ურთიერთობა შეყვარებულთან22 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ურთიერთობა შეყვარებულთან22 |
ჯანჯღავა |
Jan 10 2013, 06:28 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-January 13 წევრი № 12,876 |
მყავს შეყვარებული,რომლის მამაც ჩემი დის ქმრის ნათლიაა,შესაძლებელია თუ არა ჩვენი ურთიერთობა?
|
MIRDAT |
Jan 10 2013, 06:53 PM
პოსტი
#2
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
არამგონია...
|
ჯანჯღავა |
Jan 10 2013, 06:56 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-January 13 წევრი № 12,876 |
ზუსტად მაინტერესებს
მოძღვრის აზრი მაინტერესებს |
MIRDAT |
Jan 10 2013, 06:59 PM
პოსტი
#4
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
შენი და ––– შენი ნათესავია
შენი დის ქმარი ––– შენი ნათესავია შენი დის ქმრის ნათლია ––– შენი დის ქმრის ნათესავია, აქედან შენი ნათესავიცაა შენი დის ქმრის ნათლია შენი შეყვარებულის მამაა ––– ანუ გამოდის რომ შენი ნათესავის შვილია შენი შეყვარებული... ცოტა ჩახლართული სიტუაცია კია. შემოვა ვინმე უფრო კომპეტენტურია დამიანი ამ თემასთან დაკავშრებით და გიპასუხებს. ისე ნათლიობა 7 თაობაზე იგივე სისხლით ნათესაობად ითვლება... |
k@the |
Jan 10 2013, 07:25 PM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ჯანჯღავა
მამა ანდრია სცემს ძალიან კარგად მსგავს კითხვაზე პასუხს, აქ ნახეთ http://church.ge/index.php?showtopic=846 ციტატა ნათელ–მირონობა მართლაც არის უახლოესი ნათესაობა და მას სათანადო სიწმიდით დაცვა ჭირდება. მაგრამ ისევე, როგორც ხორციელი ნათესაობა, ის ვერ გაგრძელდება შთამომავლებში უსასრულოდ. ალბათ ყველას გვსმენია, რომ ნათელ–მირონობა გრძელდება 7, ან 12 თაობა, ზოგი 14 თაობასაც ასახელებს. ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ახსოვდეს ნათლობით დანათესავებულთა სრული გენეალოგია თუნდაც 4 თაობის დაშორებით. სინამდვილეში საეკლესიო სამართალში ლაპარაკია არა თაობებზე, არამედ ნათესაობით ხარისხებზე, რომელიც დაბადებათა რაოდენობით იანგარიშება. ასე მაგალითად მშობელი არის პირველი ხარისხის ნათესავი; და–ძმა მეორე ხარისხის (მშობლისაგან შობილი) და ა.შ.. ხორციელ ნათესაობაში დაუშვებელად ითვლება ქორწინება ნათესაობის მე–7–ე ხარისხის ჩათვლით. ნათელ–მირონობაშიც ნათესაობის მე–8–ე ხარისხამდე ქორწინება ვერ აღესრულება (ანუ დაუშვებელია მე–7–ე ხარისხის ჩათვლით). მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ნათელ–მირონობაში ნათესაობა აითვლება მხოლოდ დაღმავალი ხაზით, ანუ შთამომავლობისაკენ და დაუშვებელია მე–7–ე ხარისხის ჩათვლით. ხოლო აღმავალით – შემოიფარგლება მხოლოდ 1–ლი ხარისხით, ანუ ნათლიის და ნათლულის მშობლებით. ცოლ–ქმარი ითვლება ერთ მთლიანობად, ნათლია კი ნათლულის მშობლად. მოდით, ვნახოთ, როგორ გამოისახება გრაფიკულად ხსენებული შემთხვევა. (ერთის შეხედვით შეიძლება რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივი ხერხია ნათესაობის ხარისხის დადგენისა). IPB-ს სურათი როგორც ვხედავთ, მეგობრის დისშვილისათვის აღმავალი ხაზით პირველი ხარისხის ნათესავი არის მეგობრის და, ხოლო თავად მეგობართან მისასვლელად საჭიროა კიდევ ერთი ასვლა, რომელშიც არძალვა უქმდება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კანონიკური წინააღმდეგობა მეგორისა და მისი დისშვილის ნათლიის ქორწინებისათვის არ არსებობს. ეს წესი მიღებულია კონსატანტინოპოლის სინოდის მიერ XII საუკუნეში. უნდა ითქვას, რომ რუსული წესი უშვებს კიდევ უფრო ახლო ნათესაობრივ კავშირს ქორწინებისას. გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ქართულ ტრადიციაში ნათელ–მირონობის შემთხვევაში ქორწინების დაუშვებელი წრის რადიუსი კიდევ უფრო დიდია. თუმცა ამას კანონიკური საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენი წინაპრები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ ნათელ–მირონობის სიწმიდეს. ამიტომ უნდა დავეკითხოთ მმართველ ეპისკოპოსს (ან ქორეპისკოპოსს – მცხეთა-თბილისში), რათა გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი ტრადიციაც. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ჯანჯღავა |
Jan 10 2013, 07:48 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-January 13 წევრი № 12,876 |
[quote name='k@the' date='Jan 10 2013, 07:25 PM' post='724335']
ჯანჯღავა მამა ანდრია სცემს ძალიან კარგად მსგავს კითხვაზე პასუხს, აქ ნახეთ http://church.ge/index.php?showtopic=846 [/ ანუ არ შეიძლება?მანდ ვერ გავიგე ამერია ყველაფერი ანუ არ შეიძლება?მანდ ვერ გავიგე ამერია ყველაფერი |
ჯანჯღავა |
Jan 10 2013, 08:48 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-January 13 წევრი № 12,876 |
მივწერე პირადად მამა ანდრიას და მომწერა შეიძლებაო
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი