IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 27 28 29 30 31 >  
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
KAIROS
პოსტი Jun 26 2009, 11:54 AM
პოსტი #561


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კი მაგრამ ეს ახლადშემოსული ხალხი, პირდაპირ ბოლო გვერდის დასკვნებს რომ დაეტაკებიან და აკრიტიკებენ, არა სჯობს გადახედონ წინ 27 გვერდი რაზე დაყრდნობით დაიწერა ესათუის პოსტი?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jun 28 2009, 06:57 PM
პოსტი #562


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
საზვერეები-მითი თუ რეალობა?

ჩვენ ვქმნით ამ მწარე რეალობას


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jul 9 2009, 04:29 PM
პოსტი #563


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


ამაზე რა აზრის ხართ? smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 9 2009, 04:41 PM
პოსტი #564


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ერთერთI დამამტკიცებელი საბუთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 9 2009, 05:02 PM
პოსტი #565


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



llaasshhaa
ციტატა
ამაზე რა აზრის ხართ?

აკაკი
ციტატა
ერთერთI დამამტკიცებელი საბუთი

საზვერე სხვა არაფერია, არსებული განმარტებების მიხედვით, თუ არა ცოდვათა კლასიფიკაცია და რა არის აქ სადავო? ის რომ რამდენია და რომელი რომლის მერე მოდის? ეს უკანასკნელია გაურკვეველი, თორემ ცოდვების დახარისხება რომ იქნება,მაგაზე ვინ დავობს. მაგრამ მათი ნუმერიზაცია რა ვიცი, რა ვიცი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 9 2009, 05:09 PM
პოსტი #566


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



იმ აზრის ვარ, რომ ეგ არის არასწორი. საერთოდ, ცუდი ტენდენციაა ჩვენთან: აკოპირებენ რუსებისგან ყველაფერს ან ნახავენ სადმე რამე ლოცვას, ეგრეცე აქვეყნებენ. მახსოვს ერთხელ ვიღაცამ ლოცვანი გამოსცა, მთელი წირვა იყო შესული თავისი განმარტებებით და მღვდლის საიდუმლო ლოცვებიც კი ეწერა. ვის გაუგია ამის გაკეთება ერისკაცისთვის? ან ვის გაუგია სექტანტური მიდგომა მართლმადიდებლობისადმი? გეგონება, ლოცვა არის ვალიდოლი, დალევ და გული დაგიწყნარდება. მკითხავების დონეზე დაყვანილი რწმენა რა უბედურებაა? ფანატიკოსებად ვიქეცი მოაზროვნეების ნაცვლად.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 9 2009, 05:32 PM
პოსტი #567


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მართLმადიდებლობაში რამოდენიმე წმინდა მამა ქადაგებდა ამის შესახებ მათ ჰქონდათ ხილვები, აჩვენა უფალმა მათ რა ხდება იმ ქვეყნად a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 9 2009, 05:52 PM
პოსტი #568


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აკაკი
გარკვეულ ჩარჩოებში აქვს ეკლესიას სწავლება საზვერეთა შესახებ, მაგრამ როგორც დღესაა გავრცელებული ასე არა. ეს პოსტი წაიკითხე

http://church.ge/index.php?s=&showtopic=46...ndpost&p=510914


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 9 2009, 07:36 PM
პოსტი #569


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



თამარი_ცქნაფო
ციტატა
გეგონება, ლოცვა არის ვალიდოლი, დალევ და გული დაგიწყნარდება

დიიიდიიიი ხუთიანი თამო, ზუსტად თქვი kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jul 21 2009, 01:31 AM
პოსტი #570


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(აკაკი @ Jul 9 2009, 05:32 PM) *

მართLმადიდებლობაში რამოდენიმე წმინდა მამა ქადაგებდა ამის შესახებ მათ ჰქონდათ ხილვები, აჩვენა უფალმა მათ რა ხდება იმ ქვეყნად a075.gif


რამდენადაც ვიცი წმინდანების უმეტესეობა საზვერეების არსებობას ხილვების გარეშე ასწავლიდა. პირადად მე ხილვებს ეჭვის თვალით ვუყურებ მათ შორის წმინდანებისაც. არ გამოვრიცხავს რომ ზოგიერთი მათგანი მართალიც შეიძლება იყოს მაგრამ ძნელია მათ სისწორეში ზღვარის გავლება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ წმინდას ერთი ხილვა ჰქონია ხოლო მეორეს სრულიად საპირისპირო biggrin.gif ამიტომ სჯობს ხილვებით არგუმენტირებას მოვერიდოთ, ვინაიდაინ რწმენით დავიდავ და, არა ხილვით (II კორ 5,7)


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 12 2009, 12:46 PM
პოსტი #571


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



შეჯამებული სახით შევეცდები საზვერეთა შესახებ ჩემს ხელთ არსებული ცნობები წარმოვადგინო, იმის გამო რომ ძალიან ბევრს აღნიშნული სწავლება გვიან საუკუნეებში შექმნილად მიაჩნია, კერძოდ რუსეთში და აქედან კი მთელს მართლმადიდებლურ ცნობიერებაში გავრცელებული. მაგრამ ეს ასე არაა და ამას ადრეული საუკუნეების წყაროებიც ნათლად ადასტურებს. მრავალჯერ მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ რომ დამახინჯებულად გადმოცემული მოძღვრების გამო არაა ნორმალური რომ საერთოდ ეს მოძღვრება ვუარყოთ. მრავალს გადმოუცია წმ. სამების დოგმატი მცდარად და უკიდურესად მწვალებლურად, მაგრამ ამ დოგმატის დამახინჯებულად გადმოცემა დაგმო ეკლესიამ და არა საერთოდ ეს დოგმატი, რომელიც ფუნდამენტია მართლმადიდებლური სარწმუნოებისა. ასე რომ ამ შემთხვევაშიც დამახინჯებულად გადმოცემული სწავლება საზვერეთა შესახებ უნდა ვუარყოთ და არა საერთოდ სწავლება საზვერეთა შესახებ.

უპირველესად უნდა აღინიშნოს რომ მართლმადიდებლობა არ ცდილობს მოვლენათა ზედმეტ დეტალიზებას, არამედ იგი აქცენტირებულია უპირველესად ადამიანისთვის განღმრთობის მინიჭებისთვის და შესაბამისად მის ღმერთთან მიყვანებისთვის, მის სასუფეველში დამკვიდრებისთვის. შესაბამისად მისთვის მეორე ხარისხოვანია და მიუღებელიც კი ამა თუ იმ მოვლენათა ზედმეტი დეტალიზება, რაც ხშირად გაუკუღმართებას და დამახინებულად გადმოცემულ სწავლებას იწვევს, რაც მკვეთრად სახეზე გვაქვს თუნდაც ორიგენესთან. ამ შემთხვევაშიც როდესაც მეტისმეტად დეტალიზება განიზრახეს ვთქვათ რუსეთში მოღვაწე პირებმა, შედეგად ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო სწავლება.

ბევრი ფიქრობს რომ საზვერეთა შესახებ სწავლება, როგორც ვთქვი გვიან საუკუნეების "პროდუქტაი" და მას საერთო მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს, ეს რომ ასე არაა ამას წყაროები აშკარად გვიდასტურებენ.

IX ს-ის მოღვაწე გიორგი მონაზონი თავის "ქრონიკონში" ამბობს, რომ "გარდაცვალების შემდეგ ღირსეულნი მიწისგან მყისვე ცათაკენ აღვფირნდებით (აქ ალბათ ზოგადად ღირსეულებზე ლაპარაკობს ავტორი, თორემ არა მგონია მას ასეთ გამორჩეულად მიაჩნდა თავი) და აღვიწევით და აღმოვაჩენთ საზვერეებს, საზვერეებს, რომლებიც დაცულნი არიან სიმკაცრით, რომლებიც ზეაღმავალ სულთა ზე აღსვლას აფერხებენ და ანგარიშს სთხოვენ თითოეულ საზვერეზე შესაბამისი ცოდვის მიხედვით, კერძოდ ესაა საზვერე ტყუილისა, შურისა, ავსიტყვაობისა და მარტივად რომ ვთქვათ ყოველ ვნებას თავისი მეზვერე და ანგარიშის მომთხოვნი ჰყავს" (680-ე მუხლის მე-3 სტრიქონი)

ბერძნული პატრისტიკის ლექსიკონში საზვერე ასეა განმარტებული: "ეს არის ბაჟის გადასახდელი ადგილი, გადატანითი მნიშვნელობით მიემართება იმ ადგილებს, სადაც ხდება სულთა შეჩერება, შესწავლა და გამოცდა ზეცისკენ მათი აღსვლის ჟამს".

ამ განმარტებას თან ახლავს IV საუკუნის დიდი მოღვაწის კირილე იერუსალიმელის სიტყვები: "სული ჰაერთა გავლით ზეამაღლებული აღმოაჩენს საზვერეებს, რომლებიც იცავენ ზეაღმავალ გზას და იპყრობენ ზე აღმავალ სულებს".

იგივე კირილე მეზვერეთა შესახებ ამბობს: "მოიწევიან ჩვენდამი (როცა ჩვენ ზეცად ავდივართ) ციური ძალები (ანგელოზები) და აგრეთვე მოწინააღმდეგე ძალთაგან სიბნელის მთავრები, რომლებიც მებაჟეები, ანგარიშის მომთხოვნები, გადასახდელის გამომძალველნი და ჰაერის მცველნი არიან".


აგრეთვე აღსანიშნავია ქართული წყაროც, კერძოდ იოანე ზედაზნელის ცხოვრება, რომელიც რამდენიმე რედაქციითა მოღწეული ჩვენამდე, ამ შემთხვევაში კი ერთ-ერთი X საუკუნემდელი რედაქციიდან მოვიტან ციტატას: "და მოუწოდა მოწაფეთა რომელთამე (იოანე ზედაზნელმა) და თათას, რომელი იყოფებოდა ქუეშე მთასა მას და ელია დიაკონსა და ჰრქუა: შვილნო ჟამი აღსასრულისა ჩემისა, მოწევნულ არს და მივალ უფლისა ჩემისა და ფრიად მეშინის ჰაერის მცველთაგან, რამეთუ საზარელ არიან და აყენებენ სულთა, რაითა არა აღვიდეს სასუფეველად და ამას თქუენცა მოელოდეთ შვილნო ჩემნო საყვარელნო და ვინმცა გვიხსნას სხვამან ხელთაგან მათთაგან, გარნა ღმერთმან რომელმაც მოავლინა ძე თვისი მხოლოდშობილი უფალი იესო ქრისტე, და მან განმათავისუფლა სიკვდილისაგან და ყოვლისა საეშმაკოისა ვნებისა, გარნა იგინი ოდენ რომელნი მხურვალითა გულითა შეუდგენ და მსახურებდნენ მას".

საზვერეებს კიდევ რამდენიმე ადგილას ახსენებს იოანდე ზედაზნელი

აშკარაა რომ საზვერეთა შესახებ სწავლება გვიან საუკუნეებში აღმოცენებული სწავლება არაა და მას ადრეულ საუკუნეებში აქვს საფუძველი. სანამ გავაგრძელებდე უნდა ავღნიშნო რომ ეშმაკს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია არათუ ადამიანზე, არამედ უბრალო ქმნილებაზეც კი, თუ მისთვის უფალს მინიჭებული არა აქვს (განგებულებით ცხადია) ეს უფლება, როგორც ეს კარგად ჩანს სახარებისეულ ეპიზოდთან დაკავშირებით, როდესაც ღორის კოლტში შეშვების ნებაც კი უფლისგან აიღო მან. ასე რომ თავისთავად ეშმაკს არაფერი შეუძლია და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის არავის არ იმორჩილებს, არამედ ჩვენ ვემორჩილებით მას ჩვენივე უკეთური საქმეების აღსრულებით.

მინდა მოვიტანო შესაბამისი თავი ნ. ვასილიადისის ვფიქრობ მნიშვნელოვანი წიგნიდან, რომელსაც ეწოდება "სიკვდილის საიდუმლოება". კერძოდ აქ ვკითხულობთ შემდეგს:

ძველი ეკლესიის ჟამთააღმწერელი (სამწუხაროდ არაა მითითებული) საუბრობს ხარკის ამკრეფთა შესახებ და დასძენს: "ვიცნობ მე სხვა მცველებსაც, რომლებიც ამ ქვეყნიდან წასვლისთანავე ხარკს დაგადებენ, თუკი ჩვენში რაიმე ისეთს აღმოაჩენენ, რაც მათი კუთვნილებაა". თავის ამ აზრს ჟამთააღმწერელი მაცხოვრის სიტყვებზე აფუძნებს: "მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისა და ჩემ თანა ჰპოვოს არარაი" (იოანე 14,30) ავტორი დასძენს: "რამდენი რამ უნდა დავითმინოთ ჩვენ ამ მეხარკეებისგან, ანუ ბოროტი ანგელოზებისგან, რომლებიც ყველაფერს ამოწმებენ და როგორც კი მოუნანიებელ სულს დაინახავენ, მისგან ხარკს კი არ მოითხოვენ, არამედ შეიპყრობენ და დაატყვევებენ".

მოტანილი მუხლი იოანეს სახარებიდან ასეა განმარტებული იოანე ოქროპირის მიერ: "მთავრად სოფლისა იტყვის ეშმაკსა და უკეთურთა კაცთა, რამეთუ არა არს იგი უფალი კაცთა, ანუ ცისა, ანუ ქუეყანისა, - ნუ იყოფინ! არამედ, რომელთა ნეფსით მისცენ მას თავი თვისი, ამისთვის მთავრად ბნელისა ეწოდების, რამეთუ ბნელსა იტყვის ბოროტთა საქმეთა".

თეოფილაქტე ბულგარელი: "მოდის ამ ქვეყნის მთავარი, ამბობს უფალი, ე.ი. მოდის ეშმაკი. იგი რომ ამ წუთისოფლის მთავარია, ისე კი ნუ გაიგებ, თითქოს ყველა ადამიანზე მას ჰქონდეს ძალაუფლება, ეს ასე არაა, მხოლოდ ბიწიერ (მანკიერ) და ამქვეყნიური ვნებებით და საზრუნავით შეპყრობილ ადამიანებზე აქვს უფლება (ღვთისგან მინიჭებული ცხადია). ბოროტ სულს აქვს ძალაუფლება მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც თვითონ აქვს სურვილი მას დაემორჩილოს და შეასრულოს მისი ბოროტი ნება. ეშმაკს არა აქვს ძალა არც ზეცაზე, არც დედამიწაზე, თორემ იგი ყველას და ყველაფერს დიდი ხანია ამოატრიალებდა და დაღუპავდა".

შემდეგ ვასილიადისი განაგრძობს: ამავე აზრს იზიარებს ბასილი დიდიც. ის საუბრობს სარწმუნოების მხნე აღმსარებელთა შესახებ და გვასწავლის, რომ "მეხარკეთა" (ბოროტ სულთა) მხრიდან ისინიც გაივლიან შემოწმებას, მისი სწავლება ეყრდნობა ასევე მაცხოვრის სიტყვებს ამა სოფლის მთავრის მოსვლის შესახებ. სატანა მოვა და გამეფდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ღვთისგან მოწყვეტილნი არიან. "ის მოვალს, რათა აღასრულოს თავისი უკანასკნელი მცდელობა და შემიპყრას მე, - ამბობს უფალი, - მაგრამ ჩემში ვერაფერს ჰპოვებს ისეთს, რაც ჩემზე ძალაუფლებას მისცემდა".

საინტერესოა აგრეთვე ათანასე ალექსანდრიელის მიერ დაწერილი "ანტონი დიდის ცხოვრება", საიდანაც ვგებულობთ, რომ ანტონმა, წინასწარი ჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, იხილა სახელგანთქმული მოღვაწის ამონის ზეცად აღმავალი სული, რომელსაც იქ მყოფნი დიდი სიხარულით ხვდებოდნენ. ერთხელ წმ. ანტონი მასთან მისულ ერთ ადამიანთან სულის მდგომარეობისა და მისი საბოლოო ადგილსამყოფელის შესახებ საუბრობდა. მომდევნო ღამეს მას ვიღაცამ ზეციდან უხმო სიტყვებით: "ადექი ანტონი, გადი და იხილე". ანტონი გავიდა და როდესაც მზერა ზეცად აღაპყრო, დაინახა ვიღაც მაღალი, უსახური და საშიში. ის თავით ღრუბლებს ეხებოდა. იხილა აგრეთვე ზე აღმავალი თითქოსდა ფრთებიანი არსებები. გოლიათი მათ ხელს უწვდიდა, ზოგიერთებს გზას უღობავდა, სხვები კი მასზე გადაიფრენდნენ, უკან მოიტოვებდნენ და უსაფრთხოდ მიიწევდნენ ზემოთ. მათი შემხედვარე გოლიათი კბილებს აღრჭენდა, ხოლო ქვემოთ დანარცხებულების გამო ხარობდა. უეცრად ანტონის მოესმა ხმა: "გულისხმა ჰყავ ნანახი". ანტონის გონება გაეხსნა და მიხვდა, რომ ეს სულის ზეაღსვლა იყო.

უდაბნოში მოღვაწე მეორე დიდი წმინდა მამა მაკარი მეგვიპტელი წერს, რომ როდესაც ჩვენ მოგვესმევა მარტორქის რქების, ლომის ხახის (ებრ. 16,33. ფს. 21,22), ბნელი ძალების, მგზნებარე და მოტყინარე ცეცხლის შესახებ (იერ. 20,9), უნდა ვიფიქროთ, უფალს რომ არ მოეცა ჩვნეთვის "წინდი იგი სულისა გულთა შინა ჩვენთა" (2 კორ. 1,22) მაშინ ჩვენ სულს სხეულთან განშორების ჟამს ბოროტი დემონები მოიტაცებდნენ და არ მისცემდნენ ზეცაში აღსვლის საშუალებას.

ფოტიკიის ეპისკოპოსი წმინდა დიოდოხოსი გვასწავლის, ტარტაროზების მბრძანებლები, ბნელეთის ბინადრები, ანუ ბოროტი დემონები სულს სხეულიდან გასვლის ჟამს გამოცდიან და მის დაბრკოლებას ცდილობენ. ამის გამო სულს შიში იპყრობს. ბოროტი დემონები ცოდვილთა სულებს აბრკოლებენ, მაშინ როდესაც სინანულითა და ღვთის სიყვარულით გარდაცვლილთა სულები "მშვიდობის ანგელოზების" მიერ ღმერთთან აღმოჩნდებიან და აცდებიან "დემონთა ლეგიონებს"

იერუსალიმის ეკლესიის პრესვიტერი წმ. ისიქი გვასწავლის "სიკვდილის წუთი მოვა, ის გარდაუვალია. შესაძლოა, ამა სოფლის მთავარმა, რომელიც ჰაერში ხელმწიფებს (იოანე 14,30; ეფ. 2,2), ჩვენი შეცოდებები უმნიშვნელოდ და ნაკლებსერიოზულად ჩათვალოს, მაშინ მას ჩვენი განსჯის საფუძველი არ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირი ცრემლი არ გვიშველის, ვინაიდან "მონამან, რომელმაც იცის ნება უფლისა თვისისა, და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად" (ლუკა. 12,47)

ღირსი იოანე კიბისაღმწერელი მოგვითხრობს სულისათვის სასარგებლო, მაგრამ სამწუხარო ამბავს: "ცხოვრობდა აქ სინას მთაზე ვინმე სტეფანე. მას უდაბნოს მდუმარე ცხოვრება უყვარდა და მრავალი წელი გაატარა მონაზვნურ ცხოვრებაში. აღსასრულის წინ ბერი სინას მთაზე, თავის კელიაში დაბრუნდა... იქ რამდენიმე დღე იცოცხლა, ავად გახდა და გარდაიცვალა. აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ის გაქვავებული იყო, გახელილი თვალებით
იყურებოდა და თითქოს ვიღაცასთან ჭიდილში სხვების გასაგონად ამბობდა: "დიახ, ეს სიმართლეა, მაგრამ მე ამის გამო რამდენიმე წელი ვიმარხულე..." ზოგჯერ კი წამოიძახებდა: "არა, ეს მე არ ჩამიდენია, თქვენ ცრუობთ"-ო; ხან კიდევ: "ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ მე ცრემლებს ვღვრიდი და ძმებს ვემსახურებოდი". ზოგჯერ ის მათ ეწინააღმდეგებოდა: "თქვენ მე ცილს მწამებთ". სხვა დროს კი პასუხობდა: "ასეა ნამდვილად, მაგრამ არ ვიცი რა გიპასუხოთ, მაგრამ ღმერთი მოწყალეა". ჭეშმარიტად საშინელი და შემაძრწუნებელი იყო ეს უხილავი და შეუბრალებელი გამოცდა, რაც ყველაზე საშინელია, მას ბრალს სდებდნენ იმაში, რაც არასოდეს ჩაუდენია. სამწუხაროდ, განდეგილი თავისი ზოგიერთი ცოდვის შესახებ ასე პასუხობდა: "არც კი ვიცი ამის შესახებ რა გიპასუხოთ" - ამბობდა ის, მიუხედავად იმისა, რომ მან მონასტერში ორმოცი წელი იცხოვრა და დაუშრეტელი ცრემლი ჰქონდა. ამ გამოცდის დასასრულს მისი სული სხეულს განშორდა და უცნობია, თუ როგორი იყო სამსჯავროს გადაწყვეტილება და განაჩენი".

აგრეთვე საინტერესოა კირილე ალექსანდრიელის ნაწყვეტი მისი ნაშრომიდან. ის საუბრობს სულის გასვლის შესახებ და წერს, რომ სხეულთან განშორებული სული ხედავს "საშინელ, საოცარ, სასტიკ, შეუბრალებელ და ურიცხვ დემონს, ვითარცა პირქუშ ზანგებს". მართალთა სულებს წმინდა ანგელოზები მიუძღვიან და საჰაერო სივრცის გავლით ზემოთ მიისწრაფიან. თუმცა, თავიანთი ამ ზეაღსვლის დროს ისინი საგუშაგოებს - საზვერეებს ხვდებიან, ისინი ზეცისაკენ მიმავალ გზას დარაჯობენ. ყოველი საზვერე სულში ცოდვების არსებობას ამოწმებს. პირველ ხუთ საზვერეს წმ. კირილე ადამიანის ხუთ ძირითად გრძნობას მიაკუთვნებს. მაგალითად "ცილისწამების საზვერე" - ბრალს სდებს სულს ცოდვებში, რომლებიც მას ენით, ბაგეებით და საერთოდ მეტყველების ორგანოებით ჩაუდენია და ასე შემდეგ.

მინდა ცალკე გამოვყო ეფესელთა მიმართ ეპისტოლის მეორე თავის მეორე მუხლი, სადაც პირდაპირაა თქმული ჰაერის ძალთა შესახებ. მოციქული ამბობს:

"და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს" (ეფეს. 2, 1-2)

ძველ ქართულად: "და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა, რომელთა შინა ოდესმე ხვიდოდით მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ხელმწიფებისა ჰაერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს მათ შორის ურჩებისათა".

და იოანე ოქროპირის ვფიქრობ შესანიშნავი განმარტება (შევეცდები ახალქართულად დავწერო): "ჰაერის ძალთა მთავარს ეშმაკს უწოდებს (მოციქული), რომელსაც ღმერთისგან კი არა აქვს მთავრობა და ხელმწიფება, არამედ ის ჩვენგან იღებს მთავრობას, რაწამს ჩვენს თვითმფლობელობას დავამონებთ ბოროტ და უკეთურ საქმეებს".

დანარჩენს ძველ ქართულად მოვიტან, რადგან არ მინდა ტექსტი დავამახინჯო: "ხოლო ჰაერისა სულ უწოდს, რაითა განმიცხადოს, ვითარმედ დასაბამსა დაბადებისა მისისასა მთავრად სოფლისა დადგინებულ იყო იგი, ხოლო გარდამოვარდა რაი ზეცით, ნებსით მიდრეკითა სიბოროტისა მიმართ, იქმნა მოძღუარ სიბოროტისა, რომელსა იგი ვერ ყოველთა შორის მოქმედებს, არამედ მათ შორის ოდენ, რომელნი განვარდენ საღმრთოისგან ქადაგებისა, რომელთა იგი ნაშობ-ურჩებისა სახელ-ედვა აწ მოციქულისა მიერ. ესრეთ ამათ სიტყუათა მიერ ჯეროვნად გულისხმა-უყოფს მოციქული ეფესელთა, სიმდირესა მათდა მინიჭებულისა მადლისასა, ვითარ მომკუდარნი შეცოდებითა და მყოფნი ხელმწიფებასა ქუეშე ეშმაკთა მთავრობისასა, გამოიხსნა მიერ და ცხორებასა ღირს ყვნა ქრისტემან. ხოლო შენ, ჰაერისა მთავრობაი რაი გესმას, ზეცით გარდამოვრდომილობაი და ჰაერსა შინა ფლობაი ეშმაკისა გულისხმა-ყავ, ვითარმედ არა ჰაერსა ზედა ფლობს, რამედ სულთა მათ ჰაერისათა, რომელ არიან მის ქუეშე მყოფნი იგი განდგომილნი ძალნი, რომელნი მთავარისა მათისა სატანაის თანა, ვითარცა სულნი უნივთონი, ჰაერსა შინა იქცევიან, ვერღარა აღმავალნი ზეცად, რომელნი-იგი ვითარცა პირველ დაცემისა, ეგგრეთვე შემდგომად დაცემისა ხელმწიფებასა შინ არიან განდგომილისა მის სატანაისსა, რომელი-იგი ვერვის ჰმძლავრობს, ვერცა აიძულებს კაცთაგანსა მორწმუნესა, რამეთუ პირველი იგი ფლობაი მთავრობისაი, რომელ ჩუენ მივეცით მას თავთა ჩუენთა ზედა, მიუღო მას ქრისტემან; ამისთვის აწ ვერვის ჰმსთავრობს მძლავრებით, არამედ მოქმედებს ოდენ არა ყოველთა კაცთა შორის, არამედ შვილთა მათ ოდენ ურჩებისათა, რომელნი არა მორწმუნე და მსმენელ იყვნენ შჯულთა წმიდისა სახარებისათა".

ასე რომ აქ რაღაც პუნქტობრივი ადგილი ნაკლებად იგულისხმება, სადაც განწესებულნი არიან ეშმაკები, არამედ როგორც ოქროპირი ამბობს საზვერეებში ჩვენ უნდა მოვიაზროთ ის ადგილი, სადაც დაცემული სულები მკვიდრობენ ზეციდან მათი გადმოგდების შემდეგ, რომელი დაცემული სულებიც ხვდებიან გარდაცვლილი ადამიანის სულებს თავიანთი ცილისწამებებითა და შეიძლება სწორი ბრალდებებითაც კი. რის შედეგადაც სინდისისგან ადამიანის სული სრულ მხილებას განიცდის (თუ ცოდვილია ცხადაი).

მართალია ბევრი გამომივიდა, მაგრამ ტექსტის საინტერესოობიდან გამომდინარე იმედია მომიტევებთ smile.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 12 2009, 12:53 PM
პოსტი #572


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
მაგარია. ნაშრომია ფაქტიურად kiss1.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Aug 12 2009, 12:55 PM
პოსტი #573


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა
ბერძნული პატრისტიკის ლექსიკონში საზვერე ასეა განმარტებული: ეს არის ბაჟის გადასახდელი ადგილი, გადატანითი მნიშვნელობით მიემართება იმ ადგილებს, სადაც ხდება სულთა შეჩერება, შესწავლა და გამოცდა ზეცისკენ მათი აღსვლის ჟამს.

იქაც არიან ანუ მებაჟეები?
ციტატა

აგრეთვე საინტერესოა კირილე ალექსანდრიელის ნაწყვეტი მისი ნაშრომიდან. ის საუბრობს სულის გასვლის შესახებ და წერს, რომ სხეულთან განშორებული სული ხედავს "საშინელ, საოცარ, სასტიკ, შეუბრალებელ და ურიცხვ დემონს, ვითარცა პირქუშ ზანგებს". მართალთა სულებს წმინდა ანგელოზები მიუძღვიან და საჰაერო სივრცის გავლით ზემოთ მიისწრაფვიან. თუმცა, თავიანთი ამ ზეაღსვლის დროს ისინი საგუშაგოებს - საზვერეებს ხვდებიან, ისინი ზეცისაკენ მიმავალ გზას დარაჯობენ. ყოველი საზვერე სულში ცოდვების არსებობას ამოწმებს.

ასეთ რამეებს რომ ვკითხულობ ჯოჯოხეთი მელანდება...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 12 2009, 01:12 PM
პოსტი #574


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მაშიკო

ციტატა
იქაც არიან ანუ მებაჟეები?


მებაჟე ცხადია არა ამქვეყნიური გაგებით. უბრალოდ სხვა სახელი ვერ მოეძებნა იმ ბოროტ სულებს რომლებიც თავიანთი ჭკუით ცდილობენ ადამიანის დაბრკოლებას.

ციტატა
ასეთ რამეებს რომ ვკითხულობ ჯოჯოხეთი მელანდება...


ამ თემის გახსნისას რომ სტატია დაიდო იქ მშვენიერი სიტყვები იყო თქმული, რომ ჩვენ გვაცხოვნებს არა კეთილი საქმეები (თავისთავადი მნიშვნეობით), არამედ რწმენა უფლისა, ისევე როგორც წარგვწყმედს არა ბოროტი საქმეები არამედ ურწმუნოება უფლისა. პირველიც და მეორეც თავის თავში შეიცავს შესაბამისად კეთილ და ბოროტ საქმეებს. ასე რომ რწმენა უფლისა უმნიშვნელოვანესია, რომლის წინაშეც ჯოჯოხეთი უმნიშვნელოდ წარმოჩინდება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Aug 24 2009, 02:30 AM
პოსტი #575


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



სხვათაშორის საზვრეებზე საინტერესოდ წერს ერთი ძლიერი თეოლოგი თავის ერთერთ ნაშრომში. ვერ ვახერხებ გაცნობას, რადგან ფრანგულადაა და ნათაგმნიც არ არის რამდენდაც ვიცი. მაგის გამო ფრანგულს ნამდვილად ვერ ვისწავლი biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
asmoo
პოსტი Aug 24 2009, 08:10 PM
პოსტი #576


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 106
რეგისტრ.: 15-July 09
წევრი № 7,265



საზვერეები მე კი მინდა მითი რომ იყოს მაგრამ გრე სადაააააsad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 24 2009, 08:22 PM
პოსტი #577


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ამ ბოლო დროს ერთ ერთ მონასტერში ტქვეს რომ საზვერეების რაოდენობა 70-ამდე გაიზარდა იმტომ რომ ცოდვის ნაირსახეობები გამრავლდაო smile.gif


ზოგადად რამდენი საზვერეა და როგორია ეს საზვერეები ამას ჩემი აზრით პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარა რომ მოსწავლეს ახსოვდეს გამოცდის შესახებ, განსაკუთრებით ცუდ მოსწავლეს (დამეთანხმებით ასეთები ბევრნი ვართ)...

საზვერეების სწავლება საბოლოო ჯამში კეთილ ნაყოფს იღებს, და ხე ხომ ნაყოფით იცნობა. მე ვიცნობ ადამიანებსმ ვისთვისაც ეს სწავლება ერთ ერთი ძალიან მძლავრი სტიმულატორი იყო გაეკლესიურებისათვის.




ხოლო დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა (ზოგ შემთხვევაში პირდაპირი გაგებითაც)


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Aug 24 2009, 08:24 PM
პოსტი #578


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



neo
ციტატა
ამ ბოლო დროს ერთ ერთ მონასტერში ტქვეს რომ საზვერეების რაოდენობა 70-ამდე გაიზარდა იმტომ რომ ცოდვის ნაირსახეობები გამრავლდაო ზოგადად რამდენი საზვერეა და როგორია ეს საზვერეები ამას ჩემი აზრით პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარა რომ მოსწავლეს ახსოვდეს გამოცდის შესახებ, განსაკუთრებით ცუდ მოსწავლეს (დამეთანხმებით ასეთები ბევრნი ვართ)...საზვერეების სწავლება საბოლოო ჯამში კეთილ ნაყოფს იღებს, და ხე ხომ ნაყოფით იცნობა. მე ვიცნობ ადამიანებსმ ვისთვისაც ეს სწავლება ერთ ერთი ძალიან მძლავრი სტიმულატორი იყო გაეკლესიურებისათვის. ხოლო დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა (ზოგ შემთხვევაში პირდაპირი გაგებითაც)

yes.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
asmoo
პოსტი Aug 24 2009, 08:40 PM
პოსტი #579


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 106
რეგისტრ.: 15-July 09
წევრი № 7,265



neo
70 საზვერეო? ვაიმე ეხლა ცავარდი სასოწარკვეთილებაშიsad.gif ეუუუფფფფ
ეს რა თქვი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 24 2009, 08:56 PM
პოსტი #580


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



neo
ციტატა
ამ ბოლო დროს ერთ ერთ მონასტერში ტქვეს რომ საზვერეების რაოდენობა 70-ამდე გაიზარდა იმტომ რომ ცოდვის ნაირსახეობები გამრავლდაო

თან მონასტერში ხო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კარგის ნიშანი არაა ეს. ხომ უნდა იცოდეს მაინც ადამიანმა რას ამბობს. საინტერესოა ვინ თქვა.

საზვერეების შესახებ იხილეთ ეს პოსტი

http://church.ge/index.php?s=&showtopic=46...ndpost&p=527535


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 27 28 29 30 31 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 01:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი