IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 28 29 30 31 >  
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
death
პოსტი Aug 24 2009, 09:26 PM
პოსტი #581


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
ამ ბოლო დროს ერთ ერთ მონასტერში ტქვეს რომ საზვერეების რაოდენობა 70-ამდე გაიზარდა იმტომ რომ ცოდვის ნაირსახეობები გამრავლდაო


რა კალკულაციები მიდის თურმე მონასტერში, მოკლედ გაგიჟდები biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 26 2009, 01:22 PM
პოსტი #582


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

საზვერეთა შესახებ



ზოგიერთი ამტკიცებს, რომ "საზვერეთა და ჰაერთა სულების" შესახებ წარმოდგენა ქრისტიანობაში გნოსტიციზმიდან და წარმართული მითებიდან შემოიჭრა, რომელიც იმ დროს საყოველთაოდ იყო გავრცელებული.

მართლაც, ის ფაქტი, რომ მსგავს სწავლებას ჩვენ შეიძლება გნოსტიკურ ტექეტებშიც და წარმართულ მითებშიც - ეგვიპტურსა და ქალდეურში - შევხვდეთ, არავითარ ეჭვს არ იწვევს. თუმცაღა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წმინდა მამებმა, აიღეს რა საზვერეთა შესახებ სწავლება, იგი წარმართული და გნოსტიკური ელემენტებისგან გაწმინდეს და საეკლესიო ჩარჩოებში მოაქციეს. წმინდა მამები ასეთ შემოქმედებით გადამუშავებას არ უფრთხოდნენ.

უეჭველია, რომ ზოგ სხვა საკითხებშიც თავისი კერძო სწავლებისა, ისინი ასევე შემოქმედებითად და ეფექტურად ითვისებდნენ წარმართული სამყაროს ბევრ თეორიასა და შეხედულებას და მას საეკლესიო შინაარსს ანიჭებდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ სულის უკვდავებისა და მისი სამნაწილიანობის, მისი მჭვრეტელობითი უნარისა და უვნებელობის შესახებ წარმოდგენა წმინდა მამებმა ძველ ფილოსოფოსთაგან და ძველი რელიგიური გადმოცემებიდან გადაიღეს. მაგრამ, აშკარაა ასევე, რომ ამ წარმნოდგენებს მათ სრულიად სხვაგვარი პერსპექტივა მიანიჭეს, ისინი სხვა შინაარსით შეავსეს. ხომ არ შეიძლება სულის უკვდავება უარვყოთ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამავეზე ძველი ფილოსოფოსები საუბრობდნენ. არა, მაგრამ ჩვენ ამ წარმოდგენაში ის შინაარსი უნდა დავინახოთ, რომელსაც მასში წმინდა მამები დებდნენ.

იგივე შეიძლება ითქვას საზვერეთა შესახებ სწავლებაზეც. რა თქმა უნდა, არავინ კამათობს იმაზე, რომ ძველი წარმართული გადმოცემები და გნოსტიკური მწვალებლობანი ლაპარაკობდნენ "კოსმოსური სფეროს მეთაურებზეც", "ზეციური გზის კარებზეც", "ჰაერთა სულებზეც". მსგავსი ფრაზები შესაძLოა შეგვხვდეს წმინდა წერილშიც და წმინდა მამათა თხზულებებშიც. როგორც უკვე აღვნიშნერთ, თუმცაღა ეკლესიის ბევრი მამა კი საუბრობდა საზვერეებზე და ჰაერთა სულებზე, მაგრამ ისინი ამ სახეებში სრულიად სხვა აზრს დებდნენ. საზვერეთა შესახებ წმინდა მამათა სწავლება, შემდეგი ოთხი დებულებიდან გამომდინარე უნდა გავიგოთ.

პირველი: წმინდა წერილის სიმბოლური ენისათვის სრულიად აუცილებელია სწორი განმარტება. მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით გაგებულ სახეებზე გამჩერებელი, სახარების უწყებას ამახინჯებს. მაგალითად, წმინდა წერილის გამონათქვამები ჯოჯოხეთის შესახებ, თავისთავად, მათი ღრმა საღვთისმეტყველოი მნიშვნელობის გამოვლენის გარეშე, შეუძლებელიოა სწორად იქნეს გაგებული. ეს მართებულია საზვერეთა შესახებ სწავლების მიმართაც. ვსაუბრობთ რა მათზე, ჩვენ არანაირად არ უნდა წარმოვიდგინოთ გონებაში თანამედროვე სასაზღვრო საბაჟოს სახე, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაიაროს. სიმბოლური სახე მოწოდებულია სულიერი რეალობის შესახებ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მოგვცეს, მაგრამ მისი ჭეშმარიტი აზრის გასაცხადებლად, ამ სახის მართლმადიდებლური განმარტებაა საჭირო.

მეორე: დემონები - ბნელის ანგელოზები - პიროვნებანი და ამიტომ თავისუფალნი არიან. თუკი ადამიანი საკუთარ თავისუფლებას ბოროტად იყენებს, ისინი, ღმერთის დაშვებით, მათზე ბატონდებიან. მისი სულის სხეულიდან ამოსვლის შემდეგ, ისინი, მისი (ადამიანის) უნანულობის მიზეზით, მასზე (სულზე) ძალაუფლებას იღებენ და მას თავის საკუთრებაში ითხოვენ. უგუნურ მდიდარზე ქრისტეს ცნობილ იგავში არის ფრაზა: "უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე, ვისი იყოს? (ლკ. 12,20). უგუნური მდიდრის სულის მიმღებნი, სხეულიდან მისი ამოსვლის შემდგომ, წმ. მამათა განმარტების თანახმად, სწორედ დემონები არიან.

მესამე: ღმრთის ხალხზე დემონებს არანაირი ძალაუფლება არა აქვთ. ღმერთთან შეერთებულნი, ესე იგი ისინი, ვის სულშიც ღმერთის შეუქმნელი ენერგია მკვიდრობს, შეუძლებელია მათი ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამგვარად, განღმრთობილი სულები საზვერეებს არ გაივლიან.

მეოთხე: წმ. მამათა სწავლების თანახმად, დემონები ვნებათა საშუალებით მოქმედებენ. ვნებანი, რომელიც სხეულიდან სულის ამოსვლის შემდეგ, შეუძლებელია დაკმაყოფილდეს, სულს აშთობენ.

ასე რომ, საზვერეთა შესახებ წარმოდგენა გამართლებულია, თუ, რა თქმა უნდა, მას ზუსტად ასეთ საღმრთისმეტყველო კონტექსტში განვიხილავთ. რაიმე სხვა შეხედულებათა საფუძველზე კი, ეს წარმოდგენა, სწორ გზას უეჭველად აგვაცდენს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 26 2010, 05:32 PM
პოსტი #583


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



afxazi
ციტატა
შეჯამებული სახით შევეცდები საზვერეთა შესახებ ჩემს ხელთ არსებული ცნობები წარმოვადგინო

ციტატა
მართალია ბევრი გამომივიდა, მაგრამ ტექსტის საინტერესოობიდან გამომდინარე იმედია მომიტევებთ

მართლაც ძალიან საინტერესო იყო smile.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2020, 03:56 PM
პოსტი #584


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა თეოდორა კარგად პასუხობდა, როდესაც აწამებდნენ საზვერეებში: "შენ ესა და ეს ჩაიდინე!" - ეუბნებოდნენ ეშმაკები, ის პასუხობდა: "დიახ, ჩავიდინე, მაგრამ მოვინანიე და მივიღე შენდობა". აი, ყველაზე კეთილი პასუხი. მთელი ჩვენი ყურადღება აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჯერ აღსარება, შემდეგ ცხოვრების გამოსწორება"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2020, 12:56 PM
პოსტი #585


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი ბალაამის გამოცხადებიდან საზვერეების შესახებ: ღამე ჩემთან მოვიდა ახლადგარდაცვლილი მამა ნიკიტა. მე ვეკითხები: "მამაო, როგორ გაიარეთ საზვერეები?" - "ოჰ, მძიმეა ადამიანებისთვის საზვერეების გავლა, - მიპასუხა მან, - კარგია, როდესაც ადამიანი კეთილი და მოწყალეა, მაშინ მისთვის საზვერეების სამსჯავრო ლმობიერია; ხოლო ბოროტებს და სასტიკებს, მოსამართლეებიც სასტიკნი და ბოროტნი დაედგინებათ. ვიცნ როგორ ცხოვრობს მიწაზე, ისე მოეკითხება იქ" - მიპასუხა ბერმა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2020, 08:00 PM
პოსტი #586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი მღვდლის, მამა ვიტალის [სიდორენკო] სულიერ შვილის, მრევლი იყო მამაოს ოჯახთან დაახლოებული ერთი ხანშიშესული ქალი. მღვდლის ოჯახში მას მრავალგზის სმენოდა ამბები სქემარქიმანდრიტი ვიტალის ცხოვრების შესახებ. იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული მამაოს სახელზე პანაშვიდებისა და სადილების მომზადებაში. მოხუცი რომ გარდაიცვალა, მისი ნივთები მისი სულის საცხოვნებლად გასცეს. ეს ამბავი დაემთხვა 1 დეკემბერს. 40 დღის შემდეგ იგი დაესიზმრა მღვდლის ქალიშვილს - ბებო, როგორ ხარ? - აი, უკვე, ადგილზე ჩამოვედი. საზვერეებისა და ცეცხლოვანი ტბის გამოვლა განსაკუთრებულად მძიმე და საშინელი იყო. მაგრამ მამა ვიტალი მოვიდა და დამეხმარა, ის ბევრს ეხმარება. როგორი მამაოა, ო, როგორია! მერე ხელი ზე აღმართა და დაამატა - ის აქ განსაკუთრებულად გამორჩეულია!"

/2009 წლის დეკემბერი, ქ. დონეცკი, უკრაინა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2021, 07:41 PM
პოსტი #587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად წარმოიდგინე, რომ გარდაიცვალე და საზვერეები გაქვს გასავლელი, სადაც ყველა მოუნანიებელი ცოდვა მოგეკითხება. ისევ წამოტივტივდება სხვადასხვა ცოდვა და ისევ შესთხოვე უფალს მიტევება, რომ საზვერეებში არ მოგეკითხოს. მათგან უფრო მძიმეები ასევე ჩაიწერე. ერთი ან ორი კვირა ასე იშრომე, შემდეგ კი ყველაფერი აღსარებაზე თქვი"

/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2021, 06:19 PM
პოსტი #588


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ადამიანს გული უგრძნობს, რომ მის სულს ცოდვის კეთრი შეეყარა და მთლად დაწყლულდა, რომ არ ძალუძს საკუთარი სულის განკურნება, ისევე, როგორც კეთროვანი ვერ განიკურნავს თავის თავს; როცა თვალწინ დაუდგება სიკვდილი და საზვერეები, მაშინ ერთი იმედითა რჩება, ერთი ნავსაყუდელი - მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე!"

/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2021, 07:38 PM
პოსტი #589


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ანგელოზებს უჭირავთ სული, გაივლიან ჰაერს მასთან ერთად და ამაღლდებიან; სული გადის საზვერეებს, რომლებიც ამ ქვეყნიდან ზეცისაკენ მიმავალ გზაზეა. თითოეულ საზვერეში განიხილება მისი კუთვნილი ცოდვები; თითოეულ ვნებას, თითოეულ ცოდვას საკუთარი განმკითხველი ჰყავს".

/არქიმანდრიტი ლაზარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2022, 10:24 PM
პოსტი #590


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანგელოზები იქვე არიან, როცა ადამიანის სული სხეულს ეყრება და აცილებენ მას საჰაერო საზვერეების გავლისას, ასევე ღმერთთან აღავლენენ ჩვენს ლოცვებს და თავადაც მეოხ-მყოფელობენ ჩვენთვის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2022, 03:22 PM
პოსტი #591


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბილწსიტყვაობის ცოდვის საზვერის გავლა მოგვიწევს და ამას უნდა ვუფრთხილდეთ"

/დეკ. გიორგი რაზმაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2022, 09:40 PM
პოსტი #592


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერამ ხალხს მის გვერდით კუბოში ჩასვენებული თოფი გაუწოდა.
ახალგაზრდებმა ჩამოართვეს და ჭდეების თვლა დაიწყეს. ას ორმოცი ჭდე გამოვიდა.
- მაგ ას ორმოცი მოკლულიდან ორი ისეთი მძიმე ცოდვა მადევს, მართალია, თქვენ ჩემი სულის მოსახსენებელ სანთლებს ანთებთ სალოცავში, მაგრამ, თუ თხოვნას არ შემისრულებთ, იმავე საზვერეში დავრჩები და სასუფევლისაკენ მიმავალი გზა არ გაეხსნება ჩემ სულს"

/გოდერძი ჩოხელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2022, 09:49 PM
პოსტი #593


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მორჩილი თავისუფალია ყოველგვარი სიტყვისგებისგან, ის არ გაივლის საზვერეებს, რადგან მისი ცოდვების ნუსხა სუფთაა. როცა შენი ცოდვების ნუსხა სუფთაა, ანუ როდესაც მოძღვარს ემორჩილები, ეშმაკები ვერ გამხელენ"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2022, 05:26 PM
პოსტი #594


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს საოცარი შემთხვვა მოხდა ქალაქ როსლავლში. დიდი ხნის ავადმყოფობის შემდგომ გარდაიცვალა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი. მესამე დღეს, როცა ემზადებოდნენ ქალის გასასვენებლად სახლიდან ეკლესიაში, უცებ ქალი გაცოცხლდა და სასახლეში წამოჯდა. ყველა გაოგნდა, ზოგს გულიც წაუვიდა. როცა ხალხი დარწმუნდა, რომ ქალი მართლაც გაცოცხლდა, დაუწყეს გამოკითხვა, თუ რა გადახდა; მოხუცმა უამბო:

"როცა მოვკვდი, მე ჰაერში ამიტაცეს და აღმოვჩნდი რაღაც საშინელ ადგილას, საზვერეებს გავდა. მე ვიდექი მრისხანე ანგელოზების წინ. მათ ჰქონდათ გადაშლილი დიდი წიგნი. ისინი დიდხანს განმიკითხავდნენ. მე ვიყავი საშინელებით შეპყრობილი, ახლაც კი მზარავს ამის გახსნეება. ანგელოზებმა მიჩვენეს ყველა ჩემი ცოდვა, მოზარდობიდან დაწყებული, ისინიც კი, რომლებიც სრულებით დამავიწყდა, ან ცოდვად არ ვთვლიდი. თუმცა, უფლის წყალობით, მე გავაცნობიერე, რომ ბევრი რამე უკვე ნაპატიები მქონდა და უკვე მქონდა გამართლების იმედი, როცა ერთმა ანგელოზმა დაჟინებით მომთხოვა პასუხი, თუ რატომ აღვზარდე ჩემი ვაჟი ცუდად, რატომ ცხოვრობს გარყვნილი ცხოვრებით და სულიერად ირუპება. მე ცრემლებით და ჩურჩულით ვცდილობდი თავის მართლებას, ვამბობდი, რომ ის გაირყვნა უკვე სრულწლოვანებისას. სამსჯავრო ჩემი შვილის გამო დიდხანს გრძელდებოდა, ისინ არ ისმენდნენ ჩემს თავის მართლებასა და თხოვნას. ბოლოს ერთმა მრისხანე ანგელოზმა მეორეს მიმართა:

გაუშვით ეს, რათა შეინანოს და გამოიტიროს თავისი ცოდვები.

მაშინ ერთმა ანგელოზმა მიბიძგა და ვიგრძენი, რომ ქვემოთ ვეშვებოდი. აი, ამ დროს დავინახე საკუთარი თავი კუბოში, ჩემს გვერდით ენთო სანთლები და გალობდნენ მღვდლები.

მე განმიკითხავდნენ მკაცრად არა იმდენად ჩემი ცოდვებისთვის, არამედ უფრო მეტად ვაჟის გამო და ეს იყო აუტანელი ტანჯვა".

/მღვდლების მონათხრობი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2022, 09:03 PM
პოსტი #595


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედის გარდაცვალების შემდგომ მე ორმოცი დღე დავდიოდი ლიტურგიასა და პანაშვიდზე.

ერთხელ, მსახურების შემდგომ, ასაკოვანმა ქალმა, რომელიც ტაძარში მსახურობდა, მიამბო ისტორია იმის შესახებ, თუ საბჭოთა ეპოქაში როგორ ლოცულობდა ხშიარდ ტაძარში ორი მოხუცი: მართა და მარიამი. მარიამი ხშირად კითხულობდა პანაშვიდის სიებს, რაზეც მართამ დაეჭვებულმა უთხრა: - რატომ კითხულობ, იქნებ მათში ვინმე თვითმკვლელია, ან მოუნათლავი და ურჯულო?! მარიამმა კი უპასუხა, რომ მას მოძღვარმა მისცა კურთხევა.

გარკვეული დროის შემდგომ მარიამი გარდაიცვალა; ის ხილვაში ნახა მართამ და უთხრა: - აი, მართა, შენ მე მეკითხებოდი, რატომ ვკითხულობდი სიებს. ახლა კიდევ ჩემთვის ყველა ეს გარდაცვლილი აღმართული ხელებით ევედრებოდა უფალს, რომ ადვილად გამევლო საზვერეები.

ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მიცვალებულთა ეკლესიურ მოხსენიებას, თუმცა უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ მათში არ იყოს თვითმკვლელი, ურჯულო და უნათლავი"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2023, 03:05 PM
პოსტი #596


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ისიქი პრესვიტერი ამბობს: "ულოცველი სული ვერ გაივლის ჰაერის საზვერეებს, არამედ მას ეშმაკები შეაკავებენ, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ლოცვითი მადლის საფარი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2023, 08:22 PM
პოსტი #597


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად მოგვიგონებია, ვფიქრობ, მართებულია, ამჯერადაც მოვიგონოთ მაკარი დიდის ცხოვრებიდან, როდესაც მან თავისი წმინდა, უბიწო და ამაღლებული ცხოვრებით სძლია თავადთა ამა სოფლისათა - ეშმასა და მის სუპოსტატებს, აი, მისი სული მიჰყავთ საზვერეში და ეშმაკები მისძახიან: "სცხონდი, მაკარი, სცხონდი, მაკარი, ახლა კი გვაჯობეო!" რათა მაკარი ხიბლში, ერთგვარ ამპარტანვებაში ჩაეგდოთ და ამით გამზადებული სასუფევლისგან წარეწყმიდათ საუკუნოდ, მაკარი დიდი კი სინანულით ამბობდა, ცოდვილი ვარ, ჯერ არ მიხილავს უფალი, განმკითხავი ჩემი. და როდესაც მან საზვერეები ღვთის მადლითა და წმინდა ცხოვრების ძალით გაიარა, შეაღეს სასუფევლის კარები, ანუ სხვაგვარად რომ ვთქავთ, ცისკარი და ახალი დიდება უფლისა, მერმეღა მიუბრუნდა ეშმაკებს, გამოსახა მხნედ ჯვარი უფლის ჩვენისა იესუ ქრისტესი, გადასახა სუპოსტატებს და გადასძახა: ახლა კი გძლიეთ ჩემი უფლის მადლითა და ძალითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და დაიხურა სასუფევლის კარების ეშმაკისათვის. არათუ დედამიწაზე არ ამაღლებულა საკუთარ თავშიც კი მაკარი დიდი, თვით საზვერეშიც, როცა სინათლის ანგელოზებს საგალობლებითა და კმევით მიჰყავთ სასუფეველში, როგორც ერთ-ერთი დიდი წმინდანი და სათნო ადამიანი ღვთისა; იქაც კი არ ჩავარდნილა თვითკმაყოფილებაში და თავი გამართლებულად არ ჩაუთვლია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2023, 09:30 PM
პოსტი #598


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთ ცნობილ ეკლესიურ წყაროში: "ვასილი ახლის ცხოვრება" მოთხრობილია ამ წმინდანის სულიერი შვილის, ნეტარი თეოდორას გარდაცვალების შემდგომი ხანა, თუ როგორ გადიოდა მისი სული საზვერეებს. მიაღწია, სადაც გარდაცვლილთა წამება სიძვითი ოცნებების, ფიქრებით ტკბობისთვის, მზერით, ურცხვობით, ვნებითი შეხებისთვისაც კი ხდება, მას ის პირები, დრო და ადგილი გაახსენეს, ვისთან, როდის და სადაც შესცოდა ამ ვნებით სიყმაწვილეში. ანგელოზებმა თქვეს: "მთელი სამყაროა ჩაძირული ცდუნების, სიბლიწის ბოროტებაში და ყველა ადამიანი გამოირჩევაო ავხორცობით. ცოტანი რომ იცავდნენო თავს სიძვითი უწმინდურებისგან, იკლავდნენ ვნებას. ამიტომაც იშვიათად თუ გასცდებიანო თავისუფლად მრუშობის საზვერეებს. ძალიან ბევრი აღწევსო რა მათ, იქ იღუპებიანო. როგორც მრუშობის საზვერეთა უფროსები იკვეხნიან, აქაურ მწვალებელთა შორის ყველაზე მეტად ისინი ავსებენო ჯოჯოხეთს ადამიანთა სულებით"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2023, 01:43 PM
პოსტი #599


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთს ჩვენი გამოხსნა უნდა, ჩვენი ცხონება უნდა, - ამიტომაც ზოგიერთებს საიქიოსაც კი მოატარებს ხოლმე და მერე უკან აბრუნებს, რათა ხალხს უამბონ საზვერეების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ.

ნეტარი თეოდორას მონათხრობის მიხედვით ვიცით, რომ 20 საზვერეა, რომელთა გავლა გარდაცვალების შემდეგ მოუწევს ადამიანის სულს. ნეტარი თეოდორა რამდენიმე საუკუნის წინ ცხოვრობდა, ახლა კი ჩვენი თანამედროვენიც გვიყვებიან თავიანთ შთაბეჭდილებებს საიქიოს შესახებ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2023, 02:48 PM
პოსტი #600


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ცოდვის მტარებელი ადამიანი გაჩერდება საზვერეებთან, იქ მოსთხოვენ პასუხს ცოდვებისთვის და მას გაუშვებენ სატანჯველში, ჯოჯოხეთში"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 28 29 30 31 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 12:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი