![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#81
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა თუმცა საპირისპიროც არის დასაშვები. ხომ მართალია??? საპირისპირო, რომ დასაშვები არ იყოს ათეიზმი არ იარსებებდა. იმისთვის, რომ სარწმუნოება დაამტკიცო მაშინ ღმერთის რაობა უნდა "გაშიფროს" ადამიანმა და რადგანაც ღმერთის შეცნობა შეუძლებელია მის მიერი სარწმუნოების დამტკიცებაც შეუძლებელია, ისევე როგორც უარყოფა. მე რომ მართლა მქონდეს ანგელოზის ამ წმინდანის სულის ხილული ჩვენება, რომელიც ობიექტური რეალობა იქნება, ჩვენების დასასრულის მერე რა ობიექტური საშუალება მრჩება მის დასამტკიცებლად? არაფერი. მე, რომ ღვთის წინასწარმეტყველების ხილულად დანახვის მომსწრე აღმოვჩნდე, რომელიც ობიექტური რეალობა იქნება, რომ გავიმეორო ხილვაში ნანახი და თუნდაც 100% რომ ასრულდეს ყველაფერი, რა ობიექტური საშუალება მრჩება მის დასამტკიცებლად? არაფერი არცერთი არ მტკიცდება, არც დაკვირვების ინსტრუმენტები გაგავაჩნია, ობიექტურობის ზუსტი საზომი არ არსებობს. რჩება რწმენა: თეიზმი (ღმერთის რწმენა) და ათეიზმი (ღმერთის არ არსებობის რწმენა). რწმენა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას, და არა მარტო თეიზმ/ათეიზმის რწმენა, ან მართლმადიდებლობა/კათოლიციზმის რწმენა, არამედ ყოველი ინფორმაციის რწმენა. ადამიანის გონებაში არსებული ინფორმაციის მხოლოდ 1%-ია ობიექტური თვითონ ამავე გონების პატრონისთვის. აი, შენ მაგალითად ათეიზმის გწამს, რადგან ვერ დაამტკიცებ ღმერთის არ არსებობას, უბრალოდ ამის გჯერა, შენ გწამს იმისა, რომ უახლოეს ვარსკვლავამდე მანძილი 4.3 სინათლის წელია, რადგან არასოდეს არ გინახავს კუთხური დიამეტრების ამღების ხელსაწყო, საქმე-საქმეზე, რომ მიდგეს არც კი იცი დეტალები თუ როგორ ზომავენ მანძილებს კოსმოსში, უბრალოდ გწამს იმათი ვინც ზომავს, შენ გწამს, რომ დედამიწა მრგვალია . . . მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ფოტოსურათი თუ ვიდეო გადაცემა არსებობს ეს ყველაფერი მაინც რწმენის საგანია, უბრალოდ ენდობი მათ შექმნელებს, აი ზოგი არ ენდობა და ამბობს, რომ ამერიკელების მთვარეზე რბილად დაჯდომა მონტაჟი იყოოო . . . რწმენა, მხოლოდ რწმენა არის ადამიანის გონების მთავარი საწვავი, ადამიანმა გარდა იმ ფაქტებისა რისი გაზომვაც და დანახვაც უშუალოდ მას არ შეუძლია არაფერი არ იცის. ჰოდა, ჩვენ კი ღმერთის არსებობის და ბიბლიის ჭეშმარიტების გვწამს, რა არის აქ გასაკვირი? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#82
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა იბადება პიროვნება, რომელიც დეტალებშიც კი ისეთია, როგორიც ნაწინასწარმეტყველები ანუ შენ ამბობ, რომ იესო ძველი აღქმის ნაწინასწარმეტყველები მესიაა. ჯერ ერთი მე შეკითხვები მარტო სახარების ავტორებზე არ მქონია, მარა გავიარეთ. გავარჩიოთ იესოს და ძვალი აღქმის მესიის თანხვედრა? ბიბლიის ტექტებით გავარჩიოთ? გინდა? ციტატა აქ საინტერესოა არა მარტო ის გარემოება, თუ რას წერენ ქრისტიანები, არამედ ქრისტიანობასთან დაპირისპირებული რელიგიები და უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ამ თვალსაზრისით არის იუდეური მიმდინარეობის აპოლოგეტური ნაშრომები, სადაც არც უდეველი ავტორები მალავენ იესოს პიროვნულობას და მის დაბადებას იმ დროს და ადგილას, არ მალავენ ასევე სასწაულებს აი ეს პირველად მესმის და ძალიან მაინტერესებს. შეგიძლია მომაწოდო? ციტატა რატომ ეწამნენ მოციქულები? ეგ საიდანღა ვიცით? ციტატა ამაზე პასუხი მავანს აქვს ასეთი, რომ ისინი იყვნენ ფანატიკოსები, მაგრამ აი აქ არის აქილევსის ქუსლი, მოდი ვნახოთ რა არის ფანატიზმი? ფანატიკოსს სჯერა რომ ესა თუ ის მოვლენა სწორად არის აღწერილი რომელიმე წერილში, ანუ მისი სიკვდილის მიზეზი არის რწმენა რომ სადღაც წერია რაღაც და ის სწორია...ანუ მას სწამს რომ ის სწორია...ახლა გადავიდეთ უკან დროში....რისი სჯერა თავად მოციქულს? მას არ შეიძლება სჯეროდეს, რომ მისი წინამორბედმა რაც თქვა (რომ იესო აღდგა) მართალია, რადგან ეს წინამორბედი თავად თვითონაა, და ვინაიდან სიკვდილზე მიდიხარ რწმენის გამო, მას დარჩენია ერთი რამის რწმენა, რომ წამდეს რომ თავად იხილა და რადგან მიდის სიკვდილზე ე.ი. მართლაც იხილა აღმდგარი ქრისტე. მარტვილობა მოციქულებისა არ არის ფსიქოლოგიური მოვლენა რადგან ეს მოხდა: 1. სხვადასხვა დროს და 2. სხვადასხვა ადგილას რაც გამორიხავს ე.წ. მასის ფსიქოლოგიურ ასპექტს, ამიტომ ჩვენ ქრისტიანებს გვჯერა რომ, რადგან საღი აზრი გვკარნახობს რომ მოციქულებმა თავი დადეს იმაზე რაც იხილეს, ე.ი. მართლაც უხილავთ. მართალი ხარ, მაგრამ საიდან ვიცით, რომ მოციქულები აწამეს? საიდან ვიცით თუ რისთვის აწამეს ისინი? |
afxazi |
![]()
პოსტი
#83
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
rock
ციტატა მართალი ხარ, მაგრამ საიდან ვიცით, რომ მოციქულები აწამეს? საიდან ვიცით თუ რისთვის აწამეს ისინი? თუ გამოცხადებით გეუწყება პირველი საუკუნის მოვლენების შესახებ და ამას საკუთარი თვალით იხილავ, ეს სხვა რამეა, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა გაიგო თუ არა დაწერილი წიგნებით. წაიკითხე ძმაო, წაიკითხე! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
rock |
![]()
პოსტი
#84
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
თემო
ციტატა და საიდან იცი? იქნებ დაგვიმტკიცო? მე რამდენადაც ვიცი მისი ეპოქის თანამედროვე არ უნდა იყო? არაფერიც არ ვიცი. სადმე დავწერე ვიცი მეთქი. ის კი ვიცი, რომ ზოგიერთი მეცნიერი სხვა ავტორაც მიაწერს. რა მიზანს ემსახურება შენი ეს ოფტოპიკური პარალელური ხაზი? kato_Bato ციტატა უპირობოდ. სერ. იეს სერ!!! გიორგი ოჩენ ინწერესნო. ციტატა აი, შენ მაგალითად ათეიზმის გწამს, რადგან ვერ დაამტკიცებ ღმერთის არ არსებობას, უბრალოდ ამის გჯერა, შენ გწამს იმისა, რომ უახლოეს ვარსკვლავამდე მანძილი 4.3 სინათლის წელია, რადგან არასოდეს არ გინახავს კუთხური დიამეტრების ამღების ხელსაწყო, საქმე-საქმეზე, რომ მიდგეს არც კი იცი დეტალები თუ როგორ ზომავენ მანძილებს კოსმოსში, უბრალოდ გწამს იმათი ვინც ზომავს, შენ გწამს, რომ დედამიწა მრგვალია . . . მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ფოტოსურათი თუ ვიდეო გადაცემა არსებობს ეს ყველაფერი მაინც რწმენის საგანია, უბრალოდ ენდობი მათ შექმნელებს, აი ზოგი არ ენდობა და ამბობს, რომ ამერიკელების მთვარეზე რბილად დაჯდომა მონტაჟი იყოოო . . . რწმენა, მხოლოდ რწმენა არის ადამიანის გონების მთავარი საწვავი, ადამიანმა გარდა იმ ფაქტებისა რისი გაზომვაც და დანახვაც უშუალოდ მას არ შეუძლია არაფერი არ იცის. ჰოდა, ჩვენ კი ღმერთის არსებობის და ბიბლიის ჭეშმარიტების გვწამს, რა არის აქ გასაკვირი? არაფერი. უბრალოდ შენს მეტი ჯერ არავის უთქვამს (თუ ვინმეს აზრი გამომრჩა მომიტევეთ), რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ რწმენაზეა დაფუძნებული. სხვა არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. ეს ერთი პროცენტიც კი. ![]() ციტატა ადამიანის გონებაში არსებული ინფორმაციის მხოლოდ 1%-ია ობიექტური თვითონ ამავე გონების პატრონისთვის. ისე ოკამის სამართებელზე გსმენია ალბათ. როგორ ფიქრობ მართალი თქვა ოკამმა როცა ეგ იდეა გაახმოვანა? afxazi ციტატა თუ გამოცხადებით გეუწყება პირველი საუკუნის მოვლენების შესახებ და ამას საკუთარი თვალით იხილავ, ეს სხვა რამეა, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა გაიგო თუ არა დაწერილი წიგნებით. წაიკითხე ძმაო, წაიკითხე! ეგ ტენდენციური ლიტერატურაა. ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#85
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
rock
ციტატა ეგ ტენდენციური ლიტერატურაა. რომელს გულისხმობ ჩემო კარგო, ასე დაუსახელებლად რომ დაუწუნე ტენდენციურობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
rock |
![]()
პოსტი
#86
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
afxazi
ციტატა რომელს გულისხმობ ჩემო კარგო, ასე დაუსახელებლად რომ დაუწუნე ტენდენციურობა. რომელიც მე მაქვს წაკითხული. შენ თუ იცი არატენდენციური ლიტერატურა, რომელშიც აღწერილია მოციქულთა ცხოვრება მომაწოდე და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. |
afxazi |
![]()
პოსტი
#87
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
rock
ციტატა რომელიც მე მაქვს წაკითხული. შენ თუ იცი არატენდენციური ლიტერატურა, რომელშიც აღწერილია მოციქულთა ცხოვრება მომაწოდე და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. ჯერ ის მითხარი რა გაქვს წაკითხული და მერე მეც გეტყვი რა წაიკითხო. ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#88
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა არაფერი. უბრალოდ შენს მეტი ჯერ არავის უთქვამს (თუ ვინმეს აზრი გამომრჩა მომიტევეთ), რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ რწმენაზეა დაფუძნებული. სხვა არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. ეს ერთი პროცენტიც კი. დამამტკიცებელი საბუთის გაგებაა დასაზუსტებელი. აი, კანუდოსელმა საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველები მესიის და მისი რეალურად განხორციელების ასპექტები. ერთი წამით დაუშვი, რომ ყველაფერი ისეა, როგორც კანუდოსელმა თქვა, არის თუ არა ეს დამამტკიცებელი საბუთი? ძალიან რთულია პასუხის გაცემა. რწმენას მტკიცებულება არ გააჩნია, რადგან მას რომ მტკიცებულება გააჩნდეს, ის რწმენა კი არა საყოველთაოდ დამტკიცებული თეორემა იქნებოდა. თავის მხრივ არც რწმენაა ჰაერში გამოკიდებული, ის არ მტკიცდება, მაგრამ მას საფუძვლად უდევს მრავალი დამაფიქრებელი ინფორმაცია, სხვადასხვა ობიექტური რეალობები, რომლის საფუძველზეც ადამიანი ამერიკელების მთვარეზე მოგზაურობის ანალოგიურად ან მის მართობულობას იწამებს ან მის მცდარობას იწამებს. ბოლოს რჩება რწმენა რაღაცისა, ეს არის და ეს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#89
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
afxazi
ციტატა ჯერ ის მითხარი რა გაქვს წაკითხული და მერე მეც გეტყვი რა წაიკითხო. სამწუხაროდ ავტორები და სახელები არ მახსოვს. სიმართლე გითხრა შინაარსიც არ მახოვს, დავნო ეტო ბილო. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე გთხოვ ისეთი საკითხავის მითითებას, რომელიც შენი აზრით არ არის ტენდენციური. არის თუ არა ტენდენციური ჩემი აზრით, თავად გადავწყვიტავ. გიორგი ციტატა დამამტკიცებელი საბუთის გაგებაა დასაზუსტებელი. აი, კანუდოსელმა საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველები მესიის და მისი რეალურად განხორციელების ასპექტები. არაა ეგრე გლადკად საქმე. თუ 200 პოსტი გაქვს უკვე, ამაზე შეგვიძლია ფორუმ.გე-ზე ვიკამათოთ. აქ ამის უფლებას არ მოგვცემენ. ციტატა ერთი წამით დაუშვი, რომ ყველაფერი ისეა, როგორც კანუდოსელმა თქვა, არის თუ არა ეს დამამტკიცებელი საბუთი? არა. ეს უბრალოდ ალბათობას ზრდის. ციტატა თავის მხრივ არც რწმენაა ჰაერში გამოკიდებული, ის არ მტკიცდება, მაგრამ მას საფუძვლად უდევს მრავალი დამაფიქრებელი ინფორმაცია, სხვადასხვა ობიექტური რეალობები, რომლის საფუძველზეც ადამიანი ამერიკელების მთვარეზე მოგზაურობის ანალოგიურად ან მის მართობულობას იწამებს ან მის მცდარობას იწამებს. ბოლოს რჩება რწმენა რღაცისა, ეს არის და ეს. სხვა საფუძვლბეიც არსებობს, რომლებზეც ისევ და ისევ ცენზურის გამო აქ ვერ ვისაუბრებ. შევხვდეთ თავისუფალ (შედარებით) ფორუმზე. ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#90
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
rock
ციტატა სამწუხაროდ ავტორები და სახელები არ მახსოვს. სიმართლე გითხრა შინაარსიც არ მახოვს, დავნო ეტო ბილო. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე გთხოვ ისეთი საკითხავის მითითებას, რომელიც შენი აზრით არ არის ტენდენციური. ![]() ![]() წაიკითხე ევსევი კესარიელის ეკლესიის ისტორია, ეხლახანს გამოვიდა ქართულ ენაზე (პირველ სამ საუკუნეს მოიცავს), იმედი მაქვს მასაც არ დასწამებ არატენდენციურობას. სხვაც ბევრია თუმცა ჯერ ეს იკმარე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
rock |
![]()
პოსტი
#91
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
afxazi
ციტატა თუ შინაარსი არ გახსოვს საიდან ასკვნი რომ ისინი არატენდენციურია შინაარსი არ მახსოვს ნიშნავს, რომ დეტალები არ მახსოვს. ციტატა ავტორებიც არ გახსოვს. ოოოოოოოო ავტორები არ მახსოვს, რამეთუ არ არიან ევსევი კესარიელის დონის ავტორები. XX საუკუნის ავტორები ყავდა მაგ წიგნს. ციტატა წაიკითხე ევსევი კესარიელის ეკლესიის ისტორია ევსევი კესარიელის მოკლე ბიოგრაფიას ხომ ვერ დაპოსტავ, სანამ წიგნს ვიშოვი? ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#92
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა არაა ეგრე გლადკად საქმე. მტკიცებულება საკმაოდ რთული რამეა, მითუმეტეს ჩვენს დროში. აი, მაგალითად არქიმანდრიტი ილიას 100 გრამიანი ხატი-კულონიდან რამოდენიმე ლიტრი მირონი ჩამოდინდა, არის ეს დამამტკიცებელი საბუთი? არა, იმიტომ რომ შენ არ გინახავს მართლა ჩამოდინდა თუ არა. მაგალითად ფოტოსასწაული არის მტკიცებულება? არა, იმიტომ რომ შენ არ გინახავს და იქნებ ვიღაცამ ფოტოშოპში გააკეთა. რა ვქნათ ვენდოთ იმ ადამიანებს ვინაც ეს საკუთარი თვალით ნახა? და რომც ვენდოთ არის ეგ დამამტკიცებელი საბუთი? მათემატიკური გაგებით არა. . ციტატა თუ 200 პოსტი გაქვს უკვე, ამაზე შეგვიძლია ფორუმ.გე-ზე ვიკამათოთ. აქ ამის უფლებას არ მოგვცემენ. არ მქვს 200 პოსტი. ციტატა არა. ეს უბრალოდ ალბათობას ზრდის. საქმეც მაგაშია, ალბათობას სხვადასხვა ფაქტები ზრდიან, სწორედ ამაზეა დაშენებული ნებისმიერი რაიმეს რწმენა, მათ შორის თეიზმ/ათეიზმის რწმენაც. ციტატა სხვა საფუძვლბეიც არსებობს, რომლებზეც ისევ და ისევ ცენზურის გამო აქ ვერ ვისაუბრებ. საბუთები უამრავია. ორივე მხარეს ძალიან ბევრი საბუთი აქვს, არიან ადამიანები რომლებიც ირწმუნებიან რომ მათ წმინდანის ხილვა ჰქონდათ, არიან ადამიანები რომელთა წინასწარმეტყველები მართლაც სრულდება. ეს ფაქტებია, მაგრამ არა მტკიცებულებები. საბოლოოდ თეიზმიც და ათეიზმიც რწმენას ეფუძნება, არჩევანი კი ინტუიციის და მისტიკის სფეროა, ეს თავშიც აღვნიშნე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#93
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
ციტატა საქმეც მაგაშია, ალბათობას სხვადასხვა ფაქტები ზრდიან, სწორედ ამაზეა დაშენებული ნებისმიერი რაიმეს რწმენა, მათ შორის თეიზმ/ათეიზმის რწმენაც. ხო, მაგრამ ალბათობას ზრდის იმ შემთხვევაში თუ კანუდოსელმა რაც დაწერა ის მართლა ეგრეა. სინამდვილეში კი არაა ეგრე ![]() შენი აზრით ვენდო თუ არა კესარიის ეპისკოპოსს? იმას, რომ იგი ობიექტურად აღწერდა მისი რელიგიის დამფუძნებლების ისტორიას? ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#94
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ერთის მხრივ კარგია, rock-ი რომ კამათობს და ფორუმელების შეხედულებებით ინტერესდება..
ეს იმას ნიშნავს, რომ თავის შეხედულებების სისწორეში გარკვეული დოზით ეჭვი ეპარება ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
rock |
![]()
პოსტი
#95
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
marine
ციტატა ეს იმას ნიშნავს, რომ თავის შეხედულებების სისწორეში გარკვეული დოზით ეჭვი ეპარება თავისთავად. 100 % დარწმუნებული რომ ვიყო აქ შემოვსუნავდი? ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#96
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა ხო, მაგრამ ალბათობას ზრდის იმ შემთხვევაში თუ კანუდოსელმა რაც დაწერა ის მართლა ეგრეა. სინამდვილეში კი არაა ეგრე ეგეც რწმენის სფეროა. ვისთვის სინამდვილეა და ვისთვის სიცრუე. შენ გწამს, რომ ტყუილია, მე მწამს, რომ მართალია. თუ დავუშვებთ, რომ მართალია ეს არ ამტკიცებს ქრისტეანობის უტყუარობას უბრალოდ ზრდის ალბათობას, თუ დავუშვებთ რომ ტყუილია არც ეგაა ათეიზმის მტკიცებულება, უბრალოდ ალბათობას მის სასარგებლოდ ზრდის. ალბათობა კი იმისაა, რომ ობიექტური რეალობა შეიძლება გამოდგეს ის, რისი შანსიც ნაკლები იყო, ამიტომ ალბათობიდან გამომდინარე მეტი შანსის მქონე ხდომილების დაჯერებაც რწმენის სფეროა. ციტატა შენი აზრით ვენდო თუ არა კესარიის ეპისკოპოსს? იმას, რომ იგი ობიექტურად აღწერდა მისი რელიგიის დამფუძნებლების ისტორიას? შენი გადასწყვეტია. რწმენა მრავალსაფეხურიანია. იმისათვის რომ რომელიმე რელიგია იწამო ჯერ უბრალოდ ღმერთის უნდა გწამდეს, შემდეგ შეიძლება კამათი სწორ სწავლებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის შეხედულებების სისწორეში გარკვეული დოზით ეჭვი ეპარება ![]() ეს მინუსი სულაც არ არის. ადამიანი, რომელიც აზროვნებს შეიძლება დაეჭვდეს საკუთარი შეხედულების სისწორეში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
marine |
![]()
პოსტი
#97
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ეს მინუსი სულაც არ არის. ადამიანი, რომელიც აზროვნებს შეიძლება დაეჭვდეს საკუთარი შეხედულების სისწორეში. მეც დადებითი კუთხით დავწერე. ის, რაც არ გაეჭვებს ადამიანს, მასზე არც კამათობ და პირიქით. ყველა ადამიანში დევს უფლის მარცვალი, თვით საშინელ ათეისტებშიც კი, უნდა თუ არა მას ეს. rock-იც ერთ-ერთი იმათთგანია, რემელსაც ათეისტად მოაქვს თავი, მაგრამ ის მარცვალი, გულში რომ უფლისგანაა ჩადებული, არ ასვენებს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
გიორგი |
![]()
პოსტი
#98
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock-იც ერთ-ერთი იმათთგანია, რემელსაც ათეისტად მოაქვს თავი მოაქვს კი არა და არის. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
marine |
![]()
პოსტი
#99
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მოაქვს კი არა და არის. მას უნდა რომ იყოს ათეისტი, მაგრამ ბოლომდე არ შეუძლია.. წინააღმდეგ შემთხვავში, რა უნდა მართლმადიდებლურ ფორუმზე?? სულ არ შემოიხედავდა და არ იკამათებდა აქ.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
rock |
![]()
პოსტი
#100
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
ციტატა ეგეც რწმენის სფეროა. ვისთვის სინამდვილეა და ვისთვის სიცრუე. შენ გწამს, რომ ტყუილია, მე მწამს, რომ მართალია. ამ შემთხვევაში არაა ეგრე. გაამართლა თუ არა იესომ, ძველი აღქმის წინასწარმეტყველებები მესიის თაობაზე შეგვიძლია ბიბლიის მიხედვით გავარჩიოთ. ანუ ორივე ერთ დოკუმენტს დავეყრდნოთ ![]() ოკამის სამართებელი რატომ გამოტოვე? marine ციტატა თვით საშინელ ათეისტებშიც კი მე პრობლემა არ მაქვს ამ ფრაზაზე, მაგრამ შენ მოგეწონება ფრაზა საშინელი მართლმადიდებელი? ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 08:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი