IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
loen
პოსტი Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.

ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18).

იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა.
მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული.
ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში.
ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე
ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი.
სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები.
შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან:
"..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..."
აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ.
ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე).
ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის.


P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება).


სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
loen
პოსტი Nov 7 2008, 10:46 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ეს პოსტი იყო ჩემი პასუხი "ალექსანდრე"-ს პოსტისა სიწმინდეების თემაში.
მე მგონი ბევრ თქვენ კითხვას გავცემ ამით პასუხს.

" მე-2-ე მცნება: "...არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა,რაც მაღლა ცაშია,რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია,მიწის ქვემოთ..."(გამოსვლა 20:4)

აქედან სჩანს ,რომ კერპი და ხატება სხვადასხვა რამ არის,თორემ არ გვეტყოდა ღმერთი -"არც რაიმე ხატება".
კარგით, კერპს არ სცემთ თაყვანს-არ აღმერთებთ ვინმეს ან რამეს ღმერთის გარდა.
რას უშვრებით ამ მცნების მეორე ნაწილს-ხატებას?
მივყვეთ მსჯელობას: "...ხატება იმისა...". თუ "იმისა"-ში ნაგულისხმევია მასალა,რომლისგანაც ხატი მზადდება,მაშინ ყველა ვარიანტში არღვევთ ამ მცნებას იმიტომ,რომ მასალას ,რომელსაც იყენებთ ხატის გასაკეთებლად, ან მიწაზეა ,ან მიწის ქვემოთ.
თუ "იმისა"-ში ნაგულისხმევია გამოსახულება ხატზე.
ავიღოთ მაგალითისთვის წმინდა მარიამის ხატი.(სხვათა შორის "წმინდასაც" არა სწორად განმარტავთ. ახალი აღთქმიდან სჩანს,რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი წმინდაა ქრისტეში. თუ ვერ მოძებნით შემდეგში გეტყვით ზუსტად სად არის.ეხლა არ მინდა თემას გადავუხვიო).
მარიამი როგორც ადამიანი ,შედის " დაბლა მიწაზეა" კატეგორიაში. ხოლო ,მისი გარდაცვალების შემდეგ ის უფალთან არის,და აქედან გამომდინარე "მაღლა ცაში".
ღმერთის სამყოფელად რომ ცა არის მიჩნეული ,ეს ბევრგან გვხვდება ბიბილიაში.
მაგალითისთვის ყველასთვის ცნობილი - "მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა..."
ეგეც არ იყოს ,დარწმუნებული ვარ ,რომ მარიამი,ან პავლე , ან პეტრე ცოცხალი რომ იყოს და მიხვიდე მასთან და თაყვანი სცე,გეტყვის,რომ მეც შენნაირი მსახური ვარ ღვთისა,მე ნუ მცემ თაყვანს,ღმერთს ეცი თაყვანიო.
იოანეს გამოცხადებაში,როცა იოანემ თაყვანი სცა ანგელოზს,ანგელოზმა სწორედ ასე უთხარა მას.(გამოცხადება 19:10) და ეს რომ ანგელოზი ელაპარაკება ჩანს გამოცხადება 17:1 დან.
ტაძრის მაგალითი რომ მოგყავს შენ მესამე მეფეთა წიგნიდან,კარგად ჩანს,რომ სოლომონ მეფე ხვდებოდა,რამხელად დიადი იყო ღმერთი.და რომ ის ვერ დაეტევოდა ტაძარში ,რაც არ უნდა დიდი აეშენებინათ.
ის ტაძარი და ყველაფერი რასაც ძველი აღთქმის ისრაელი სცემდა თაყვანს, იყო წინასწარმეტყველაბა და სიმბოლო იესო ქრისტესი,რომელიც უნდა მოსულიყო მომავალში.
იოანე 2:19-მიუგო იესომ და უთხრა მათ:"დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას."
20-უთხრეს იუდეველებმა: "ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ
მას?"
21-ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა.
ეს ტაძარი კი ,რომელზეც იუდეველები ლაპარაკობდენე ,იგივე ტაძარია,რომლის მაგალითიც შენ მოიყვანე მესამე მეფეთა წიგნიდან.
ასე,რომ ტაძარი არი იესო ქრისტე და მასში უნა ვცეთ თაყვანი ღმერთს. - ხელთუქმნელი ტაძარი
ეხლა კი როც უკვე იესო ქრისტე მოევლინა ამ წუთისოფელს,არა გვაქვს უფლება თაყვანი ვცეთ ტაძარს, თუ ვინმეს ან რამეს,რაც ადამიანის ხელით არის შექმნილი,რადგან იესო ქრისტეში ჩვენ ღმერთი გამოგვეცხადა,ასე ვთქვათ-ჩვენ გავიცანით ღმერთი იესო ქრისტეში.(იოანე 14:8-9).
ტაძარი და ეკლესია, თუ რაიმე შენობა უნდა იყოს ჩვენთვის- ქრისტიანებისთვის თავშესაკრები ადგილი,სადაც ერთად თაყვანს ვცემთ ღმერთს იესო ქრისტეში სულითა და ჭეშმარიტებით(და არა ხატებით და ფრესკებით),შევისწავლით მის სიტყვას და გავამხნევბთ ,დავაიმედებთ და დავეხმარებით ეთმანეთს. და ამის შემდეგ იქნება ღმერთი ჩვენთან იმ ტაძარში ,ეკლესიასა თუ ნებისმიერ შენობაში.(იოანე 4:21-24)

P.S. პავლეს არ უთქვამს ბერძნებისთვის (საქმეები-17)-ში,რომ თქვენი კერპები აიღეთ და ხატები დაალაგეთო. "

"ალექსანდრეს" პოსტიც და ჩემი პოსტიც მთლიანად შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800

ამასთან მინდა მოვიყვანო მე-2-ე მცნება მთლიანად , იმათთვის ვისაც არა აქვს ძველი აღთქმის წიგნები.

"...არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახუროთ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის..." (გამოსვლა 20:4-6)
აქედან ჩანს რომ , ხატების თაყვანისცემას და მსახურებას ღმერთი აიგივებს მის სიძულვილთან და მისი მცნებების დაცვას - მის სიყვარულთან.
"მრვალ ათასეულ თაობებისათვის" - როგორ ფიქრობთ ჩვენ არ ვეკუთვნით ამას?. აქედან ისიც ჩანს, რომ ღმერთის მცნებები მარტო ძველი აღთქმის პერიოდზე არ ვრცელდება, რადგან როგორც მათე 1 -დან ვგებულობთ , აბრაამიდან ქრისტემდე სულ 42 თაობაა (მათე 1:17).

"...და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის.....ხატების მსგავსებაში... რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა(შემქმნელისა), რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ..." (რომაელთა 1:23-25)


ციტატა
მართალია მე ჯერ წმინდა წერილი არ მაქ წაკითხული მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო შენზე ნაკლებად მწმს უფალი


loveli,

ჩემი ამ პოსტების მიზანი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ჩვენება იმისა, რომ ვინმეზე მეტად მწამს ღმერთი , და თუ ასეთი შთაბეჭდილება დავტოვე, ყველას ბოდიშს მოვუხდი.
შენ კიდე, თუ ჩემმა პოსტებმა დაგაინტერესა და გადაგაწყვეტინა წმინდა წერილის წაკითხვა, ამაზე დიდი მიზანი არც მექნება არავისთვის, რადგან მჯერა რომ ღმერთის სიტყვა არის ცოცხალი, მომქმედი და აქვს ძალა, და შენ თუ წაიკითხავ მას და გამოიკვლევ გაიგებ სიმართლეს და სიმართლე გაგხდის თავისუფალს. "...უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ..." (იოანე 8:31-32) ადამიანთა ნაშრომებში კი არა, იესოს სიტყვაში შევიცნობთ ჭეშმარიტებას. ასევე ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი იესო ქრისტეს მოწაფეები ვართ.

ციტატა
თუ ადამიანის ნაშრომს არ ეყრდნობი აბა საიდან მოგყავს ისტორია კონსტანტინეზე და კათოლიკეებზე. საეკლესიო მწერლებზე(ზოგი წმინდა მამაა), მეტი ავტორიტეტი ააქვთ ამ ისტორიკოსებს? რატო ენდობი შენ ადამიანის(ისტორიკოსის) დაწერილს და რატომ გვიშლი ჩვენ ვენდოთ წმინდა მამებს და მათ სწავლებებს.? ეს სამართლიანად მიგაჩნია?


agmsarebeli,

რა დავწერე ისტორიკოსებზე დაყრდნობით ისტორიული ფაქტების გარდა?
და რა დავწერე წმინდა წერილზე დაუყრდნობლად ღმერთის მცნებების შესახებ?
მე ვერაფერს დაგიშლით. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება ის , რომ სანამ აირჩევდეთ წმინდა მამების სწავლებას, შეამოწმეთ მათი სიმართლე ბიბლიასთან შეთანხმებაში და თუ ეთანხმება , რას კარგავთ ან რისი გეშინიათ, და თუ ნახავთ , რომ არ ეთანხმება, მაშინ არჩევანი თქვენზეა რას დაუჯერებთ ადამიანთა სწავლებას თუ ღმერთის სწავლებას.


ციტატა
ეს ყველაფერი დემონებსაც სწამთ,და შიშით თრთიან შემოქმედის წინაშე,მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება,მათ აღარ მიეტევებათ ცოდვები,ადამიანებს კი მიეტევებათ,გარდა სულიწმინდის უარყოფის ცოდვისა,სწორედაც ამიტომაა,რომ დემონებს იმაზე მეტად ვძულვართ,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია,რადგან ვერაფერს გვიშავებენ,სანამ ჩვენი ნებელობით არ ავირჩევთ,არჩევანს სანამ არ გავაკეთებთ უფალსა და იმ წუთისოფლის სიამეთა შორის,რომელსაც ეშმაკი გვთავაზობს,ცხადად თუ ფარულად.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ გეუბნევი,გონებაში ნუ შემოუშვებ ადამიანის დაუძინებელ მტერს,თორემ აგირევს გონებას დ ასამუდამოდ დაგღუპავს,გმართავს ისე,რომ ვერც მიხვდები,შენი აზრები გეგონება და მისი აზრები გექნება,საკუთარი აგარაფერი დაგრჩება,მათ შორის ქცევაც.
ვისთვისაც ეკლესია დედა არაა,მისთვის მამა ღმერთი ვერ იქნება


inaina,

რისი სწამთ დემონებს? , რომ იესო ქრისტეში გადარჩებიან და რწმენით ცოდვები მიეტევებათ. ანდა რომ დავწერე ველოდები მეთქი იესოს მეორედ მოსვლას ვიგულისხმე და ეხლა დავამატებ , რომ იმედით ველოდები. როგორ ფიქრობ დემონები იმედით ელოდებიან თუ შიშით?
ანდა რითი ვუშვებ დემონებს ჩემს თავში? იმით რომ ბიბლიას ვკითხულობ და ვეძებ სიმართლეს და არ ვეძებ სიმართლეს ადამიანთა ნაშრომებში?
რითი ვუარყოფ და შევურაწყოფ სული წმინდას?
დემონებს არა, მაგრამ იესო ქრისტეს დავუმორჩილებ ჩემს აზრებს, საკუთარ თავსაც და ჩემს ქცევებსაც.
ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტიანები მისი ნაწილები ვართ. და იესო ქრისტეში მივიღეთ ჩვენ შვილობა ღმერთთან. შეიძლება ფიზიკურად მარტო ვიყო ამ წუთში , მაგრამ ვარ იმ მსოფლიო ეკლესიის წევრი, რომელიც სულითა და ჭეშმარიტებით ემსახურება ღმერთს, და ამიტომ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში თამამად დავუძახებ ღმერთს მამას.
სიყვარულით კიდევ რომ ვიძახი (შენ როგორც ვატყობ გეხამუშება ეს სიტყვა smile.gif ვხუმრობ), იმიტომ ვიძახი, რომ წერილში ძნელია გადმოსცე გრძნობები და ემოციები, და არ მინდა ეს ჩემი პოსტები ვინმემ არასწორად გაიგოს. თუმცა მიუხედავათ ამისა , ერთერთ მეგობარზე ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინე, თითქოს მე უფრო ძლიერად მწამს ღმერთის, ვიდრე სხვებს , რაზეც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი.
სხვანაირად არ გაიგოთ , ბოდიშს არ ვიხდი არაფერზე, რაც ჩემს რწმენას შეეხება და რასაც თქვენ გიზიარებთ და რასაც ბიბლიაზე დაყრდნობით ვწერ.


ეხლა კი ბოდიშს მოვუხდი(დღეს ბოდიშების დღეა smile.gif ) ყველას ვის შეკითხვებსაც პასუხი ვერ გავეცი, უნდა წავიდე და რომ დავბრუნდები შევეცდები გავცე პასუხი ყველას, მიუხედავად იმისა , რომ ბევრის შეკითხვა პროვოკაციულია და ამ შეკითხვებით ცდილობენ შეცდომაში დამიჭირონ.
ერთს გეტყვით: მე არ ვარ უცდომელი, მაგრამ ღმერთის სიტყვა უცდომელია და ამიტომაც ჩემს თავს არ ვენდობი, არამედ ყველა ჩემი პასუხი იქნება ბიბლიიდან.

სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Nov 10 2008, 06:02 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(loen @ Nov 7 2008, 10:46 AM) *

მე ვერაფერს დაგიშლით. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება ის , რომ სანამ აირჩევდეთ წმინდა მამების სწავლებას, შეამოწმეთ მათი სიმართლე ბიბლიასთან შეთანხმებაში და თუ ეთანხმება , რას კარგავთ ან რისი გეშინიათ, და თუ ნახავთ , რომ არ ეთანხმება, მაშინ არჩევანი თქვენზეა რას დაუჯერებთ ადამიანთა სწავლებას თუ ღმერთის სწავლებას.


ერთს გეტყვით: მე არ ვარ უცდომელი, მაგრამ ღმერთის სიტყვა უცდომელია და ამიტომაც ჩემს თავს არ ვენდობი, არამედ ყველა ჩემი პასუხი იქნება ბიბლიიდან.

სიყვარულით.

loen.


ცოტა ძნელია კამათი, როცა ყველა მხარე თავისას მიერეკება......

ერთი რამე მაინტერესებს, როცა ამბობ, რომ წმინდა მამების ნებისმიერი ნააზრევი ექვემდებარება რევიზიას და ისინი (წმინდა მამების და მსოფლიო კრებების აზრები)ადამიანთა მცნებებია, ხომ არ დაფიქრებულხარ, ამ ლოგიკის გაგრძელებით ბიბლია მთლიანად 'ადამიანთა მცნებად' შეიძლება გამოაცხადო.
მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს ბიბლიის ტექსტი გრაგნილებით არ მიუტანიათ ბიბლიის თარგმნის სტოკჰოლმის ინსტიტუტში და ამ ღრმადპატივცემული ორგანიზაციის წარმომადგენლებს არა აქვთ წმიდა წერილის 'კოპირაითი'. წმიდა წერილის კანონი (ბიბლია) სწორედ წმიდა მამებმა, მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაადგინეს და დააკანონეს. თუ წმიდა მამების არ გჯერა, მაშინ როგორ გჯერა, რომ ეს მაგალითად იოანეს სახარება, ნამდვილად იოანე მოციქულისაა. წმ. იოანე ხომ არ მისულა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში სახარების ხელნაწერით?

წმინა წერილის კანონი (ბიბლია) მიღებულია მსოფლიო კრებაზე.
უხეშად ვთქვათ მსოფლიო კრებას და ეკლესიას გააჩნია''კოპირაითი' თავის მიღებულ კანონზე. თვითნებური ინტერპრეტაცია დაუშვებელია.
თუ წმიდა მამების არ გვჯერა, მაშინ სახარების წარმომავლობასაც ვაყენებთ ეჭვქვეშ და თუ სახარებაც არ გვწამს მაშინ რა რწმენაზეა საუბარი.
წმიდა წერილი უნდა ვიკითხოთ და გავიაზროთ ეკლესიის სწავლების შუქზე...
ეკლესიის, რომლის თავიც არის ქრისტე...
ეკლესიის, რომელშიც დამკვიდრებულია სულიწმიდა.........


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Nov 17 2008, 01:08 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE

ღვთისადმი თაყვანისცემისა და წმიდანთა პატივისგების ერთ-ერთი გარეგნული ფორმაა წმიდა გამოსახულებათა გამოყენება და მათდამი თაყვანისცემა.
იმ ტალანტებს შორის, რაც ადამიანს ებოძა და მას სხვა ქმნილებათაგან განასხვავებს, არის მხატვრობის, ანუ ხაზებითა და ფერებით გამოსახვის ნიჭი. იგი კეთილშობილი, მაღალი, ღირსეული ნიჭია ღმერთის განსადიდებლად. ჩვენ კი გვმართებს, ყველა შესაძლო სუფთა და მაღალი საშუალებებით განვადიდოთ უფალი, ფსალმუნთმგალთბლის მოწოდების თანახმად: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი სახელსა წმიდასა მისსა“ (ფს. 102,1); აქ „ყოველი გონებაჲ ჩემი“ ნიშნავს - სულის სრულ შესაძლებლობებს. და მართლაც, მხატვრის ნიჭიერება ღვთის საჩუქარია. ოდესღაც, მოსეს დროს, „უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა. და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა. ყოველსავე ზედა ხუროთმოძუღვრებად საქმედ ოქროჲსა და ვერცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას. ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოველსა საქმესა სიბრძნისასა და განზრახვისა და გულისხმისყოფად და საქმედ ქსოვასა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძუღვრებისა“ (გამოსლვ. 35,30-35). მოსეს კარვისა და შემდგომ სოლომონის ტაძრისათვის ხელოვანთა ხელით ოსტატურად გაკეთებული ყველა ნივთი იყო წმიდა. ამასთანავე ერთნი წმიდა მორთულობას წარმოადგენდნენ, მეორენი, განსაკუთრებით პატივმისაგებნი და გამორჩეულნი ასახავდნენ ღვთის დიდებას. ასეთი იყო „აღთქმის კიდობანი“, რომელთან განსაკუთრებული კეთილკრძალულობის გარეშე შეხებას შეიძლებოდა მოეკლა ადამიანი (2 მეფ. 6,7). მაგალითად, დავითის მეფობის დროს კიდობნის გადატანისას ოზია სიკვდილმა მოცელა იმიტომ, რომ ხელი მოჰკიდა კიდობანს; ასეთები იყვნენ კარავში კიდობანზე დადგმული „ქერუბიმნი დიდებისანი“, რომეშორისაც კეთილ-ინება ღმერთმა გამოცხადებოდა მოსეს და თავისი ბრძანებები მიეცა: „გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზედა კერძოჲთ სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა ყოველთა მათებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრაელისათა“ (გამოსვლ. 25,22); ეს იყო „ხილული ხატი უხილავი ღმერთისა“1.
ძველი აღთქმის ტაძრის კედლებსა თუ კრეტსაბმელზე არსებულ მრავალრიცხოვან გამოსახულებათაგან ერთიც არ ყოფილა მიცვალებული მართალი, როგორც ეს ქრისტიანულ ეკლესიაშია მიღებული. ეს იმიტომ, რომ თვითონ ისინი ჯერ კიდევ ელოდნენ თავიანთ გამოხსნასა და წყვიადიდან გათავისუფლებას, რაც იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლითა და მისი აღდგომით აღსრულდა. მოციქულის აზრით, ისინი „თჳნიერ ჩვენსა სრულ იქმნენ“ (ებრ. 11,40), ანუ როგორც წმიდანები, განდიდდნენ ახალ აღთქმაში.
წმიდა წერილი მკაცრად კრძალავს კერპებისა და ბომონების აგებასა და მათდამი თაყვანისცემას, მაგრამ ეს აკრძალვა არ ეხება ქრისტიანულ ხატებს. კერპი არის ცრუ ღმერთების გამოსახულება და მათდამი თაყვანისცემა იქნებოდა ეშმაკებისადმი ან არარსებული, წარმოსახვითი არსებებისადმი (არსობრივად კი ისეთი უსულო საგნებისადმი, როგორიცაა ხე, ოქრო თუ ქვა) მსახურება. მაგრამ წმიდა წერილი მკაცრად მიუთითებს „გამორჩევად შორის წმიდათა და შეგინებულთა და შორის არაწმიდათა და ღირსთა“ (ლევ. 10,10). ვისაც არ ძალუძს, განასხვაოს წმიდა გამოსახულება კერპებისაგან, გმობს და შეურაცხყოფს ხატებს, იგი მკრეხელია და სასჯელს იმსახურებს. წმიდა წერილი გვაფრთხილებს: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ?!... რომელსა გძაგნ კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ?“ (რომ. 2,21-22).
არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებენ, რომ ეკლესიის ადრექრისტიანულ ხანაში კატაკომბებსა და ლოცვითი შეკრებების სხვა ადგილებში, მოგვიანებით კი ქრისტიანულ ტაძრებში, არსებობდნენ წმიდა გამოსახულებანი. თუ ზოგჯერ ქრისტიანი მწერლები გამოდიოდნენ ქანდაკებათა და მათი მსგავსი გამოსახულებების კეთების წინააღმდეგ, მათ მხედველობაში ჰქონდათ წარმართული თაყვანისცემა კერპებისა (ელვირის კრება ესპანეთში, 305 წელს). ზოგ შემთხვევაში ასეთი გამონათქვამები და აკრძალვები გამოწვეული იყო იმდროინდელ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო (მაგ., იქმნებოდა აუცილებლობა დაემალათ თავიანთი სიწმიდენი მდევნელ წარმართთა და არაქრისტიანი მოსახლეობის მტრულად განწყობილი ნაწილისაგან).
ბუნვბრივია, ქრისტიანობის ისტორიის საწყის პერიოდში საჭირო იყო, ადამიანები მანამდე ჩამოეშორებინათ წარმართული კერპთაყვანისმცემლობისაგან, სანამ ცხოვრებაში გაატარებდნენ ღმერთისა და მისი წმიდანების პატივისცემის იდეის სისავსის ამსახავ ფორმებს, რომელთა შორისაც არის წმიდა გამოსახულებათა განდიდება ფერწერის საშუალებით.
VII მსოფლიო კრებამ წმიდა ხატების თაყვანისცემის დოგმატი ასე გამოხატა: „... სრული გულმოდგინებითა და წინდახედულებით განვსაზღვრავთ, რომ წმიდა და პატიოსანი ხატები უნდა თაყვანის-იცემებოდეს პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარის გამოსახულების მსგავსად... რამდენადაც უფრო ხშირად ხდებიან ხატებზე გამოსახული უფალი იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, ანგელოზები და წმიდანები ჩვენი ჭვრეტის საგანი, იმდენად მათი შემყურენი აღიძრვებიან, მოიგონონ მათი პირველსახეები და უფრო მეტი სიყვარული ჰქონდეთ მათდამი, პატივი მიაგონ ამბორითა და მოკრძალებული თაყვანისცემით (ბერძნ. τιμητικη πρόσκυνησις). არა იმ ჭეშმარიტი (ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე) ღვთისადმი თაყვანისცემით, რომელიც ერთიან საღვთო ბუნებას (ბერპნ. λατρεια) შეჰფერის, არამედ პატივის მიგებით... საკმევლითა და სანთლების ანთებით... რადგან ხატისადმი მიგებული პატივი გადადის პირველსახეზე“.





loen - ''რომელსა გძაგნ კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ?“ (რომ. 2,21-22).


QUOTE(constantine @ Nov 13 2008, 11:12 AM) *

loen

არა მე შენთვის არ მიკითხია.. ზვარეს ვკითხე რომის პაპი ვინაა ეკლესიის ლიდერი არაა? (კათოლიკების)



დილაობით ვკითხულობთ მრწამსს და ყოველდღე ვიმეორებთ:

მრწამს..... .......ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია

რასაც ყოველ დილით ვიმეორებთ, უნდა გვჯეროდეს კიდეც...........
...............ეკლესია ერთია.................


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
loen   ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები   Oct 31 2008, 11:40 AM
sandro40   ძალიან კარგია რომ ...   Oct 31 2008, 12:27 PM
ეკატერინე   loen აი, რას წერს იუსტ...   Oct 31 2008, 12:44 PM
ეკატერინე   იუსტინეს ნაშრომიდ...   Oct 31 2008, 12:54 PM
მნათე   loen სახარებისეული ც...   Nov 1 2008, 04:04 AM
loen   ჯერ მინდა ვთქვა, რო...   Nov 2 2008, 11:30 AM
მნათე   მოკლედ, იცნობ თუ ა...   Nov 2 2008, 08:58 PM
loveli   რატომ აიგივებ ხატ...   Nov 3 2008, 08:26 PM
კანუდოსელი   loen მეც ჩავერევი რამ...   Nov 3 2008, 09:37 PM
agmsarebeli   გაიხსენეთ ქერუბიმ...   Nov 3 2008, 11:14 PM
chelo   მამა პაისს ასეთი მ...   Nov 3 2008, 11:47 PM
inaina   loen გული ამიჩუყდა :cray...   Nov 4 2008, 12:35 AM
sergi_glaxa   საინტერესო თემააა ...   Nov 4 2008, 10:37 AM
Iona   ვაბშეტა შაბათიც აღ...   Nov 4 2008, 02:06 PM
loen   როგორც პირველ პოსტ...   Nov 5 2008, 11:29 AM
კანუდოსელი   loen ძალიან კარგი ძა...   Nov 5 2008, 11:56 AM
კანუდოსელი   loen ძალიან კარგი ძა...   Nov 9 2008, 10:23 AM
Floyd   loen და ვინ გითხრა რო...   Nov 5 2008, 12:09 PM
კანონისტი   loen ისე გამოდის, რომ ...   Nov 5 2008, 12:54 PM
sergi_glaxa   კანონისტი შენ ერკ...   Nov 5 2008, 02:58 PM
მხევალი ნინო   sergi_glaxa და ესეთი მხოლ...   Nov 5 2008, 04:45 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa და ესეთი მხოლ...   Nov 5 2008, 04:51 PM
chelo   loen ვიცოდი რომ მაგას ...   Nov 5 2008, 08:51 PM
inaina   loen ეს ყველაფერი დემ...   Nov 5 2008, 10:17 PM
კანონისტი   sergi_glaxa მესმის რასაც ...   Nov 6 2008, 11:46 AM
loveli   leon მაინტერესებს ხა...   Nov 6 2008, 09:38 PM
agmsarebeli   თვით ადამიანი ვისი...   Nov 6 2008, 09:56 PM
chelo   თვით ადამიანი ვის...   Nov 7 2008, 12:06 AM
loen   ეს პოსტი იყო ჩემი პ...   Nov 7 2008, 10:46 AM
ზვარე   მე ვერაფერს დაგიშ...   Nov 10 2008, 06:02 PM
ზვარე   [b]loen - ''რომელსა გ...   Nov 17 2008, 01:08 AM
inaina   loen ამაზე ისევ ეს წა...   Nov 8 2008, 01:31 AM
loen   [b]loen ამაზე ისევ ეს წ...   Nov 8 2008, 11:04 AM
sergi_glaxa   ხატები არ ახდენენ ...   Nov 8 2008, 12:51 PM
agmsarebeli   ხატები არ ახდენენ ...   Nov 8 2008, 09:18 PM
კანონისტი   loen მაშინ, ასეთი კითხ...   Nov 8 2008, 01:53 PM
dariala   ცუდად ვარ გამიტან...   Nov 8 2008, 09:25 PM
inaina   loen თუ იცი რაღატომ გ...   Nov 8 2008, 10:14 PM
dariala   loen ჩემი აზრით რაც უფ...   Nov 8 2008, 10:22 PM
loen   inaina, მაშინ შენი ...   Nov 9 2008, 04:49 AM
agmsarebeli   ამ ადამიანს(ლეონს) ...   Nov 9 2008, 12:58 PM
loen   კანუდოსელი, უნდა ...   Nov 10 2008, 11:14 AM
კანუდოსელი   ლოენ, მეჩვენება რო...   Nov 10 2008, 11:55 AM
loen   ლოენ, მეჩვენება რო...   Nov 10 2008, 01:40 PM
კანუდოსელი   loen მისმინე მეგობარ...   Nov 10 2008, 01:56 PM
loen   loen მისმინე მეგობარ...   Nov 10 2008, 02:19 PM
კანუდოსელი   დაჩოქვით იქნება თ...   Nov 10 2008, 02:35 PM
loen   ე.ი. თვლი, რომ დაჩოქ...   Nov 10 2008, 03:14 PM
კანუდოსელი   loen და შენ არ მითხარ...   Nov 10 2008, 03:15 PM
agmsarebeli   ლეონ შენთვის ძვირფ...   Nov 10 2008, 03:32 PM
კანუდოსელი   agmsarebeli აცალე კაცს, ჯე...   Nov 10 2008, 03:36 PM
agmsarebeli   ვაცდი კაცო.....ეს გარ...   Nov 10 2008, 04:03 PM
inaina   ზვარე მე ამ მხარეზ...   Nov 10 2008, 07:25 PM
loen   კანუდოსელი, ის კი...   Nov 12 2008, 02:47 PM
ზვარე   თქვენი მსჯელობიდ...   Nov 12 2008, 09:58 PM
ზვარე   loen წმიდა წერილი ამ ...   Nov 12 2008, 09:44 PM
constantine   რომის პაპი ვინაა?   Nov 12 2008, 11:35 PM
loen   ზვარე, მასე უნდა ი...   Nov 13 2008, 09:39 AM
კანუდოსელი   loen და ეს ფაქტი აქარ...   Nov 13 2008, 10:17 AM
loen   loen და ეს ფაქტი აქარ...   Nov 15 2008, 04:22 AM
ზვარე   loen შეგიძლია იხილო...   Nov 13 2008, 10:48 AM
constantine   loen არა მე შენთვის ა...   Nov 13 2008, 11:12 AM
loen   loen არა მე შენთვის ა...   Nov 15 2008, 04:50 AM
agmsarebeli   ლეონ ქრისტიანე ხაა...   Nov 15 2008, 11:01 AM
loen   ლეონ ქრისტიანე ხა...   Nov 16 2008, 12:25 PM
neo   ამ ლოგიკით მე რომ ...   Nov 15 2008, 11:42 AM
loen   ამ ლოგიკით მე რომ ს...   Nov 16 2008, 12:07 PM
sergi_glaxa   loen კარდაგ წერთ :)   Nov 16 2008, 04:58 PM
Adolf   ლეონ ესეიგი რისი თ...   Nov 16 2008, 05:02 PM
agmsarebeli   შენ მიპასუხე ლეონ......   Nov 16 2008, 10:23 PM
loen   [size=3] [b]loen - ''რომელს...   Nov 17 2008, 12:25 PM
კანუდოსელი   loen ანუ, კიდობანი იგ...   Nov 17 2008, 12:39 PM
sergi_glaxa   ახლა დეჟავუ მემართ...   Nov 17 2008, 01:39 PM
კანუდოსელი   sergi_glaxa საღვთო წერილს ...   Nov 17 2008, 02:34 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი ჩემო კ...   Nov 17 2008, 02:49 PM
კანონისტი   sergi_glaxa და ვინ თქვა რო...   Nov 17 2008, 02:52 PM
კანუდოსელი   sergi_glaxa ავოე :D შენ გგო...   Nov 17 2008, 02:54 PM
კანონისტი   კანუდოსელი არა, ის...   Nov 17 2008, 02:55 PM
loen   მათთვის იყო და გაკ...   Nov 17 2008, 03:08 PM
კანუდოსელი   loen მე რაში ვცდები ა...   Nov 17 2008, 03:21 PM
კანონისტი   loen ანუ ღმერთმა თავი...   Nov 17 2008, 03:24 PM
კანუდოსელი   loen და იესომ საიდან ...   Nov 17 2008, 03:25 PM
კანონისტი   კანუდოსელი ნებისმ...   Nov 17 2008, 03:29 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი ნებისმ...   Nov 17 2008, 03:48 PM
კანონისტი   sergi_glaxa VII მსოფლიო კრე...   Nov 17 2008, 04:28 PM
loen   ამაზე გაგეცი პასუ...   Nov 19 2008, 11:32 AM
კანუდოსელი   loen ეს არის ჩემს კით...   Nov 19 2008, 11:38 AM
კანონისტი   loen ქრისტეს ორბუნებ...   Nov 19 2008, 01:12 PM
კანონისტი   loen ალბათ, გაგიგია, რ...   Nov 19 2008, 01:24 PM
sergi_glaxa   აღარ გინდათ რა....ხო...   Nov 19 2008, 01:57 PM
კანუდოსელი   შენი არგუმენტები მ...   Nov 19 2008, 02:38 PM
კანონისტი   sergi_glaxa ქორწინება რომ...   Nov 19 2008, 02:57 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa ქორწინება რო...   Nov 19 2008, 03:03 PM
კანონისტი   sergi_glaxa საინტერესო მე...   Nov 19 2008, 03:09 PM
agmsarebeli   aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatis...   Nov 21 2008, 05:53 PM
KAIROS   ეს სასჯელი გგონია? ...   Dec 1 2008, 12:01 AM
loen   კანუდოსელი, მხოლო...   Dec 1 2008, 02:23 PM
constantine   ნუ ხალხი მომრავლდ...   Dec 1 2008, 10:53 PM
KAIROS   ? :o აბა რატომ ლოცულო...   Dec 2 2008, 12:19 AM
constantine   ვინ ხატმა? ანუ შენ ...   Dec 2 2008, 12:38 AM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 03:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი