IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საეკლესიო ლიტერატურა, მიმოხილვა და ანალიზი
KAIROS
პოსტი Dec 27 2007, 04:56 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აქ ადრე გავხსენი თოფიქი "ბიბლიოთეკა", მართალია ის თოფიქი ძალიან პოპულარულია, მაგრამ უფრორე წიგნთსაცავი უფროა smile.gif , ამიტომ აუცილებლად ჩავთვალე ეს ახალი თოფიქი გაიხსნას, თითოეულ ჩვენგანს აქვს სახლში ან მიუწვდება ხელი რაიმე საეკლესიო ლიტერატურაზე, და შეიძლება ეს ლიტერატურა საკმაოდ ბანალური და ყველასათვის ნაცნობიც იყოს, მაგრამ ყველა წიგნებს თავისი, განსხვავებული და ორიგინალური თვალით კითხულობს, ამიტომ შეიძლება შიგნით ისეთი რამ გვაჩვენოს მავანმა, რომელიც ჩვენ გამოგვეპარა; ასევე, ბევრი ფორუმელი უცხოეთშია და ბევრ საინტერესო წიგნს ეცნობა, რომელთა უბრალო მიმოხილვაც ძალზე ნაყოფიერი იქნება დაინტერესებული მკითხველისათვის, ბევრ ფორუმელს ასევე საინტერესო წიგნები და ამონარიდები აქვს, ზოგს უკვე ვხვდებით ფორუმზე გაბნეულად, მაგრამ ეს ყველაფერი როცა თავს ერთად მოიყრის გაცილებით უკეთესი იქნება.

მაშ ასე, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ერთის მხრივ ულტრაკონსერვატიზმისა და ფანატიზმის ზიზღის და აგრესიის ობიექტები ვხვდებით, მეორე მხრივ ულტრალიბერალიზმი გვიგებს მახეს, რათა ფანატიზმს გაქცეულნი მის ინდიფერენტიზმში გავეხვეთ, ამიტომაა საჭირო ახლოს ვიცნობდეთ, როგორ აზროვნებს ეკლესია, რას წერენ ცნობილი ღვთისმეტყველები, ლიტურგისტები, ისტორიკოსები, კანონისტები და თუნდაც საერო მოაზროვნენი.

თქვენი აქტიურობის იმედით,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 27 2007, 08:33 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
მაშ ასე, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ერთის მხრივ ულტრაკონსერვატიზმისა და ფანატიზმის ზიზღის და აგრესიის ობიექტები ვხვდებით, მეორე მხრივ ულტრალიბერალიზმი გვიგებს მახეს, რათა ფანატიზმს გაქცეულნი მის ინდიფერენტიზმში გავეხვეთ, ამიტომაა საჭირო ახლოს ვიცნობდეთ, როგორ აზროვნებს ეკლესია, რას წერენ ცნობილი ღვთისმეტყველები, ლიტურგისტები, ისტორიკოსები, კანონისტები და თუნდაც საერო მოაზროვნენი.


ასიანი მართალი ხარ, კაიროს,ნამდვილად ასეა და აუცილებელია ეს თემა, მარტო მე მექნება გპირდებით უამრავი შეკითხვა.

გეიხარეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 27 2007, 04:29 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
უამრავი შეკითხვა.



აქ უამრავი შეკითხვა რათქმაუნდა გაგვიხარდება, მაგრამ უფრო თქვენს მიერ უამრავი უცნობი და კარგი წიგნის წარმოდგენა და მათი მიმოხილვა გაგვიხარდება smile.gif თუნდაც იმიტომაც, რაც ასე ნათლად ჩანს, თუნდაც ამ ფორუმში, ანუ
ციტატა
ხშირად ერთის მხრივ ულტრაკონსერვატიზმისა და ფანატიზმის ზიზღის და აგრესიის ობიექტები ვხვდებით, მეორე მხრივ ულტრალიბერალიზმი გვიგებს მახეს, რათა ფანატიზმს გაქცეულნი მის ინდიფერენტიზმში გავეხვეთ



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 30 2007, 09:11 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვიწყებ შემოკრებას ჯერ აქ ფორუმზე გაბნეული მარგალიტებისა, მამათა შრომებიდან ამონაკრებები და ან საინტერესო პოსტები სადაც რომელიმე ღვთისმეტყველის შრომა იქნება განხილული

აფხაზის მიერ გახსნილი თოფიქები:

1. სამეუფო გზის შესახებ - ავტ. ბ.ნი ედიშერ ჭელიძე

http://church.ge/index.php?showtopic=3339&...57&#entry233157

2. ურთიერთობის ღვაწლის შესახებ, მთავარეპისკოოსი სერგი პრაღელი

http://church.ge/index.php?showtopic=3264&hl=

3. სიტყვის მნიშვნელობა და ძალა, მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელი

http://church.ge/index.php?showtopic=3259&hl=


4. ქრისტიანობის ღირსებისა და..., ქრისტიანთა უღირსების შესახებ (ნიკოლაი ბერდიაევი)


http://church.ge/index.php?showtopic=3159&hl=



დათიკო

ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია, ლექციათა ციკლი

http://church.ge/index.php?showtopic=610

კანუდოსელი

ამონარიდი უსპენსკის ანაფორიდან:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=18...ndpost&p=102620


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 30 2007, 09:28 AM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



Новые мариологические догматы Римо-Католической Церкви

Иерей Сергий ЗАВЬЯЛОВ


http://church.ge/index.php?s=&showtopic=18...ndpost&p=105052


მეტად საინტერესო ნაშრომი საკლესიო კრებებზე სერგეი ბულგაკოვისა
http://www.krotov.info/libr_min/b/bulgakovs/put_02_47.html

აპოლოგეტიკა, ზ. ეკალაძის აუდიო ლექციები

http://church.ge/index.php?showtopic=630


სერგეი გოვორუნის წიგნში
ИЗ ИСТОРИИ БОГОСЛОВСКИХ СПОРОВ XVIII ВЕКА ПО ПРОБЛЕМЕ ЛАТИНСКОГО КРЕЩЕНИЯ
http://www.krotov.info/library/g/govorun/govor03.html



Священник Владимир Савельев,
преподаватель Киевской духовной академии.
Православие и новейший латинский Катехизис

http://pravoslavye.org.ua/index.php?r_type...ullinfo&id=3468


აქ საერთოდ წიგნებისა და ციტატების დიდი ქარიშხალია
(ანუ ნაწყვეტები სოტირისისა და კანუდოსელის "ისტორიული შერკინებიდან":D ), მართლა საინტერესოა

http://church.ge/index.php?showtopic=323&st=120

http://www.krotov.info/libr_min/s/stragoro/ob_otno.html
სერგი სტაროგრადელია, 20-ე საუკუნის ძალიან საინტერესო თეოლოგი
ასევე აქ:
http://www.krotov.info/library/f/florov/borders.html გიორგი ფლოროვსკი

არქიმანდრიტი ამბროსის (პოგოდინი) სტატია ნათლობის შესახებ
http://www.holy-trinity.org/ecclesiology/p...eption-ch1.html



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 30 2007, 10:14 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეს მიმოხილვა რათქმაუნდა მუდამ შევსებადია, მანამ კი დავიწყებ მე ( და იმედია გააგრძელებთ თქვენც), რამოდენიმე წიგნის შესახებ წერას. ესაა ის ქართული წიგნები, რომლებიც მაქ შევიძინე ამ ზაფხულს, რამოდენიმე კარგი წიგნი იყო ( სამწუხაროდ მხოლოდ რამოდენიმე და ყველა თარგმნილი sad.gif ), და აუცილებელია ამ რამოდენიმე კარგი წიგნის კარგად გაგებაც, ერთერთზე უკვე არსებობს თოფიქი საეკლესიო სამართალში :

პანაიოტის ბუმისის "კანონიკური სამართალი", კრიტიკული ანალიზი

http://church.ge/index.php?showtopic=2720

ახლა აქ დავიწყოთ სჯა-ბაასი ევსები კესარიელის "საეკლესიო ისტორიაზე", უპირველესად დიდი მადლობა მამა მაქსიმეს ყველაფრისათვის რასაც აკეთებს!

ეს წიგნი ვფიქრობ ყველა ქრისტიანის თუ არა, ყველა თეოლოგიით და ისტორიით დაინტერესებული ადამიანის სამაგიდო წიგი უნდა იყოს...

რათქმაუნდა ამ წიგნის მთლიანად გარჩევას აქ ვერ შევძლებთ, თუმცა დაგვაველებთ თუკი დავდებთ ლინკებს, სადაც ამ წიგნზე იქნება საუბარი...

საინტერესო ადგილების ამონაკრები:

"ტიბერიუსმა ( რომის იმპერატორი, ქრისტეს აღდგომის თანამედროვე) არ უარყო პირველანდელი აზრი და ქრისტეს შესახებ არაფერი უჯერო არ განუზრახავს" ( გვ. 51), ასე წერს ევსები, რომელიც ეკლესიის ისტორიის მამად იწოდება, ის სხვაგანაც აღნიშნავს ზოგ იმპერატორთა გახსნილობას ქრისტიანობისადმი, მოგვიანებით ვნახავთ ინფორმაციებს იმპერატორ მარკუს ავრელიუსის და ადრიანეს შესახებაც.

პილატეზე ევსები გვაწვდის ინფორმაციას, რომ მან ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა, ხოლო ჰეროდეზე წერს, რომ მან "იხილა თავის თავზე მჯდომი ანგელოზი", რის შემდეგაც საშინელი ტკივილებით მოკვდა.

საინტერესო ცნობებია ასევე წმ. პეტრე მოციქულისა და სვიმონ მოგვის დაპირისპირებიდან, ეს დაპირისპირება კარგადაა შევსებული ამ წიგნის დამატებით ნაწილში კომენტარებში, რომელიც ძალიან კარგადაა გაკეთებული, კომენტარებში სწერია, რომ სვიმონ მოგვი იმპერატორის და ხალხის თანდასწრებით რომის ცენტრში ჰაერში ამაღლდა და ფრენაც კი დაიწყოო, ერეტიკოსის ცდუნებისაგან რომაელები წმ. პეტრემ იხსნა, როცა ილოცა და სვიმონ მოგვი სასიკვდილოდ დაიმტვრა ( გადმოცემით ამ ადგილს დღესაც მიანიშნებენ კოლიზეუმთან ახლოს მდებარე მონასტერში).

საინტერესო ცნობაა ასევე იაკობ მოციქულის, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის შესახებ, ნათქვამია, რომ იგი "წმინდა" იყო, არ სვამდა ღვინოს, არ ჭამდა ხორცს, სამართებელი არ შეხებია მის თავს,არც საზოგადო აბანოებით სარგებლობდა და ზეთსაც არ იხმევდა, მუხლები უხშირესი დაჩოქვიდან დაკოჟრილი ქონდა... (ვ. 78)

ეს პირველი ორი წიგნიდან იყო ამონაკრები, დანარჩენ ისტორიას ისტორიის შესაბამის თემაში იხილავთ, მოგვიანებით გავაგრძელებ.


იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 3 2008, 10:08 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სადღაც მსგავს თემაში, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ, ბავშვებს ეწერათ, რომ რუსულს კარგად ვერ იგებენ და ესაა მიზეზი, რომ ბევრ საინტერესო სტატიას ვერ კითხულობენ, თუნდაც დიდი სურვილი აქვთ (არც არის გასაკვირი, ახლანდელი თაობა სხვა უცხო ენას უფრო ფლობს, ვიდრე რუსულს,.. ჩვენს დროში კი სხვანაირად იყო).

ხომ არ აჯობებდა ნელნელა დაგვეწყო ზოგიერთი "ყველაზე საინტერესო" სტატიის რუსულიდან გადმოთარგმნა? ვიცი, ამ საქმეს საკმაოდ დრო უნდა, მაგრამ გვეცადა და ნელნელა შეგვევსო ჯერ ფორუმის ბიბლიოთეკა და ვინ იცის, მომავალში ამით იქნებ კარგი კრებულიც კი შეგვრჩეს ხელთ, რამდენადაც ამბობთ, ქართულ ენაზე ამ სახის ლიტერატურა მეტად მწირი რაოდენობითაა.

ჩემი "წინადადებაა" ვთხოვოთ მაგალითად მაიას - маиа-ს თუ დრო საშუალებას მისცემს დაიწყოს სტატიების თარგმნა და ჩვენც შევეწევით smile.gif მერე კი თამარმა სტილისტიკურად შეასწოროს. აქ ბევრია რუსულის კარგად მცოდნე და თითო სტატიით რომ დაიწყონ, მშვენიერი საქმე გაკეთდება ამით. მე მგონი, ესეც ქველმოქმედების ერთ-ერთი სახეა.

მოკლედ, იმედია გაგაგებინეთ ჩემი აზრი და სურვილი და იქნება მომხრეებიც გამოჩნდნენ.

დიდი სიყვარულით

ნანა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 3 2008, 10:25 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაიროს და ყველას, ვინც ამ თემას ეხმაურება,

ეგებ აქვე მითხრათ რაიმე იური მაქსიმოვის "შესახებ". რაღაც სტატია ვნახე , სათაურმა დამაინტერესა, მხოლოდ გადავხედე ჯერ და რამე ისეთი ხომ .... გასაგებია მგონი რას ვკითხულობ. სტატიას ქვია :Јури Максимов - "ИГРАЊЕ СА БОГОСЛОВЉЕМ: КРАЈ ИГРЕ" - "თამაში ღვთისმეტყველებასთან: თამაშის დასასრული" . მოკლედ, მირჩიეთ ბოლომდე წავიკითხო თუ არა.

მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jan 3 2008, 12:25 PM
პოსტი #9


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



რახან საეკლესიო ლიტერატურაზეა თემა ერთ ძალიან საინტერესო წიგნს მეც შემოგთავაზებთ:

ჩამოტვირთეთ - "სული გარდაცვალების შემდეგ" (მღვდელომონოზონი სერაფიმე როუზი)

დაიბეჭდა ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jan 3 2008, 02:15 PM
პოსტი #10


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ჩამოტვირთეთ - "სული გარდაცვალების შემდეგ" (მღვდელომონოზონი სერაფიმე როუზი) (rapidshare.com)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 3 2008, 05:30 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თათარაშვილი, თუ წიგნს არ განვიხილავთ, მაშინ ბიბლიოთეკაში გადაიტანე smile.gif

ციტატა
მოკლედ, მირჩიეთ ბოლომდე წავიკითხო თუ არა.



არ ვიცნობ სტატიას, იქნებ გვაჩვენო ლინკი და ვნახავთ და გეტყვით smile.gif

ციტატა
ხომ არ აჯობებდა ნელნელა დაგვეწყო ზოგიერთი "ყველაზე საინტერესო" სტატიის რუსულიდან გადმოთარგმნა? ვიცი, ამ საქმეს საკმაოდ დრო უნდა, მაგრამ გვეცადა და ნელნელა შეგვევსო ჯერ ფორუმის ბიბლიოთეკა და ვინ იცის, მომავალში ამით იქნებ კარგი კრებულიც კი შეგვრჩეს ხელთ, რამდენადაც ამბობთ, ქართულ ენაზე ამ სახის ლიტერატურა მეტად მწირი რაოდენობითაა.



კარგი იდეაა, კრებულის შექმნაც დიდი საქმე იქნება, აბა ვინაა მოხალისეები?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 22 2008, 05:39 AM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
პირველი ორი წიგნიდან იყო ამონაკრები, დანარჩენ ისტორიას ისტორიის შესაბამის თემაში იხილავთ, მოგვიანებით გავაგრძელებ.


პირველი ორი წიგნის მიმოხილვა ამ თოფიქის მე-6 პოსტშია, ახლა გავაგრძელებ:

III წიგნში ევსები კესარიელი ბევრ საინტერესო საკითხს ეხება,
I თავშივე იგი აღნიშნავს, რომ ანდრიამ იქადაგან სკვითეთში, ეს საკმაოდ საინტერესო არგუმენტია, რადგან მაშინ პონტოდან სახმელეთო გზა სკვითიისაკენ კოლხეთის გავლით გადიოდა...

IV თავში საინტერესოა, რომ ლუკას სახარებას პავლე "ჩემს სახარებას" უწოდებდა (რომ. 2, 16), ითვლება რომ ეს ლუკას სახარებაზეა საუბარი...

VI თავში სხვა საკითხებთან ერთად, ხდება მოყვანა იოსებ ფლავიუსის "იუდაური ბრძოლების" რამოდენიმე ნაწყვეტის მოყვანა, ესაა საზარელი მოვლენები, რაც ტიტუსის მიერ იერუსალიმის აღებას უძღოდა წინ, თუ როგორ შეჭამა დედამ საკუთარი შვილი და სხვა საშინელება... ზოგადად კი VII თავში ფლავიუსის ვარაუდია მოყვანილი, რომ დაღუპულა 1,100,000 კაცი თუმცა ესაა ძალიან გადაჭარბებული რიცხვი, წიგნის რედაქცია შენიშნავს, ქალაქში იმ პერიოდში მაქსიმუმ 600.000 კაცი იყო, ასე რომ მინიმუმ ათჯერ ნაკლები ადამიანი იქნებოდა დაღუპული, მაგრამ არც ასი ათასია ცოტა...

XXI თავში საინტერესოა, რომ რომის პირველ ეპისკოპოსებად ერთად მოიხსენებს პავლეს და პეტრეს...

XXX თავში კი კლიმენი ალექსანდრიელის "სტრომატები"-დან ნაწყვეტებს ვხვდებით, სადაც იგი სხვა აზრებთან ერთად ვარაუდობს, რომ პეტრესთან ერთად, პავლესაც ყავდა ცოლი და ეყრდნობა ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეს ( ფილ, 4 :3)

ახ. ქართულად

3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.

მთაწმიდისეული რედაქცია

3. ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.

ზოგადად მიღებული აზრით, აქ მეუღლედ ცოლი კი არა თანამდგომი პავლესი იგულისხმება...

მოკლედ შემდეგ გავაგრძელებ III წიგნი ძალიან საინტერესოა...


პ.ს.

ეს იდეა ჩავარდა?

ციტატა
ხომ არ აჯობებდა ნელნელა დაგვეწყო ზოგიერთი "ყველაზე საინტერესო" სტატიის რუსულიდან გადმოთარგმნა? ვიცი, ამ საქმეს საკმაოდ დრო უნდა, მაგრამ გვეცადა და ნელნელა შეგვევსო ჯერ ფორუმის ბიბლიოთეკა და ვინ იცის, მომავალში ამით იქნებ კარგი კრებულიც კი შეგვრჩეს ხელთ, რამდენადაც ამბობთ, ქართულ ენაზე ამ სახის ლიტერატურა მეტად მწირი რაოდენობითაა.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 5 2008, 06:17 PM
პოსტი #13


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



კაიროს თქვენ ერთი პაწაწუნა წიგნი "სასწაული,რომელიც იერუსალიმში,მაცხოვრის საფლავთან მოხდა" წაგიკითხავთ?

რა მაინტერესებს იცით,ვიცი რომ კათაკმეველი მოუნათლავს ნიშნავს,ამ წიგნში კი ასეთ რაღაცას ვკითხულობ: " როდესაც მღვდელმა წარმოთქვა "რაოდენი კათაკმეველთაგან ხართ,განვედით,კათაკმეველნო განვედით,ნუ ვინმე კათაკმეველნი,არამედ მორწმუნენი ვართ,მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ," მეფემ და მასთან მყოფებმა დაინახეს,რომ ციდან დაეშვა ანგელოსი ცეცხლოვანი ხმლით და ყველა ის ადამიანი,რომელიც უღირსად იქცეოდა ტაძარში,გონებაგაბნეული ლოცულობდა,ლაპარაკობდა ან გონება ამქვეყნიური საზრუნავით ჰქონდა დაკავებული,გამოარჩია დანარჩენთაგან და გარეთ გაიყვანა." unsure.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 6 2008, 12:00 AM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არ ვიცი ეგ წიგნი სოფი, მაქ ალბათ იდეაა ასეთი, ის ვინც ტაძარშია სხეულით და გონებით სხვაგან, მაშინ თავისი საქციელით მისი ადგილი ტაძრის გარეთაა, ალბათ მათ უკანაც ვისაც უნდა ( კათაკმეველებს) და შიგ ვერაა, რადგან ამათ შეუძლიათ შიგ ყოფნა და მაინც სხვაგან არიან გონებით, ნაცვლად უფალთან ყოფნისა...

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 6 2008, 01:34 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ჯიბრან ხალილ ჯიბრანის "იესო, ძე კაცისა"-ზე რას იტყოდით? ავტორი პროტესტანტია, თუმცა არაცვეულებრივ პასაჟებს სახავს, სახარების სხვადასხვა პერსონაჟის პრიზმით...

მაგალითად, მარიამ მაგდალინელი, პეტრე, ფილოსოფოსი და ა.შ იესოზე....

პ.ს კაიროს, მასწ, ბერძნულის სწავლას ვიწყებ 2kiss.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 6 2008, 04:31 AM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ოოო, დიდი ნაბიჯებია წინ smile.gif უფრო სწორედ უკან ისტორიაში biggrin.gif

რუსულს აუქნიე ხომ საერთოდ ხელი? საჭირო და აუცილებელია, მიხედე;

მოგვიანებით გავაგრძელებ ევსები კესარიელს...

ისე დაწერეთ ხალხო თქვენც, რას კითხულობთ რა წიგნი ნახე საინტერესო, რა სტატია smile.gif

გელით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 6 2008, 08:32 PM
პოსტი #17


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



KAIROS

გაიხარე კაიროს,გასაგებიაsmile.gif



ციტატა
პ.ს კაიროს, მასწ, ბერძნულის სწავლას ვიწყებ

აბა წარმატებები! tongue.gif smile.gif
ციტატა
რუსულს აუქნიე ხომ საერთოდ ხელი?

ეტყობა არაფერი გამოუვიდა და მაგიტო ჩაიქნია ხელი biggrin.gif
რა იყო ბიჭო,ნამეტანი გაგიჭირდა? tongue.gif

ახლახანს წიგნი - "პაპისტების თავდასხმა ათონის წმიდა მთაზე" ჩავიგდე ხელთ და წაკითხვას ვაპირებ.. რას იტყვით? ვიცი მნათე დიდი სიამოვნებით ჩაიკითხავდა tongue.gif (თუ უკვე არ აქვს წაკითხული).


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 9 2008, 03:45 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაიროს ,

მედანაპირები შევასრულე smile.gif ისიც მეტად რთულ პირობებში biggrin.gif

მე ერთი-ორი სტატია გადავთარგმნე,ერთია, რომელსაც სრულიად დასრულებულად ვთვლი ილარიონ ალფეევის "მოყვასის სიყვარულის შესახებ", მაგრამ სად ავტვირთო ანუ სად ჩავსვა? აქ თუ ... ? რაიმე თემა ხომ არ გაგვეხსნა (ისე, აქაც შეიძლება ,რა ვიცი), მაგალითად ჩვენს მიერ ნათარგმნი სასულიერო ლიტერატურა ან რამე მსგავსი, სადაც უკომენტაროდ განთავსდება და კამათი აქ იყოს. იქნება ქართული ენის უკეთ მცოდნეებმა მერე ნახონ დრო და ეს მასალა სტილისტიკურად გადაამოწმ-გაასწორონ.

თქვით აბა რა ვქნათ. მე კი ვრჩები იმ აზრზე, რომ ყველა ერთად იყოს განთავსებული სადღაც არქივის სახით. განსახილველად კი ეს თემა გამოვიყენოთ. ამით გვექნება "კონტროლი" იმაზე, რა გვაქვს და რა არა. აუ, მიხვიდთ ხომ რას ვამბობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 12 2008, 12:35 AM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩვენს მიერ ნათარგმნი სასულიერო ლიტერატურა


გაუ,
ყოჩაღ!
ძალიან კარგი იქნება,ერთი ეგაა, ძალიან ძნელად ამოსაწევი თემა იქნება, შეიძლება აქაც, შეიძლება ცალკეც, მთავარია ინფორმაციის მიწოდება smile.gif

იყოს ცალკე smile.gif

იხარე1


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 12 2008, 12:40 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაიროს ,

თემის ამოწევა არცაა საჭირო, აი, რაღაც არქივივით რომ იყოს,სადაც თავმოყრილი იქნება ყველა,რომ "კონტროლი" გვქონდეს რა გვაქვს.

დიდი სიყვარულით

ნანა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 07:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი