![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#61
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერ სიკვდილით დასჯას მხარს! ჩვენი სარწმუნოების მიხედვით იცის ყველამ და აღარ გავიმეორებ . . . არა მართა, ეს ასე არ არის. მართლმადიდებლური ქრისტიანობა არ გამორიცხავს სიკვდილით დასჯის არსებობას. შეიძლება ესა თუ ის ადამიანი თავისი პირადი შეხედულებიდან გამომდინარე ემხრობოდეს ან ეწინააღმრდეგებოდეს სიკვდილით დასჯის არსებობას სახელმწიფოში, მაგრამ ეს არა მართლმადიდებლური სულაც არაა. წაიკითხე ორი პოსტი სადაც ეს ყველაფერი განხილულია? აი, ლინკებიც: http://church.ge/index.php?s=&showtopic=21...ndpost&p=127533 http://church.ge/index.php?s=&showtopic=21...ndpost&p=128096 P.S. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიკვდილით დასჯა, რომ არა მართლმადიდებლურია ამის შესახებ პირველად ამ ფორუმზე მოვისმინე, ეს არც ერთი სასულიერო პირისგან და კანონიკური (საეკლესიო) სამართლის სპეციალისტისგან არ მომისმენია. ასეთი დამოკიდებულება მცდარია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ulvashi |
![]()
პოსტი
#62
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
ციტატა ეს არც ერთი სასულიერო პირისგან და კანონიკური (საეკლესიო) სამართლის სპეციალისტისგან არ მომისმენია. ასეთი დამოკიდებულება მცდარია. შენ ილიას არ აღიარებ? |
გიორგი |
![]()
პოსტი
#63
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
"მე ვარ სიკვდილით დასჯის მომხრე?"
არა, არა ხარ. და საქმეც მაგაშია, რომ შენ ომში კაცის მოკვლის მომხრეც არ ხარ და პაციფიზმი მოგწონს. (უმეტესობა ომში ადამიანის მოკვლას მაინც მიიჩნევს დაშვებად) ჰოდა აქედან გამომდინარე, სადაც არა პაციციფისტებსაც უჭირთ იმის გაგება თუ რატომაა დასაშვები სიკვდილით დასჯა, იქ შენთან კამათს მით უფრო არა აქვს აზრი-თქო. აი, ამ კუთხით გითხარი. "ვინ ამტკიცებს სიკვდილით დასჯა არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებასო?" მე. ოღონდ კი არ ვამტკიცებ, ეს დამტკიცებულია და ასეა, ამას გაგება უნდა უბრალოდ. "სიკვდილით დასჯა არის არაჰუმანური აქტი. ქრისტიანობა დაფუძნებულია ჰუმანურობაზე და ადმიანისადმი სიყვარულზე" შენ ეტყობა პაციფიზმის არ იყოს არ გინდა გაგება, რომ სიკვდილით დასჯა დასაშვებია. იმდენი ისეთი დასაბუთებული პოსტი დავწერე, რომ აღარაფერი ვთქვათ კანონისტის პოსტებზე, (სადაც კანონიკური სამართლის არსის დონეზეა ყველაფერი გადმოცემული) რომ ამის გაგების მსურველი გაიგებდა ყველაფერს აქამდე. ერთი შეცდომა კიდევ მეორეს დაგაშვბინებს. არც ბოლო ფრაზაა მართალი. ქრისტიანობა ჰუმანურობაზე არაა დაფუძნებული, ქრისტიანობა მომდინარეობს უშუალოდ საღვთო ნებიდან. ჰუმანიზმი კი ქრისტიანობის ადამიანური გაგებაა, ამ სიტყვის საფუძველი "ჰუმან", ინგლისურად ადამიანს ნიშნავს. ჰუმანიზმი ხშირად ბევრ ისეთ რაიმეს უშვებს, რაც ქრისტიანულად მიუღებელია. რაც შეეხება ადამიანისადმი სიყვარულს ამაში გეთანხმები, მაგრამ თუ შენ კარგად წაიკითხე წინა პოსტები და გაგების სურვილიც გაქვს ეგ კითხვა არ დაგებადებოდა, მერამდენედ ვაკეთებ კომენტარს ამ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებზე . . . შენი ლოგიკით სასამართლო არ უნდა არსებობდეს, რადგან კაცთმოყვარებისგან ძალიან შორს არის ღვთის მიერ მინიჭებული თავისუფლების 30 წლით ან სიკვდილამდე წართმევა. რაღა მაინცდამაინც სიკვდილით დასჯას უარყოფ, მითუმეტეს ასეთი ინფორმატიული პოსტები წერია ამის შესახებ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#64
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ulvashi
ციტატა შენ ილიას არ აღიარებ? ![]() ![]() ![]() ილია რომელი იყო? ციტატა სასულიერო პირი თუ ციტატა კანონიკური (საეკლესიო) სამართლის სპეციალისტი ???? როგორ გითხრა მისი ბიოგრაფია წაიკითხე-მეთქი, მაგრამ სხვა შანსს რომ არ მიტოვებ? ![]() ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ulvashi |
![]()
პოსტი
#65
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
ხმას არ ამოვიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოა
წმინდანი იყო ჩემო კარგო კანონიკური სამართლის სპეციალისტი შენც კი ხარ, მაგრამ ილიასი უფრო მჯერა ![]() მორჩა, წავედი აქედან |
გიორგი |
![]()
პოსტი
#66
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
შენ ილიას არ აღიარებ? ალბათ თუ ასე გაგრძელდა კომენტარებს აღარ გავაკეთებ შენს ნაწერებზე, იმიტომ რომ ან ვერ იგებ ან არ გინდა რომ გაიგო . . . კარგად წაიკითხე ეს პოსტულატები, მერე კანონისტის პოსტი, მერე ჩემი (ლინკები დევს) 1. ილიას ვაღიარებ 2. ილიას ნაწარმოებიდან "სარჩობელაზედ" არ ჩანს, რომ სიკვდილით დასჯის მოწინააღმრდეგეა ილია, ამის ლიტერატურული მოკლე განხილვაც დაგიწერე. 3. ილია, რომც მოწინააღმრდეგე იყოს სიკვდილით დასჯის, ეს მისი პირადი აზრია და კანონიკური სამართლის ნორმა ან დოგმატი. 4. პირადი პოზიცია არც მე მაქვს ჩამოყალიბებული, დღესდღეობით ალბათ სწორია, რომ გაუქმებულია სიკვდილით დასჯა, სასამართლოში არსებული არა ობიექტურობის გამო, მაგრამ ესიც ჩემი აზრია, რაც შეეხება მართლმადიდებლობას იზ ზოგადად არ კრძალავს სიკვდილით დასჯას. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#67
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
გიორგი
ციტატა 2. ილიას ნაწარმოებიდან "სარჩობელაზედ" არ ჩანს, რომ სიკვდილით დასჯის მოწინააღმრდეგეა ილია, ამის ლიტერატურული მოკლე განხილვაც დაგიწერე. ისე კარგად ჩანს, როგორც დაგიბარებია. აბა რატომ წერია ბოლოში "მართლაცდა რა შუაში იყო მოხუცი პეტრეო".. არც დრო მაქვს და არც განწყობა ახლა კიდევ ამაზე ვწერო, მაგრამ მიაწერეთ ხოლმე "ჩემი აზრით", ან "ამა და ამ მკვლევრის აზრით".... რა უბედურებაა ეს ყველას სახელით ლაპარაკი. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
გიორგი |
![]()
პოსტი
#68
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ისე კარგად ჩანს, როგორც დაგიბარებია. მოკლედ როგორ იბრძვის ეს ხალხი, რომ სიკვდილით დასჯა ყოვლად დაუშვებელი გახადოს ![]() არა, ჩემო კარგო, თვითონ ილიასაც ჰქონდა საკუთარი კანონპროექტი "დუმა"-ში შეტანილი, რომელიც ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას. შენ იცი რუსეთის იმპერიაში რა ცუდი კანონმდებლობა იყო? ის უნდა გეძებნა რაზე არ იყო სიკვდილით დასჯა . . . ილიას უნდოდა, რომ სიკვდილით დასჯა დატოვებული ყოფილიყო, მხოლოდ განსაკუთრებულ საშინელ დანაშაულზე, ამაზე ჩემი ძმა გეტყვის უფრო მართალს. "სარჩობელაზეს" სხვა შინაარსის მქონე ნაწარმოებია და ის ზოგადად არ ეწინააღმრდეგება სიკვდილით დასჯას. იქ უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ჯგუფურ პასუხისმგებლობაზე და დაცემულობაზეა აქცენტი, შემდეგ კი მაშინდელი სამართლის შესახებ. P.S. იმ სიტუაციაშიც რის გამოც სიკვდილით დასჯა განხორციელდა ნაწარმოების "სარჩობელაზედ" მიხედვით არც მე ვეთანხმები . . . შემამსუბუქებელი ფაქტორები აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#69
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
გიორგი
მე ამ საკითხს აი ასე ვუყურებ: მე და შენ, როგორი მართლებიც უნდა ვიყოთ უფლის წინაშე, სხვისი დანაშაულის და სხვისი პრობლემის განხილვისას გაგვიჭირდება და იმედი მაქვს ვერ შევძლებთ ადამიანის სასიკვდილოდ გამეტებას. გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ადამიანს აღარ ექნება გამოსწორების შანსი აღარასოდეს _ჩვენი წყალობით. ვინმე "მისიონერს" რომ პავლე მოციქული სიკვდილით დაესაჯა, იმის გამო რომ იგი საული-სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა და ხოცავდა, დღეს არ გვეყოლებოდა ეს წმინდა მამა. და ხელისუფლებაში კიდევ, ღვთის კურთხევით დიდი ხანია აღარავინ მოსულა, ან სასამართლოებში არავინ მეგულება ისეთი განწმენდილი ადამიანი, რომ დაინახოს, ამ კაცს საკუთარი სულის გადარჩენაც არ შეუძლიაო და დახვრიტოს. სიკვდილით დასჯის დაკანონება მართლმადიდებლობის შეწევნით გამოიწვევს საშინელებას თუ: სახელმწიფო რელიგია არ იქნება მართლმადიდებლობა (დღეს რაც არის) ხელისუფლებაში იქნება განუკითხაობა და ცოდვით სავსეობა (დღეს რაც არის) და რამდენიც გინდა დღევანდელი სახელმწიფოს მაგალითიდან. ამისთვის ერიც და ბერიც უნდა იყოს მზად. თუ რელიგიის კუთხით გინდათ საერო სამართალში ცვლილებების შეტანა და გამართლება, მაშინ კეთილი ინებეთ და მთლიანად კონსტიტუცია ააწყვეთ მართლმადიდებლობაზე. როგორც გიორგი მერჩულე იტყოდა "აწ თქუენთანა არს ხორციელი ესე კეთილი და ჩუენთანა არს სულიერი ესე ყოველი კეთილი და ესე შევზავნეთ ურთიერთასო"... მაჩვენე კაცი, რომელსაც ხელეწიფება ვინმესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, და მერე მელაპარაკე. მე გაჩვენებ_ ძე ღვთისა და მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამ ხალხს, დანაშავე ვერ უპოვია და როცა კოზირი დასჭირდება ხოლმე მაშინ გამოქექავს და ამათ გინდა სიცოცხლის ხელყოფის უფლება ჩაუგდო ხელში? ცოტა დაფიქრდი რას აკეთებ. ეგეთი ხელისუფლება დედამიწაზე ვერ იქნება, არც ყოფილა არასდროს და გონიერმა ხალხმა ამიტომ აკრძალა ეგ კანონი. ეგეთი ხელისუფლება და მეუფება არის ზეცაში. და იქ ვინც მეუფებს ისევ იმის ხელში უნდა იყოს ადამიანის მოკვდინების და დაბადების მომენტიც. იმიტომ რომ კაცობრიობას არ შეწევს უნარი რომელიმე "ადამიანური უფლებით" თავი გადაირჩინოს და მითუმეტეს სხვაც გადაარჩინოს. ეგ ერთეულების ხვედრია. ერთეულების და არა ბევრის. მითუმეტეს ჩვენს დროსში, და მითუმეტეს საქართველოში. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
d.p |
![]()
პოსტი
#70
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
ციტატა მიაწერეთ ხოლმე "ჩემი აზრით", ან "ამა და ამ მკვლევრის აზრით".... რა უბედურებაა ეს ყველას სახელით ლაპარაკი. არადა როდის ვიძახდი მე მაგას! |
მარიტა |
![]()
პოსტი
#71
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
არ დაიღალეთ ამ თემაზე საუბრით?!
![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#72
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
kato_Bato
მართალი ხარ. გეთანხმები საქართველოს დღევანდელ პირობებში, როდესაც არც მართლმადიდებლობაა სახელმწიფო რელიგია, არც მირონცხებული მონარქვია გვაქვს და თვითონ სასამართლოც თვით არსებულ კანონებიდან გამომდინარეც კი საკმაოდ არა ობიექტურია. ასეთ ვითარებაში სიკვდილით დასჯა არ არის მართებული და სწორედ ამიტომაც დაუჭირა უწმინდესმა მხარი სიკვდილით დასჯის გაუქმებას. არსებულ სიტუაციაში ამის საწინააღმრდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ გეთანხმებით იმაში, რომ იძახით, რომ არასოდეს ყოფილა ეგეთი ხელისუფლება და რომ ზოგადად მართლმადიდებლურად მიუღებელია სიკვდილით დასჯა. (განურჩევლად ხელისუფლებისა და სახელმწიფო რელიგიის ქონება არ ქონებისა) მე არ ვიძახი, რომ დღევანდელ პირობებში კონსტიტუციის, არსებული კანონმდებლობის და სასამართლოს საკმაოდ დაბალი დონის პირობებში დასაშვებია სიკვდილით დასჯა. ეს არც მითქვამს, არც ვამბობ და არც ვიტყვი. მე ვამბობ, რომ ზოგადად, მართლმადიდებელი ხელისუფლების და შესაბამისი კანონმდებლობის ქონის დროს სიკვდილით დასჯა დასაშვებია და ეს მართლმადიდებლობას დოგმატურად არ ეწინააღმრდეგება, ამაში მიუღებელი არაფერია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#73
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
როდესაც არც მართლმადიდებლობაა სახელმწიფო რელიგია, არც მირონცხებული მონარქვია გვაქვს და თვითონ სასამართლოც თვით არსებულ კანონებიდან გამომდინარეც კი საკმაოდ არა ობიექტურია. ასეთ ვითარებაში სიკვდილით დასჯა არ არის მართებული მაგარი ლოგიკაა ![]() რადგან სახელმწიფო არ არის მართლმადიდებლური - დასჯა არაა კარგი და როგორც კი სახელმწიფო გახდება უფრო კარგი ანუ მართლმადიდებლური - დასჯა იქნება კარგი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
![]()
პოსტი
#74
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ასეთ ვითარებაში სიკვდილით დასჯა არ არის მართებული ვააააა ისლამისტები პოზიციებს არბილებენ? ![]() ![]() ![]() გოსპოდი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#75
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
Сражайтесь все с многобожниками, как они все сражаются с вами"
(Коран 9, 36) A кoгдa вы вcтpeтитe тex, кoтopыe нe yвepoвaли, тo – yдap мeчoм пo шee; a кoгдa пpoизвeдeтe вeликoe избиeниe иx, тo yкpeпляйтe yзы." (Коран 47, 4–7). И сражайтесь с ними, пока не будет искушения, и религия вся будет принадлежать Аллаху" (Коран 8, 40). -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
![]()
პოსტი
#76
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
კანუდოსელი
ლოგოსის შვილებს რამეს ასწავლი? შე სექტანტო, ბასილი დიდი რომ არ გაგიგია ვინ იყო და რას ამბობდა და პავლე რას ამბობდა კიდევ ეგ რომ არ გაგიგია!!! ჰაააა? გამოგიჭირეს? ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#77
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი ლოგოსის შვილებს რამეს ასწავლი? შე სექტანტო, ბასილი დიდი რომ არ გაგიგია ვინ იყო და რას ამბობდა და პავლე რას ამბობდა კიდევ ეგ რომ არ გაგიგია!!! ჰაააა? გამოგიჭირეს? ![]() დიდება ალაჰს და მის წინასწარმეტყველს მუჰამედს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
![]()
პოსტი
#78
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა დიდება ალაჰს და მის წინასწარმეტყველს მუჰამედს ინშ'ალაჰ, მაგის იმედითა ვცხოვრობთ! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#79
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
მნათე أشهد أن لا إله إلاَّ الله و أشهد أن محمد رسول الله P.S. გინდათ კიდევ სხვა მაგალითები, რითიც სახარება და ყურანი იდენტურია?? ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#80
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მაგარი ლოგიკაა ![]() რადგან სახელმწიფო არ არის მართლმადიდებლური - დასჯა არაა კარგი და როგორც კი სახელმწიფო გახდება უფრო კარგი ანუ მართლმადიდებლური - დასჯა იქნება კარგი ![]() შენ რა გჭირს? მართლა არა გაქვს ლოგიკა თუ . . . არ გინდა გაიგო, რასაც ვწერ. არადა ტექნიკურ სფეროებში მშვენივრად აზროვნებ. ახლა მაქედან ეგეთი დასკვნა გამოიტანე, რომ "თუ სახელმწიფო გახდება უფრო კარგი ანუ მართლმადიდებლური - დასჯა კარგი იქნება-თქო" ?! მდაა . . . ძალიან ზედაპირულად, რატომ აფასებ ყველაფერს? მოგეწონება ვინმემ, რომ გითხრას რომ შეუძლებელია მთვარის "ცა" დედამიწის ცის ნაირად უნდა იყოს განათებული და მთვარეზეც იგივე განათებულობა უნდა იყოს სივრცეში როგორიც დედამიწაზე, რადგან ორივე მზიდან თანაბრად არიან დაშორებულებიო? და რომ შეეკამათო სიცილი, რომ დაიწყოს რას იფიქრებ იმაზე? ყველა ლოგიკური ადამიანი ჩემს ნაწერს ასე გაიგებდა: თავისთავად სიკვდილით დასჯა არაა არა მართლმადიდებლური, მაგრამ როდესაც სახელმწიფოში ელემენტარული ობიექტურობა აქვს დაკარგული სასამართლოს, აღარაფერს ვამბობ სულიერებაზე და სულიერ ჭვრეტაზე. როდესაც ძალიან განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლების სამართლიანობა წმინდა მირონცხებული მეფის ხელისუფლების სამართლიანობისგან მაშინ ტყუილა, შეცდომით, უბრალოდ და უსამართლოდ სიკვდილით მასიურ დასჯებს ჯობია სულაც არ იყოს სიკვდილით დასჯა, მაგრამ იმის განზოგადება რომ საერთოდ მართლმადიდებლურად არანაირ ვარიანტში არ შეიძლება სიკვდილით დასჯა შეცდომა იქნებოდა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი