![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
დამლოცეთ მამაო
ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი ხვდება, რომ მის მიერ შერჩეული მოძღვარი არ შეეფერება და უნდა რომ შეიცვალოს ის, მაგრამ ამას მორიდების გამო ვერ აკეთებს, როგორ უნდა მოახერხოს ამ ბარიერის დაძლევა? მოძღვრის შეცვლა შეიძლება ადამიანს აიძულოს მასთან ზედმეტად ახლო ურთიერთობამ (ოჯახთან ან ამისდაგვარი) ამას ვგულისხმობ... დიდი მადლობა წინასწარ. |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
მოძღვართან მეგობრული, ახობლური ურთიერთობა ზოგჯერ მართლაც ხდება დამაბრკოლებელი სულიერი ურთიერთობისა, სულიერი ზრდისა. უმჯობესია ეს გათვალისწინებულიქნას ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში. მაგრამ ყოველთვის როდია ეს შესაძლებელი. მოძღვრის შეცვლა, რათქმაუნდა არ არის დაუშვებელი, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ. იქნებ ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი ჩვენშივეა და არა მოძღვრის ჩვენდამი დამოკიდებულებაში.
ამ თემას ეხებოდა წინა წინა შეკითხვაც . -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
:სამეფო: |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ვასილი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 167 რეგისტრ.: 26-November 06 წევრი № 522 ![]() |
დამლოცეთ მამაო. თბილიში ვცხოვრობ მაგრამ სულიერი მოძღვარი მყავს ბორჯომში,რომელმაც სულიერად გამზარდა და მას ვაბარებ აღსარებებს,მაგრამ ხშირად ვერ ჩავდივარ და მისი კურთხევით თბილიში ვაბარებ აღსარებას ერთ-ერთ მოძღვარს რომელიც მინდა რომ შევიცვალო(ობიექტური მიზეზების და გამო) მაგრამ ტაძარს შევეჩვიე ძალიან და ყველაზე მთავარი რაც არის მერიდება არადა ვატყობ სხვა მოძღვარი მჩირდება სულ უკან და უკან მივდივარ ზირითადად მარტო მიწევს ყველაფრის დაძლევა და სულიერ მოძღვრად საეკლესიო ლიტერატურა გავიხადე არადა მინდა რომ ხშირად ვიურთიერთო და ელემენტარულად გამამხნეოს უმძიმეს ბრძოლაში რომელშიც ვიმყოფები. მიზეზი ესეთია:ძალიან ცოტა დარიგება, არანაერი დატუქსვა არანაერი მოფერება რაც მთავარია არამაქვს ხშირი ურთიერთობა.მარტო აღსარებას ვაბარებ და მოვდივარ.არადა მე მინდა რომ ერთად განვიხილოთ ჩემი ვნებები და დამეხმაროს მათ აღხოცვაში.დამარიგოს ,დამტუქსოს თუ ვიმსახურებ,მომეფეროს.ძალიან მგრძნობიარე ვარ და ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებს კარგი გაგებითაც და ცუდი გაგებითაც.რაც მე შემეხება პირობას ვდებ რომ მამასავით შევიყვარებ და მის რჩევა დარიგებებს სერიოზულად მოვეკიდები. რომელ მოძღვართან წავიდე ისიც არ ვიცი მირჩიეთ რამე გთხოვთ ცოდვილთა შორის უცოდვილესი ვასილი.
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#4
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
თუ ატყობთ, რომ თქვენი სულიერი ცხოვრება უარესობისაკენ მიდის, ე.ი. მართალაც აუცილებელია გადახედოთ მოძღვართან ურთიერთობას. რაკი გყავთ მოძღვარი ბორჯომში, რომელიც ხელმძღვანელობს თქვენს სულიერ ცხოვრებას, უმჯობესია უშუალოდ მასთან განიხილოთ თქვენი სულიერი მდგომარეობა და მისი დარიგებით იხელმძღვანელოთ. დაუშვებელი არ არის სხვა მოძღვართან მისვლა. ოღონდ საშიშია, როცა ამას სხვათა დაუკითხვავად, მხოლოდ საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ შეძლებთ ახალ მოძღვართან გაიხსნას და დარჩეს. მთავარი კი, რისკენაც მინდა მოგიწოდოთ, არის ვედრება ღმრთისადმი. მოძღვრის პოვნა ძალიან დიდი ნაბიჯია ცხოვრებაში და ღმრთის შეწევნის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ასე რომ, ითხოვეთ ლოცვით უფლისაგან შეწევნა.სხვა ტაძარში გადასვლას არ გირჩევთ.
და კიდევ, ნუ ეძებთ მოფერებას; ნურც ახალი მოძღვრის შეყვარების ფიცს დადებთ, - "ყოველი კაცი ცრუ არს" და არ ვიცით, რას შევძლებთ. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი