![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
mogzaura |
![]()
პოსტი
#61
|
![]() ნანა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 ![]() |
სკოლის პერიოდში სახლში ლოცვებს წიგნი ვიპოვე,დავინტერესდი რის შჱმდეგაც მხოლოდ დილის და საღამოს ლოცვებს ვკითულობდი,არ მყავდა მოძღვარი არ ვიცოდი ეკლესიის გზა საერთოდ არაფერი ვიცოდი.ერთ დღესაც აღდგომის მარხვა იყო მივედი ტაძარში სადაც მამაო დავინახე აღსარებას იბარებდა რიგი იყო,რიგში ჩავდექი მინდოდა ის მამაო ჩემი მოძღვარი გამხდარიყო და ეკლესიურ გზაზე დავეყენებინე და ასეც მოხდა,ეს იყო ისეთი შეგრძნება რომ არასდროს დამავიწყდება მას შემდეგ მართალია ხშირად მაქვს განცდა რომ მე მხოლოდ გარეგნულად ვარ მართმადიდებელი
![]() ერთმა მომიყვა ჩვენ პატარა ბავშვებივით ვართო რამდენჯერაც ბავშვი წაიქცეა წამოყენებას ცდილობენო ხოდა ჩვენ წამოყენებაში კი უფალი გვეხმარებაო ეს სიტყვები სულ მახსოვს.ერთი კია არაფერია იმაზე ტკბილი როცა უფალთან ხარ და მას შენ ენაზე ესაუბრები -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
იოანა |
![]()
პოსტი
#62
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
პირველი შეხვედრა ღმერთთანამ ამ სიტყვებთ მოხდა: "ილოცე ბავშვო, მაღლით ყურს გიგდებს მაღალი ღმერთი"... გავთბი და მივხვიდ, რომ ზემოთ იყო ვიღაც ვინც მისმენდა... მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი... მას შემდეგ სტუდენტობამდე ურთეირთობა ღმერთთან წელიწადში ორიოდეჯერ ეკლესიაში შესვლით და თითქმის ყოველ აღგომას ფილმის "იესოს" ნახვით შემოიფარგლებოდა.
სტუდენტობისას, როცა გამოჩნდა სრულიად უცხო ხალხი, მათი მოქმედებით დაბნეულმა და გაოგნებულმა, დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ დამეწყო ეკლესიური ცხოვრება... ყური მოვკარი, რომ არსებობდა იესოს ლოცვა, რომელსაც გაუცნოებიერებელი შიშის გამო შემდგომ მთელი დღეების განმავლობაში ვიმეორებდი, მაგრამ ეკლესიისკენ არ მივიჩქაროდი... ერთ დღეს ლექციაზე წასულმა აღმოვაჩინე, რომ ძალიან ადრე ვიყავი მისული. უნივერსიტეტის ეზოში არსებულ ტაძარში შევედი. ცარიელ ტაძარში გალობა მოვისმინე... გაკვირვებული სკამზე ჩამოვჯექი. იატაკზე მოძრავი ნათელი შევნიშნე, რომელიც საბოლოოდ ფეხის ნაკვალევს მიემსგავს... მაშინ არც ხილვებზე ვიცოდი რამე და არც იმაზე, თუ როგორი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ადამიანი, ამდენად ძალიან იოლად მივიღე და ახსნაც იოალად მოვუძებნე: ქრისტეს უნდა მის ნაკვალევს გავყვე-მეთქი... ამ "გაუფრთხილებლობის" შემდეგ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
Tornike Lobzhanidze |
![]() ![]()
პოსტი
#63
|
![]() The Fallen Angel ... ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 19-October 07 მდებარ.: Freq Nasty Avenue წევრი № 3,000 ![]() |
მე ალბათ შინაგანად მინდოდა... სანამ ეკლესიაში მივიდოდი ორი წლით ადრე გამიჩნდა ამის სურვილი მაგრამ "დრო არ მქონდა" აბიტურიენტი ვიყავი (ეხლა ვხვდები რომ ვცდებოდი), ჩემი ნათლია მორწმუნეა და მისი შეგონებითაც გადავწყვიტე ... კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მაგრამ მაგას ვერ დავწერ მაპატიეთ
![]() -------------------- რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი |
მართა |
![]()
პოსტი
#64
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
მამაო ალბად მეც სხვისი მიმბაძველობით მივედი პირველად ტაძარში ყოველშემთხვევაში პატარა ვიყავი და შეგნებული არ მქონდა ისე როგორც დღეს დავუშვათ! მახსოვს სულ პატარა, ეროვნული მოძრაობის ტალღაზე როგორ გავრბოდით მე და ჩემი მეგობრები, პატარა ოქტომბრელები ტაძრებში. მანამდეც დავყავდი მშობლებს მაგრამ წირვა -ლოცვაზე ჩემი სიარული და მერე მაზიარებლობა ამ პერიოდს მოჰყვა!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
neo |
![]()
პოსტი
#65
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ლოგიკამ და ერთმა კაცურმა კაცმა...
-------------------- www.cordesign.ge
|
leluka |
![]()
პოსტი
#66
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
დამლოცეთ მამაო
რამ მომიყვანა ეკლესიში? სიკეთის,სიმართლის,ყველაფერი კარგის ძიებამ ....უფალმა............. გამოსწორების სურვილმა -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
tako@tako |
![]()
პოსტი
#67
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 ![]() |
დამლოცეთ მამაო.
იმდენი ხანი ვეძებე უფალი და ბოლოს მივაგენი.საერთოდ დამრიგებელი მყავდა ძალიან მორწმუნე და მას დავყავდით ტაძარში ჩემი კგუფიდან უბრავლესობა ღვტის გზას დაადგა.მე ცოტა გამიჭირდა.მთელი ქუთაისის ეპარქია შემოვიარე და ვერსად ვიპოვე ჩემი ადგილი.ბოლოს დიდი ხუთშაბათი იყო 2000წლის ,პეტრე-პავლეს ეკლესიაში ლოცვა მივატოვე და ბაგრატზე ავედი,არ ვიცი რატო არც კი ვიცოდი იქ ღვთისმახურება თუ ტარდებოდა.ძალიან ცუდი ამინდი იყო,სიცივე,წვიმა და ლოცვა იმის მერე იქ დავფუზნდი.ვიღაცისთვის შეიძლება ძნელია ზათარში თოვაში,სიცივეში .გაყინული ხელებით სანთლის ჭერა ,მაგრამ დამიჯერეთ იცით რა საოცნებოა იქ ყოფნა სადაც ძნელი მისვლა ტაძრამდე.იქ სხვა სული ტრიალებს ,იქ სხვანაირად ლოცულობს ხალხი ,კარგად გამიგეთ ყველამ,ვიცი ყველას თავის ტაძარი უყვერს მაგრამ როგორი სიცივეც არ უნდა იყოს იქ მრევლს არ ცივა ერთმანეტის სიყვარული უფალი გვათბობს.ამ სიყვარულის მიუხედავად მე ახლა საქართველოში არ ვარ და წარმოიდგინედ როგორ მენატრება იქაურობა.ხანდახან მეჩვენება რომ უფალს დავშორდი ,აქ ყოფნით,მაგრამ ტაძრის სიყვარული უფრო მიძლიერდება რადგან მე იქ ვიპოვე ჩემი უფალი. შემინდეთ მამაო თუ რაიმე გადავამეტე |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#68
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
დამლოცეთ მამაო
როგორ მივედი? ამაზე პასუხი მეც არ მაქვს. მაგრამ მახსოვს ერთხელ ახლობლის ჩანთიდან ჩუმად ამოვიგე ლოცვების წიგნი და ამოვწერე რამდენიმე ლოცვა. მანამ კი ღმერთი არ ვიცოდი რას ნიშნავდა. მას მერე სულ მქონდა ეკლესიაში მისვლის სურვილი, რომელიც უფრო ძლიერდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ (შარშან შემოდგომაზე) მივედი ეკლესიაში და მას მერე დავდივარ. ოჯახიდანაც იყო პრობლემები, მაგრამ ღმერთის მადლით მეტ-ნაკლებად ყველაფერი რიგზეა. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
nuciko-22 |
![]()
პოსტი
#69
|
![]() nino kobidZe ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 432 რეგისტრ.: 21-June 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,261 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
დედა იყო რეპრესირებული ოჯახის შვილი....საშინელ პერიოდში მოუწია ცხოვრების დაწყება...ძალიან დიდი შიშით ცხოვრობდნენ იმ პერიოდის ადამიანები....მეც კი გადმომწვდა ის "დამღა"-"მტრის შვილი" არ მიმიღეს კომკავშირში ![]() მე ვთვლი, რომ მე და ჩემი ოჯახი უფალს განსაკუთრებულად ვუყვარვართ!არც მახსოვს როდიდან დავდივარ ტაძარში. პატივისცემით ნინო. -------------------- დედიკო გენაცვალოთ,მიყვარხართ!
|
შოთა |
![]()
პოსტი
#70
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 ![]() |
დამლოცეთ მამაო
ჩემი ეკლსესიათან დახლოება ბაბოს გარდაცვალების მერე დაიწყო ბავშობაში, თუმცა მანამდეც დავდიოდი და ვკმაყოფილდებოდი მარტო სანთლის დანთებით , რადგან ძალიან განვიცადე ცოტა მოუხშირე ეკლესისაში სიარულს რის შემდეგაც რამოდენიმე ეკლესიური წიგნი ვიკიდე და დიდი შინაგანი ცვილებები მოახდინა ჩემში, რა თქმა უნდა მის მერე ბევრჯერ მოვშორებულვარ ეკლესიას სამწუხაროდ, განსაკუთრებით როდესაც საზღვარგარეთ წამოვედი მაგრამ ჩვენ და საბენიოროთ უფალი მოწყალეა და ყოველთვივს გვიგზავნის ისეთ განსაცდელს რის შემდეგაც მასთან მივდივართ ისევ. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ნინი_85 |
![]()
პოსტი
#71
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 184 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,151 ![]() |
ჩემი ოჯახიდან მართმადიდებლური ეკლესიის მრევლი პირველად მე გავხდი, ალბათ განსაკუთრებული რომლი ითამაშა რელიგიის გაკვეთილებმა, გარდა ამისა ჩემი სკოლის მეგობრების ოჯახები განსაკუთრებით მორწმუნეა და სულ მქონდა სურვილი მათთვის მიმებაძა.
-------------------- Reading the recipe is not as useful as preparing the meal
|
Маиа |
![]()
პოსტი
#72
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
დამლოცეთ მამაო
ალბათ ძალიან იმოქმედა სკოლაში რელიგიის დაკვეთილმა... რელიგიის მასწავლებელმა... 6-ში კლასში ვიყავი, როცა პირველად გავიგე რომ თურმე ეკლესის წინ პირჯვარი უნდა გადაიწერო... პირველი მარხვა და ზიარება სკოლის ეზოში მდებარე ეკლესიაშე. მერე ჩამოვშორდი ეკლესიას. ძალიან დიდი ხანი მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე თუ მივიდოდი... ალბათ ღმერთმა დამაბრუნა, უეცრად მომინდებოდა ეკლესიაში შესვლა, რამდენჯერ მიგრძნია სიმშვიდე, ასე მეგონა რომ იქ ღმერთან უპრო ახლოს ვიყავი... მიუხედავად იმისა რომ ბავშვობაში Nაზიარები ვიყავი, არ მახსოვდ, არ ვიცოდი რა მექნა, როგოდ მივსულვიყავი მოძღვართან. ამხანაგმა მიმიყვანა... ღმეთმა ქნას აწი არ ჩამოვშორდე -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#73
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
პატარა რომ ვიყავი ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა ტაძარში.სკოლაში ჩატარებულმა რელიგიის გაკვეთილებმაც გააღვივა ჩემში უფლის სიყვარული.უფალმა მიმიყვანა ტაძარში.
|
Megi_rustavi |
![]()
პოსტი
#74
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: Rustavi წევრი № 3,240 ![]() |
მე ტაძარში ღმერთმა მომიყვანა,რადგან ზუსტად ვიცი რომ ჩემი გონებით არ მოვსულვარ,ქვეცნობიერად ყოველთვის მქონდა სურვილი ეკლესიური ვყოფილიყავი მაგრამ საერთოდ აზრზე არ ვიყავი რა იყო ზიარება,და მრვდელთან როგორ უნდა მესაუბრა,ჩემს წინ დიდი კედელი იყო,რომლის იქითაც თუ არა ღმერთი ვერ აღმოვჩნდებოდი.მადლობა უფალს!
-------------------- "როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს,როგორც წყლის დალევის სურვილი არ კლავს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს,ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს"
|
mariami-k |
![]()
პოსტი
#75
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ტაძარში 3 წელი ხდება რაც დავდივარ. 4 წლის უკან, როდესაც სასწავლებელში ბოლო კურსზე ვიყავი მსობლებტან დიდი უტანხმოება მქონდა. რაღაც ვაწყენინე, მინდოდა ტაძარში მისვლა, მაგრამ ვერ ვბედავდი. შემდეგ მამაჩემს შეხვდა თავილი მეგობარი, გიორგი საძაგლისვილი, რომელიც ფოლკლორისტია, მე მამას ვთხოვე გიორგისთვის ეკითხა თუ ასწავლიდა ხალხურ სიმღერებს გოგოებს. სწორედ იმ პერიოდსი ბატონი გიორგი სტუდენტური დღეებისთვის ამზადებდა ანსამბლს, მეც მივედი. სტუდენტური დღეების სემდეგ ანსამბლი დაიშალ, მაგრამ მე ხალხური საკრავების ანსამბლში გადავედი, საგაც გავიცანი ტყუპი ძმები, რომლებიც მეუფე ანდრიას მგალობლები არიან (ერთ-ერტი რეგენტია). 2004 წლის 27 დეკემბერს კასპში გვქონდა კონცერტი, იქიდან რომ ჩამოვედიტ სახლამდე მაცილებდნენ. გზაში დამიყწეს "ქადაგება", რომ ეკლესიური ცხოვრება ძალიან კარგია და ა.შ. მე ვუთხარი რომ შობის მარხვის მერე დავიწყებდი მარხვას, ოთხსაბათი პარასკევობიტ, მათ კი მითხრეს რომ იმ დღესვე დამეწყო, მართლაც, 2004 წლის 27 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე დავიწყე მარხვა, რომელიც ღვტის მადლით ჯერ-ჯერობიტ არ დამირღვევია. შობას კი ვეზიარე. 16 იანბვარს გალობის გაკვეთილებზე დავიწყე სიარული და 3 თვის შედეგ, 2005 წლის აპრილში უკვე მეუფე ანდრიას გუნდში დავიწყე გაობა. ახლა ურბნისის და ატენის დედათა მონასტრებსი ვასწავლიგალობას. მადლობა ღმერთს და მადლობა ჩემს მეგობრებს. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#76
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
არ ვიცი რამ მომიყვანა რაღაც ძალამ და ცხოვრებაში დანახული სიბოროტემ
![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
უჩა |
![]()
პოსტი
#77
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
მშვიდობა მამაო. დამლოცეთ.
მე უფლის მადლით 3 წლიდან როცა მოვინათლე დედიკოს დავყავდი ტაძარში მაზიარებდა და იმის მერე დავდივარ მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ეჰ მარა მარტო სიარული კი არ შველის საქმეს მთავარი სულიერება რაც მე ესე მაკლია. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
xornabujeli |
![]()
პოსტი
#78
|
![]() giorgi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 ![]() |
![]() -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
tatia333 |
![]()
პოსტი
#79
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 64 რეგისტრ.: 26-November 07 წევრი № 3,276 ![]() |
მარტყოფის მამათა მონასტერში ვიყავი ამხანაგებთან ერთად,ძალიან სათნო ბერი გამოვიდა ჩვენთან სასაუბროდ,გვკითხა ვცხოვრობდით თუ არა ეკლესიურად,მე დავინახე ამ ადამიანში ,რომ, გულით უნდოდა ჩვენი უფლის გზაზე დაყენება,ვიგრძენი სიყვარული და სულიერი ძალა,მივხვდი რომ ჩემს მოვალეობას ღვთის წინაშე არ ვასრულებდი,მე გულით მწამდა ღმერთის არსებობა მაგრამ ეკლესიაში მისვლაზე არც ვფიქრდებოდი,მე დღეს დიდი მადლიერი ვარ იმ ბერის რომელმაც არც კი იცის მის სიტყვამ რა შეძლო,ზალიან დიდი მადლიერი ვარ უფლის რო ისეთი მოძღვარი მაჩუქა რომელთანაც მთლიანად გავიხსენი,დიდება უფალს,ღმერთი შეგვეწიოს ყველას უფლის გზაზე სიარულში.
|
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#80
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ციტატა რამ მომიყვანა ტაძარში რაღაც ძალამ მიტხრეს ეს ძალა მადლი იყოო ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი