![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#361
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE როგორც ვიცით ადამიანის სხეულს სული რომ ტოვებს ის გარდაცვალებულია, ანუ თუ ბარსანუფის სული საზვერეებში იყო აგონიაში კი არ ყოფილა გარდაცვალებული ყოფილა! მეც გამიგია, რომ ზოგჯერ აგონიაში მყოფი ადამიანიც ხედავს საზვერეებს (ყოველ შემთხვევაში რაღაც ამის მსგავსს). ჩემს ნაცნობობაში დაემართა ერთს. აგონიაში იყო და ყვებოდა ყველაფერს, რასაც ხედავდა. ისეთი ცოდვები ჩამოთვლაა, ბავშვობიდან ჩადენილი, თვითონაც რომ აღარ ახსოვდა - აი, ახლა ამას მეკითხებიან, ახლა ამასო... ვფიქრობ, ასეთი შემთხვევები არის გამონაკლისები, რომლებიც აქ დარჩენილების მოსაქცევად ხდება. შედეგი მართლაც ასეთი იყო: იმ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ოჯახი ეკლესიური გახდა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#362
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ზებედე რაც გეეჭვა შეკითხვა დასვი, იოანე კიბისაღმწერზე რას იტყვი? მის სიტყვებშიც არის რაიმე საეჭვო? ან წმინდა სვიმეონ მესვეტეზე რას იტყვი? მათზე არაფერს ვამბობ, რაშიც დავეჭვდი ის დავწერე, მე ეს საზვერეების საწინააღმდეგოდ არ დამიწერია, მე სხვა რამეებს გავუკეთე კომენტარი. არ ვიცი არსებობს თუ არა საზვერეები, და არც ვიძიებ, ვიცი რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი... მეც გამიგია, რომ ზოგჯერ აგონიაში მყოფი ადამიანიც ხედავს საზვერეებს (ყოველ შემთხვევაში რაღაც ამის მსგავსს). ჩემს ნაცნობობაში დაემართა ერთს. აგონიაში იყო და ყვებოდა ყველაფერს, რასაც ხედავდა. ისეთი ცოდვები ჩამოთვლაა, ბავშვობიდან ჩადენილი, თვითონაც რომ აღარ ახსოვდა - აი, ახლა ამას მეკითხებიან, ახლა ამასო... ვფიქრობ, ასეთი შემთხვევები არის გამონაკლისები, რომლებიც აქ დარჩენილების მოსაქცევად ხდება. შედეგი მართლაც ასეთი იყო: იმ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ოჯახი ეკლესიური გახდა. თავს ვერ დავდებ, რომ მსგავსი რამეები არ ხდებოდეს, მეც ვიცი ზოგი მომაკვდავი რომ ხედავს მიცვალებულთა სულებს, მაგრამ საზვერეებში რომ გადის, განიკითხება, და ა.შ...არ არის გამორიცხული ესეც ბოროტის ხრიკი იყოს. მარიამ მთავარია როგორი ეკლესიურები გახდნენ. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მარიამი |
![]()
პოსტი
#363
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE არ არის გამორიცხული ესეც ბოროტის ხრიკი იყოს. მარიამ მთავარია როგორი ეკლესიურები გახდნენ. გამორიცხული არაფერია, თუმცა ხე ნაყოფით იცნობა და ნაყოფი ამ შემთხვევაში კარგი იყო. ეს ოჯახი, რომელზეც ვსაუბრობ, არ მიეკუთვნება გაუნათლებელთა კატეგორიას, პირიქით - უაღრესად განათლებული (ბევრ სხვაზე მეტად), მოაზროვნე, ინტელიგენტური ოჯახია, და კარგი მორწმუნეებიც არიან. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
lado s |
![]()
პოსტი
#364
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 ![]() |
გამარჯობა ძმაო. რასაც ვწერ, მარტო შენ ნაწერს არ ეხება, ცოტა განვაზოგადებ. ბევრი რამ, რაც მამათა ცხოვრებებში და სწავლებებში წერია, გაუგებრად გვეჩვენება, ბუნდოვნად ან არალოგიკურადაც. ეს არ არის გასაკვირი, განა წმიდა წერილში ყველაფერი გვესმის? სულიერის გაგებას სულიერი სიბრძნე სჭირდება, ჩვენ კი ამასოფლის ამაოებით გვაქვს გონება დაბინდული (ცხადია, გამონაკლისებს არ ვგულიხმობ). რაც შეეხება სულს, ჩვენი წარმოდგენა სულზე, სიკვდილზე, სამოთხეზე, სულის სხეულიდან გასვლაზე და ა. შ. ძალიან შეზღუდულია იმის გამო, რომ ჩვენ ძირითადად მატერიალური, გრძნობადი სამყაროს აღქმების მიხედვით ვაზროვნებთ და სულიერზე მხოლოდ სიმბოლოების საშუალებით ვიქმნით წარმოდგენას. როგორ შეგვიძლია ავხსნათ ის, რომ პავლე მოციქული ჯერ კიდევ სიცოცხლეში „მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“? და არა მხოლოდ პავლე მოციქული, მრავალი ადამიანი იქნა სიცოცხლეშივე აღტაცებული სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც. წმინდანთა ცხოვრებებში არაერთი ამგვარი შემთხვევაა აღწერილი. თანამედროვე ადამიანებიც ხშირად ყვებიან ამგვარ ამბებს, მაგრამ წმინდანთა მონაყოლი სანდოა მორწმუნეებისთვის, სხვათა მონათხრობში კი შეიძლება ადვილად დავეჭვდეთ, რადგან განუწმენდელი კაცი ვერ გაარჩევს ბოროტისეულ ხიბლსა და ზმანებას ჭეშმარიტი სულიერი გამოცდილებისაგან.
ცოდვების მიტევებასა და სინანულთან დაკავშირებით. საეკლესიო გადმოცემა მოგვითხრობს: პეტრე მოციქული მთელი ცხოვრება ტიროდა იმის გამო, რომ სამგზის უარყო უფალი. ყველა დიდი მოღვაწე ცხოვრებას სინანულში და ტირილში ატარებდა. სინანული გვჭირდება არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტული ცოდვის მისატევებლად, არამედ ჩვენი სულის ასაღორძინებლადაც, ვნებებისაგან განსაწმედად, ღმერთთან მისაახლებლად, რათა ვიქცეთ სული წმიდისთვის განწმენდილ ტაძრად, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი. ასე რომ რას ნიშნავდა იმ არქიმანდრიტის მიერ სმენილი, ჩვენ ვერ დავადგენთ, მაგრამ მე ამ სიტყვებში ქრისტიანობის საწინააღმდეგო ვერაფერი დავინახე. აღსარების საიდუმლოში ჩვენც ვიღებთ ცოდვათა მიტევებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინანული და მოღვაწეობა სულის განსაწმედად აღარ გვჭირდება. რაც შეეხება საზვერეებს. ცხადია, საზვერეების არსებობა ან არ არსებობა კი არაა მთავარი, მთავარი და საგულისხმო აქ სხვა რამეა. დღეს მავანნი ძალიან აქტიურად თესავენ აზრებს, ვითომცდა მეცნიერული კვლევა-ძიების საფუძველზე, რომ ეკლესიაში ბევრი რამ საეჭვო და გადასახედია, და არა მარტო წმიდა გადმოცემას აყენებენ ეჭვს ქვეშ, თვით წმიდა წერილსაც არ ინდობენ, და აი ასევე დააყენეს ეჭვს ქვეშ სწავლება საზვერეებზე, თურმე ეს სწავლება გნოსტიკოსებისგანააო გადმოღებული. არადა აბა დაუკვირდით, საითკენ მივდივართ. ჩვენ გვწამს, რომ ეკლესიას სული წმიდა განანათლებს, რომ პავლე მოციქულის თანახმად იგია „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“. და თუკი ვერწმუნებით ამ ახალ განმანათლებლებს, მაშინ გამოდის, რომ ისეთი მამები, როგორებიც არიან: ანტონი დიდი, ათანასე დიდი, კირილე ალექსანდრიელი, იოანე სინელი, და ა.შ. (თან ყველა ერთხმად, რაც მთავარია!) ასწავლიდნენ არა სული წმიდის მიერ ნაუწყებს, არამედ გნოსტიკოსების, ფილოსოფოსების, ოკულტისტების ზღაპრობებს. თუკი ანტონი დიდმა, სიმეონ მესვეტემ და იოანე სინელმა სულიერი სფეროსი არაფერი იცოდნენ, მაშინ ვიღას ვენდოთ, ვიღას მეშვეობით განაბრძნობს ეკლესიას სული წმიდა? ამ პრინციპით ნებისმიერი სწავლება ეჭვს ქვეშ დგება და შეიძლება გადაიხედოს, და რეალურადაც ამ რეფორმატორებმა უკვე ბევრ ადამიანს აუბნიეს თავგზა, ძალიან ნიჭიერსაც და ძალიან ეკლესიურსაც. ეს რეალობაა და ძალიან საშიში რეალობა. ეს არის რეფორმატორული სული, რომელმაც საკმაოდ ფართო ფენები მოიცვა. განგებ არ მინდა ჩამოთვლა იმ საცდურებისა, რასაც დღეს მეცნიერულის საბურველით ავრცელებენ, რომ უნებურად მათი იდეების გამავრცელებელი არ გამოვიდე; თუმცა ამ ფორუმშიც კარგად ჩანს, რომ არცთუ ბევრია ნაკითხი ქრისტიანი ვინც ამ ფსევდომეცნიერულ ხლართებში არ აბნეულა. ცოტა გრძლად გამომივიდა, მაგრამ უბრალოდ ძალიან მტკივა გული... ასეთია ჩემი აზრი, არავის წყენინება არ მინდა, ხომ მაქვს უფლება საკუთარი, განსხვავებული აზრები მქონდეს??? |
rarara |
![]()
პოსტი
#365
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,277 ![]() |
კამათს აზრი არ აქვს. ვისაც დაუოკებელი სურვილი გაქვთ, იქროლეთ საზვერეების გავლით! ვაი
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#366
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
კამათს აზრი არ აქვს. ვისაც დაუოკებელი სურვილი გაქვთ, იქროლეთ საზვერეების გავლით! ვაი ვაი რომ, ვისაც სურვილი არა აქვს, იმასაც მოუწევს ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#367
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
გამარჯობა ძმაო. რასაც ვწერ, მარტო შენ ნაწერს არ ეხება, ცოტა განვაზოგადებ. ბევრი რამ, რაც მამათა ცხოვრებებში და სწავლებებში წერია, გაუგებრად გვეჩვენება, ბუნდოვნად ან არალოგიკურადაც. ეს არ არის გასაკვირი, განა წმიდა წერილში ყველაფერი გვესმის? სულიერის გაგებას სულიერი სიბრძნე სჭირდება, ჩვენ კი ამასოფლის ამაოებით გვაქვს გონება დაბინდული (ცხადია, გამონაკლისებს არ ვგულიხმობ). რაც შეეხება სულს, ჩვენი წარმოდგენა სულზე, სიკვდილზე, სამოთხეზე, სულის სხეულიდან გასვლაზე და ა. შ. ძალიან შეზღუდულია იმის გამო, რომ ჩვენ ძირითადად მატერიალური, გრძნობადი სამყაროს აღქმების მიხედვით ვაზროვნებთ და სულიერზე მხოლოდ სიმბოლოების საშუალებით ვიქმნით წარმოდგენას. როგორ შეგვიძლია ავხსნათ ის, რომ პავლე მოციქული ჯერ კიდევ სიცოცხლეში „მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“? და არა მხოლოდ პავლე მოციქული, მრავალი ადამიანი იქნა სიცოცხლეშივე აღტაცებული სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც. წმინდანთა ცხოვრებებში არაერთი ამგვარი შემთხვევაა აღწერილი. თანამედროვე ადამიანებიც ხშირად ყვებიან ამგვარ ამბებს, მაგრამ წმინდანთა მონაყოლი სანდოა მორწმუნეებისთვის, სხვათა მონათხრობში კი შეიძლება ადვილად დავეჭვდეთ, რადგან განუწმენდელი კაცი ვერ გაარჩევს ბოროტისეულ ხიბლსა და ზმანებას ჭეშმარიტი სულიერი გამოცდილებისაგან. ცოდვების მიტევებასა და სინანულთან დაკავშირებით. საეკლესიო გადმოცემა მოგვითხრობს: პეტრე მოციქული მთელი ცხოვრება ტიროდა იმის გამო, რომ სამგზის უარყო უფალი. ყველა დიდი მოღვაწე ცხოვრებას სინანულში და ტირილში ატარებდა. სინანული გვჭირდება არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტული ცოდვის მისატევებლად, არამედ ჩვენი სულის ასაღორძინებლადაც, ვნებებისაგან განსაწმედად, ღმერთთან მისაახლებლად, რათა ვიქცეთ სული წმიდისთვის განწმენდილ ტაძრად, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი. ასე რომ რას ნიშნავდა იმ არქიმანდრიტის მიერ სმენილი, ჩვენ ვერ დავადგენთ, მაგრამ მე ამ სიტყვებში ქრისტიანობის საწინააღმდეგო ვერაფერი დავინახე. აღსარების საიდუმლოში ჩვენც ვიღებთ ცოდვათა მიტევებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინანული და მოღვაწეობა სულის განსაწმედად აღარ გვჭირდება. რაც შეეხება საზვერეებს. ცხადია, საზვერეების არსებობა ან არ არსებობა კი არაა მთავარი, მთავარი და საგულისხმო აქ სხვა რამეა. დღეს მავანნი ძალიან აქტიურად თესავენ აზრებს, ვითომცდა მეცნიერული კვლევა-ძიების საფუძველზე, რომ ეკლესიაში ბევრი რამ საეჭვო და გადასახედია, და არა მარტო წმიდა გადმოცემას აყენებენ ეჭვს ქვეშ, თვით წმიდა წერილსაც არ ინდობენ, და აი ასევე დააყენეს ეჭვს ქვეშ სწავლება საზვერეებზე, თურმე ეს სწავლება გნოსტიკოსებისგანააო გადმოღებული. არადა აბა დაუკვირდით, საითკენ მივდივართ. ჩვენ გვწამს, რომ ეკლესიას სული წმიდა განანათლებს, რომ პავლე მოციქულის თანახმად იგია „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“. და თუკი ვერწმუნებით ამ ახალ განმანათლებლებს, მაშინ გამოდის, რომ ისეთი მამები, როგორებიც არიან: ანტონი დიდი, ათანასე დიდი, კირილე ალექსანდრიელი, იოანე სინელი, და ა.შ. (თან ყველა ერთხმად, რაც მთავარია!) ასწავლიდნენ არა სული წმიდის მიერ ნაუწყებს, არამედ გნოსტიკოსების, ფილოსოფოსების, ოკულტისტების ზღაპრობებს. თუკი ანტონი დიდმა, სიმეონ მესვეტემ და იოანე სინელმა სულიერი სფეროსი არაფერი იცოდნენ, მაშინ ვიღას ვენდოთ, ვიღას მეშვეობით განაბრძნობს ეკლესიას სული წმიდა? ამ პრინციპით ნებისმიერი სწავლება ეჭვს ქვეშ დგება და შეიძლება გადაიხედოს, და რეალურადაც ამ რეფორმატორებმა უკვე ბევრ ადამიანს აუბნიეს თავგზა, ძალიან ნიჭიერსაც და ძალიან ეკლესიურსაც. ეს რეალობაა და ძალიან საშიში რეალობა. ეს არის რეფორმატორული სული, რომელმაც საკმაოდ ფართო ფენები მოიცვა. განგებ არ მინდა ჩამოთვლა იმ საცდურებისა, რასაც დღეს მეცნიერულის საბურველით ავრცელებენ, რომ უნებურად მათი იდეების გამავრცელებელი არ გამოვიდე; თუმცა ამ ფორუმშიც კარგად ჩანს, რომ არცთუ ბევრია ნაკითხი ქრისტიანი ვინც ამ ფსევდომეცნიერულ ხლართებში არ აბნეულა. ცოტა გრძლად გამომივიდა, მაგრამ უბრალოდ ძალიან მტკივა გული... ასეთია ჩემი აზრი, არავის წყენინება არ მინდა, ხომ მაქვს უფლება საკუთარი, განსხვავებული აზრები მქონდეს??? გაიხარე, სრულიად გეთანხმები |
მნათე |
![]()
პოსტი
#368
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ვაი რომ, ვისაც სურვილი არა აქვს, იმასაც მოუწევს რატო, ღვთისმეტყველურად უპასუხეთ პუჰალოს? ![]() ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#369
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
ნუ იქნებ დახუროთ ეს თემა.... ხალხი ვერ ხვდება რომ ეს საზვერეები არის მოგონილი... მის ქართველო ![]() ბევრი რელიგიური ლიტერატურის არსებობა სულაც არ ნიიშნავს, რომ რაც იქ წერია სიმართლეა.... ბევრი -ერთია, ხოლო სიმართლე-მეორე. ისე კარგი იქნება ურჩიოთ კომპეტენტურმა ხალხმა ამ ადამიანებს რომელთაც სჯერატ, რომ არსებობს საზვერეები- რა ლიტერატურა წაიკითხონ ამის შესახებ.. მე კი ჩემის მხრივ გირჩევდით საღვთო წერილის (ბიბლიის წაკითხვას, რომელიც პროტესტანტების არ არის, არამედ ყველა ქრისტიანისაა) და იქ ნახავთ რომ საზვერეები ნახსენებიც კი არ არის, და საერთოდ მარტო ამას კი არა, არამედ ბევრ საინტერესოს ნახავთ ... ![]() თუ შენ წმინბდა მამათა ნაწერების არ გწამს მაშინ შენთან კამათს აზრი არ აქვს, მაპატიე მაგრამ მე წმინდა მამათა ნაწერების მჯერა და არა მეცნიერების და ისეთი ადამიანების რომელთაც უბრალოდ არ სჯერათ მისი არსებობა, ცემთვის წმინდა მამათა ნაწერი ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე რამის მატერიალური დასაბუთება |
მარიამი |
![]()
პოსტი
#370
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
რატო, ღვთისმეტყველურად უპასუხეთ პუჰალოს? ![]() ![]() ![]() პუჰალოს "ღვთისმეტყველებას" საუკუნეებით ადრე უპასუხეს წმინდა მამებმა ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
![]()
პოსტი
#371
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა პუჰალოს "ღვთისმეტყველებას" საუკუნეებით ადრე უპასუხეს წმინდა მამებმა კი, როგორ არა ![]() ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
![]()
პოსტი
#372
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
კი, როგორ არა ![]() ![]() ![]() არ მაინტერესებს იცი ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
lado s |
![]()
პოსტი
#373
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 ![]() |
კი, როგორ არა ![]() ![]() ![]() უბრალოდ, ინფორმაციიცთვის. წმ. იოანე დამასკელს არ უმსჯელია შეუქმნელ ღვთაებრივ ენერგიებზე, ამ საკითხზე მოგვიანებით იმსჯელა წმ. გრიგოლ პალამამ. არ უმსჯელია სულისა და ანგელოზის ბუნებაზე, ამაზე წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვმა და წმ. თეოფანე დაყუდებულმა იმსჯელეს. რაც შეეხება პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის, ის იყო რუსეთის ემიგრ. ეკლესიის წევრი და მამა სერაფიმ როუზის მასწავლებელი, რომელმაც ბევრი წერა საზვერეებზე. ისე საინტერესოა, როუზის მლანძღველებს (შენზე არ ვამბობ) რატომ მოყავთ პომაზანსკის შრომები ავტორიტეტად? ჩემთვის ორივე ავტორიტეტია, თუმცა არა წმინდანების დონის. და რადგან მაინცდამაინც დოგმატიკის სახელმძღვანელო გინდათ, პომაზანსკიზე უფრო ავტორიტეტულია (ხარისხითაც და ეკლესიის კანონიკურობის უეჭველობითაც) ყოვლადუსამღვდელოესი მღვდელმთავრის, ანტონის (1857 წ.) დოგმატ. ღვთისმეტყველება, სადაც წერია: „სულების სხეულებიდან განშორების შემდეგ კერძო სამსჯავროს, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, წინ უძღვის განკითხვა ე.წ. საზვერეებზე, რომლებსაც გაივლის სული, როდესაც ანგელოზის თანხლებით მიწიდან მაღლდება...“ თუმცა ეკლესიაში არ არსებობს უფრო დიდი ავტორიტეტი, ვიდრე წმ. მამათა ერთობლივი მსჯავრი, საერთო აზრი. მამათა ერთობამ დაამტკიცა კანონიკური წიგნები წმიდა წერილისა, დაგმო უსჯულო კრებები და მსოფლიო კრებებს მიანიჭა ეს სტატუსი და ა.შ. ვერც ერთი პროფესორი და პატროლოგი მამათა ავტორიტეტს ვერ შეედრება, რადგან ადამიანი, ნებისმიერი, უცდომელი ვერ იქნება, უცდომელი სული წმიდაა, რომელიც წმინდანთა ერთობის მიერ განაბრძნობს ცხონების მაძიებლებს; გართობისა და დიდების მაძიებლებს კი პრაფესორები განსწავლიან. ეგრეა და რას იზამ... |
mendes masieli |
![]()
პოსტი
#374
|
![]() შეყვარებული კაცი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 ![]() |
გამარჯობა ძმაო. რასაც ვწერ, მარტო შენ ნაწერს არ ეხება, ცოტა განვაზოგადებ. ბევრი რამ, რაც მამათა ცხოვრებებში და სწავლებებში წერია, გაუგებრად გვეჩვენება, ბუნდოვნად ან არალოგიკურადაც. ეს არ არის გასაკვირი, განა წმიდა წერილში ყველაფერი გვესმის? სულიერის გაგებას სულიერი სიბრძნე სჭირდება, ჩვენ კი ამასოფლის ამაოებით გვაქვს გონება დაბინდული (ცხადია, გამონაკლისებს არ ვგულიხმობ). რაც შეეხება სულს, ჩვენი წარმოდგენა სულზე, სიკვდილზე, სამოთხეზე, სულის სხეულიდან გასვლაზე და ა. შ. ძალიან შეზღუდულია იმის გამო, რომ ჩვენ ძირითადად მატერიალური, გრძნობადი სამყაროს აღქმების მიხედვით ვაზროვნებთ და სულიერზე მხოლოდ სიმბოლოების საშუალებით ვიქმნით წარმოდგენას. როგორ შეგვიძლია ავხსნათ ის, რომ პავლე მოციქული ჯერ კიდევ სიცოცხლეში „მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“? და არა მხოლოდ პავლე მოციქული, მრავალი ადამიანი იქნა სიცოცხლეშივე აღტაცებული სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც. წმინდანთა ცხოვრებებში არაერთი ამგვარი შემთხვევაა აღწერილი. თანამედროვე ადამიანებიც ხშირად ყვებიან ამგვარ ამბებს, მაგრამ წმინდანთა მონაყოლი სანდოა მორწმუნეებისთვის, სხვათა მონათხრობში კი შეიძლება ადვილად დავეჭვდეთ, რადგან განუწმენდელი კაცი ვერ გაარჩევს ბოროტისეულ ხიბლსა და ზმანებას ჭეშმარიტი სულიერი გამოცდილებისაგან. ცოდვების მიტევებასა და სინანულთან დაკავშირებით. საეკლესიო გადმოცემა მოგვითხრობს: პეტრე მოციქული მთელი ცხოვრება ტიროდა იმის გამო, რომ სამგზის უარყო უფალი. ყველა დიდი მოღვაწე ცხოვრებას სინანულში და ტირილში ატარებდა. სინანული გვჭირდება არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტული ცოდვის მისატევებლად, არამედ ჩვენი სულის ასაღორძინებლადაც, ვნებებისაგან განსაწმედად, ღმერთთან მისაახლებლად, რათა ვიქცეთ სული წმიდისთვის განწმენდილ ტაძრად, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი. ასე რომ რას ნიშნავდა იმ არქიმანდრიტის მიერ სმენილი, ჩვენ ვერ დავადგენთ, მაგრამ მე ამ სიტყვებში ქრისტიანობის საწინააღმდეგო ვერაფერი დავინახე. აღსარების საიდუმლოში ჩვენც ვიღებთ ცოდვათა მიტევებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინანული და მოღვაწეობა სულის განსაწმედად აღარ გვჭირდება. რაც შეეხება საზვერეებს. ცხადია, საზვერეების არსებობა ან არ არსებობა კი არაა მთავარი, მთავარი და საგულისხმო აქ სხვა რამეა. დღეს მავანნი ძალიან აქტიურად თესავენ აზრებს, ვითომცდა მეცნიერული კვლევა-ძიების საფუძველზე, რომ ეკლესიაში ბევრი რამ საეჭვო და გადასახედია, და არა მარტო წმიდა გადმოცემას აყენებენ ეჭვს ქვეშ, თვით წმიდა წერილსაც არ ინდობენ, და აი ასევე დააყენეს ეჭვს ქვეშ სწავლება საზვერეებზე, თურმე ეს სწავლება გნოსტიკოსებისგანააო გადმოღებული. არადა აბა დაუკვირდით, საითკენ მივდივართ. ჩვენ გვწამს, რომ ეკლესიას სული წმიდა განანათლებს, რომ პავლე მოციქულის თანახმად იგია „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“. და თუკი ვერწმუნებით ამ ახალ განმანათლებლებს, მაშინ გამოდის, რომ ისეთი მამები, როგორებიც არიან: ანტონი დიდი, ათანასე დიდი, კირილე ალექსანდრიელი, იოანე სინელი, და ა.შ. (თან ყველა ერთხმად, რაც მთავარია!) ასწავლიდნენ არა სული წმიდის მიერ ნაუწყებს, არამედ გნოსტიკოსების, ფილოსოფოსების, ოკულტისტების ზღაპრობებს. თუკი ანტონი დიდმა, სიმეონ მესვეტემ და იოანე სინელმა სულიერი სფეროსი არაფერი იცოდნენ, მაშინ ვიღას ვენდოთ, ვიღას მეშვეობით განაბრძნობს ეკლესიას სული წმიდა? ამ პრინციპით ნებისმიერი სწავლება ეჭვს ქვეშ დგება და შეიძლება გადაიხედოს, და რეალურადაც ამ რეფორმატორებმა უკვე ბევრ ადამიანს აუბნიეს თავგზა, ძალიან ნიჭიერსაც და ძალიან ეკლესიურსაც. ეს რეალობაა და ძალიან საშიში რეალობა. ეს არის რეფორმატორული სული, რომელმაც საკმაოდ ფართო ფენები მოიცვა. განგებ არ მინდა ჩამოთვლა იმ საცდურებისა, რასაც დღეს მეცნიერულის საბურველით ავრცელებენ, რომ უნებურად მათი იდეების გამავრცელებელი არ გამოვიდე; თუმცა ამ ფორუმშიც კარგად ჩანს, რომ არცთუ ბევრია ნაკითხი ქრისტიანი ვინც ამ ფსევდომეცნიერულ ხლართებში არ აბნეულა. ცოტა გრძლად გამომივიდა, მაგრამ უბრალოდ ძალიან მტკივა გული... ასეთია ჩემი აზრი, არავის წყენინება არ მინდა, ხომ მაქვს უფლება საკუთარი, განსხვავებული აზრები მქონდეს??? გლახა ხშირად ამ თემაში მარტო წმ.წერილიდან საუბრობს. ![]() ერთიც,აქ საუბარია,ჰუპალოს სტატიაზე,ვნმეს აქვს განსხვავებული სეხედულება,დაწეროს სტატია,ამის შესახებ............. -------------------- მიყვარხართ!!!
|
მნათე |
![]()
პოსტი
#375
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ერთიც,აქ საუბარია,ჰუპალოს სტატიაზე,ვნმეს აქვს განსხვავებული სეხედულება,დაწეროს სტატია,ამის შესახებ............. მაგას ვყვირი აქამდე, მე არ გამიხსნია თემა, ვიმსჯელოთ ზოგადად თქო, პუჰალოს წინააღმდეგ ვინმემ რამე იცით თქო? ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
mendes masieli |
![]()
პოსტი
#376
|
![]() შეყვარებული კაცი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 ![]() |
არ მაინტერესებს იცი ![]() მარიამ,არ გაინტერესებს,როგორ ფიქრობს ეკლესია???? -------------------- მიყვარხართ!!!
|
rarara |
![]()
პოსტი
#377
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,277 ![]() |
არც ეკლესია ფიქრობს და მრევლსაც უკრძალავენ! მაინც რა ლტოლვაა სიგიჟისკენ, აუ
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#378
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
rarara
ციტატა არც ეკლესია ფიქრობს და მრევლსაც უკრძალავენ! რას უკრძალავენ? ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#379
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მარიამ,არ გაინტერესებს,როგორ ფიქრობს ეკლესია???? არა ბატონო, არ მაინტერესებს, როგორ ფიქრობს პუჰალო ![]() თორემ ეკლესია როგორც ფიქრობს, ისე ვფიქრობ მეც ![]() იმედია არ დამიწყებთ ახლა მტკიცებას, რომ "ვამბობთ პუჰალოს და ვგულისხმობთ ეკლესიას" ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#380
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
rarara
ციტატა არც ეკლესია ფიქრობს და მრევლსაც უკრძალავენ! მაინც რა ლტოლვაა სიგიჟისკენ, აუ რაღაც გაუგებრად საუბრობ (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც) რა შუაშია სიგიჟე ვერ მიხვდი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 05:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი