IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 119 120 121 122 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
animani
პოსტი Jun 1 2008, 09:29 PM
პოსტი #2391


Ann
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 16-May 08
წევრი № 4,841



თუ ამ თემას დახურავთ, ურიგო არ იქნება ვიცოდეთ, რას გვასწავლის მართლმადიდებლური სწავლება .




მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ
(გაგრძელება)

შთაბეჭდილებები ანტიქრისტეს გარეგნული ქცევისაგან, რომელშიც სახიობური ელემენტი ჭარბად იქნება და რომლითაც იგი ყველგან ღვთის ჭეშმარიტ წარმოგზავნილად მოაჩვენებს თავს, იმდენად დიდი იქნება, რომ მიუხედავად წმიდა წინასწარმეტყველთა - ელიასა და ენუქის მრისხანე მხილებისა, ანტიქრისტეს თავიანთ მეუფედ აღიარებენ პირველ ყოვლისა, იუდეველები.

ისრაელში ანტიქრისტეს სამეფო ძალაუფლებაზე აღზევებას შეფარვით გვაუწყებს გამოცხადების წინასწარმეტყველება, როცა საუბარია იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც მხეცის ბეჭედი ექნებათ მიღებულნი, „ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე: რომელსა აქვს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი - ექვსასსამოცდაექვს“ (გამოცხ. 13,17-18). ამრიგად, გამოცხადების წმიდა შემოქმედი ყოველ მკითხველს იწვევს ამოსაცნობად ამ საიდუმლო რიცხვისა - 666-ისა.

აქამდე მრავალ ღვთისმეტყველს უცდია ამ რიცხვის საიდუმლოს გამოცნობა-ამოხსნა, მაგრამ რაკი წინდაწინ არავითარი პრინციპი მხეცის რიცხვის ასეთი გასაიდუმლოებისა ნავარაუდევი არ ჰქონდათ, ვერც ერთმა განმმარტებელმა ვერ შესძლო ბოლომდე მისაღები ამოხსნის შემოთავაზება. გამოცხადების განმმარტებელი, წმიდა ანდრია კესარიელი თავის „თარგმანებში“ ამბობს: „ჭეშმარიტებაი სახელისა მამისაი ჟამმან გამოაცხადოს, რამეთუ უკუეთუმცა ჯერ-იყო განცხადებულად ცნობაი სახელისა მისისაი მხილველსა მას, გამო-მცა-ეცხადა, არამედ არ ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერაი“. ასე რომ, მრავალი სახელის პოვნა შეიძლება სიტყვიერი და რიცხობრივი მანიპულაციებით, იზოფსეფიების გამოყვანით სხვადასხვა სიტყვებისა (და სხვადასხვა ენაშიც) - როგორც საკუთარი, ასევე საზოგადო სახელისაც, მაგრამ მხოლოდ ამ გზით ჭეშმარიტებას ვერ ჩავწვდებით. საკუთარი სახელებისგან იზოფსეფიის გამოყვანით შემდეგნი მიუსადაგებიათ მხეცის რიცხვისათვის: ლამპეტისი, ტიტანი, ბენედიქტე... აღწერით თუ საზოგადო სახელებით მრავლად უპოვნიათ და მათი შეფარდებაც უცდიათ მხეცის რიცხვისათვის, მაგალითად: ბოროტი წინამძღვარი, ძველი მოშურნე, ლათინი (ლატინეოს), ჭეშმარიტად მავნებელი, უკეთური კრავი და კიდევ სხვაც. ამგვარადვე სცადა მხეცის რიცხვის საიდუმლოს ამოხსნა დეკანოზმა მ.პოლსკიმ, რომელმაც თავისი სტატია „მხეცის რიცხვი“ გამოაქვეყნა ჟურნალში „სვიატაია ზემლია“ (1938 წ. №1). მისი განმარტებით, ამ რიცხვით - 666 - აღნიშნულია მეუფება ოქროსი, და აგრეთვე მეუფება ადამიანის შრომაზე. მხეცის ძალაუფლება, მისი მეუფება წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც თავის ხელში აიღებს არა მხოლოდ მთელს სიმდიდრეს ამა ქვეყნისა, არამედ შენს შრომასაც მთლიანად დაიმონებს“, - დაასკვნის თავის წერილში დეკანოზი მ.პოლსკი.

ვიდრე სხვა რომელიმე განმარტებაზე გადავიდოდეთ მხეცის რიცხვისა, საჭიროა მონახვა ერთადერთი სწორი პრინციპისა, რომელიც რიცხვის ახსნა-გამოცნობას, ანუ გაშიფრვას დაედება საფუძვლად; აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ ისეთი რამით, რაც საშუალებას მოგვცემს არა მარტო სახელად „ვაქციოთ“ ეს საიდუმლო რიცხვი, არამედ თვით იმ მიზეზსაც მივაგნოთ, რამაც აიძულა წმიდა მოციქული მხეცის სახელის გასაიდუმლოება-დაშიფრვისათვის მიემართა და ეს სახელი პირდაპირ, განცხადებულად არ მოგვაწოდა. თუკი ზემოთმოყვანილ განმარტებებს ამ თვალსაზრისით მივუდგებით და მარტივ კითხვას დავსვამთ: რატომ ჩათვალა მოციქულმა ისეთი მარტივი ცნობების დაშიფრვა-გასაიდუმლეობა, როგორიცაა „ოქრო“, „ოქროს მეუფება ადამიანის შრომაზე“, ანდა ისეთი სახელწოდებებისა, როგორიცაა „ბოროტი წინამძღვარი“, „ძველი მოშურნე“, „უკეთური კრავი“ და სხვა, მაშინ ყველა ეს მცდელობა რიცხვის გამოცნობისა თავისთავად უკუგდებული აღმოჩნდება, რადგან ისინი პასუხს ვერ გვცემენ ამ კითხვაზე და თვით საიდუმლოს, შიფრს - ცარიელ, პრაქტიკულად უაზრო თავსატეხად აქცევენ. იმის დაჯერება კი, რომ წმიდა ღმრთივსულიერი მოციქული, რომელიც ყოველივეს სულიწმიდის კარნახით წერდა, ჩვენი თავშექცევისათვის ირჯებოდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფრით არ შეგვიძლია... ასე რომ, თუმცა ზემოთმოყვანილი ეპითეტები სავსებით შეეფერება ანტიქრისტეს ბუნებას, ჩვენ პრინციპულად სულ სხვა ამოხსნა უნდა ვეძიოთ მხეცის რიცხვისა.

და აი, ერთადერთი სერიოზული, ღრმა ახსნა-განმარტება ამ საიდუმლოსი, რასაც სავსებით ძალუძს აგვიხსნას მიზეზიც თვით დაშიფრვის, ანუ გასაიდუმლოების აუცილებლობისა, მოგვცა მღვდელმსახურმა მ.სლოტმა (Sloet). ეს ახსნა მოთავსებულია „ბიბლიურ მიმოხილვაში“ (Revue Biblique) 1893 წლისა, „წმიდა იოანეს გამოცხადების“ შენიშვნაში (გვ.512), სადაც შემდეგია ნათქვამი:

„გამოცხადების მხეცის სახელწოდებასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ შემდეგი შინაარსის წერილი, რომელსაც ავტორის (სლოტი) ნებართვით, აქ ვაქვეყნებთ. იგი გვწერს: „ღირსო მამაო! „ბიბლიური მიმოხილვის“ წინა ნომერში, 298-ე გვერდზე ღირსმა მამამ სემერიამ მოიყვანა გ.გოდეს შეხედულება, რომელიც გამოცხადების მხეცს აიგივებს „საუკუნეთა დასასრულს იუდეველთა აღორძინებულ ძლიერებასთან“. მოწმენი ვართ რა ამ ხალხის სულ უფრო მზარდი ძლიერებისა მთელს მსოფლიოში, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მოსაზრება სავსებით დასტურდება ჩვენი თანადროული ისტორიითაც და თუკი ეს ნამდვილად ასეა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ანტიქრისტე იუდეველთა მეუფე იქნება. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი გვეუბნება, რომ „რიცხვი მისი - ექვსასსამოცდაექვსი“, და იქვე გვთავაზობს გამოვიცნოთ ამ რიცხვის მნიშვნელობა: „აქა არს სიბრძნე: რომელსა აქვს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი“-ო (გამოცხ. 13,18). თუკი წმიდა მოციქულის ამ მოწოდების არსი ის არის, რომ ამ რიცხვისაგან ანტიქრისტეს სახელი გამოვიყვანოთ, და თუკი ასეთი რამ შესაძელებელია მის ამქვეყნად გამოჩენამდე, მაშინ ნაკლებ სავარაუდოდ გვესახება ის, რომ მოციქულს რაიმე საკუთარი სახელი ჰქონოდა მხედველობაში: ყოველთვის, როგორც კი საკუთარი სახელის ძიებას შევუდგებით, სრულიად ნებისმიერი მანიპულაციამდე მივალთ და ჭეშმარიტებას ვერ მივაგნებთ.

რადგანაც ანტიქრისტე მესიის სახელით მოვა, იგი, სავარაუდოა, იუდეველთა მეუფის სახელწოდებასაც მიითვისებს, და ამასთან, ისიც უეჭველია, რომ მეფედ იგი, უპირატესად, თვით იუდეველთა შორის და ისრაელში იქნება წოდებული. ამ მაღალფარდოვანი ტიტულის გადმოსაცემად - „მეუფე ისრაელისა“ - სიტყვა ისრაელი, ებრაული ენის სინტაქსით, ნათესაობით ბრუნვაში კი არ დაისმება, არამედ მის წინ კუთვნილების პრეფიქსი „ლამედ“ დაისმება, და მაშინ ანტიქრისტეს ეს ტიტული შემდეგნაირად დაიწერება: „ჰა მელექ ლე იშრა, ელ“ („მეუფე ისრაელისა“).

თუკი თვითოეულ ამ ასო-ნიშანს მის რიცხვით მნიშვნელობას მივუწერთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: „ჰეთ“ - 5, „მემ“ - 40, „ლამედ“ - 30, „ქიაფ“ - 20, „ლამედ“ - 30, „იოდ“ - 10, „შინ“ - 300, „რეშ“ - 200, „ალეთ“ - 1, „ლამედ“ - 30. ჯამი ამ რიცხვითი მნიშვნელობებისა, ანუ ამ გამოთქმის იზოფსეფია, შეადგენს სწორედ მხეცის რიცხვს - ექვსასსამოცდაექვსს, რომელიც მოცემული გვაქვს იოანეს გამოცხადებაში/

არის აქ მხოლოდ ერთი ხინჯი, კერძოდ კი ის, რომ ასონიშანი „ქიაფ“-ი სიტყვაში „მელექ“, ბოლოკიდურია, და არა ჩვეულებრივი, ამიტომ რიცხვითი მნიშვნელობაც მისთვის ნაძალადევად გვაქვს აღებული... გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა... და ა.შ. მ.სლოტი, ჰოლანდია, 18.V.1893 წ.“

მაგრამ ამ ახსნა-განმარტებას არავითარი ხინჯი არა აქვს, და მამა სლოტი ცდება, როცა ჰგონია, რომ ნაძალადევად აიღო რიცხვითი მნიშვნელობისათვის ბოლოკიდური „ქიაფ“-ი. სინამდვილეში მისი გამოთვლა აბსოლუტურად სწორია და არავითარ ეჭვს არ იწვევს, რადგან ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში რიცხვთა აღნიშვნისათვის გამოიყენებოდა მხოლოდ 22 ასონიშანი „წმიდა დამწერლობისა“ ბოლოკიდურ ასონიშანთა გარეშე; ყოველ მათგანს ზუსტი რიცხობრივი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისი თავისი რიგითი ადგილისა, და ეს რიგითი ადგილი, ანუ ნომერი, ერთნაირია როგორც ჩვეულებრივი „ქიაფ“-ისათვის, ასევე ბოლოკიდურისთვისაც (მსგავსად ყველა სხვა ორმაგი ასონიშნისა)“.

ამგვარი ახსნა-განმარტება მხეცის რიცხვისა, რაც გასული საუკუნის მიწურულს მოგვცა მ.სლოტმა, იმავდროულად გვიხსნის იმ მიზეზსაც, თუ რატომ იყო წმიდა მოციქულისათვის აუცილებელი რიცხვის გასაიდუმლოებისათვის მიემართა. ეს მიზეზი ჩვენ შემდეგნაირად გვესახება: თუკი მოციქული გადაწყვეტდა დაუფარავად ეთქვა - ანიქრისტე, ანუ მხეცი, სწორედ ის მეუფე იქნებაო ისრაელისა, რომელსაც ასეთის მღელვარებით მოელოდნენ იუდეველები, და რომელსაც, მათის შეხედულებით, პირველ ყოვლისა, რომაელთა უღლისაგან უნდა გაეთავისუფლებინა ისრაელი, შემდეგში კი ყველა სხვა ხალხიც მათთვის დაემორჩილებინა და მსოფლიო სახელმწიფო შეექმნა, - მაშინ ასეთი დაუფარავი განცხადება ვერ გამოდგებოდა მკაცრი რელიგიური გაფრთხილებისათვის, პირიქითაც: იუდეველთა მიერ იგი აღიქმებოდა როგორც მათს საწინააღმდეგოდ მიმართული გამოსვლა, და დიდ რისხვასაც დაატეხდა თავს მის ავტორს. გარდა ამისა, აშკარა გამოცხადება ისრაელელთა მომავალი მეფისა (იმისდა მიუხედავად, თუ როგორ იქნებოდა იგი დახასიათებული - ჭეშმარიტ მესიად თუ ანტიქრისტედ) - იუდეველთაგან შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო როგორც პოლიტიკური ღალატი, რადგანაც ისინი გულდასმით უმალავდნენ რომაელ ხელისუფლებს თავიანთ სანუკვარ მიზნებს, თავიანთ მოლოდინს ისრაელის მომავალი ძლევამოსილი მეუფისა და მის მიერ მსოფლიო ძალაუფლების მოპოვების თაობაზე; აკი ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ დაერწმუნებინათ რომაელები - ჩვენ არ გვყავს სხვა მეფე, თვინიერ რომის კეისრისა, და არც გვინდა მეფედ სხვა ვინმეო. ამიტომ წმიდა მოციქულმა საიდუმლო რიცხვით დაფარა მხეცის არსი, ისეთი საიდუმლოთი, რომლის ამოხსნაც ჭეშმარიტი სულიერი ხედვით ყოველთვის შესაძლებელი იყო.

დასავლეთელი რელიგიური ფილოსოფოსი ბენჯამენ კრიპი ასე გვისახავს ანტიქრისტეს გამოჩენას: „მსოფლიო მოძღვარი დანიშნულ დღეს საჯაროდ გამოაცხადებს საკუთარი თავის შესახებ. არ იფიქროთ, რომ იგი მოვა როგორც სულიერი მოძღვარი, ანდა როგორც რელიგიური წინამძღოლი. იგი მოვა როგორც მესია ჩვენი დროისა: გამოვა ხოლმე ტელევიზიით, და ყველა ეროვნებისა და ტომის ადამიანს საშუალება ექნება იხილოს ხოლმე იგი და მოუსმინოს კიდეც მას - თითოეულს თავის მშობლიურ ენაზე... მას აღიარებს ყველა ეროვნება და ხალხი, იმიტომ, რომ მას შეეძლება საზოგადოების ყველა პრობლემის გადაწყვეტა და კაცობრიობის გამოყვანა მსოფლიო კრიზისიდან. ეს იქნება თანამედროვე იდეების მქონე ადამიანი, დაინტერესებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტაში. ყველა არსებული რელიგია თავის მხსნელად აღიარებს მას. ებრაელებისათვის იგი იქნება მესსია, „ქრისტიანთათვის“ - ქრისტე, ბუდისტებისათვის - ბუდა... მისი მიზანი იქნება კაცობრიობის შეყვანა სოციალურ-ეკონომიკური წყობილების ახალ ერაში.

იგი დაიწყებს ერთიანი რელიგიის შექმნას მთელი კაცობრიობისათვის. და ვინც არ მიიღებს ამ რელიგიას, იგი განადგურებულ იქნება. ცხადია, რომ ეს რელიგია ქრისტეს გარეშე იქნება, ჩვენი უფლისა და ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, და ამიტომაც ყოველი, ვინც კი ერთგული დარჩება ქრისტესი, მოსპობას დაექვემდებარება.

ეს ცრუ-მესია თავის მოქმედებას, ალბათ, დასავლეთში დაიწყებს. იგი სწრაფად მოიპოვებს მთელი მსოფლიოს აღტაცებულ სიმპათიას თავისი „კაცთმოყვარე“ მოღვაწეობის წყალობით. ხოლო როცა მთელი კაცობრიობის მეფე გახდება, იგი აშკარად გამოავლენს თავს როგორც საღმრთო წერილის „მხეცი“, „კაცი ცოდვისა“ და „ძე წარსაწყმედელისა“ (იხ. II თესალონიკ. 2,3; 2,7-12).

მომზადება მისი გამოჩენისა და გამეფებისათვის უკვე დასრულებულია. ყველაფერი დაიწყება ფულის გაქრობით, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოში მოქმედებს, და მისი შეცვლით ე.წ. „ელექტრონული ფულით“. ერთადერთი დოკუმენტი იქნება ელექტრონული ბეჭედი ადამიანის შუბლსა, ან მარჯვენა ხელზე. უკვე შექმნილია გიგანტური კომპიუტერი ბელგიაში, რომელშიც დაცულია მონაცემები დედამიწის ყოველ ადამიანზე“. ამ კომპიუტერს ასეც ჰქვია - „მხეცი“. მხეცის რიცხვი - 666 - უკვე დამკვიდრებულია ცხოვრებაში. უმთავრეს ფირმებს ამერიკაში რომლებიც იარაღს აწარმოებენ, სწორედ ეს ნომერი - 666 აქვთ! ყველა ავტობუსსა და მსუბუქ ავტომანქანას ისრაელში ასევე ეს რიცხვი აქვთ და ა.შ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველივე მომზადებულია ანტიქრისტეს მისაღებად.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 1 2008, 09:33 PM
პოსტი #2392


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



დაიწყო მორიგი აპოკალიფტური შეტევები biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 1 2008, 09:42 PM
პოსტი #2393


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



animani
ციტატა
ყველაფერი დაიწყება ფულის გაქრობით, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოში მოქმედებს, და მისი შეცვლით ე.წ. „ელექტრონული ფულით“.


ფულის გაქრობას მე არქონას უფრო ვეძახი smile.gif ნეტავ მქონდეს შესანახი და პირობას ვდებ სახლში შევინახავ და ბანკს არ გავაკარებ user.gif ამაზე არ დამსჯიან ესეც ვიცი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
animani
პოსტი Jun 1 2008, 09:52 PM
პოსტი #2394


Ann
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 16-May 08
წევრი № 4,841



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 1 2008, 09:33 PM) *

დაიწყო მორიგი აპოკალიფტური შეტევები biggrin.gif

რაც არ უნდა დაწეროთ არ მეწყინება, რადგან ვინც მარლთმადიდებლურ სწავლებას არ იზიარებს როგორი მარლთმადიდებელია??????????????????????????


http://www.orthodoxy.ge/index.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Jun 1 2008, 09:55 PM
პოსტი #2395


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



და ვინ მოაწყობს მაგ ბოლო ჟამს? მასონები? თუ სატანისტები? კაბალისტები? თითქმის ყველა სექტაშია გეგმა რომ მოსახლეობა დაიყვანონ 1 მილიარდამდე.. ამიტომაც ეგ როცა მოხთება ნეტავ ვაბშე თუ იქნება საქართველო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 1 2008, 09:56 PM
პოსტი #2396


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(animani @ Jun 1 2008, 09:52 PM) *

რაც არ უნდა დაწეროთ არ მეწყინება, რადგან ვინც მარლთმადიდებლურ სწავლებას არ იზიარებს როგორი მარლთმადიდებელია??????????????????????????
http://www.orthodoxy.ge/index.htm


კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ფსევდო მართლმადიდებლობის თემა აუცილებელი იყო ძალიან


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 1 2008, 10:04 PM
პოსტი #2397


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



როცა შარვლით და სიგარეტით უფლის სახელს ახსენებენ უფრო ფსევდომართლმადიდებლობაა, ვიდრე კაბიანი და დახურულად ჩაცმული ხალხი


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 1 2008, 10:04 PM
პოსტი #2398


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(natia. @ Jun 1 2008, 10:01 PM) *

როცა შარვლით და სიგარეტით უფლის სახელს ახსენებენ უფრო ფსევდომართლმადიდებლობაა, ვიდრე კაბიანი და დახურულად ჩაცმული ხალხი

ამაზე იყო მსჯელობა აი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=355&st=940


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 1 2008, 10:08 PM
პოსტი #2399


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(natia. @ Jun 1 2008, 08:04 PM) *

როცა შარვლით და სიგარეტით უფლის სახელს ახსენებენ უფრო ფსევდომართლმადიდებლობაა, ვიდრე კაბიანი და დახურულად ჩაცმული ხალხი

sandro40

შენზე კარგა დ ვიცი


ნათია, ცოტა სათნოებასაც თუ მოაყოლებ შენ პოსტებს ბევრად დაგვავალებ. სულ სხვის ლანძღვა და ცოდვების ჩვენებას სჯობს ყველამ საკუთარს მივხედოთ, შარვლიანმა, სიგარეტიანმა, ჩადრიანმა თუ ბიკინიანმა , სულერთია.ყველა მისაზე აგებს პასუხს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Jun 1 2008, 10:09 PM
პოსტი #2400


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



christian rock bands


http://www.youtube.com/watch?v=yzamG_0gWUQ

mellow.gif


The Best Christian Metal Breakdowns

http://www.youtube.com/watch?v=0ZbHy326nfc


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 1 2008, 10:21 PM
პოსტი #2401


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



staywhite ჩემ


აბა დასცინონ კაბიანებს და იმათ ვინც მოძღვარს უსმენს ?

მე არავის ვლანძღავ...მე ვლანძღავ ცინიზმს

staywhite
ციტატა
ყველამ საკუთარს მივხედოთ, შარვლიანმა, სიგარეტიანმა, ჩადრიანმა თუ ბიკინიანმა , სულერთია.ყველა მისაზე აგებს პასუხს.

ეგ ძალიან კარგად ვიცი, და მგონი ყველამ იცის


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 1 2008, 10:25 PM
პოსტი #2402


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ეგ ძალიან კარგად ვიცი, და მგონი ყველამ იცის



ხოდა გაითვალისწინე თან smile.gif

natia.
ციტატა
არა დასცინონ კაბიანებს და იმათ ვინც მოძღვარს უსმენს და ხმა არ ამოიღოთ


და ეს სად ნახე? დააკოპირე აბა პოსტი,სადაც ეგ ნახე,მე არ მახსოვს რომ ვინმეს ეს დაეწერა, პირიქით კი შენსავით ბევრი წერს, განიკითხავს სარვლიანებს და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 1 2008, 10:31 PM
პოსტი #2403


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



შენ არ მიგულისხმიხარ რამდენიმე ბიჭია და ფიქრობდნენ რომ კაბიანი გოგოები ფსევდომართლმადიდებლები არიან და ეგ არ მომეწონა, რას ერჩიან

კანონისტმა მდაუფოსტა კარგად მერე რჯულის კანონიდან...

staywhite


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 1 2008, 10:32 PM
პოსტი #2404


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



natia.
აბა დადე სად თქვა ვინმემ რომ კაბიანი ფსევდომართლმადიდებელია
ის მე ვიყავი, ვისაც კანონისტმა დაუფოსტა და მერე იმან ანუ მე, რა დაუდო არ გახსოვს?

შენთვის დავდებ კიდევ ერთხელ:

VI მსოფიო კრების განჩინება

62. Так называемые календы, вота, врумалия, и народное сборище в первый день месяца марта, желаем совсем исторгнуть из жития верных. Такожде и всенародныя женския плясания, великий вред и пагубу наносить могущия, равно и в честь богов, ложно так Еллинами именуемых, мужеским или женским полом производимыя плясания и обряды, по некоему старинному и чуждому Христианскаго жития обычаю совершаемые, отвергаем, и определяем: никакому мужу не одеваться в женскую одежду, ни жене в одежду мужа свойственную; не носить личин комических, или сатирических, или трагических; при давлении винограда в точилах не возглашать гнуснаго имени Диониса, и при вливании вина в бочки, не производить смеха, и, по невежеству, или в виде суеты, не делать того, что принадлежит к бесовской прелести. Посему тех, которые отныне, зная сие, дерзнут делать что-либо из вышесказаннаго, Если суть клирики, повелеваем извергать из священнаго чина, Если же миряне, отлучать от общения церковнаго.

მოკლედ დავიწყოთ:

საუბარია არა უბრალოდ ჩაცმაზე არამედ კონკერეტულ ჩაცმაზე და კონკრეტულ ადგილას:
плясания и обряды, по некоему старинному и чуждому Христианскаго жития обычаю совершаемые

რასაც ზონარა განმარტავს შემდეგნაირად:

Запрещают также и всенародные женские плясания, как возбуждающие зрителей к невоздержанию, и все что у еллинов делалось во имя лжеименных богов их мужчинами и женщинами
чтобы мужчины не употребляли женских одежд, или женщины мужских, как делали на праздниках Диониса

ე.ი.საუბარია იმაზე, რომ იმოსებოდბენ ქალები და კაცები ერთმანეთის სამოსში ცრუ ღმერთების სახელით
კითხვა: რომელი ქალი იცვამს შარვალს, ცრუ ღმერთის (დიონისეს) სახელით?

ზონარა ამთავრებს:
Посему тех, которые отныне, зная сие, дерзнут делать что-либо из вышесказаннаго Если суть клирики, повелеваем извергать из священнаго чина, Если же миряне, отлучать от общения церковнаго

ეს вышесказаннаго ნიშნავს რომ სწორედ ზემოთხსენებულის კონტექსტში უნდა იყოს განხილული კანონი....

კითხვა: არის იქ შარვალი?
თუ წერია სწორედ წარმართული დღესასწაულის კონტექსტში?


არისტენი საერთოდ არც ახსენებს ჩაცმას, რადგან მიანიშნებს უმთავრესზე:
Из жизни верных должны быть удалены Воты, и Календы, и Врумалии, и плясания в честь богов, и комические, и сатирические, и трагические личины, и призывание Диониса при точилах, и смех при бочках. Продолжающие это и после правила, подлежат осуждению.

Удаляя из жизни верных все принадлежащее к идольскому заблуждению и суете и лжи, отцы не дозволяют христианам совершать то, что именно исчислено в настоящем правиле; но повелевают клириков это делающих извергать, а мирян отлучать.


ბალსამონი კი ამბობს, რომ ის დღესასწაულები ხდებოდა აღდგომის პერიოდში და ამიტომ იყო მიუღებელი:
Это празднество – странно, а равно и так называемые русалии, бывающие на основании недоброго обычая во внешних странах после святыя Пасхи
და ამატებს, რომ ერთმანეთის ტანისამოსში ჩაცმა ეხებოდა ასევე მონაზვნების ტანისამოსში გამოწყობას და სატირის გამართვას:
И даже некоторые из клириков в некоторые праздники надевают на себя разные личины и иногда вооружившись мечами, в воинских одеждах выходят на средину церкви, а иногда ходят в виде монахов

სლავური წყარო (Славянская кормчая-განმარტება)
И не повелевают мужем облачитися в женские ризы, ни женам в мужеские, еже творяху на праздник дионисов пляшуще
რას ნიშნავს ეს еже? იმას, რომ არ უნდა ჩაიცვას ქალმა და კაცმა ერტმანეთის, რათა არ იცეკვონ დიონისეს დღესასწაულზე


რომელი ქალი,იცვამს რა შარვალს, ამით აყენებს აღდგომის დღესასწაულს შეურაცხყოფას სხვა დღესასწაულის აღნიშვნით?
რომელი ქალი დასცინის მონაზონს შარვლის ჩაცმისას?...საერთოდ მონაზონს შარვალი აცვია, თუ კაბა?
რომელი ქალი იცვამს შარვალს იმისათვის, რომ იცეკვოს დიონისეს დღესასწაულზე?


ადრეც აღვნიშნე: ნუ მოვიგონებთ ახალ მართლმადიდებლობას და ნუ გავხდებით განმმარტებლები წმინდა წერილისა და საეკლესიო კანონებისა...მოდით განმარტება დავუთმოთ მამებს, ჩვენ კი ისინი მივიღოთ...

ზემოთ არის ცნობილ კანონისტთა პოზიცია, რაც საეკლესიო კანონიკის სფეროში ყველაზე ავტორიტეტულადაა მიჩნეული...აჯობებს დავუჯეროთ მათ.



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 1 2008, 10:32 PM
პოსტი #2405


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



staywhite არ მიყვარს განსაკუთრებით როცა მოძღვრებს აკრიტიკებენ...


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 1 2008, 10:38 PM
პოსტი #2406


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



რით ვეღარ დამთავრდა ამ შარვლის საკითხის განხილვა?

დავიჯერო მეტი პრობლემა არაა? ვთქვათ და არის ცოდვა, მაგრამ ამის მეტი პრიორიტეტი ვერ მოინახა გამოსასწორებლად, ეგრე "უჯერო სიცილიც" ცოდვაა და ზოგს საერთოდ მდუმარების აღთქმა აქვს დადებული და ამიტომ ყველა ხომ ვერ დავმუნჯდებით... 003.gif ვიცოდეთ რა ტვირთის აღება შეგვიძლია და ვიმოქმედოთ შესაბამისად. yes.gif

ნუ, ახლა რა ქნას გოგომ ვთქვათ და თუ მანქანას ატარებს... საკმაოდ მოუხერხებელია კაბა ასეთ დროს... smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 1 2008, 10:39 PM
პოსტი #2407


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jun 1 2008, 10:38 PM) *

ნუ, ახლა რა ქნას გოგომ ვთქვათ და თუ მანქანას ატარებს... საკმაოდ მოუხერხებელია კაბა ასეთ დროს... smile.gif

ქალი, დიაცი საჭესთან? - ერესია biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 1 2008, 10:43 PM
პოსტი #2408


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



46 გვერდიდან დაიწყეთ კითხვა

ათასი ცოდვა არსებობს, ვინც რამდენს შეძლებს იმდენს გადააგდებს, და მაგას დაცინვა არ უნდა ვინ საიდან დაიწყებს...ადამიანს აქვს თავისუფალი ნება რომ აირჩიოს, საიდან დაიწყოს ცოდვების მოშორება...


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 1 2008, 10:45 PM
პოსტი #2409


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(natia. @ Jun 1 2008, 10:43 PM) *

46 გვერდიდან დაიწყეთ კითხვა

ათასი ცოდვა არსებობს, ვინც რამდენს შეძლებს იმდენს გადააგდებს, და მაგას დაცინვა არ უნდა ვინ საიდან დაიწყებს...ადამიანს აქვს თავისუფალი ნება რომ აირჩიოს, საიდან დაიწყოს ცოდვების მოშორება...


თქვენ წაიკითხეთ ზემოთ დაწერილი კრების კანონის განმარტებები?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 1 2008, 10:55 PM
პოსტი #2410


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



კანუდოსელი
ციტატა
VI მსოფიო კრების განჩინება

მოდი ჯერ დასკვნაც გააკეთე მაგაზე... მერე კანონისტმა რომ გიპასუხა ისე...იმის პოსტს უფრო დიდი ძალა აქვს თუ შენსას??/შეთანხმდით?? თქვი ეხლა რომ მართლმადიდებლობა მოითხოვს რომ ეკლესიურ ქალს კაბა ეცვას...მაგრამ ვინ როდის მივა იქამდე რომ ეს შეასრულოს ეს მათ ნებაზეა დამოკიდებული, ისევე როგორც მრისხანების და განკითხვის მოშორება რაც ბევრად ძნელია ვიდრე კაბის ჩაცმა


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 119 120 121 122 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2025 - 08:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი