IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
loen
პოსტი Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.

ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18).

იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა.
მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული.
ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში.
ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე
ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი.
სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები.
შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან:
"..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..."
აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ.
ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე).
ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის.


P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება).


სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
loen
პოსტი Nov 9 2008, 04:49 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა
ამიტომ , თქვენს თავებს შეეკითხეთ (მე ნუ მეტყვით) , გააქვთ ეს სული? თუ გაქვთ მაშინ არც ღმერთის მცნებების წინააღმდეგი უნდა იყოთ. და თუ არა გაქვთ, სანამ ცოცხლები ვართ გვიანი არასდროს არ არის, მოინანიეთ და ღმერთი მოწყალეა და გაპატიებთ. აღიარეთ იესო უფლად, მიიღეთ მისგან ცოდვების პატიება უსასყიდლოთ, ნუ შეეცდებით თქვენი ძალებით სასუფეველში მოხვედრას(როგორც ფარისევლები აკეთებდნენ), არამედ მიიღეთ ის წმინდა სისხლი , რომელიც იესომ დაღვარა თითოეული ჩვენთაგანისთვის პირადად( და არა ზოგადად). და ღმერთი გვპირდება, რომ გვაპატიებს და გვიშვილებს, და მოგვცემს შვილობის სულს, რომელიც დღითი დღე შეგვცვლის შიგნიდან გარეთ( და არა პირიქით, როგორც ზოგიერთი თქვენთაგანი ცდილობს "გაწმენდას") და გავაკეთებთ იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ღმერთს აქვს განსაზღვრული თითოეული ჩვენთაგანისთვის და დავიცავთ მის მცნებებს არა შიშით , არამედ თავისუფლებით.(კიდევ გეტყვით, პირიქით ნუ შეეცდებით, მცნებების დაცვით და კეთილი საქმეების კეთებით, შვილობის მიღებას, ამით თქვენდა უნებურად იესო ქრისტეს სისხლს უარყოფთ).

ეს ტექსტები ძალიან მეცნობა,და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თავისუფლად შეიძლება რაიმე ახალი ქართული სექტანტური მიმდინარეობის ჩამოყალიბება და მერე გავრცელება.ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება,ეს ჯანსაღი კამათი კი აღარ არის,არამედ რომელიღაცა სექტის ქადაგება,რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ



inaina,


მაშინ შენი ახსნა მაინტერესებს შემდეგი ციტატისა, შენ თუ არ გინდა ახსნა, კითხე შენს მოძღვარს და გთხოვ დაპოსტე , როცა მოახერხებ
"...ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს, ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ..."
(ეფესელთა 2:8-10).
ჩხუბს და დავას არ ჯობია, მე რომ მოვიყვან ციტატას ბიბლიიდან და "ჩემებურად" ავხსნი, თქვენც მოიყვანეთ "თქვენებური" ახსნა და დამანახეთ რატომ ვცდები, და შევადაროთ? და თქვენ თუ ერიდებით წმინდა წერილის ახსნას, თხოვეთ თქვენ მოძღვარს აგიხსნათ და დაპოსტეთ.
მოდით ამ თემას თუ გავაგრძელებთ , ასე გავაგრძელოთ , იმიტომ რომ აზრი არა აქვს. მე ვცდილობ ბიბლიაზე დაყრდნობით დავწერო, თქვენ კი მართლა არ ვიცი რის საფუძველზე აკეთებთ თქვენს დასკვნებს და მოგყავთ ისე, თითქოს ჭეშმარიტება იყოს.
პროვოკაციული შეკითხვები მეთქი , რომ ვთქვი მაგიტომ ვთქვი, რომ უმეტესობა თქვენი შეკითხვებისა არ ემსახურება სიმართლის ძებნას ან თუნდაც ჩემს დარწმუნებას თქვენს სიმართლეში., არამედ ცდილობთ, რომ რაღაც წვრილმან შეცდომაში დამიჭიროთ და ამით თქვენც და სხვა ყველა ვინც ამ პოსტებს კითხულობს დაარწმუნოთ ჩემს "სექტანტობაში".
რაც აქამდე ვერ შეძელით არა იმიტომ , რომ მე ვარ ძლიერი ან ჭკვიანი, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერს რასაც ვწერ ციტატებით ვამტკიცებ ბიბლიიდან, და ბიბლიის უკან ღმერთი დგას , და იცით რომ ვერ წახვალთ ღმერთის სიტყვის წინააღმდეგ, ამიტომ გვერდს უვლით მას (არცერთი თქვენი გამოხმაურება ჩემს მიერ მოყვანილ ციტატებს არ შეეხება) და არ ვიცი რაზე დაყრდნობით ცდილობთ დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე.
მაგრამ ერთს გეტყვით , ღმერთის სიტყვის გვერდზე ავლა და სიმართლის სხვა წყაროებში ძებნა, იგივე მის წინააღმდეგ წასვლაა. "...ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია..." (მათე 12:30) და თუ წაიკითხავთ კონტესტში სწორედ ამას გულისხმობს. ამტომაც გაგრძელებაში (მათე 12:36-37) ამბობს:
"...თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები..." აქ რომ ყოველდღიურ სასაუბრო სიტყვებზე არა არის ლაპარაკი, ყველა კარგად ხვდებით. , არამედ არის იმ სიტყვებზე ლაპარაკი , რომლითაც ჩვენ ადამიანები სიმართლეს ვამტკიცებთ, და ეს სიტყვები თუ გვერდს უვლიან ღმერთის სიტყვას (არა აქვს მნიშვნელობა საიდანაც არ უნდა მოდიოდეს) მისი წინააღმდეგია. და ასეთი გაფრთხილების შემდეგ მე(და ასევე ყველას მოგიწოდებთ) ვერ ვენდობი ვერავის ნაშრომს ან ნათქვამს ბრმად. არა ვარ წინააღმდეგი ნაშრომების წაკითხვისა და სხვის მოსმენისა, მაგრამ ბრმად კი არ უნდა ვენდოთ, არამედ როგორც ზემოთ დაგიწერეთ შეამოწმეთ. ჩვენი როგორც ქრისტიანების ამოსავალი უნდა იყოს ღმერთის სიტყვა და ამ სიტყვაზე დაყრდნობით უნდა გავიზიაროთ ან უკუვაგდოთ ესა თუ ის აზრი და ნაშრომი.

იმედია მთავარ აზრს გამოიტანთ ყველა და ისეთ უმნიშვნელო შეცდომის გულისთვის , რომელიც თემას არ შეეხება , არ ჩამომახრჩობთ და აბსურდში არ ჩამითვლით. smile.gif

P.S. inaina მართლა არ მწყენია, უბრალოდ პასუხი გავეცი შენს უსამართლო კომენტარს,რომ სხვას ვისაც წაკითხული არ აქვს წინა პოსტები, მართალი არ ჰგონებოდა.


ციტატა
მაშინ, ასეთი კითხვა:
შენი აზრით, რა სხვაობაა ხატსა და კერპს შორის?


კანონისტი,

კერპი "ღმერთია" , ხატი - მსგავსებაა, დღევანდელ დღეს შეიძლება სურათიც დავარქვათ.
საქმე იმაშია , რომ ღმერთი როგორც ერთის ასევე მეორეს თაყვანისცემასა და მსახურებას კრძალავს. ციტატები ბიბლიიდან შეგიძლიათ ნახოთ ამის შესახებ ჩემს ზემოთ მოყვანილ პოსტებში.


[quote]ჩემი აზრით რაც უფრო ბევრს ჩაუღრმავდები მეტ "ცდომილებებს" დაინახავ, რადგან მგონი მათ დასანახავად ხარ მომართული არ გინდა რა რადგან ბიბლიის სწორად გაგებას უდიდესი რწმენის გარდა არანაკლებ უდიდესი განათლებაც ჭირდება, და ასევე ღვთისაგან მონიჭებული მადლი. ხოდა ჯობია დავანებოთ თავი გარჩევებს, ყველაფერი გაცილებით მარტივია იარე ტაძარში, თქვი აღსარება და ეზიარე. ნელ-ნელა მადლიც მოვა

პ.ს. ეს მადლი მეც მჭირდება და ყველას, მე ამით იმას არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ და ყოველ კვირას ვეზიარები, უბრალოდ რჩევის სახით გეუბნებით მიიღებთ თუ არა ეს თქვენი კეთილი ნებაა[quote]


dariala,

მადლობას მოგიხდით თქვენი გულითადი რჩევისთვის( სერიოზულად ვიძახი, ცინიკურად არ ვიძახი).
თქვენს პოსტიდან ჩანს, რომ მეუბნებით იმას , რაც გჯერათ , რომ სიმართლეა და ამიტომ გმადლობთ, მაგრამ ვერ მივიღებ თქვენს რჩევას. თუ არ წაგიკითხავთ ჩემი ყველა პოსტი , გთხოვთ წაიკითხოთ და მიხვდებით რატომაც. თუ წაიკითხავთ და კითხვები გაგიჩნდებათ, აქ ვარ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს.





ასე რომ დაველოდები თქვენს გამოხმაურებას, და თუ ეს ჩვენი მსჯელობა დავაში და ჩხუბში გადაიზრდება, მაშინ სჯობს შევწყვიტოთ, იმიტომ რომ ეს საზიანო იქნება ჩემთვისაც და თქვენთვისაც. საზიანო იმ გაგებით, რომ ჭეშმარიტებას დაგვაშორებს და პირად პაექრობაში გადაიზრდება.
და თუ მოგწონთ , რაც შემოგთავაზეთ (წესით საწინააღმდეგო არ უნდა გქონდეთ არაფერი, იმიტომ რომ მჯერა, რომ წმინდა წერილს თქვენც აღიარებთ ჭეშმარიტების ერთადერთ წყაროდ) აქ ვარ და გავაგრძელოთ მსჯელობა.

სიყვარულით,

loen.



--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
loen   ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები   Oct 31 2008, 11:40 AM
sandro40   ძალიან კარგია რომ ...   Oct 31 2008, 12:27 PM
ეკატერინე   loen აი, რას წერს იუსტ...   Oct 31 2008, 12:44 PM
ეკატერინე   იუსტინეს ნაშრომიდ...   Oct 31 2008, 12:54 PM
მნათე   loen სახარებისეული ც...   Nov 1 2008, 04:04 AM
loen   ჯერ მინდა ვთქვა, რო...   Nov 2 2008, 11:30 AM
მნათე   მოკლედ, იცნობ თუ ა...   Nov 2 2008, 08:58 PM
loveli   რატომ აიგივებ ხატ...   Nov 3 2008, 08:26 PM
კანუდოსელი   loen მეც ჩავერევი რამ...   Nov 3 2008, 09:37 PM
agmsarebeli   გაიხსენეთ ქერუბიმ...   Nov 3 2008, 11:14 PM
chelo   მამა პაისს ასეთი მ...   Nov 3 2008, 11:47 PM
inaina   loen გული ამიჩუყდა :cray...   Nov 4 2008, 12:35 AM
sergi_glaxa   საინტერესო თემააა ...   Nov 4 2008, 10:37 AM
Iona   ვაბშეტა შაბათიც აღ...   Nov 4 2008, 02:06 PM
loen   როგორც პირველ პოსტ...   Nov 5 2008, 11:29 AM
კანუდოსელი   loen ძალიან კარგი ძა...   Nov 5 2008, 11:56 AM
კანუდოსელი   loen ძალიან კარგი ძა...   Nov 9 2008, 10:23 AM
Floyd   loen და ვინ გითხრა რო...   Nov 5 2008, 12:09 PM
კანონისტი   loen ისე გამოდის, რომ ...   Nov 5 2008, 12:54 PM
sergi_glaxa   კანონისტი შენ ერკ...   Nov 5 2008, 02:58 PM
მხევალი ნინო   sergi_glaxa და ესეთი მხოლ...   Nov 5 2008, 04:45 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa და ესეთი მხოლ...   Nov 5 2008, 04:51 PM
chelo   loen ვიცოდი რომ მაგას ...   Nov 5 2008, 08:51 PM
inaina   loen ეს ყველაფერი დემ...   Nov 5 2008, 10:17 PM
კანონისტი   sergi_glaxa მესმის რასაც ...   Nov 6 2008, 11:46 AM
loveli   leon მაინტერესებს ხა...   Nov 6 2008, 09:38 PM
agmsarebeli   თვით ადამიანი ვისი...   Nov 6 2008, 09:56 PM
chelo   თვით ადამიანი ვის...   Nov 7 2008, 12:06 AM
loen   ეს პოსტი იყო ჩემი პ...   Nov 7 2008, 10:46 AM
ზვარე   მე ვერაფერს დაგიშ...   Nov 10 2008, 06:02 PM
ზვარე   [b]loen - ''რომელსა გ...   Nov 17 2008, 01:08 AM
inaina   loen ამაზე ისევ ეს წა...   Nov 8 2008, 01:31 AM
loen   [b]loen ამაზე ისევ ეს წ...   Nov 8 2008, 11:04 AM
sergi_glaxa   ხატები არ ახდენენ ...   Nov 8 2008, 12:51 PM
agmsarebeli   ხატები არ ახდენენ ...   Nov 8 2008, 09:18 PM
კანონისტი   loen მაშინ, ასეთი კითხ...   Nov 8 2008, 01:53 PM
dariala   ცუდად ვარ გამიტან...   Nov 8 2008, 09:25 PM
inaina   loen თუ იცი რაღატომ გ...   Nov 8 2008, 10:14 PM
dariala   loen ჩემი აზრით რაც უფ...   Nov 8 2008, 10:22 PM
loen   inaina, მაშინ შენი ...   Nov 9 2008, 04:49 AM
agmsarebeli   ამ ადამიანს(ლეონს) ...   Nov 9 2008, 12:58 PM
loen   კანუდოსელი, უნდა ...   Nov 10 2008, 11:14 AM
კანუდოსელი   ლოენ, მეჩვენება რო...   Nov 10 2008, 11:55 AM
loen   ლოენ, მეჩვენება რო...   Nov 10 2008, 01:40 PM
კანუდოსელი   loen მისმინე მეგობარ...   Nov 10 2008, 01:56 PM
loen   loen მისმინე მეგობარ...   Nov 10 2008, 02:19 PM
კანუდოსელი   დაჩოქვით იქნება თ...   Nov 10 2008, 02:35 PM
loen   ე.ი. თვლი, რომ დაჩოქ...   Nov 10 2008, 03:14 PM
კანუდოსელი   loen და შენ არ მითხარ...   Nov 10 2008, 03:15 PM
agmsarebeli   ლეონ შენთვის ძვირფ...   Nov 10 2008, 03:32 PM
კანუდოსელი   agmsarebeli აცალე კაცს, ჯე...   Nov 10 2008, 03:36 PM
agmsarebeli   ვაცდი კაცო.....ეს გარ...   Nov 10 2008, 04:03 PM
inaina   ზვარე მე ამ მხარეზ...   Nov 10 2008, 07:25 PM
loen   კანუდოსელი, ის კი...   Nov 12 2008, 02:47 PM
ზვარე   თქვენი მსჯელობიდ...   Nov 12 2008, 09:58 PM
ზვარე   loen წმიდა წერილი ამ ...   Nov 12 2008, 09:44 PM
constantine   რომის პაპი ვინაა?   Nov 12 2008, 11:35 PM
loen   ზვარე, მასე უნდა ი...   Nov 13 2008, 09:39 AM
კანუდოსელი   loen და ეს ფაქტი აქარ...   Nov 13 2008, 10:17 AM
loen   loen და ეს ფაქტი აქარ...   Nov 15 2008, 04:22 AM
ზვარე   loen შეგიძლია იხილო...   Nov 13 2008, 10:48 AM
constantine   loen არა მე შენთვის ა...   Nov 13 2008, 11:12 AM
loen   loen არა მე შენთვის ა...   Nov 15 2008, 04:50 AM
agmsarebeli   ლეონ ქრისტიანე ხაა...   Nov 15 2008, 11:01 AM
loen   ლეონ ქრისტიანე ხა...   Nov 16 2008, 12:25 PM
neo   ამ ლოგიკით მე რომ ...   Nov 15 2008, 11:42 AM
loen   ამ ლოგიკით მე რომ ს...   Nov 16 2008, 12:07 PM
sergi_glaxa   loen კარდაგ წერთ :)   Nov 16 2008, 04:58 PM
Adolf   ლეონ ესეიგი რისი თ...   Nov 16 2008, 05:02 PM
agmsarebeli   შენ მიპასუხე ლეონ......   Nov 16 2008, 10:23 PM
loen   [size=3] [b]loen - ''რომელს...   Nov 17 2008, 12:25 PM
კანუდოსელი   loen ანუ, კიდობანი იგ...   Nov 17 2008, 12:39 PM
sergi_glaxa   ახლა დეჟავუ მემართ...   Nov 17 2008, 01:39 PM
კანუდოსელი   sergi_glaxa საღვთო წერილს ...   Nov 17 2008, 02:34 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი ჩემო კ...   Nov 17 2008, 02:49 PM
კანონისტი   sergi_glaxa და ვინ თქვა რო...   Nov 17 2008, 02:52 PM
კანუდოსელი   sergi_glaxa ავოე :D შენ გგო...   Nov 17 2008, 02:54 PM
კანონისტი   კანუდოსელი არა, ის...   Nov 17 2008, 02:55 PM
loen   მათთვის იყო და გაკ...   Nov 17 2008, 03:08 PM
კანუდოსელი   loen მე რაში ვცდები ა...   Nov 17 2008, 03:21 PM
კანონისტი   loen ანუ ღმერთმა თავი...   Nov 17 2008, 03:24 PM
კანუდოსელი   loen და იესომ საიდან ...   Nov 17 2008, 03:25 PM
კანონისტი   კანუდოსელი ნებისმ...   Nov 17 2008, 03:29 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი ნებისმ...   Nov 17 2008, 03:48 PM
კანონისტი   sergi_glaxa VII მსოფლიო კრე...   Nov 17 2008, 04:28 PM
loen   ამაზე გაგეცი პასუ...   Nov 19 2008, 11:32 AM
კანუდოსელი   loen ეს არის ჩემს კით...   Nov 19 2008, 11:38 AM
კანონისტი   loen ქრისტეს ორბუნებ...   Nov 19 2008, 01:12 PM
კანონისტი   loen ალბათ, გაგიგია, რ...   Nov 19 2008, 01:24 PM
sergi_glaxa   აღარ გინდათ რა....ხო...   Nov 19 2008, 01:57 PM
კანუდოსელი   შენი არგუმენტები მ...   Nov 19 2008, 02:38 PM
კანონისტი   sergi_glaxa ქორწინება რომ...   Nov 19 2008, 02:57 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa ქორწინება რო...   Nov 19 2008, 03:03 PM
კანონისტი   sergi_glaxa საინტერესო მე...   Nov 19 2008, 03:09 PM
agmsarebeli   aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatis...   Nov 21 2008, 05:53 PM
KAIROS   ეს სასჯელი გგონია? ...   Dec 1 2008, 12:01 AM
loen   კანუდოსელი, მხოლო...   Dec 1 2008, 02:23 PM
constantine   ნუ ხალხი მომრავლდ...   Dec 1 2008, 10:53 PM
KAIROS   ? :o აბა რატომ ლოცულო...   Dec 2 2008, 12:19 AM
constantine   ვინ ხატმა? ანუ შენ ...   Dec 2 2008, 12:38 AM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 12:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი