IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 12 13 14  
Closed TopicStart new topic
> როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II
გიორგი
პოსტი Jul 12 2007, 10:31 AM
პოსტი #261


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მართა @ Jul 12 2007, 02:28 AM) *

ადამიანის სიცოცხლე ვინც არ უნდა იყოს ის ძალიან დასაფასებელია, აბოს პოსტზე გამახსენდა ექიმი ვარ და შევსწრებივარ ბრძოლას სიცოცხლისათვის არ გირჩევთ!! თუნდაც საოპერაციო მაგიდაზე წევს გათიშული პაციენტი და მისი სიცოცხლე მთლიანად შენ ხელშია მაგარი ცუდი შეგრძნებაა!თუკი მოხდა ისე რომ შენ ელემენტარულად გკითხეს დავსაჯოთ თუ არაო რას ეტყვით კიო? შენ სიტყვაზე რომ იყოს დამოკიდებული დაეთანხმები? მე რამდენიმე წლის წინ გამოვუცხადე ომი სიკვდილს საყვარელ ბებიას მართმევდა 4 თვე გავუწიე წინააღმდეგობა მეუბნებიან ესეც გმირობააო, მაგრამ მე ასე არ ვთვლი დამამარცხა და ძალიან განვიცდი მას შემდეგ ვერ ვიტან სიკვდილს, ის 4 თვე მე არ მეკუთვნოდა მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი და ვშრომობდი დაუღალვად რომ სიციცხლე შემენარჩუნებია საყვარელი ადამიანისთვის! მართლა ძნელი იყო ხალხო 25 წლის გოგო მთელ დღე მომაკვდავის სათუმალთან მაგრამ მე არ დავიხიე უკან რადგან ვიცი თუ რა ძვირფასია სიცოცხლე,მართალია სიკვდილმა ბებო წამართვა მაგრამ იგი სინანულ გაღვიძებული და ნაზიარები შეუერთდა იმიერს ამ დროს ნაწილობრივ ამარცხებ კიდევაც სიკვდილს რადგან იგი უკვე აღარაა საშიში!!!!

შენ სკოლაში ქართულის გრამატიკას რომ სწავლობდი სინტაქსში და პუნქტუაციაში მარტო ძახილის ნიშანი გასწავლეს? smile.gif საერთოდ არსებობს სხვა სასვენი ნიშნებიც, მაგალითად წერტილი, მძიმე, წერტილ-მძიმე, კითხვის ნიშანი და კითხვა-ძახილის ნიშანიც, ხანდახან ისინიც გამოიყენე smile.gif

არა, ძალიან კარგი გოგო ხარ ნამდვილად ავადმყოფების სიცოცხლის გადასარჩენად, რომ იბრძვი, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას სიკვდილით დასჯის არსებობის განხილვასთან მართლმადიდებლური კუთხით? smile.gif

აქ მომაკვდავი ადამიანების საოპერაციო მაგიდაზე "დახვრეტა" კი არ იხილება, არამედ იმ ადამიანების სიკვდილით დასჯა, რომელმაც მაგალითად სწორედ შენს მიერ ნახსენებ საოპერაციო მაგიდამდე მიიყვანა უდანაშაულო ადამიანი, რომელიც ვთქვათ საოპერაციოშივე დაიღუპა უმძიმესი ჭრილობებისგან.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 12 2007, 11:20 AM
პოსტი #262


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შენდობას გთხოვთ, დღევანდელ დღესასწაულს არ შვენის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლობას მოითხოვს დასრულდეს მისი განხილვა

გთავაზობთ ჩემი და მეუფე სტეფანეს გუშინდელი საუბრის ზუსტ ჩანაწერს:

კანონისტი (კ): ......და მეუფე, კიდევ ერთი კითხვა მქონდა, რა ვუყოთ სიკვდილით დასჯის თემას?
მეუფე სტეფანე (მ): რას გულისხმობ?
კ: იმას, რომ უსასრულოდ გრძელდება და ფაქტობრივად ერთიდაიმავეს გამეორება ხდება...
მ: და კატეხიზმოდან ხომ დაიდო სწავლება, არა? ჰოდა, რატომღა გაგრძელდა?
კ: არ ვიცი, არ მოეწონათ კატეხიზმო....
მ: ჰო, სწავლება დადეთ-მეთქი ხომ შევთანხმდით?
კ: რა ვიცი, დავდე, და ცოტა უარყოფითი გაგრძელება მოყვა. საერთოდაც, ვერ ვიგებ, მეუფე, რატომ ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ ვინც სიკვდილით დასჯას უჭერს მხარს, მართლმადიდებლურად ვერ აზროვნებს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მთელ ჩვენ ისტორიას ხაზი უნდა გადავუსვათ?
მ: არა, ის აღნიშნეთ, რომ ეს არ არის კარგი, მაგრამ ეკლესია უშვებს მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულიერება ისეთ დონეზეა მოსამართლეებში, რომ თითქმის გამორიცხულია ამ სასჯელის შურისძიებისა და პირადი მიზნით გამოყენება....
კ: ეგ ვთქვით....
მ: ვნახე. და აღნიშნეთ ისიც, რომ დღევანდელი სულიერების პირობებში აღარ არის გამართლებული ეს სასჯელი. თორემ იმის თქმა, რომ ეს ეკლესიისთვის მიუღებელია, არ არის სწორი. არ არის გამართლებული არა სწავლებასთან წინააღმდეგობის გამო, არამედ იმიტომ, რომ გარანტია არ არის, დღევანდელ დღეს მას ვინმე, ვთქვათ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით რომ არ გამოიყენებს
კ: მესმის. მაშინ რა ვქნათ?
მ: არაფერი, დადეთ სწავლება და დაასრულეთ
კ: როგორ, დავხუროთ?
მ: რა აზრი აქვს გაგრძელებას, თორემ კი. ყველამ გამოთქვა თავისი აზრი. ახლა დადეთ სწავლება, როგორც შევთანხმდით, რომ სიკვდილით დასჯა, გამონაკლისის სახით დასაშვებია ეკლესიისთვის. ვისაც უნდა დაუჭიროს მხარი, ვისაც უნდა - ნუ დაუჭერს. თემა კი დახურეთ. ვისაც უნდა არქივში გაეცნობა
კ: გასაგებია. ეგრე ვიზამთ


არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი

ს ა ღ ვ თ ო ს ჯ უ ლ ი
10 მცნების განმარტება


მეექვსე მცნება
არა კაც-ჰკლა.


მეექვსე მცნება გვიკრძალავს მკვლელობას.

ყველა მკვლელობა სჯულის წინააღმდეგი არაა. სახელდობრ, როცა დამნაშავეს სჯიან სიკვდილით მართლმსაჯულებისამებრ და როცა მტერს ჰკლავენ ომში.

სჯულის დამრღვეველი მკვლელობაა, როცა მსაჯული სიკვდილით დასჯის ბრალდებულს, რომლის უბრალოება მან იცის; როცა მალავენ, ან ათავისუფლებენ მკვლელს და მით აძლევენ საშუალებას, რომ ახალი მკვლელობა ჩაიდინოს; როცა არ იხსნიათ ახლობელს ან მოყვასს სიკვდილისაგან, თუკი შეუძლიათ გამოხსნა.

მეექვსე მცნება გვიკრძალავს: თვითმკვლელობას, განრისხებას, სიძულვილს, შურს, გულფიცხობას, შფოთსა და ჩხუბს.

ჩვენ ეს მცნება გვიბრძანებს: დავიცვათ სიცოცხლე და კეთილდღეობა მოყვასისა და თავისა თვისისა, შევეწიოთ ღარიბს, მოვუაროთ ავადმყოფს, ვანუგეშოთ მწუხარე.



შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ უ ლ ი პ ო ზ ი ც ი ა

სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით


ამ საკითხზე მსჯელობისას გამოიკვეთა შემდეგი პოზიცია, რაც გამყარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციით, კანონიკური ნორმებით, ძირითადი დოგმატური სწავლებისა და ეკლესიის ისტორიის მოშველიებით

1. სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელი არ წარმოადგენს საუფლო მცნების "არა კაც-კლა"-ს პირდაპირ დარღვევას
2. ისტორიის მანძილზე მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში ყოველთვის არსებობდა ეს სასჯელი და ამას, როგორც დაუშვებელ მოვლენას, ეკლესია არასდროს შეწინააღმდეგებია
3. არსობრივად, სიკვდილით დასჯა არ არის ღვთიური, და ის შედეგია დაცემული ადამიანური ბუნების, რის გამოც სიკვდილით დასჯა იყო არა დაკანონებული, არამედ დაშვებული
4. მსოფლიო კრებებს არ განუხილავთ სიკვდილით დასჯა, როგორც საეკლესიო დანაშაული, მაშინ, როცა სჯულისკანონში შედის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის სხვადასხვა ვარიანტები და შედარებით მსუბუქი ცოდვებიც კი
5. ეკლესიას ჰყავს უამრავი კეთილმსახური მეფე და კეთილმორწმუნე მთავარი, რომელთა მმართველობის დროს მოქმედებდა და აღსრულდებოდა სიკვდილით დასჯის განაჩენი. ეს ეკლესიას არასდროს ჩაუთვლია მათი მხრიდან კანონიკის დარღვევად
6. ეკლესიის ისტორიის მანძილზე იყო მრავალი იერარქი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სიკვდილით დასჯას, და აგრეთვე მრავალი, რომლებიც უშვებდნენ მას, რაც ადასტურებს იმას, რომ საკითხი დოგმატიკის სფეროს არ განეკუთვნება
7. XXI საუკუნეში, როცა ერთი მხრივ კარგად განვითარებულია სასჯელაღსრულების სისტემა და არის დიდი შესაძლებლობა ადამიანის პატიმრობაში უსაფრთოდ ყოფნისა, ხოლო მეორეს მხრივ სახეზეა დიდი სულიერი დაცემულობა, სასურველია სიკვდილით დასჯა აღარ იქნეს გამოყენებული


მოდერატორებს ვთხოვ, თემა დახურონ

P.S. მსურველებს დავაკავშირებ მეუფესთან


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 12 13 14
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 12:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE