![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
თემა თითქოს ბანალურია, თითქოს ყველა მორწმუნემ იცის, რომ ეკლესიაში შვიდი საიდუმლოა, ( ეს "შვიდიც" მოგვიანო რიცხვია, სქოლასტიკის გავლენით შემოსული), ვიცით ამ შვიდის ზოგადი განმარტებაც, მაგალითისათვის, აქ შეგვიძლია ვისარგებლოთ, პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკის
"დოგმატური ღვთისმეტყველება" თავი VIII 8. ეკლესიის საიდუმლონი. ეკლესიის ცხოვრება სულიწმიდაში ამის წაკითხვა აქ შეგიძლიათ მაშ ასე, ავტორი ასე განსაზღვრავს μυστηριών-ს ანუ საიდუმლოთ: ეკლესიაში სახელდება „საიდუმლო“ მიეკუთვნება შვიდ მსახურებას; ესენია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება-ევქარისტია, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. „ვრცელი მართლმადიდებლ კატეხიზმო“ თითოეული საიდუმლოს არსს ასე განსაზღვრავს: „ნათლისღებით ადამიანი საიდუმლოდ იბადება სულიერ ცხოვრებაში; მირონცხებით ამაღორძინებელი და განმამტკიცებელი მადლი ენიჭება; ზიარებით სულიერ საკვებს იღებს; სინანული მას სულიერი სნეულებების - ცოდვებისაგან კურნავს; მღვდლობით მიიღება მადლი, რათა სწავლების, ლოცვებისა და საიდუმლოთა საშუალებით სულიერად ააღორძინონ და აღზარდონ სხვები; ქორწინებით ბოძებული მადლი აკურთხევს ცოლ-ქმრობას, ბავშვების ბუნებრივ დაბადებასა და აღზრდას; ზეთის კურთხევის დროს სულიერ სნეულებათაგან განკურნების გზით ხორციელი სნეულებანიც იკურნება" თავად ეკლესიის, როგორც მთლიანობის, ქრისტეს სხეულისა და „ქრისტეს ცხოვართა“ ცხოვრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია: ა. ქრისტეს სისხლისა და ხორცის, ანუ ევქარისტიის საიდუმლო; ბ. ეკლესიის იერარქიულ საფეხურებზე მსახურებისათვის რჩეულ პირთა დადგინების საიდუმლო - ქიროტონია, რომელიც ქმნის ეკლესიისთვის აუცილებელ სტრუქტურას; გ. ნათლისღების საიდუმლო, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის შემადგენლობას. ეკლესიის სიწმიდისა და ცხოვრების სისავსისათვის ასევე აუცილებელია დანარჩენი საიდუმლოებანი, რომელთა საშუალებითაც ხდება ცალკეულ მორწმუნეებზე მადლის გადაცემა. თუმცაღა, როგორ ვნახავთ, ხშირად უფრო ჩაღრმავებებიც გვესაჭიროება, რადგან საიდუმლოებებზეც გადის ის ზღვარი რაც მართლმადიდებლურ სამყაროს გამოყოფს, კათოლიკურ- პროტესტანტულ და სექტანტური მიმდინარეობებისაგან... ზოგიერთი საიდუმლო თვით მართლმადიდებლებშიც კამათის საკითხია ( მაგ. ცნობილი ნათლობის საკითხი)... მაშ ასე მეგობრებო დავიწყოთ ნათლისღებით, როგორც პომაზანსკი ამბობს :"წმიდა ეკლესიის საიდუმლოთა ჩამონათვალში პირველ ადგილზე დგას ნათლისღების საიდუმლო. იგი არის შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში - ეკლესიაში და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა", აქვე გავისენოთ ნათლისღების ცნობილი სახეები, რომელზეც აქვე წაკითხავთ, ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე საკითხზე გავჩერდეთ: კითხვა 1. სად ხდება ნათლისღება და სად არა? ამის შესახებ ნახეთ ცნობილი კამათები კითხვა 2. მაინც რით განარჩევდა ეკლესია ვისი მიღება შეიძლებოდა ეკლესიაში ნათლისღებით და ვისი არა? ასევე კარგი იქნება თუ ჩავუღრმავდებით კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის დავას საიდუმლოთა შესახებ ( სხურებითის საყოველთაობა), ძალიან საინტეროსო იქნება ასევე ზიარების შესახებ კამათი, რომლის შესახებ კარგა ხანია აქ კამათობენ ძველი ძმები ![]() მოკლედ საწერი ბევრია და იმედია აქ ნამდვილი შემეცნებითი საუბრები იქნება, აბა ახლა აქ რაა საკამათო ?! ჰოდა სოტირისიც მოწვეულია მთელი გულით ![]() გმადლობთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
KAIROS
ციტატა ძვირფასო კანონისტ, კანონები იცი და ეგ როგორ თქვი, მირონცხება და ნათლისღება ერთიდაიგივეა არსითო? ან სინანული ხომ საერთოდ ! შენ ისევ თეოლოგიური არსი იგულისხმე აქ მე ვამბობ, რომ კანონიკურად ამ შემთხვევაში ორივე ერთ ფუნქციას იძენს, ხდება რა ეკლესიის წევრობის საფუძველი. აქ ნახე და უფრო კარგად მიხვდები ჩემ აზრს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი