IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სქიზმები ეკლესიის წიაღში, ისტორია და სამართალი
KAIROS
პოსტი Jun 28 2007, 08:57 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეკლესიის ისტორიაში მაქვს გახსნილი "ერესები, სექტები, სქიზმები" თემა, იქ უფრო ისტორიულ მხარეს ვეხები ( აუცილებლად გავაგრძელებ ) , მაგრამ "ქართული ეკლესიები უცხოეთში" თოფიქში დაიბადა კამათი სქიზმის , კერძოდ რ.ს.მ.ე-ს შესახებ (რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია) , რომელიც სქიზმიდან ახლახანს დაბრუნდა და შეურთდა რუსეთის საპატრიარქოს, როგორც აღმოჩნდა, ყოფილან ქართველთა რაღაც ჯგუფი მათთანაც, ამიტომ სჯობს ის კამათი აქ გაგრძელდეს, დღევანდელი დამოკიდებულება ასეთია, სქიზმა აღარ არსებობს, მაგრამ იყო; ამის უარყოფა არასერიოზულიც კი იქნება...
ამასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს დიდი და მცირე სქიზმატური დაჯგუფებები, დაწყებული ბერძნული "მეძველსტილეთა" მრავალრიცხოვანი სქიზმებით, გაგრძელებული რუსეთის რამოდენიმე მცირე თუ დიდი ძველი თუ ახალი სქიზმებით და დამთვარებული ჩვენი პრობლემებით, იქნება ეს ბასილების სქიზმები ( მკალავიშვილი და კობახიძე) თუ აროშვილების დაჯგუფებით ( ეს სქიზმაც კი არ არის...), იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა.
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Apr 2 2008, 12:06 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



საფრანგეთში არ გაქვთ დაზუსტებულიsmile.gif არის რუსულ ემიგრაციულ ეკლესიის ქართული სამრევლო და ასევე კოსტანტინოპოლის დაქვემდებარებასჰი ქარტულ სამრევლო! და გასახარი რომ განზრახულია ქართულ მწაზე ლევილში ქართული ეკლესიის აშენება გვთის მადლით ამ ჯერად საქართველოს დაქვემდებარებაში. და ვილოცოთ კველამ რომ მალე განხორციელდეს ეს ისტორიული მოვლენაsmile.gif

საფრანგეთის ქართული სამრევლოს საიტის მისამართი www.saqme.fr


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Apr 3 2008, 10:39 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



KAIROS
smile.gif პატივისცემით მოგიკითხავ!!! იცი კაიროს ეს არის კეძო პიროვნების კერძო ნაშრომი რომლზე რა თქმა უნდა ნორმალურია კრიტიკა.შენ სულისკვეთებაზე საუბრობ. მინდა გითხრა და ამას შენც კარგად ხვდები რომ ეს არაა ამ ეკლესიის რაიმე ოფიციალური სწავლება.და ყველა წევრის "ოფიციალური სულისკთება".დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად "ამ ეკლესიის" უბრალოდ მინიშნებისთვის ვიხმარე. თორე ას რომ მივიოთ და კველა გამონათქვამი ან ნაწერი ოფიციალურობად რომ აღვიქვათ მაშინ დაფიქრდი რამხელა აჯაფსანდალს შევჭამთ. ისე საინტერესოა ორი მხარე იკოს ნათელი smile.gif


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 4 2008, 03:19 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



daviti_23

გასაგებია ძმაო, უბრალოდ რადგანაც შენ მიანიშნე ვებ.გვერდი, რომელსაც ქონდა პრეტენზია "საზღვარგარეთის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიად" წოდებულიყო, ამიტომ იყო, რომ საჭიროდ ჩავთვალე იქ დაწერილი სქიზმატური სწავლებები მემხილებინა, რათა ვინმე შეცდომაში არ შეიყვანოს, სხვა დროს ერიდე ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციების მოყვანას და მით უმეტეს მათი ასეთად გასაღებას:

ციტატა
არის რუსულ ემიგრაციულ ეკლესიის ქართული სამრევლო


თორემ კერძო აზრი შეიძლება ვიღაცას ქონდეს, და ეს იმ ვიღაცის პრობლემად რჩება, მაგრამ როცა ამ კერძო აზრს ავრცელებს და ამით ეკლესიას ავნებს, მაშინ ეს უკვე საერთო პრობლემაა, რომელიც პასუხს მოითხოვს...

სულ ეს იყო;

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Apr 4 2008, 04:18 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



smile.gif ისე ერთი კვერთხი გაკლია კაიროს.ჩემთვის ძალიან საინტერესი იყო ყოველთვის საუბარი ადამიანებთან რომლებიც საკუთარ თავში ავტორიტეტს ესაუბრებიან და მერე შენ.კაია როცა საკუთარ ყანაში მარგლავ(ოღონდ გააჩნია რისი ყანა) კაიროს შენ ხომ იცი ეს საუბარი გადაუხვევს თემას.უპასუხოდაც ძნელია.იცი ასე რომ მივყვეთ მაშინ ამ საიტზეც შეიძლება წააწყდე რაღაც საოცრებას და სხვაგანაც."გასაღება" smile.gif შენ უკეთ იცი რაც საღდება.მაინცდა მაინც ნუ იკისრებ ყველას ადვოკატობას იქნებ ახლა შენც შეიყ ვანო ვიღაც შეცდომაში. (ისე ერთი კითხვა მაქვს ადრიდან მოყოლებული ყოველთვის ამტკიცებ რომ რომ რ.ს.მ.ე არის და იყო სქიზმაო იქნებ მითხრა რომელმა ადგილობრივმა (მოს. საპ.) კრებამ რომელ წელს გამოაცხადა რ.ს.მ.ე. სქიზმად. და მასთან წმ. მაქსიმოვიჩი და სხვები....) პ.ს. ისე პრეტენზიულობა smile.gif ეგ ყველაზე ნაკლებ საინტერესო გრძნობაა მართმადიდებელში. ასე ნუ წარმოაჩენ ცალმხრივად ყველაფერს smile.gif იმედი მაქვს შენი გულისხმიერებისა და დაცხრომისა smile.gif


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 4 2008, 04:55 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



უპირველესად ვთხოვ მოდერატორს ეს თემა გაასუფთავოს, და ჩვენი კამათი გადაიტანოს საეკლესიო სამართლის განყოფილებაში გახსნილ შესაბამის თემაში:
http://church.ge/index.php?showtopic=4059
მერე დავით, არ გინდა ეს ირონიები და ცინიზმები, მაგაში დიალოგის შეუძლებლობა იმალება, თუკი გსურს დიალოგი და საუბარი, დაანებე "კვერთხზე" უშნო ხუმრობებს და დაცხრომებისაკენ მოწოდებებს, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ დოკუმენტებზე და ეკლესიის აზროვნებაზე დაყრნობით შევეხოთ საკითხს:
შენ წერ:
ციტატა
ნუ იკისრებ ყველას ადვოკატობას იქნებ ახლა შენც შეიყ ვანო ვიღაც შეცდომაში.

ვიმეორებ, ჩემი აქ დაწერილი ყველა წინადადება ეყრდნობა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას, და ამ პოზიციას ადვოკატობა ნამდვილად არ სჭირდება, და არც არავინ შეყავს შეცდომაში, არამედ პირიქით შეცდომაში მყოფებს მოუწოდებს სინანულისაკენ...
ციტატა
წარმოაჩენ ცალმხრივად ყველაფერს

ასე რომ ეს ცალმხრივობა არ გახლავს, არამედ ეკლესიის პოზიცია.
ციტატა
ყოველთვის ამტკიცებ რომ რომ რ.ს.მ.ე არის და იყო სქიზმაო

აქ შეცდომაა, "არის"-ს აღარ ვამბობ, რადგან რ.ს.მ.ე შეუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს, და ახლა ის რომ სქიზმა იყო, და რომ ის მათთან ყოველგვარი ევქარისტიული კავშირი იკრძალებოდა, თუ ამაში გეპარება ეჭვი, მაშინ ალბათ თავიდან უნდა დავიწყოთ საუბარი... ოღონდ სხვა თემაში და აუცილებლად სხვა ტონით; თორემ დიალოგი უშედეგო და უნაყოფო იქნება...

მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს საპატრიარქოს ლანძღვა-გინება რომელიც იმ გვერდზე წერია რაც შენ მოიყვანა არის სრულიად მიუღებელი და არ შეიძლება ამ თოფიქში იქნეს მინიშნებული.

ახლა ერთი შენიშვნა, რაღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს მეორე პოსტი იმ პირველი პოსტის ავტორს ნამდვილად არ დაუწერია; შეადაროს მესამე მკითხველმა:
ციტატა
პატივისცემით მოგიკითხავ!!! იცი კაიროს ეს არის კეძო პიროვნების კერძო ნაშრომი რომლზე რა თქმა უნდა ნორმალურია კრიტიკა.შენ სულისკვეთებაზე საუბრობ. მინდა გითხრა და ამას შენც კარგად ხვდები რომ ეს არაა ამ ეკლესიის რაიმე ოფიციალური სწავლება.და ყველა წევრის "ოფიციალური სულისკთება".დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად "ამ ეკლესიის" უბრალოდ მინიშნებისთვის ვიხმარე. თორე ას რომ მივიოთ და კველა გამონათქვამი ან ნაწერი ოფიციალურობად რომ აღვიქვათ მაშინ დაფიქრდი რამხელა აჯაფსანდალს შევჭამთ. ისე საინტერესოა ორი მხარე იკოს ნათელი

სადაც ამ პოსტის ავტორმა, გამიჯნა იმ ვებ.გვერდის სქიზმატური სწავლებები ეკლესიის სწავლებიდან, და ამას მეც დავეთანხმე,

ციტატა
გასაგებია ძმაო, უბრალოდ რადგანაც შენ მიანიშნე ვებ.გვერდი, რომელსაც ქონდა პრეტენზია "საზღვარგარეთის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიად" წოდებულიყო, ამიტომ იყო, რომ საჭიროდ ჩავთვალე იქ დაწერილი სქიზმატური სწავლებები მემხილებინა, რათა ვინმე შეცდომაში არ შეიყვანოს


მაგრამ რა მოხდა შემდეგ?
უცებ ლანძღვა და ცინიზმი:
ციტატა
ისე ერთი კვერთხი გაკლია კაიროს.ჩემთვის ძალიან საინტერესი იყო ყოველთვის საუბარი ადამიანებთან რომლებიც საკუთარ თავში ავტორიტეტს ესაუბრებიან და მერე შენ.კაია როცა საკუთარ ყანაში მარგლავ(ოღონდ გააჩნია რისი ყანა)

და სქიზმატების დაცვა:
ციტატა
მოყოლებული ყოველთვის ამტკიცებ რომ რომ რ.ს.მ.ე არის და იყო სქიზმაო იქნებ მითხრა რომელმა ადგილობრივმა (მოს. საპ.) კრებამ რომელ წელს გამოაცხადა რ.ს.მ.ე. სქიზმად.

ნამდვილად ან გაორებული პიროვნება წერს ამას, ან უბრალოდ ორი; ამიტომ შემდეგში აჯობებს თუ პიროვნებაც ერთი იქნება, ენაც და პოზიციაც, თუმცა აუცილებლად საეკლესიო სამართლის ახალ თემაში. აქედან კი ალბათ სქიზმატური აზროვნების გამავრცელებელი ვებ.გვერდი და შენი პოსტები, უნდა იქნეს გადატანილი მინიშნებულ თოფიქში.
დიალოგის იმედით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 4 2008, 05:06 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თან სქიზმა საკმაოდ აქტიური თემა იყო ჩვენთან...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Apr 4 2008, 11:15 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



smile.gif დილა მშვიდობისა კაიროს.დამიჯერე კაიროს ერთი თვალი კითხულობს ერთი,ერთი ტვინი აღიქვამს და ერთი ანალიტიკური აზროვნება აძლევს თითებს ბრძანებას რომლებიც წერენ;ვეთანხმები შენს ბოლო პოსტს საუბრის გაგრძელებას დასაზუსტებლად იმისა რომ "აქ შეცდომაა, "არის"-ს აღარ ვამბობ, რადგან რ.ს.მ.ე შეუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს, და ახლა ის რომ სქიზმა იყო, და რომ ის მათთან ყოველგვარი ევქარისტიული კავშირი იკრძალებოდა, თუ ამაში გეპარება ეჭვი, მაშინ ალბათ თავიდან უნდა დავიწყოთ საუბარი... ოღონდ სხვა თემაში და აუცილებლად სხვა ტონით; თორემ დიალოგი უშედეგო და უნაყოფო იქნება..." და ისე ლანძღვას ნუ დაარქმევ ყველაფერს ნუ გამიქეზებ მოდეატორებს ისედაც შავი ჭირივით ვერ მიტანენ ოპოზიციური შეხედულებების გამოsmile.gif მომიფრთხილდი ძმაო თორე დაკარგავ მოპოლემიკე მოპასუხესsmile.gif მოკლედ აგარ დავძაბავ ველი რაიმე საიმედოს!!! (ისე კაიროს მერე შენთან ერთი მეგობრული სათხოვარი მაქვს.მოკლედ ერთი მეგობარი მკავს ხატების არ სცამს და გერმანიაში სექტაში დაიწყო სიარული იქნებ უშველო რამე ინტერნეტის დახმარებით.....................;;)


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Apr 4 2008, 11:29 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



დანარჩენზეც იქ გიპასუხებ შენს ბოლო პოსტთან დაკავშირებით აქ თავს შევიკავებ .....ისე უმიზეზოდ ხარ შეშფოთებულიsmile.gif


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 4 2008, 12:42 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
იმედია საინტერესო იქნება მათთან დამოკიდებულების სამართლებრივი საკითხების გარკვევა და მათი გაცნობა.
იხარეთ;


უდავოდ...

საუბრის ერთი კუთხით განვითარებას შევუდგები, მოგეხსენებათ სქიზმაში მყოფი ეკლესიები თავისი ცხოვრების პერიოდში აკანონებენ ზოგიერთი ახალი წმიდანის თაყვანისცემას, რომელიც სწორედ სქიზმის პერიოდში გაბრწყინდა მათთვის... დაბრუნების შემდეგ მოუწევთ თუ არა მათ უარი თქვან კონკრეტული წმიდანის თაყვანისცემაზე და თუ არა, ხომ არ ვახორციელებთ ორგულების აქტს გარეგნული ერთობის აღსადგენად?

ანუ

მადლმოქმედება სქიზმატებში...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 4 2008, 05:45 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
მადლმოქმედება სქიზმატებში...

ამაზე დავდებ რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 4 2008, 05:53 PM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ერთი მეგობარი მკავს ხატების არ სცამს და გერმანიაში სექტაში დაიწყო სიარული იქნებ უშველო რამე ინტერნეტის დახმარები

ამას შევეცდებით, ისე ცოტა შინაგან განწყობაზეცაა, ხომ იცი...
ახლა დავიწყოთ რ.ს.მ.ე-თი ვინ იყო, ვინ არის და იყო თუ არა სქიზმა?

ციტატა


საუბრის ერთი კუთხით განვითარებას შევუდგები, მოგეხსენებათ სქიზმაში მყოფი ეკლესიები თავისი ცხოვრების პერიოდში აკანონებენ ზოგიერთი ახალი წმიდანის თაყვანისცემას, რომელიც სწორედ სქიზმის პერიოდში გაბრწყინდა მათთვის... დაბრუნების შემდეგ მოუწევთ თუ არა მათ უარი თქვან კონკრეტული წმიდანის თაყვანისცემაზე და თუ არა, ხომ არ ვახორციელებთ ორგულების აქტს გარეგნული ერთობის აღსადგენად?

ესეც ძალიან საინტერესოა , სქიზმატი წმიდანები, როგორ შეიძლება სქიზმატი წმიდანი შეურთდეს იმ ეკლესიის წმიდანებს, რომელსც ეგ წმიდანი ადრე თავის სიცოცხლეში გმობდა?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Apr 4 2008, 09:15 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



აქაურობას სალამი!!! smile.gif ძალიან საინტერესო პორატლში მიწევს საუბარი საინტერესო ოპონენტებთან!!! პირდაპირ რომ შევაფასოთ გვერძე გაყვანა მოხდა ინტელექტუალურ დონეზეsmile.gif)) იცი სანამ განხილვას დავიწყებდეთ ჩამოვყალიბდეთ ფორმებზე ინდივიდუალური შეფასებებით ვიმსჯელოთ თუ ფაქტებით.პირველის მეორესთან ნაზავით? არა მგონია აქ ვინმე ცმინდანი იჯდეს.ხოდა მეორე გზა ავირჩიოთ.და ჩავურთოთ მამების უკვე ნამსჯელები საუბრები ან მათზე დაყრდნობით თორე ბევრს აქ უკან ფრთები ეზრდება ვგონებ!!!
პირველ რიგში კითხვა მექნება სიტუაციის "გასაიასნებლად" რომ რომელ წელს სად ვინ რომელმა კრებამ გამოაცხადა რ.მ.ს.ე. სქიზმად და მასში ყველა წმინდანი კიდე სქიზმატებად მაგ: წმ. იაოანე შანხაელი. და სხვები მრავალი.
და პირადი მოსაზრება ჯერ არ თქვა ან განხილვა არ დაიწყო .წაიწინამძღვრე ფაქტი რომელიც ბუნებაში არ არსებობს რა თქმა უნდა და მერე ჩამოყალიბდი.თორე შენი ანალიტიკური შეფასება არასწორია ფაქტების უქონლობის გამო და ბევრი შეცდომაში შეიძლება შევიდეს ელემენტარული ისტორიული მოვლენის არსწორად სწავლით! ისე მინდა გითხრა მე ზევით მოყვანილ სენს პოსტებს არ განვიხილავ გამოწვლილვით ტორე თავი მასწავლებელი არ მეგონოს ციტატ ციტატ აქ რომ უყვართ გასწორებები.საერთო შეხედულება არ გაგაჩნიათ? ცუდია.დამახსოვრება არ შეგიძლიათ წაკითხულის მაშინ მიკვირს!!! აი აქედან დავიწყოთ ფაქტი დაასახელე როდის მოხდა კონკრეტულად!!!


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 5 2008, 03:23 AM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დავით,
უპირველესად ესეთები არ გვინდა
ციტატა
თავი მასწავლებელი არ მეგონოს ციტატ ციტატ აქ რომ უყვართ გასწორებები.საერთო შეხედულება არ გაგაჩნიათ? ცუდია.დამახსოვრება არ შეგიძლიათ წაკითხულის მაშინ მიკვირს!

საერთო შეხედულება ჩვენი თანხვდება ჩვენი ეკლესიის შეხედულებასთან, დამახსვორებაში და ჩვენს ინტელექტში ასე უხეშად ნუ შეიტან ეჭვს, არაა ლამაზი, მოკლედ ეს ტონი დაივიწყე, ხომ? იმედია...
ციტატა
რომ რომელ წელს სად ვინ რომელმა კრებამ გამოაცხადა რ.მ.ს.ე. სქიზმად და მასში ყველა წმინდანი კიდე სქიზმატებად

ახლა ამას მივყვეთ, უპირველესად უნდა გითხრა, რომ სქიზმა არის სრულიად სხვა მოვლენა ვიდრე ერესი ან წვალება, რომელიც გადაეცემა ანათემას, ხშირად სქიზმა ვიწრო ეროვნული მოვლენაა, ბასილიანობა ჩვენში და სტაროვერობა რუსეთში და ა.შ. ანუ ეს მოვლენა რ.ს.მ.ე. არის სუფთა რუსული მოვლენა, შესაბამისად რუსული ეკლესიის დამოკიდებულების მიხედვით უნდა განსაზღვროთ, აი ფაქტები,

პირველი მცდელობის შემდეგ, რომ რუსეთის ეკლესიას შეენარჩუნებინა ურთიერთობა მის საზღვარგარეთ მყოფი ნაწილთან, მალევე გადავიდა კონფლიქტში:

1934, 9/22 июня -- митр. Сергий (Страгородский) запрещает в служении клир РПЦЗ
1943 3/16 окт. -- вышло постановление Архиерейского Собора о непризнании патриаршества митр. Сергия (Страгородского).

ამის შემდეგ გავიდა ათწლეულები და ისევ :

1990, 14/27 июля -- Архиерейский Синод РПЦЗ не признал избрания патриарха МП Алексия II
http://www.russia-talk.com/dates.htm
აქედან ცხადია, რომ უკვე სქიზმაა, ანუ სქიზმა არის როცა სწავლება არის ერთი, ანუ არაა დოგმატური სხვაობა, მაგრამ არის დაუმორჩილებლობა იერარქიისადმი და თვითნებური მმართველობა.

რასაც რათქმაუნდა მოყვა კიდეც მცდარი ნაბიჯები:
1992, 25 ноября/8 дек. -- архиерейский синод РПЦЗ вступил в евхаристическое общение с румынской старостильной церковью.
1994, 2/15 июля -- Архиерейский Синод РПЦЗ вошёл в евхаристическое общение со старостильным синодом митрополита Киприана и с болгарскими старостильниками
http://www.russia-talk.com/dates.htm
Т.е. было евхаристическое общение с раскольниками.
რუმინელ, ბულგარელ და ბერძელ( კვიპრიანეს სინოდი) სქიზმატიკოსებთან ( განხეთქილებაში მყოფ) ევქარისტიული კავშირი უდიდესი შეცდომა იყო რ.ს.მ.ე-სი, ღვთის მადლით მალევე გამოასწორეს...

ამავდროულად არის სხვა ბარიერები, იგივე ჩვენი, საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას არ ცნობდა ( ახლა არ ვიცი რა პოზიცია აქვთ) რ.ს.მ.ე და შესაბამისად არც მის პატრიარქს, საქართველოს ეკლესია მათთვის ისევ ის საეგზარქოსო იყო რუსეთის სინოდის ქვეშ არსებული...

ასე რომ სქიზმა იყო, რასაც ადასტურებს ის რომ მათთან ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილი ქონდა ყველა ეკლესიას, გარდა სერბულისა, ესეც საკითხის სირთულის დეტალია, თუმცა გამონაკლისი კანონს არ არღვევს...
დიდება ღმერთს ეს განხეთქილება ( თუ სქიზმა არ მოგვწონს ტერმინად განხეთქილება შეიძლება გამოვიყენოთ, როცა წარსულში რ.ს.მ.ე-ზე ვისაუბრებთ) უკვე აღარ არის... თუმცა ჯერ რაიმე ქართულ სამრევლოზე იქ საუბარიც კი ზედმეტია, მითუმეტეს ისეთი უკიდურესი სქიზმატური აზროვნებისა, რაც მითითებულ ვებ.გვერდზე იყო მოყვანილი...
იხარე;
კაიროსი!
პ.ს.
კანონისტ, იქნებ გავაკეთოთ მოკლე სია ქვეყნების მიხედვით ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში სქიზმებისა? ანუ რუსეთი- სტაროვერები, რ.ს.მ.ე. ... საბერძნეთი- მეძველსტილენი, ჩვენი - აროშვილები, ბასილები...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 5 2008, 03:57 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაიროს,

მე რამდენადაც ვიცი არც სერბები ყოფილან მაგათთან ევქარისტულ კავშირში. 1996 წელს მარკო საქართველოში რომ იყო წასული, ვუთხარი რუსებთან მივალ და იქ ვეზიარები თქვა, მარიამობის მარხვა იყო და მარიომაბაზე მინდოდა ამის გაკეთება და კურთხევა არ მომცა, არ შეიძლებაო. მე იმიტომ ვკითხე, რომ სერბების მსახურება ტარდებოდა რუსების ტაძარში, რომელიც სერბებს ნაქირავები ქონდათ, თვით რუსები კი მხოლოდ თვეში ერთხელ ატარებდნენ იქ მსახურებას.

მე ასე ვიცი, ისე კი დავაზუსტებ, უბრალოდ ისაა, რომ მაშინ არ მეტყოდა , რომ არ შეიძლებაო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 5 2008, 04:01 AM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სერბები ყოფილან მაგათთან ევქარისტულ კავშირში.

ეგ ინფორმაცია ერთერთ ავტორიტეტულ საიტზე ამოვიკითხე, მართლაც გამიკვირდა ისე... თუმცა არაა გამორიცხული...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 10 2008, 11:36 AM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
კანონისტ, იქნებ გავაკეთოთ მოკლე სია ქვეყნების მიხედვით ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში სქიზმებისა? ანუ რუსეთი- სტაროვერები, რ.ს.მ.ე. ... საბერძნეთი- მეძველსტილენი, ჩვენი - აროშვილები, ბასილები...

კარგი იდეაა. მოვიცლი თუ არა, აუცილებლად მივხედავ. თუმცა მაგ ჩამოთვლილზე უფრო მსხვილი სქიზმებიც არსებობს - მაკედონიიის ოხრიდის, უკრაინის საპატრიარქოს და სხვათა სახით...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 18 2008, 03:14 AM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მაკედონიიის ოხრიდის

კანონისტ, ამ საგანს უნდა მივხედოთ!
ახლა რაც შეეხება მაკედონიას, მყავს უახლოესი ძმაკაცი იქ, დიაკონი დეიანი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ღრმა განათლებით და კეთილი გულით, სამწუხაროა ძალიან რომ ეს განხეთქილება მთლიანად ეყრდნობა პოლიტიკას... უკრაინაზე არის ცალკე თემა, მაგრამ მოდი გავაკეთოთ ეს სია...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 19 2008, 05:34 AM
პოსტი #19


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



კარგი იქნება თუ გაგვაცნობთ წმ.სინოდის გადაწყვეტილებით ეკლესიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს და უბრალო მოქალაქეებს . მემგონი აუცილებელია ყველამ ვიცოდეთ იმ ადამიანების შესახებ ვინც განკვეთილები არიან, მათი ქადაგებებით შეცდომაში რომ არ შეგვიყვანონ და ჭეშმარიტი ეკლესიის სწავლებას რომ არ აგვაცდინონ და ა. შ smile.gif



--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 19 2008, 05:37 AM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



შოთაძე, მაგის შესახებ გახსნილია "სქიზმების" თემა
http://church.ge/index.php?showtopic=4059
, ანუ თუ გვაქვს საუბარი მკალავიშვილი, კობახიძის ფენომენზე, მაგაზე სქიზმებში ვისაუბრებთ, თუ რომელიმე ინდივიდზეა საუბარი, რომელსაც არა აქვს რაიმე მსგავსი "მოძრაობა" ჩამოყალიბებული, და მაინც არ ემორჩილება სინოდს: ეგ შეიძლება, თუმცა ესეც სქიზმებში შეგვიძლია გავაერთიანოთ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th April 2021 - 08:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი