თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2007, 12:02 PM

ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"

კ. კეკელიძე წერს: "სომხებისაგან ეკლესიურად ჩამოშორება, რომელსაც ადგილი ჰქონდა VII საუკუნის დასაწყისს, მოხდა, როგორც ცნობილია, სხვათა შორის, ეროვნულ-კულტურული იდეოლოგიის საფუძველზედაც. ქართველები ამიერიდან მიზნად ისახავენ თანდათანობით განთავისუფლებას აღმოსავლური საეკლესიო ტრადიციებისაგან. ამ ნიადაგზე წარმოიშვა გამწვავებული პოლემიკა სომხებთან, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ქართველემებმა წარსულშიაც კი უარყვეს ყოველგვარი კულტურულ-ეკლესიური ურთიერთობა სომხებთან..."

განხეთქილება, რომელსაც ქართველი და სომეხი ისტორიკოსების თანახმად, შედეგად მოჰყოლია "განყოფა" ამ ეკლესიათა შორის, შედეგი ყოფილა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციისა.

პ. ინგოროყვა კარგად გადმოსცემს ქვეყნის მდგომარეობას: "იბერიაში მე-6 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ, რაც დასრულდა ეროვნული ხელისუფლების აღდგენით იბერიაში, მაგრამ მდგომარეობა იბერიის ამ ახალი ხელისუფლებისა არ იყო მტკიცე; ამის გამოსახულებაა კერძოდ ის ფაქტიც, რომ იბერიის ხელისუფლების მეთაური ატარებს არა "მეფის", არამედ "ერისმთავრის", ანდა "დიდი ერითავის" ტიტულს. იმ დროს არსებულ საერთაშორისო ვითარებაში იბერიის ძველი "სამეფოს" აღდგენა ვერ მოხერხდა.

იბერიის ამ ახალ ხელისუფლებას უხდება მერყეობა ორ გარეშე ძალას - ირანსა და ბიზანტიას შორის. 590-604 წლებში იბერია ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცევა; შემდეგ 605 წლიდან, ვიდრე 620-იან წლებამდე,, იბერიაში ისევ ირანის მფლობელობა დამყარდა; ხოლო 620-იანი წლებიდან ირაკლი კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან, იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროშია მოქცეული." (პ. ინგოროყვა - გიორგი მერჩულე, 1954 წ. გვ.30)

570-იანი წლებიდან 604 წლამდე, როცა საქართველო მოქცეული იყო ბიზანტიის გავლენის სფეროში, ქართული ეკლესია სრულიად ქალკედონურია და აღარ იმყოფება სომხური ეკლესიის ზეგავლენის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ამ ორი მოძმე ეკლესიას მაინც აქვს ურთიერთკავშირი, ალბათ, კულტურულ-სულიერი. მაგალითად, მომავალი ქართლის კათალიკოსი კირიონი დაახლოებით ამ პერიოდში ჯერ სომხეთში მოღვაწეობს, სადაც ის ეპისკოპოსია, შემდგომ კი გადმოდის ქართლში.

მდგომარეობა სრულიად იცვლება 604 წლიდან, ბიზანტიაზე სპარსეთის წარმატებითი გამარჯვებების და ამიერკავკასიის სპარსეთისადმი დაქვემდებარების შემდგომ. თუკი 570 წლებიდან, ვიდრე 604-605 წლებამდე ქართული ეკლესია სომხური ეკლესიისაგან სრულიად დამოუკიდებელი იყო, 604/5 წლებიდან სომხეთს უცდია ქართული ეკლესია კვლავ მოექცია თავისი ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც იყო VI საუკუნის 50-70-იან წლებამდე. 604/5 წლებიდან სომხური ეკლესიის ცდას - დაემორჩილებინა ქართული ეკლესია, საქართველოში გამოუწვევია საპირისპირო რეაქცია, რასაც 607-609 წლებში შედეგად მოჰყვა "განყოფა" ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის.

სომეხთა კათოლიკოსმა აბრაამმა აუკრძალა სომხებს რაიმე კავშირი ჰქონოდათ ქართველებთან. თვით სომხური წყაროების თანახმად, სომხური ეკლესისაგან სრული დამოუკიდებლობა ქართული ერის ყველა ფენის სურვილი ყოფილა. მათ საერთო მისწრაფებას ახორციელებდა ქართლის დიდი კათოლიკოსი კირიონი.

როგორც სმბატ მარზპანის ეპისტოლედან ჩანს, სომხური მხარე ქართველებს აფრთხილებდა, რომ თუ ქართული ეკლესია კვლავ გააგრძელებდა სომხეთისაგან დამოუკიდებლობის კურსს, იგი ამას შეატყობინებდა სპარსეთის მეფეს და დასჯიდა არა მარტო ეკლესიას, არამედ საერთოდ ქვეყანას. მართლაც, 614 წელს სპარსეთის სახელმწიფომ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ყველა ქრისტიანი არამარტო ამიერკავკასიაში, არამედ მის მთელ იმპერიაში უნდა დამმორჩილებოდა სომხურ ეკლესიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაასახლებდნენ.

ჩანს, 614 წლის ე. წ. "სპარსული კრების" შემდეგ, საქართველოში მრავალი მონოფიზიტი გაჩენილა. ამას ხელს ისიც შეუწყობდა, რომ თვით ერისმთავარი სტეფანოზი სპარსული ორიენტაციისა იყო და მტრულად დახვდა ბერძნებს.

(გაგრძელება იქნება)



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2007, 11:59 AM

ბუნებრივია, ანტიბიზანტიური პოლიტიკის გატარებისას, საქართველოს მეფე-მთავრები ანტიქალკედონიტები იქნებოდნენ. ანტიქალკედონიტობა ძირითადი პირობა იყო ანტიბიზანტიურობისა. სპარსეთის თვალსაზრისით, ანტიბიზანტიურობის გამოხატვა დაპყრობილ ქრისტიანებს მხოლოდ და მხოლოდ ანტიქალკედონური მრწამსის აღიარებით შეეძლოთ.

სპარსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში ანტიქალკედონიტობა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს იმავე დროს სომხური ეკლესიის დაქვემდებარებას ნიშნავდა - ესეც სპარსეთის მიერ მოთხოვნილი ანტიბიზანტიურობის გამოხატვის აუცილებელი პირობა იყო. თუ მოსახლეობის ან ქვეყნის რომელიმე თემი იმ დროს სომხური ეკლესიის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას დაიჭერდა, თავის თავს სომხური სარწმუნოების მატარებლად ან სომხური ეკლესიისადმი დაქვემდებარებულად გამოაცხადებდა, მას გარანტირებული ჰქონდა სპარსეთის იმპერიისაგან გარკვეული შეღავათები და უშიშროება. ასეთი მდგომარეობა მოსახლეობაში პოპულარულს ხდიდა "სომხურ სარწმუნოებას" - "სომხობას."

სომეხი ისტორიკოსის, იოანე მამიკონიანის, მატიანიდან ირკვევა, რომ ანტიბიზანტიურ პოლიტიკას, არა მარტო საქართველოს ერისმთავარი ატარებდა, არამედ ანტიბიზანტიური ორიენტაციისა ყოფილა VII საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდებში მესხეთი (ქვემო ქართლის ანუ გუგარქის ანტიბიზანტიურობა ცნობილია). იოანე მამიკონიანის მატიანიდან ირკვევა, რომ "ვაშდენ ქართველთა (ივერთა) მთავარი, მფლობელი მესხეთის მხარეთა, ირანის პოლიტიკური ორიენტაციისა ყოფილა, ხოლო მისის დისწული ჰამამი (მფლობელი ზღვისპირა მხარისა - ლაზეთისა) ბიზანტიის ორიენტაციის მოღვაწედ ჩანს...
რაც შეეხება ვაშდენის უშუალო სამფლობელოს, ე. ი. მესხეთის მხარეებს (ჭოროხიდან - ვანანდამდე, ე. ი. საკუთრივ კლარჯეთის ჩათვლით), აქ, ვაშდენის სიკვდილის შემდეგ, მთავრად დამჯდარა ვაშდენის ძე ჯოჯიკი. ირანის შაჰს ხოსრო-ფარვიზს ქართველთა (ივერიელთა) მთავრის ჯოჯიკისათვის უბოძებია ტიტული მარზპანისა... ჯოჯიკი მესხეთის მხარეთა მთავრად ყოფილა მე-7 საუკუნის პირველი ნახევრის მანძილზე. მემატიანის სიტყვით "ვაშდენის-ძე ჯოჯიკ, ქართველთა (ივერიელთა) მთავარი" ცოცხალი ყოფილა მე-7 საუკუნის შუა წლებშიც, როდესაც კავკასიაში პირველად შემოვიდა არაბთა რაზმები." (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954 წ. გვ. 424)

არაბებმა, ისევე როგორც სპარსელებმა, დაპყრობილ ამიერკავკასიაში შექმნეს ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც უწოდეს "არმინია".
დაპყრობილი ქართლი "არმინიაში" შედიოდა, ისე როგორც ალბანეთი და თვით სომხეთი. ასე რომ, ადმინისტრაციული ცენტრი კვლავ სომხეთში იყო, როგორც სპარსთა ბატონობისას. განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ სპარსელებმა ამიერკავკასიაში ქართული, ალბანური და სომხური ეკლესიებისაგან ერთი სარწმუნოებრივ-საეკლესიო ერთეული შექმნეს, ხოლო არაბებმა - ერთი ადმინისტრაციულ-სამოქალაქო ერთეული.

მოგვიანებით (IX საუკუნეში) არაბებმა ამ ადმინისტრაციული ერთეულის მეთაურად ანუ ვოსტიკანად (ამირად) ეროვნებით სომხები დანიშნეს, რომელთაც სომეხთა, ქართველთა და არაბთა ხელისუფალი - უფალთუფალიც ეწოდებოდა. საფიქრებელია, რომ ქართველთა ქვეყნის სომეხი ხელისუფალი ქართლში სომხური ეკლესიის პოზიციებს განამტკიცებდა და არ შეასუსტებდა.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2007, 01:50 PM

როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, "განყოფა" ასურელი მამების მიერ დაწყებულ ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის დააგვირგვინა კირიონ კათალიკოსმა 607-609 წლებში, მაგრამ 613-614 წლიდან სომხურ სარწმუნოებას კვლავ აქტიური ზემოქმედება აქვს ქართლზე, ასე გრძელდება VII საუკუნის მანძილზე და შემდგომ, თითქმის X-XI საუკუნეებამდე. ამის ერთი მაგალითი მოცემულია წყაროში, რომელსაც მოკლედ "სიტყვისგება ეფთვიმე გრძელისა სოთენის მიმართ" ჰქვია.
აქ გადამოცემულია, რომ თვით მეფე ბაგრატის ისეთი უპირველესი სახელმწიფო მოხელე, როგორიცაა მწიგნობართუხუცესი, სარწმუნოებით იყო არა ქალკედონიტი, როგორც მოსალოდნელია, არამედ მონოფიზიტი.
ეს მონოფიზიტი მწიგნობართუხუცესი ეროვნებით ქართველია და არა სომეხი. ეს იქიდან ჩანს, რომ ავტორს ქალკედონიტობა ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებად მიაჩნია, ამიტომაც ამ მონოფიზიტს, რომელიც არ მისდევს თავისი ერის სარწმუნოებას, "შინაგამცემს" უწოდებს.
ის ეროვნებით სომეხი რომ ყოფილიყო, სრულებით არ ეთქმოდა "შინაგამცემი". შესაბამისი ტექსტი ასეთია: "მაშინ უკუე იყო მწიგნობართუხუცესი მეფისა სახელით ეფთვიმე. იგიცა თანა-ზიარი იყო ბოროტისა მის წვალებისა მათისა და შინაგამცემი სარწმუნოებისა ჩუენისა. ამან აზრახა სოსთენსა ესრეთ, ვითარმედ..." თუ ამ საუკუნეშიც კი მწიგნობართუხუცესი მონოფიზიტი იყო, მაშინ ხალხშიც მრავლად იქნებოდნენ მონოფიზიტი ქართველები. კ. კეკელიძის დასკვნები ამ მხრივ, სამართლიანია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2007, 10:52 AM

"ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის "განხეთქილება მზადდებოდა მეექვსე საუკუნეში და დამთავრდა VII საუკუნის დამდეგს - 608 წელს". იმ დროს როცა ქართულმა ეკლესიამ თავი დაიხსნა მეზობელი ეკლესიის ზეგავლენისაგან, მას სჭირდებოდა ავტორიტეტული ეკლესიებისა და საეკლესიო მოღვაწეების დადასტურება სარწმუნოებრივ-კანონიკური თვალსაზრისით მისი მოქმედების სისწორის შესახებ.
თავისი მოქმედების სისწორის დასადასტურებლად კირიონმა სარწმუნოებრივ საკითხებზე მიწერ-მოწერა გამართა რომის პაპ გრიგოლ დიდთან (590-604), იერუსალიმის პატრიარქთანაც. "ქრონოგრაფის" ცნობით, ქართლის კათალიკოსს ურთიერთობა ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქ ანასტასი მღვდელმოწამესთან, რომელიც კირიონის თანამედროვე იყო. კირიონს მჭიდრო ურთიერთობა დაუმყარებია ბიზანტიის იმპერიის საპატრიარქოებთან. ამის გამო მას ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში. პირველსავე ეპისტოლეში აბრაამ სომეხთა კათალიკოსი კირიონს ბრალად სდებს ბუნებით თანაზიარობისაგან ანუ სომხური ეკლესიისაგან განშორებას და უცხო სამეფოსთან (ალბათ, ბიზანტიის საპატრიარქოებთან) "სიყვარულის ერთობას": "არის რაღაც, რომელიც დაუჯერებლად გვეჩვენება: უცხო სამეფოსთან რომ შექმნა მეფეთა-მეფის მონათაგანმა სიყვარულის ერთობა და ბუნებით თანამოზიარეს გაშორდე."

მეფეთა-მეფის მონებში იგულისხმებიან თვით სომეხთა და ქართველთა კათალიკოსები, და საერთოდ სპარსეთის იმპერიაში მოქცეული ქვეყნის მოსახლეობა. კირიონი სპარსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნის კათალიკოსია, ამიტომაც ის მეფეთა-მეფის მონაა. ამ "მონის" სიყვარულის ერთობა "უცხო სამეფოსთან" იმაში გამოიხატებოდა, რომ ქართველი საეკლესიო მოღვაწე კავშირს დაამყარებდა "უცხო სამეფოში" შემავალ საეკლესიო მოღვაწეებთან, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრირქოებთან.

მართლაც, თავის პასუხში კირიონი დაუფარავად წერს, რომ მას სარწმუნოებრივი ერთობა აქვს იერუსალიმთან: "...თუმცაღა მეფეთა-მეფის მონები ვართ, სარწმუნოება იერუსალიმისა გვაქვს და გვექნება". "იერუსალიმის" ქვეშ შესაძლოა არა მარტო იერუსალიმის, ანტიოქიის საპატრიარქოც იგულისხმება, რადგანაც იერუსალიმი ქრისტიანობის სამშობლოა. მართლაც, ბერძნული "ქრონოგრაფი", რომელიც თავის ნაშრომში გამოიყენა ეფრემ მცირემ ("უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა") წერს, რომ ქართლის საკათალიკოსოს კავშირი აქვს ანტიოქიის პატრიარქ ანასტასი მღვდელმოწამესთან. ეს ცნობა კარგად შეეფარდება VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ქართლის საკათალიკოსოში შექმნილ ვითარებას."

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2007, 02:46 PM

სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი განხეთქილების შესახებ და არსენი საფარელის თხზულება განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა


ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქართლის სამეფოს იდეოლოგიურ და კულტურულ ცხოვრებაში არსებითი გარდატეხა მოხდა. V-VI საუკუნეებში პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-იდეოლოგიური განვითარების მხრივ ქართლის სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქართველთა შეგნებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობის იდეა აღორძინდა. და ბოლოს, საეკლესიო რეფორმით ( ახალი საეპისკოპოსოების დაარსება, მათ შორის ბოლნისის საეპისკოპოსოც), რომლის გვრიგვინს ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვება წარმოადგენდა.

საქართველოში ხალხმა თავიდანვე მიღებული ქადაგება და მოძღვრება უცლველად და შეუბღალავად დაიცვა, მწვალებლობა საქართველოში მას არასდროს არ შეუშვია და მართლმადიდებლობისათვის არ უღალატია.

ამ მოძღვრების ყველაზე მკაფიოდ გამომხატველი X საუკუნეში დიდი ქართველი მწერალი გიორგი მთაწმინდელი იყო, რომელსაც ანტიოქიის პატრიარქთან მოწყობილი პაექრობის დროს შემდეგი დებულება წამოუყენებია. ჩვენ ქართველებს ვინაიდან ერთი ღმერთი გვაცნობიეს, არღარა უვარგვყოფიეს და არცა წვალებისა მიმართ მოდრეკილ არს ნათესავნი ჩუენი და ყოველთა უარის მყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევლით. ასეთსავე დებულებას იზიარებდა იმდროინდელი ქართველი მწერალი ეფრემ მცირეც.

V საუკუნის დამდეგს აღმოსავლეთ საქართველოს სარწმუნოებრივ სფეროში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომელსაც ქართველი ერის მთელი მერმინდელი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ცვლილებებმა ორი მეზობელი ერი ერთმანეთს დააშორა და მათი განვითარების გზები გაჰყარა. ძველ დროსვე ეს ამბავი ქართველი და სომეხი ისტორიკოსების ცნობისმოყვარეობას იპყრობდა და კვლევა-ძიების საგნად იქცა. X საუკუნის ცნობილ ქართველ მოღვაწეს არსენი საფარელს (კათალიკოსს) დაუწერია განყოფისათვის ქართვლისა და სომხითისა, რომლის ტექსტი თედო ჟორდანიამ გამოაქვეყნა, ხოლო თვით ეს თხზულება განხილულია ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიაში ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები.

საინტერესოა არსენ საფარელის თხზულების იდეოლოგიური პოზიცია- არა ქართლი და ქართველები განშორდნენ სომხებს, არამედ პირიქით, სომხები განშორდნენ მართლმადიდებლობას. ქართლი მართლმადიდებელი იყო და მართლმადიდებლადვე დარჩა, რწმენა არ შეუცვლია, ხოლო სომხები განშორდნენ მას, ე. ი. ისინი არამართლმადიდებლები გახდნენ: ასეთია თხზულების მოკლე შინაარსი.

ბიზანტიის იმპერატორის არკად კეისრის დროს სომხეთი ამ იმპერიაში შედიოდა. რჯულიც ბერძნული ჰქონდათ. სომხებს სპარსთა მხრიდან მუდმივი თავდასხმა ემუქრებოდათ, მათ ბერძნები ეშველებოდნენ, მაგრამ შემდგომ სპარსეთმა სომხეთი დაიპყრო. სომხები თხოვდნენ საბერძნეთს დახმარებოდნენ მათ, მაგრამ არკადი კეისარმა არ შეისმინა მათი თხოვნა. მაშინ სომხები შეუთანხმდნენ სპარსეთს, რომ ისინი მისი მოხარკენი გახდებოდნენ, კავშირს გაწყვეტდნენ ბერძნებთან და სპარსეთისათვის სასურველ სარწმუნოებას მონოფიზიტობას მიიღებდნენ. სომხები ასედაც მოიქცნენ. იმ დროისათვის სომეხთა გავლენიან წრეებში მონიფიზიტობამ ისე მაგრად გაიდგა ფესვები, რომ თითქმის ეროვნულ სარწმუნოებად იყო ქცეული. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ თვით საქართველოშიაც, ცურტავის საეპისკოპოსოში, სადაც ქართველებთან ერთად სომხებიც ცხოვრობდნენ, სომხები მონოფიზიტობის აღმსარებელნი იყვნენ, ქართველები კი ქალკედონიანები (დიოფიზიტები). ამის გამო ქართული და სომხური ეკლესიის მღვდელმთავართა შორის უთანხმოება დაიწყო. მოსე ცურტაველ ეპისკოპოსმა ეროვნებით სომეხმა დახმარებისა და მოშველიებისათვის სომეხთა ეკლესიის მესვეურებს მიმართა, თქვენი დახმარების გარეშე აქ ჩვენ, სომხებს დარჩენა არ შეგვიძლია და ამ მიწა-წყლის მიტოვება და გამოქცევა მოგვიხდებაო. მართლაც, მოსე ცურტაველი ეპისკოპოსი მოულოდნელად სომხეთში გაიქცა და იქ მისვლისთანავე სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანესს მიმართა წერილობით და შესჩივლა, რომ ქალკედონიანობის წინააღმდეგობისათვის ის საქართველოდან გამოდევნეს.

სულ სხვანაირ სურათს გვიშლის თავის ეპისტოლეში ქართველთა კათალიკოსი კირიონი. ის მოსე ცურტაველის ნაამბობის სიმართლე გადაჭრით უარყოფს; მე ის არ გამომიძევებია, არამედ ჩემთან დავიბარე და, რადგან მისი ზოგიერთი სულმდაბალი საქციელის შესახებ გავიგე, მისი დარიგება და შეგონება მინდოდა ისე, როგორც მოწაფეს შეჰფერის, მაგრამ ჩემ მოწოდებაზე ის არ გამოცხადდა, არამედ თავისი ეკლესია მიატოვა და ღამე ჩუმად გაიპარაო.

რაც უფრო გადიოდა დრო, უფროდაუფრო რთულდებოდა და მწვადებოდა ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი დამოკიდებულება, განსაკუთრებით მღვდელმსახურების ენის საკითში. სომხეთის კათალიკოსი აბრაამი თავის ეპისტოლეში ქართველ პატრიარქს კირიონს წერდა: ცურტაველი ეპისკოპოსის განდევნის შემდგომ მართლმადიდებლობის აღსარებას რატომ უბრძანებთ, ეხლა გავიგე რომ წმინდა შუშანიკისთვის დაწერილი წირვა-ლოცვაც მოგისპიათ. აქედან ჩანს, რომ სომეხთა კათალიკოსს იმდენად ცურტაველი ეპისკოპოსის გადაყენება არ აწუხებდა, რამდენადაც სომხური მღვდელმსახურების მოსპობა.

კირიონს როგორც ირკვევა, შუშანიკის სამარტვილოში, სადაც წინათ წირვა სომხურად ყოფილა დაწესებული, სომხურის გარდა ქართული წირვის შემოღებაც აუცილებლად საჭიროდ უცვნია და ქართული მღვდელმსახურება დაუწესებია კიდეც.

V საუკუნის შუა წლებში საქართველოში ჩამოდიან ასურელი მამები, მათ ოცდაათ წელიწადში გაწეული ღვაწლის წყალობით შეძლეს არამარტო ქალკედონიზმის სრული გამარჯვებისათვის მიეღწიათ, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქალკედონიზმის გამარჯვებამ, თეორიული საფუძველი შექმნა ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთდაშორებისათვის. ასე რომ ასურელი მამების მოღვაწეობამ განამტკიცა ქართული კულტურის ეროვნული საფუძველი და ჩვენს ხალხს ეროვნულ-კულტურული გადაგვარების აშკარა საფრთხე ააშორა.

ზურაბ ერისთავი

ბოლნისის ეპარქიის გაზეთი „სიონი“



პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 22 2007, 09:42 PM

პეტრე ქართველიას (პეტრე იბერის) მოღვაწეობის პერიოდში ქრისტიანობაში მწვალებლობა გაჩნდა. კონსტანტინოპოლის არქიანდრიტმა ევტიხიმ გამოაცხადა, რომ იესო ქრისტე ორბუნებოვანი (ღმერთი და კაცი) კი არა, ერთბუნებოვანი (მარტო ღმერთი) იყოო. მთელი საქრისტიანო სამყარო გაიყო ორ ბანაკად: ,,მონოფიზიტენად''(ერთბუნებოვანი) და ,,დიოფიზიტებად'' (ორბუნებოვანი).

449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს.

450 წელს გარდაიცვალა იმპერატორი თეოდოს მეორე და ტახტზე ასულმა ახალმა კეისარმა, მარკიანემ, 451 წელს ქალკედონში მოიწვია ახალი მსოფლიო საეკლესიო ყრილობა. მისმა მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს მონოფიზიტობა, ეფესოს ყრილობა ,,ავაზაკთა შეკრებად'' გამოაცხადეს და დიოფიზიტობა მტკიცედ დაადგინეს.

ქართველები ქალკედონებად -- დიოფიზიტებად დარჩნენ.

ხოლო სომხებმა ასი წლის შემდგომ, 554 წელს, დვინის საეკლესიო კრებაზე, დიოფიზიტობა მონოფიზიტობით შეცვალეს.

ამ პერიოდიდან იწყება განხეთქილება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის.

მგონი ჯდება თემაში ჩემო პოსტი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2007, 10:03 AM

ციტატა(nini_1 @ Oct 22 2007, 09:42 PM) *

მგონი ჯდება თემაში ჩემო პოსტი smile.gif


მადლობა, ნინი, საინტერესო პოსტისთვის 2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 23 2007, 11:43 AM

nini_1
მცირედი უზუსტობებია:

ციტატა
449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს

ეს მსოფლიო კრება არ ყოფილა. მსოფლიო კრება უცდომელია, ამიტომ, შეუძლებელია მან მწვალებლური დადგენილება მიიღოს. ბერძენი კანონისტის პ. ბუმისის მიხედვით, მსოფლიო კრების დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბუთი ის არის, რომ იგი უნდა ეთანადებოდეს ეკლესიის წმინდა და უცდომელ სწავლებას

მეორეც,
ციტატა
ხოლო სომხებმა ასი წლის შემდგომ, 554 წელს, დვინის საეკლესიო კრებაზე, დიოფიზიტობა მონოფიზიტობით შეცვალეს

სომხური ეკლესია არ არის მონოფიზიტური! ევტიქის ერესი მათაც დაგმობილი და ანათემიზირებული აქვთ. სომხური ეკლესია არა მონოფიზიტური, არამედ მიაფიზიტურია. ცვლილებაც, მიაფიზიტობასთან დაკავშირებით არ მომხდარა უშუალოდ დვინის კრებაზე, ამ კრებამ უბრალოდ დაადასტურა სომხური ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბებული სწავლება

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 23 2007, 11:54 AM

სომხების გარდა კიდევ ვინ არიან მიაფიზისტები?
კოპის ეკლესია გრეგორიანულია? ვის ეკუთვნიან მაგენი, აქ არიან ერითრეელები და იძახიან მართლმადიდებლები ვართო , და ყველა ქალს შუბლზე ტატუირება აქვთ ჯვრის სახით (!).


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 23 2007, 12:16 PM

staywhite

ციტატა
სომხების გარდა კიდევ ვინ არიან მიაფიზისტები?

არ ვიცი ზუსტად, მგონი სირიელებიც მიაფიზიტები უნდა იყვნენ

ციტატა
კოპის ეკლესია გრეგორიანულია? ვის ეკუთვნიან მაგენი, აქ არიან ერითრეელები და იძახიან მართლმადიდებლები ვართო , და ყველა ქალს შუბლზე ტატუირება აქვთ ჯვრის სახით (!)


კოპტები და ერითრიელებს ორიენტალური მართლმადიდებლური ეკლესია - Oriental Orthodox Church ჰქვიათ (ხოლო ჩვენ, ბერძნებს, რუსებს, სერბებს - აღმოსავლურ მართლმადიდებლური Eastern Orthodox Church).

რაც შეეხება გრიგორიანულს, იგი მხოლოდ სომხური ეკლესიის ეპითეტია (თუმცა კი არასწორად), რადგან უკავშირდება სომეხთა შორის ქრისტიანობის მქადაგებელს, წმ. მღვდ. მოწ. გრიგოლ განმანათლებელს. არასწორად კი იმიტომ, რომ წმ. გრიგოლის მიერ ნაქადაგები სჯული არ შეიცავდა მწვალებლურ სწავლებას, სომხეთის ეკლესიის დღევანდელი სწავლებისაგან განსხვავებით. ამიტომ მათთვის გრიგორიანული ეკლესიის წოდება არასწორია

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 23 2007, 12:27 PM

მადლობთ smile.gif

მე იმ ტატუირების გამო შემქონდა ეჭვი, რომ ალბათ orthodox როგორც ამბოდნენ არ არიან და იქნებ სომხების ეკლესიის "რანგში" გადიან თქვა.

ისე კი, აქ სომხებიც მართლმადიდებლად მოიხსენიება,არაეთხელ შემისწორებია მოსაუბრისთვის რომ ეგ არ არის მართებული. აქ დაბეჭდილ ენციკლოპედია-ლიტერატურებში კი ტენდენციურია უკვე სომეხთა მართლმადიდებლებად მოხსენიება: მაგალითად ასე : საქართველოში არის ამდენი და ამდენი % rusischorthodox (ანუ ჩვენ) და ამდენი კი % სომეხი "ორთოდოქსი" huh.gif smile.gif

და თვით ტერმინი "რუსიშორთოდოქს" ხომ ძალიან ცუდად მოქმედებსsad.gif საიდან მოიტანეს განა, რუსებამდე რამდენი საუკუნით ადრე იყო ქართველი ქრისტიანიsad.gif (ასე მოვიხსენებით ძირითადად არამართლმადიდებელი მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, თორემ რუსი მაგას ნამდვილად არ იტყვის, აქ)

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 23 2007, 01:30 PM

ციტატა(nini_1 @ Oct 22 2007, 09:42 PM) *

449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს.


....

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 23 2007, 05:09 PM

ციტატა
449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს.


უკაცრავად ვერ გავიგე. ანუ კრება შედგა და მას არ ვაღიერებთ როგორც მსოფლიო კრებად, რადგან იქ ასეთი რამ მოხდა? blink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 23 2007, 05:52 PM

k@the
ცხადია. მსოფლიო კრება არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქვეყნიდან ჩასული იერარქი უნდა მონაწილეობდეს მასში. ეგ კრება არ ყოფილა არც უფლებამოსილი და არც უცდომელი

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 23 2007, 08:01 PM

კანონისტი

ციტატა
nini_1
მცირედი უზუსტობებია:


ციტატა
449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს

ეს მსოფლიო კრება არ ყოფილა. მსოფლიო კრება უცდომელია, ამიტომ, შეუძლებელია მან მწვალებლური დადგენილება მიიღოს. ბერძენი კანონისტის პ. ბუმისის მიხედვით, მსოფლიო კრების დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბუთი ის არის, რომ იგი უნდა ეთანადებოდეს ეკლესიის წმინდა და უცდომელ სწავლებას

მეორეც,

ციტატა
ხოლო სომხებმა ასი წლის შემდგომ, 554 წელს, დვინის საეკლესიო კრებაზე, დიოფიზიტობა მონოფიზიტობით შეცვალეს

სომხური ეკლესია არ არის მონოფიზიტური! ევტიქის ერესი მათაც დაგმობილი და ანათემიზირებული აქვთ. სომხური ეკლესია არა მონოფიზიტური, არამედ მიაფიზიტურია. ცვლილებაც, მიაფიზიტობასთან დაკავშირებით არ მომხდარა უშუალოდ დვინის კრებაზე, ამ კრებამ უბრალოდ დაადასტურა სომხური ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბებული სწავლება

კი დავით, თავიდან მეც გამიკვირდა რაც წავიკითხე, მაგრამ ახსნაში იყო, რომ მაინც უნდა ავღნიშნოთ ასე, რადგან თავად უწოდებდნენ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებასო, მათ რომ მწვალებლური დადგენილება მიიღეს სწორედ ამიტომ გახდა საჭირო 451 წელს ახალი მსოფლიო ყრილობის ჩატარება და წინა კრებას ,,ავაზაკთა შეკრება'' უწოდესო.

ასევე იყო სომხებზეც ასხნილი რომ 554 წელს კი მიიღეს სომხებმა მონოფიზიტობა , მაგრამ მათი შეხედულებები მის შემდეგ კიდევ შეიცვალაო.
ოღონდ ზუსტად როდის და როგორ მოხდა, ამის დამადასტურებელი ვეღარაფერი ვიპოვე.

ეს წავიკითხე პეტრე იბერის ცხოვრებაში.

თუ რამე მოგეპოვება იქნებ დაგვიწერო, ძალიან მაინტერესებს. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2007, 01:03 PM

არსენი საფარელი „ერთობისდროინდელი“ სომეხი კათალიკოსების შესახებ

VI – VII საუკუნეებში ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის „ერთობის“ ხასიათის გამორკვევისათვის მოვიყვანთ არსენი საფარელის მიერ მოხსენებულ სომეხ კათალიკოსთა რიგს, რომელთაც, ასე თუ ისე, გავლენა ჰქონდათ ქართულ ეკლესიაზე.

ქართულ და სომხურ ეკლესიათა „განყოფა“ არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოსდა კავკასიურ ადგილობრივ ეკლესიათა შორის მოხდა ლოკალური სახის განხეთქილება: სინამდვილეში აქ გლობალურ საეკლესიო მოვლენასთან გვაქვს საქმე. არსენი საფარელიცა და ქართველი მემატიანეებიც აღნიშნავენ, რომ ერთიან მსოფლიო ანუ კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, რამაც თავისი გავლენა იქონია ქართულ ეკლესიაზე. ბერძნული (ანუ რომ-ბერძენთა იმპერიის), სომხური, ქართული და სხვა ეკლესიები ერთიან მსოფლიო კათოლიკე ანუ საყოველთაო ეკლესიას წარმოადგენდა. ამ ერთიან მსოფლიო ეკლესიას გარკვეული მიზეზის გამო ჩამოსცილდა სომხური ეკლესია. როცა ქართული ეკლესიისათვის ცნობილი გახდა, რომ ერთიან მსოფლიო ეკლესიას ჩამოსცილდა სომხური ეკლესია, ქართულმა ეკლესიამ მაშინვე გაწყვიტა საეკლესიო-კანონიკური ურთიერთობა სომხურ ეკლესიასთან.

საყოველთაო მსოფლიო ეკლესიას ქართველი მემატიანეები ხშირად „ბერძნულ“ ეკლესიას უწოდებდნენ, რადგანაც მსოფლიო საეკლესიო ცენტრი, მართლაც ბერძენთა იმპერიას მოიცავდა.

არსენი საფარელი წერს: „სპარსთა მეფენი აიძულებდეს სომეხთა, რაჲთა განეშორნენ ბერძენთა სარწმუნოებასა.“ უფრო ადრე სპარსთა მეფე ავალდებულებს სომხებს „განყოფისათჳს ბერძენთაგან.“ ჯერ ხდება ბერძენთაგან სომხების „განყოფა“, ხოლო შემდეგ „ქართლისაგან“ სომხების დაშორება. „ხოლო ქართლი ყოველი და მეოთხედი სომხითისა განეყვნენ ჴელთ-დასხმასა მღდელობისასა სომეხთაგან.“

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Dec 3 2007, 08:21 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 23 2007, 11:16 AM) *

staywhite

არ ვიცი ზუსტად, მგონი სირიელებიც მიაფიზიტები უნდა იყვნენ
კოპტები და ერითრიელებს ორიენტალური მართლმადიდებლური ეკლესია - Oriental Orthodox Church ჰქვიათ (ხოლო ჩვენ, ბერძნებს, რუსებს, სერბებს - აღმოსავლურ მართლმადიდებლური Eastern Orthodox Church).

რაც შეეხება გრიგორიანულს, იგი მხოლოდ სომხური ეკლესიის ეპითეტია (თუმცა კი არასწორად), რადგან უკავშირდება სომეხთა შორის ქრისტიანობის მქადაგებელს, წმ. მღვდ. მოწ. გრიგოლ განმანათლებელს. არასწორად კი იმიტომ, რომ წმ. გრიგოლის მიერ ნაქადაგები სჯული არ შეიცავდა მწვალებლურ სწავლებას, სომხეთის ეკლესიის დღევანდელი სწავლებისაგან განსხვავებით. ამიტომ მათთვის გრიგორიანული ეკლესიის წოდება არასწორია

smile.gif გამარჯობა დავით!რავა ხარ? რას ნიშნავს ორიენტალური მართლმადიდებლური ეკლესია, და რომელ დენომენაციას განაკუთვნებს დღევანდელი სომხური ეკლესია,რადგან ისინი წმ.გრიგოლის სწავლებისაგან დიდ ხანია რაც განდრეკილნი არიან.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2007, 12:57 PM

განყოფის დროინდელი სომეხი კათალიკოსები არიან:

1, ნერსე მიჯინი - ნერსე II კათალიკოსი სომეხთა (548-557). მოიწვია ორი საეკლესიო კრება დვინში, ეკლესია მიმართა მონოფიზიტობისკენ. თანემდროვეა ხოსრო I ანუშირვანისა (531-579), სპარსეთის შაჰისა, რომლის მმართველობა სასანიდების სახელმწიფოს დიდი სიძლიერის პერიოდი იყო. არსენის მიხედვით, დვინის კრების შემდეგ იქმნა „ცილობაჲ დიდი შორის სომხითისა და ქართლისა.“ ეს ცილობა ნახევარი საუკუნე მაინც გაგრძელებულა, ვიდრე კირიონამდე.

ცილობის მიზეზი შემდეგი ყოფილა: „... კრებაჲ ყვეს სომეხთა ქალაქსა დვინსა და შეჩუენებით განდგეს აღსარებისაგან წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და განუყენნეს ოთხთა საპატრიაქოთაგან და გარდააქციეს აღთქუმაჲ, იგი, რომელი დაუდვა წმიდამან გრიგოლი კესარია ეკლესიისა, უკუნისამდე არა განშორებად მისგან ჴელთ-დასხმაჲ ეპისკოპოსებისა სომხითისაჲ და რამეთუ სომხითმან ბრძანებაჲ მოიღო სპარსთა მეფისაგან ჴელთ-დასხმაჲ ეპისკოპოსებისა თავით თჳსით... იქმნა ცილობა დიდი შორის სომხითისა და ქართლისა.“ ესე ცილობაჲ იყო შორის სომეხთა და ქართველთა დღეთა ნერსე კათალიკოზისა სომეხთასა...“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2008, 12:09 PM

წმიდა გრიგოლის მიერ დაარსებული სომხური ეკლესია კესარიის ეკლესიას ექვემდებარებოდა. არსენის თანახმად, წმიდა გრიგოლს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ სომხური ეკლესია უკუნისამდე არ განშორდებოდა მსოფლიო ერთიან კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიას, კერძოდ, არ განშორდებოდა ოთხ საპატრიარქოს, რომელთა ერთობაც მსოფლიო ეკლესიას წარმოადგენდა. სომხური ეკლესია მსოფლიო ეკლესიასთან დაკავშირებული ყოფილა კესარიის ეკლესიის საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთ საპატრიარქოში შედიოდა. სომხური ეკლესია ისეთი ხარისხითაა დაკავშირებული კესარიის ეკლესიასთან, რომ მას უფლება არ აქვს „თავით თჳსით“ აკურთხოს ეპისკოპოსები. ეს კესარიაში უნდა მოხდეს, ანდა კესარიის ნებით უნდა აღსრულდეს.

ნერსეს დროს მოწვეულ კრებას სომხური კელესია, ფაქტობრივად, განუშორებია მსოფლიო ეკლესიისაგან, რადგანაც სპარსთა მეფის ნებით ამ კრებას მიუღია გადაწყვეტილება კესარიის ნებართვის გარეშე თვით სომხურ ეკლესიასვე ეკურთხებინა ეპისკოპოსები - მოეხდინა „... ხელთდასხმა ეპისკოპოსებისა თავით თჳსით.“

იმ ეპოქაში, მსოფლიო ეკლესიის ერთიანობის იდეიდან გამომდინარე, სომხურ ეკლესიას (და ალბათ, სხვა ადგილობრივ ეკლესიებსაც, მათ შორის, ქართულსაც) არა ჰქონია უფლება თავისი ეპისკოპოსები ან კათოლიკოსი დაესვა ისე, რომ ამის შესახებ არ მიემართა მეზობელი ეკლესიებისთვის. „ფაუსტოს ბუზანდის ერთი ცნობის ანალიზის შემდეგ ნ. ადონცი წერს: „სომხებს საშუალება არ ჰქონდათ დაედგინათ თავისი ეპისკოპოსები, ან კათოლიკოსი, მეზობელ ეკლესიებთან მიმართვის გარეშე.“

არსენ საფარელის მიხედვითაც, იმის შემდეგ, რაც სომხურმა ეკლესიამ კესარიასთან კავშირი გაწყვიტა, სომხეთში აღარ იცოდნენ, სად ეკურთხებინათ, ანდა როგორ ეკურთხებინათ თავიანთი ეპისკოპოსები. ასეთი დაბნეულობის დროს მათ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს - გამოარჩიეს სომეხი ეპისკოპოსი, რომლის სამწყსო ყველაზე ახლოს იყო კესარიის ეკლესიასთან და მას დაავალეს ახალი სომეხი ეპისკოპოსების კურთხევისათვის თანხმობის გაცემა. ამ სომხურმა საეპისკოპოსომ შეცვალა კესარიის ეკლესია. ტარონის საეპისკოპოსო, მისი კესარიასთან ტერიტორიული სიახლოვის გამო, არსენის თანახმად, კესარიის შემცვლელი გახდა. ფორუმალურად თითქოსდა ყველაფერი ძველებურადვე იყო - ეპისკოპოსის ახალი კანდიდატის კურთხევის ნება კვლავ კესარიის მხრიდან მოდიოდა: „... არა აქუნდა ადგილ, სადამცა იკურთხეს ეპისკოპოსი, და განისმა სომხითსა, ვითარმედ განდგეს... ჴელ-დასხმისაგან კესარიისა... და მოუვლინეს ნერშაპუს, ტარონისა ეპისკოპოსსა... ორთა თანა მოყუასთა მისთა, და ჰრქუეს... ჩუენ არა გუაქუს საყდარი, სადა ჴელნი დავისხნეთ და მივჰმართეთ შენსა კეთილად მსახურებასა, რაჲთა დაგჳდგინნე ჩუენ ეპისკოპოსნი.“

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 1 2008, 02:32 PM

ცნობილია, რომ მიუხედავად მონოფიზიტობაში ბრალდებისა სომხეთის ეკლესიის მიმართ,ჩვენი მათთან ურთიერთობა არ იყო ცალსახად გამიჯნული, ცნობილია, რომ ხდებოდა ურთიერთ-ქიროტონიებიც

იქნებ დადოთ ამის თაობაზე ისტორიული წყაროები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2008, 03:34 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Feb 1 2008, 02:32 PM) *

ცნობილია, რომ მიუხედავად მონოფიზიტობაში ბრალდებისა სომხეთის ეკლესიის მიმართ,ჩვენი მათთან ურთიერთობა არ იყო ცალსახად გამიჯნული, ცნობილია, რომ ხდებოდა ურთიერთ-ქიროტონიებიც

იქნებ დადოთ ამის თაობაზე ისტორიული წყაროები


მასალების მოძიების შემთხვევაში აუცილებად დავდებთ.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Feb 1 2008, 03:42 PM

ციტატა(marine @ Oct 8 2007, 02:50 PM) *

აქ გადამოცემულია, რომ თვით მეფე ბაგრატის ისეთი უპირველესი სახელმწიფო მოხელე, როგორიცაა მწიგნობართუხუცესი, სარწმუნოებით იყო არა ქალკედონიტი, როგორც მოსალოდნელია, არამედ მონოფიზიტი.
ეს მონოფიზიტი მწიგნობართუხუცესი ეროვნებით ქართველია და არა სომეხი.
ეს იქიდან ჩანს, რომ ავტორს ქალკედონიტობა ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებად მიაჩნია, ამიტომაც ამ მონოფიზიტს, რომელიც არ მისდევს თავისი ერის სარწმუნოებას, "შინაგამცემს" უწოდებს.
ის ეროვნებით სომეხი რომ ყოფილიყო, სრულებით არ ეთქმოდა "შინაგამცემი". შესაბამისი ტექსტი ასეთია: "მაშინ უკუე იყო მწიგნობართუხუცესი მეფისა სახელით ეფთვიმე. იგიცა თანა-ზიარი იყო ბოროტისა მის წვალებისა მათისა და შინაგამცემი სარწმუნოებისა ჩუენისა. ამან აზრახა სოსთენსა ესრეთ, ვითარმედ..." თუ ამ საუკუნეშიც კი მწიგნობართუხუცესი მონოფიზიტი იყო, მაშინ ხალხშიც მრავლად იქნებოდნენ მონოფიზიტი ქართველები. კ. კეკელიძის დასკვნები ამ მხრივ, სამართლიანია.


ამ შემთხვევაში მარინე ვერ დაგეთამხმები კ. კეკელიძე აქ აშკარად ცდება, რადგან შუა საუკუნეებში

(საქართველოში მაინც) რელიგიური

კუთვნილება განსაზღვრავდა ეროვნულ კუთვნილებას. ამდენად, ეფრემ მწიგნობართუხუცესი თუ ..შინაგამცემად''

იწოდება ეს ნიშნავს არა ..ორგულ ქართველს'' არამედ ქართველს რომელმაც დაკარგა რჯული და პლიუს ამისა

დაკარგა ქართველობა. ამ შემთხვევაში საქართველოში იყვნენ არა მონოფიზიტი ქართველები, არამედ უბრალოდ

მონოფიზიტები რომლებიც ამასთან სომხებად ითვლებოდნენ და არა ქართველებად.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2008, 04:00 PM

ციტატა(sable @ Feb 1 2008, 03:42 PM) *

ამ შემთხვევაში მარინე ვერ დაგეთამხმები კ. კეკელიძე აქ აშკარად ცდება, რადგან შუა საუკუნეებში

(საქართველოში მაინც) რელიგიური

კუთვნილება განსაზღვრავდა ეროვნულ კუთვნილებას. ამდენად, ეფრემ მწიგნობართუხუცესი თუ ..შინაგამცემად''

იწოდება ეს ნიშნავს არა ..ორგულ ქართველს'' არამედ ქართველს რომელმაც დაკარგა რჯული და პლიუს ამისა

დაკარგა ქართველობა. ამ შემთხვევაში საქართველოში იყვნენ არა მონოფიზიტი ქართველები, არამედ უბრალოდ

მონოფიზიტები რომლებიც ამასთან სომხებად ითვლებოდნენ და არა ქართველებად.


ლერი, ძალიან საინტერესოა შენი პოსტი, რისთვისაც მადლობას გიხდი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2008, 05:52 PM

არსენის თანახმად, ეპისკოპოსთა კურთხევისათვის აუცილებელი იყო მეზობელი ეკლესიის თანხმობა, უფრო მეტიც, თითქოსდა მეზობელი ეკლესია ადგენდა ეპისკოპოსებს. ამიტომაც სრულებით გასაგებია არსენის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართლი ყოველი და მეოთხედი სომხითისა განეყენეს ხელთდასხმასა მღდელობისასა სომეხთაგან.“ არსენის თანახმად, მსოფლიო საყოველთაო ეკლესიასთან სომხეთი კესარიის საშუალებითაა დაკავშირებული, ქართული ეკლესია კი - სომხური ეკლესიის საშუალებით. „ქართველნი ეტყოდეს, ვითარმედ: „წმიდამან გრიგოლი საბერძნეთით მოგუცა ჩუენ სარწმუნოებაჲ“. რადგანაც სომხეთის ეპისკოპოსები კესარიაში აღარ იღებენ ხელდასხმას, ამიტომაც აღარც ქართველი სამღვდელოება მიიღებს ხელდასხმას სომხეთში.

ნერსე კათალიკოსს დვინში მეორეჯერაც მოუწვევია კრება იუსტინიანესა (527-565) და ხოსროს დროს: „და კუალად შეაჩუენეს წმიდაჲ იგი კრება ქალკიდონისაჲ.“

არსენი საფარელის მიხედვით „ქართლისაგან სომხითის“ განყოფა ხდება ამ ნერსე II-ს დროს, VI საუკუნის II ნახევარში. ქართლ-სომხეთს ერთობა ჰქონია VI საუკუნის I ნახევარში, კერძოდ, 506-520-იანი წლებიდან 550-იან წლებში მოწვეულ დვინის I კრებამდე.

არსენი საფარელის თხზულებაში ნერსე II და კირიონი (595-610) თითქოსდა თანამედროვენი არიან, მაგრამ არსენი გულისხმობს იმას, რომ კირიონის დროს უკიდურესად ოფიციალურად გამწვავდა ის წინააღმდეგობა, რაც ნერსეს დროს დაიწყო ორ ეკლესიას შორის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2008, 02:50 PM

2. იოანე II გაბელენელი (557-574) სომხეთი კათალიკოსი აგრძელებდა ნერსეს კურსს. მან შემოიღო სომხურ ეკლესიაში ჯერ კიდევ VI საუკუნეში დადასტურებული პრაქტიკა ზიარებისას აუფუებული პურისა და წყალგაურეველი ღვინის ხმარებისა. არსენი აღწერს II-ის მერ მოწვეულ დვინის კრებას და შემდეგ იქვე ურთავს ცნობას ნერსეს შემდგომი კათალიკოსის იოანე გაბელენელის მიერ მანასკერტში მოწვეული კრების შესახებ.

“ს. კაკაბაძე თვლიდა, რომ არსენის მიერ დასახელებული მანზკერტის კრება და მისი მეთაური იოანე კათალიკოსი - არიან არა 726 წლის კრება და იოანე ოძუნელი (718 – 729), არამედ კათალიკოსი იოანე გაბელენელი (557-574) და მის მიერ VI ს-ის 60-იან წლებში მოწვეული სომხური ადგილობრივი საეკლესიო კრება.“ ამ კრებას დაუდგენია ზიარებისას წყალგარეული ღვინისა და საფუარიანი პურის მიღების აკრძალვა.

მართალია, ამ კრების შემდგომ VII საუკუნის გარკვეულ პერიოდებში სომხური ეკლესიის ქალკედონიტური აღმსარებლობის გამო ეს დადგენილება ირღვეოდა, ამიტომაც საჭირო გახდა 726 წელს მანასკერტის კრებაზე ამ დადგენილების კვლავ გამოტანა და დამტკიცება. სომხური ეკლესიის პრაქტიკაში ზიარებისას წყალგაურეველი ღვინის ხმარებას ადასტურებს VI მსოფლიო კრება.

„VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონების 32-ე მუხლი უკვე ამ პრაქტიკის წინააღმდეგ არის მიმართული.“ არსენი საფარელის მიხედვით, ზიარებისას წყალგაურეველი ღვინისა და აუფუებელი პურის ხმარება შემოუღია ნერსე II-ის შემდგომ კატალიკოსს, იოანეს, VI საუკუნის II ნახევარში.

ამ ცნობას იქვე ადასტურებს და ამტკიცებს არსენი იმით, რომ იოანე გაბელენელის შემდგომი კათალიკოსი მოსე ელივარდელი (574 – 604) ძალზე მტკიცედ იცავს ზიარებისას წყალგაურეველი ღვინისა და აუფუებელი პურის მიღების წესს. უფრო მეტიც, ის დასცინის ზიარებისათვის საჭირო ღვინოში წყლის გარევასა და პურის აფუებას. უწოდებს ამ წესს ბერძნების მიერ შემოღებულს. აფუებულ პურს დაცინვით „ფურნიდს“ უწოდებს, წყალგარეულ ღვინოს კი - „თერმონს“. აქედანაც ჩანს, რომ არა 726 წლის მანასკერტის კრებას გულისხმობს არსენი „იოანეს მიერ მოწვეულ კრებაში“, არამედ VI საუკუნის II ნახევრის სომხური ეკლესიის კრებას, რომელსაც ზიარების ზემოთ მოყვანილი წესი დაუდგენია, და რომელსაც მტკიცედ იცავს VI საუკუნის მომდევნო კათალიკოსი მოსე.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 23 2009, 03:25 AM

ეს განხეთქილება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ირანს სურდა ბიზანტიასთან სადაპირისპირებლად გამოეყენებინა მონოფიზიტური მიმდინარეობა.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 23 2009, 03:37 AM

ციტატა(ივერიელი @ Dec 23 2009, 03:25 AM) *

ეს განხეთქილება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ირანს სურდა ბიზანტიასთან სადაპირისპირებლად გამოეყენებინა მონოფიზიტური მიმდინარეობა.


არა განხეთქილება მოხდა მას მერე რაც ქართველებმა ჯერ მონოფიზიტობა მიიღეს (506 წელს) ანუ სადღაც 608 წელს. უფრო სწორედ ამ წელს სომხეთის კათალიკოსმა არსენმა შეაჩვენა ქართლის კათალიკოსი კირიონი და მისი მრევლი, რომლებიც ბერძნულ წესზე ადრევე გადავიდენენ, როგორც ჩანს დიდი ერისმთავარის სტეფანოზის გარდაცვალების შემდეგ 603/4 წელი. ირანს ამ დროს არ ჰქონდა ძლიერი გავლენა ქართლზე, ამასთან ქართლი გაემიჯნა მონოფიზიტობას, რომელსაც ირანი უჭერდა მხარს და არა პირიქით. ირანმა მისადმი მორჩილ იმპერიაში იერუსალიმის აღების შემდეგ 614 წელს აკრძალა დიოფიზიტობა რის შემდეგაც იძულებული გახდა კირიონი წასულიყო ქვეყნიდან და ჯერ ფაზისი მიტროპოლიტი ხდება ხოლო შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი და ეგვიპტის მმართველი სანამ ის არაბებმა არ დაიკავეს.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 23 2009, 04:09 AM

sable

კი გეთანხმები მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ირანი იყო, დაახლოვებით 608 წელს ირანის შაჰის კავადის ბრძანებით ქართლის ალბანეთის და სომხეთის კათალიკოსები მმართველ მღვდელმთავრებთან ერთად მიწვეულ იყვნენ სომხეთის ქალაქ დვინში, სადაც შაჰმა კატეგორიულად მოსთხოვა რომ მკაცრად დაეცვათ მონოფიზიტობა, კირიონი კი როდესაც დაბრუნდა ქართლში მღვდელმთავრებს მკაცრად მოსთხოვა დიოფიზიტობის დაცვა, რაშიც არ დაეთანხმა ცურტავის ეპისკოპოსი ეროვნებით სომეხი მოსე, იგი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და სომხეთში გადაიხვეწა, სწორედ ამ ფაქტის გამო მკაცრი წერილი მისწერა სომხეთის კათალიკოსმა არსენმა და მოსხთხოვა მოსეს დაბრუნება, მაგრამ მოსე აღარ დააბრუნეს ცურტავის ეპისკოპოსად.
ამ უთანხმოებას საფუძველი ჩაუყარა სწორედ ირანმა რადგანაც მონოფიზიტობა ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო საეკლესიო კრების დებულებებს და ამიტომ მის დასაყრდენს წარმოადგენდა ბიზანტიასთან დასაპირისპირებლად რომელიც იმ პერიოდში მართლაც სჯაბნიდა ბიზანტიას.
თან როდესაც განყოფა მოხდა მაშინ გარეშე მტრის მიმართ უკვე ქართველებს მარტო მოუწევდათ შებრძოლება რაც ძალიან სამწუხარო იყო მაგრამ ირანის ინტერესებში შედიოდა, რომელიღაც ისტორიკოსი აღნიშნავს რომ თუ კირიონი იმ დროს მკაცრ პოზიციას არ დაიცავდა ქართველებს რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით გასომხება არ ასცდებოდაო.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 23 2009, 04:20 AM

ციტატა(ივერიელი @ Dec 23 2009, 04:09 AM) *

sable

კი გეთანხმები მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ირანი იყო, დაახლოვებით 608 წელს ირანის შაჰის კავადის ბრძანებით ქართლის ალბანეთის და სომხეთის კათალიკოსები მმართველ მღვდელმთავრებთან ერთად მიწვეულ იყვნენ სომხეთის ქალაქ დვინში, სადაც შაჰმა კატეგორიულად მოსთხოვა რომ მკაცრად დაეცვათ მონოფიზიტობა, კირიონი კი როდესაც დაბრუნდა ქართლში მღვდელმთავრებს მკაცრად მოსთხოვა დიოფიზიტობის დაცვა, რაშიც არ დაეთანხმა ცურტავის ეპისკოპოსი ეროვნებით სომეხი მოსე, იგი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და სომხეთში გადაიხვეწა, სწორედ ამ ფაქტის გამო მკაცრი წერილი მისწერა სომხეთის კათალიკოსმა არსენმა და მოსხთხოვა მოსეს დაბრუნება, მაგრამ მოსე აღარ დააბრუნეს ცურტავის ეპისკოპოსად.
ამ უთანხმოებას საფუძველი ჩაუყარა სწორედ ირანმა რადგანაც მონოფიზიტობა ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო საეკლესიო კრების დებულებებს და ამიტომ მის დასაყრდენს წარმოადგენდა ბიზანტიასთან დასაპირისპირებლად რომელიც იმ პერიოდში მართლაც სჯაბნიდა ბიზანტიას.
თან როდესაც განყოფა მოხდა მაშინ გარეშე მტრის მიმართ უკვე ქართველებს მარტო მოუწევდათ შებრძოლება რაც ძალიან სამწუხარო იყო მაგრამ ირანის ინტერესებში შედიოდა, რომელიღაც ისტორიკოსი აღნიშნავს რომ თუ კირიონი იმ დროს მკაცრ პოზიციას არ დაიცავდა ქართველებს რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით გასომხება არ ასცდებოდაო.



მე ირანის შაჰთან შეხვედრა მართლა არ მახსოვს შაჰი კი ალბათ ხოსრო II ფარვიზი იყო, კავადი 508 წელს იყო. არმენიზაციის პროცესი შეიძლება წასულიყო ოღონდ გვიან როგორ ალბანეთის შემთხვევაში მოხდა სადაც ადგილობრივ ალბანურ კულტურას თურქულ-ირანული და სომხური ჩაენაცვლა, ჰერენთში კი ქართული.

ისე ქართლში მონოფიზიტობის მიღებისთანავე მისი შემოსვლა დიდ წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული. დვინის საეკლესიო კრებაზე (506 წელი), სადაც მიიღეს ქართველებმა მონოფიზიტობა ეპისკოპოსს გაბრიელთან ერთად და იქვე თუ არ ვცდები მიიღეს ზენონის ჰიეროდიკონიც, სწორედ იმ კრებაზე ქართველი ეპისკოპოსების დიდი ნაწილი არც მისულა. ასე რომ წინააღმდეგობა თავიდანვე იყო. დვინის კრება რამდენად იყო პოლიტიზებული ეგ არ ვიცი მითუმეტეს, რომ იმ დროს 506 წელს ბიზანტიას მონოფიზიტი ანასტასიუსი მართავდა რომელიც ფარულად მფარველობდა მონოფიზიტობას, მაგრამ ღიად დიოფიზიტების მხარეზე იდგა და აღიარებდა ქალდედონის კრებას.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 23 2009, 01:21 PM

ერთ ერთი ისტორიკოსი წერს რომ როდესაც სპარსელები და შემდგომში უკვე თურქ-სელჩუკები შემოიჭრებოდნენ საქართველოში ანდგრევდნენ ქართულ ეკლესია მონასტრებს მაგრამ არაფერს არ ერჩოდნენ სომხურ ეკლესიებს, სწორედ ამ ფაქტით აიხსება საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ეკლესიების სიმრავლე.
ისე ქართველთა მეფეთაგან ბევრჯერ იყო მცდელობა სომხური სარწმუნოება დიოფიზიტურზე გადაეყვანათ, იმ დროს როცა სომხეთი როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და იგი შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ სომხური ეკლესია პოლიტიზირებული იყო.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 23 2009, 04:04 PM

ციტატა(ივერიელი @ Dec 23 2009, 01:21 PM) *

ერთ ერთი ისტორიკოსი წერს რომ როდესაც სპარსელები და შემდგომში უკვე თურქ-სელჩუკები შემოიჭრებოდნენ საქართველოში ანდგრევდნენ ქართულ ეკლესია მონასტრებს მაგრამ არაფერს არ ერჩოდნენ სომხურ ეკლესიებს, სწორედ ამ ფაქტით აიხსება საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ეკლესიების სიმრავლე.
ისე ქართველთა მეფეთაგან ბევრჯერ იყო მცდელობა სომხური სარწმუნოება დიოფიზიტურზე გადაეყვანათ, იმ დროს როცა სომხეთი როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და იგი შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ სომხური ეკლესია პოლიტიზირებული იყო.


სხვათაშორის მაგ ხომხური ეკლესიის მკაცრმა პოზიციამ დამდგარიყვნენ მონოფიზიტურ მრწამსზე გარკვეულ წილად იხსნა კიდეც ეგენი გადაჯიშებისგან. გინდაც ეს ისლამიზაცია ოფილიყო და გინდაც ქართიზაცია, ეგ პროცესი სხვათაშორი მაგრა მიდიოდა სომხებში ქალკედონური მრწამსის გავრცელების კვალდაკვალ. სომხეთში რომ წახვიდე და რომ ნახო რამდენ ეკლესიაში არის ფრესკები იქიდან ადვილად მიხვდები რომ თავის დროზე ყველა ის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილება იყო ან კიდევ ბერძნების თუ XI ს-მდეა აგებული. ასეთი კი რამდენადაც ვიცი ძველი ეკლესიებიდან თითქმის ყოველი მეორეა.

პოსტის ავტორი: ივერიელი თარიღი: Dec 23 2009, 04:09 PM

ციტატა
სხვათაშორის მაგ ხომხური ეკლესიის მკაცრმა პოზიციამ დამდგარიყვნენ მონოფიზიტურ მრწამსზე გარკვეულ წილად იხსნა კიდეც ეგენი გადაჯიშებისგან. გინდაც ეს ისლამიზაცია ოფილიყო და გინდაც ქართიზაცია, ეგ პროცესი სხვათაშორი მაგრა მიდიოდა სომხებში ქალკედონური მრწამსის გავრცელების კვალდაკვალ. სომხეთში რომ წახვიდე და რომ ნახო რამდენ ეკლესიაში არის ფრესკები იქიდან ადვილად მიხვდები რომ თავის დროზე ყველა ის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილება იყო ან კიდევ ბერძნების თუ XI ს-მდეა აგებული. ასეთი კი რამდენადაც ვიცი ძველი ეკლესიებიდან თითქმის ყოველი მეორეა.

სომხეთში არ ვარ ნამყოფი მაგრამ ვიცი რა თქმა უნდა რომ სომხეთში ძაან ბევრი ქართული ეკლესია იყო,
კი გეთანხმები სწორედაც მონოფიზიტობამ გადაარჩინე ეგენი, თორემ მივიღებდით ისეთ შედეგს როგორიც მაგალითად ალბანეთში მოხდა.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 23 2009, 05:06 PM

ციტატა(ივერიელი @ Dec 23 2009, 04:09 PM) *

სომხეთში არ ვარ ნამყოფი მაგრამ ვიცი რა თქმა უნდა რომ სომხეთში ძაან ბევრი ქართული ეკლესია იყო,
კი გეთანხმები სწორედაც მონოფიზიტობამ გადაარჩინე ეგენი, თორემ მივიღებდით ისეთ შედეგს როგორიც მაგალითად ალბანეთში მოხდა.


ნუ მათ ყველას ქართულს ვერ ვუწოდებ რადგან ბევრის გადაკეთება მოხდა, მაგრამ ეგ საკითხი მეცნიერებაში შესასწავლია. ამჟამად, სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს არმენოლოგი (სომხურის მცოდნე) ხელოვნებათმცოდნე, ვინც შეძლებს მაგ საკითხის სათანადოდ შესწავლას.

პოსტის ავტორი: konstantin Logos თარიღი: Apr 12 2014, 11:27 AM

ციტატა(sable @ Dec 23 2009, 03:37 AM) *

არა განხეთქილება მოხდა მას მერე რაც ქართველებმა ჯერ მონოფიზიტობა მიიღეს (506 წელს) ანუ სადღაც 608 წელს.

ამ პერიოდში ბიზანტიაც არ იყო დიოფიზიტური. მსოფლიო საქრისტიანო სამ ნაწილად იყო დაყოფილი. რომი იყო ქალკედონური, დიოფიზიტური. სპარსეთში იყო ნესტორიანელობა. ხოლო კონსტანტინეპოლში იყო აღიარებული შემარიგებელი დადგენილებები(ჰენოტიკონი), რომლებსაც იმპერატორი ზენონი ლობირებდა. ჰენოტიკონი გმობდა ქალკედონის კრებაზე მიღებულ დოგმატს "ორი ბუნების" შესახებ, გმობდა როგორც ევტიქის სწავლებას(მონოფიზიტობას), ასევე ნესტორისას(დიოფიზიტობას). ეს იყო პირველი სქიზმა კონსტანტინეპოლსა და რომს შორის(აკაკიანური სქიზმა).

506 წელს დვინის საერთოკავკასიურ კრებაზე ქართველებმა და სომხებმა მიიღეს ზენონის ჰენოტიკონი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2014, 05:49 PM

"ქალკედონის კრებიდან ასი წლის შემდეგ, 551 წელს დვინის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე სომხურმა ეკლესიამ ძირითადი მონოფიზიტური თეზისი "ხაჩეცარის" სახით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამწმინდა გალობას: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, დაემატა სიტყვები: ჩვენთვის ჯვარცმულო, რითაც იმის აბსურდულ აღიარებამდე მივიდა, რომ ჯვარს ღმერთი ეცვა და მოკვდა".

/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 344/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2014, 06:07 PM

"მიწერ-მოწერის უშედეგობა პირველმა კირიონმა აღიარა, მესამე ეპისტოლეში მან გულახდილად მისწერა აბრაამს:

"რადგან ჩვენი სარწმუნოების გამოძიება გსურდა, ვათარგმნინე და გამოვიტანე ოთხივე კრების წიგნი, რომლითაც ბერძნები ხელმძღვანელობენ... გნებავთ თუ არა გნებავთ, ჩვენი სარწმუნოება ეს არის"-ო.

წერილის მტკიცე ტონმა სომეხთა კათალიკოსი მიახვედრა, რომ პაექრობის გაგრძელებას აზრი მართლაც აღარ ჰქონდა და 607(8) წელს საყოველთაო ეპისტოლე გამოსცა, რომელშიც თავის სამწყდსოს, ისევე როგორც ადრე ბერძნებთან, ქართველებთანაც ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა უბრძანა, გარდა ყიდვა-გაყიდვისა:

"სრულიადაც არ ეზიაროთ მათ (ე.ი. ქართველებს) არც ლოცვაში, არც ჭამა-სმაში, არც მეგობრობაში, არც დედა-მძუძეობაში, არც სალოცავად წასვლით ჯვარში და არც მათი ჩვენს ეკლესიაში მიღებით, მათთან ქორწინებისაგანაც სრულიად განეშორეთ; მხოლოდ იყიდეთ და მიჰყიდეთ".

/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 347/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2015, 06:39 PM

"...ქართველებისთვის დამახასიათებელი ბუნებითი სიწრფელით, როგორც გიორგი ხუცესმონაზონი წერს, განსაკუთრებით სომხები სარგებლობდნენ და მათი ცდუნებისთვის ყოველგვარ ხერხს მიმართავდნენ:

"ვითარცა ღვარძლიანი რაიმე, დათესულ იყუნეს, ქვეყანასა ჩუენსა ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი. მათ მიერ ფრიად გვევნებოდა, მიზეზითა წესიერებისაითა, ცთუნებად გუამზნობდეს და რომელნიმე წიგნიცა გუაქუნდეს მათგან თარგმნილი".

აქ, რათქმაუნდა, საქართველოში სომხებისგან მონოფიზიტური ერესის გავრცელების მცდელობა უნდა იგულისხმებოდეს, რადგან, როგორც ცნობილია, ჩვენგან განსხვავებით, სომხები იმათ რიცხვში იყვნენ, რომელნიც ქალკედონის კრებას დაუპირისპირდნენ და მონოფიზიტობის მიმდევარნი გახდნენ..."

/"კრიალოსანი" N2, 2012, გვ. 28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2016, 01:45 PM

"შემოქმედი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა. გარდა ხატ-ჭურჭლეულისა, ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: "გულანი" ანუ ლოცვანი და "ფუტკარი" ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმინდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი VI და VII საუკუნეების ქალკედონის კრების შემდეგ".

/"კარიბჭე" 7, 2016, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2016, 10:29 AM

"სავარაუდოა, რომ ცურტავის ეპარქიაში ქართულთან ერთად სომხურ ენაზეც იყო მსახურება, შუშანიკმა კი ეს წესი ცურტავის საეპისკოპოსო კათედრალშიც შემოიღო, ამიტომ შუშანიკის შემდეგ აქაური ეპისკოპოსები ორ ენაზე მსახურებდნენ. კირიონ ქართლის კათალიკოსმა მონოფიზიტებთან ბრძოლის დროს ცურტავის საეპისკოპოსოს სომხური მსახურების მოშალა და იქაური მრევლის გაქართველება მოინდომა".

/"კარიბჭე" N1, 2008, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 06:21 PM

"დავითს [აღმაშენებელი] ფრიად აწუხებდა, რომ ქართველნი და სომეხნი რჯულით ცალ-ცალკე იყვნენ და ამის გამო ხშირად მტრობდნენ ერთმანეთს. მან მოინდომა ამ წესით სამღვდელოების მორგება და ბრძანა, საცილობელი საგანი განეხილა ქართველთა და სომეხთ სამღვდელო კრებას. შეიყარა ორივე მხარის ნასწავლი სამღვდელოება. კრებას დაესწრო თვით მეფეც. გადასაწყვეტი საგანი ფრიად მარტივი იყო, მაგრამ სამღვდელოებამ გააჭიანურა საქმე. მემატიანეს თქმით, "შევიდიან შეუვალსა და ძნიად გამოვიდიან". ბჭობდნენ დილიდგან საღამოს მეცხრე ჟამამდე. მეფე მოთმინებიდგან გამოვიდა, მობაასეთ მიჰმართა ღვთის მეტყვეურის სიტყვით და პირნი დაუყვნაო". მეფის ღრმა ცოდნამ გააკვირა სომეხთა სამღვდელოება და ამათ მოახსენეს ღვთის ცხებულს:

"მეფეო, ვგონებდით შენ იყავ მათი მოწაფე, აწ ვცანით, შენ ყოფილხარ მათი მოძღვარი". კრება დაიშალა, მეფის წადილიც - ქართველ-სომეხთა შერიგების შესახებ - აუსრულებელი დარჩა".

/"თვენი" წიგნი 3, 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 206/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 12:02 PM

"მე-12 მუხლით აღიარებულია სომხური ეკლესიის მწვალებლობა. ამიტომ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ თუ სომეხი მოექცევა ჭეშმარიტ რჯულზე, ის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა მიიღოს, როგორც წარმართი".

/რუის-ურბნისის ძეგლისწერა
"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ. 169/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2017, 07:39 PM

"კირიონ I კათოლიკოსი, ქართული მართლმადიდებლობის გადამრჩენია სპარსულ-სომხური რელიგიური და პოლიტიკური ექსპანსიისაგან. ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა: "ჩვენ მას ძეგლი უნდა დავუდგათ". როდესაც ალბანეთი, ეგვიპტე, ასურეთი და მცირე აზიის სხვა რეგიონები მოიცვა მონოფიზიტურმა მწვალებლობამ ბიზანტიის მიმართ პოლიტიკური დაპირისპირების ფარული მოტივით, კირიონის საქართველომ მტკიცედ უერთგულა მართლმადიდებლობას, რაც ფიზიკურად სომხურ მწვალებლურ ეკლესიისაგან გამიჯვნაში გამოვლინდა. არა თუ მხოლოდ განაშორა ქართული ეკლესია სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიასთან ერთობას, არამედ თვით წმინდა შუშანიკ დედოფლის ნეშტიც გადმოიტანა ცურტავიდან თბილისის მეტეხის ტაძარში, რათა ყველა რჯულგანდგომილისთვის საცნაურეყო: "რამეთუ ნამდვილი ცხოვრება საუკუნო, არა ნათესაობით მოიპოების, არამედ აღსარებითა წმინდისა სარწმუნოებისა, რომელსა ზედა დამკვიდრებულ არს მსოფლიო სამოციქულო კათოლიკე ეკლესია". ხოლო სომეხთა სარწმუნოება ისევე აღრეული და ეკლექტიკური იყო, როგორც მათივ ანბანი, უსისტემოდ მიმობნეული ასო-ნიშნით".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 10:09 PM

"შემოქმედის გულანი 1004 სქელი ქაღალდის ფურცელს შეიცავს და ზუსტად ორ ფუთს იწონის. იგი XVIII საუკუნის I ნახევარში გადაუწერიათ საბა და იოსებ ტუსკიებს. ამჟამად იგი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდ "გურიაში". მეორე ხელნაწერი, გარდა წმინდანთა ცხოვრებისა, სხვა საინტერესო თხზულებებსაც შეიცავს. მათგან აღსანიშნავია ვრცელი ტრაქტატი, "თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა არსენისა მცხეთელი კათალიკოზისა". ამ ტრაქტატში მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი VI-VII საუკუნეების ქალკედონის კრების შემდეგ."

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:13 AM

"არსენ კათალიკოსი, იგივე არსენ საფარელი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი. მას უნდა ეკუთვნოდეს პოლემიკური თხზულება "განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა", რომელიც ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოებრივი ურთიერთობისა და დაპირისპირების ისტორიას ეხება. ზოგი მკვლევარის აზრით, შესაძლოა ეს თხზულება სხვა არსენის დაწერილი იყოს".

/"თვენი" წიგნი 27, 21 სექტემბერი - 30 სექტემბერი, გვ.86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:34 PM

"პეტრიწონის სკოლის წარმომადგენელთა შორის, სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ დავით პეტრიწონელის სახელი შემოგვრჩა, რომელიც XI საუკუნის II ნახევრის მოღვაწე უნდა იყოს. "დოგმატიკონში", ნიკიტა სტიფატის თხზულების თარგმანის ბოლოს, იკითხება: "ლოცვა ყავთ, მამანო, არსენისათვის თარგმანისა და დავითისათვის, პეტრიწონელისა მონაზონ-ხუცისა, რომლისა იძულებითა ბერძნულისაგან გადმოუქართულებიან ხუთნი ესე სიტყუანი სომეხთა განმაქიქებელნი".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 09:39 AM

"ჯუმბერ კოპალიანს არ უყვარს ყურადღების მიპყრობა - ლაბა-ხარივით თავაუღებლად შრომობს და იღწვის სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისმა დაუღალავმა გარჯამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ დმანისის რეგიონი, რომელიც თითქმის "დაცლილი იყო ქართველებისგან", "გაქართველდა" - ბატონმა ჯუმბერმა გამოიკვლია მე-19 საუკუნეში სომხებად ჩაწერილი ქართველების გენეალოგია და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, მთელ საქართველოში, 200 ათასამდე ქართველს დაუბრუნა ეროვნება და ისტორიული გვარი, რამაც სომხეთის მთავრობის დიდი აღშფოთება გამოიწვია - კრემლში გაგზავნეს საჩივარი შემდეგი ბრალდებით: "სომხების გენოციდი დმანისში კოპალიანისებურად".

ამ ცილისწამებამ ვერაფერი დააკლო ცამდე მართალ კაცს, პირიქით, ასეთ გამოხმაურებებს თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთ წარმატებად მიიჩნებს და დასძენს: "სომხები დიდი პატრიოტები არიან, არაფრის გულისთვის ეროვნებას არ შეიცვლიან. ვინც გვარი აღიდგინა - "გასომხებული" ქართველები - სავალალო მდგომარეობაში იყვნენ, არაფერი ჰქონდათ საერთო სომხებთან - მათ თვალებში დიდი ტკივილი იკითხებოდა".

/"ქაროზი" N75, 2017, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2017, 10:42 AM

"1921 წლის 7 ივლისს ბოლშევიკური პარტიის ამიერკავკასიის კავბიუროს და საქართველოს კომპარტიის პოლიტბიუროს დადგენილებით სომხეთს გადაეცა ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილი, ე.ი. "ლორეს რაიონის" 2367 კვ.კმ ფართობით, შემდეგ, 1925 წელს, სომხეთს კიდევ მიაკუთვნეს ქართული მიწის 207,94 კვ.კმ იმავე ბორჩალოს მაზრაში. საერთო ჯამში 1921-1925 წლებში საბჭოთა მთავრობამ სომხეთს საჩუქრად გადასცა საქართველოს ტერიტორიის 275,38 კვ.კმ".

/ბონდო არველაძე, არმენოლოგი, პროფესორი
"საპატრიარქოს უწყებანი" N35, 2017, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 08:43 PM

"საქართველოსგან განსხვავებით, მონოფიზიტ არმენებს ცუდად ექცეოდნენ ბიზანტიაში. ცნობილი სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის (მათე ურჰაელის) ცნობით - რომელიც დავით აღმაშენებლისა და დიმიტრი პირველის თანამედროვე იყო - მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიაში ბერძენ მიტროპოლიტ მარკოსს ისე სძულებია სომხები, რომ თავისი ძაღლისთვის არმენი დაურქმევია".

/"თბილისელები" N29, 2019, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2019, 07:08 PM

"სომხებს განსაკუთრებით სწყალობდა რუსული რეჟიმი კავკასიაში"

/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2020, 09:05 PM

"ექვთიმე გრძელი (XI ს.) - წმ.; გამოჩენილი წყაროსთაველი მოღვაწე. მან ბაგრატ IV-ის მეფობაში, 1046 წელს ღრტილაში (ჯავახეთი) მონაწილეობა მიიღო ქართველ-სომეხთა პაექრობაში, რომელიც სარწმუნოებრივ საკითხებს ეხებოდა. სომეხთა მხრივ მონაწილეობდა მარმაშენის წინამძღვარი, სწავლული ორატორი სოსთენი. ექვთიმე გრძელმა, ანუ იერუსალიმელმა, სოსთენი სასტიკად დაამარცხა. რუის-უბრნისის კრება (1103 წ.) ექვთიმეს იხსენიებს ცნობილ ქართველ მოღვაწეთა შორის და საუკუნო ხსენებას უთვლის მას. იგია ინიციატორი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აშენებისა"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.211/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2020, 10:30 PM

"1919 წელს პარიზში გამართულ კონფერენციაზე ზურაბ ავალიშვილმა გადაჭრით გაილაშქრა ინგლის-სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად ითვალისწინებდა ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსის და არდაგანის (ისტორიული არტაანი) მხარეების სომხეთისათვის გადაცემას. მომდევნო 1920 წლეს მან მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა ანტანტის სახელმწიფო უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში ზედმიწევინით იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ. 49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:14 PM

"აკელდამა საკმაოდ გვიან პერიოდამდე იყო სასაფლაო. ჯერ კიდევ VII საუკუნეში, აქ კრძალავდნენ იერუსალიმში მცხოვრებ ქრისტიან სომხებს".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1. გვ. 49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 07:59 PM

"[კათალიკოსი] კირიონ I (595-610 წ.წ.) - ამ დროს მოხდა სომხებისა და ქართველების სარწმუნოებრივი საბოლოო გათიშვა"

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 03:23 PM

"სომეხ ხალხს კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ყოველთვის მეტ უპირატესობას აძლევდა ქართველ ხალხთან შედარებით. თურქეთიდან გადმოასახლეს 200 ათასზე მეტი სომეხი, რომელნიც არ მიიღო სომხეთმა და ისინი რუსეთმა დაასახლა სამცხის, ბორჩალოს, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში. ათეულობით გადარჩენილი ტაძარი და მონასტერი, ქართველთა საუკუნოებრივი სიმდიდრე მათ ხვდა წილად. ამის წყალობით, თითქმის მთელი სამხრეთ საქართველო სომხებს ჩაუვარდათ ხელში".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 07:28 PM

"ანტონი [I კათალიკოსი] მიუხედავად თავისი ფართო შემწყნარებლობისა, ყოველთვის უკომპრომისო იყო მწვალებელთადმი. ამის პირველი მაგალითია "მზამეტყველება", რომელიც სომხური მონოფიზიტური მწვალებლობის მკაცრი მხილებაა. თუმც ეს ყოველივე არ გადადიოდა სომხეთისადმი ეროვნულ სიძულვილში, პირუკუ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტონი ავითარებდა და აღრმავებდა ქართულ-სომხურ ლიტერატურულ ურთიერთობას, სომხურ მწერლობის ნიმუშების ქართულად გადმოღებით. იგი ქართული საქმის სამსახურში აბამდა მართლმადიდებელ სომხებს".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 55/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2022, 10:02 PM

"სომხები თავგამოდებით ცდილობდნენ ქართველებს ანტიქალკედონური ანუ მონოფიზიტური მრწამსი ეღიარებინათ და, ამდენად, სომხურისა და თვით სპარსეთის ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციას და მოძღვრებას მიმხრობოდნენ. ისინი მუქარასაც არ ერიდებოდნენ და იმჟამად სომხეთში მყოფ სპარსეთის დიდმოხელეს, გურგანის მარზპანს, სუმბატ ბაგრატუნის, სთხოვდნენ კიდეც "აეღო მახვილი და ყოველ ქართლს შერკინებოდა". მეორე მხრივ, მათ სპარსეთის შაჰთანაც უჩივლიათ და, როგორც არსენი საფარელი ამბობს: "მაშინ სომეხთა შეასმინეს ქართლი მეფეთა თანა სპარსთასა, ვითარმედ ჰრომთა უპყრია სარწმუნოებაი". მიუხედავად ამისა, კათოლიკოსი კირიონი, ქართლის ერისმთავარი ადარნერსე და სხვა მთავრები მტკიცედ იდგნენ ბიზანტიის ოფიციალური სარწმუნოებრივი მრწამსის, დიოფიზიტიზმის პოზიციებზე, რამაც, საბოლოოდ, 607//608 წელს სომხეთსა და ქართლს შორის საეკლესიო განხეთქილება გამოიწვია. ქართლში ყველგან ქართული საეკლესიო მღვდელმსახურება დაწესდა".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.93/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 03:35 PM

"ქართულ-სომხურმა საეკლესიო განხეთქილებამ იდეურად საბოლოოდ გამიჯნა ერთმანეთისაგან სამხრეთ კავკასიის ორი უახლოესი მეზობელი - საქართველო და სომხეთი (VII ს.)".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.347/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 02:35 PM

"საქართველოში დასახლებულ სომეხთა უმეტესობისთვის დედაენა ქართული იყო. ისინი ისევე ებრძოდნენ შემოსულ მტერს, როგორც ქართვლები. არაერთი სომეხი დროთა განმავლობაში ეთნიკურად ქართველად იქცა.

საქართველოში წინა საუკუნეებში მოსული სომხებისგან განსხვავებით, ჯავახეთში მოსულ სომხებს არასდროს გამოუჩენიათ ქართული ენის შესწავლის სურვილი. ეს გასაგებიცაა, ისნი ხომ რუსეთის იმპერიამ გადმოასახლა საქართველოს ტერიტორიაზე იმ დროს, როდესაც საქართველო რუსეთის კოლონია იყო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 214/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 09:38 PM

"სომხებთან დაკავშირებით ერთი რამეც უნდა აღინიშნოს. ცნობილია, რომ დედამიწაზე ერთი წინაპრისგან მომდინარე ეთნოსი საერთოდ არ არებობს. მათ შორის არიან ქართველებიც. ბუნებრივია, საუკუნეთა განმავლობაში არაერთი სხვა ეთნიკური წარმომადგენლებიც შეერივნენ ქართველებს. გაქართველებულთა შორის სომხებიც იყვნენ. ქართველები არც ერთი სხვა ხალხიდან წარმომავლობას არ თაკილობდნენ. მხოლოდ სომხური წარმომავლობის ქართველებისადმი შეინიშნებოდა ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულება. რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო ადრე შუა საუკუნეებში მომხდარი საეკლესიო განხეთქილებით, ქრისტიანობის სხვადასხვა კონფესიებისადმი მიკუთვნებულობამ ერთგვარი ზღვარი გაავლო ქართველებსა და სომხებს შორის".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 332/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2022, 09:40 PM

"ქართველებსა და სომხებს შორის საეკლესიო დაპირისპირების დროს, ტაოში დიოფიზიტობამ გაიმარჯვა და ის დიოფიზიტობის ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 192/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 02:19 PM

"კაფაში ქართველებზე ბევრად მეტი სომეხი ცხოვრობდა. მათი ერთი ნაწილი საქართველოდან იყო წასული. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში ქართველებსა და სომხებს შორის გაუთავებელი დავა იყო"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 237/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 11:42 AM

"ძეგლისწერის შემდეგ XV საუკუნეში ცხრაზმის საკრებულომ ისევ განიხილა ეს საკითხი: "უკუეთუ ქართველმან სომეხს ქალი მისცეს ცოლად და ანუ მოიყვანოს, მონათლოს ანუ გააშვებინოს, საკანონო გ. ძროხა მიართვას". აქ აკრძალვის მიზეზი, ალბათ, სომხების მონოფიზიტობა იყო და თუნდაც რომ მართლმადიდებელ ქართველს მწვალებელი სომეხი მოენათლა, მაინც ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი - 3 ძროხა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.272/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 08:05 PM

"მონოფიზიტობა სომხეთში შემოიტანა ალექსანდრიის პატრიარქმა პეტროს მკაწვრელმა V საუკუნეში. პეტროს მკაწვრელი თავის დროზე იყო თურმე ძალიან წმიდა ეპისკოპოსი, იმდენად წმიდა, რომ თანამწირველებად ანგელოზები ჰყოლია. მაგრამ შემდეგ ჩავარდა ღმრთისმშობლის გმობაში: წმიდა გადმოცემის მიხედვით "უნებურად შესცოდა დედოფალმა და დაიწყო პეტროსმა ლანძღვა და წყევლა ქალთა მოდგმისა. დედოფალმა პატიება სთხოვა თავმდაბლად და მიუთითა, რომ მისი გულისათვის მთელ ქალთა მოდგმას ნუ წყევლიდა, რამეთუ იგი ღმრთისმშობელსაც მისწვდებოდა, რადგანაც ღმრთისმშობელიც ქალია და და ამავე დროს დედა არის ყოველთა, ხოლო რადგან პეტროსს არ მოუშლია თავისი ლანძღვა-გინება, განრისხებულ დედოფალს განუკვეთია იგი ეკლესიიდან". ამის შემდეგ მასში გაიმარჯვა ეშმაკმა და იგი გახდა მონოფიზიტი. ასე გაუკუღმართებული აღმსარებლობით ჩამოვიდა სომხეთში და შერყვნა წმიდა გრიგოლ პართელის მიერ დაკვიდრებული მართლმადიდებლობა. პეტროს მკაწვრელს ყოველგვარ დახმარებას უწევდა სპარსეთი, რომლის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა მართლმადიდებლობის განადგურება საერთოდ".

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 191/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 08:29 PM

"... მაგრამ ამდენი მორეული საშინელება მაინც კიდევ ვერას უზამდნენ ვერ ერეკლეს, ვერც იმის ოჯახს და ვერც საქართველოს, თუ ის ქალაქ ტფილისის ზოგიერთი სომხები არ ყოფილიყვნენ... სადაც ყოველი წინააღმდეგობა, ანუ გაძლიერებული მტრობა იყო, ამათგან იყო; აღა-მაჰმად-ხანიც ამ სომხებმა მოიყვანეს და საქართველოც იმათ დაღუპებს..."

/"კარიბჭე" N3, 2023, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:30 PM

"გიორგი მერჩულე გვაწვდის ცნობას წმიდა ნერსე III კათოლიკოსზე. ნერსე ეროვნებით სომეხი იყო. იგი აღიარებდა მართლმადიდებლურ (დიოფიზიტურ) მრწამსს და მოღვაწეობდა ქართველი მამების გვერდით (VI-VII საუკუნეებში ტაო-კლარჯეთისთვის თავი შეუფარებიათ სამშობლოდან დავნილ დიოფიზიტ სომხებს). წმიდა ნერსემ VII საუკუნის 30-იან წლები საფუძველი ჩაუყარა იშხნის ტაძარს და იქვე მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით"

/"კანდელი" N7, 2022, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2023, 05:11 PM

"მე მქონდა საუბარი სომეხთა კათალიკოსთან და ის მეუბნებოდა, რომ მას ძალიან მოსწონს ქართული ცეცხლოვანი ცეკვები. კათოლიკოსს ურჩევია სომხური გუნდებისათვის, გადაეღოთ ჩვენგან გარკვეული ელემენტები და სომხურ ცეკვაში შეეტანათ. ამის რამდენიმე მცდელობა ჰქონიათ, მაგრამ ვერ გაითავისეს იმიტომ, რომ მათ სხვა გენეტიკური კოდი აქვთ, მათ თავისი კულტურა აქვთ. რა თქმა უნდა, მათი კულტურაც ძალიან მაღალია, მაგრამ განსხვავებულია ქართულისაგან".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილი II
"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2023, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: გუშინ, 09:49 PM

"სომხეთი გაიწირება, დაეცემა და აოხრდება და მის მცხოვრებთ მახვილი და ტყვეობა შთანთქავს"

/წმინდა მეთოდე პატრელი, "თქმული მეორედ მოსვლისათვის", გვ.9/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)