მამათა გამონათქვამები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამათა გამონათქვამები |
Murzayani |
Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
ღმერთზე მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს. ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული. მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება. მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
kato_Bato |
Mar 5 2007, 09:14 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ასეთი თემა ხომ გვაქვს? ახალი რატომ გახსენით?
http://church.ge/index.php?showtopic=159&h...?+?????????????? http://church.ge/index.php?showtopic=46&hl...?+?????????????? ლილიანა, გადაიტანე შენს განყოფილებაში და მიუერთე რა -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
Murzayani |
Mar 5 2007, 09:15 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
-------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
ნათია |
Mar 6 2007, 12:39 AM
პოსტი
#4
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, მაგრამ უდიდესი სიბრძნეა იყო მორწმუნე! უფრთხილდი საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის! ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდეგ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
betaneli luka |
Mar 8 2007, 09:06 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
+
წმ.მამები გვაფრთხილებენ: 1.''სჯობს შფოთი კეთილი,ვიდრე მშვიდობა განმაშორებელი ღვთისაგან!''-წმ.გრიგოლი ღვთისმეტყველი; 2.''ვინც ტაძარსში ღვტისმსახურების დროს ლაპარაკობს,ორმაგ ცოდვას სჩადის:ერთია რომ თვიტონ არ უსმენს ღვთისმსახურებას,მეორეც მოყვასს თვისსა აცდენს და ამავე ცოდვაში აგდებს!''-წმ.სიმეონ ახალი ღვტისმეტყველი; 3.''უწინარეს ყოვლისა სძლიე შენს საკუთარ ვნებებს,ვიდრენდის მოინდომებდი პირველი ნაბიჯის გაკეტებას ღვთისმეტყველებაში''-წმ.იოანე კიბისაღმწერელი; 4.''როგორც გადმოგვცემენ მამები,უკიდურესობანი,როგორც ერთი,ისე მეორე მხრიდან,ერთნაირად მავნებელნი არიან სულთა ჩვენთათვის...საჭიროა სვლა სამეფო,საშუალო გზით,ყოველნაირად უკიდურესობათაგან თავის აცილებით!''-წმ.კასიანე რომაელი; 5."ქრისტიანებად არ იბადებიან!ქრისტიანებად ხდებიან!''-წმ. იერემია ნეტარი; 6.''თუ ადამიანს არ ძალუძს მოწამეობრივი გვირგვინის მიღება,იმას მაინც შეეცადოს,რომ აგმოჩნდეს მოწამეთა გვერდით!''-წმ.კლიმენტ ალექსანდრიელი; 7.''ვინც გადაწყვიტა ემსახუროს ღმერთს,განამზადოს გული თვისი მწუხარებათა მისაღებად!"-წმ.ბასილი დიდი; 8.''ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა,არც ღმეთია მისთვის მამა!''-წმ.ეგნატე ღმერთშემოსილი. + |
ქავთარაძე |
Mar 8 2007, 09:08 PM
პოსტი
#6
|
დაურეგისტრირებელი |
betaneli luka
არის ეს თემა უკვე |
ნათია |
Mar 9 2007, 11:40 PM
პოსტი
#7
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის.
ბერი იოსენ ოპტელი კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია. ნეტარი ავგუსტინე ხშირად ხდება, რომ უდანაშაულონი ვართ იმის წინაშე, ვინც გვაწყენინა, მაგრამ ღვთის წინაშე მრავლად შევცოდეთ, რასაც ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ღმერთი ხედავს. მთავარეპისკოპოსი მაკარი არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი, საკუთარი სიამოვნება, ოჯახური და ნათესავური კავშირები, სინდისი, მაცხოვნებელი თანამყოფობა. მეხუთე იმპულსი დაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას არ დააკავებს თავისთან, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებ, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია, დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. მაშინ მას უკვე აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა. წმინდა ნიკოლოზ სერბელი ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, უნდა მივიღოთ, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი და არ უნდა გავიწვალოთ თავი მოჩვენებებთან ბრძოლით. რაც მოხდა, მოხდა. იყავ ნება შენი, უფალო. ავდეევი, ნევიაროვიჩი მართალ ადამიანთა საერთო ხვედრია: მათ კეთილ საქმეებსაც კი ყალბად წარმოსახავენ და ისევ მათ გასაკიცხად იყენებენ. წმინდა ბარსანოფი დიდი კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს. წმინდა იოანე ოქროპირი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
kato_Bato |
Mar 9 2007, 11:41 PM
პოსტი
#8
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
წმინდა ნიკოლოზ სერბელი ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, უნდა მივიღოთ, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი და არ უნდა გავიწვალოთ თავი მოჩვენებებთან ბრძოლით. რაც მოხდა, მოხდა. იყავ ნება შენი, უფალო. ავდეევი, ნევიაროვიჩი მართალ ადამიანთა საერთო ხვედრია: მათ კეთილ საქმეებსაც კი ყალბად წარმოსახავენ და ისევ მათ გასაკიცხად იყენებენ. წმინდა ბარსანოფი დიდი მესიამოვნა დიდი მადლობა ამისთვის პ.ს. ლილიანა, შეუერთე ეს თემა ასეთივეს -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
chess |
Mar 10 2007, 12:30 AM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,226 |
როდესაც გვლანძღავენ, ჩავთვალოთ, რომ არა ვართ ქების ღირსნი. ქების ღირსნი, რომ ვყოფილიყავით, თაყვანს გვცემდნენ.
ღირსი სერაფიმე საროველი წყლის ქიმიურმა ფორმულამ შესაძლოა დააკმაყოფილოს გონების წყურვილი, მაგრამ მას არ ძალუძს, მოგვიკლას ის წყურვილი, რისთვისაც თვით წყალია საჭირო წმინდა მამა ლუკა ვოინო-იასენეცკი |
kaxa |
Mar 12 2007, 01:20 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 26-July 06 წევრი № 17 |
natia83
26. სხეული ჩვენი ხანგრძლივი შრომით უნდა დავიმორჩილოთ და გავთანგოთ, რათა მისით საცთურს არ ვეწიოთ. 27. თავად დაუწესე საკუთარ თავს რაიმე საქმე სენაკში მუშაობისათვის, და გული შენი ყოველთვის მშვიდად და მდაბლად იქნება. 28. აიძულე თავი, სენაკში ხელსაქმეს მისდიო, და შენს სულში ღვთის შიში დაიმკვიდრებს. |
თათი87 |
Mar 12 2007, 05:08 PM
პოსტი
#11
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
"ცხოვრება ადამიანისა ბრუნავს ვითარცა ურმის თვალი და მასთანვე ბრუნავენ და იძვრიან ქვეყანაზე ცოდვა და მადლი."
შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილება თავის დედ-მამისა. ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ-მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს დედ-მამის ლოცვასა და კურთხევასა." გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მნათე |
Mar 12 2007, 05:35 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ისინი ზეცაში ისმის.
ნეტარი ავგუსტინე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თათი87 |
Mar 12 2007, 05:43 PM
პოსტი
#13
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
კაცი გონიერი თუკი მის გულში ღვთის მადლი და ხარება არის არასოდეს არ იქნება კმაყოფილი თავის თავისა. იგი მარადის თავის თავის აფრთხილებს და თავის თავის უჯავრდება... თვით ღმერთმა კაცის ბუნების შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი... შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისი უგუნურებისა.
გაბრიელ ეპისკოპოსი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
betaneli luka |
Mar 13 2007, 07:10 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
''მდიდარი ქალაქი იზიდავს სულით და გულით ღატაკ,ცარიელ ადამიანებს,ხოლო სულით მდიდართ კი განაგდებს თავისგან. ღატაკი უდაბნო კი მიიღებს მდიდართა სულით და საშუალებას აძლევს მათ განამრავლონ თავიანტი სულიერი სიმდიდრენი.''-ხუცესმონოზონი სერაფიმე(როუზ)პლატინელი.
|
martlmadidebeli2 |
Mar 15 2007, 02:32 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,305 |
ძალიან კარგია რომ ნამდვილი ქარტული სული თქვენნაირ ახალგაზდებში ცოცოხლობს მადლობა იმისატვის რომ არსებობთ დიდება უფალს. ცოდვილტა შორის უცოდვილესი ეს მე ვარრრრრრრრრრრრრრრრრრრ
|
ნათია |
Mar 15 2007, 06:32 PM
პოსტი
#16
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდგომ წამორდგომა, რადგან ამაშია ცხონება!
დიდი საუნჯეა ადამიანისათვის სიფაქიზე პატიოსნებისა და სიწმინდე ნამუსისა! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მარიამი |
Mar 29 2007, 10:35 PM
პოსტი
#17
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც „მტრების“ გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერდი, ნუ აჩქარდები, აუწონავი შენი ნათქვამი შენს წინააღმდეგვე მობრუნდება. მიეცი მოკამათეს საშუალება, ბოლომდე თქვას სათქმელი. დადუმდი, მაგრამ იფიქრე მთავარზე, მთავარ თემაზე, განაგდე შენგან ის ფიქრები, რაც პირადად გეხება, ამბიციებზე მოქმედებს და თავმოყვარეთბას გილახავს. ვიდრე მოწინააღმდეგე ლაპარაკობს, სთხოვე უფალს, იყოს შუამავალი შენსა და შენს მოპასუხეს შორის, იყოს კეთილად წარმმართველი თქვენი გონებისა. წრფელი გულით ნათქვამს, უფალი აუცილებლად ისმენს, მუდამ შენთან იქნება და არ მიგატოვებს.
თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ იყო უხეში და შეურაცხმყოფელი, უპასუხე სიმშვიდით, შესაძლო კორექტულობით, პატივისცემით და გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება. უწმინდესი და უნეტარესი ილია II -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Apr 6 2007, 10:38 PM
პოსტი
#18
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს „თავმდაბლობა“ უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია, თავის თავს ხშიად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტია და მრავალი მანკიერი თვისება აქვს, მაგრამ საკმარისია ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, მსწრაფლ განრისხდება, განაწყენდება და უჭირს პატიება. თუ ასეთ ადამიანებს მართლაც სურთ თავმდაბლობის მოპოვება, უნდა მიეჩვიონ წყენის უდრტვინველად გადატანას: ეს აუცილებლი პირობაა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Georg |
Apr 7 2007, 11:45 AM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
მარიამ! ძალზე მნიშველოვანია შენგან დადებული ჩვენი პატრიარქის უმნიშვნელოვანესი აზრები, ძალიან გვჭირდება დღეს ასე ვიქცეოდეთ ყველა(მეტ-ნაკლებად)!
-------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
natali |
Apr 13 2007, 02:02 AM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 8-December 06 წევრი № 654 |
"რომ იცოდე,რა სიხარული და სიტკბოება ელოდება მართლის სულს ზეცაში,მაშინ უდიდესი მადლობით გადაიტანდი ყველანაირ ტანჯვას,დევნასა და ცილისწამებას მიწიერი ცხოვრების დროს.თუნდაც რომ აი,ეს ჩვენი სენაკი სავსე ყოფილიყო მატლებით და ეს მატლები მთელი ჩვენი დროებითი ცხოვრების მანძილზე ჩვენს ხორცს რომ ჭამდნენ,ასეთი ტანჯვაც კი ცოტა იქნებოდა იმ სიხარულთან შედარებით,რაც ჩვენ ზეცაში გველოდება.უფრო მეტს მოვითხოვდით,ოღონდ არ დაგვეკარგა ეს სიხარული..."
წმ. მამა სერაფიმე საროველი -------------------- ევედრე ღმერთსა ჩემთვის,წმიდაო სათნოო ღმრთისაო ნატალია,რამეთუ გულს-მოდგინედ შენდამი მოვილტვი,ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი