IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > »   
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
მხევალი ნინო
პოსტი Mar 3 2007, 02:48 PM
პოსტი #341


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა

ნუ იქნებ დახუროთ ეს თემა....
ხალხი ვერ ხვდება რომ ეს საზვერეები არის მოგონილი...



მართლაც დახურეთ ეს თემა, გლახას მაინც ვერ ხვდება smile.gif




ციტატა
ბევრი რელიგიური ლიტერატურის არსებობა სულაც არ ნიიშნავს, რომ რაც იქ წერია სიმართლეა.... ბევრი -ერთია, ხოლო სიმართლე-მეორე.




საოცარი იტყვებია არა???smile.gif) ლიტერატურა ბევრია, რა მნიშვნელობა აქვს ავტორს, ჩვენ ხომ წმინდანებსაც არ უნდა ვაღიარებდეთ. მხოლოდ ბიბლიას, არა უკაცრავად მასში მითითებულ კონკრეტულ ფრაზებსsmile.gif))

არ გწამს და ნუ გწამს wink.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 02:49 PM
პოსტი #342


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



kato_Bato
ციტატა
რომელია მეორე სიმართლე?თუ წმინდა მამების სიმართლის არ გვწამს, ჩემი და შენი ვირწმუნოთ?


მე ვამბობ, რომ რახან ბევრი ლიტერატურაა ამ საკითხზე, არ ნიშნავს რომ მართლა არსებობს საზვერეები.

ალბათ გასაგებად ვერ ვამბობ...

გუშინ გუჯამაც ისე თქვა თითქოს მე ვინმეს ვუკრძალავ ხატთაყვანისცემას, ან წმინდანებზე ლოცვას....
აი ახლაც სენ ამბობ, რომ ვითომ მე გეუბნებით იმას რომ მე დამიჯერეთ.. . ღმერთმა დამიფაროს...


დაუჯერეთ იმ წმინდა მამებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ არსებოს საზვერეები...

რადგან ბიბლია (რომელიც პროტესტანტების არ არის, არამედ ყველა ქრისტიანისაა) არსად არ ლაპარაკობს სზვერეებზე, არამედ ნათლად გვაჩვენებს, რო სული ადამიანისა გარდაცვალების შემდეგ უბრუნდება ღმერთს (ახლა ამის შესახებ ადგილების მოყვანას არ მოვყვები ბიბლიიდან)...

მხევალი ნინო

ციტატა
საოცარი იტყვებია არა???) ლიტერატურა ბევრია, რა მნიშვნელობა აქვს ავტორს, ჩვენ ხომ წმინდანებსაც არ უნდა ვაღიარებდეთ. მხოლოდ ბიბლიას, არა უკაცრავად მასში მითითებულ კონკრეტულ ფრაზებს))

არ გწამს და ნუ გწამს


კომენტარს "კაკ ვსეგდა" არ ვაკეთებ შენს განაცხადზე wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 3 2007, 02:53 PM
პოსტი #343


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა


ნამეტანი ფარული წმინდანები გყავს შენ, ისე მაკარი დიდს და იოანე კლემაქსს წმინდანობას უწუნებ თუ როგორაა შენი საქმე?

გლახა, პრობლემა იმაშია, რომ მიღება არ გინდა არაფრის და არა იმაში, რომ არ არსებობს.

არ გინდა და ნუ გინდა wink.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 02:54 PM
პოსტი #344


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მხევალი ნინო
ციტატა
ნამეტანი ფარული წმინდანები გყავს შენ, ისე მაკარი დიდს და იოანე კლემაქსს წმინდანობას უწუნებ თუ როგორაა შენი საქმე?

გლახა, პრობლემა იმაშია, რომ მიღება არ გინდა არაფრის და არა იმაში, რომ არ არსებობს.

არ გინდა და ნუ გინდა


ციტატა
კომენტარს "კაკ ვსეგდა" არ ვაკეთებ შენს განაცხადზე

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Mar 3 2007, 03:16 PM
პოსტი #345


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ხალხო,ნუ ვსაუბრობთ,რომ ეს თემა უნდა დაიხუროს,თუ ამ თემაზე არ შევთანხმდებით,გავიგეთ??????


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Mar 3 2007, 03:20 PM
პოსტი #346


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



'გლახა'
გლახა ჩემამდე და შენამდე ნუ დაგყავს ყველაფერი.
:*
წმინდა მამების თუ არ გვჯერა, ეს სხვა პრობლემაა...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 03:40 PM
პოსტი #347


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ხომ იცით როგორ მიყვარხართ არა? smile.gif rolleyes.gif rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Mar 3 2007, 03:43 PM
პოსტი #348


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



აუ ვერ გავიგე რააა არსებობს თუ არა საზვერეები? ჩემი აზრით არსებობ მაგრამ არა ისეთი საშინელება უნდა იყოს რავიცი ... ამიხსენით არსებობს თუ არაა მართმადიდებლურ საიტზე განხილულიც კია 20 საზვერე აბა რა ვიფიქრო ???


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Mar 3 2007, 03:46 PM
პოსტი #349


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(გლახა @ Mar 3 2007, 03:40 PM) *

ხომ იცით როგორ მიყვარხართ არა? smile.gif rolleyes.gif rolleyes.gif

ხოდა ეგაა მთავარიsmile.gif

საზვერეები არის თუ არა ყველანი ვნახავთ, ღმერთმა დღეები გაგვიმრავლოსsmile.gif
პ.ს.
მოდერ, წაშალე რა ოპტოპიკები, და ბოდიში რომ ჩავერიე უარგუმენტო მტკიცებაში


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Mar 3 2007, 03:48 PM
პოსტი #350


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



QUOTE(kato_Bato @ Mar 3 2007, 03:46 PM) *

ხოდა ეგაა მთავარიsmile.gif

საზვერეები არის თუ არა ყველანი ვნახავთ, ღმერთმა დღეები გაგვიმრავლოსsmile.gif



მეც ასე მგონია

მარა მე რო ესშმაკი ვნახო რო გარდავიცვლები გული წამივა ეხლაც ისე მეშინია რომ მეუბნებიან ეშმაკი გებრძვისო ბავშვობა მახსენდებაა საბნის ქვეშ რო ვიმალებოდი biggrin.gif ისე ვარ ეხლაც smile.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 3 2007, 04:09 PM
პოსტი #351


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



mendes masieli
ციტატა
ხალხო,ნუ ვსაუბრობთ,რომ ეს თემა უნდა დაიხუროს,თუ ამ თემაზე არ შევთანხმდებით,გავიგეთ??????




შეტანხმება რას ჰქვია?)))) აქ ყველანაირი არგუმენტი იქნა მოყვანილი, ისინი არ გაითვალისწინეს. შეთანხმება რაღაც ვერ გავიგე რა არის. შევთანხმედეთ, რომ პერიოდულად არსებობს და პერიოდულად არა ტუ რა??? არგუმენტეი მოიყვანეს სოტირისმა, კაიროსმა და მამა ანდრიამ, მათი არგუმენტები ემყარებოდა წმინდა მამების ნაშრომებს. არ გაითვალისწინეს, ამიტომ ეხლა ეს უკვე რაღაც წყლის ნაყვაა და ერთი ადგილის ტკეპნა, მეტი არაფერი. ვისაც აინტერესებს შეუძლია წაიკიტხოს ეს თემა და შემდეგ აქ მოყვანილი წმინდა მამების წიგნი. გათავლისწინება მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 3 2007, 04:44 PM
პოსტი #352


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



არგუმენტები მოიყვანეს სოტირისმა, მამა ანდრიამ და კაიროსმა, მაგრამ ვაცადოთ სხვასაც, იქნებ სხვასაც ჰქონდეს არგუმენტები...ისე, ვფიქრობ რომ წმ. მამები საზვერეებში სულ სხვა რამეს გულისხმობდნენ, და ეს ახალი "წინასწარმეტყველები" და "კიბოთი გარდაცვლილ-გაცოცხლებულები" რაღაც არარეალურს გადმოგვცემენ, ზოგი 25 საზვერეს ამბობს, ზოგი 20...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 3 2007, 05:19 PM
პოსტი #353


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გუჯა
[quote]ზოგი 25 საზვერეს ამბობს, ზოგი 20...[/

ძალიან ხომ არ ვწვრილმანდებით, თანაც ახალს არავინ არაფერს ამბობს. sad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 5 2007, 06:20 PM
პოსტი #354


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



წმდა იოანე მოწყალე, ალექსანდრიის პატრიარქი

როდესაც სული სხეულიდან გამოვა, ამბობდა იგი (წმ. სვიმეონ მესვეტე), და დაიწყებს ზეცისკენ აღსვლას, მას ეშმაკთა გუნდები შეხვდებიან და მრავალ დაბრკოლებას შეუქმნიან, განსჯას დაუწყებენ... როდესაც სული მიწიდან ზეცისკენ მიემართება, თვით წმიდა ანგელოზებსაც არ ძალუძთ მისი დახმარება; მას ეხმარება მხოლოდ მისი სინანული და კეთილი საქმეები, ყველაზე მეტად კი მოწყალება (ეს სინანული და სიკეთე იგულისხმება სიცოცხლეში აღსრულებული _ მთარგმნ.)

ღირსი თეოგნოსტი

გამოუთქმელია იმ სულის ნეტარება, რომელიც შორდება თავის სხეულს მას შემდეგ, რაც წინასწარ ეუწყა თავისი ცხონების შესახებ. ის განიძარცვავს სხეულს, როგორც სამოსს, იმის მტკიცე რწმენით, რომ მიიღებს იმას, რაც უკვე მიიღო წინდობით. მწუხარების გარეშე ტოვებს სხეულს, მშვიდად გამოდის მისგან და მიდის ზეციდან მასთან წარმოგზავნილ ანგელოზთან, ნათელთან და მშვიდთან. ამ ანგელოზის თანხლებით ის წინააღმდეგობის გარეშე გაივლის საჰაერო სივრცეს, ისე რომ მზაკვარი სულები ოდნავაც ვერ შეაშფოთებენ; სიხარულითა და შემართებით ამაღლდება, ღმერთს მადლობით უღაღადებს, და ბოლოს თავის შემოქმედს თაყვანის საცემად მიეახლება. იქ გამოითქმის მის შესახებ განჩინება, რომელიც ბრძანებას მიიყვანონ იგი იმათთან, ვინც მისი თანასწორია სათნოებით, რათა მათთან ერთად იმყოფებოდეს საყოველთაო აღდგომამდე.

***
ყოველთვის ემზადე აღსასრულისთვის, განაგდებდე ყოველგვარ შიშს; მუდმივად ემზადე, რომ შეძლო საჰაერო სივრცის გავლა, რომ გაექცე ბოროტ სულებს, შეხვიდე თამამად და უშიშრად ზეციურ სფეროებში, შეერთო ანგელოზთა დასებს, შეემატო ყველა რჩეულისა და მართლისგან შემდგარ გუნდს, იხილო ღმერთი, რამდენადაც მისაწვდომია ეს ხილვა.

წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ზადონელი დაყუდებული გიორგი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც თითქმის ჩვენი თანადროულია: ზადონის მონასტრის არქიმანდრიტი ბარსანუფი სამი დღე-ღამის განმავლობაში აგონიაში იყო. ამ დროს ის სულით საჰაერო საზვერეებში იმყოფებოდა, განიკითხებოდა ბავშვობიდან ჩადენილი ყველა ცოდვისათვის, და ესმა ხმა ღვთისა: ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, მღვდელმოწამისა მოკიოზისა და ანდრია სტრატილატისა, მიეტევება ცოდვები და ეძლევა დრო სინანულისთვის.

***
ვოლოგდის მიმდებარედ არის დიდი სოფელი, კუბენსკოე, სადაც რამოდენიმე სამრევლო ტაძარია. ერთ-ერთი ტაძრის მღვდელი დასნეულდა და აღსასრულს რომ მიუახლოვდა, თავისი სარეცელის გარშემო დემონები დაინახა, რომლებიც მისი სულის წასაყვანად და ჯოჯოხეთში ჩასაგდებად ემზადებოდნენ. ამ დროს სამი ანგელოზი გამოჩნდა. ერთი მათგანი სარეცელთან დადგა და დაიწყო დავა მღვდლის სულის გამო საშინელ დემონთან, რომელსაც გახსნილი წიგნი ეჭირა; ამ წიგნში მღვდლის ყველა ცოდვა იყო ჩაწერილი. ამ დროს მოვიდა სხვა მღვდელი, რომ ძმა იმ ქვეყნად გაეცილებინა. დაიწყო აღსარება; სნეულს შეშინებული მზერა წიგნზე ჰქონდა მიპყრობილი და თავგანწირვით წარმოთქვამდა თავის ცოდვებს, თითქოს განაგდებდა საკუთარი თავიდან, _ და რას ხედავს? ხედავს ცხადად, რომ როგორც კი წარმოთქვამს რომელიმე ცოდვას, ეს ცოდვა იმ წიგნში ქრება და ჩანაწერის ნაცვლად ცარიელი ადგილი რჩება. ამგვარად, აღსარებით მან ყველა ცოდვა აღხოცა საეშმაკო წიგნიდან და მიიღო რა კურნება, ცხოვრების დარჩენილი დღეები სინანულში გაატარა და ახლობლებს, მათი სარგებლობისთვის, უყვებოდა ხილვის შესახებ, რომელიც სასწაულებრივი განკურნებით აღიბეჭდა.
სწავლებები აღებულია წმ. ეპისკოპოს ეგნატეს წიგნიდან “სიტყვა სიკვდილზე”


ღირსი აბბა დოროთე

დროსა სულის უგრძნობელობისასა, ძმაო, სასარგებლოა ხშირად კითხვა საღმრთოთა წერილთა და ლმობიერ-მყოფელთა სწავლათა ღმერთშემოსილთა მამათა; ხსენება საშინელისა დღისა მის განკითხვისა ღვთისა, სხეულისაგან სულის გამოსვლაზე და შემთხვევად მისდა საშინელთა ძალთა ბოროტთა, თანა-მონაწილეთა, რომელთა თანა იგი იქმოდა ბოროტთა ამა საწუთოსა და სალმობიერს ცხოვრებასა შინა.
“სულთა სასარგებლო სწავლანი და ეპისტოლენი”, ფოთი, 1902 წ. პირველი ეპისტოლე

წმიდა იოანე რაითელი მამასახლისი (იღუმენი)

...ამისთვისცა ვესავ ღმერთსა, ვითარმედ ადრე მოვიხვნეთ, რომელთაცა მოველით სულიერთა ფიცართა, რათა უძღოდენ უცდომელად ყოველთა, რომელნი შეუდგენ მათ, და რათა იყვნენ სწავლანი იგი, ვითარცა კიბე აღმყვანებელი ზეცისა ბჭეთა... და რათა დაუყენებელად წარვიდენ იგინი, სწავლითა შენითა, სულთა მათგან უკეთურთა და სოფლის მპყრობელთა ბნელისათა და მთავართა ჰაერისათა.
“კიბე”, იოანე რაითელის ეპისტოლე იოანე სინელის მიმართ

წმიდა იოანე სინელი (კიბის-აღმწერელი)

ვისმინოთ, ძმანო, საქმე სარგებელი სულისაჲ და მომყვანებელი ლმობიერებად და სინანულად: იყო უკუე აქა ბერი ვინმე სახელით სტეფანე, რომელსა აქუნდა ცხოვრებაჲ მეუდაბნოებისა და დაყუდებისაჲ, და დაეყვნეს მონოზონებასა შინა მრავალნი წელნი, და შემკობილ იყო მარხვითა და ცრემლითა, და სხვითა მრავლითა ქუელის საქმითა სავსე იყო. და იყო სენაკი მისი მთასა სინასა, საყოფელსა წმიდისა და ღმრთის მხილველისა ელია წინაჲსწარმეტყუელისასა მთასა მას წმიდასა; ხოლო გულმან უთქუა მას სინანულსა უაღრესსა და უზესთაესსა, და წარვიდა საყოფელსა მძოვართასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების სიდი, რომელ არს ჭირი, რომელი ჰშორავს მონასტერსა სინისასა სამეოცდაათითა მილიონითა, ადგილსა რომელსა არა არს ყოვლადვე ნუგეშინის-საცემელი, არცა გზაჲ კაცთაჲ ყოვლადვე; და იყო მუნ იწროებით, ცრემლითა და სინანულითა ფიცხელითა. ხოლო შემდგომად ჟამთა მრავალთა, მოვიდა რაჲ იგი დიდად სიბერედ, კუალად იქცა თვისსავე სენაკსა ამას წმიდასა მთასა სინასა, სადა-იგი ესხნეს ორნი მოწაფენი პალესტინელნი, ღმრთის-მოშიშნი ფრიად, რომელნი იმარხვიდეს თავთა მათთა სიწმიდით.
ხოლო დაყვნა რაჲ ბერმან მუნ მცირედნი დღენი, დასნეულდა, რომელსაცა შინა შეისუენა. ხოლო უწინარეს გარდაცვალებისა მისისა, დღითა ერთითა აღტაცებულ იქმნა გონებაჲ მისი, და თუალნი მისნი ეხილნეს, და ხედვიდა იგი მარჯუენით და მარცხენით ცხედრისა მის, და რომელნი სხდეს მუნ, ესმოდა ზრახვაჲ მისი, რამეთუ ვითარმცა ვიეთგანმე განისჯებოდა; ოდესმე თქუის: “მართლ, გარნა ამისთვის ვტიროდი და ვმსახურებდ”. და კუალად თქუის, რამეთუ: “არა მართალსა იტყვით, არამედ სტყუით ჩემ ზედა”. და ოდესმე თქუის: “ჰე, ჭეშმარიტად, ჰე, მართალსა იტყვით, და ამისთვის არარაჲ მაქუს, რაჲმცა მოგიგე, გარნა წყალობაჲ ღმრთისაჲ მაქუს შემწედ ჩემდა”.
და იყო ხილვაჲ საშინელი და შესაძრწუნებელი, სასჯელი შეუნდობელი და უხილავი, და უსაშინელეს ესე არს, რომელ რაჲ არა ექმნა, მასცა სწამებდეს. ეჰა საკვირველი, რამეთუ დაყუდებული იგი და განშორებული იტყოდა რომელთამე ცთომათა მისთა ზედა, ვითარმედ: “ამას ზედა არარაჲ მაქუს, რაჲმცა მოგიგე”, _ რომელსა დაეყო მონოზონებასა შინა ორმეოცი წელი და აქუნდა ტირილი და გლოვაჲ ფრიადი.
ვაიმე, ვაიმე, საყუარელნო, სადა იყო მაშინ სიტყუაჲ ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რაჲთამცა ეთქუა მათდა, ვითარმედ: “რომელსაცა ზედა გპოვო, განგიკითხო შენ, _ თქუა უფალმან”. ჭეშარიტად ვერარაჲ თქუა ესევითარი. რაჲსათვის-მე? ჰოი ძმანო, დიდებაჲ მხოლოსა მას, რომელმან უწყის.
და ვიეთმე მითხრეს, უწყის უფალმან, ვითარმედ თვისითა ხელითა მისცემდა საზრდელსა ვეფხთა და ლომთა და აფთართა უდაბნოსა გარე, და ესევითარითა განკითხვითა განეშორა ხორცთაგან. და თუ რაჲ იქმნა სასჯელი მისი, ანუ ვითარი განჩინებაჲ გამოვიდა მის ზედა, ანუ რაჲ იქმნა აღსასრული განკითხვისაჲ მის, არა საცნაურ იყო.
“კიბე”, თავი 7, გლოვისათვის. საქ. ეკლესიის კალენდარი, 1987 წ.


წმიდა თეოდორე სტუდიელი

ეჰა, ეჰა, ძმანო საყუარელნო, ვითარ საშინელ არს საიდუმლოჲ სიკუდილისაჲ და ვითარ თანაგვაძს მარადის განცდაჲ და გულისხმის-ყოფაჲ და შიში და გოდებაჲ, ვითარმედ კნინღა და ჩუენცა უეჭუელად აღვესრულნეთ. მივხედნეთ და განვიცადოთ გონებითა, თუ ვითარ იქმნას განყოფაჲ სულისაჲ უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩუენთაგან, გინა თუ ანგელოსთა ღმრთისათა მოსვლაჲ; და ნუმცა არს სათქუმელ, ვითარმედ _ ეშმაკთაცა, რამეთუ დამონებულთა და დანთქმულთა ვნებათა მიერ ესეცა ბოროტი წარეკიდოს, და მერმე ვიხილნეთ ხატნი იგი საშინელნი და გვესმას ხმაჲ იგი საზარელი, ვითარმედ: “გამოვედ, სულო, და მოვედ და მიეც სიტყუაჲ საქმეთა შენთათვის, რომელნი-იგი ცხოვრებასა ამას შინა ჰქმენ”. ვითარსა ტკივილსა, ანუ ვითარსა სალმობასა ჰგონებთ განყოფასა მას სულისასა? მაშინ დიდნი შემწენი არიან კეთილნი საქმენი და დაუსჯელი გონებაჲ და მომდრეკელ და დამატკბობელ წარმყუანებელთა მათ; მაშინ მორჩილებაჲ განცხადნეს და სიმდაბლე შეწყნარებულ იქმნას და ცრემლთა მოწყალე ჰყონ მსაჯული იგი. მრავალმოწყალებაჲ მძლე ექმნას ეშმაკთა, და ყოველსა საქმესა შინა მოთმინებაჲ ხელისაღმპყრობელ ექმნას, და ცუდნი, სირცხვილეულნი და უქმნი წარვიდენ წინააღმდგომნი, ხოლო განმზადებულნი იგი წარვიდენ სიხარულით ანგელოსთა თანა ქრისტეს მიმართ მაცხოვრისა. მაშინ შიში ბოროტი ეწიოს სულსა, უკეთუ ცოდვისა მიერ იპოვოს შეპყრობილ, რამეთუ ერეოდენ მას უკეთურნი ეშმაკნი და მათთანავე შთაიყვანონ საწყალობელი იგი სიღრმედ ჯოჯოხეთისად და წყუდიადად და ტარტაროსად სატანჯუელისა. და მიერითგან რაჲმეღა იყოს სარგებელი სულისა მის?

ნუ საწუთოსა ამას სიტკბოებასა მისდევთ და საუკუნოჲსა მისთვის უზრუნველ ხართ, რამეთუ მოვიდეს, შვილნო ჩემნო, მოვიდე ადა არა ჰყოვნოს, რომელსა იგი ეგულვების განყოფაჲ სულისაჲ ხორცთაგან _ საშინელი ანგელოსი! მოვიდეს ჟამი სნეულებისაჲ, მოიწიოს ჟამი ხურვებისაჲ და მოვიდეს ჟამი სულთა აღმოსლვისაჲ! შესაძრწუნებელ არს ესე ყოველი და საშინელ, და ესოდენ საშინელ არს, ვიდრეღა ვერ დაუთმობთ, და მოვკუდებით და მერმე, შემდგომად განყოფისა, რაჲმე იქმნას, რაჟამს ანგელოსნი მოვიდენ, ანუ რომელმან კერძომან ჰსძლოს წარყუანებად ჩუენდა _ ანგელოსთა-მე გუნდმან, ანუ ეშმაკთამან? უეჭუელად, რომელნიცა შევიყვარენით, მათცა მეყსეულად შემიტკბნენ ჩუენ. უკუეთუ სიწმიდე და მორჩილებაჲ და სიმდაბლე და სხუანი სათნოებანი შევიყუარენით, საცნაურ არს, ვითარმედ _ ანგელოსთა. ხოლო უკუეთუ ცუდად მზუაობრობაჲ და კადნიერებაჲ, და ცილობაჲ, და სიცილი, და განცხრომაჲ, და ამპარტავნებაჲ, უეჭველ არს, ვითარმედ _ ეშმაკთა, რამეთუ ვნებანი ეშმაკ არიან, ვითარცა სათნოებანი _ ანგელოს. ვინმე უკუე ჰსძლოს, ანუ ვინ წარიყვანოს სული ჩუენი? შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ. და ზოგად ყოველთავე შეიწყნარენით სათნოებანი, რაჲთა წმიდათა ანგელოსთა წარმიყუანნენ ჩუენ და მათ ჰსძლონ. ნუ ვჰყოფთ ნებასა ეშმაკთასა, რაჲთა იგინი მძლე გვექმნენ და წარგვიყვანნეს ჩუენ, და უბადრუკებაჲ და ვაებაჲ დაუსრულებელი მოიწიოს ჩუენ ზედა.
ქადაგებანი, “მარხვანი”
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 5 2007, 06:25 PM
პოსტი #355


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



lado s


ტყუილად ირჯები, გლახა მაინც არ დაგიჯერებს,ეს ხომ ბიბლიაში არ წერიაsmile.gif))



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 5 2007, 06:38 PM
პოსტი #356


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მხევალი ნინო
ციტატა
ტყუილად ირჯები, გლახა მაინც არ დაგიჯერებს,ეს ხომ ბიბლიაში არ წერია))

მერე რაიმეს ვეტყვი და გაბრაზდება..რათა მკბენ? unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 5 2007, 06:40 PM
პოსტი #357


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(lado s @ Mar 5 2007, 02:20 PM) *


ზადონელი დაყუდებული გიორგი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც თითქმის ჩვენი თანადროულია: ზადონის მონასტრის არქიმანდრიტი ბარსანუფი სამი დღე-ღამის განმავლობაში აგონიაში იყო. ამ დროს ის სულით საჰაერო საზვერეებში იმყოფებოდა, განიკითხებოდა ბავშვობიდან ჩადენილი ყველა ცოდვისათვის, და ესმა ხმა ღვთისა: ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, მღვდელმოწამისა მოკიოზისა და ანდრია სტრატილატისა, მიეტევება ცოდვები და ეძლევა დრო სინანულისთვის.

***


დანარჩენები კიდე გასაგებია, მაგრამ...

ციტატა(lado s @ Mar 5 2007, 02:20 PM) *

ზადონის მონასტრის არქიმანდრიტი ბარსანუფი სამი დღე-ღამის განმავლობაში აგონიაში იყო. ამ დროს ის სულით საჰაერო საზვერეებში იმყოფებოდა,


როგორც ვიცით ადამიანის სხეულს სული რომ ტოვებს ის გარდაცვალებულია, ანუ თუ ბარსანუფის სული საზვერეებში იყო, აგონიაში კი არ ყოფილა გარდაცვალებული ყოფილა!

ციტატა(lado s @ Mar 5 2007, 02:20 PM) *

ესმა ხმა ღვთისა: ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, მღვდელმოწამისა მოკიოზისა და ანდრია სტრატილატისა, მიეტევება ცოდვები და ეძლევა დრო სინანულისთვის.


თუ მიეტევა ცოდვები, რატომ ეძლევა ისევ დრო სინანულისათვის???


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 5 2007, 06:42 PM
პოსტი #358


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზებედე



შენი პოსტით ის უნდა გავიგოთ, რომ იოანე კიბისაღმწერს ეთანხმები???? ანუ საწინააღმდეგო ვერაფერი ნახე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 5 2007, 06:43 PM
პოსტი #359


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 5 2007, 02:42 PM) *

ზებედე
შენი პოსტით ის უნდა გავიგოთ, რომ იოანე კიბისაღმწერს ეთანხმები???? ანუ საწინააღმდეგო ვერაფერი ნახე?


ნინო, ვერ გავიგე რა მკითხეთ.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 5 2007, 06:46 PM
პოსტი #360


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზებედე
ციტატა
ნინო, ვერ გავიგე რა მკითხეთ.




რაც გეეჭვა შეკითხვა დასვი, იოანე კიბისაღმწერზე რას იტყვი? მის სიტყვებშიც არის რაიმე საეჭვო?

ან წმინდა სვიმეონ მესვეტეზე რას იტყვი?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 11:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი