IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ცუდად ვარ
misousti
პოსტი Jun 16 2007, 03:56 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-June 07
წევრი № 2,208



მამაო დამლოცე,
არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ სულიერად ძალიან ცუდად ვარ.იმდენად ცუდად, რომ მაპატიეთ ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ ირგვლივ ყველაფერი მეზიზღება.ყველაფრისადმი ნიჰილისტურად ვარ განწყობილი.დაკარგული მაქვს ადამიანებისადმი რწმენა,ერთი პერიოდი სიკვდილი ისე საშინლად მინდოდა,რომ როგორც უკანასკნელი გზა, მხოლოდ ასე ვხედავდი.ეხლაც რაღაც ამ ზღვრამდე ვარ. სულიერ სიმშვიდე ვერსად ვპოულობ, ვიცი ამის ერთადერთი გამოსავალი ეკლესიაში მისვლა და ღვთისმორჩილებაა, მაგრამ ვხვდები რომ რაღაცნაირად ძალა აღარ მაქვს,დაუძლურებული ვარ. sad.gif არ ვიცი რა ვქნა. თუ ვკითხულობ ლოცვას ან ხატებს ვემთხვევი, ვგრძნობ რომ ეს მხოლოდ მექანიკურად მომდის და არა გულით.ეკლესიამდე ვერ მივდივარ.მირჩიეთ რამე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 10 2007, 07:46 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



თქვენი მდგომარეობის მსგავსს ეხებოდა ერთ-ერთი თემა "მთელი ცხოვრება შენთავთან ბრძოლაა". ბევრს არ დავამატებ, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ გქონდეთ მცდელობა მდგომარეობიდან გამოსვლისა. რწმენა საქმეებში იზრდება და საქმეთა გარეშე მკვდარია. ასეთ შეჭირვებულ მდგომარეობაში მცირედი საქმეთ დიდად ირაცხება. ეცადეთ უმთავრესი ძალისხმევა წარმართოთ ლოცვის მოსახვეჭად. ფასობს არა დიდი საქმე, არამედ სტაბილური. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მდგომარეობაში მოინდომოთ განსაცდელში მყოფთა დახმარება. მოწყალება და თანადგომა ალბობს გულს. აუცილებლად უნდა ეცადოთ წიგნთან სიახლოვეს. წდიდათა ცხოვრება, მამათა დარიგებები აფხიზლებენ გონებას, განაწყობენ მოღვაწეობაზე. ეკლესიაში მისასვლელად არ დაელოდოთ კვირას ან დღესასწაულის დღეს. მიდით სადაგ დღეს და ეცადეთ გულწრფელად უამბოთ თქვენი გასაჭირი მოძღვარს. რა განწყობაც არ უნდა გქონდეთ, ეცადეთ როგორმე მიიყვანოთ თავის ეკლესიამდე. აუცილებლად შეგიმსუბუქდებათ და ნათელი შემოვა სულში. დაუშვებელია ასეთ დროს ჩაკეტვა საკუთარ თავში, ოცნებებში, მოგონებებში. ძალიან ხშირად არასწორი მიდგომა ამ საკითხისადმი იწვევს მდგომარეობის დამძიმებას მაშინ, როცა დასაწყისში არ იქნებოდა მისი დაძლევა ძნელი.

უფალი გეწეოდეთ და გაცხოვნოთ.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 10:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი