნამდვილი შემეცნებითი საუბრები იქნება, აბა ახლა აქ რაა საკამათო ?! ჰოდა სოტირისიც მოწვეულია მთელი გულით ![]() გმადლობთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მირონცხებით, შენანებითა თუ სრული ნათლისღებით. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამივეს არსი, ერთიდაიგივეა ძვირფასო კანონისტ, კანონები იცი და ეგ როგორ თქვი, მირონცხება და ნათლისღება ერთიდაიგივეა არსითო? ![]() ან სინანული ხომ საერთოდ ! ![]() ციტატა ლათინური წესით მონათლული, როგორც მინიმუმ სანამ არ შეინანებს (აღარაფერს ვამბობ მირონცხებასა და ნათლისღებაზე) ეკლესიის წევრი ვერ გახდება მირონცხება და ნათლისღებაზე კი არათუ არაფერს არ ამბობ, არამედ ვერც იტყვი, რამეთუ არც თხოვენ, არაა აუცილებელი ბევრი ეკლესიის გამოცდილებით... კანონისტ არ გვინდა კამათი, უბრალოდ ასეთ ციტატა 3) სხვადასხვა პერიოდში ერთიდაიგივე ( თუნდაც ჩვენი ) ეკლესია ერთსადაიმავე მწვალებელელს სხვადასხვა გვარად ღებულობდა ან ა) სინანულით ბ) მირონცხებით გ) ნათლისღებით მიდგომას ვერ ახსნი მხოლოდ იურდიული წესებით, ეს რაიმე ქრონოლოგიური მიმართულება კი არ არის, არამედ ხანდახან პირიქითაც ხდებოდა, აი მაგალითად ბერძნები ადრე ( ცოტა გაბრაზებულები რომ იყვნენ) კათოლიკეთ მხოლოდ ნათლობით ღებულობდნენ, ახლა კი მირონცხებასა და სინანულს შორის აკეთებენ არჩევანს... ვიყოთ ობიექტურები, არ შეიძლება ერთი საიდუმლო შეცვალოს მეორემ, და იმან რაც არაა საიდუმლო ხომ საერთოდ ვერ შეასრულებს რომელიმე საიდუმლოს როლს, ეს დიდი თემაა, მე ჯერ დასკვნებს არ ვწერ, ჯერ უნდა ვეცადოთ წინ წავიდეთ, კანონისტ, აქ უნდა გადადგა ნაბიჯი, და უნდა ნახო, რომ არც ისეა ცალმხრივად შენ რომ ფიქრობ... საინტერესო შედარებები გააკეთეს... ციტატა თუ მონათლული ბავშვი შემდეგ ღვთისმგმობელია მაინც ეკლესიის წევრია, მაინ კათოლიკეები რატომ არ არიან ეკლესიის წევრები? ციტატა კათოლიკები ხომ ნათლავენ სამების სახელით? და მართლმადიდებელ ადამიანს (ერში მცხოვრებს) ხომ შეუძლია წყლის დასხმით მონათლოს მოუნათლავი რომლის მონათვლას ვერ ახერხებს მღვდელი, ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა და ადამიანი ინათლება, რატომ არ ეთვლება კათოლიკს სამების სახელზე მონათვლა, მასზეც ხომ იგივე სიტყვებს ამბობენ ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა... ახლა კი არ უნდა ვიკამათოთ, არამედ არგუმენტირებულად უნდა წავიდეთ წინ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი