ჩვენ ვართ სული თუ ჩვენ გვაქვს სული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენ ვართ სული თუ ჩვენ გვაქვს სული? |
Atman |
May 25 2009, 01:45 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ვფიქრობ საინტერესო საკითხია, ბევრ კითხვასაც იწვევს და ბევრ კითხვაზეც სცემს პასუხს.
რომელი გამოთქმა უფრო სწორია, რომ ჩვენ ვართ სულები ადამიანის სხეულში ("ტონკი" სხეულიანად), თუ ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სული? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
May 25 2009, 02:22 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
cinemamu
ჩვენ ვართ ადამიანები, და ჩვენში არის სული << მე ასე ვფიქრობ |
Atman |
May 25 2009, 03:50 PM
პოსტი
#3
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ჩვენ ვართ ადამიანები, და ჩვენში არის სული << მე ასე ვფიქრობ ერთობ გავრცელებული შეხედულებაა ესე იგი ჩვენ ვართ მოკვდავები და სული უკვდავია, მაგრამ ჩვენ სული არ ვართ, ანუ ჩვენ მოვკვდებით და სული, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი სუბსტანციაა უკვდავი იქნება? კი მაგრამ რელიგია ხომ ამბობს რომ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მიდის სული... მგონი შეუსაბამობაა... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
May 25 2009, 03:52 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
cinemamu
კი ჩვენშია სული, ჩვენ ვართ ადამიანები ხორციელად, როცა ჩვენ მოვკვდებით, სული გამოვა სხეულიდან, ხორცი მიწას მიებარება, სული კი სამსჯავროზე წარსდგება სადა გადაწყდება სული სამუდამოდ ჯოჯოხეთში იქნება თუ ზეცაში.. სული უკვდავია |
Atman |
May 25 2009, 03:56 PM
პოსტი
#5
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
კი მაგრამ ვინ ხარ შენ? ხორცი თუ სული? თუ სული არ ხარ და სული გაქვს ესე იგი შენ არ ხარ უკვდავი... შენსავე ნათქვამს ეწინააღმდეგები. თუ სული გაქვს, ესე იგი სული მიდის და შენ რჩები?
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ავგუსტინე |
May 25 2009, 03:57 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
ჩვენ ვართ ადამიანები, ანუ სულისა და სხეულის საიდუმლო სერობა, არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად
-------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
Atman |
May 25 2009, 04:08 PM
პოსტი
#7
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ჩვენ ვართ ადამიანები, ანუ სულისა და სხეულის საიდუმლო სერობა, არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად მაშინ რატო ამბობს 99% ფრაზას "ჩემი სული", "გადავარჩინოთ ჩვენი სულები"... მე კი გეთანხმები რომ სული და ხორცი მთლიანობაში უნდა აღვიქვათ, მაგრამ უმეტესობა თავის თავს აღიქვამს ხორცად და სულს ცალკე ცნებად მიიჩნევს... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ავგუსტინე |
May 25 2009, 04:10 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
ციტატა მაშინ რატო ამბობს 99% ფრაზას "ჩემი სული", "გადავარჩინოთ ჩვენი სულები"... მე კი გეთანხმები რომ სული და ხორცი მთლიანობაში უნდა აღვიქვათ, მაგრამ უმეტესობა თავის თავს აღიქვამს ხორცად და სულს ცალკე ცნებად მიიჩნევს... ტერმინისა და ასოციაციის ჯაჭვია უბრალოდ, ადამიანი ხედავს ხორცს, სულს უბრალოდ ვერ ხედავს. ამიტომ ნაცვალსახელი ეკუთვნის "ხორცს" ხოლო კუთვნილებას გამოხატავს "სული" არსებითად ასეა.... -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
Atman |
May 25 2009, 04:21 PM
პოსტი
#9
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ტერმინისა და ასოციაციის ჯაჭვია უბრალოდ, ადამიანი ხედავს ხორცს, სულს უბრალოდ ვერ ხედავს. ამიტომ ნაცვალსახელი ეკუთვნის "ხორცს" ხოლო კუთვნილებას გამოხატავს "სული" არსებითად ასეა.... ხოდა მაგაშია საქმე რომ რასაც ხედავს იმად აღიქვამს თავს, ამიტომაც უნდა ეძებოს ის რასაც ვერ ხედავს და შეიცნოს თავისი ჭეშმარიტი "მე". ჭეშმარიტი "მე" კი არც გონებაა, არც ინტელექტი, არც სამშვინველი, არც აურა და მითომეტეს არც ხორცი. სიტყვას დიდი ძალა აქვს და ფრაზის: "ჩემი სული" გამეორებას იქამდე მივყავართ რომ მართლა სულისგან დამოუკიდებლად მივიჩნევთ თავს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ავგუსტინე |
May 25 2009, 04:28 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
ციტატა ხოდა მაგაშია საქმე რომ რასაც ხედავს იმად აღიქვამს თავს, ამიტომაც უნდა ეძებოს ის რასაც ვერ ხედავს და შეიცნოს თავისი ჭეშმარიტი "მე". ჭეშმარიტი "მე" კი არც გონებაა, არც ინტელექტი, არც სამშვინველი, არც აურა და მითომეტეს არც ხორცი. სიტყვას დიდი ძალა აქვს და ფრაზის: "ჩემი სული" გამეორებას იქამდე მივყავართ რომ მართლა სულისგან დამოუკიდებლად მივიჩნევთ თავს. არამგონია სიტყვას ამხელა ძალა ქონდეს, თუმც ვერ დაგეთანხმებით რომ ინტელექტის ფორმა არ უკავშირდება ნამდვილ მეს, ის ერთ-ერთი საშუალებაა კონკრეტული განსაზღვრებისთვის, უარი თქვა ყველაფერზე რასაც ხედავ, არის უკიდურესი პოლუსი იმისა, რასაც ყველაფერ ხილვადზე დათანხმება და მასში ამოწურვა ქვია. ციტატა ხოდა მაგაშია საქმე რომ რასაც ხედავს იმად აღიქვამს თავს, ამიტომაც უნდა ეძებოს ის რასაც ვერ ხედავს და შეიცნოს თავისი ჭეშმარიტი "მე". ჭეშმარიტი "მე" კი არც გონებაა, არც ინტელექტი, არც სამშვინველი, არც აურა და მითომეტეს არც ხორცი. სიტყვას დიდი ძალა აქვს და ფრაზის: "ჩემი სული" გამეორებას იქამდე მივყავართ რომ მართლა სულისგან დამოუკიდებლად მივიჩნევთ თავს. -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
Atman |
May 25 2009, 04:37 PM
პოსტი
#11
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა არამგონია სიტყვას ამხელა ძალა ქონდეს, თუმც ვერ დაგეთანხმებით რომ ინტელექტის ფორმა არ უკავშირდება ნამდვილ მეს, ის ერთ-ერთი საშუალებაა კონკრეტული განსაზღვრებისთვის, უარი თქვა ყველაფერზე რასაც ხედავ, არის უკიდურესი პოლუსი იმისა, რასაც ყველაფერ ხილვადზე დათანხმება და მასში ამოწურვა ქვია. რა თქმა უნდა ინტელექტი უკავშირდება ნამდვილ მეს, მაგრამ ნამდვილი მე არაა მაინც. ეგრე ხორციც უკავშირდება მეს. მე არ ვამბობ რომ უარი უნდა თქვა ყველაფერზე. უბრალოდ უნდა გააცნობიერო, რომ ხილვადი და ხილული სამყარო ერთმანეთს მოიცავს. ანუ ილუზია რეალობაა და რეალობა ილუზიაა. რთული ასახსნელია, მაგრამ დიალექტიკა თუ იცით მიხვდებით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
k@the |
May 25 2009, 04:43 PM
პოსტი
#12
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ასეთი თემა, ღვთისმეტყველების განყოფილებაშია და მსჯელობაც საინტერესო იყო
http://church.ge/index.php?showtopic=5281 -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Atman |
May 25 2009, 04:54 PM
პოსტი
#13
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ასეთი თემა, ღვთისმეტყველების განყოფილებაშია და მსჯელობაც საინტერესო იყო ეგ თემა სულის რაობაზეა და გაცილებით რთული საკითხია. მე აქ უფრო მარტივ კითხვას ვსვამ და შევეცადოთ გავცეთ პასუხი... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
k@the |
May 25 2009, 04:57 PM
პოსტი
#14
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
თვლით რომ მაგ თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია, თუ სულის რაობა არ განისაზღვრა?
ასე მარტივია ვითომ? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Atman |
May 25 2009, 05:01 PM
პოსტი
#15
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ყოველ შემთხვევაში ეს უფრო კონკრეტული და ვიწრო თემაა... იქნებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემამ გაგვცეს პასუხი სულის რაობაზე
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ავგუსტინე |
May 25 2009, 05:10 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
ციტატა მე არ ვამბობ რომ უარი უნდა თქვა ყველაფერზე. უბრალოდ უნდა გააცნობიერო, რომ ხილვადი და ხილული სამყარო ერთმანეთს მოიცავს. ანუ ილუზია რეალობაა და რეალობა ილუზიაა. რთული ასახსნელია, მაგრამ დიალექტიკა თუ იცით მიხვდებით. მაგ გაცნობიერების პროცესი, მეტად რთული სენსუალური გზით ხასიათდება, ასე ადვილი რომ იტოს, პლატონი იქნებოდა ქრისტე ციტატა თვლით რომ მაგ თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია, თუ სულის რაობა არ განისაზღვრა? ჯერ არბათ არსებობის შემეცნების გზები უნდა გაირკვას. -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
Atman |
May 25 2009, 05:12 PM
პოსტი
#17
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა მაგ გაცნობიერების პროცესი, მეტად რთული სენსუალური გზით ხასიათდება, ასე ადვილი რომ იტოს, პლატონი იქნებოდა ქრისტე ქრისტე პლატონისგან განსხვავებით ბოლომდე შეიგრძნობდა თავს სულად, ღვთის შვილად, ღვთის ნაწილად, პლატონი კი ნაწილობრივ. რთული გზაა მაგრამ გასავლელი... "და იყავით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი". ანუ არავითარი კადნიერება და მკრეხელობა არაა იმაში, რომ ადამიანმა თავისი თავი ბოლომდე შეიცნოს როგორც ღვთის შვილმა. და ეს შეუძლებელი ნამდვილად არაა. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ავგუსტინე |
May 25 2009, 05:15 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
ციტატა ქრისტე პლატონისგან განსხვავებით ბოლომდე შეიგრძნობდა თავს სულად, ღვთის შვილად, ღვთის ნაწილად, პლატონი კი ნაწილობრივ. რთული გზაა მაგრამ გასავლელი... "და იყავით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი". ანუ არავითარი კადნიერება და მკრეხელობა არაა იმაში, რომ ადამიანმა თავისი თავი ბოლომდე შეიცნოს როგორც ღვთის შვილმა. და ეს შეუძლებელი ნამდვილად არაა. გეთანხმები, ოღონდ ქრისტე შეიგრძნობდა არა საკუთარი ძალით, არამედ იმ განკაცების ძალით, რომელიც საიდუმლოდ იყო შეერთებული სამების მეორე ჰიპოსტასთან, სრულ ადამიანში, ერთი პირი მოქმედებდა, ორი ბუნებით, სწორედ ამიტომ არის ის იდეალი, რომელიც ღმერთმა დასახა -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
Atman |
May 25 2009, 06:53 PM
პოსტი
#19
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა გეთანხმები, ოღონდ ქრისტე შეიგრძნობდა არა საკუთარი ძალით, არამედ იმ განკაცების ძალით, რომელიც საიდუმლოდ იყო შეერთებული სამების მეორე ჰიპოსტასთან, სრულ ადამიანში, ერთი პირი მოქმედებდა, ორი ბუნებით, სწორედ ამიტომ არის ის იდეალი, რომელიც ღმერთმა დასახა ანუ ჩვენ არ გვეხმარება ეს ძალა? ჩვენთვის შეუძლებელია სრულქმნა? მხოლოდ ქრისტეს შეეძლო ეს? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ავგუსტინე |
May 25 2009, 06:58 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
ციტატა ანუ ჩვენ არ გვეხმარება ეს ძალა? ჩვენთვის შეუძლებელია სრულქმნა? მხოლოდ ქრისტეს შეეძლო ეს? ადამიანებს არ შეეძლოთ ამ გზის გადალახვა და სრულყოფილება, ქრისტეს მიერ კი ყველაფერია შესაძლებელი -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი