IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ეკუმენისტობა, 111
mamia555
პოსტი May 9 2008, 06:45 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 9-May 08
წევრი № 4,775



თქვენი აზრით ,მაინტერესებს ქართულ ეკლესიაში არის თუ არა ეკუმენიზმი გავრცელებული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GIO777
პოსტი May 9 2008, 06:49 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,415



ეკუმენიზმი როგორც სხვა მწვალებლობის მიმდევრები ჩვენი ეკლესიიდან შორს უნდა იყვნენ რადგან როგორც სამოთხე და ჯოჯოხეთი ეგრე განსხვავდება მართმადიდებლური ჭეშმარიტებისაგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი May 9 2008, 08:41 PM
პოსტი #3


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



mamia555
ვერ გაგიხსნია თემა კარგ ადგილას biggrin.gif აი აქ შედი და გაეცნობი ცოტათი მაინც ზოგად პოზიციას
http://church.ge/index.php?showtopic=437&st=1360
ისე კი GIO777 ნუ დაუჯერებ biggrin.gif მაგრა შორსაა თემიდან.
ეკუმენიზმი არის ყველა ჯანსაღი ეკლესიის მომავალი, ეს არის გზა რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია a075.gif
პატივისცემით და სიყვარულით,
მიშა


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 9 2008, 08:44 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ეკუმენიზმი არის ყველა ჯანსაღი ეკლესიის მომავალი

გააჩნია რა იგულისხმება ეკუმენიზმში. თუ ყველა ეკლესიის გაერთიანება დოგმატების დათმობის ხარჯზე, მაშინ ეს წინადადება ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისგან.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი May 9 2008, 08:49 PM
პოსტი #5


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მარიამი
ციტატა
გააჩნია რა იგულისხმება ეკუმენიზმში. თუ ყველა ეკლესიის გაერთიანება დოგმატების დათმობის ხარჯზე, მაშინ ეს წინადადება ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისგან.

არანაირად smile.gif არავინ არაფრის შეცვლას არ აპირებს პირიქით ერთმანეთის ტრადიციების და მრავალფეროვნების დაფასებაზეა საუბარი. იმ მრავალფეროვნებაზე რომელიც ეკლესიის სიმდიდრეა და მონაპოვარი რომელიც მოდის სხვადასხვა კულტურის გათვალისწინებით და არა უარყოფით


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 9 2008, 08:50 PM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



რადგან ეს თემა "მამათა გამონათქვამებში" გაიხსნა, მამების აზრს დავწერ:

კითხვა: შეგიძლიათ დაგვიდგინოთ ეკუმენიზმის საზღვრები? ხშირად ამბობენ, რომ ვინც დიალოგში მონაწილეობს ეკუმენისტია.

პასუხი: მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენური (მსოფლიო, საყოველთაო) ხასიათისაა, ხოლო ეს „ეკუმენიზმი“, მართლმადიდებლობის ეკუმენური სულის გამოხატულების ერთ მცდარ გზას წამოადგენს... „ეკუმენიზმში“, რომელიც წარიმართება სინკრეტული (შემრიგებლური) სულით, სარწმუნოებრივ საკითხებში დათმობით, უმცირესი დოგმატური შეთანხმების (დოგმატური მინიმალიზმის) დაშვებით, რასაც მოჰყვება დოგმატების შეჯერება იქ, სადაც შეუძლებელია არსებობდეს საერთო რწმენა და თანხმობა; არაპირდაპირი და პირდაპირი უარყოფა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა, რომელსაც ხანდახან თან სდევს ლიტურგიკული ხასიათის და, საუბედუროდ, დროდადრო საერთო რელიგიური ხასიათის თანალოცვა, მიუხადავად იმისა, რომ ასეთი რამ წმიდა კანონებითაა აკრძალული და ისჯება ეპიტიმიით.

ეს „ეკუმენიზმი“ აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას.

ამრიგად, ეკუმენიზმი და დიალოგები, რომლებიც ესწრაფიან საერთო თანხმობას ორმხრივი დათმობებით და კომპრომისებით, არ შეიძლება იქნას შეწყნარებული.

ნეტარმა მამა პაისიმ ერთხელ მომწერა: „დოგმატები ვერ ეტევა ემს-ში“. აქვე მინდოდა შემეხსენებინა ნეტარი მამა გიორგი ფლოროვსკის სიტყვები: „როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრსა და მღვდელს მწამს, რომ ეკლესია, რომლის წიაღშიც მოვინათლე და აღვიზარდე, არის ეკლესია, ჭეშმარიტი ეკლესია, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია და ეს მწამს მრავალი მიზეზის გამო: პირადი რწმენისა და სულის შინაგანი მტკიცების გამო, რომელიც სუნთქავს ეკლესიის საიდუმლოებებში; მწამს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია შევიცნო წმიდა წერილიდან და ეკლესიის საღვთო გადმოცემებიდან. ამრიგად, მე იძულებული ვარ განვიხილო სხვა ქრისტიანული ეკლესია, როგორც ნაკლული და აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია განვსაზღვრო სხვა ეკლესიების ეს ნაკლულოვანება. სწორედ ამის გამო, ჩემთვის ქრისტიანთა გაერთიანება ნიშნავს მართლმადიდებლობაში საყოველთაო დაბრუნებას. ...მხოლოდ ამ სულით შეიძლება იყოს გამართლებული მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში“.

ათონის მთის წმიდა გრიგოლის სახელობის მონასტის იღუმენი
არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 (278), 2004 წ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი May 9 2008, 09:01 PM
პოსტი #7


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მარიამი
საბედნიეროდ, მსოფლიო მართლმადიდებლური სამყარო არ ეფუძვნება ამ არქიმანდრიტის მოსაზრებას. თუმცაღა მაგ ადამიანის აზრზეც უნდა ვიფიქროთ ზოგჯერ, მაგრამ ესეთი ამპარტავნება გულთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ, ისევე როგორც არ მიაქვთ ეს ამპარტავნეა მრავალ მართლმადიდებელ მოღვაწეს. და რომლებიც ნამდვილად აანალიზეენ ეკუმენიზმის არსს, ჩახედულები არიან უფრ მეტად ამ საქმეში ვიდრე ეს ადამიანი smile.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 9 2008, 09:09 PM
პოსტი #8


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



საბედნიეროდ, მართლმადიდებელი ეკლესია თქვენს აზრებს არ იზიარებს, ბატონო მიშა, განსხავებით ზემოთმოყვანილი მამების აზრისგან smile.gif

ამპარტავნება რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე... ამ მამებს დებთ ბრალს ამპარტავნებაში? თუ ასეა, მაშინ ჯერ მათი ცხოვრება წაიკითხეთ და დაკვნები მერე გამოიტანეთ.


პ.ს. ეკლესია კი მათ აზრს რომ იზიარებს, იმ გაზეთის დასახელებიდანაც ჩანს, საიდანაცაა ციტატები მოყვანილი smile.gif

ვაგრძელებ მამათა გამონათქვამებს:

როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ადამიანი ცვალებადია. ძველი რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთადო. დიახ, ყველაფერი იცვლება ამქვეყნად, მაგრამ არ იცვლება ჭეშმარიტება, არ იცვლება ჭეშმარიტი სარწმუნოება და მასზე დაფუძნებული სულიერი და ეროვნული ფასეულობანი. არ შეიცვლება ის ჭეშმარიტება და ის რწმენა ჭეშმარიტი, რომლითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რომლითაც გადარჩა ჩვენი სამშობლო.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
წმიდა მოციქულთა კანონებიდან

სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

დღეს, საუბედუროდ, ჩვენშიც ევროპული „კორექტულობა“ შემოიჭრაა და ადამიანები ცდილობენ, თავი კეთილად წარმოაჩინონ. ცდილობენ, საკუთარი „მაღალი კეთილშობილება“ გამოავლინონ და იმით ამთავრებენ, რომ ორრქიან ეშმაკს სცემენ თაყვანს. „იყოს მხოლოდ ერთი რელიგია“. - ამბობენ ისინი და ქველაფერს ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემთან, სენაკშიც მოვიდა ასეთი შეხედულებებით რამდენიმე ადამიანი. „ჩვენ, ანუ ყველა, ვისაც ქრისტე გვწამს, ერთ რელიგიად უნდა გავერთიანდეთ“. - მითხრეს მათ. „- ეს იგივეა, რომ შემომთავაზო ერთად შევაგროვო გარკვეული რაოდენობის ოქრო და გარკვეული რაოდენობის სპილენძი, რომელიც ამ ოქროდან გამოიყო, რათა მათგან კვლავ ერთი ნაერთი შედგეს. - ვუპასუხე მე. - მაგრამ განა ღირს ოქრო ისევ უბრალო მეტალს შეუერთდეს? აბა, ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება ნარჩენისა და ოქროს შერევა?“ ამდენი ბრძოლა გადავიტანეთ, რომ დოგმატები მინარევებისაგან გაგვეწმინდა!“ წმ. მამებმა იცოდნენ თავიანთი საქმე. ისინი ერეტიკოსებთან ურთიერთობას კრძალავდნენ და - არც უმიზეზოდ... მაგრამ დღეს ამართლებენ ერთობლივ ლოცვას არა მხოლოდ კათოლიკებთან, არამედ - ბუდისტებთან, ცეცხლთაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან. ამბობენ, რომ მართლმადიდებლებიც უნდა მონაწილეობდნენ ეკუმენისტურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებში. „ეს - დამოწმებაა“. რა „დამოწმებაზეა“ ლაპარაკი! ეს ადამიანები ყოველთვის პრობლემას ლოგიკის საშუალებით წყვეტენ. ისინი ამართლებენ იმას, რასაც არ შეიძლება, გამართლება ჰქონდეს. ევროპული სული მიიჩნევს, რომ ბაზრის საერთო სავაჭროებში სულიერი საგნებითაც შეიძლება ვაჭრობა.
მამა პაისი მთაწმინდელი

მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს... მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებელს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino nino
პოსტი May 9 2008, 10:19 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 15-December 07
წევრი № 3,423



მარიამ გაიხარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი May 10 2008, 02:39 AM
პოსტი #10


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მარიამი
ჩემო ძვირფასო მარიამ. რათქმაუნდა ჩემს აზრებს არ Uტვალისწინებს მართლმადიდებლური ეკლესია მარა ისიც ცხადია რომ არც თქვენს მიერ მოყვანილი მამათა აზრებია მთლად წინა პლანზე. ამას ვადასტურებ იმ ფაქტით რომ ეკუმენისტურ მოძრაოებში არ არის მართლმადიდებელთა ნაკლებობა. საბედნიეროდ.

რაც შეეხეა ახალ ციტატებს:
ციტატა
როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნამდვილად კარგად უწყის რომ, გათანაბრებას არ ნიშნავს თანმშრომლობა.
მართლმადიდელური სარწმუნოება არ არის ხერხემალი მრავალი ერის სულისა. თუ მარტო ჩვენ თავზე ვიფიქროთ?
მე მჯერა რომ ეს ციტატა ამოგლეჯილი იმ აზრიდან რასაც პატრიარქი გულისხმობდა. ეს ნამდვილად ვიცი რომ პატრიარქი სხვას გულისხმობდა და აქ იმაზე ლაპარაკი რომ ჩვენ ბუდისტი ვნახოთ სადმე და ზურგი ვაქციოთ ზედმეტია, აქაოდა ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და თავს ვერ გაგიყადრებთო.

ილია ჭავჭავაძეს ვწუხვარ რადგან ის უკვე გარდაცვლილი იყო 1910 წლისათვის, როცა ეკუმენური მოძრაობა ჩამოკალიბებას იწკებდა. და დამერწმუნე ეს ციტატა არაფრით არ ეხება ეკუმენიზმს.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი May 10 2008, 04:30 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



Misha Songulashvili
"არ კადრება' არ ნიშნავს იმას რომ დავუშვათ არ ვართ ეკუმენურ საბჭოში,დემოკრატიის მქადაგებლები ხომ არიან ხოდა ჩაატარონ გამოკითხვა ქართველ მრევლში სურთ თუ არა მაგ საბჭოში შესვლა და ნახავ შედეგს!
ტორელანტობას ნუ გვასწავლიან რა,მართლმადიდებელი ქართველი ყოველთვის გამოირჩევა შემწყნარებლობით და ჰუმანურობით(ზოგიერთი "გადახრილის"გარდა)არავინ არ შეაქცევს ბუდისტს გვერდს და არც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელს!ნუ გავაიგივებთ საბჭოში არშესვლას ჩვენს უკადრისობასთან, რადგან ეს ასე არ არის!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 10 2008, 05:40 PM
პოსტი #12


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



Misha Songulashvili
თქვენი პოსტის მერე ერთადერთი აზრი მომივიდა: მე ალთას ვარ და ეს ბალთას მეთქი biggrin.gif
რა შუაშია ბუდისტისთვის ზურგის შექცევა? ბუდისტი რომ მიყვარდეს, ამისთვის ბუდიზმი უნდა ვაღიარო? ქართველებს მოყვასის სიყვარული 21-ე საუკუნეში სასწავლი არა გვაქვს ნამდვილად და რა შუაშია ამ ყველაფერთან ეკუმენიზმი, ეგ მართლა ვერ გავიგე...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 10 2008, 05:43 PM
პოსტი #13


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



თემა გადადის ღვთისმეტყველებაში.
მოდერატორი შეუერთებს, ალბათ, მის "წინაპარს."


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 10 2008, 05:43 PM
პოსტი #14


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ამას ვადასტურებ იმ ფაქტით რომ ეკუმენისტურ მოძრაოებში არ არის მართლმადიდებელთა ნაკლებობა

ის მართლმადიდებელი, რომელიც არა-მართლმადიდებლებთან ერთად ლოცულობს, რა კანონით ისჯება, ზემოთ წერია ციტატებში წმინდა მოციქულთა კანონებიდან.
ასევე კანონიკურ სასჯელს ექვემდებარება ის მართლმადიდებელიც, რომელიც დათმობის თავისი სარწმუნების დოგმატურ სწავლებას და სხვა სარწმუნოებისას მიიღებს.
რაც შეეხება დიალოგს, ეგ მისაღებია იქამდე, სანამ სარწმუნოებიდან რამის დათმობას მოგთხოვენ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 10 2008, 06:00 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



mamia555
GIO777
ეს ვერ გავიგე. ერთი პიროვნება ხართ?

თემა იხურება მსგავსი არსებობს და ეს საკითხიც იქ შეგიძლიათ გაარკვიოთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 11:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი