![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#341
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
KAIROS
Dulos თუ არ დაწყნარდებით ფორუმზე ლიმონკას შემოვაგდებ ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#342
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა თუ არ დაწყნარდებით ფორუმზე ლიმონკას შემოვაგდებ შენ უნდა გვიელჩო ![]() კაი გავაგრძელებ მერე ჩემს თემას, ვისაც უნდა წაიკითხავს ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
alex_b |
![]()
პოსტი
#343
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
კარგით ხალხო გეყოოოთ!
მაპატიეთ ცოტა ხანი ვერ შემოვედი, თორემ აქამდე არ მივიყვანდით საქმეს. ერთი ქრისტიანული რჩევა მინდა მოგცეთ. აუცილებელი არ არის ბოლო სიტყვა თქვა, იმისათვის, რომ მართალ გამოჩნდე. კარგი დავანებოთ თავი ამ ყველაფერს და თემას მივხედოთ. QUOTE ეჰ, გავედი, გავედი და ისევ გავარგძელებ ჩემს გზას, აგერ ალექს არ უყვარს უცხო ენაზე რომ ველაპარაკები, მაგრამ რას იზამს, ან თვალი უნდა დახუჭოს და არ იკითხოს, ან ჩუმად უნდა იკითხოს ან არგუმენტირებული პასუხი უნდა გამცეს, ვფიქრობ მეორე სჯობია ყველაფერს... ალექს შენ ჩემი პოსტები თუ არ მოგწონს ეგერ სიკვდილა და ეჭიდავე ხოდა მე და სიკვდილა მივხედავთ ამ საკითხს. გუშინ ვიყიდე გაზეთი "კანდელი" - და იქ იყო ერთი სტატია იოანე ოქროპირის - "აღდგომის შესახებ" თუ რაღაც ამის მაგვარი სტატია იყო. ძალიან ვნანობ რომ არ წამოვიღე სამსახურში, რომ პირდაპირ ფრაზირება გამეკეთებინა. ზუსტი სიტყვებით "ოქროპირულად" ვერ გეტყვით, მაგრამ აზრს გეტყვით რას ამბობდა იოანე. ის საუბრობდა პასექის დღესასწაულზე, კრავის სისხლზე და სხვადასხვა სიმბოლოებზე. და ასეთ რამეს ამბობდა, რომ ეს ყველაფერი სიმბოლო იყო და ჩრდილი იყო ჭეშმარიტებისა. ეს ხატი იყო სიმართლისა, მაგრამ როგორ შეგვიძლია ისევ ხატს მივმართოთ, როცა ის რეალურია და ხელმისაწვდომია ჩვენთვის. მოიყვანა მაგალითი მეფეზე, რომ თუ ხალხს მეფე ჰყავს თან, ისინი არ მოიდრეკენ მუხლს მისი ქანდაკების წინაშე. ამ სტატიაში იოანე ოქროპირი ლაპარაკობს იესოზე, როგორც ცოცხალზე. ხვალ დილით მივდივარ ქალაქგარეთ და ორშაბათამდე ინტერნეტთან ალბათ ვერ მოვხვდები, და უფრო ზუსტი რომ იყოს, ძალიან გთხოვთ, ვინმემ იყიდეთ ეს გაზეთი და ზუსტი ფრაზა ჩასვით აქ. წეღან მნათეს ვუთხარი მგონი იოანე ოქროპირი პროტესტანტი იყო მეთქი ![]() ძალიან მომწონს ეს კაცი და სურვილი მაქვს მისი ყველა ნაწარმოები წავიკითხო. ეხლა აღმოვაჩინე ინტერნეტში ინგლისურ ენაზე მისი კომენტარები ახალ აღთქმაზე და ძალიან მაინტერესებს. გადავხედავ. ისე თუ ვინმეს გაინტერესებთ კიდევ აგერ არის ა http://www.searchgodsword.org/his/ad/ecf/nic/ აბა წავედი.... უფალო გევედრები შენი მოწყალე თვალებით გადმოგვხედე, და შენი ჭეშმარიტება გააბრწყინე ყველა ჩვენგანის გულებში. შენ მოაქციე გზასაცდენილი ჭეშმარიტ გზაზე, და ჩვენი ცოდვების მიხედვით ნუ მოგვაგებ, არამედ შენი სიყვარულით მოგვხედე. ღმერთმა დაგლოცოთ ფორუმელებო... გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს მეც (არ მომილოცია), და გისურვებთ იესო ქრისტე ყოველთვის რეალური და ცოცხალი ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
death |
![]()
პოსტი
#344
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
არცერთი პოსტი არ დამიწერავს ამ საკითხთან დაკავშირებით ისე, რომ არ ამეღნიშნოს ერთი მთავარი სიტყვა - პრინციპი. და კიდევ გავიმეორებ - არის თუ არა ერთი პრინციპი? ტუ იტყვი რომ არ არის ერთი პრინციპი, მაშინ სხვა პასუხი იქნება. ყველა ამ ადგილას ერთი და იგივე პრინციპია აღნიშნული. ეს გასაგები უნდა იყოს. შეიძლება კონტექსტი სხვადასხვა იყოს, მაგრამ მეგობარო ერთი და იგივე პრინციპია. ღირს ამაზე კამათი? რას გულისხმობ ამ პრინციპში? კი პრინციპი ერთია და ეს პრინციპი არის ის რომ აქ ორი-სამი კაცის სიტყვით მოწმობა გამოყენებული არის როგორც შედარება და არა რაღაც სწავლება. შენ სავსებით სწორედ აღნიშნე, რომ ეს არის ძველაღთქმისეული პრინციპი! ბატონმა კაიროსმა ერთი სამკომპონენტიანი ფორმულა შემოგვთავაზა ლოცვასთან დაკავშირებით და პასუხი მაქვს და თქვნც გაეცანით. სიამოვნებით აბა ველოდები შენს პასუხს -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#345
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა წეღან მნათეს ვუთხარი მგონი იოანე ოქროპირი პროტესტანტი იყო მეთქი ამიტომაა ის კაცი ოქროპირი, რომ ჩვენი პროტესტანტებიც მოხიბლა, ახლა ის რომ ოქროპირი ხატებს არ ცნობდა, იმდენად გულუბრყვილოა, რომ მეტი არ შეიძლება ![]() მერე იქნებ გაიხსენო, რომ ოქროპირს ეკუთვნის ის ლიტურგია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ყოველკვირას აღასრულებს, მაშინ რატომ არ დადიხარ? იქ ხატების კმევაცაა ლამაზად დაწერილი და ა.შ. მაშ შენ რატომ არ უკმევ? ოქროპირს ძალიან უყვარდა ასევე ჯვარზე სიტყვა და მის ყველგან გამოსახვაზე წერდა так как все это имело совершиться, то пророк, желая возбудить и ободрить слушателя, говорит: не бойся этого; Тот, Который был распят, подвергаем бичеванию, поносим разбойниками, умерщвлен по подозрению в богохульстве, по смерти и воскресении совершит такие дела, о которых никто не скажет, что они не исполнены великой чести. Это и сбылось, как о том задолго предсказывал пророк: "И будет в тот день: к корню Иессееву, который станет, как знамя для народов, обратятся язычники, - и покой его будет слава" (Ис. 11:10). Он как бы так сказал: "такая смерть досточтимее диадимы; цари, слагая диадимы берут крест - знак Его смерти; на порфирах крест, на диадиме, крест, при молитвах крест, на оружии крест, на священной трапезе крест, и во всей вселенной крест сияет светлее солнца" - "и покой его будет слава". 9. Не таковы дела человеческие; но обыкновенно с ними бывает напротив! Дела знаменитых людей, пока они живут, процветают; но по смерти их погибают. Это можно видеть в судьбе не только богача и начальника, но даже и царей. И законы их отменяются, и изображения затемняются, и память их истребляется, и имя их забывается, и приближенные к ним подвергаются презрению; между тем, как прежде они потрясали оружием, мановением своим передвигали народы и города, и изменяли положение дел, имели власть предавать смерти и возвращать к жизни отводимых на казнь. Все это исчезает, хотя прежде было в славе. А у Христа - все напротив. Пред крестной смертью Его обстоятельства были печальны; Иуда предавал, Петр отрицался, прочие ученики обратились в бегство, Он один оставался среди врагов; многие веровавшие в Него возвращались вспять. Но после Его страданий и смерти, дабы ты знал, что Распятый был не простой человек, обстоятельства становятся блистательнейшими, славнейшими и превосходнейшими. До распятия Христова верховный из апостолов не перенес угрозы привратницы, но после такой тайной вечери отвечал, что он не знает (Иисуса), а после распятия он же прошел (с проповедию) вселенную; с того времени бесчисленные сонмы мучеников были умерщвлены, решившись лучше умереть, нежели сказать то, что сказал верховный из апостолов, убоявшись угрозы одной привратницы. С того времени все страны, и города и пустыни, места обитаемые и необитаемые, оглашаются прославлением Распятого; цари, военачальники, градоначальники и судии, рабы и свободные, простолюдины, мудрые и немудрые, варвары и различные племена человеческие, населяющие всю подсолнечную землю, призывают Имя Его и поклоняются Ему, дабы ты знал, что значит: "и покой его будет слава". Самое место, где было погребено тело Распятого, малое и весьма тесное, сделалось блистательнее множества царских чертогов и досточтимее самих царей. "И покой его будет слава". Особенно удивительно то, что не только с Ним, но и с учениками Его произошло то же самое. При жизни их брали и водили, подвергая поношению, заключению в оковы и другим бесчисленным мучениям: а по смерти они стали досточтимее самих царей. Каким образом? Это можешь усмотреть из следующего. В царствующем городе Риме, оставив все, прибегают к гробницам рыбаря и скинотворца, и цари, и правители, и военачальники; и в Константинополе облеченные диадимами признали любимым местом для погребения тел их не близ самых апостолов, но в преддверии вне храмов их, и таким образом цари сделались привратниками рыбарей; и такое погребение вменяют себе не в бесчестие, но в прославление, не только сами цари, но и потомки их. "И будет", говорит Писание, "покой Его слава!" Все величие этой чести ты познаешь тогда, когда посмотришь на знак Его смерти, смерти проклятой, смерти поноснейшей из всех родов смерти; ибо на этот один род смерти наложено проклятие. В древности, например, иных преступников сожигали, других побивали камнями, иных другим каким-либо способом наказания лишали жизни; но распятый и повешенный на древе (креста) страдал не только от того, что наказывался с таким мучением, но и от того, что подвергался проклятию: "ибо проклят пред Богом [всякий] повешенный [на дереве]", говорит Писание (Втор. 21:23). Но этот проклятый, поносный знак крайнего мучения ныне стал вожделенным и достолюбезным. Не столько царский венец украшает голову, сколько крест, драгоценнейший всего мира; изображение креста, некогда для всех страшное, теперь столь любезно всем, что найдешь его везде, у начальников и подчиненных, у жен и мужей, у дев и замужних, у рабов и свободных; все непрестанно полагают знамение креста на благороднейшей части своего тела и носят каждодневно это знамение изображенным на челе своем, как на столпе. Оно блистает на священной трапезе, при рукоположении священников и вместе с телом Христовым на тайной вечери, всюду можно видеть его возносящимся: на домах, на торжищах, в пустынях, на дорогах, на горах, в пещерах, на холмах, на море, на кораблях, на островах, на ложах, на одеждах, на оружии, в чертогах, на пиршествах, на золотых и серебряных сосудах, на драгоценных камнях, на стенных картинах, на теле больных животных, на теле одержимых демонами, на войне, в мире, днем и ночью, в пиршественных собраниях и в келлиях подвижников; так для всех стал вожделенен этот дивный дар, исполненный неизреченной благодати! Уже никто не стыдится и не закрывается при мысли, что крест есть знак проклятой смерти; напротив, все мы почитаем его украшением для себя более венцов и диадим и многих ожерелий из драгоценных камней. Так он стал не только не страшен, но и вожделенен, любезен и досточтим для всех, и блистает изображаемый повсюду: на стенах домов, на кровлях, на книгах, в городах, в селах, в необитаемых и обитаемых местах. Теперь я охотно спросил бы язычника, от чего этот знак ужасной казни и проклятой смерти сделался любезным и вожделенным для всех, если не от великой силы Распятого? ხომ ლამაზად წერია არა ? "диадимы берут крест - знак Его смерти; на порфирах крест, на диадиме, крест, при молитвах крест, на оружии крест, на священной трапезе крест..." ნახე, რამდენი საღვთისმსახურო საგანი სჩანს: "პორფირი", "ტრაპეზი"... ისე ჯვარს იკეთებთ? ციტატა აბა ველოდები შენს პასუხს მეც, თავისთავად ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#346
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა პირველი I - II ნაწილები: http://church.ge/index.php?showtopic=1038&st=300 ნაწილი III პირველ ორ თავში შევეცადე ნათლად მეჩვენებინა ის, რომ არც ებრაელებისათვის და მითუმეტეს არც ქრისტიანებისათვის უცხო არ ყოფილა გამოსახულებათა და სიმბოლოთა გამოხატვა თავიანთ წმიდა ადგილებში, მართალია, ეს ენა ზოგისათვის ცოტა ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ იქ სიკვდილას უსმინეთ, აქ მე დამიგდეთ ყური ახლა ამ ნაწილში, შევეცდები მოცემულ რეალობას მივცეთ თეოლოგიურ-ფილოსოფიური ახსნა, რაღათქმაუნდა თითქმის შეუძლებელია ყველაფერ ამას აქ თავი მოვუყარო, ამიტომ ორ საინტერესო მცირე სტატის შემოგთავაზებთ (PDF ფორმატის, ბოდიშს ვითხოვ ხარისხისათვის) სერგეი ბულგაკოვი :"ხატების შესახებ,მისი მნიშვნელობა და საზღვრები" http://www.4shared.com/file/13637807/30e1fd19/ikona035.html და ხატების სიმბოლოებზე და ფერ-ხაზების მნიშვნელობაზე: ვასილი არსენევი: "საეკლესიო ხატწერის შესახებ" http://www.4shared.com/file/13637806/47e6c..._xatisa036.html გაეცნობით რა ან საოცრად კარგ სტატიებს , სულ რამოდენიმე გვერდია, ამის შემდეგ შემოგთავაზებთ კიდევ 2-3 სტატიას ხსენებულ თემაზე, მინდა ამ საკითხში ექსპერტები თუ არა მცოდნეები მაინც გაგხადოთ ახლა, მივუბრუნდები მესამე ნაწილის მიზანს: ანუ ისტორიული რეალობის ახსნა, რატომ გამოხატავდნენ ქრისტიანები ( იუდეველებიც) თავიანთ წმიდა სიმბოლოებს და თავიანთ წმიდანებს? შეგვიძლია ასეთ კატეგორიებად დაყოფაც: 1) სწავლებითი - ანუ ხატი, იყო ერთგვარი ჩუმი ქადაგება, ერთგვარი გადაშლილი წიგნი, რომლის წაკითხვა ყველას შეეძლო, დამოუკიდებლად იმისა, იცოდა თუ არა კითხვა მან, ასეთებია ერთგვარი ისტორიული ხატები, რომლებიც ერთ ან რამდენიმე ისტორიულ მოვლენას გამოხატავენ 2) მისტიკური - ჯერ კიდევ უძველესმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ნებისმიერი რელიგიის ადამიანი, ყველა პერიოდში, საკუთარ რწმენას რაღაც სიმბოლოებით გამოხატავდა, ანუ მისტიური განწყობისათვის, მას ესაჭიროებოდა სიმბოლოები, ამის დასტურად საკმარისია გადაშალოთ ნებისმიერი რელიგიათა ენციკლოპედია ან წაიკითხოთ ძველი აღთქმის ის ადგილები, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, სადაც უფალი ნიშან-სიმბოლოებით აავსებინებს ტაძარს და კიდობანს... 3)ფსიქოლოგიური - ბევრი ხატის წერის მანერა, დიდაა დამოკიდებული მის ცქერაზე, ხშირად ხატი თვალებში გიყურებს, ადამიანი ფსიქოლოგიურად ისიგრძეგანებს, რომ მას უყურებენ, და ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ცდილობს, უკეთესი იყოს, ეს ცოცხალი წარმოდგენა მას სიფხიზლეს ანიჭებს, ერთგვარ პასუხისმგებლობას განიცდის მის წინაშე, ვისაც ხედავს,რადგან იცის,რომ ის ახლაც რეალურად არსებობს. 4) ზნეობრივი - ეს ზემოთა კატეგორიიდან გამომდინარეობს, ანუ ნიშნავს, იმას რომ ადამიანი ხატთან და სიმბოლოსთან შეხებისას, მოწიწებას და მორჩილებას გრძნობს, ამ გრძნობის გასაძლიერებლად, უფალმა კიდობანთან მიკარებაც კი აკრძალა, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ამას დავუბრუნდები, რადგან აქ ვხვდებით საგნის საკრალობას და მადლგამტარობას, ადამიანი, როდესაც ხედავს, მაგ. ვნებულ უფალს, მასში მყისიერად სინანული აღიძვრება, ასევე ჯვრის ტარებისას, მორწმუნე სიყვარულით უყურებს ხატს, არა იმიტომ რომ ამ ხატის მასალა უყვარს ( ხე, ზეთი ან საღებავი) არამედ ის ვინც მასზეა გამოხატული ( უფალი, წმიდანები, ან წმ. ისტორია) , და თავს მოვალედ გრძნობს მაგალითად აიღოს ხატის სწავლება, ისე ემთხვევა და ისე ეფერება, როგორც მაგალითად ჩემნაერი ემიგრანტი დედის სურათს, რომელსაც წელიწადში ერთხელ ნახულობს... 5) დოგმატური - აქ ზუსტდება, რას სცემს ადამიანი თაყვანს, მასალას, ხეს თუ პიროვნებას, აღინიშნება, რომ ეს ხეც მადლგამტარი ხდება, ისევე როგორც თავად წმიდა იყო ის ქვები, რომლებზეც მცნებები ეწერა, ასე რომ ემთხვევა რა ადამიანი უფლის ხატს, ამით ეთაყვანება თავად უფალს, და ხატისაგან რწმენით მთხვევისას მადლს ღებულობს, ანუ ხატისაგან ემთხვევა პირველხატს... ამ ხატობის შესახებ, გირჩევთ გულდასმით წაიკითხოთ ს. ბულგაკოვი, რომელიც ზემოთ დაგიდეთ... ცოტა ხანში ისევ გავაგრძლებ, სადაც მოკლედ ხატწერის ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიას მოგითხრობთ, და ცოტა ლიტერატურასაც მოგაწვდით! ქრისტე აღსდგა! იხარეთ, კაიროსი! ეს წინა თავები მოვიყვანე , რადგან ცოტა ზედმეტი დაიწერა და თემას გადავუხვიეთ, ახლა ალბათ ერთერთ ბოლო ნაწილზე გადავალ, რით მოკლედ ჩამოვაყალიბებთ ქრისტიანული ხატწერის ძირითად იდეას და განვითარების ძალიან მოკლე მონახაზს. ნაწილი IV კატაკომბებიდან ტაძრებამდე მაშ ასე, ვიხილეთ, რომ კატაკომბების და პირველქრისტიანული შესაკრებლების ერთერთ ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იმ ადგილების მოხატვა და მათი სიმბოლოების, პიროვნებების და სცენების გამოსახვა იყო. უკვე ზემოთ გაჩვენეთ სურათები კატაკომებებიდან ( საავტორო უფლებების გამო, ყველა ვერ დავდე, უბრალოდ ლინკი მივანიშნე), ახლა მოდით გავავლოთ მცირე ხაზი იმ სიმბოლო-ნახატებიდან შემდგომდროინდელ ხატებამდე, ძირითადი დამახასიათებელი რაც სჭირდება ორივეს, არის რეალური არსებობა პიროვნებისა ან ისტორიისა, ასევე სიმბოლოს ქრისტიანული დატვირთვა. მაგრამ ეს ნახატები გამოირჩეოდა უბრალო ნახატებისაგან, უპირველესად თავისი შინაარსობრივი დატვირთვის გამო, მეორეც იმ ადგილის გამოც სადაც ისინი გამოიხატებოდა, ეს იყო უშუალოდ მოწამის საფლავი ან შესაკრებელ-ეკლესიის მიდამო, თავად ნახატშიც იყო ცვლილებები, მასზე არ გამოიხატებოდა შემთხვევითი პიროვნებები, სცენები იყო მხოლოდ რელიგიური, ანუ ეს ყველაფერი ხელს უწყობდა გარემოს შექმნას, კონცენტრაციას, გახსენებას და გარდასულის არდავიწყებას, ისტორიის სწავლებას და ა.შ. განსაკუთრებული როლი შეასრულა ამ პირველი ნახატების დახვეწაში და მის საბოლოოდ წმიდა რელიგიურ საგნად ქცევაში, შარავანდედმა შეასრულა, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს შარავანდედს, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ნახატი ხატად გადაიქცა მაშინვე როდესაც მასზე მისი საკრალურობის გამომხატველი-შარავანდედი გაჩნდა, და იცით ეგ როდის მოხდა? თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ II ს.შივე !!! ისევ კატაკომბებში, რომის წმიდა კალისტოს კატაკომბაში, ქრისტეს ხატი უკვე შარავნდედითაა, ნელნელა შარავანდედი გადადის ყველა წმიდანზე, ჯერ ღვთისმშობელზე, მერე მოციქულებზე, მოწამეებზე და ა.შ. ეს სიმბოლო, რომელსაც ადრე წარმართულ სამყაროში გამოიხატებოდა, ქრისტიანობაში იძენს მთლიანად სხვა დატვირთვას, მარადიულ ნეტარებას და სიწმიდეს პიროვნებისა, ცოტა ხანშივე მაცხოვრის შარავანდედი იქნა განსახვავებული სხვა შარავანდედებისაგან, შიგ იქნა ჩახატული ჯვარი, გასაგები მიზეზის გამო, მოგვიანებით ფრესკებზე გამოიხატებოდა ან ქტიტორები ან შემომწირველნი, მაგრამ მათი წმიდანებისაგან გასარჩევად ასეთი უცნაური ოთხკუთხედი შარავანდედის გამოხატვა დაიწყეს: ![]() ( ამ ფრესკაზე საკმაოდ საინტერესო რამ წერია, ანუ დედოფალი თეოდორა, აქ ხსენებულია, როგორც... "ეპისკოპა", რაღათქმაუნდა მისი გადატანითი მნიშვნელობით, რომ ის იყო ზედამხედველი ( რადგან ამას ნიშნავს ბერძნულად "ეპისკოპოს") და მცველი ამ ტაძრისა...) ფრესკებმა მთლიანად ასახა II-III ს-ების კატაკომბების მოხატულება, ნახეთ აქაც უფალი კრავია, ოთხი ირემი ( ოთხი კუთხე მსოფლიოსი...) რომლებიც ეწაფებიან კრავის ტახტიდან გამომდინარებულ ოთხ წყაროს ( ოთხი მდინარე სამოთხისა, ოთხი სახარება) ფრესკა სანტა პრუდენციანას ტაძრიდან: ![]() კიდევ ერთი ულამაზესი სიმბოლო, მართლმადიდებლებმა იციან, ერთერთი სტილი ხატისა, სადაც ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი, გვერდებზე, ევედრებიან ცენტრში უფალს... და იცით რა არის სანტა პრუდენციანას ხატში საოცარი? არაა უფალი გამოხატული, მის ადგილას არის ფანჯარა, საიდანაც შემოდის სინათლე, ანუ ნათელი რაც არის სიმბოლო იმისა ვინცაა "ნათელი სოფლისა" ! საოცრებაა მართლაც... ![]() ახლა ნახეთ ასევე სიმბოლოებით სავსე წმ. კლიმენტი რომაელის სახლი ( მესამე ეპისკოპოსი რომის) ![]() ახლა მოდი დავაწყოთ ხატები II ს-ნე კატაკობები ![]() ეს ისე, ადგილის სიწმინდე რომ გაიშინაარსოთ, ნახე რა ჟრუანტელის მომგვრელი წარწერაა.. ![]() მოწამე ეპისკოპოსი ქრისტე მზე ![]() III ს.ნე ქრისტე შარავანდედით ![]() IV-VI ს-ნეები ![]() ![]() შემდეგს თქვენ თვითონაც გააგრძელებთ! ვფიქრობ, საკმარისია, იმისათვის, რომ ვნახოთ, რომ ქრისტიანები მუდამ, დაარსებიდანვე იყენებდნენ ხელოვნებას საკუთარ წმიდა ადგილებში... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#347
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
KAIROS
ძალიან საინტერესოა, თუ არის ამ ხეტებთან აღმოჩენილი რიტუალური კვალი, რომელმაც მათდამი თაყვანისცემაზე შეიძლება მიგვანიშნოს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#348
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
კითხვა 3. როგორ უნდა გავიაზროთ წმიდა ხატებისა და წმინდანთა თაყვანისცემა?
- რადგანაც არსებობენ წმინდანები და კათოლიკე ეკლესია აღიარებს მათ მეოხად სულისა ჩვენისა ღვთის წინაშე, ამიტომაც გვმართებს თაყვანისცემა მათდამი - ღვთის მეგობართადმი, რომლებიც ლოცულობენ და შუამდგომლობენ ღმერთთან თითოეული ჩვენგანისათვის. მაგრამ ჩვენ მიერ პატივისცემა წმინდანთადმი ორგვარია: ერთი ეხება ღვთის სიტყვის მშობელს, რომელსაც ბეთაყვანებით არა ისე, როგორც ღვთის მხევალს, ვინაიდან: ღვთისმშობელი, თუმცა იყო ჭეშმარიტი მხევალი მხოლოი ღმრთისა, მაგრამ, - ამასთანავე, - დედა, რომელმაც ხორციელად შვა სამების ერთ-ერთი წევრი. ამიტომაც შეუდარებლად, ყოველ ანგელოზსა თუ წმინდანზე აღმატებით განვადიდებთ მას და თაყვანსვცემთ მეტად, ვიდრე ეს შეეფერება ღვთის მხევალს. სხვაა სახე თაყვანისცემისა, - ღვთის მონათა შესაფერი, - წმინდა ანგელოზების, მოციქულების, წინასწარმეტყველების, მოწამეებისა და, საზოგადოდ, ყოველი წმინდანისა. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ პატივს მივაგებთ და თაყვანსვცემთ პატიოსანსა ძელს ანუ ცხოველმყოფელსა ჯვარსა, რომელზედაც ჩვენმა მხსნელმა ივნო ცხოვრებისათვის ქვეყნისა. ამასთანავე: თვით ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშს, ბეთლემის ბაგას, რომლის მეშვეობითაც გამოვიხსენით უტყვებისაგან, გოლგლოთის სანახებს, ცხოვრებისმომცემელ საფლავს და დანარჩენ წმიდა ადგილებს. აგრეთვე, - წმიდა სახარებას, წმიდა ჭურჭლებს, რომლითაც აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა. პატივსვცემთ და ვადიდებთ წმინდანებს მათდამი ყოველდღიური მოსახსენიებლებით, საყოველთაო დღესასწაულებით, წმიდა ტაძრების აღმართვით და შესაწირავებით. ვეთაყვანებით აგრეთვე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, ყოვლადწმინდა მარიამისა თუ ყოველი წმინდანის ხატებს, პატივს მივაგებთ მათ და ვეამბორებით. აგრეთვე - წმიდა ანგელოზების ისეთ გამოსახულებებს, როგორადაც ეცხადებოდნენ ისინი ზოგიერთ მამამთავარსა და წინასწარმეტყველს. გამოვსახავთ კიდევ ყოვლადწმინდა სულს, როგორადაც ცხადიქმნა იგი, - სახედ მტრედისა. - და თუკი ზოგ-ზოგნი წმიდა ხატებისადმი თაყვანისცემის გამოგვაბრალებენ კერპთაყვანისმცემლობას, ჩვენ ამგვარ ბრალდებას ვუწოდებთ უსაფუძვლოს და უმართებულოს, ვინაიდან ჩვენ სხვას არავის ვემსახურებით გარდა მხოლოისა ღმერთისა, რომელიც ერთადერთია სამებაში. წმინდანთ პატივსვცემთ ორკეც: პირველ რიგში - ღმრთისადმი მიმართებით, რამეთუ სწორედ მის (ღმრთის) გამო შევნატრით წმინდანთ, მეორედ - საკუთრივ წმინდანებისადმი მიმართებით, რამდენადაც ისინი არიან ღვთის ცხოველი ხატტნი. ამასთანავე, პატივსვცემთ რა წმინდანთ, ვითარცა ღვთის მონებს, ამის შესაბამისად ვეთაყვანებით წმინდა ხატებს. ხატთაყვანი დაკავშირებულია პირველსახესთან, ვინც თაყვანსსცემს ხატს, სწორედ ამ ხატის მეშვეობით სცემს თაყვანს პირველსახეს. ასე რომ, ყოვლად დაუშვებელია ხატთაყვანი გავმიჯნოთ იმისადმი თაყვანისცემისაგან, ვინც მასზეა გამოსახული - ისინი ჰგიებენ ერთობით ანუ ამგვარად: პატივი, რომელსაც მიაგებენ მეფის დესპანს, განუყოფელია დიდებისაგან, ტავად ხელმწიფეს რომ აღუვლენენ. ბიბლიის ის მონაკვეთები, რითაც ჩვენი მოწინააღმდეგენი თავიანთ ცდომილებათა დასაბუთებას ლამობენ, მათთვის არცთუ ისე ხელსაყრელია, როგორც ფიქრობენ. პირიქით - სავსებით ეთანხმებიან ჩვენს აზრს, ვინაიდან: როდესაც ვეცნობით საღმრთო წერილს, ჩვენ განვიცდით დროს, სახეს, მაგალიტებსა და მიზეზებს. ამიტომაც, მართალია, ვკითხულობთ, რომ ერთი და იგივე ღმერთი გარკვეულ ალაგას ამბობს: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, არცა თაყვანისცე მათ და არც მსახურებდე მათ, სხვაგან კი ბრძანებს ქერუბიმების შექმნას და ჩვენც, ამასტანავე, ვხედავთ ტაძრებში კუროებსა და ლონების გამოსახულებებს, მაგრამ ყოველივე ამას არ აღვიქვამთ ისე, როგორც ცრუმორწმუნეები (რამეთუ ცრუმორწმუნეობა არ არის რწმენა), არამედ, როგორც ვთქვით, დროისა და სხვა გარემოებათა შესაბამისად, ვაღწევთ მართებულ შემეცნებას. სიტყვები: არა ქმნა თავისა შენისა კერპი და არცა ყოველივე მსგავსი, ჩვენი თვალსაზრისით, იმასვე აღნიშნავს, რასაც სიტყვები: არა თაყვანისცე უცხო ღმერთებს, ნუ ემსახურები კერპებს. ამრიგად, წეს-ჩვეულება წმიდა ხატთადმი თაყვანებისა, რომელიც უპყრია ეკლესიას მოციქულთა დროიდან, და მსახურება, მხოლოსა ღმერთსა რომ შეჰფერის, ჰგიებს განუხრელად. ტანაც, ღმერთი წინააღმდეგობაში როდია საკუთარ სიტყვებთან. და ჩვენი მოწინააღმდეგეები თუმცა იმოწმებენ წმინდა მამებს, რომლებიც თითქოს ამბობენ: უმართებულოაო ხატებისადმი ტაყვანისცემა, სინამდვილეში კი სწორედ ისინი - წმიდა კაცნი - ჩვენმეტად გვიმართავენ ხელს, ვინაიდან თავიანთი სიტყვისგებებში წინაღუდგებიან მათ, რომლებიც წმიდა ხატებს მიაგებსნ ღვთის სადარ თაყვანს, ანდა ჰკიდებენ ტაძრებში თავიანთი მიცვალებული ნათესავების გამოსახულებებს. ამგვარ თაყვანისმცემლებს ანათემაქმნილყოფენ, მაგრამ როდი გმობენ მართებულ პატივგებას წმინდანებისა თუ წმიდა ხატებისადმი, პატიოსანიჯვრისადმი და ყოველივე ზემოჩამოთვლილთადმი. და რომ წმიდა ხატები ტაძრებში თვით მოციქულთა დროიდან არსებობენ და მორწმუნენი თაყვანსსცემდნენ მათ, დიახაც მრავალი ფაქტით დასტურდება. მათ შორის თვით მე-7 მსოფლიო კრება არცხვინებს ერეტიკულ ლიზღობას. სწორედ ეს კრება შთაგვაგონებს ყველაზე ცხადად, თუ როგორ უნდა ვცემდეთ თაყვანს წმიდა ხატებს. სწორედ იგი შეაჩვენებს და განკვეთს მათ, რომლებიც მიაგებენ ხატებსღვთის დარ პატივს და მათაც, რომლებიც მართლმადიდებლურ ხატთაყვანს უწოდებენ კერპთმსახურებას. ამის გამო ჩვენს ანათემაქმნილვყოფთ მათ, რომლებიც ან წმინდანს, ან ანგელოზს, ან ხატს, ან ჯვარს, ან პატიოსან ჭურჭელს, ან სახარებას, ანდა ყოველს, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა და ზღვათა შინა ქვე, მიაგებენ იმგვარ პატივს, როგორიც მართებს მხოლოსა ერთარსებასამება ღმერთსა. ასევე შევაჩვენებთ მათ, რომლებიც ხატთადმი თაყვანისცემას ხატმსახურებას უწოდებენ. ამიტომაც არა თაყვანისსცემენ მათ და არცა პატივდებენ ჯვარსა და წმინდანებსა ისე, როგორც გვამცნობს ეკლესია. როგორც აღვნიშნეთ, წმინდანებსა და წმიდა ხატებს თაყვანსა ვცემთ და გამოვსახავთ შესამკობლად ტაძართა, რათა გაუმართონ ხელი უწიგნურებს წიგნის მაგიერ, ჰყონ მიმბაძველნი წმინდანთა სათნოებათა, მომხსენებელნი მათი, შეეწიონ განსადიდებლად სიყვარულისა, განამხნეონ მარადის მოსახმობელად უფალისამ ვით მეუფისა და მამისა, და წმინდანებისა, როგორც ღვთის მონა-მსახურთა, ჩვენდა შემწეთა და შუამდგომელთა. მაგრამ, ერეტიკოსები უარყოფენ თვით იმ ლოცვასაც, რომელსაც ღვთისმსახურნი აღუვლენენ ღმერთს. არ გვესმის, რატომ ჰგმობენ ისინი განსაკუთრებით ბერმონაზონთა ლოცვებს. ჩვენ კი - პირიქით, - დარწმუნებულნი ვართ, რომ ლოცვა არის საუბარი ღმერთთანმ სათანადო მადლის გამოთხოვა მისგან, ვისდამიც გვივის სასოება, რათა მოგვანიჭოს მადლი. ლოცვა არსებობს ორგვარი: ან ოდენ გონებისმიერი, ან, ერთდროულად, გონებისმიერიცა და ბაგისმიერიც. ლოცვისას ჩვენ ვჭვრეტთ ღვთის მადლსა და წყალობას, ვგრძნობთ ჩვენს შეურაცხადებას, ვიმსჭვალებით მადლიერების გრძნობით, ვდებთ აღთქმას ღვთის წინაშემორჩილებისა. ლოცვა განამტკიცებს რწმენას და იმედს, გვასწავლის მოთმინებას, მცნებათა აღსრულებას, განსაკუთრებით კი ზეციური მადლის გამოთხოვას. იგი გამოიღებს მრავა ნაყოფს, რომელთა აღნუსხვა ზედმეტია. ლოცვა უნდა აღესრულოს მარადჟამს ზედგომით ან მუხლმოდრეკით. იმდენად დიდია სარგებელი ლოცვისა, რომ იგი შეადგენს სულის საზრდოსა და ცხოვრებას. ყოველივე ზემოთქმული დაფუძნებულია საღმრთო წერილზე, ამიტომაც: ვინც მოითხოვს ამა ყოველის დამტკიცებას, მსგავსია უგუნურისა ანუ ბრმისა, თვით ნათელ დღესაც რომ ეეჭვება მზის სხივების რეალობა. მაგრამ მწვალებლები, რომელთა სურთ, გადააფასონ ყოველივე ნამცნები, ეხებიან ლოცვასაც. თუმცა, რცხვენიათ რა ასე აშკარად თავიანთი ურჯულობის გამოვლენა, მთლიანად როდი უარყოფენ ლოცვას. სამაგიეროდ გამოდიან ბერმონაზვნური ლოცვის წინააღმდეგ. ყოველივე ამას კი ჩადიან იმ მიზნით, რომ გუგლუბრყვილოთა შორის გააღვივონ სიძულვილი ბერებისადმი, წარმოსახონ ისინი აუტანელ ადამიანებად, ლამის უვარგის და რაღაც ახლის შემომღებლებადაც კი, რათა არავის გაუჩნდეს სურვილი, ისწავლოს მათგან მართლმადიდებლური სარწმუნოების ღვთისმსახურებრივი დოგმატები. ვინაიდან წინააღმდგომი მტერი ზაკულია ბოროტსა ზედა და გამობრძმედილი ამაო საქმეებში, ამიტომაც მის მიმდევრებს (ხოლო ერეტიკოსები ნამდვილად მისი მიმდევრები არიან) არა აქვთ სურვილი იქმოდნენ ღვთისმსახურებრივ საქმეებს იმგვარი თავგამოდებით, რაოდენი ერთგულებიტაც მიისწრაფვიან სიბოროტის უფსკრულისაკენ და თაინთქმებიან იმ ადგილებში, სადაც არ გარდამოიხილავს ღმერთი. ამის შემდეგ უნდა ვკითხოთ ერეტიკოსებს, რას იტყვიან ისინიბერების ლოცვის შესახებ? თუკი დაამტკიცებენ, რომ ბერები მართლაც წარმოადგენენ რაღაც შეუსაბამობას ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებასთან, მაშინ ჩვენ დავეთანხმებით მათ: ასეთ შემთხვევაში ბერებს არამცთუ ბერები არ უნდა ვუწოდოთ, არამედ - ქრისტიანებიც კი. მაგრამ თუ ბერები თავიანთი თავის სრული უარყოფით გვამცნობენ ღვთის დიდებულებასა და საკვირველებას, წარსთქვამენ წერილის სიტყვებს, ანუ სათანადო ჰიმნებს საღმრთო წერილისა, რომელთაც შეარჩევენ თავად წერილსა შინა, ანდა თვითონ სრულჰყოფენ შესაბამისად იმავე წერილისა, მაშინ ისინი, ჩვენი აზრით, აღასრულებენ მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და, უკეთ, - თვით ღვთის საქმეს. ამიტომ ჩვენც, როდესაც ტრიოდიონსა და თვენიდან ვგალობთ ნუგეშინისმცემელ საგალობლებს, არა ვიქმთ არაფერს ისეთს, რაც არ შეჰფერით ქრისტიანებს, ვინაიდან ყველა ამგვარი წიგნი შეიცავს საღსა და ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას და აერთიანებს ჰიმნებს, რომლებიც ან გამოკრებილნი არიან საღმრთო წერილიდან, ანდა შექმნილნი სულიწმიდის შთაგონებით. ასე რომ, ჩვენი საგალობლები მხოლოდ სხვა სიტვებით გვამცნობს იმას, რასაც თავად საღმრთო წერილი, და ჩვენც ფაქტიურად იგივეს ვგალობთ, რასაც - წერილი. ჩვენი ჰიმნები რომ შედგენილნი არიან წერილის სიტყვათაგან, ცხადყოფს შემდეგი: ყოველი, ეგრეთ წოდებული, ტროპარი შეიცავს ბიბლიის მუხლებს. თუკი ჩვენ ამათ გარდა წარვთქვამთ ძველ მამათაგან შედგენილ ლოცვებს. დაე, ერეტიოსებმა გვიბრძანონ: შეუმჩნევიათ კი რამ ღვთისგმობა და უკეთურება ხსენებული მამებისათვის? მაშინ ერეტიკოსებთან ერთად ჩვენც წინააღვუდგებით მათ. და თუ ერეტიკოსები, გარდა ამისა, უთითებენ მარადისსა და მოუკლებელ ლოცვაზე, - მოაქვს კი ვნება ამგვარ ლოცვას ან მათთვის, ან ჩვენთვის? დაე, ისინი წინააღუდგნენ (როგორც იქცევიან სინამდვილეშიც) ქრისტეს, რომელმაც იგავი უსამართლო მსაჯულის შესახებ სწორედ იმისთვის ტქვა, რომ დაედასტურებიანაუცილებლოაბმ უკლებლად ლოცვისა. სწორედ ამ იგავით გვამცნო მან სიმხნე და ლოცვა, რატა თავიდან ავიშოროთ წარწყმედა, ხოლო წარვდგეთ წინაშე ძისა კაცისა. დაე, წინააღუდგნენ ისინი პავლე მოციქულის სიტყვებს, წარმოთქმულთ თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლის მე-5 თავში და საღმრთო წერილის ბევრ სხვა მონაკვეთს. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ყოველივე ამისა დასამტკიცებლად მივმართოთ მოწმობებს კათოლიკე ეკლესიის საღმრთო მასწავლებელთა, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქრისტეს დროიდან ვიდრე ჩვენამდე, ვინაიდან შესარცხვენელად ერეტიკოსებისა საკმარისია დავიმოწმო პატრიარქთა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მძლეთამძლე ლოცვები. და ა,რიგად: თუკი ბერმონაზვნები მიბაძავენ მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, წმიდა მამებსა და მამამთავრებს - თვით ქრისტეს წინაპრებს, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი ლოცვები იქნება ნაყოფი სულიწმიდის ნიჭისა. რაც შეეხება ერეტიკოსებს: რადგან ისინი თხზავენ საგმობელს ღმრთისა და ყოველივე ღვთაებრივისა, ყალბად განმარტავენ, ამახინჯებენ და შეურაცხყოფენ საღმრთო წერილს, ცხადია მათი შენათხზი არის ზაკვა და მანქანება ეშმაკისა. უსუსურია ის აზრიც, რომ თითქოს შეუძლებელია ვუბრძანოთ ეკლესიას (იგუისხმება: მორწმუნეებს) მარხვა ამა თუ იმ საჭმლისაგან იძულებისა და ძალდატანების გარეშე. და ეკლესიამაც ერთობ კარგი გააკეთა, როდესაც ხორცისა და ვნებების მოკვდინებისათვის ყოვლადვე გულმოდგინებით დააკანონა ლოცვა და მარხვა, რომლის დამცველად და მაგალიტებად მოგვევლინენ წმინდანები. სწორედ მათი მეოხებით, ზეციური მადლის თანადგომით შეიმუსრა ჩვენი მტერი და მოძულე ეშმაკი ყოველი მისი ლეგიონითა და ძალით, ხოლო ღვთისმოსავებს სავალი გზა გაუადვილდებათ. ამგვარად, მსოფლიო ეკლესია, გულისხმობს რა ყოველივე ამას, ძალდატანებისა და ძალადობის გარეშე, მოგვიხმობს, შეგვაგონებს, გვიქადაგებს და სულიწმიდის მადლით გვარწმუნებს იმას, რაც საღმრთო წერილისმიერია. კონსტანტინოპოლი ქრისტეს აქეთ 1723 წელი თვე სექტემბერი ი ე რ ე მ ი ა, წყალობითა ღვთისა, არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა, და მსოფლიო პატრიარქი, ხელს ვაწერ, ვადასტურებნ და ვაღიარებ, რომ ესე არს მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი: ქრისტიანული, სამოციქულო, კათოიკე და აღმოსავლური ეკლესიისა. ა თ ა ნ ა ს ე, წყალობითა ღვთისა, პატრიარქი დიდისა ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, ხელს ვაწერ, ვადასტურებნ და ვაღიარებ, რომ ესე არს მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი: ქრისტიანული, სამოციქულო, კათოიკე და აღმოსავლური ეკლესიისა. ხ რ ი ზ ა ნ თ ო ს ი, წყალობითა ღვთისა, პატრიარქი ქმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა, ხელს ვაწერ, ვადასტურებნ და ვაღიარებ, რომ ესე არს მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი: ქრისტიანული, სამოციქულო, კათოიკე და აღმოსავლური ეკლესიისა. კ ა ლ ი ნ ი კ ე ჰერაკლელი, ხელს ვაწერ, გულით და ბაგით თანამდგომ ვარ ზემოხსენებული წმიდა პატრიარქებისა და ვაღიარებ ამას კიდევაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ა ნ ტ ო ნ ი კიზიკორელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა. პ ა ნ ს ო ფ ი ნიკომიდიელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა. ჰ ა ი ს ი ნიკომიდიელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა. გ ე რ ა ს ი მ ე ნიკეელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა. პ ა ხ ო მ ი ქალკედონელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა. ი გ ნ ა ტ ი თესალონიკელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა. ა ნ ფ ი მ ე ფილიპოპოლელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა. კ ა ლ ი ნ ი კ ე ბარბარნელი, ხელს ვაწერ, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#349
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
KAIROS
კაიროს, სურვილი გამიჩნდა, რომ შენი ნაწერები შეერთდეს, დამუშავდეს და წიგნად გამოიცეს, რას იტყოდი? ![]() ლაშას ნაწერები მეორე წიგნად კიდევ ![]() ასეთი სახის აპოლოგეტიკური ლიტერატურა ბევრს წაადგებოდა. ყველას არა აქვს ინტერნეტთან წვდომის საშუალება საქართველოში. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
alex_b |
![]()
პოსტი
#350
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
QUOTE ამიტომაა ის კაცი ოქროპირი, რომ ჩვენი პროტესტანტებიც მოხიბლა, ახლა ის რომ ოქროპირი ხატებს არ ცნობდა, იმდენად გულუბრყვილოა, რომ მეტი არ შეიძლება მერე იქნებ გაიხსენო, რომ ოქროპირს ეკუთვნის ის ლიტურგია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ყოველკვირას აღასრულებს, მაშინ რატომ არ დადიხარ? იქ ხატების კმევაცაა ლამაზად დაწერილი და ა.შ. მაშ შენ რატომ არ უკმევ? ოქროპირს ძალიან უყვარდა ასევე ჯვარზე სიტყვა და მის ყველგან გამოსახვაზე წერდა ჩემო კაიროს მგონი ვერ გამიგე კარგად. მე მომეწონა ოქროპირის ის კონკრეტული გამონათქვამი, თორემ სიმართლე გითხრა, როგორი ოქროპირიც არ უნდა იყოს, არავის სიტყვას არ დავეყრდნობი ღვთისმეტყველებაში, თუ ის არ იმეორებს იმ აზრებს, რაც ღმერთმა მოგვცა სახარების სახით. ნახეთ რას ამბობს პავლე გალატელთა 1 თავში 6. მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან - იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად, 7. რომელ სხუა არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი. 8. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი - იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ. 9. ვითარცა წინაჲსწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი - იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ! 10. აწ კაცთა - მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო -ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ. 11. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი - იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ, 12. და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა. ამ მუხლებს შეგნებულად არ გავუკეთებ კომენტარს. სოლომონ QUOTE და რომ წმიდა ხატები ტაძრებში თვით მოციქულთა დროიდან არსებობენ და მორწმუნენი თაყვანსსცემდნენ მათ, ამ ფრაზამ დამაინტერესა სოლომონ. ჯერ ერთი სახარებაში მსგავსს ვერაფერს ვხვდებით, და მერე კიდევ მაინტერესებს თუ იცი (მე მართლა არ ვიცი) პირველი ქრისტიანული ტაძარი როდის აშენდა? ნეტავ უნახავთ ის საერთოდ მოციქულებს? QUOTE როგორც აღვნიშნეთ, წმინდანებსა და წმიდა ხატებს თაყვანსა ვცემთ და გამოვსახავთ შესამკობლად ტაძართა, რათა გაუმართონ ხელი უწიგნურებს წიგნის მაგიერ, ჰყონ მიმბაძველნი წმინდანთა სათნოებათა, მომხსენებელნი მათი, შეეწიონ განსადიდებლად სიყვარულისა, განამხნეონ მარადის მოსახმობელად უფალისამ ვით მეუფისა და მამისა, და წმინდანებისა, როგორც ღვთის მონა-მსახურთა, ჩვენდა შემწეთა და შუამდგომელთა. ჩემი აზრით უწიგნურებს წიგნი უფრო გამოადგებოდათ ვიდრე ხატი. და საერთოდ ღმერთს ახასიათებს ზემოქმედება ადამიანთა გრძნობებზე, მაგრამ არ მგონია ღმერთს ის უნდოდეს, რომ მისი როლი სხვამ იკისროს, თუნდაც ხელოვნებამ. აღვნიშნავ, რომ პროტესტანტებიც იყენებენ ხელოვნების სახეებს, ადამიანთათვის ღმერთის სათნო გრძნობების აღსაძრავად (სინანული, იმედი და ა.შ), როგორიცაა მუსიკა, კინო, თეატრი და სხვა ხელოვნების სახეები, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ისინი ვერასოდეს ვერ დაიკავებენ წმიდა წერილის ადგილს. სახარება, რომელიც გაცოცხლებულია სულიწმიდის მიერ, იმდენად მოქმედია, რომ მასთან ერთად, მიტირია, გამიხარია, დავმწუხრებულვა, მომინანიებია, მშვიდობა მიმიღია, იმედი განმიახლებია და საერთოდ ვიტყვი, რომ ვერაფერი დედამიწაზე, ვერც ერთი ხელოვნების სახე სულ ცოტათიც ვერ გაუწევს მონაცვლეობას ღვთივშთაგონებულ სიტყვას. ებრ.4:12-13 12. რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუთების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა. 13.და არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი. QUOTE ყოველივე ზემოთქმული დაფუძნებულია საღმრთო წერილზე, ამიტომაც: ვინც მოითხოვს ამა ყოველის დამტკიცებას, მსგავსია უგუნურისა ანუ ბრმისა, თვით ნათელ დღესაც რომ ეეჭვება მზის სხივების რეალობა. ნუ, ვერაფერს გეტყვი. ისევ მირჩევნია ლუკა მახარებელმა გასცეს ამაზე პასუხი. ნახე რა წერია მოც. საქმეების 17:11-12 "ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელსა ხოლო ჰურიათასა შევიდეს. რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი ყოვლითა გულს-მოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნითაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს." ისე სიტყვა "ერეტიკოსი" ძალიან მომეცონა ![]() მარიამ QUOTE კაიროს, სურვილი გამიჩნდა, რომ შენი ნაწერები შეერთდეს, დამუშავდეს და წიგნად გამოიცეს, რას იტყოდი? ლაშას ნაწერები მეორე წიგნად კიდევ ასეთი სახის აპოლოგეტიკური ლიტერატურა ბევრს წაადგებოდა. ყველას არა აქვს ინტერნეტთან წვდომის საშუალება საქართველოში. ჩვენს ნაწერებს არ გაუწევ რეკომენდაციას? ![]() ისე ჩვენი ნაწერების გარეშე ულამაზო გამოვა. გაძლევთ საავტორო უფლებებს ![]() -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მარიამი |
![]()
პოსტი
#351
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE ჩვენს ნაწერებს არ გაუწევ რეკომენდაციას? ისე ჩვენი ნაწერების გარეშე ულამაზო გამოვა თქვენი ნაწერებიდან პრობლემატური საკითხის დასმა შეიძლება. მე პირადად ესეც ძალიან მაინტერესებს: რაში ხედავენ პრობლემას და წინააღმდეგობას პროტესანტები მართლმადიდებლურ სწავლებაში. აქამდე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ამ საკითხზე და ახლა უფრო ღრმად შევისწავლე. ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#352
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
alex_b თუ კარგად დაუკვირდები ბოლოში ნათქვამია რომ ეს ნაწყვეტი აღებულია 1723წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე და ხელს აწერენ ყველა მართლმადიდებელი პატრიარქები ანუ ეს ჩემი და შენი დაწერილი არ არის და ის მიღებულია და გამოხატავს მთელი მართლმადიდებლური სამყაოს პოზიციას და მე აქ დავდე იმ მიღებული ტექსტის მცირე ნაწილი რომელიც ამ თემას შეესაბამებოდა.
ახლა რაც შეეხება შენს კითხვებს.მას შემდეგ რაც მოციქულებმა დაიწყეს ქრისტიანობის ქადაგება მთელს მსოფლიოში და აქედან პირველი სამი საუკუნის ანუ (300 წლის) მანძილზე მიმდინარეობდა ქრისტიანების სასტიკი დევნა ხოცავდნენ ათასობით და ათიათასობით ადამიანს (ამიტომ ამ საუკუნეებს მოწამეობის საუკუნეებს უწოდებენ) თუ სადმე ქრისტიანს დაიჭერდნენ იმ წუთში სიკვდილით სჯიდნენ ან ჯვარს აცვამდნენ თუ რათქმაუნდა იგი არ უარყოფდა ქრისტიანობას.ამიტომ პირველი ქრისტიანები იკრიბებოდნენ ჩუმად ერთმანეთის სახლებში, კატაკომბებში,სხვა მიწისქვეშეთებში ან მიდიოდნენ უდაბნოში.და როგორც კაიროსმა გვაჩვენა არსებობს ამ საუკუნეთა ნაშთები ანუ ეკლესიებად გადაკეთებული სახლები კატაკომბები კედლებზე ფრესკები.(ამაზე მე დისქავერში მაქვს ნანახი და როგორც იქ იყო აღნიშნული უკვე პირველ საუკუნეებში რამდენიმე მილიონი ქრისტიანი იყო რომში.ასევე ამ გადაცემაში ქრისტიანებს ბარბაროსები უწოდეს რადგანაც მათ დაანგრიეს ის უძველესი კერპთაყვანისცემის ტაძრები და ქრისტიანული ეკლესიები გააკეთესო და მაგალითებიც მრავლად იყო ნაჩვენები) და ეხლა შენი აზრით ამ საუკუნეებში ასეთი დევნის პირობებში ნებას მისცემდნენ ქრისტიანებს ხილულად აეშენებინათ ქრისტიანული ტაძრები.როგორც მამა პაისი ამბობს რომ იმ დროს რომ ზოგმა შეპყრობილმა ქრისტიანებმა ყველა ძირითადი დოგმატებიც არ იცოდნენ ამიტომ ამბობდნენ როგორც ის მოციქული ამბობს ან ის წმინდა მამა ამბობს მეც ისე მწამსო და ასე იდგავდნენ თავს მოწამეობრივ გვირგვინებს. მას შემდეგ რაც მე4საუკუნეში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად დაიწყო დიდი ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა და საერთოდ ქრისტიანული კულტურის განვითარება.ამ მშვიდობიანობის პერიოდში ბოროტმა სხვა კუთხით შემოუტია ქრისტიანულ ეკლესიას და გაჩნდა უამრავი ცთომილი და მწვალებრული შეხედულებები და მათი მიმდევარი სქიზმები და სექტები.ამიტომ საჭირო გახდა დიდი მსოფლიო კრებების მოწვევა (სხვადასხვა პერიოდში მოწვეულ იქნა 7მსოფლიო კრება) სადაც განიხილეს ყოველივე წმინდა მამებმა და მიღებულ იქნა და დაკანონებული ის დოგმატები რომლებსაც აგერ უკვე 2000 წელია განუხრელად იცავს მართლმადიდებელი ეკლესია,ხოლო ყოველივე სიმცდარე დაგმობილ და შეჩვენებულ იქნა.და ყოველივე ის არიოზისეული,და სხვა მსგავსი სსწავლებები დაგმობილ იქნა და მიღებულ დაკანონებულ ის რასაც დრევანდელი მართლმადიდებლობა ასწავლის. ისე კი ასე შეგეკითხები:1)არის თუ არა ლუკა მახარებელი 70მდე ხატის ავტორი. 2)შემოაბრძანა თუ არა ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი როცა შემოვიდა საქართველოში.და აშ.კითხვებს აღარ გავაგრზელებ.თუ გაეცნობი ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ისტორიას,წმინდა მამებს მათ ცხოვრებას.და აშ შენს ყველა კითხვაზე აღმოაცენ პასუხს. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#353
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა კაიროს, სურვილი გამიჩნდა, რომ შენი ნაწერები შეერთდეს, დამუშავდეს და წიგნად გამოიცეს, რას იტყოდი? ეს მარიამ აქვე სწრაფად და 10 წუთში დაწერილებია, მერე საქართველოში რომ დავბრუნდები, თავისუფლად შეიძლება თემის გავრცობა და დამუშავება, უზარმაზარი რაოდენების ინფორმაცია მაქვს, მთავარია შესაბამისი სწორი მიმართულებით იქნეს დამუშავებული, ვნახოთ, ისე ინტერნეტ ვერსია შეიძლება გაკეთდეს, აბა სცადე, მე მეხუთე ნაწილზეც მინდა ცოტა ვწერო, ეს იქნება რელიგიური რიტუალები და წმ. სიმბოლოები პირველ საუკუნეებში! ციტატა ჩემო კაიროს მგონი ვერ გამიგე კარგად. მე მომეწონა ოქროპირის ის კონკრეტული გამონათქვამი, თორემ სიმართლე გითხრა, როგორი ოქროპირიც არ უნდა იყოს, არავის სიტყვას არ დავეყრდნობი ღვთისმეტყველებაში, თუ ის არ იმეორებს იმ აზრებს, რაც ღმერთმა მოგვცა სახარების სახით. ეჰ, ალექს. აბა რას ამბობ შენი აზრები ეყრდნობა სახარებას და ოქროპირის არა? ![]() ჯვარს რატომ არ ატარებ მეთქი გკითხე, მგონი ამას მაინც აღიარებთ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#354
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE ეს მარიამ აქვე სწრაფად და 10 წუთში დაწერილებია, მერე საქართველოში რომ დავბრუნდები, თავისუფლად შეიძლება თემის გავრცობა და დამუშავება, უზარმაზარი რაოდენების ინფორმაცია მაქვს, მთავარია შესაბამისი სწორი მიმართულებით იქნეს დამუშავებული, ვნახოთ, ისე ინტერნეტ ვერსია შეიძლება გაკეთდეს, აბა სცადე, მე მეხუთე ნაწილზეც მინდა ცოტა ვწერო, ეს იქნება რელიგიური რიტუალები და წმ. სიმბოლოები პირველ საუკუნეებში! მშვენიერია ![]() მე-5 ნაწილს ველოდებით. ერთად კი შეიძლება შეერთება ამ ყველაფრის, მაგრამ ვფიქრობ, ცოტაოდენი დამუშავება მაინც დასჭირდება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#355
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
სცადე და მითხარი, რა უნდა დავუმატო და ა.შ. მე უფრო საავტორო უფლებები მაფიქრებს სურათებისა, თუმცა მაგათზე და დანარჩენებზე, პმ-ით, მანამ კი დაგცხო ერთი ეკუმენიზმში
![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
alex_b |
![]()
პოსტი
#356
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
სოლომონ.
ბოლო პოსტი კარგად გაქვს დაწერილი, რაც ცოტა არ იყოს განსხვავდება წინა პოსტისგან. ალბათ მიხვდები წინაზე რაზე შეგედავე. გავიმეორებ: QUOTE და რომ წმიდა ხატები ტაძრებში თვით მოციქულთა დროიდან არსებობენ და მორწმუნენი თაყვანსსცემდნენ მათ, სხვას ვერაფერს დავამატებ. QUOTE 1)არის თუ არა ლუკა მახარებელი 70მდე ხატის ავტორი. 2)შემოაბრძანა თუ არა ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი როცა შემოვიდა საქართველოში.და აშ.კითხვებს აღარ გავაგრზელებ.თუ გაეცნობი ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ისტორიას,წმინდა მამებს მათ ცხოვრებას.და აშ შენს ყველა კითხვაზე აღმოაცენ პასუხს. ამაზე დიდი სიამოვნებით გიპასუხებ სოლმონ ![]() 1) შესაძლებელია ლუკა მახარებელი იყო კიდეც 70-მდე ხატის ავტორი, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვი. დაზუსტებით იმის თქმა შემიძლია, რომ ლუკა მახარებელი ავტორია ლუკას სახარებისა, რომელიც ბრწყინვალედ წარმოაჩენს "ძე კაცისას", ცხოვრებას, მოღვაწეობასა და სწავლებას. და ასევე ავტორია "მოცუქულთა საქმეებისა", რომელშიც თვითონაც ღებულობდა მონაწილეობას. და შემიძლია ვთქვა, რომ მისი წერილების ნამდვილი ავტორი სულიწმიდა იყო, რასაც ხატებზე ვერ გეტყვი. და სწორედ ლუკა მახარებელია ავტორი სიტყვებისა: ლუკ.3:8. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე მე ამას ვეღარაფერს დავამატებ. 2) მოგახსენებ, რომ თქვენთან შედარებით ცუდად ვარ გარკვეული წმიდა მამების ცხოვრებაში და არ ვიცი ანდრიამ თუ შემოიტანა მარიამის ხატი საქართველოში, მაგრამ რაც ვიცი იმას გეტყვი: იესო ქრისტეს არ დაუვალებია მოციქულთათვის ხატის შეტანა ადამიანებში. არამედ მისი დავალება იყო: მათ.28:18. მოუჴდა მათ იესუ ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. 20. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ; და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ქრისტეს კი მსგავსი არაფერი უმცნია და დაუვალებია მოწაფეთათვის. კაიროს QUOTE ეჰ, ალექს. აბა რას ამბობ შენი აზრები ეყრდნობა სახარებას და ოქროპირის არა? რა იყო რას ამოიოხრე? ეგეთ უიმედო მდგომარეობაში ვარ? ![]() თუ ჩემი აზრები რამეში არ ეყრდნობა სახარებას, შეგიძლია სახალხოდ მამხილო. ხოლო ოქროპირობაზე პრეტენზია არასდროს არ მქონია ძმაო ![]() QUOTE ჯვარს რატომ არ ატარებ მეთქი გკითხე, მგონი ამას მაინც აღიარებთ... ჯვარს როგორ არ ვატარებ. ისე ქრისტიანი არ ვიქნებოდი. მაგრამ დამერწმუნეთ რიგითი პროტესტანტის ჯვარი გაცილებით მძიმე და ძვირფასია, ვიდრე რიგითი მართლმადიდებლისა. ჯვარზე ხომ მთელი სახარება ლაპარაკობს. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
KAIROS |
![]()
პოსტი
#357
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რიგითი პროტესტანტის ჯვარი გაცილებით მძიმე და ძვირფასია, ვიდრე რიგითი მართლმადიდებლისა. აწონე? ![]() ციტატა რა იყო რას ამოიოხრე? ეგეთ უიმედო მდგომარეობაში ვარ? არა, შენი იმედი კიდევ მაქვს ![]() ციტატა თუ ჩემი აზრები რამეში არ ეყრდნობა სახარებას, შეგიძლია სახალხოდ მამხილო. მაგ საქმეს ოქროპირს ვანდობ ![]() კაი, გავალ ახლა და მეხუთე ნაწილს მოგიმზადებთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
alex_b |
![]()
პოსტი
#358
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
კაიროს მეტი სათქმელი არაფერი გქონდა?
-------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
ზებედე |
![]()
პოსტი
#359
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
იესო ქრისტეს არ დაუვალებია მოციქულთათვის ხატის შეტანა ადამიანებში. არამედ მისი დავალება იყო: მათ.28:18. მოუჴდა მათ იესუ ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. სახარების სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ გაიგება და მას განმარტებები რომ სჭირდება ეს ვიცით მართლმადიდებლებმა. ხატის შემოტანაც ერთგვარი ქადაგებაა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხატის სასწაულმა მოიმოწაფა და მოაქცია წარმართები ქადაგებასთან ერთად. 20. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ; ქრისტეს კი მსგავსი არაფერი უმცნია და დაუვალებია მოწაფეთათვის. მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატზე არაფერი გსმენია? არ დაავალა მაცხოვარმა ავგაროზთან წაეღოთ მოწაფეებს მისი ხატი? ჯვარს როგორ არ ვატარებ. ისე ქრისტიანი არ ვიქნებოდი. მაგრამ დამერწმუნეთ რიგითი პროტესტანტის ჯვარი გაცილებით მძიმე და ძვირფასია, ვიდრე რიგითი მართლმადიდებლისა. ეს რომელ სასწორზე აწონე? იქნებ წონაში მოგატყუეს? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
![]()
პოსტი
#360
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა კაიროს მეტი სათქმელი არაფერი გქონდა? ნუ შეკრავ ახლა შუბლს, თორემ აბა ეს რა სათქმელი იყო? შევეცადე ხუმრობაში გამეტარებინა ციტატა ჯვარს როგორ არ ვატარებ. ისე ქრისტიანი არ ვიქნებოდი. მაგრამ დამერწმუნეთ რიგითი პროტესტანტის ჯვარი გაცილებით მძიმე და ძვირფასია, ვიდრე რიგითი მართლმადიდებლისა ასეთი რამეების თქმას აქ მაინც მოერიდე და მერე მიხვდები, რატომ შევიკავე თავი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 01:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი