IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V « < 22 23 24 25 > »   
Reply to this topicStart new topic
> კალენდარული საკითხი
daviti_23
პოსტი Jan 23 2009, 09:20 PM
პოსტი #456


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



KAIROS
ციტატა
პატრიარქის მაგინებელ სხილაძეს

არაა მასე!არ გაქვს საამისო არგუმენტი.
1.ამ დროს მარხვაა,და ბევრი იმიზეზბს და იხსნილებს ამ დგეს,არგუმენტი მოლოცვაა.
2.არასაეკლესიო დღეა,და საერთოდ რა ხდება ან რა იცვლება ამ დღის გაცილებით ან მოსვლით,რა სიმბოლური მხარე აქვს?
3.დღვანდელი მსოპლიო ზეიმობს ამ დღეს,ხომ გაქვთ ნანახი სხვადასხვა ქვეყნებში როგორ აღნიშნავენ,რასთანაა ეს მიახლოებული საუფლო გზასთან თუ წარმათულთან.დინებაა ეს ერთგვარი ამაქვეყნიური.ნუთუ ჩვენც ამას უნდა გავყვეთ?
4.შემოდის კალენდარული ხალი წელი,რა ხდება ამ დღეს მნიშვნელოვანი,რატომ არის იგი გამორჩეული სხვა დღისგან,ქრისტიანისთვის რა სიმბლური დატვირთვა აქვს,ან რა სულიერ შვებას აძლევს?


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 23 2009, 11:10 PM
პოსტი #457


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(daviti_23 @ Jan 23 2009, 05:52 PM) *

არა რა თქმა ასეთი რამ ზომიერების ფარგლებში,ან კლასიკური მუსიკის მოსმენა,ან თუნდაც ქართული როკვაში რა არის ცუდი,წმ.მამები გავსწავლიან რომ ერისკაცისთვის როგორც ულოცველობა ასევე ბევრი ლოცვაც არ ვარგაო,ჩვენ ფიზიკური შრომა რომ გვიწევს ცოტა დასვენებაც და დგევანდელ ეპოქაში ფსიქოლოგიური განტვირთვაც აუცილებელია,რომ ადაიანმა არ გააფრინო,მაგრამ დგეს აპოსტასიურობის ხანაში გართობა არის გაღმერთბული,ხოლო ღმერთი(სარწმუნოება) ეს უსაქმურების საქმეა,სწორედ იმათთვის ვისთვისაც გართობა ღმერთია განა ცუდად არ იმოქმედებს მათი გასართობი საშუალეებბზე ოფიციალური თანხმობა?


ეს გამუქებული წინადადება ცოტა არ მომწონს, იმიტომ რომ არავინ ჩვენგანმა არ ვუწყით, ვისთვის ვინ არის ღმერთი. მეორე კიდევ ის, რომ სახელმწიფომ კანონი შეიმუშაოს და აკრძალოს კონცერტები და შოუები? შენ გავიწყდება ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ და არც მთავარია იმის შესახებ, რომ ყველანი საკუთარზე ვაგებთ პასუხს და სხვებზე თითის შვერა ნაკლებად მოგვიტანს საერგებელს. პლიუს იმ ხალხმა რა ქნას, ვინც მაგ სფეროში მუშაობს? ჟურნალისტები, წამყვანები, მუსიკოსები და ა.შ. ? თუ პროფესიებიც აიკრძალოს? ვერ ვხედავ აქ მე კაცის თავისუფალ ნებას და რა ვქნა..

პ.ს. პირადად შენ კლასიკური მუსიკის გარდა სხვა მუსიკა არ მოგისმენია? შემთხვევით რომ შემოგესმინოს მაშინ ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 23 2009, 11:51 PM
პოსტი #458


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეგრედ წოდებული უცმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მრავალი მისი თამბაქოს მწეველი და მამათმავალი მღვდელი

ამათ დონეზე იმედია მაინც არ დახვალ დავით smile.gif
მესხეთი, იმედია უკვე ამ გინებებისათვის მიბრძანებული ხარ აქედან, ისე არგუმენტები თუ გინდა გადაიკითხე წინა 22 გვერდი და საკმარისზე მეტს იპოვის მოაზროვნე კაცი smile.gif
ლოგიკასგან ხარ შორს smile.gif
ე.ი. არც წარმართულია, არც ეკლესია კრძალავს, მაშინ რა გინდა?
რადგან ვიღაც სადღაც დათვრა, და რახან პარიზში თურმე ზედმეტი მოსვლიათ?
შენ გინდა ახლა ჩვენ გავხდეთ ირანი, გამოვეყოთ მსოფლიოს, არ აღვნიშნოთ არაფერი საერო, და ა.შ.
ეს სქიზმატური ჩვევებია... ჩვენ გამოქვაბულში არ ვცხოვრობთ, ეკლესია არაა ჩაკეტილთა საზოგადოება, იგი განელტვის ცოდვას და არა ახალ წელს, დაბადების დღეს, დამოუკიდებლობის დღეს და ა.შ.
გეუბნები ან დამიწერე კანონიკა ან საეკლესიო გამოცდილება ან ისტორია, ან არადა აღარ ღირს ახლა უარგუმენტოდ წერ, თვრებიან და კონცეტებია არაა არგუმენტი და ერთიდაიგივეს გამოერება გვიწევს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jan 23 2009, 11:51 PM
პოსტი #459


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



staywhite
ციტატა
პ.ს. პირადად შენ კლასიკური მუსიკის გარდა სხვა მუსიკა არ მოგისმენია? შემთხვევით რომ შემოგესმინოს მაშინ ?

კაი ეხლა ტონს ძაბავ,საუბარი საუბრის ფარგლებს არ გავაცილოთ,შემომესმინოს,შემომ
აკვდეს;შემომელახოს smile.gif კინო ფილმი მახსენდება.
ციტატა
ეს გამუქებული წინადადება ცოტა არ მომწონს, იმიტომ რომ არავინ ჩვენგანმა არ ვუწყით, ვისთვის ვინ არის ღმერთი

ხო კაი ეგრე იყოს,ხოდა პასუხიც მაგაშია რომ არ ვუწყით ვისთვის ვინაა ანუ ვუწყით რომ ერთი ღმერთან არ ვართ გაერთიანებულები.
ციტატა
მეორე კიდევ ის, რომ სახელმწიფომ კანონი შეიმუშაოს და აკრძალოს კონცერტები და შოუები?
მე მაგი არ მითვამს,სახელმწიფოს არ შევხებივარ,მტავრობას უფრო სწორად ეხ.
ციტატა
შენ გავიწყდება ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ და არც მთავარია იმის შესახებ, რომ ყველანი საკუთარზე ვაგებთ პასუხს და სხვებზე თითის შვერა ნაკლებად მოგვიტანს საერგებელს.

smile.gif ვისკენ გავიშვირე თითი smile.gif აქ მოკლედ რა ხდება დალოცვილებო რატომ გიყვართ დაბრალება,მშვიდად აუღელვებლად,თითი კი არ გავიშვირეე თემაა და ვწერ.მაშინ დახურეთ ბატონო.

ციტატა
პლიუს იმ ხალხმა რა ქნას, ვინც მაგ სფეროში მუშაობს? ჟურნალისტები, წამყვანები, მუსიკოსები და ა.შ. ? თუ პროფესიებიც აიკრძალოს? ვერ ვხედავ აქ მე კაცის თავისუფალ ნებას და რა ვქნა..

კიდევ უმუშევრობა გვინდა ჩვენ? smile.gif)მართალი ხარ დავასქმოთ რაც შეიზლება ბევრი ხალხი smile.gif თავისუფალი ნება აქვს ყველას მასე ადმიანს ტუ უნდა ჯოჯოხეთში წავა მაგრამ ხომ არ უნდა უსურვო.მოკლედ ეს თემას არ ეხება.smile.gif)


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 23 2009, 11:59 PM
პოსტი #460


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დავით,

თემას აშკარად აფუჭებ, არაფერია "კალენადრული საკითხი" იმაში რასაც ახლა აქ წერ, ეგ უფრო ზნეობრივი ღვთისმეტყველებაა და მაქვს მსგავსი თემა გასხსნილი და იქით დაწერე, ახალი წლის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, არც კანონიკაში , არც თეოლოგიაში და არც ისტორიაში. ამაზე ბევრი ვწერეთ, თუ გაქვს რაიმე კონტარგუმენტი დაწერე, თორემ ახლა მორალის შესახებ სხვა თემაში ხომ?
აი ორი პოსტის შესახებ და აქედან ამოვიდეთ:

ციტატა
ქრისტიანულ სამყაროში ახალი წელი ქრისტეს შობას უკავშირდება, რადგან მხსნელი დაბადებიტ დაიწყო ახალი ერა, ახალი საუკუნე, იხსნილება და იდღესასწაულება ყოველივე დასაწყისი, გამრავლება, ხვავი და ბარაქა....
სისულელეა თქო გიწერ კაცო ეგ აზრი და რატომ ვერ იგებ არაა მასე, არც არასოდეს ყოფილა, მხოლოდ ბოლო 3 საუკუნეა და ისიც შენ რომ არ გიყვარს იმ კათოლიკურმა დასავლეთმა შემოიღო ეგ შენი 14 იანვარი ( მაშინ 1 იანვარი იყო ) და შეეშვი ამ მართლა უაზრობების გამეორებას, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, გადაავლე თვალი ჩემს პოსტს, სადაც 1/14 იანვარის ისტორია წერია და მიხვდები, რომ არ ყოფილა შობა ათვლის წერტილი, არამედ აღდგომა, ხარება, ასევე გაზაფხულის დაწყება, ან ინდიქტიონის ათვლა, მეტიც შობა ადრე საერთოდ 19 იანვარს ( 6 იანვარს ძვ. სტ) ნათლისღებასთან ერთად აღინიშნებოდა, და საერთოდ არ არსებობდა ცალკე, ასე რომ თავისთავად სულაც არ უკავშირდებოდა რაიმე "ახალ წელს", ეს მოხდა სულ ბოლო დროს XVII ს.ში...
გთხოვ ნუ იმეორებ ამას, შენ შეგიძლია ახალ წელს შეხვდე 29 თებერვალსაც ( ასე 4 წელი დავისვენებთ ), ოღონდ ქრისტეს შობასთან დაკავშირებას შეეშვი, სიცრუეა და იმიტომ!
მრავალ შობას დაესწარით!
კაიროსი!

პ.ს.
სანამ შეკამათებას დააპირებდე მანამ კარგად წაიკითხე ეს პოსტი:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=34...ndpost&p=445466
და მერე არგუმენტები დაძებნე, ან შეეშვი ამ ცრუჰოლინიუიარის თეოლოგიას



აი ეს წაიკითხე:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=34...ndpost&p=445574

და ეს

http://church.ge/index.php?s=&showtopic=34...ndpost&p=445205

ესეც:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=34...ndpost&p=445299

ესენი ეხება ამ თემას და ამათ ირგვლივ



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 23 2009, 11:59 PM
პოსტი #461


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ხალხო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება აქ წაკითხული პოსტებიდან, რომ
მართლმადიდებლობა ნიშნავს თავზე ნაცრის წაყრას, დარდს, გლოვას, მუდამ სიკვდილზე ფიქრს და არანაირ სიხარულს.
ცოტა გადამეტებული ხომ არაა? (მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე ყოველ შემთხვევაში.)

არადა ვიცოდი, რომ ყოველი ახალი დღის გათენება უნდა გვიხაროდეს,
უფალს მადლობას ვწირავდეთ ჩვენი სიცოცხლის კიდევ ერთი დღისთვის,
ვხარობდეთ, ვლოცულობდეთ, ერთმანეთს ვეხმარებოდეთ,
ასევე ვდარდოვდეთ როცა ეს საჭიროა და ასე შემდეგ.

ნუთუ ყოველი საერო დღესასწაული, თუნდაც ახალი წელი, თუნდაც
დაბადების დღე მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილზე ფიქრით უნდა
იწყებოდეს და მთავრდებოდეს?

ვიცი რომ ყოველი ახალი დღე კიდევ უფრო გვაახლოვებს სიკვდილთან,
მაგრამ ამის გამო ძაძები ჩავიცვათ და თვალწინ მუდამ შავი კუბო გვედგეს და
სიკვდილზე ვფიქრობდეთ, მე მგონი ეს გადამეტებულია.

ზომიერება ყველაფერში საჭიროა მე მგონი, დარდშიც და სიხარულშიც.

ესე იგი გამოდის რომ მოსიარულე მიცვალებულებად უნდა ვიქცეთ?

ეეჰჰჰ, კარგით რა. sad.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 24 2009, 12:21 AM
პოსტი #462


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(daviti_23 @ Jan 23 2009, 08:51 PM) *

staywhite

კაი ეხლა ტონს ძაბავ,საუბარი საუბრის ფარგლებს არ გავაცილოთ,შემომესმინოს,შემომ
აკვდეს;შემომელახოს smile.gif კინო ფილმი მახსენდება.

შენ ყველაფერს დაძაბვას ეძახი და რაც არ მოგწონს მაგით იფარგლები, რომ ტონზე და მართლა დაბრალებებზე გადადიხარ. მგონი არასოდეს გამომიყენებია მე შენტან ტონი, მაგრამ ეტყობა მასე ხარ განწყობილი და ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის.

კითხვაზე მაინც არ მიპასუხე: რომ უცებ შემთხვევით შემოგესმინოს... კაი, სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი... უცებ რომ მოხდე იქ,სადაც უსმენენ რამმშტაინს, ემინემს, ბონი მ-ს თუ რა ვიცი , მაშინ ?

პ.ს. შემომესმინოს და შემომელახოს შორის დიდი სხვაობაა და ამ უკანასკნელტან ცოტა დაფიქრებულად smile.gif

ციტატა

smile.gif ვისკენ გავიშვირე თითი smile.gif აქ მოკლედ რა ხდება დალოცვილებო რატომ გიყვართ დაბრალება,მშვიდად აუღელვებლად,თითი კი არ გავიშვირეე თემაა და ვწერ.მაშინ დახურეთ ბატონო.

ეტყობა თავიდანვე განწყობილი ხარ ისე, რომ ეგ იფიქრო, მე არ მითქვამს, რომ სენ აბრალებ, არამედ ზოგადად ... მაგრამ როგორც ჩანს ან ვერ ხვდები ან არ გინდა რომ მიხვდე და გამოიყენო ასე განავაროტკებული ციტატები.

ციტატა

კიდევ უმუშევრობა გვინდა ჩვენ? smile.gif)მართალი ხარ დავასქმოთ რაც შეიზლება ბევრი ხალხი smile.gif თავისუფალი ნება აქვს ყველას მასე ადმიანს ტუ უნდა ჯოჯოხეთში წავა მაგრამ ხომ არ უნდა უსურვო.მოკლედ ეს თემას არ ეხება.smile.gif)

სანდომიან, სათნო, სიყვარულით ნათქვამ მითითებაზე არ მაქვს მე საუბარი, არამედ იმის ძახილი , რომ ისინი წარწყმდებიან , რადგანაც ასე აკეთებენ. ახლობელს კი ეტყვი , რომ ასე არ ვარგა, ცოტა მოზომე, მაგრამ სხვას უნდა ატაკო კაცმა თითი თვალში? მისი საქმის იცის ყველამ. მეც არ მომწონს ბევრი რამე, მაგრამ არ დავდივარ და არ ვმოძღვრავ ვიღაც უცნობებს, რომლებიც მასხრად აგდების მეტს რეაქციას არაფერს მაჩვენებენ ისედაც ცხადია. რაც არ მომწონს ჩემს შვილს ვაფრთხილებ და ვასწავლი.

ჯოჯოხეთში წასვლას ჩვენ არ ვადგენთ და არავინ იცის ვინ სად წავა. ხომ გახსოვს, გაკვირვებული დარჩები ვისაც იხილავ სასუფეველშიო...

პ.ს. მე ყოველ შემთხვევაში ჯერ ფრთები არ ამყვავებია და შეიძლება საუბარში მივიღო მონაწილეობა ? rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Темур
პოსტი Jan 24 2009, 12:32 AM
პოსტი #463


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 18-January 09
წევრი № 6,326



ბიჯოო, ბიჯოო ბიჯოოო.

ასეთი ხალხი თუ დააბიჯებდა საქართველოში რას ვიფიქრებდი?! sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 24 2009, 12:48 AM
პოსტი #464


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



daviti_23
ციტატა
მერე მასეც არის ჩEმო კარგო,რა შუაშია ნაცარი,აბა პატერიკები რომ წაიკთხო სულ დაბრკოლდე შეიძლება,"ეკლესია არის ადგილი სადაც ხალხი დაღუპვას სინანულის საფუძველზე გაურბის"წმ; ეფრემ ასური.

ეს კი ვიცი, რომ ადამიანს ეკლესია, სინანული და ცოდვების მონანიება სჭირდება, მაგრამ შენი პოსტების შემდეგ მრჩება აზრი, რომ არაფერი არ უნდა გვახარებდეს და მარტო სიკვდილზე ვფიქრობდეთ. smile.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 24 2009, 04:41 AM
პოსტი #465


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მესხეთი აოფებ... მხოლოდ თემის ირგვლივ და ისიც ზრდილობიანად!

გთხოვთ შევწყვიტოთ კალენდრის გარეთ კამათი, აქ სრულიად განსხავავებული აზროვნებაა, მსგავსი კამათებით არა მგონია დიდ მიღწევებს მივაღწიოთ, იმაზე როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა და როგორ უნდა აღნიშნოს საერო და პირადი დღესასწაულები ამ თემაში:
"ზნეობრივი ღვთისმეტყველება"
http://church.ge/index.php?showtopic=2962&st=140
ხოლო აქ მხოლოდ "კალენდარული საკითხის" ირგვლივ:
ციტატა
ახალი წლის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, არც კანონიკაში , არც თეოლოგიაში და არც ისტორიაში. ამაზე ბევრი ვწერეთ, თუ გაქვს რაიმე კონტარგუმენტი დაწერე, თორემ ახლა მორალის შესახებ სხვა თემაში ხომ?
აი ორი პოსტის შესახებ და აქედან ამოვიდეთ:


ციტატა
ქრისტიანულ სამყაროში ახალი წელი ქრისტეს შობას უკავშირდება, რადგან მხსნელი დაბადებიტ დაიწყო ახალი ერა, ახალი საუკუნე, იხსნილება და იდღესასწაულება ყოველივე დასაწყისი, გამრავლება, ხვავი და ბარაქა....
სისულელეა თქო გიწერ კაცო ეგ აზრი და რატომ ვერ იგებ არაა მასე, არც არასოდეს ყოფილა, მხოლოდ ბოლო 3 საუკუნეა და ისიც შენ რომ არ გიყვარს იმ კათოლიკურმა დასავლეთმა შემოიღო ეგ შენი 14 იანვარი ( მაშინ 1 იანვარი იყო ) და შეეშვი ამ მართლა უაზრობების გამეორებას, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, გადაავლე თვალი ჩემს პოსტს, სადაც 1/14 იანვარის ისტორია წერია და მიხვდები, რომ არ ყოფილა შობა ათვლის წერტილი, არამედ აღდგომა, ხარება, ასევე გაზაფხულის დაწყება, ან ინდიქტიონის ათვლა, მეტიც შობა ადრე საერთოდ 19 იანვარს ( 6 იანვარს ძვ. სტ) ნათლისღებასთან ერთად აღინიშნებოდა, და საერთოდ არ არსებობდა ცალკე, ასე რომ თავისთავად სულაც არ უკავშირდებოდა რაიმე "ახალ წელს", ეს მოხდა სულ ბოლო დროს XVII ს.ში...
გთხოვ ნუ იმეორებ ამას, შენ შეგიძლია ახალ წელს შეხვდე 29 თებერვალსაც ( ასე 4 წელი დავისვენებთ ), ოღონდ ქრისტეს შობასთან დაკავშირებას შეეშვი, სიცრუეა და იმიტომ!
მრავალ შობას დაესწარით!
კაიროსი!

პ.ს.
სანამ შეკამათებას დააპირებდე მანამ კარგად წაიკითხე ეს პოსტი:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=34...ndpost&p=445466
და მერე არგუმენტები დაძებნე, ან შეეშვი ამ ცრუჰოლინიუიარის თეოლოგიას



აი ეს წაიკითხე:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=34...ndpost&p=445574

და ეს

http://church.ge/index.php?s=&showtopic=34...ndpost&p=445205

ესეც:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=34...ndpost&p=445299

ესენი ეხება ამ თემას და ამათ ირგვლივ



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 24 2009, 05:26 AM
პოსტი #466


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პ.ს.
დავით 23 2 დღეში შემოგვიერთდება და გვიპასუხებს, მანამ თუკი ვიკამათებთ , მხოლოდ თემის ირგვლივ, მადლობა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 24 2009, 01:21 PM
პოსტი #467


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



daviti_23
ციტატა
მდაა;ოლიმპიადა და ქრისტესთვის თავდადება სიცოცხლის გაწირვა შეადარა ერტმანეთს,მიბიძგებ და მაბრკოლებ ძმაო ეკლესიაზე,გეხვეწები ნუ წერთ ამნაირ რაღაცეებს,თამაშობები რომლებიც აკრძალულია ეკლესიისგან შეადარე სარწმუნოების დაცვას სიცოცხლის ფასად.აბა შენ კიდე სხვაგან ეძებ სარკაზმის მაგალითებს.....

მე არ გაბრკოლებ.

თუკი ეკლესია იკონომიის წესით ნებას რთავს ქრისტიანს, ჩაიდინოს ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული - კაცის კვლა და იგი მას ამას "სასახელო საქმედ" უთვლის, საიმისოდ, რომ ერი გადარჩეს

ამხელა რა ცოდვაა სპორტი, რომ ერის ღირსების დასაცავად (ოლიმპიადა თამაში და გართობა მაყურებლისთვისაა, თორემ მონაწილისთვის პატარა გამოუცხადებელი ომია ერის ღირსებისთვის) მისი უწმიდესობის მიერ სპორტსმენების დალოცვა მას ცოდვად ჩავუთვალოთ?

მეორეც, დავიღალე ამდენჯერ გამეორებით, მაგრამ ნახეთ რა იმ საეკლესიო კანონების განმარტებები, რას კრძალავს იგი და კრძალავს თუ არა სპორტს.

თქვენი აზრით, წმ. გიორგი არ გადიოდა საბრძოლო წვრთნებს? თუ როგორ იყო ასეთი ძლევამოსილი მხედართმთავარი?
თუ წმ. კეთილმსახური დავით აღმაშენებელი არ წვრთნიდა პირადად ჯარს?
სპორტი აბა რაა სხვა?

არ მესმის....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 24 2009, 01:28 PM
პოსტი #468


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Темур
ციტატა
ასეთი ხალხი თუ დააბიჯებდა საქართველოში რას ვიფიქრებდი?!




როგორი??


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 24 2009, 02:09 PM
პოსტი #469


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



ციტატა(კანონისტი @ Jan 24 2009, 02:21 PM) *

daviti_23

მე არ გაბრკოლებ.

თუკი ეკლესია იკონომიის წესით ნებას რთავს ქრისტიანს, ჩაიდინოს ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული - კაცის კვლა და იგი მას ამას "სასახელო საქმედ" უთვლის, საიმისოდ, რომ ერი გადარჩეს

ამხელა რა ცოდვაა სპორტი, რომ ერის ღირსების დასაცავად (ოლიმპიადა თამაში და გართობა მაყურებლისთვისაა, თორემ მონაწილისთვის პატარა გამოუცხადებელი ომია ერის ღირსებისთვის) მისი უწმიდესობის მიერ სპორტსმენების დალოცვა მას ცოდვად ჩავუთვალოთ?

მეორეც, დავიღალე ამდენჯერ გამეორებით, მაგრამ ნახეთ რა იმ საეკლესიო კანონების განმარტებები, რას კრძალავს იგი და კრძალავს თუ არა სპორტს.

თქვენი აზრით, წმ. გიორგი არ გადიოდა საბრძოლო წვრთნებს? თუ როგორ იყო ასეთი ძლევამოსილი მხედართმთავარი?
თუ წმ. კეთილმსახური დავით აღმაშენებელი არ წვრთნიდა პირადად ჯარს?
სპორტი აბა რაა სხვა?

არ მესმის....


კანონისტო, ადრე მახსოვს გეწერა ბასილი დიდზე და მის დამოკიდებულებაზე სამხედროებთან... იმედია არ მიწყენ თუ ჩავერევი...

ბასილი დიდი სამხედრო პირებს 3 წლით უზიარებლობას განუწესებდა, მართალია არ ეუბნებოდა ნუღარ იქნებით სამხედროებიო, მაგრამ 3 წლით უაზიარებლობა მგონი არაა პატარა სასჯელი... პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ მეომრობა მართლმადიდებლურად არის ძAლიან რთული და საპასუხიმსგებლო და მხოლოდ თავდაცვითი ომია გამართლებული...

ხოლო ოლიპიადა არის სულ სხვა...

თუმცა 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. (2 ტიმოთე 2:5)

თარგმანი არის ცოტათი არასწორი და სწორედ არის მითითება თამაშებზე:

დავყვეთ თარგმანებს:

1. 2 Timothy 2:5 (New International Version)
5Similarly, if anyone competes as an athlete, he does not receive the victor's crown unless he competes according to the rules.

2. 2 Timothy 2:5 (New American Standard Bible)
5Also if anyone competes as an athlete, he does not win the prize unless he competes according to the rules.

3. 2 Timothy 2:5 (New World Translation of the Holy Scriptures)
5. Moreover, if anyone contends even in the games, he is not crowned unless he has contended according to the rules.

ანუ ეს თარგმანები სიტყვა-სიტყვით გადმოცემს აზრს... თორემ ქართულში უბრალოდ "ომობს" წერია...

ეს კი ბერძნული სიტყვა რომელიც არის გამოყენებული: "athleo" [ath-leh'-o] - რომელიც ომს არ ნიშნავს, არამედ შეჯიბრებებს...(თუნდაც ოლიმპიადის პონტში)

ასე რომ მე აკრძალვას ვერ ვხედავ ოლიმპიურ თამაშებზე და საერთოდ შეჯიბრებეზე პავლე მოციქულის მიერ!!! თუმცა ამბობს რომ სამართლიანად უნდა მოხდეს პრიზის მოგებაო smile.gif

rolleyes.gif


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 24 2009, 03:13 PM
პოსტი #470


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Lashab
ციტატა
ასე რომ მე აკრძალვას ვერ ვხედავ ოლიმპიურ თამაშებზე და საერთოდ შეჯიბრებეზე პავლე მოციქულის მიერ!!! თუმცა ამბობს რომ სამართლიანად უნდა მოხდეს პრიზის მოგებაო



ნუ, ქართულში (ალბათ ტანამედროვეში) ომი წერია, ადრე ეგებ სხვა რამ ეწერა, ან იქნებ, ომი საბრძოლო შEჯიბრებებს ნიშნავდა,. ინგლისურის გარდა,მ სხვა ენებზე როორ წერია და როგორ განიმარტება ეგ სიტყვები?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 24 2009, 08:48 PM
პოსტი #471


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოდერს ვთხოვ ოდესმე თუკი გვეშველება და აპოლოგეტიკის ქვეგანყოფილება გაიხსნება იქ გადაიტანოს ეს ბოლო სამი პოსტი "წმ. წერილის საკამათო ადგილების შესახებ" თემასთან ერთად ...

ხალხო, ამ თემას ქვია "კალენდარული საკითხი" წინ შენიშვნა მივეცი, ზნეობრივი საკითხები შესაბამის თემაში არჩიეთთქო, და ახლა თქვენ "ათლეტიზმისა" და "ომის" შესახებ საუბრობთ?

ახლა მოკლედ მაინც ვუპასუხებ და მერე იქ გავაგრძელოთ...

ლაშაბ, მოკლედ რა, სად ნახულობ ამდენ საკამათოს biggrin.gif ომთან დაკავშირებით ( შეგიძლია შეხტე biggrin.gif ) ბასილი დიდის ( და არა შენს ) დამოკიდებულებას მეც ვეთანხმები a075.gif
და შენს ბოლო დასკვნასაც,
ციტატა
ასე რომ მე აკრძალვას ვერ ვხედავ ოლიმპიურ თამაშებზე და საერთოდ შეჯიბრებეზე პავლე მოციქულის მიერ!!! თუმცა ამბობს რომ სამართლიანად უნდა მოხდეს პრიზის მოგებაო"
ვეთანხმები, როგორც შენ უნდა დამეთანხმო , რომ მე.-4 მუხლში სწორედ რომ მეომარი მოყავს მაგალითად და მერე ათლეტი smile.gif

ისე კი დავაზუსტოთ, ნამდვილად პავლე მოციქული იყენებს ორ შედარებას "მეომრისა" მუხლი 4 და ათლეტისა მუხლი 5, ორივე კარგი მაგალითისთვისაა მოყვანილი ტიმოთესათვის.

ვნახოთ ძველი ქართული შესანიშნავი თარგმანი, რომელსაც შინაარსი ამოაქვს არაჩვეულებრივად
დაუკვირდით რომ ერთიდაგივე "მოღუაწებას" იყენებს წმ. გიორგი მთაწმიდელი ამ სამ მუხლში? არადა ბერძნულში სხვადასხვა ზმნებია, ქართულმა "მოღუაწებამ" ჩაიტია საკუთარ თავში ყველა შინაარსი და ასე ითარგმნა მეომრისა და ათლეტის მაგალითიც.

"3. შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. 4. არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. 5. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს. "


რა სიტყვას იყენებს პავლე ტიმოთეს მიმართ ვინ ხარო? "მოღვაწე" , როგორაა ბერძნულში? στρατιώτης:
; a camperout, that is, a (common) warrior (literally or figuratively): - soldier. ე.ი. პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობითო "ჯარისკაცი" , ახლა რადგანაც ვიცით, რომ ტიმოთე სტრატიოტისი პირდაპირი მნიშვნელობით ნამდვილად არ ყოფილა, მაშინ გასაგებია, რომ აქ უწერს გადატანითი მნიშვნელობით "მეომრობაზე" ანუ იგივე რაც შესანიშნავად თარგმნა მთაწმიდელმა "მოღუაწობაზე". ასევეა ნათარგმნი იგივე იტალიურად: " come un buon soldato di Cristo Gesù." , "როგორც კარგი მეომარი იესო ქრისტესი" და ახლა გასაგებია, რომელ "მეომრობაზეა" საუბარი შემდეგ მუხლში კი ზოგადად წერია στρατευόμενος , სადაც მაგალითად ნამდვილი მეომარია მოყვანილი ( აქაც რადგან ზოგადაა, შეიძლება პირდაპირაც გავიგოთ და ასევე გადატანითი მნიშვნელობით);
რომ მეომარმა, როცა ომობს, ყოველგვარი სხვაყველაფერი უნდა დაივიწყოს და ომზე იფიქროს
ასევეა იტალიურშიც ( ინგლისურშიც, და სხვა ევროპულ ენებში)
Nessuno però, quando presta servizio militare, s'intralcia nelle faccende della vita comune, se vuol piacere a colui che l'ha arruolato.
To satisfy the one who recruited him, a soldier does not become entangled in the business affairs of life.
და რუსულიც იყოს ბარემ
Никакой воин не связывает себя делами житейскими, чтобы угодить военачальнику.
გასაგებია ხომ? smile.gif შესანიშნავი დარიგებაა ჯარისკაცისათვისაც და ქრისტიანისათვისაც
და შემდეგ უკვე სხვა კარგი მაგალითი მოყავს, ახლა მოვარჯიშესი, ათლეტის, და ამ ზუსტად ზმნას იყენებს ἀθλῇ რაც მოდის From ἄθλος athlos (a contest in the public lists); to contend in the competitive games: - strive.
ასევეა იტალიურშიც, ანუ თუ მეომარზე შედარებისას ის თქვა, რომ ომზე უნდა იფიქროს და სხვა არაფერზეო, ათლეტზე იმას ამბობს, რომ სამართლიანადაც უნდა იყოს ეს გამარჯვებაო:
Anche nelle gare atletiche, non riceve la corona se non chi ha lottato secondo le regole.
ასევეა ინგლისურშიც
5 And if also a man strive for masteries, yet he is not crowned unless he strive lawfully
5Если же кто и подвизается, не увенчивается, если незаконно будет подвизаться.
ანუ კიდევ ერთი კარგი მაგალითი, როგორც მეომარმა გულდადებით უნდა იომოს, ასევე ათლეტმაც, თან აქ გამარჯვების გვირგვინის სამართლიან მიღებაზეა საუბარი, როგორც ლაშამაც დაწერა...

ასე რომ ლაშაბ, მეხუთე მუხლში სწორი ხარ ათლეტზეა საუბარი და კარგად ახასიათებს მას პავლე, ნამდვილი სპორტული დახასიათებით smile.gif, მაგრამ მის წინ მეომარზეა უკვე საუბარი და მასაც ნამდვილი მეომრული სულისკვეთებითაც გამოყოფს smile.gif !
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaza89
პოსტი Jan 26 2009, 11:55 PM
პოსტი #472


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 26-January 09
წევრი № 6,391



თქვენი აზრით, წმ. გიორგი არ გადიოდა საბრძოლო წვრთნებს? თუ როგორ იყო ასეთი ძლევამოსილი მხედართმთავარი?
თუ წმ. კეთილმსახური დავით აღმაშენებელი არ წვრთნიდა პირადად ჯარს?
სპორტი აბა რაა სხვა?

არ მესმის....


როგორ შეიძლება წმ გიორგის დ დავით აღმაშენებელი შეადარო უწოდო სპორცმენები აღმაშენებელი ღვთის სიტყვის დასაცავად და სამშობლოს დასაცავად წრვთნიდა ჯარს და არა ოლიმპიური გასართობი და დიდების მოყვარე ამპარტავნულ ტამაშებისთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 26 2009, 11:59 PM
პოსტი #473


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მხოლოდ საკითხის ირგვლივ!
აოფებთ ახლა..


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jan 29 2009, 04:11 AM
პოსტი #474


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



კათოლიკურ კალენდარზე

ადამიანური საზომის გარდა არსებობს ანგელოზური საზომი, რომელსაც ,,აპოკალიფსში“ ,,ლერწამი ოქროისაი“ ეწოდება (,,გამოცხადება იოანესი“: 21, 15). აქედან გამომდინარე, ბუნებაში ზედმიწევნით სწორი (აბსოლუტურად ზუსტი) კალენდარი ვერ იარსებებდა და არც არსებობს. მაგრამ ე. წ. იულიუსის კალენდარი, რასაც სამოციქულო მართლმადიდებლობა მიჰყვება, მსოფლიოს პირველმა წმინდა საეკლესიო კრებამ აკურთხა და მსოფლიოს ყველაზე დიდ მეცნიერთა (ასტრონომთა და სხვ.) აზრითაც, სწორედ ისაა არსებულ კალენდრულ წყობებს (სისტემებს) შორის შედარებით ნაკლებად ცდომილი. ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო დიდი მტკიცებითი საბუთი (არგუმენტი) და პასუხი ამ საკითხზე არის შემდეგი: თავად მაცხოვარი როცა დედამიწაზე მობრძანდა, იმ დროს, ბუნებრივია, კალენდარული ცდომილებიდან გამომდინარე, ძველებრაული კალენდრისთვისაც ,,დაგროვილი“ იქნებოდა გარკვეული დრო, რაც მისთვისაც უნდა მიემატებინათ (ან უნდა მოეკლოთ). მაგრამ ქრისტე პასექის დღეს უკვე არსებული კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა. ხოლო კალენდრის რეფორმის მომხრეთა აზრით, მაშინ, ვის, თუ არა მას, უნდა შეეცვალა (შეესწორებინა) არსებული კალენდარი და პასექი ისე უნდა ედღესასწაულა (რაც უფალს არ გაუკეთებია).


1583წ. დიდი კრების განჩინება პასქალიის* დამრღვევთა
დაùახალი კალენდრის მიმდევართა განკვეთის შესახებ

რამდენადაც, ისევ ძველი რომის ეკლესია, თითქოსდა, უხარისო საკუთარ ასტრონომთა დიდებისმოყვარეობა, წინდაუხედავად შეცვალა რა მშვენიერი დადგენილებანი წმინდა აღდგომაზე, რომელიც მთელი ქვეყნის ქრისტეანების მიერ განსაზღვრებისამებრ აღესრულებოდა და იდღესასწაულებოდა _ ამის გამო ხდება ცდუნებათა მიზეზი, რამეთუ დღესასწაულობის პრაქტიკასთან დაკავშირებული კითხვით ჩვენი საწყავის წინაშე წარდგნენ სომეხი კაცები, რადგან მათაც კი აიძულებენ სიახლეთა მიღებას. ამისათვის, ჩვენ უნდა გვეთქვა, თუ რა არის ამაზე დადგენილი წმინდა მამაების მიერ. ჩვენი თანახმიერება, იმსჯელა რა ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქთან, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქთან და სინოდის სხვა წევრებთან ერთად სულიწმინდის მოხმობით, განსაზღვრავს და განმარტავს ამის თაობაზე წმ. მამათა გადაწყვეტილებას: ვინც არ მისდევს ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და იმას, რაც მსოფლიოს შვიდმა წმინდა კრებამ გვიბრძანა წმინდა აღდგომასა და თუენზე** და კეთილად განაგო, მივყვებოდეთ მას, _ არამედ სურს, მისდიოს გრიგორიანულ*** პასქალიასა და თუენს, რითაც უღმერთო ასტრონომებითურთ ეწინააღმდეგება წმ. კრებათა განჩინებებს და სურს, შეცვალოს და დაასუსტოს ისინი, _ შეჩვენებულ იყოს (ანათემა) და ქრისტეს ეკლესიიდან და მორწმუნეთა კრებულიდან _ განკვეთილ! თქვენ კი, მართლმადიდებელო და კეთილმორწმუნე ქრისტეანენო, გეპყრათ ის, რაც გისწავლიათ, რაშიც იშვენით და აღიზარდენით და როცა გარდუვალობა მოგიხმობთ, საკუთარი სისხლიც კი დათხიეთ, რათა შეინარჩუნოთ მამათამიერი რწმენა და აღმსარებლობა! იფხიზლებდით და შემოიზღუდენით მათგან, რათა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე შეგეწიოთ და ჩვენი სისავსის ლოცვები იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ჭეშმარიტად (ამინ)!


კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია II
ალექსანდრიის პატრიარქი სილიბისტრო
იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი და
1583წ. 20 ნოემბრის კრების სხვა მღვდელმთავრები
______________________
*პასქალია _ აღდგომისა და მის გარშემო მოძრავ დღესასწაულთა კალენდარული მონაცემების ცხრილი;
**თუენი (თვენი) _ საეკლესიო კალენდრით განლაგებულ დღესასწაულთა და წმინდანთა განსადიდებელი (ჰიმნოგრაფიული) ლოცვების კრებული, რომელიც თვეების მიხედვითაა გაწყობილი (იწყება სექტემბრის თვიდან და მთავრდება აგვისტოს თვით);
***გრიგორიანული _ ასე ეწოდება ,,შესწორებულ“ კალენდარს, რომლის შემოტანაც 1583წ. კათოლიკობაში უკავშირდება რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სახელს _ მთარგმნელის (მღვდ. გ. სხილაძე) შენიშვნები.

მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 29 2009, 05:04 AM
პოსტი #475


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ე. წ. იულიუსის კალენდარი, რასაც სამოციქულო მართლმადიდებლობა მიჰყვება, მსოფლიოს პირველმა წმინდა საეკლესიო კრებამ აკურთხა და მსოფლიოს ყველაზე დიდ მეცნიერთა (ასტრონომთა და სხვ.) აზრითაც, სწორედ ისაა არსებულ კალენდრულ წყობებს (სისტემებს) შორის შედარებით ნაკლებად ცდომილი

მეცნიერთა აზრზე რა მოგახსენოთ, უკეთესად მაგაზე კანუდოსელი დაგიწერთ smile.gif
მაგრამ რაც შეეხება კალენდარს, ისე "შერეულ" სტილს როგორ უყურებთ?
ვგულისხმობ იმ სტილს რომელზეც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი უმრავლესობაა?მათ შორის თქვენი დამოწმებული კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოც და ალექსანდრიისაც? smile.gif

ციტატა
ამ ქრისტე პასექის დღეს უკვე არსებული კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა. ხოლო კალენდრის რეფორმის მომხრეთა აზრით, მაშინ, ვის, თუ არა მას, უნდა შეეცვალა (შეესწორებინა) არსებული კალენდარი და პასექი ისე უნდა ედღესასწაულა (რაც უფალს არ გაუკეთებია).

ამაზე კომენტარი რამოდენმე კითხვის შემდეგ: როგორი კალენდრით იდღესასწაულა უფალმა პასექი? იულიანურით? biggrin.gif თუ რატომ შეიცვალა? და კიდევ წელთაღრიცხვაც უფალმა შეცვალა?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V « < 22 23 24 25 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 01:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი