მადლი, ღმერთია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მადლი, ღმერთია? |
მნათე |
Feb 7 2007, 10:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ყოველი მორწმუნე დღის რაციონში, დიდი წარმატებით მოიხმარს ამ სიტყვას მაგრამ ოდესმე ღრმად თუ ჩაძიებიხართ, მართლაც და რას წარმოადგენს მადლი?
კონტექსტი რომლითაც სავარაუდოდ ეს სიტყვა მოგვისმენია, არასაღვთისმეტყველო და ხშირად ხალხურია 'ცოდვა მადლი' - თითქოს ამ გამოთქმით, ანტიპოდური მხარეები იკვეთება, შესაბამისად მადლში, სათნოებას-მოვიზარებთ. არის თუ არა ეს ასე? ზურაბ ეკალაძე, თავის აპოლოგიაში ორ პრობლემას უსვამს ხაზს: "1. თუ ვაღიარებთ, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არსის იგივეობრივია (ავუსტინე წერდა: „ყოველივე რაც კი ღმერთშია - მის არსს წარმოადგენს“) და ეს არსი სამყაროსადმი ტრანსცენდენტურია, ვღებულობთ დეიზმს ონტოლოგიაში და აგნოსტიციზმს გნოსეოლოგიაში, ე.ი. ღმერთის ისეთ არსებად მოიაზრება, რომელიც აბსოლუტურად მიღმა მყოფია, არ ერევა სამყაროს მართვაში, ადამიანის, ბუნების და საზოგადოების ცხოვრება საკუთარი კანონზომიერებით ვითარდება და ადამიანს ღვთისკენ მიმავალი ყველა გზა მოჭრილი აქვს. მას შეუძლია მხოლოდ თეორიულად გააჩნდეს წარმოდგენა ღმერთის იდეის შესახებ. რელიგია კი ადამიანის ღმერთთან ცოცხალ კავშირს გულისხმობს, ამიტომაც იყო, რომ დეიზმი, როგორც მიმდინარეობა (ლორდი ჩერბერი, ჯ.ტოლანდი, ა.შეფსტბერი, ა.კოლინზი - ინგლისში, ვოლტერი, ნაწილობრივ რუსო - საფრანგეთში, ლესინგი - გერმანიაში) იოალად გადაიზარდა ე.წ. „განმანათლებლების“ ათეიზმში. 2. იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს სამყაროსადმი იმანენტურად ჩათვლით, მაშინ გარდაუვალია პანთეიზმი - ღმერთი სამყაროს, ბუნების იგივეობად ცხადდება. პანთეიზმი კი საბოლოოდ აუცილებლად ორ შედეგს გვთავაზობს - ან ათეიზმს, ან აკოსმიზმს, ე.ი. ხდება ბუნების გააბსოლუტურება და მასში ღმერთის ცნების წაშლა (მატერიალიზმი), ან პირიქით - ბუნება ილუზიად ცხადდება და ყოველივე უპიროვნო ღვთაებრივ არსში იკარგება (ინდური სისტემები). მიუხედავად იმისა, რომ დეიზმი უფრო პროტესტანტიზმის წიაღში წარმოშობილი მსოფლმხედველობაა, მის წინამორბედად სწორედ გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგე და ღვთაებრივი ენერგიების ქმნილებად გამომცხადებელი ვარლაამ კალაბრიელი გვევლინება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანს ძალუძს მხოლოდ სიმბოლური წამოდგენა ჰქონდეს ღმერთზე და არა მასთან რეალური ურთიერთობაო. რაც შეეხება პანთეიზმს, მისი იდეების იოანე სკოტ ერიუგენადან მოყოლებული უხვად ასაზრდოებდა კათოლიკურ სქოლსატიკას, რისი ნათელი დადასტურებაცაა, ერთი მხრივ, პანთეისტი ეპისკოპოსის ნიკოლოზ კუზანელის ფილოსოფია და მეორე მხრივ, კათოლიკური ე.წ. „სპეკულაციური მისტიკა“, რომელმაც თავისი განვითარება ყველაზე მეტად გერმანიაში ჰპოვა (მაისტერ ეკჰარტი, იოანე რუისბრუკი და სხვები) (4)." ანუ ორ რამეს ვეჯახებით: ღმერთი სრულიად ტრანსცენდენტული არსით, მაგრამ ამავდროულად სამყაროში მყოფი, შეუქმნელი ენერგიებით რომელსაც მადლს ვუწოდებთ და რომელიც თავად ღმერთია შეცდომას ვუშვებ? მაინტერესებს მადლის მოქმედებსი საკითხი, მწვალებლებში... ყველაზე მეტად კათოლიკეებში აბა ჰე მცოდნეებო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
marine |
Mar 28 2024, 09:55 PM
პოსტი
#501
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მადლი - ეს ღვთაებრივი სიყვარულია, ღვთაებრივი ძალაა, რომელიც ადამიანს იხსნის, თვით "გახსენება" ლოცვისა, ლოცვის სურვილი - მადლის მოქმედებაა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2024, 08:47 PM
პოსტი
#502
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეგნებულად ჩადენილი ყოველი ცოდვა - მადლის "მკვლელობაა" საკუთარ გულში"

#503

Apr 4 2024, 02:28 PM
პოსტი
#504
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ადამიანს ღვთის მადლი ეხება, მაშინ კეთრით დაავადებული სული იწმინდება, ბავშვის სხეულივით სუფთავდება, მაგრამ ადამიანი მადლთან ურთიერთობას აშკარად ჯერ არ განიცდის, სხვაგვარად, ჭეშმარიტ გამოჯანმრთელებამდე ეგონებოდა, რომ განიკურნა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 7 2024, 07:01 PM
პოსტი
#505
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მადლი - ეს ღვთაებრივი ძალაა, რომელიც ღმერთის არსებიდან სამარადისოდ გადმოდინდება და ადამიანს ღვთაებრივი ნათლის ზიარად და ახალ ქმნილებად ხდის. როგორც უკვე ითქვა, მადლი ადამიანთან იმ გზით ბრუნდება, რომლითაც ის წავიდა. სხვა სიტყვებით, ადამიანი იმ ცოდვას უნდა ებრძოლოს, რომლის გამოც მადლი დაკარგა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2024, 09:05 PM
პოსტი
#506
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს სამყარო გულისთვის ღვთიური მადლის მოქმედებით იხსნება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 3 2024, 02:54 PM
პოსტი
#507
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ლოცვის დროს აშკარად ვგრძნობთ საღვთო მადლს, ხანაც კი საერთოდ არაფერს განვიცდით?
- სახიერი უფალი ასეთ წყალობას პერიოდულად გვანიჭებს, რათა შეწევნა მივიღოთ და მეტად ვიღვაწოთ. როგორც ბავშვს ვაძლევთ შოკოლადს და ვეუბნებით: "თუ ჭკვიანად იქნები, კიდევ მოგცემ", ასე გვაძლევს უფალიც "შოკოლადებს", რათა ვიგრძნოთ, როგორი ტკბილია იგი; ვიღვაწოთ, რომ მას სათნოვეყოთ და მასთან ახლოს მივიდეთ" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 11:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი