IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
loen
პოსტი Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.

ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18).

იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა.
მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული.
ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში.
ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე
ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი.
სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები.
შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან:
"..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..."
აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ.
ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე).
ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის.


P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება).


სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
neo
პოსტი Nov 15 2008, 11:42 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ადმიანის ღმერთთან დაშორება, რომ არ ვარგა ადამიანისთვის, ამაში ყველა დამეთანხმებით. ხატების თაყვანისცემით , მე მჯერა რომ ჩვენი კონცეტრაცია და ყურადღება ამ ხატებზე გადადის. მართალია სადღაც ღმერთზეც ვფიქრობთ, მაგრამ სწორედ ეს "ც" გვაშორებს ღმერთთან. სხვანაირად რომ ვთქვა , არა ვართ "მთელი ჩვენი გულით,მთელი ჩვენი სულით და მთელი ჩვენი გონებით." ამიტომ , ვფიქრობ , რომ სწორდ ეს არის ერთერთი მიზეზი ხატების აკრძალვისა. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს ამისა, მაგრამ მე ჯერჯერობით არ ვიცი რა.



ამ ლოგიკით მე რომ სამუშაო მაგიდასთან ჩემი პატარაა ძმიშვილის სურათი მიდევს, სურათს ვცემ თაყვანს და არა ძმიშვილის ?

ნწუ...


მიდი აბა რომელიმემ გაბედოს ეს სურათი ძირს დააგდოს და ფეხებით შედგეს, - ვნახავ რა ჩიტს დაიჭერს biggrin.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Nov 16 2008, 12:07 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა(neo @ Nov 15 2008, 03:42 AM) *

ამ ლოგიკით მე რომ სამუშაო მაგიდასთან ჩემი პატარაა ძმიშვილის სურათი მიდევს, სურათს ვცემ თაყვანს და არა ძმიშვილის ?

ნწუ...
მიდი აბა რომელიმემ გაბედოს ეს სურათი ძირს დააგდოს და ფეხებით შედგეს, - ვნახავ რა ჩიტს დაიჭერს biggrin.gif


ნეო,

არ ვიცი რატომ გამოიტანე ასეთი დასკვნა ჩემს პოსტებიდან, თითქოს მე მოვუწოდებდე ვინმეს, სურათები ძირს დავყაროთ და ფეხებით შევდგეთ. სურათები მეცა მაქვს, თანაც ბევრი. დიშვილებიცა მყავს და ჩემი საკუთარი შვილებიც, და იმათ გულისთვის თავს შევწირავ, თუ საჭირო გახდა. ღმერთმა კარგად გიმყოფოს შენი ძმიშვილი.
ერთ შეკითხვას დაგისვამ: შენი ძმიშვილის სურათს და წმინდანთა ხატებს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს შენთვის? ხატებს არ ანიჭებ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას? არ გჯერა რომ მათ შეუძლიათ შენი შველაც და თუ მოისურვეს დასჯაც? არ გჯერა , რომ მათ რაღაც განსაკუთრებული სასწაულებრივი ძალა გააჩნიათ? და თუ ეს მასეა, შენი ძმიშვილის სურათსაც ასე უყურებ?
როგორც გითხარი შვილები მყავს და მათ გულისთვის თავს დავდებ, მაგრამ არც იმათ და არც არავის არ ვცემ თაყვანს და არ გავუტოლებ ღმერთს(მითუმეტეს ღმერთზე წინ არ დავაყენებ), იმიტომ, რომ ჩემი შვილებიც და ყველა ვინც კი მე გამაჩნია, მჯერა რომ ღმერთის მოცემულია.
შენი პოსტიდან ჩანს, რომ სიყვარულს და თაყვანისცემას ურევ ერთმანეთში. სიყვარულით, უფალი მოგვიწოდებს, რომ ყველა გვიყვარდეს(თვით მტერიც), ხოლო თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.
(ლუკა 4:8) "...მიუგო იესომ და უთხრა მას:"დაწერილია:'უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე'"..." და იესოს ეს სიტყვები მოყავს მეორე რჯულის წიგნიდან.
რატომ გგონოა, რომ ხატების ართაყვანის ცემა , იმ ხატებზე გამოსახულ პიროვნებების შეურაწყოფაა?
მე თუ მკითხავ პირიქითაა(გარდა იმისა, რომ მეორე მცნება ირღვევა, და მთავარი ესაა), და რატომ. მაგალითისთვის ავიღოთ პავლე მოციქული(მე მგონი არსებობს მისი ხატი).
მან გაქრისტიანებიდან მთელი თავისი სიცოცხლე ღმერთის სადიდებლად გამოიყენა და ასევე წამებით სიკვდილითაც ღმერთი განადიდა. ე.ი. მისი მიზანი იყო განედიდებინა ღმერთი და არა თავისი თავი. ჩვენ კიდევ მისი ხატის თაყვანისცემით განვადიდებთ მას.რისიც , დარწმუნებული ვარ და შენც დამეთანხმები, თვითონ დიდი წინააღმდეგი იქნებოდა. ცოცხალი რომ იყოს და მიხვიდე და თაყვანი სცე, როგორ გგონია , არ გეტყოდა, მე ნუ მცემ თაყვანს, მეც შენნაირი მსახური ვარ ღვთისა, ღმერთს ეცი თაყვანიო? და განა იმიტომ, რომ მას ეკუთვნის თაყვანისცემა და უბრალოდ თავმდაბლობის მიზნით იუარებდა, არამედ პავლემაც და ყველა ქრისტიანმა და ამ შემთხვევაში ყველა ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრებმა მორწმუნემ, იცის რომ თაყვანისცემა ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს. და აქედან გამომდინარე , ვისაც ვცემთ თაყვანს , ის არის ჩვენი ღმერთი.

ამ პოსტების მიზანი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა, რომ ჩემი თავი წარმომეჩინა როგორც უცოდველი , ან სრულყოფილი. ის ფაქტი, რომ ხატებს არ ვცემ თაყვანს, არ ნიშნავს , რომ ვინმეზე ნაკლებ ცოდვილი ვარ იმიტომ, რომ ღმერთისთვის ცოდვა ცოდვაა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი. ასე რომ სუყველანი ვართ ღმერთის რისხვის და სიკვდილის ღირსები. მაგრამ , მადლობა ღმერთს , რომ გვპატიობს ცოდვებს იესო ქრისტეში., თუ მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს და ვირწმუნებთ მის სახელს, ყველა ცოდვას გვპატიობს "დიდსაც" და "პატარასაც".
მაგრამ, როგორ მოვინანიებთ, თუ არ ვაღიარებთ, რომ ვცოდავთ, და როგორ ვაღიარებთ, თუ არ ვიცით , რომ ვცოდავთ?
"არ ცოდნა - არ ცოდვაა" - ეს გამოთქმა რომ მართალი იყოს(ბიბლიაში არ წერია არსად ამისმაგვარი), სულ არ დავწერდი ამ პოსტებს, ისევე თქვენი სულების გადასარჩენად.(არ იცით და ცოდვად არ ჩაგეთვლებოდათ). მაგრამ ეს ასე არ არის, ცოდვა ცოდვაა, ვიცით თუ არ ვიცით. მაგრამ ეს ასეც რომ იყოს, "არ ცოდნა" ვერ იქნება ჩვენი გამართლება. არის ქვეყნები , სადაც ბიბლია იკრძალება და ქრისტიანებს ციხეში სვამენ და კლავენ კიდევაც. ასეთ ქვეყნებშიც კი ეს ხალხი ახერხებს ბიბლიის შოვნას და ჩუმად, დამალულად კითხულობენ და სხვასაც ასწავლიან.
საქართველოში კი ბიბლია უმეტესობას აქვს სახლში, და თუ არ აქვს შეუძლია გავიდეს და იყიდოს, ან ითხოვოს სულ ადვილად. მაგრამ თუ არ წავიკითხავთ და არ შევისწავლით, რა აზრი აქვს ქონას. ამიტომ არცოდნა არცოდვაც რომ იყოს, მაინც ვერ იქნებოდა ჩვენი გამართლება.

ამიტომ, გთხოვთ სუყველას ნუ მიიღებთ ჩემს პოსტებს განსჯად, რადგან თქვენ თუ განგსჯით, ამით ჩემ თავსაც განვსჯი., არამედ მიიღედ როგორც ქრისტეანისაგან, როგორც ქართველისაგან და როგორც მეგობრისაგან რჩევად.
და თუ მეც რამეში ვცდები, დამანახეთ რაში და რატომ(გთხოვთ მხოლოდ ბიბლიაზე დაყრდნობით) და მეც ასე მივიღებ თქვენგან.


სიყვარულით,

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
loen   ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები   Oct 31 2008, 11:40 AM
sandro40   ძალიან კარგია რომ ...   Oct 31 2008, 12:27 PM
ეკატერინე   loen აი, რას წერს იუსტ...   Oct 31 2008, 12:44 PM
ეკატერინე   იუსტინეს ნაშრომიდ...   Oct 31 2008, 12:54 PM
მნათე   loen სახარებისეული ც...   Nov 1 2008, 04:04 AM
loen   ჯერ მინდა ვთქვა, რო...   Nov 2 2008, 11:30 AM
მნათე   მოკლედ, იცნობ თუ ა...   Nov 2 2008, 08:58 PM
loveli   რატომ აიგივებ ხატ...   Nov 3 2008, 08:26 PM
კანუდოსელი   loen მეც ჩავერევი რამ...   Nov 3 2008, 09:37 PM
agmsarebeli   გაიხსენეთ ქერუბიმ...   Nov 3 2008, 11:14 PM
chelo   მამა პაისს ასეთი მ...   Nov 3 2008, 11:47 PM
inaina   loen გული ამიჩუყდა :cray...   Nov 4 2008, 12:35 AM
sergi_glaxa   საინტერესო თემააა ...   Nov 4 2008, 10:37 AM
Iona   ვაბშეტა შაბათიც აღ...   Nov 4 2008, 02:06 PM
loen   როგორც პირველ პოსტ...   Nov 5 2008, 11:29 AM
კანუდოსელი   loen ძალიან კარგი ძა...   Nov 5 2008, 11:56 AM
კანუდოსელი   loen ძალიან კარგი ძა...   Nov 9 2008, 10:23 AM
Floyd   loen და ვინ გითხრა რო...   Nov 5 2008, 12:09 PM
კანონისტი   loen ისე გამოდის, რომ ...   Nov 5 2008, 12:54 PM
sergi_glaxa   კანონისტი შენ ერკ...   Nov 5 2008, 02:58 PM
მხევალი ნინო   sergi_glaxa და ესეთი მხოლ...   Nov 5 2008, 04:45 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa და ესეთი მხოლ...   Nov 5 2008, 04:51 PM
chelo   loen ვიცოდი რომ მაგას ...   Nov 5 2008, 08:51 PM
inaina   loen ეს ყველაფერი დემ...   Nov 5 2008, 10:17 PM
კანონისტი   sergi_glaxa მესმის რასაც ...   Nov 6 2008, 11:46 AM
loveli   leon მაინტერესებს ხა...   Nov 6 2008, 09:38 PM
agmsarebeli   თვით ადამიანი ვისი...   Nov 6 2008, 09:56 PM
chelo   თვით ადამიანი ვის...   Nov 7 2008, 12:06 AM
loen   ეს პოსტი იყო ჩემი პ...   Nov 7 2008, 10:46 AM
ზვარე   მე ვერაფერს დაგიშ...   Nov 10 2008, 06:02 PM
ზვარე   [b]loen - ''რომელსა გ...   Nov 17 2008, 01:08 AM
inaina   loen ამაზე ისევ ეს წა...   Nov 8 2008, 01:31 AM
loen   [b]loen ამაზე ისევ ეს წ...   Nov 8 2008, 11:04 AM
sergi_glaxa   ხატები არ ახდენენ ...   Nov 8 2008, 12:51 PM
agmsarebeli   ხატები არ ახდენენ ...   Nov 8 2008, 09:18 PM
კანონისტი   loen მაშინ, ასეთი კითხ...   Nov 8 2008, 01:53 PM
dariala   ცუდად ვარ გამიტან...   Nov 8 2008, 09:25 PM
inaina   loen თუ იცი რაღატომ გ...   Nov 8 2008, 10:14 PM
dariala   loen ჩემი აზრით რაც უფ...   Nov 8 2008, 10:22 PM
loen   inaina, მაშინ შენი ...   Nov 9 2008, 04:49 AM
agmsarebeli   ამ ადამიანს(ლეონს) ...   Nov 9 2008, 12:58 PM
loen   კანუდოსელი, უნდა ...   Nov 10 2008, 11:14 AM
კანუდოსელი   ლოენ, მეჩვენება რო...   Nov 10 2008, 11:55 AM
loen   ლოენ, მეჩვენება რო...   Nov 10 2008, 01:40 PM
კანუდოსელი   loen მისმინე მეგობარ...   Nov 10 2008, 01:56 PM
loen   loen მისმინე მეგობარ...   Nov 10 2008, 02:19 PM
კანუდოსელი   დაჩოქვით იქნება თ...   Nov 10 2008, 02:35 PM
loen   ე.ი. თვლი, რომ დაჩოქ...   Nov 10 2008, 03:14 PM
კანუდოსელი   loen და შენ არ მითხარ...   Nov 10 2008, 03:15 PM
agmsarebeli   ლეონ შენთვის ძვირფ...   Nov 10 2008, 03:32 PM
კანუდოსელი   agmsarebeli აცალე კაცს, ჯე...   Nov 10 2008, 03:36 PM
agmsarebeli   ვაცდი კაცო.....ეს გარ...   Nov 10 2008, 04:03 PM
inaina   ზვარე მე ამ მხარეზ...   Nov 10 2008, 07:25 PM
loen   კანუდოსელი, ის კი...   Nov 12 2008, 02:47 PM
ზვარე   თქვენი მსჯელობიდ...   Nov 12 2008, 09:58 PM
ზვარე   loen წმიდა წერილი ამ ...   Nov 12 2008, 09:44 PM
constantine   რომის პაპი ვინაა?   Nov 12 2008, 11:35 PM
loen   ზვარე, მასე უნდა ი...   Nov 13 2008, 09:39 AM
კანუდოსელი   loen და ეს ფაქტი აქარ...   Nov 13 2008, 10:17 AM
loen   loen და ეს ფაქტი აქარ...   Nov 15 2008, 04:22 AM
ზვარე   loen შეგიძლია იხილო...   Nov 13 2008, 10:48 AM
constantine   loen არა მე შენთვის ა...   Nov 13 2008, 11:12 AM
loen   loen არა მე შენთვის ა...   Nov 15 2008, 04:50 AM
agmsarebeli   ლეონ ქრისტიანე ხაა...   Nov 15 2008, 11:01 AM
loen   ლეონ ქრისტიანე ხა...   Nov 16 2008, 12:25 PM
neo   ამ ლოგიკით მე რომ ...   Nov 15 2008, 11:42 AM
loen   ამ ლოგიკით მე რომ ს...   Nov 16 2008, 12:07 PM
sergi_glaxa   loen კარდაგ წერთ :)   Nov 16 2008, 04:58 PM
Adolf   ლეონ ესეიგი რისი თ...   Nov 16 2008, 05:02 PM
agmsarebeli   შენ მიპასუხე ლეონ......   Nov 16 2008, 10:23 PM
loen   [size=3] [b]loen - ''რომელს...   Nov 17 2008, 12:25 PM
კანუდოსელი   loen ანუ, კიდობანი იგ...   Nov 17 2008, 12:39 PM
sergi_glaxa   ახლა დეჟავუ მემართ...   Nov 17 2008, 01:39 PM
კანუდოსელი   sergi_glaxa საღვთო წერილს ...   Nov 17 2008, 02:34 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი ჩემო კ...   Nov 17 2008, 02:49 PM
კანონისტი   sergi_glaxa და ვინ თქვა რო...   Nov 17 2008, 02:52 PM
კანუდოსელი   sergi_glaxa ავოე :D შენ გგო...   Nov 17 2008, 02:54 PM
კანონისტი   კანუდოსელი არა, ის...   Nov 17 2008, 02:55 PM
loen   მათთვის იყო და გაკ...   Nov 17 2008, 03:08 PM
კანუდოსელი   loen მე რაში ვცდები ა...   Nov 17 2008, 03:21 PM
კანონისტი   loen ანუ ღმერთმა თავი...   Nov 17 2008, 03:24 PM
კანუდოსელი   loen და იესომ საიდან ...   Nov 17 2008, 03:25 PM
კანონისტი   კანუდოსელი ნებისმ...   Nov 17 2008, 03:29 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი ნებისმ...   Nov 17 2008, 03:48 PM
კანონისტი   sergi_glaxa VII მსოფლიო კრე...   Nov 17 2008, 04:28 PM
loen   ამაზე გაგეცი პასუ...   Nov 19 2008, 11:32 AM
კანუდოსელი   loen ეს არის ჩემს კით...   Nov 19 2008, 11:38 AM
კანონისტი   loen ქრისტეს ორბუნებ...   Nov 19 2008, 01:12 PM
კანონისტი   loen ალბათ, გაგიგია, რ...   Nov 19 2008, 01:24 PM
sergi_glaxa   აღარ გინდათ რა....ხო...   Nov 19 2008, 01:57 PM
კანუდოსელი   შენი არგუმენტები მ...   Nov 19 2008, 02:38 PM
კანონისტი   sergi_glaxa ქორწინება რომ...   Nov 19 2008, 02:57 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa ქორწინება რო...   Nov 19 2008, 03:03 PM
კანონისტი   sergi_glaxa საინტერესო მე...   Nov 19 2008, 03:09 PM
agmsarebeli   aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatis...   Nov 21 2008, 05:53 PM
KAIROS   ეს სასჯელი გგონია? ...   Dec 1 2008, 12:01 AM
loen   კანუდოსელი, მხოლო...   Dec 1 2008, 02:23 PM
constantine   ნუ ხალხი მომრავლდ...   Dec 1 2008, 10:53 PM
KAIROS   ? :o აბა რატომ ლოცულო...   Dec 2 2008, 12:19 AM
constantine   ვინ ხატმა? ანუ შენ ...   Dec 2 2008, 12:38 AM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 08:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი