IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > »   
Closed TopicStart new topic
> საეჭვო წინასწარმეტყველება პატრიარქზე, ემოციების გარეშე
კანონისტი
პოსტი Jul 17 2008, 12:08 AM
პოსტი #221


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



abo
ციტატა
რატომ გარბიხართ მათზე წინ?

არა აბო ძია, არავისზე წინ არ გავრბივართ. ეგ ფილმი რომ გამოვიდა, მახსოვს, ჩემ მეგობარს მისმა მოძღვარმა - მამა ლაზარე გაგნიძემ პირდაპირ აუკრძალა ყურება, არც ჩემი მოძღვარი დარჩენილა პირადად დიდად კმაყოფილი მაგ ფილმით (საერთოდ, აკრძალვები არ უყვარს და ამიტომ არაფერი უთქვამს). თან, მაგ პერიოდში, პატრიარქის მდივნად მუშაობდა და ყოველ დღე ხედავდა მის უწმიდესობას.

არც ბიბლიის კითხვაზე მოგვიწოდებია ვინმესთვის. უბრალოდ ახალდარეგისტრირებული თუა ადამიანი, უმჯობესი იქნება, გაეცნოს თემას მთლიანად. ასე რომ ექნა ჩვენს ახალ ფორუმელს, არ დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თურმე მაგ ფილმზე სულელურის თქმა არ შეიძლება, რადგან იქ თვითნებურად (სხვა თუ არაფერი) უწოდებენ გაურკვეველი ცხოვრების მქონე პელაგია რიაზანელს "ნეტარს". ასევე ასჯერ გასცეს მოძღვრებმა პასუხი იმ ფილმისეულ ნათქვამს, რომ თითქოს ძაღლის შინ ყოლა სულიწმიდას განაგდებს, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას.

ციტატა
ე.ი ფილმისაც უნდა გწამდეს თუ არადა მაშინ ეს მარაზმია!

ფილმის რწმენა რაღა უბედურებაა? მე მწამს წმინდა სამება და არა ფილმები. ღმერთმა დაგვიფაროს.......


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 17 2008, 12:22 AM
პოსტი #222


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ყველა როგორ მესიის როლს თამაშობს ჩვენს დროში...
უბრალოდ თვითდამკვიდრების მარტივი მცდელობაა. sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 17 2008, 12:44 AM
პოსტი #223


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კანონისტი
ციტატა
ეგ ფილმი რომ გამოვიდა, მახსოვს, ჩემ მეგობარს მისმა მოძღვარმა - მამა ლაზარე გაგნიძემ პირდაპირ აუკრძალა ყურება, არც ჩემი მოძღვარი დარჩენილა პირადად დიდად კმაყოფილი მაგ ფილმით

ნუ ეს ხომ მამა ლაზარეს პირადი აზრია, და რამე ანტიმართლმადიდებლურს არ გამოხატავს, არც ის არის გამორიცხული რომ შენი მეგობარი ამეტებდეს.
და კიდევ შენი მაძღვარივით ისე არც მე დავრჩენილვარ დიდად აღფრთოვანებული მაგ ფილმით, მაგრამ ისეც ნუ გამოგვივა რომ ფილმის აკრძალვასავით გამოგვივიდეს.
გაიხარე დავით ჩემო უმცროსო ძმაო.
დიდი პატივისცემით აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ketilmorcmune
პოსტი Jul 17 2008, 05:04 AM
პოსტი #224


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
რეგისტრ.: 15-July 08
მდებარ.: sapatriarqo
წევრი № 5,336



ჩემის აზრით ფილმის ავტორმა უნდა მოინანიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პატრიარქის წინაშე, რომ ბევრი ადამიანი შეაშინეს და მოატყუეს. ბევრი ტყუილია მაგ ფილმში


--------------------
საპატრიარქო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jul 17 2008, 10:13 AM
პოსტი #225



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ციტატა
ჩემის აზრით ფილმის ავტორმა უნდა მოინანიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პატრიარქის წინაშე, რომ ბევრი ადამიანი შეაშინეს და მოატყუეს. ბევრი ტყუილია მაგ ფილმში


როგორც ზემოთ დავწერე, ფილმი ფართო მასებისთვისაა გათვლილი, ანუ ისეთი მართლმადიდებლებისთვის, რომლებიც დიდად არ იწუხებენ თავს აღსარება-ზიარებით, მოძღვრის ყოლით, წმინდა წერილის კითხვით...

რათქმაუნდა ბევრი სასაცილო ჰოლივუდური სპეცეფექტი და ბევრი ცრუ ინფორმაციაა, თუმცა თავიდან-ბოლომდე ტყუილი არ არის. ამ ფილმშიც არის სიმართლე, ოღონდ გაზვიადებული და ეფექტებმიცემული

თუმცა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ფილმში "დედა რუსეთი" ლამის კაცობრიობის მხსნელადაა ნაჩვენები, რაც სიცრუეა და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს ფილმი გამოვიდა მთელი საქართველო, ყველა დონეზე განიცდიდა რუსული სპეცსამსახურების გავლენას - გასაკვირი არაფერია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Jul 17 2008, 11:24 AM
პოსტი #226


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927



ციტატა(Giorgi- @ Jul 17 2008, 10:13 AM) *

როგორც ზემოთ დავწერე, ფილმი ფართო მასებისთვისაა გათვლილი, ანუ ისეთი მართლმადიდებლებისთვის, რომლებიც დიდად არ იწუხებენ თავს აღსარება-ზიარებით, მოძღვრის ყოლით, წმინდა წერილის კითხვით...

რათქმაუნდა ბევრი სასაცილო ჰოლივუდური სპეცეფექტი და ბევრი ცრუ ინფორმაციაა, თუმცა თავიდან-ბოლომდე ტყუილი არ არის. ამ ფილმშიც არის სიმართლე, ოღონდ გაზვიადებული და ეფექტებმიცემული

თუმცა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ფილმში "დედა რუსეთი" ლამის კაცობრიობის მხსნელადაა ნაჩვენები, რაც სიცრუეა და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს ფილმი გამოვიდა მთელი საქართველო, ყველა დონეზე განიცდიდა რუსული სპეცსამსახურების გავლენას - გასაკვირი არაფერია

გამაგებინეთ ერთ, რომელ ფილმზე ამბობთ? huh.gif სტუდია "გრაალი" -ო თუ რაღაც ესეთი ხო?? unsure.gif


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jul 17 2008, 11:33 AM
პოსტი #227


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(კანონისტი @ Jul 17 2008, 12:08 AM) *



რომ თითქოს ძაღლის შინ ყოლა სულიწმიდას განაგდებს, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას.


ძაღლი მამებს ხშირად სიმბოლურად მოხსენიებული აქვთ როგორც მრისხანების ვნება, ხოლო შინ ყოლა, არის მრისხანებაში ხშირად ჩავარდნა.
და დასძენენ რომ იგი სულიწმინდას განაშორებს ადამიანს.
ძაღლი შემთხვევით არ აუღიათ მამებს მეტაფორად, რადგან მიუხედავად ბევრი კარგი თვისებისა, ის მუდმივად ვიღაცას უღრენს.
არა თქვენ არასწორად გამიგეთ, მე პელაგიისტი არ ვარ.
უბრალოდ სიტყვამ მოიტანა.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jul 17 2008, 11:46 AM
პოსტი #228


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(abo @ Jul 17 2008, 12:44 AM) *

მაგრამ ისეც ნუ გამოგვივა რომ ფილმის აკრძალვასავით გამოგვივიდეს.


ბოლო დროს სუფრაზე მოვხვდი უცნობ ადამიანთან, რომელსაც ეგ ფილმი ახალი ნანახი ჰქონდა და საშინლად აპროტესტებდა.
როგორ შეიძლება უნდა აიკრძალოსო.
მე ავუხსენი რომ ეს ფილმი ოფიციალურად საპატრიარქოს მიერ არ ვრცელდება და უფრო მეტიც, ხმები დადის რომ უარყოფითი გამოხმაურება აქვს საპატრიარქოდან მეთქი.
მაგრამ არ ცხრებოდა, ვინ რა იცის ქვეყნის აღსასრული როდისაა, რის ჩიპები რა ჩიპები, (ამ დროს თვითონ სახელმწიფო სტატისტიკის , თუ რარაც მსგავს კანტორაში, მუშაობს სადაც პირად ID ების მომზადებაზე მუშაობს და თქვა ნომერი ყველას გვაქვს, უბრალოდ ტექნიკური საკითხებია დასახვეწი და მალე გადავალთ ელექტრონულ პასპორტიზაციაზეო)
- მოგვეცით რა მშვიდი ცხოვრების საშუალება ასეთი შეშინებების გარეშეო.
მე კიდევ ავუხსენი რომ ფილმი ოფიციალური წყაროებიდან არ ვრცელდება, ესაა კერძო თვალთახედვა და თუ ხალხში ასეთი პოპულარობით სარგებლობს, ეს თვითონ ხალხის ბრალია და არა სასულიერო წრეების მეთქი.
არსებობს ზღვა ფილმები, არ მოგწონს?
ნუ უყურებ ხომ არავის დაუძალებია მეთქი.
მაგრამ არ ცხრებოდა.
მერე ისეთი რამე უთხარი რომ გაჩერდა.არ ვიცი ვერ გაიგო თუ გაოგო და მაგიტომაც.
რადგან ესე აღგაშფოთა მაგ ფილმმა , ესე იგი არის მანდ სიმართლის მარცვალი, რომელსაც ქვეცნობიერად გრძნობ და ამიტომ უმხედრდები მეთქი.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jul 17 2008, 11:59 AM
პოსტი #229


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(Giorgi- @ Jul 17 2008, 10:13 AM) *



თუმცა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ფილმში "დედა რუსეთი" ლამის კაცობრიობის მხსნელადაა ნაჩვენები, რაც სიცრუეა და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს ფილმი გამოვიდა მთელი საქართველო, ყველა დონეზე განიცდიდა რუსული სპეცსამსახურების გავლენას - გასაკვირი არაფერია

მე მგონია ეს რუსული სპეცსამსახურების გავლენით კი არა რუსი მამების წინასწარმეტყველების გავლენითაა, რომლებიც რუსეთს მართლმადიდებლობის ბოლო ბურჯად სახავდენ.
რაც რა თქმა უნდა ესე არ არის, ეს უკვე ისტორიამ გვაჩვენა.
რუს მამებამდე ეს იდეა თურქების მიერ დაქცეული ბიზანტიის სასულიერო წრეებში გაჩნდა, რომლებიც რუსეთში თავშესაფარს და ხსნას ეძებდნენ.
მაგრამ სამწუხაროდ პირიქით კი მოხდა, რუსეთი მართლმადიდებლობის ბურჯის ნაცვლად მის დამაქცეველად და მდევნელად იქცა.
ეხლა ვიღაზეა იმედები?
დრო გვაჩვენებს.
smile.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Girl
პოსტი Jul 17 2008, 12:30 PM
პოსტი #230


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 16-July 08
წევრი № 5,344



ციტატა
ფილმის რწმენა რაღა უბედურებაა? მე მწამს წმინდა სამება და არა ფილმები. ღმერთმა დაგვიფაროს.......




ფილმის შინაარსის რწმენას ვგულისხმობ და ისე ნუ იქცევი თითქოს ეს არ გესმის. ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს ამ ფილმის შესახებ. პატრიარქი რომ ეწინააღმდეგოდეს ამ ფილმს გამოვიდოდა და იტყოდა აქამდე 1000-ჯერ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 17 2008, 12:36 PM
პოსტი #231


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Girl
ციტატა
ისე ნუ იქცევი თითქოს ეს არ გესმის

რატომ გაქვს აგრესიული ტონი? დიახაც არ მესმის ფილმის რწმენა, და რაც შეეხება დაჯერებას, მგონი ჩემგანაც და ბევრისგანაც ითქვა, რომ იქ მოთხრობილი ბევრი ფაქტი, დამახინჯებულია, არასწორია, ზოგჯერ ანტიმართლმადიდებლურია და განიცდის გაურკვეველი ძალების ასევე გაურკვეველ გავლენას

უფალი გვასწავლის, "იყავით ბრძენნი ვითარცა გველნიო", ჰოდა ვიყოთ ბრძენი და შევაფასოთ საღად, რა არის და როგორ

ციტატა
ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს ამ ფილმის შესახებ

ჰოდა თუ ესეა, არამართლმადიდებლებად რატომ მოგვნათლე ისინი, ვისაც ეგ ფილმი არ მოგვწონს?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 17 2008, 12:37 PM
პოსტი #232


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ლეონტი

ციტატა
ძაღლი მამებს ხშირად სიმბოლურად მოხსენიებული აქვთ როგორც მრისხანების ვნება, ხოლო შინ ყოლა, არის მრისხანებაში ხშირად ჩავარდნა.
და დასძენენ რომ იგი სულიწმინდას განაშორებს ადამიანს.
ძაღლი შემთხვევით არ აუღიათ მამებს მეტაფორად, რადგან მიუხედავად ბევრი კარგი თვისებისა, ის მუდმივად ვიღაცას უღრენს.
არა თქვენ არასწორად გამიგეთ, მე პელაგიისტი არ ვარ.
უბრალოდ სიტყვამ მოიტანა.


რავიცი, ასეთი მსჯელობის საღვთისმეტყველო საბაბი მგონი არ არსებობს. ბიბლია არ გვასწავლის ძაღლისა და მადლის შეუთავსებლობაზე smile.gif. როდესაც უფლის ანგელოზი რაფაელი, ტობითს დაემგზავრა, ძაღლიც მიდიოდა მათთან ერთად. ანგელოზი არც გამწყრალა და არც გაშორებია ამის გამო. smile.gif ასევე მათეს სახარებაში ქანანელი დედაკაცი ქალიშვილის განკურნებას თხოვს იესო ქრისტეს, მათ საუბარში დედაკაცმა ძაღლი ახსენა, მაგრამ ქრისტეს იგი უწმინდურ ცხოველად არ შეურაცხავს, არც დედაკაცი გაუკიცხავს უწმინდური ცხოველის ხსენებისათვის და მისი სახლში ყოლისათვის. ბიბლიაში ძაღლი სიკეთის სიმბოლოდაც კია აღიარებულია smile.gif "რა საერთო აქვს მგელს კრავთან? ასევე ცოდვილს ღვთისმოსავთან? რა მშვიდობა იქნება აფთარსა და ძაღლს შორის? "...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jul 17 2008, 12:44 PM
პოსტი #233


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



თათარაშვილი
მერე ვინ ამბობს რომ ძაღლი უწმინდური ცხოველია?
ან საერთოდ როგორ შეილება ცხოველი იყოს უწმინდური?
უწმინდურებაა ძაღლის ან რომელიმე ცხოველის გაკერპება, დილიდან საღამომდე რომ დასდევენ და ცივ ნიავს არ აკარებენ, ლოგინში იწვევენ.
და საღვთისმეტყველო მეტაფორა მაგიტომ არ მომიყვანია, ეგ ზემორე ციტატები ნამდვილად უადგილოა.
smile.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 17 2008, 12:55 PM
პოსტი #234


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ლეონტი
ციტატა
მერე ვინ ამბობს რომ ძაღლი უწმინდური ცხოველია?


შენ ამბობ თქვა მაგი კი არ მითქვამს biggrin.gif შენ მოიყვანე წმიდა მამათა აზრი და დამოკიდებულება ძაღლის თაობაზე სადაც დაწერე რომ:
ციტატა
და დასძენენ რომ იგი სულიწმინდას განაშორებს ადამიანს.


ასევეცნობილი სტარეცის აზრი ამასთან დაკავშირებით (რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი ეჭვის ქვეშ დააყენა):
ციტატა
"დაუდევრობის ცოდვა მე 15 საზვერეში განიკითხება: ასეთია ხელისუფლებისა და ქმრისადმი დაუმორჩილებლობა, ნიღბის ტარება ან ღვთის ხატის დამახინჯება. საკუთარ თავში, ბინაში, კერპებისა და ძაღლების ყოლა, მკითხაობა და შელოცვები.ასეთ დედაკაცებს საშინელი სასჯელი მოელით! ჯოჯოხეთში მათთვის საგანგებო ადგილია მიჩენილი. ტუჩსაცხი ძაღლის ცხიმს შეიცავს. თუ სახლი ნაკურთხია, მასში უფალი დაივანებს, ხოლო ძაღლის შეშვება შინ - სულიწმიდის მადლის გაცლას მოასწავებს! ის ღირსი არ არის ზიარებისა, ვისი ხატების სამყოფელშიც ძაღლები ცხოვრობენ."


სწორედ ამ აზრებსა და დამოკიდებულებას გამოვეხმაურე და არ მითქვამს რომ ამას შენ ამბობ smile.gif. უბრალოდ მაინტერესებს საღვთისმეტყველო და საეკლესიო, სახარებისეული დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით.

ციტატა
უწმინდურებაა ძაღლის ან რომელიმე ცხოველის გაკერპება, დილიდან საღამომდე რომ დასდევენ და ცივ ნიავს არ აკარებენ, ლოგინში იწვევენ.

ნამდვილად გეთანხმები, ეს ცხოველის გაკერპებაა, როცა ადამიანი ძაღლს უფრო დიდ დროს უთმობს ვიდრე უფალს... ისე კი ჩემთვის კომპიუტერი გამოდის კერპი ამ ლოგიკით, რადგან კომპიუტერს უფრო დიდ დროს ვუთმობ ვიდრე უფალს... რა საშინელებაა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 17 2008, 01:04 PM
პოსტი #235


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ხალხო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მოძღვართან დასვით მაგ ფილმზე შეკითხვა!!!!!!!!!!!!!!!!!!
მე ფილმის ლინკი არ ვიცი(რომ აუხსნა რა ფილმზეა საუბარი) თორემ მე თვითონ დავუსვამდი კითხვას


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jul 17 2008, 01:05 PM
პოსტი #236


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



თათარაშვილი
შენ კომპიუტერს როგორც ვატყობ სწავლისთვის და თუნდაც სასულიერო განათლებისთვის იყენებ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს.
შენ ეძებ და იმეცნებ, ურთიერთობ, ამისთვის გჭირდება ნივთი, კომპიუტერი, მაგრამ მოვა დრო, როცა ის აღარ დაგჭირდება და მას გადააგდებ.
smile.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 17 2008, 01:08 PM
პოსტი #237


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



orthodox-georgia
ციტატა
მოძღვართან დასვით მაგ ფილმზე შეკითხვა!!!!!!!!!!!!!!!!!!

ამ ფილმზე ცალ–ცალკე უპასუხეს მამა დავითმა და მამა ირაკლიმ:
http://church.ge/index.php?showtopic=1094
http://church.ge/index.php?showtopic=4097&...26&#entry294226


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 17 2008, 01:14 PM
პოსტი #238


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ლეონტი @ Jul 17 2008, 01:05 PM) *

თათარაშვილი
შენ კომპიუტერს როგორც ვატყობ სწავლისთვის და თუნდაც სასულიერო განათლებისთვის იყენებ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს.
შენ ეძებ და იმეცნებ, ურთიერთობ, ამისთვის გჭირდება ნივთი, კომპიუტერი, მაგრამ მოვა დრო, როცა ის აღარ დაგჭირდება და მას გადააგდებ.
smile.gif

2kiss.gif იხარე

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Girl
პოსტი Jul 17 2008, 01:25 PM
პოსტი #239


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 16-July 08
წევრი № 5,344



კანონისტი
კარგი.. მაგრამ მეორედ მოსვლაზე საუბრის უფლება აქ არავის აქვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 17 2008, 01:45 PM
პოსტი #240


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Girl
ციტატა
კარგი.. მაგრამ მეორედ მოსვლაზე საუბრის უფლება აქ არავის აქვს.

რას ლაპარაკობ biggrin.gif biggrin.gif

შენ გვიკრძალავ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 04:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი