![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1041
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
მიყვარხარ მეთქი!გითხარი და გაგეცინა
პატარა ხარო... ცოტა ვიტირე შენს ღიმილზე,მაგრამ რაღა დროს მომწონხარ მეთქი გითხარი და.. პატარა ხარო... მოვკვდები მეთქი გითხარი და შემომხადე ჯერ სიკვდილისთვის ,პატარა ხარო... მე რომ მიყვარხართქო და... ჯერ გაიზარდეო... სანთელს დაგინთებთქო და.., ხატი როდი ვარო... შენზე ვილოცებთქო და ღმერთი როდი ვარო... გაგაღმერთებ მეთქი ვიყვირე და გაგიკვირდა ასე გიყვარვარო? თბილად გამიღიმე...როგორ გამიხარდა,ბოლოს უარყავი პატარა ხარო... გული დამიტანჯე,სათქმელი დამიცალე... პატარა ხარო... მე რომ მიყვარხართქო და ხმა აღარ გამეცი,პატარა ხარო... ![]() |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#1042
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
"განა ეს ჩვენი ბრალია"?!
"ტყე შევუნახოთ შვილებსა!" ბავშვებო, ჩვენი ვალია! მამებმა თუ არ იზრუნეს, განა ეს ჩვენი ბრალია?! "ბუნება მბრძანებელია" ბუნება – მთა და ხევია, ბუნება – მინდორ-ველია, ბუნება – საყვარელია, ბუნება – სასურველია! ბუნება – ჩვენი ერია, ბუნება – მშვენიერია, ბუნება – ჩვენი მხსნელია, ბუნება – მბრძანებელია! "სალომე ჩაჩხიანი'' -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
Amuza |
![]()
პოსტი
#1043
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ტანს გეტმასნება სველი ალერდი,
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს და აზიდული მაღალი მკერდით მიეფინები მწვანე ეზოებს. დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი, გაკოცებს ხაო სიმინდის ფოჩის და ატევრილი სხეულმზიანი, როგორც ავაზა, შენ, ტანხურვალი დაეძებ კუროს რომ დაგიურვოს. გხედავ და ვიცი შენი კუნთები დათესლილია ჩემი სურვილით... წამოვიწევი და გავარდები გადალეწილი მხეცის წყურვილით... და გავარდები, დაგედევნები, თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან, შენი ვარ, შენი, მოდი გევნები... მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს აგიყვან ხელში და გადაგისვრი დიდ საწნახელში, რომ შენი ტანით დავჭყლიტო მაგრად მწიფე მტევნები... მაგრამ თვალები, თვალები, თვალები, უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში, ათასი ქალი და ყველა მრუში, აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი, გწყურია ვაჟი, უცხო და უცხო... არა ხარ ჩემი, არ ხარ არვისა, თუმც არასოდეს არ ხარ უარზე. იცოდე მოვგრეხ ნებას ყუაზე, ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისას და შენი თმების წითური მორგვით მიგაბამ მაგრად ცხენის ძუაზე... მაგრამ თვალები, თვალები, თვალები, ეხლა მადონნა, წმინდა, ხასხასა, რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ ? აგამზეურებ, როგორც შუბისტარს ირუბაქიძის.... და ერთხელ კიდევ გასუდრულ მტევანს გაგშოლტავ ლოშნით... -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
k@the |
![]()
პოსტი
#1044
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ავტორები მიაწერეთ ლექსებს გთხოვთ!
Amuza ირუბაქიძეზე გველის პერანგი გამახსენდა. საიდანაა ეს ლექსი? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#1045
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
ო რ ი რ ა მ
პოეტისათვის ორი რამაა ყველაზე განუყრელი, ყველაზე სანუკვარი: პირველი — ქაღალდი, მეორე — მეგობარი... ალბათ იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ჰგვანან... ორივეს ერთნაირად შეუძლია პოეტის ნაფიქრის გაზიარება, მისი აღბეჭდვა გულისფიცარზე და პოეტთან ჭირ-ვარამის გაყოფა... ქაღალდი მეგობარივით ერთგულია, მეგობარი კი — ქაღალდივით.... 1989 წ. 20 მარტი რატი (ტატო) ნინუა -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1046
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
ადამიანი ,როგორც არსება
სილამაზისთვის,როდი ფასდება თუ, იგი არის სულით ლამაზი ცხოვრება,მხოლოდ მას უფასდება შენ ადამიანს სილამაზით ,ნუ შეაფასებ ეგ სილამაზე ,ზოგჯერ კიდეც დამღუპველია ადამიანი ,სულით უნდა იყოს ლამაზი სული აშენებს,რაც სილამაზეს დაუნგრევია კარგი როცა,ვიღაცას ელი უფრო კარგია ,როცა გელიან და რომ მიიღებ ჩემგან ამ მესიჯს მიხვდები, ვიღაც ვერ შეგელია გჯეროდეს,მე შენთვის სიკეთეს ვისურვებ და ამ დღეს უბრალოდ 4 რამეს გისურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ულევ სიხარულს ბედნიერ მომავალს და ლამაზ სიყვარულს ჯერ არ დაიჯერო და თუ დაიჯერებ ,მას არ დააჯერო ,რომ მის დაიჯერე |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1047
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
მე თუ ფერმკთალი ვარ,შენთვის გავწითლდები
და თუ ამაყი ვარ,შენთვის ავტირდები მე თუ პატარა ვარ,შენთვის გავიზდები და თუ ჭკვიანი ვარ ,შენთვის გავგიჟდები და თუ გავგიჟდები,ამას დაკპირდები თუ კი შემიყვარებ,ფეხქვეშ გაგეგები შენს თავს გეფიცები... თუკი შექცივდება,მაში მზე ვიქნები სიცხე შეგაწუხებს?მაშინ ზღვა ვიქნები ჩემით გათბები და ჩემით გაგრილდები სხვა შეგიყვარდება?შენ ნუ დაფიქრდები იბედნიერე და მსხვერპლი მე ვიქნები |
nino_ni |
![]()
პოსტი
#1048
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ძნელია როცა ტირილი გინდა,
ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ, ძნელია როცა სიცილი გინდა, და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია როცა თვალები სველი, ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა, ძნელია როცა ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა....... ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
Amuza |
![]()
პოსტი
#1049
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
* * * ბედმა უცნობი გზით გამაქანა, თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი… და, როგორც კარტში აგურის ქალებს გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის. მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, მაგრამ დღეები, როგორც ქურდები ჩემს შეპირებას ანადგურებენ. და სადმე ტყვია თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების. ყველა სენტიმენტალურს -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1050
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
მე ვაგვირგვინებ ყველას სიყვარულს
არ მინდა ვინმე ეული ვნახო მე სიყვარულის ელექსირს არ ვფლობ მე სიყვარულის მეფე ვარ ხალხო. უსიყვარულოდ სევდიან გულებს უსიყვარულოდ ცრემლიან თვალებს ვიპოვი ვფიცავ ასეთ ვაჯკაცებს და დედოფლებად დავუსვამ ქალებს. მე სიყვარულის მშვილდი მაქვს ხალხო მაქვს სიყვარულის ოქროს ისრები დღეში ათ გოგოს და ათ ბიჭს ვსტყორცნი რომ შევაერთო მათი ფიქრები. მე ვაგვირგვინებ ყველას სიყვარულს არ მინდა ვინმე ეული ვნახო დაიმახსოვრეთ ჩემი სახელი მე სიყვარულის მეფე ვარ ხალხო უხერხულია შენ გერქვას ქალი შენში დევს ძალა რაღაც ღვთიური ქვეყნად ბევრია ლამაზი მაგრამ შენ ხარ ყველაზე ფანტასტიური. აეკიდება ყველა პოეტს შენი ზმანება შენი თვალებით შეიქმნება მუზა ულევი შენი ღიმილი გააღვივებს გრძნობას მიმალულს ამოიფრქვევა პოეზია გამოულევი. ძვირფასო შენთვის არ არსებობს ალბათ ოცნება რადგან ოცნების დედოფალი თავად შენახარ თვით რუსთაველიც კი დაწერდა ახალ პოემას შენი უმანკო სილამაზე რომ დაენახა. ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი ყოველი კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი ზოგი მათგანი სევდიანი გგიცქერს დუმილით ზოგი მათგანი იტანგება შენი წყურვილით შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას, ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება შენს სილამაზეს ანგელოზიც დაემონება. |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1051
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი... გითხარი... გეწყინა,ბავშვივით გაწითლდი, ბავშვივით დამტუქსე თან: რა ცუდი ყოფილხარ... მომეშვი... გამცილდი... როგორ გამიბედე თქმა. არაო,თავს იქნევ,სასტიკად უარობ, მეძახი ცუდსა და შლეგს, მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ როგორი კარგი ხარ შენ შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე? მოგისმენია გრიალი ზღვისა? იგი ბრაზდება საკუთარ თავზე როცა სიყვარულს უცქერის სხვისას. იცი რად არის გაბრაზებული? რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს? ზღვასაც ჰყოლია შეყვარებული და მერე რწმენა დაუკარგია. საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე საკუთარ გულში დაუმარხია. და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე როცა სიყვარულს უცქერის სხვისას. საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით და ეს გრიალი დარდია ზღვისა. |
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1052
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
* მე დაჭრილი ვარ, უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი *
![]() -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1053
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
***********************************************************ტკივილი
, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური. უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი, თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა, ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი... ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა. მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით??? -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
Amuza |
![]()
პოსტი
#1054
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემს სამახსოვროდ სააქაოზე რჩებოდე. გიმღერდენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე. ჩემო სახელო, ამქვეყნად დიდხანსამც იხსენებოდე, ჩემო ნათქომნო სიტყვანო, ნეტავი, გახქვეყნდებოდე, და ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე, გულო დარდითა, წყეულო, ნეტავ, არ დაშავდებოდე, სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გასხთოვდებოდე! ნეტავინ, გულო კაცისავ, ძრიელ არ დაღონდებოდე, ფიქრო, შენ არა მტანჯავდე, როდისაც ჩავგონდებოდე. სუყველას გაუხარდება, რომ უდროვოდა ვკვდებოდე? იქნება, იყოს მისთანა, რომ მას არ ვავიწყდებოდე, ჩემზედ იტიროს მწარედა, ყოველთვის ვაგონდებოდე, ბევრჯერ მიტიროს გულითა, მანამდის დავმიწდებოდე?! ერთ ეგეც უნდა ვიფიქრო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა, ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა? მე ამას ვამბობ და ფიქრიც უთუოდ მინანდვილებსა, დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა. თუმც ნათესავნი, და-ძმანი, აღარ აისხმენ ღილებსა, ბოლოს კი დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა. თუმც ცოლიც კარგა მიტირებს, ქვეყანას გააკვირებსა, ცოტა ხნის შემდეგ ისიც კი სხვას ვისმე გაუცინებსა. მეზობელებიც მიტირებს, ძალად დაჰკრეჭენ კბილებსა, კიდევაც ვიტყვი, დედის გულს მე ვერვინ გამაცილებსა, სუ იმის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა. და სხვას მე ვის რა მოვკითხო? სუყველა მოილხინებსა, მალე დაუსმენ თითებსა თავის ფანდურის სიმებსა. ვენაცვლე ძუძუთ გამზდელსა, გულით ის დამიტირებსა! დედას ვუყვარვართ და დედა არ გვაგონდება შვილებსა, იმათა გვტანჯავს უფალი, ყოველთვის გვაცოდვილებსა. მიხა ხელაშვილი 1919 წელი. ბარისახო -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Amuza |
![]()
პოსტი
#1055
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
მოვა სიკვდილი უჩინო
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება, ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება. იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა. შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა. შენიშვნა: ხალხური ლექსი, რომლის ბოლო, წითლად გაფერადებული სტრიქონები ეკუთვნის მიხა ხელაშვილს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
T I K O |
![]()
პოსტი
#1056
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
Amuza
ციტატა ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემს სამახსოვროდ სააქაოზე რჩებოდე. გიმღერდენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.... http://church.ge/index.php?showtopic=4000&st=40 მაგ ლექსზე ამ თემაში დავწერე ადრე ხელაშვილისაა-თქო და შემისწორეს შალვა ახალციხელის არისო, ისე ხელაშვილის კრებულშია შესული ![]() როგორც ჩანს, რამდენიმე სტროფი მიამატა ბატონმა მიხამ -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Amuza |
![]()
პოსტი
#1057
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
Amuza http://church.ge/index.php?showtopic=4000&st=40 მაგ ლექსზე ამ თემაში დავწერე ადრე ხელაშვილისაა-თქო და შემისწორეს შალვა ახალციხელის არისო, ისე ხელაშვილის კრებულშია შესული ![]() როგორც ჩანს, რამდენიმე სტროფი მიამატა ბატონმა მიხამ მთლიანად მიხა ხელაშვილის არის, უბრალოდ მცდარი ვერსია გაავრცელეს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#1058
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები ერთად წამართვი ყველა გრძნობა თუკი გწადია, ამითი მაინც არაფერი შეგემატება, წაურთმევლადაც შენი არის რაც გამაჩნია, რადგან თავადაც შენ გეკუთვნი ჩემო არსებავ. თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა, მადლობას გეტყვი სულში ასე რომ ითარეშე, მაგრამ ვაი თუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე. შენდობას გეტყვი მშვენიერო ჩემო მძარცველო, სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო, მე მირჩევნია გულახდილმა ზიზღმა გამთელოს, ვიდრე მიჯნურის უსაფუძვლო წყენამ დამდაღოს, მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს კიდეც რომ მომკლა შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ |
kh@tia |
![]()
პოსტი
#1059
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 28-March 08 წევრი № 4,349 ![]() |
არ ვყვარებივარ ისე არავის
როგორც მე ვგრძნობდი ამ ცეცხლს თავიდან, ეჭვის ლეკები მომიპარავენ და წამიღებენ ლამისყანიდან. მაინც მოვაღწევ კვლავ ფეხშიშველი შენთან, რომ ღამე გითიო თორემ შენ სად გაქვს ჭერი იმხელა მე სემიფარო და დამიტიო. -------------------- აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე. |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1060
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციცო
მურმან ლებანიძე წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _ შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ! მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო! მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო! ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია, თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია! ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი, ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია. როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _ ციცო ისეთია! წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _ შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ! ამ თემისთვის არატრადიციული შინაარსის და ხასიათის ლექსი კი შემოგთავაზეთ მაგრამ იმედია არ გაწყრებით ![]() ციტატა როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _ ციცო ისეთია! გენიალურია , ამას მოფიქრება ხო უნდა : ) მიყვარს მურმან ლებანიძე მეშინია! მურმან ლებანიძე ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი, ცარიელა ეს პარტახი საიგავო, მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს! შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები, ძაღლი არ ჰყეფს, ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს! ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები, ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს! ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი არ ჩააქრო, არ ჩააქრო! _ გაფიცებდი. არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! _ დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი, დამიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი! " მე ლექს ვუწოდებ მოვარნილ მეწყერს როგაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს " ტანს გეტმასნება სველი ალერდი, ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს და აზიდული მაღალი მკერდით მიეფინები მწვანე ეზოებს. დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი, გაკოცებს ხაო სიმინდის ფოჩის და ატევრილი სხეულმზიანი, როგორც ავაზა, შენ, ტანხურვალი დაეძებ კუროს რომ დაგიურვოს. გხედავ და ვიცი შენი კუნთები დათესლილია ჩემი სურვილით... წამოვიწევი და გავარდები გადალეწილი მხეცის წყურვილით... და გავარდები, დაგედევნები, თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან, შენი ვარ, შენი, მოდი გევნები... მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს აგიყვან ხელში და გადაგისვრი დიდ საწნახელში, რომ შენი ტანით დავჭყლიტო მაგრად მწიფე მტევნები... მაგრამ თვალები, თვალები, თვალები, უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში, ათასი ქალი და ყველა მრუში, აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი, გწყურია ვაჟი, უცხო და უცხო... არა ხარ ჩემი, არ ხარ არვისა, თუმც არასოდეს არ ხარ უარზე. იცოდე მოვგრეხ ნებას ყუაზე, ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისას და შენი თმების წითური მორგვით მიგაბამ მაგრად ცხენის ძუაზე... მაგრამ თვალები, თვალები, თვალები, ეხლა მადონნა, წმინდა, ხასხასა, რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ ? აგამზეურებ, როგორც შუბისტარს ირუბაქიძის.... და ერთხელ კიდევ გასუდრულ მტევანს გაგშოლტავ ლოშნით... მაგარია -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 09:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი