IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
loen
პოსტი Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.

ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18).

იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა.
მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული.
ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში.
ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე
ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი.
სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები.
შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან:
"..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..."
აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ.
ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე).
ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის.


P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება).


სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
loen
პოსტი Nov 10 2008, 11:14 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა
ძალიან კარგი, ე.ი. როგორც გავიგე ჩვენც, ვიჩოქებთ რა ხატების წინაშე, მათ თაყვანს ვცემთ და შედეგად კერპთაყვანისმცემლობაში ვვარდებით...ასე გესმით ხომ? ძალიან გთხოვთ ამაზე მიპასუხეთ პირდაპირ
მაშინ მაინტერესებს შესცოდა თუ არა მაკაბელთა წიგნში ნახსენებმა მღვდელმთავარმა, როდესაც მუხლი მოიდრიკა საკურთხევლის წინაშე?

Третья книга Маккавейская, глава 2
1. А первосвященник Симон, преклонив колени пред святилищем и благоговейно распростерши руки, творил молитву


კანუდოსელი,


უნდა გამეცა პასუხი ამ კითხვისთვის პირველად რომ შემეკითხე, მაგრამ იმდენი შეკითხვები იყო, უბრალოდ გამომრჩა( იგნორი არ ყოფილა).

არ მითქვამს, რომ კერპთაყვანისცემლობაში ვარდებით, რადგან არ აღმერთებთ რაღაცას ან ვიღაცას. იცით ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და იცით რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა.
მაგრამ ამართლებთ იმას რასაც ეს ჭეშმარიტი ღმერთი კრძალავს - ხატთაყვანისცემას და მსახურებას.
მაგალითს მოვიყვან ძველი აღთქმის ერთერთი წიგნიდან:
"...და უთხრა მათ აარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები, რომელნიც თქვენს ცოლთა, ძეთა და ასულთა ყურებზეა, და მოიტანეთ ჩემთან"..... და აიღო მათი ხელიდან და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრელით, და მათ თქვეს:"ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან." და როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო მის წინაშე, და თქვა აარონმა:"უფლის დღესასწაულია ხვალ." (გამოსვლა 32:2-5)
ერთი შეხედვით კაცი იტყვის, რომ ეს ხბო იყო კერპი(ე.ი. ჭეშმარიტი ღმერთი უარყვეს და ხბო გააღმერთეს), მაგრამ თუ დავუკვირდებით მათ ძალიან კარგად იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი ვინ არის და თავიანთ ჭკვაში გააკეთეს ღმერთის ხატება იმისაგან , რაც ძვირფასი რამ ქუნდათ და ამით ეგონად , რომ ღმერთს აამებდნენ. ეს ხბო კერპი რომ არ იყო, იქიდან ჩანს, რომ თქვეს , ეს ის ღმერთიაო , რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანათო. მათ კი კარგად იცოდნენე, რომ "ხბოს ღმერთმა" კი არა არამედ, ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოიყვანა ეგვიპტიდან ისინი. ასევე - უფლის დღესასწაულიაო ხვალეო. კი არ იძახოდნენ "ხბოს ღმერთისო" ანდა ზოგადად ღმერთისო, არამედ კონკრეტულად უფლისო. აქედან გამომდინარე ეს ოქროს ხბო არ ყოფილა კერპი, არამედ იყო ხატება (იმათ ჭკვაში) უფალი ღმერთისა. მაგ დროს არ ყავდათ წმინდანები რომ მათი ხატები გაეკეთებინად, არამედ პირდაპირ ღმერთის ხატი გააკეთეს. ასევე იცოდნენ, რომ მოსე იყო მთაზე ასული უფალთან სალაპარაკოთ და დარწმუნებული ვარ დიდი რაოდენობით ოქრო, დრო და ენერგია დახარჯეს ამ ხბოს გაკეთებაში და ეგონათ, რომ ღმერთი ამას რომ ნახავდა შეაქებდა მათ.მაგრამ თუ გააგრძელებთ წაკითხვას, ღმერთი ისე განრისხდა,რომ მოსეს უთხრა:"...ახლა მიმიშვი, რათა აღეგზნოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი..." (გამოსვლა 32:10).
იგივე არ ხდება? ხატებს ცემთ თაყვანს და ფიქრობთ, რომ ამით ღმერთს აამებთ. თუ დავფიქრდებით ღმერთის მცნებების დარღვევასთან ერთად, იმათაც შეურწყოფთ, ვინც მაგ ხატებზეა გამოსახული იმიტომ, რომ მათ იმისთვის იცოცხლეს და თავი შეაკლეს თავიანთ რწმენას, რომ ამით ღმერთი განედიდებინათ და არა თავიანთი თავი, თქვენ კი მათ ადიდებთ ღმერთის მაგივრად.

მაკაბელთა წიგნი არ წამიკითხავს და არ ვიცი საიდან მოდის, ვისი დაწერილია.
თუ ბიბლიის ერთერთი წიგნია, მაშინ შეიძლება ქართულად სხვა სახელი ქვია.
შემდეგში თუ დამიზუსტებ სად შეიძლება წავიკითხო, კარგი იქნება.

ციტატა
ჯერ ამაზე არ გვინდა, თუმცა მოკლედ გეტყვი, რომ არ იცი ნამდვილად რა და როგორ


ყველაფერი კარგად ვიცი, ვხედავ და მესმის ყველაფერი.
თუ ვიტყვიტ, რომ ხატებს მხოლოდ "დაღუპულთა სურათების" დანიშნულება აქვს დღევანდელ მართმადიდებელ ეკლესიაში, თავს მოვიტყუებთ.(შეიძლება ოდესღაც ქონდათ ეს დანიშნულება). ეხლა კი ხატები არის ქცეული თაყვანსაცემ საგნებად.
ეხლა კი ერთ ციტატას მოვიყვან პავლეს წერილიდან და თქვენ როგორც გინდათ ისე ახსენით. მკაცრი სიტვებია , მაგრამ სიმართლეა. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ამ ხატებზე არ არის აქ ლაპარაკიო, მაგრამ პავლე ამბობს ადამიანის ხატებიო, და წმინდანთა ხატებიც ამ კატეგორიაში შედის:
"...რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში..." (რომაელთა 1:21-23)
აქ ის წერს არა კერპიო , არამედ ხატიო. და ასევე წერს იციანო ღმერთი ვინც არისო "შეიცნეს ღმერთი". ე.ი. კერპი კი არ გაიკეთესო, არამედ ხატებიო.
ასე მკაცრად თუ წერია რამე ბიბლიაში, ნიშნავს იმას რომ ღმერთს ვუყვარვართ და გვაფრთხილებს, რომ ეს არ არის სახუმარო ანდა რაღაც უმნიშვნელო. მაგრამ თუ მოვინანიებთ, ღმერთი მოწყალეა და გვპირდება, რომ გვაპატიებს.

ციტატა
პირველ რიგში თქვენ გმართებთ ეს - რადგან ასე უაპელაციოდ კერპთაყვანისმცემლებად ნუ გვაცხადებთ


არ განვსაჯოთ მეთქი , რომ დავწერე, პირველ რიგში ჩემი მისამართით დავწერე ეს. იმის თქმა მინდოდა, რომ ნუ მიიღებთ მეთქი განსჯად. და სხვანაირად როგორ შეიძლება არ ვიცი, თუ არ ვთქვი პირდაპირ, როგორ გითხრათ სხვანაირად. განსჯად კი არა, მიიღეთ როგორც "მოყვარის პირში ძრახება". ბიბლიაში არ წერია ზუსტად ამ სიტყვებით, მაგრამ იესო მოგვიწოდებს მოყვასის მხილებას, თუ ვხედავთ , რომ ის სცოდავს.
ასე რომ მიიღეთ მოყვასისაგან სიყვარულით მხილებად.
მე რომ ვინმემ მიმითითოს ჩემს ცოდვაზე, ბუნებრივი რეაქცია მეც მასეთი მექნება, არ მესიამოვნება, მაგრამ რო დავფიქრდები მივხვდები, რომ ამ ადამიანს კარგი უნდა ჩემთვის.
ამასთან, კერპთაყვანისმცემლებად არ გაცხადებთ, არამედ თქვენ თვითონ აღიარებთ ხატების თაყვანისცემას, და უბრალოდ იმას გეუბნებით , რომ ღმერთი კრძალავს ამასაც.

ციტატა
ამ ადამიანს(ლეონს) სახლში სურათი ააქვს?


agmsarebeli,

რა დაგიშავე, რომ აღარ მელაპარაკები და პირდაპირ მე აღარ მეკითხები? smile.gif (ვხუმრობ)

გაგცემ მაინც პასუხს. სურათები ბევრი მაქვს, მაგრამ თაყვანს არცერთს არ ვცემ. და არც შენ გირჩევ ძმაო.(იმედია არ გეწყინება ჩემგან ძმაოდ მომართვა).


სიყვარულით,

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 10 2008, 11:55 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ლოენ, მეჩვენება რომ ალოგიკურად მპასუხობ და აი რატომ:

ციტატა(loen @ Nov 10 2008, 12:14 PM) *

არ მითქვამს, რომ კერპთაყვანისცემლობაში ვარდებით, რადგან არ აღმერთებთ რაღაცას ან ვიღაცას. იცით ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და იცით რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა.

თუ აეა, მაშინ:
ციტატა(loen @ Nov 10 2008, 12:14 PM) *

მაგრამ ამართლებთ იმას რასაც ეს ჭეშმარიტი ღმერთი კრძალავს - ხატთაყვანისცემას და მსახურებას.

და განა ეს ძველ აღთქმაში კერპთაყვანისცემის საწინააღმდეგოდ არ მიეცა ადამიანებს?

ე.ი. თუ ღმერთი კრძალავს, კრძალავს სწორედ კერპთაყვანისცემის გამო
თუმცა აქ მოგყავს შენეული ვერსია, რომ ის გამოსახულება არ იყო კერპი:
ციტატა(loen @ Nov 10 2008, 12:14 PM) *

"...და უთხრა მათ აარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები, რომელნიც თქვენს ცოლთა, ძეთა და ასულთა ყურებზეა, და მოიტანეთ ჩემთან"..... და აიღო მათი ხელიდან და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრელით, და მათ თქვეს:"ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან." და როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო მის წინაშე, და თქვა აარონმა:"უფლის დღესასწაულია ხვალ." (გამოსვლა 32:2-5)
ერთი შეხედვით კაცი იტყვის, რომ ეს ხბო იყო კერპი(ე.ი. ჭეშმარიტი ღმერთი უარყვეს და ხბო გააღმერთეს), მაგრამ თუ დავუკვირდებით მათ ძალიან კარგად იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი ვინ არის და თავიანთ ჭკვაში გააკეთეს ღმერთის ხატება იმისაგან ,

მეჩვენება, რომ კარგდ არ გესმის შინაარსი...
თვითონ ამბობენ:ესაა ღმერთი შენი, თავად ამბობ: "ღმერთის ხატება იმისაგან " - ე.ი. მათ ღმერთი ასეთად წარმოუდგენიათ და ასევე: ხბოს და ხარის კულტი ერთერთი უძველესი კულტია და ეს უნდა იცოდე...

ანუ მიწერ რომ: ერთი შეხედვით კაცი იტყვის, რომ ეს ხბო იყო კერპი - და არ იყო?
ლუკა მოციქული ასე არ თვლის, აი რას წერს ის მოციქულთა საქმეებში ამ ამბის გახსენებისას:
"და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს" საქ. 7 41
წაკითხვას კიდევ გაგებაც უნდა

და განა ასე რომ არ ყოფილიყო ისე მკაცრად დასჯიდა ღმერთი მათ...იმედია გახსოვს რა ჟლეტა მოაწია იმ ხალხს მოსემ ღმერთის დავალებით...

ამიტომ შენი დასკვნა:
ციტატა(loen @ Nov 10 2008, 12:14 PM) *

იგივე არ ხდება? ხატებს ცემთ თაყვანს

უბრალოდ არასწორია

ციტატა(loen @ Nov 10 2008, 12:14 PM) *

მაკაბელთა წიგნი არ წამიკითხავს და არ ვიცი საიდან მოდის, ვისი დაწერილია.

ეს ერთერთი ე.წ. არაკანონიკური წიგნია ბიბლიისა, თუმცა მაინც ძალზედ საინტერესო და ბევრისმთქმელი

და მაინც ის ადამიანი (თუნდაც თვლიდე, რომ წიგნი არ გადმოსცემს კანონიკურის ტოლფასს), სიმეონი, რაც იმ ისტორიაშია აღწერილი - ჩავარდა კერპთაყვანსცემაში (თუნდაც ხატის მსახურებაში - როგორც არასწორად განმარტე გამოსვლის ადგილი) თუ არა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ მუხლი მოიყარა ქმნილების წინ? მიპასუხე ძალიან გთხოვ
და თუ მაინც ჩავარდა, რატომ არ წერია იმავე წიგნში ეს ფაქტი - რომ მან შესცოდა - ეს ხომ მნიშვნელოვანია ძალიან და ამისი გამოტოვება უადგილოა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
loen   ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები   Oct 31 2008, 11:40 AM
sandro40   ძალიან კარგია რომ ...   Oct 31 2008, 12:27 PM
ეკატერინე   loen აი, რას წერს იუსტ...   Oct 31 2008, 12:44 PM
ეკატერინე   იუსტინეს ნაშრომიდ...   Oct 31 2008, 12:54 PM
მნათე   loen სახარებისეული ც...   Nov 1 2008, 04:04 AM
loen   ჯერ მინდა ვთქვა, რო...   Nov 2 2008, 11:30 AM
მნათე   მოკლედ, იცნობ თუ ა...   Nov 2 2008, 08:58 PM
loveli   რატომ აიგივებ ხატ...   Nov 3 2008, 08:26 PM
კანუდოსელი   loen მეც ჩავერევი რამ...   Nov 3 2008, 09:37 PM
agmsarebeli   გაიხსენეთ ქერუბიმ...   Nov 3 2008, 11:14 PM
chelo   მამა პაისს ასეთი მ...   Nov 3 2008, 11:47 PM
inaina   loen გული ამიჩუყდა :cray...   Nov 4 2008, 12:35 AM
sergi_glaxa   საინტერესო თემააა ...   Nov 4 2008, 10:37 AM
Iona   ვაბშეტა შაბათიც აღ...   Nov 4 2008, 02:06 PM
loen   როგორც პირველ პოსტ...   Nov 5 2008, 11:29 AM
კანუდოსელი   loen ძალიან კარგი ძა...   Nov 5 2008, 11:56 AM
კანუდოსელი   loen ძალიან კარგი ძა...   Nov 9 2008, 10:23 AM
Floyd   loen და ვინ გითხრა რო...   Nov 5 2008, 12:09 PM
კანონისტი   loen ისე გამოდის, რომ ...   Nov 5 2008, 12:54 PM
sergi_glaxa   კანონისტი შენ ერკ...   Nov 5 2008, 02:58 PM
მხევალი ნინო   sergi_glaxa და ესეთი მხოლ...   Nov 5 2008, 04:45 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa და ესეთი მხოლ...   Nov 5 2008, 04:51 PM
chelo   loen ვიცოდი რომ მაგას ...   Nov 5 2008, 08:51 PM
inaina   loen ეს ყველაფერი დემ...   Nov 5 2008, 10:17 PM
კანონისტი   sergi_glaxa მესმის რასაც ...   Nov 6 2008, 11:46 AM
loveli   leon მაინტერესებს ხა...   Nov 6 2008, 09:38 PM
agmsarebeli   თვით ადამიანი ვისი...   Nov 6 2008, 09:56 PM
chelo   თვით ადამიანი ვის...   Nov 7 2008, 12:06 AM
loen   ეს პოსტი იყო ჩემი პ...   Nov 7 2008, 10:46 AM
ზვარე   მე ვერაფერს დაგიშ...   Nov 10 2008, 06:02 PM
ზვარე   [b]loen - ''რომელსა გ...   Nov 17 2008, 01:08 AM
inaina   loen ამაზე ისევ ეს წა...   Nov 8 2008, 01:31 AM
loen   [b]loen ამაზე ისევ ეს წ...   Nov 8 2008, 11:04 AM
sergi_glaxa   ხატები არ ახდენენ ...   Nov 8 2008, 12:51 PM
agmsarebeli   ხატები არ ახდენენ ...   Nov 8 2008, 09:18 PM
კანონისტი   loen მაშინ, ასეთი კითხ...   Nov 8 2008, 01:53 PM
dariala   ცუდად ვარ გამიტან...   Nov 8 2008, 09:25 PM
inaina   loen თუ იცი რაღატომ გ...   Nov 8 2008, 10:14 PM
dariala   loen ჩემი აზრით რაც უფ...   Nov 8 2008, 10:22 PM
loen   inaina, მაშინ შენი ...   Nov 9 2008, 04:49 AM
agmsarebeli   ამ ადამიანს(ლეონს) ...   Nov 9 2008, 12:58 PM
loen   კანუდოსელი, უნდა ...   Nov 10 2008, 11:14 AM
კანუდოსელი   ლოენ, მეჩვენება რო...   Nov 10 2008, 11:55 AM
loen   ლოენ, მეჩვენება რო...   Nov 10 2008, 01:40 PM
კანუდოსელი   loen მისმინე მეგობარ...   Nov 10 2008, 01:56 PM
loen   loen მისმინე მეგობარ...   Nov 10 2008, 02:19 PM
კანუდოსელი   დაჩოქვით იქნება თ...   Nov 10 2008, 02:35 PM
loen   ე.ი. თვლი, რომ დაჩოქ...   Nov 10 2008, 03:14 PM
კანუდოსელი   loen და შენ არ მითხარ...   Nov 10 2008, 03:15 PM
agmsarebeli   ლეონ შენთვის ძვირფ...   Nov 10 2008, 03:32 PM
კანუდოსელი   agmsarebeli აცალე კაცს, ჯე...   Nov 10 2008, 03:36 PM
agmsarebeli   ვაცდი კაცო.....ეს გარ...   Nov 10 2008, 04:03 PM
inaina   ზვარე მე ამ მხარეზ...   Nov 10 2008, 07:25 PM
loen   კანუდოსელი, ის კი...   Nov 12 2008, 02:47 PM
ზვარე   თქვენი მსჯელობიდ...   Nov 12 2008, 09:58 PM
ზვარე   loen წმიდა წერილი ამ ...   Nov 12 2008, 09:44 PM
constantine   რომის პაპი ვინაა?   Nov 12 2008, 11:35 PM
loen   ზვარე, მასე უნდა ი...   Nov 13 2008, 09:39 AM
კანუდოსელი   loen და ეს ფაქტი აქარ...   Nov 13 2008, 10:17 AM
loen   loen და ეს ფაქტი აქარ...   Nov 15 2008, 04:22 AM
ზვარე   loen შეგიძლია იხილო...   Nov 13 2008, 10:48 AM
constantine   loen არა მე შენთვის ა...   Nov 13 2008, 11:12 AM
loen   loen არა მე შენთვის ა...   Nov 15 2008, 04:50 AM
agmsarebeli   ლეონ ქრისტიანე ხაა...   Nov 15 2008, 11:01 AM
loen   ლეონ ქრისტიანე ხა...   Nov 16 2008, 12:25 PM
neo   ამ ლოგიკით მე რომ ...   Nov 15 2008, 11:42 AM
loen   ამ ლოგიკით მე რომ ს...   Nov 16 2008, 12:07 PM
sergi_glaxa   loen კარდაგ წერთ :)   Nov 16 2008, 04:58 PM
Adolf   ლეონ ესეიგი რისი თ...   Nov 16 2008, 05:02 PM
agmsarebeli   შენ მიპასუხე ლეონ......   Nov 16 2008, 10:23 PM
loen   [size=3] [b]loen - ''რომელს...   Nov 17 2008, 12:25 PM
კანუდოსელი   loen ანუ, კიდობანი იგ...   Nov 17 2008, 12:39 PM
sergi_glaxa   ახლა დეჟავუ მემართ...   Nov 17 2008, 01:39 PM
კანუდოსელი   sergi_glaxa საღვთო წერილს ...   Nov 17 2008, 02:34 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი ჩემო კ...   Nov 17 2008, 02:49 PM
კანონისტი   sergi_glaxa და ვინ თქვა რო...   Nov 17 2008, 02:52 PM
კანუდოსელი   sergi_glaxa ავოე :D შენ გგო...   Nov 17 2008, 02:54 PM
კანონისტი   კანუდოსელი არა, ის...   Nov 17 2008, 02:55 PM
loen   მათთვის იყო და გაკ...   Nov 17 2008, 03:08 PM
კანუდოსელი   loen მე რაში ვცდები ა...   Nov 17 2008, 03:21 PM
კანონისტი   loen ანუ ღმერთმა თავი...   Nov 17 2008, 03:24 PM
კანუდოსელი   loen და იესომ საიდან ...   Nov 17 2008, 03:25 PM
კანონისტი   კანუდოსელი ნებისმ...   Nov 17 2008, 03:29 PM
sergi_glaxa   კანუდოსელი ნებისმ...   Nov 17 2008, 03:48 PM
კანონისტი   sergi_glaxa VII მსოფლიო კრე...   Nov 17 2008, 04:28 PM
loen   ამაზე გაგეცი პასუ...   Nov 19 2008, 11:32 AM
კანუდოსელი   loen ეს არის ჩემს კით...   Nov 19 2008, 11:38 AM
კანონისტი   loen ქრისტეს ორბუნებ...   Nov 19 2008, 01:12 PM
კანონისტი   loen ალბათ, გაგიგია, რ...   Nov 19 2008, 01:24 PM
sergi_glaxa   აღარ გინდათ რა....ხო...   Nov 19 2008, 01:57 PM
კანუდოსელი   შენი არგუმენტები მ...   Nov 19 2008, 02:38 PM
კანონისტი   sergi_glaxa ქორწინება რომ...   Nov 19 2008, 02:57 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa ქორწინება რო...   Nov 19 2008, 03:03 PM
კანონისტი   sergi_glaxa საინტერესო მე...   Nov 19 2008, 03:09 PM
agmsarebeli   aTasi paraklisi da amdenive daujdomeli yvela xatis...   Nov 21 2008, 05:53 PM
KAIROS   ეს სასჯელი გგონია? ...   Dec 1 2008, 12:01 AM
loen   კანუდოსელი, მხოლო...   Dec 1 2008, 02:23 PM
constantine   ნუ ხალხი მომრავლდ...   Dec 1 2008, 10:53 PM
KAIROS   ? :o აბა რატომ ლოცულო...   Dec 2 2008, 12:19 AM
constantine   ვინ ხატმა? ანუ შენ ...   Dec 2 2008, 12:38 AM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 08:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი