IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
tata-tata
პოსტი May 14 2007, 04:09 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,908



გამარჯობათ, მამაო.
დიდი ხანია რაც ჩემი უბედური შემთხვევა ძალიან მაწუხებს. მკავს ერთი შვილი. მასშემდეგ რას გადავწყვიტე მეორე შვილი გამეჩინა უბერურება დამეწყო. მაისში ერთი საკვერცხე ამომაჭრეს. მერე გავრისკე(იმდენად დიდი იყო სურვილი) და ორსულად დავრჩი და უბედური შემთხვევით დამიმთავრდა, მეორე საკვერცხეც ამომაჭრეს და ბავშვიც დავკარგე. ძალია განვიცდი. მთველი ცხოვრება მინდოდა ბევრი შვილები მყოლოდა, მე ჩემთავს ვაბრალებ კველაფერს ალბათ ღმერთის წინაშე ძალინ დამნაშავე ვარ და დავისაჯე.
ჩემი კითხვა შემდეგშია: მინდა ხელოვნური განაყოფიერებით გავაჩინო მეორე შვილი. თუ ამაზე კურთხევა მომეცემა და ეკლესია დამრთავს ნებას.
მირჩიეთ რამე მამაო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jun 10 2007, 11:16 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერება საკვერცხეების ამოჭრის შემდეგ. ექიმი არ ვარ და ამ პრობლემის სპეციფიკასაც არ ვიცნობ. თვით განაყოფიერების ხელოვნური გზის მიმართ ეკლესიას კონკრეტული პოზიაცია აქვს. ამაზე უკვე იყო შეკითხვა და პასუხიც შეგიძლიათ იხილოთ – http://church.ge/index.php?showtopic=563. როგორც ნახავთ, ეს პასუხი უარყოფითია. ამ წერილის წერას კი ვჩქარობ სხვა გარემოების გამო. სამწუხაროდ, სასულიერო პირთაგან დღეს არაერთხელ მსმენია ასეთი ჩასახვის გამართლება ერის გამრავლების საჭიროებით, რაც ნამდვილად ვერ იქნება საღმრთისმეტყველო–ზნეობრივი არგუმენტი.

მართლაც სამწუხაროა, რომ მრავალშვილიანობას ასე მონატრებულს, არ გაქვთ სურვილის აღსრულების ფიზიკური შესაძლებლობა. მაგრამ, მოდით სხვაგვარად შევხედოთ ამ სატკივარს. რა უნდა უფალს გვითხრას ამ გარემოებით? რას, როგორ პასუხს მოელის ჩვენგან?

შვილი თავისთავად ჯერ კიდევ ვერ არის ბედნიერების მომნიჭებელი მშობლისათვის. ბედნიერებას ღმრთის მადლის მოქმედებით განვიცდით და ის შეიძლება მოგვენიჭოს კეთილი შვილების მიერ, ან სხვა გზით. მთავარია არ უბრალოდ შვილის ყოლა, არამედ ის, რომ შვილი იყოს ჩვენი ნუგეში, სიბერის საყრდენი, რომ შვილის კეთილი ცხოვრება იყოს ჩვენი გამართლება ღმრთის წინაშე. არამგონია ბედნიერად გრძნობდეს თავს 6 შვილის დედა, რომლის შვილები ვერ ამართლებენ მშობლის სიყვარულს, ვერ არიან მაღალი ზნეობის მატარებლები.

მადლობა ღმერთს, რომ საერთოდ უშვილოდ არ დაგტოვათ. არიან ქალიშვილები, რომლებმაც გათხოვებამდე ან შვილის გაჩენამდე დაკარგე შვილიერების უნარი. იზრუნეთ აღზრდაზე აღზრდაზე, თორემ გაზრდით ყველა ბავშვი იზრდება. იზრუნეთ იმაზე, რომ ღმრთის მიერ მონიჭებულს ღრთისაკენ წარუმართოთ გზა – ესაა მშობლის უპირველესი მოვალეობა, ამისთვის გვეძლევა შვილი. სხვა შემთხვევაში ის ჩვენი ეგოიზმის საკვებია, ჩვენი კერპი, მაგრამ არა ღმრთის შვილი, რომლის აღზრდა–დამწყემსვა მიწიერ ცხოვრებაში თვით ღმერთმა მოგვანდო ბიოლოგიური დედობის გზით. მთელი არსებით გისურვებთ, რომ შვილი იყოს თქვენთვის დიდება, პატივი დასიხარული.

თუკი უფალმა დაუშვა, რომ არ გყავდეთ მეტი შვილი, ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც დასჯა. რათქმაუნდა, თუ სინდისი გვამხელს მძიმე ცოდვებში, როგორიცაა აბორტი, მრუშობა და ა.შ., მაშინ ასეთადაც შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ხშირად ასეთი ცოდვების გარეშეც ხდება, რომ დედობის უნარს კარგავს დედაკაცი. ვფიქრობ, ამით უფალი მათ მიმართ მზრუნველობისაკენ მოგვიწოდებს, ვინც მოკლებული დედის ალერსს, ოჯახის სითბოს. საკუთარ შვილებთან მიმართებაში ყოველთვის დევს რაღაც ეგოიზმი, მომხმარებლობა. სხვების მიმართ მზრუნველობა კი ძალიან დიდი და საღმრთო საქმეა. მითუფრო, როცა დაგეკარგათ მეორე შვილი. ალბათ იცით, რომ ადამიანის ცხოვნების აუცილებელი პირობა არის ნათლობა. როცა ბავშვი გადის მოუნათლავი, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ვერ დაიბადებოდა, მისი სულისათვის ზრუნვის უპირველესი ფორმაა განსაცდელში მყოფი ჩვილებისათვის ზრუნვა ძალისაებრ თქვენისა. თქვენ თვითონვე უწყით საკუთარი შესაძლებლობები და რამდენადაც შეძლებთ, ეცადეთ დაეხმაროთ თუდნაც ერთ პატარას. თანამედროვე გულგრილ საუკუნეში ეს ძალიან დიდი ღვაწლია, რომელიც შეგივსებთ დედობის სიხარულს.

ბოროტი ყოველთვის ცდილობს გამოიყენოს ჩვენი სისუსტე, ჩვენი განსაცდელი ჩვენში შემოსაღწევად. ეცდება ყოველთვის ეშმაკი შეგახსენოთ თქვენი სატკივარი, გაგაღიზიანოთ, უნუგეშოთ აგატკივოთ. ამმხრივ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ლოცვით "მამაო ჩვენო" უფალმა გვასწავლა ღმრთისადმი მორჩილების გამოჩენა; "იყავნ ნება შენი", ვამბობთ ჩვენ. თუ უფალმა ასე ინება, ის, რაც მის ნებას მწარეს ხდის ჩვენთვის, რაც გვიმძიმებს მის მორჩილებას, მისი ნების ატანას, უთუოდ ეშმაკისაგან არის. იყოს ნება ღმრთისა თქვენზედა და თქვენც ევედრეთ, რომ მოგცეთ ძალა ამ ნების მორჩილებისა. როგორც კი გაგახსენედებათ თქვენი სატკივარი, ეცადეთ ლოცვაზე გადაერთოს თქვენი გული. განამტკიცეთ ეკლესიური ცხოვრება კეთილი საქმეებით, ლოცვით, მარხვით, მორჩილებით და უფალი არ მოგაკლებთ სიხარულსა და ნუგეშს. შემინდეთ, თუ ჩემი პასუხი არ არის ის, რაც შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 07:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი