მე ბაკურ სვანიძე ვარ და ვაპროტესტებ უკვე მერამდენედ, ცილისწამება ჩემს მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მე ბაკურ სვანიძე ვარ და ვაპროტესტებ უკვე მერამდენედ, ცილისწამება ჩემს მიმართ |
bakur svanidze |
Jul 27 2010, 02:36 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 27-July 10 წევრი № 9,204 |
,,ერთი იყო როკ-ჯგუფ "ზღვარის" სიმღერების შემქმნელი და ერთ-ერთი თანამონაწილე ბაკურ სვანიძე,,
ეს არის ამონარიდი თქვენ ფორუმზე განთავსებული ერთ-ერთი პოსტიდან. იუზერი: Amuza May 9 2010, 01:50 PM პოსტი #95 გიორგი თემა - ,,ზოგადი რელიგიური საუბრები,, (მგონი ბასე ერქვა) საქმე ის არის, რომ მე უკვე მერამდენედ გადავაწყდი მსგავს ბრალდებებს ჩემს მიმართ! სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ამასაც, გუგლის მეშვეობით. ყველას ვთხოვ - როცა ასეთ სისულელეს წერენ, ინფორმაცია კარგად გადაამოწმონ! არასოდეს არ ვყოფილვარ მე პოეტური ჯგუფის - ,,დემონის,, წევრი. ამათმა შექმნეს მერე მუსიკალური ჯგუფი ,,ზღვარი,, რომლის არც ერთი სიმღერის, არც ერთი ტექსტის არც ერთი სიტყვა მე არ დამიწერია!!! ჩემი ნომერია 877 762001 - და ვიდრე ასეთ უაზრობებს დაპოსტავდეთ დამირეკეთ ხოლმე მე არ ვამბობ რომ ,,ზღვარის,, წევრებს არ ვიცნობ. ვიცნობ და ჩემი ახლო მეგობრებიც არიან. არც ერთი მათგანი არ არის სატანისტი! სისულელეა ეგ! არ იმას ვამტკიცებ, რომ მე თავგადაკლული მართლმადიოდებელი ვარ! უბრალოდ ნუ იგონებთ დებილურ ჭორებს და ნუ ამახინჯებთ ფაქტებს! მით უმეტეს თU მართლმადიდებლობაზე გაქვთ პრეტენზია! პატივისცემით ბაკურ სვანიძე |
Amuza |
Jul 27 2010, 11:23 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
,,ერთი იყო როკ-ჯგუფ "ზღვარის" სიმღერების შემქმნელი და ერთ-ერთი თანამონაწილე ბაკურ სვანიძე,, ეს არის ამონარიდი თქვენ ფორუმზე განთავსებული ერთ-ერთი პოსტიდან. იუზერი: Amuza May 9 2010, 01:50 PM პოსტი #95 გიორგი თემა - ,,ზოგადი რელიგიური საუბრები,, (მგონი ბასე ერქვა) საქმე ის არის, რომ მე უკვე მერამდენედ გადავაწყდი მსგავს ბრალდებებს ჩემს მიმართ! სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ამასაც, გუგლის მეშვეობით. ყველას ვთხოვ - როცა ასეთ სისულელეს წერენ, ინფორმაცია კარგად გადაამოწმონ! არასოდეს არ ვყოფილვარ მე პოეტური ჯგუფის - ,,დემონის,, წევრი. ამათმა შექმნეს მერე მუსიკალური ჯგუფი ,,ზღვარი,, რომლის არც ერთი სიმღერის, არც ერთი ტექსტის არც ერთი სიტყვა მე არ დამიწერია!!! ჩემი ნომერია 877 762001 - და ვიდრე ასეთ უაზრობებს დაპოსტავდეთ დამირეკეთ ხოლმე მე არ ვამბობ რომ ,,ზღვარის,, წევრებს არ ვიცნობ. ვიცნობ და ჩემი ახლო მეგობრებიც არიან. არც ერთი მათგანი არ არის სატანისტი! სისულელეა ეგ! არ იმას ვამტკიცებ, რომ მე თავგადაკლული მართლმადიოდებელი ვარ! უბრალოდ ნუ იგონებთ დებილურ ჭორებს და ნუ ამახინჯებთ ფაქტებს! მით უმეტეს თU მართლმადიდებლობაზე გაქვთ პრეტენზია! პატივისცემით ბაკურ სვანიძე ერთი იყო როკ-ჯგუფ "ზღვარის" სიმღერების შემქმნელი და ერთ-ერთი თანამონაწილე ბაკურ სვანიძე, სუფთა სატანური ლექსები წაიკითხა ზოგიერთმა, იყო ძალიან აუგაი მოხსენიებაც, მაგრამ, რო მივხვდი, ეს მე არ მაინტერესებდა ავდექი და წამოვედი. აქ მე არ მიგულისხმია, რომ ბაკურ სვანიძე იყო როკ-ჯგუფ ზღვარის სიმღერების შემქმნელი, არამედ ბაკურ სვანიძე იყო ერთ-ერთი მონაწილე იმ პოეზიის საღამოსი. შუაში დასმული რთული წინადადების კავშირი "და" გამოვიყენე როგორც ორი პიროვნების გამიჯვნისა და არა ერთი პიროვნების გამოსახატად. და არც არავის ვდებ ბრალს რომ სატანისტია ეგ ჩემი საქმე არ არის და თავისი არჩევანია, უბრალოდ ავსახე, რომ სატანური ლექსები იქნა წაკითხული, თორე ის სატანისტია თუ ათეისტი რა ჩემი საქმეა. მე უბრალოდ ერთი სტუდენტური პოეზიის საღამოს შესახებ დავწერე სადაც წაკითხული იყო, წლების წინ მკრეხელური ლექსები, მინიმუმ 10 წლის უკან მოხდა, მე იმ მიზნით არ გამიჟღერებია პიროვნებების გვარი, რომ მისი შეურაცხყოფა მომეხდინა ან ამ პიროვნებების მიმართ კრიტიკა გამომეწვია. უბრალოდ მაინტერესებს დაადასტურებს, თუ არა ბაკურ სვანიძე ფაქტს, რომ იმ საღამოს წაიკითხა ლექსს. თუმცა ჩემთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა,მოდერს ვთხოვ წაშალოს ჩემი პოსტი, რომელმაც პიროვნების მღელვარება გამოიწვია და ამასთანავე თუ თემის ავტორის თანხმობა იქნება წაიშალოს ეს თემაც, რადგან ეს საკითხი ცალკე თემას არ მოითხოვს. არ ღირს არც-ერთი პოსტი, თუნდაც ერთი ადამიანის განაწყენების სანაცვლოდ. შენდობას ვითხოვ და ველი მოდერისგან რეაგირებას. პატივისცემით გიორგი ამუზაშვილი -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
ნაინა |
Jul 28 2010, 12:20 AM
პოსტი
#3
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
Amuza გიო, გახსოვს რომელი თემაა ეგ? ზოგადი რელიგიური საუბრები ჩემი განყოფილებაა, მაგრამ შეიძლება თემას ჰქონდეს ეგ სათაური და სხვა განყოფილებაში იყოს. თუ ჩემთანაა გახსნილი მომწერე და მივხედავ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
bakur svanidze |
Jul 28 2010, 04:27 AM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 27-July 10 წევრი № 9,204 |
კიდევ გამარჯობა.
არასოდეს, არც ერთ პოეტურ გაერთიანებასთან ერთად, არც ერთ პოეზიის საღამოში მონაწილეობა მე არ მიმიღია! ჩემი მეგობრები არიან სერგი ლომაძე, კახა ბაციკაძე, გიორგი ზუხბაია და შესაძლოა მათ პოეზიის საღამოს უბრალოდ ვესწრებოდი. კიდევ ვიმეორებ - არ ვაპროტესტებ იმას, თქვენს გაგებაში ჩემი ლექსები არის თU არ არის სატანისტური. სიტყვა ,,სატანიზმი,, მე სულ სხვანაირად მესმის მეგობარო! მაგ ლოგიკით სულ იოლად დავამტკიცებ ტერენტი გრანელის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის და უამრავი სხვა ქართველი თუ უცხოელი პოეტის ,,სატანისტობას,, არ შეიძლება მასე! მაგით უპირველესად ზიანს სწორედ მართლმადიდებლურ რელიგიასა და მის დამცველებს აყენებთ! ვინ ცმე მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ ყველგან და ყოველთვის ვიცავ მართლმადიდებლურ რელიგიას. მიზეზი მარტივია - ამაზე დგას ჩემი სამშობლო! ჩემი სახელმწიფო! მე რას ვწერ ლექსებში ეგ ცალკე თემაა და თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია განვიხილო თქვენთან ერთად ჩემი ნებისმიერი სტრიქონი! რადგან ეს თემა შეეხება მხოლოდ იმას, ვკითხულობდი თუ არა მე ,,დემონის,, წევრებთან ერთად ლექსებს (გინდ სატანისტურს და გინდ არასატანისტურს) ეს არასოდეს არ ყოფილა! ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ პოეზიის საღამოებში არასოდეს ვმონაწილებდი! ორჯერ თუ სამჯერ მაქვს გამართული ღრმა ჭაბუკობაში ჩემი საავტორო პოეზიის საღამო. სულ ეგ არის. ბოლო ლექსი საჯაროდ 1997 წელს წავიკითხე თეატრალურ სარდაფში! იმის მერე გავიდა 13 წელიწადი. უბრალოდ სასაცილოა რომ მაშინდელი დეტალები ახლა მახსოვდეს. კიდევ ერთხელ გთხოვთ უბრალოდ, ადამიანურად, არ არის ეს ყველაფერი ლამაზი. ვინც მართლა ებრძვის ჩვენს რელიგიას, იმას მიხედეთ. მე სულაც მაიმუნი რომ ვიყო შინაგანი რწმენით, მაინც არასოდეს მივაყენებ საჯაროდ შეურაცხყოფას მართლმადიდებლობას და პატრიქრქ ილია მეორეს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რელიგიაზე და კონკრეტულად ამ ბრძენ ადამიანზე დგას დღეს ჩვენი დაუძლურებული და მართლა სატანების ხელში ჩავარდნილი სახელმწიფო! აი ეს არის ჩემი მრწამსი! პოეზიას და ხელოვნებას კი თავისი ადგილი აქვს მეგობარო! ჩმოგართვი ხელი ადამიანურად და იმედია გესმის ჩემი. წავიკითხე შენი პასუხიც. მიხარია რომ კარგ ადამიანთან მქონია საქმე. თუ პირველ პოსტში ცოტა ვიუხეშე გამიგეთ და მაპატიეთ. თემა კი თუ გსურთ დახურეთ, თუ გსურთ წაშალეთ და მოიქეცით სურვილისამებრ. რაც იყო, იმას რაღა აზრი აქვს. ადამიანურად გთხოვ, მომავალში უფრო ყურადღებით იყო, როდესაც კონკრეტულ პიროვნებას რაიმე ბრალს უყენებ. დარწმუნებული ვარ გამიგებ ადამიანურად. იმიტომ რომ შენი პასუხიდან გამომდინარე - კარგი ადამიანი ჩანხარ! კიდევ ერთხელ გართმევ ხელს! პატივისცემით ბაკურ სვანიძე |
თამარი_ცქნაფო |
Jul 28 2010, 11:45 AM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
რას გადაეკიდეთ ამ კაცს, საიდან უგონებთ ამ ჭორებს?
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Ligia |
Jul 28 2010, 12:12 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ნაინა ამას გიორგი დაწერდა თორნიკეს გვარი დამავიწყდა დაწერილ წიგნზე, საიდუმლო სირობაზე, ანუ თქვა რომ თუ არ აინტერესებს ადამიანს ადგება და წავა და წიგნის შავი პიარისთვის უფრო მოაგებინეს ავტორს
ეს თემა დახურულია ალბათ კაი ხნის წინ, არქივი გადაქექე |
მხევალი ნინო |
Jul 28 2010, 02:06 PM
პოსტი
#7
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა რას გადაეკიდეთ ამ კაცს, საიდან უგონებთ ამ ჭორებს? არავინ გადაკდებია. ღარაც თქვა გიორგიმ, როგორც ახსოვდა ისე თქვა, ეხლა გაირკვა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Amuza |
Jul 28 2010, 06:07 PM
პოსტი
#8
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
bakur svanidze
არა არის პრობლემა ბაკურ, მე საკამათოდ ნამდვილად არ მომიყვანია ეს მაგალითი, არც შენი პიროვნების დასაკნინებლად და გასაკრიტიკებლად და არც სატანიზმში გდებ ბრალს. უბრალოდ ახალგაზრდობის და ახალგაზრდულ ვნებებზე იყო საუბარი, ეს საუბრები ეკო დეისაძის მიერ დაწერილ წიგნზე აგორდა და თუ კარგად წაიკითხავს ყველა ჩემ პოსტებს, მკითხველი მიხვდება, რომ მე ძალადურად შეკრებების დარბევის წინააღმდეგი ვარ და ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი აბოსთან როდესადაც ეს მაგალითიც მოვიყვანე. აგერ იმ პოსტის ლინკი http://church.ge/index.php?showtopic=7874&st=80 არ არის პრობლემა, კორექტირების გარეშე მიშალოს მოდერმა, ნებას ვრთავ, რადგან უბრალოდ თემა დახურულია და მე არ მძალუძს პოსტის კორექტირება ) კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ, ღმერთმა გაგვაძლიეროს ერთობაში. ძმური სიყვარულიდ გართმევ ხელს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
ნაინა |
Jul 28 2010, 07:01 PM
პოსტი
#9
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
Amuza
ციტატა არ არის პრობლემა, კორექტირების გარეშე მიშალოს მოდერმა, ნებას ვრთავ, რადგან უბრალოდ თემა დახურულია და მე არ მძალუძს პოსტის კორექტირება ) არაა წასაშლელი შენი პოსტი ამუზ, ისე ჩავასწორე, ამოვშალე ბაკურ სვანიძის სახელი. მგონი მეტი პრობლემა აღარაფერი უნდა იყოს. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
bakur svanidze |
Jul 28 2010, 07:35 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 27-July 10 წევრი № 9,204 |
Amuza
ციტატა ძმური სიყვარულიდ გართმევ ხელს. გაიხარე მეგობარო. ნაინა ციტატა მგონი მეტი პრობლემა აღარაფერი უნდა იყოს. რა თქმა უნდა. ვნებატაღელვებს აქ მოვრჩეთ. უბრალოდ გიორგი ამუზაშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომლისთვისაც მე პასუხის გაცემის საშუალება მომეცა. სხვაგან ანალოგიური ბრალდებები ჩემს მიმართ მოსმენილი ან ნანახი მაქვს ისეთ ვითარებებში სადაც არ იყო საშუალება მეპასუხა. ჩემი პოსტიც იქიდან იყო გამოწვეული, რომ მე ჩემი მისამართით ასეთი ,,ბრალდება,, პირველად არ მინახავს ან მომისმენია. მეტი არაფერი. აღარ მინდა ახლა დეტალებში ჩასვლა. ვინაიდან გიორგი აღმოჩნდა კარგი ადამიანი და არ მინდა ეს თემა ამ ადამიანთან კავშირში იყოს განხილული. არიან ვიღაცეები, ვინც ამას სპეციალურად აკეთებენ ჩემს მიმართ. ამიტომ ავღელდი. მაპატიეთ, მეგობრებო, რომ თქვენ მათი წარმომადგენლები მეგონეთ. ახლა ისე, უბრალოდ ჩემი აზრი: ციტატა ეს საუბრები ეკო დეისაძის მიერ დაწერილ წიგნზე აგორდა მე ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ მაშინდელ ლიტერატურით გატაცებულ სტუდენტებსა და ერეკლე დეისაძეს შორის. ჩვენ, თუ რამეს ვწერდით ლექსებში, ეს რჩებოდა ლექსებში და მორჩა. ეს ადამინი კი ყველა ინტერვიუში, ყველა საჯარო გამოსვლაში საოცრად, მაპატიეთ და, ავადმყოფურ აზრებს ავითარებს. ,,მე ძალიან მიხარია, რომ უკვე მიკავშირდებიან და მეპატიჟებიან ორგიებში,, ეს ეკო დეისაძის ერთ-ერთი ინტერვიუდან ფრაზაა. რაც არ უნდა მკრეხელური სტრიქონი გენახათ ჩემი სტუდენტობის მეგობარი პოეტების ლექსებში, გარწმუნებთ, არც ერთი მათგანი ასეთი ავადმყოფური აზროვნების მქონე არ არის. ასეთი ავადმყოფური ფრაზის ავტორად ვერც ერთი მათგანი ვერ წარმომიდგენია. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ სხვაა ლიტერატურულ ნაწარმოებში რაიმე წუთიერი განწყობით წამოცდენილი ფრაზა და სხვაა, საგაზეთო თუ ტელე საჯარო გამოსვლაში სრულიად შეგნებულად რეკლამირებული მსოფლმხედველობა და მორალი! მოკლედ, აქ ასე პოსტვით ეს ყველაფერი ვერ აიხსნება. ტუკი როდესმე გადაწყვეტთ მსგავს თემაზე საჯარო მსჯელობის გამართვას, რაც მე მგონია რომ აუცილებელია, და არა მოკლე პოსტებით განხილვას ამ თემისასა, ჩემი ტელეფონის ნომერი მანდ წერია და დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამგვარ პოლემიკაში! კიდევ ვიმეორებ - მე აუცილებლად მიმაჩნია ამგვარი საჯარო პოლემიკა რადგან ჩემი აზრით: დღეს ,,ლიბერალებად,, ასაღებენ თავს ანარქისტები! ხოლო ზოგიერთი ინკვიზიტორი თავს ,,მართლმადიდებელს,, უწოდებს! ეს საშიში მოვლენაა ორივე მხრიდან! აუცილებელია ზუსტად დაერქვას სახელი ვინ არის რეალურად ,,ლიბერალი,, და ვინ არის რეალურად ,,მართლმადიდებელი,, მე პირადა ჩემი თავი ,,ლიბერალად,, მიმაჩნია და ნამდვილად არ მინდა ეს ტერმინი ანარქისტ დეისაძესთან და მისნაირ ავადმყოფებთან იყოს ასოცირებული! და ამასთან - ჩემი ტავი ,,მართლმადიდებლადაც,, მიმაჩნია და არ მინდა ეს ტერმინი ზოგიერთ ინკვიზიტორთან იყოს ასოცირებული! ვერ ვხედავ მე შეუთავსებლობას ამ ორ ტერმინს შორის! გაიხსენეთ უდიდესი ქართველი ,,ლიბერალი და მართლმადიდებელი,, ლიბერალი - ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებელი - ილია მართალი ! კიდევ ერთხელ უდიდესი პატივიცემით პირადად გიორგი ამუზაშვილისადმი და ყველა თქვენგანისადმი ბაკურ სვანიძე |
Amuza |
Jul 28 2010, 08:33 PM
პოსტი
#11
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ნაინა
ნება შენია ) bakur svanidze ძალიან კარგი იდეაა, ასეთ საკითხებზე საუბარი, რაც სამომავლოდ წაადგება ახალგაზრდობას. შესაძლებელია იგივე იმ ლიტერატურულ კაფეში ან სადმე მოხდეს ამის ორგანიზება და დაფიქსირდეს აზრი სად არის ზღვარი თავისუფლებასა და გარყვნილებას შორის. რა უნდა იწერებოდე და რას უნდა კითხულობდეს ახალგაზრდობა. როგორები ვიყავით 15 წლის წინანდელი სტუდენტები, მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა მაინც ვახერხებდით, იმას, რომ სტუდენტური ცხოვრება გაგველამაზებინა, იყო ახალი იდეები, იყო საინტერესო საუბრები და მსჯელობები, ახლა სტტუდენთთა ცხოვრებაში პაუზაა, ალბათ ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ის სტუდენტები, რომლებსაც ახალი იდეები გენერირება შეუძლიათ, განათლების მიღებას საზღვრებს გარეთ ეძიებენ და ეს კარგიცაა, მაგრამ ამით ჩვენი უნივერსიტეტების სტუდენთების ცხოვრება არ უნდა გაუფერულდეს. დადგება დრო და უნივერსიტეტის ლაბორატორიებში სადაც ახლა ხაჭაპურები ცხვება, კვლავ ჩაატარებენ ცდებს და კვლავ გაუზრდიან ქვეყანას სპეციალისტებს.ალბათ ამ ფორუმში მეც ლიბერარულ ფრთასთან მომიაზრებენ, მაგრამ მე არავისთან, მე ვცდილობ, რომ ვიყო ქრისტიანი, მართალი ძალიან რთულია მაგრამ ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები. ვეთანხმები ბაკურს, რომ დღეს თითქოს ახალგაზრდობაში მწვავე ფსიქოზის მოვლენები იგრძნობა,თითქოს შიზოფრენიამ დაისადგურა ყრმების ცნობიერებაში. იმედია ფორუმის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ბაკურის იდეას, რომლის მიმართ მე პირადად მომხრე ვარ და ასევე, ბევრი ჩვენი ფორუმის საინტერესო წევრებიც დაეთანხმებიან და თავიანთ მუხტს მისცემენ და ხორცს შეასხამენ. გაიხარე ბაკურ! -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
ნაინა |
Jul 28 2010, 11:00 PM
პოსტი
#12
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ნორმალური ადამიანები მშვიდად გაარკვევენ ერთმანეთში საქმეს.
ისე როგორც ეხლა. ძალიან კარგი. ბიჭებო, ეხლა რა მაინტერესებს იცით? დავტოვო ეს თემა, მომავალ სავარაუდო შეკრებაზე სასაუბროთ თუ დავხურო და ახალს გახსნით? მე ვფიქრობ რომ დახურვა და ახლის გახსნა აჯობებს. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
bakur svanidze |
Jul 29 2010, 11:25 AM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 27-July 10 წევრი № 9,204 |
ნაინა
ციტატა მე ვფიქრობ რომ დახურვა და ახლის გახსნა აჯობებს კი, ალბათ ახლის გახსნა აჯობებს. ეს კი დახუროთ კი არა, სულაც შეგიძლიათ წაშალოთ. ახალ თემას რაც შეეხება, თუკი მოიფიქრებთ საინტერესო სათაურს თემისას, არა მგონია რომ ინტერესი არ გამიწვიოს. თანაც თუ შეკრების ორგანიზების საკითხები იქნება იქ განხილული. რამდენადაც ვიცი, ფორუმებიდან ხალხი ხშირად ,,პურისსაჭმელადაც,, იკრიბება ხოლმე, და საჭირბოროტო მსჯელობისთვის შEკრება რაღა პრობლემა უნდა იყოს? თუკი შექმნით ასეთ თემას და თუკი მოვკრავ თვალს, აუცილებლად მივიღებ პასიურ მონაწილეობას მაინც მომავალი შეკრების ორგანიზებაში. თავად შეკრებაში კი, თუკი საჭიროდ ჩათვლით და გამაგებინებთ, როგორც ზევით ვთქვი დიდი სიამოვნებით დაგესწრებით კიდეც და თუკი ნებას მომცემთ ჩემს აზრებსაც გამოვთქვამ. მადლობთ |
ნაინა |
Jul 29 2010, 12:05 PM
პოსტი
#14
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
bakur svanidze
იქნებ უმჯობესია შენ თავად გახსნა თემა, რახან შენ გაგიჩნდა ასეთი იდეა, გახსნის უფლებაც გაქვს. ამ ფორუმის წევრი ხარ უკვე. სათაურიც თავად შეარჩიე, აგყვება მერე ხალხიც. როცა მიპასუხებ ამ თემას მერე დავხურავ და გავუშვებ არქივში. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
bakur svanidze |
Jul 29 2010, 12:15 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 27-July 10 წევრი № 9,204 |
ნაინა
რავიცი, არ ვარ საერთოდ მე ,,ფორუმისტი,, არც ერთ ფორუმზე არ ვაქტიურობ. მირჩევნია სხვამ გახსნას თემა და მე ერთ-ორ პოსტს დავტოვებ იქ. რეალურ შეკრებაზე კი სიამოვნებით მოვალ. ,,ხალხის აყოლიებაში,, არ მაქვს გამოცდილება პირიქით, ,,ხალხს ავყვები,, შეძლებისდაგვარად ,,იდეის ავტორობაზეც,, არ მაქვს პრეტენზია ჩემი აზრი ვთქვი უბრალოდ |
ნაინა |
Jul 29 2010, 12:18 PM
პოსტი
#16
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
bakur svanidze
მესმის ჩემო კარგო, როგორც გინდა. მოვიფიქრებთ და გავხსნით თემას ან ამუზას ვთხოვთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Ligia |
Jul 31 2010, 10:15 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ბავშვებო ისე ხომ არის თემა გახსნილი ფორუმის შეკრებაზე და იქ რომ დაწეროთ ?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი