IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 62 63 64 65 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
nino_ni
პოსტი Sep 27 2008, 05:27 PM
პოსტი #1247


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.










უკანასკნელი მატარებელი

ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატერებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.

ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, -
რა საჭიროა ახლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.

აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, -
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის,
ნუთუ არვინ არს, პოეტის მეტი?



უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
გ.ტაბიძე

ყველასთვის ნაცნობი ლექსი,რომელიც მე ძალიან მიყვარს smile.gif




მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!






ქარი ჰქრის....

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..




--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilarionis shtamomavali
პოსტი Sep 27 2008, 06:51 PM
პოსტი #1248


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 1-May 08
წევრი № 4,708



'' რატომ მიყვარხარ,თუ ვიცოდე,დამექცეს სახლი!
რატომ ვწერ შენზე, თუ ვიცოდე,გამიხმეს ხელი!
ორი სიპი ქვა მიჭირავს და საფეთქლებს ვახლი,
შენ გახსენებ და....
გამოჭრილი შენგნით მაქვს ყელი!''-მ.ლებანიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Sep 27 2008, 07:53 PM
პოსტი #1249


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ლულუ
ძალიან ლამაზი ლექსებია... ავტორიც მიაწერე რა გთხოვ smile.gif kiss1.gif


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Sep 27 2008, 09:52 PM
პოსტი #1250


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477







მოდის ქვეყნად ერთი მზერა-
მზერა მზერა მზერათა
რაშო რერა, რაშო რერა, -
რაშო რერა და...

განთიადმა მოიმღერა ის სიშორე რა -
ისმის მისი რაშო რერა,
რაშო - ორერა...

მზემ მსოფლიოს ბედისწერა შეაფერადა,
რაშო რერა, რაშო რერა,
რაშო რერა და...



გალაკტიონი






--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Sep 29 2008, 12:45 AM
პოსტი #1251


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ეს ლექსი ,ჩემმა მეგობარმა მომიძღვნა,ძალიან მომწონს და მიყვარს,იმედია თქვენც მოგეწონებათ.

თბილი ღიმილი,..თბილი მზერა,..თბილი თვალები
მოულოდნელი შეხვედრებით შემკრთალი ბავშვი!..
გაუმხელელი სიყვარული,...მხურვალე გრძნობა
და წამიერი აღტაცება მიწიდან ცაში!

სევდიან თვალებს მოწყვეტილი სპეტაკი ცრემლი
და გრძნობებისგან ნაწამები პატარა ბავშვი!
წმ.ნიკოლოზს ნავედრები შავი თვალები
და ფორიაქა ნაბიჯები ტაძრიდან სახლში!..

წრფელი ოცნება,ჩუმი ნატვრა,მხურვალე ლოცვა
და დაპირება,რომ არასდროს არ გაცვლის სხვაში!
გულუბრყვილობით დაბნეული თაფლის თვალები
და გადაკარგვა მღელვარების უძირო ზღვაში!...

უმთვარო ღამე,მასზე ფიქრით გამტყდარი ძილი
გაურკვევლობის ფორიაქი ქუჩაში,სახლში!.
მერე,იმედებს აყოლილი ჯიუტი ფიქრი
და ოცნებებით გადაღლილი პატარა ბავშვი!...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia*
პოსტი Sep 29 2008, 12:56 AM
პოსტი #1252


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 19-May 08
წევრი № 4,862



როცა შხამიან ნესტარს გიტოვებ,
შენ წყენა გრჩება და ტკივილი,
მაგრამ იცოდე...
უფრო მეტად ვსჯი ჩემ თავს თვითონვე...
ნესტარს ვიტოვებ
და ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს ...

(შოთა ნიშნიანიძე)

ps. ეს ლექსი ჩემ თავს მახსენებს cray.gif


--------------------
საქართველო ჩვენია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2008, 05:08 PM
პოსტი #1253


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"................................................................

ხედავთ, არწივი ძველებურად ვეღარ არწივობს...

ვაითუ ყორნებმა ლუკმა-ლუკმა დაინაწილონ...

შენ გევედრებით, დედავ ღვთის, და ყველას, წმინდანებს:

გამოგვიდარეთ ჩვენს მამულში, გამოგვიდარეთ!"


/მარიკა ბარათაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Sep 30 2008, 12:47 AM
პოსტი #1254


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



* * *
კიდევ რამდენ ხანს მეყოფა,
ნეტავი, მაინც ვიცოდე,
ეს მოგონილი შლეგობა,
ეს მოგონილი სიცოცხლე.
იქნებ წერილი მაღირსო,
სულ ერთი სიტყვა ღარიბი;
ნელა ჩაივლის აგვისტო,
ფეხმძიმე დედოფალივით.


თამაზ ჭილაძე






მხარე ვაზებში გამოხვეული

ყანა კახური, ათქვირებული,
და ყამირები ყარაიასა,
ვაზი, თორმეტი ფურის ნაწველი,
დასხმული ოქროს ბარძიმივითა,
წინანდლის ღვინო დედისრძიანი,
თაფლი-ხეებზე ჩამოღვენთილი
ბროწეულის ტყე წყაროებითა,
ცა-არწივების კლანჭით გარტყმული,
მთები-ფერადი დროშებივითა,
ნაციხარები ქვასისხლიანი.
მხარე-ნათხარი საძირკველების,
მხარე-სარკინე ფალავნებისა,
მხარე-ვაზებში გამოხვეული,
იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ბავშვობის,
ფერფლი ლერწამის ნაცარივითა.


გოგლა ლეონიძე


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Sep 30 2008, 07:18 PM
პოსტი #1255


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477










ციტატა(ლულუ @ Sep 29 2008, 12:45 AM) *

ეს ლექსი ,ჩემმა მეგობარმა მომიძღვნა,ძალიან მომწონს და მიყვარს,იმედია თქვენც მოგეწონებათ.





ძალიან ლამაზი ლექსია smile.gif















მე ახლა მივხვდი, არ იბინდება,

რაც ერთხელ სულში ვნებად იალებს,

დღეს უთენია წვიმამ წამიღო

და ჩემს წარსულში მახეტიალებს.

ზოგჯერ მძულდი და ზოგჯერ მიყვარდი,

და გულში დამრჩა ხაზი წყვეტილად.

ახლა ხსოვნაში ინთები ხშირად,

გარდასულ დღეთა ნათელ წერტილად.

უცხონი გავხდით და არ ღირს განსჯა,

თუ რა შევცოდეთ ვინ ვის წინაშე....

რად გამახსენდი? - გნატრობდი ხოლმე

ჩუმად გნატრობდი....... ასეთ წვიმაში....









--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Sep 30 2008, 09:27 PM
პოსტი #1256


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ხეს მოსწყდა ფოთოლი...ნეტა რა იდარდა?!
ეს გული დაღონდა...იქნებ სხვა უყვარდა...
ხეს მოსწყდა ფოთოლი, ის ქარმა მოწყვიტა...
ტიროდა ეს გული...ცრემლი ვინ მოწმინდა?!
ქარი ქრის და ფოთლებს ძალუმად აქანებს...
მივდივარ და გულიც რაღაცას მაბარებს...
ხეს მოსწყდა ფოთოლი და როგორ განვიცდი?!
მიტირის ეს გული...რატომ? ეს არ ვიცი...
ხეს მოსწყდა ფოთოლი ნეტა ვინ იდარდა???
მე სხვასთან რა მინდა?! მე ხომ ის მიყვარდა...
აჰა, ეს სანთლები, ოღონდაც არ ჩაქრეს!
სხვასთან მე რა მინდა, თუნდაც ის შენ გგავდეს...
მიდიხარ და მტოვებ....წყვდიადი ბნელია...
წაიღე ეს გული, გაგათბობს, ცხელია...
იქნება მოგწყურდეს, წყალს კი ვინ მოგიტანს?
წაიღე ეს ცრემლი, ის წყურვილს მოგიკლავს...
წასულხარ და გული ლოდინით დაღლილა
შეხედე ახალი კვირტები გაშლილა...
მე გული ტრფობისთვის, ერთისთვის გავხსენი...
კვლავ ცვივა ფოთლები... და მერე რამდენი





ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე, კენჭები გვიკრეფია დიდხანს...
გადაგვირჩევია და გადაგვიყრია, ულამაზოა გვითქვამს...
მაინც რა ვყოფილვართ ადამიანები ცხოვრებას კენჭებივით ვსინჯავთ...
ზოგჯერ გულწრფელი სიყვარულისთვის ხელი უმიზეზოდ გვიკრავს
და როცა მიზეზს გვეკითხებიან...ულამაზოა-გვითქვამს...


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 1 2008, 12:51 PM
პოსტი #1257


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



უცნაური ზამთარი


უცნაურია,
ჩუმად მიდის შენი ზამთარი,
ვიღაც ამთქნარებს ბიბლიასთან - უცნაურ წიგნთან;
უცნაურია,
ცხოვრებას რომ ისე ამთავრებ,
სულ ყველაფერის ხელახალი დაწყება გინდა.
უცნაურია,
რატომ კვდება თავად ავდარიც
და ვერა ხვდები, რას დაარქვეს იმედი ყოვლის.
უცნაურია,
ისე მიდის შენი ზამთარი,
ერთხელაც კი ვერ შეიგრძენი სიწმინდე თოვლის.

გაგა ნახუცრიშვილი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Oct 1 2008, 04:41 PM
პოსტი #1258


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ლულუ
ძალიან კარგი ლექსიაა!!!!!!!!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Oct 2 2008, 08:04 PM
პოსტი #1259


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



რომელი საათია?


ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
გ.ტაბიძე




მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა,ამას გევედრები
გ.ტაბიძე


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 3 2008, 08:27 PM
პოსტი #1260


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ბავშვობაში მიხეილ ქვლივიძის ყრდამოცლილი კრებული მქონდა ჩანახატებით. მახსოვს როგორ მომწონდა ამ ლექსების კითხვა რო არაფერი ვთქვა ჩანახატებზე ხოდა იმ დღეს როცა ეს მოგონება ქვლივიძის ყრდამოცლილ წიგნზე ამოტივტივდა გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძებნა ჩემი აზრით ამ საკმაოდ საინტერესო პოეტის შემოქმედება წავაწყდი კიდეც თუმცა ის რაც ვნახე ძალიან ცოტაა და არაფერს ამბობს ამ ადამიანის შემოქმედებაზე მოძიებულიდან ერთ ერთს გთავაზობთ თუ თქვენც იცით და მოგწონთ ქლივიძის პოეზია გამიხარდება თუ რამე კარგად მივიწყებულს გამახსენებთ : )))


ვაპირებ ცხოვრებას
მიხეილ ქვლივიძე
ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!

ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.

ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...

ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე
როდემდე...
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...

და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Oct 4 2008, 04:01 PM
პოსტი #1261


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



Nefertiti
nuca_ge
მადლობთ,რომ ჩემი ლექსი მოგეწონათ.ყველას ლამაზი ლექსები გიწერიათ.

ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი.
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას.
თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გაგცემ და გრძნობით გეტყვი
რომ გაპატიებ მე დღეს ყველაფერს.
შენ უფრო მწარესდ აქვითინდები
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ რომ ვერაფერს ვერ დაგპირდები
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 4 2008, 04:22 PM
პოსტი #1262


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ბავშვებო,საკუთარი ლექსები მეზობელ თემაში დავდოთ რა: ''ფორუმელთა პოეზია ჰქვია

http://church.ge/index.php?showtopic=1852&st=160


smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qalbatonimrcheveli
პოსტი Oct 4 2008, 08:35 PM
პოსტი #1263


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 30-September 08
წევრი № 5,749



არაჩვეულებრივი ლექსია მ. ქვლივიძის,თუ კიდევ მოგეპოვებათ გთხოვთ დადოთ.მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Oct 5 2008, 04:00 PM
პოსტი #1264


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



სადა ხარ? სევდა მომერია, როგორ მენატრები,
მწყურვალს წყალი რომ მოენატრება უდაბნოში - ისე მენატრები.
იცნების კოშკებში შენთან შეხვედრა ბევრჯერ ამიგია.
მითხარ სად გეძებო, რომელ გზას დავადგე ვეღარ გამიგია . . .
შენი გაღიმება ისე გამაცოცხლებს, ისე გამახარებს,
მოდი ძველებურად ისევ გამიღიმე, ისევ გამახარე . . .
სადა ხარ . . . სევდა მომერია, როგორ მედარდები,
მომაკვდავს სიცოცხლე რომ მოენატრება, ისე მენატრები.

შენ რომ გიყვარვარ, ეს ვიცი თორემ
შევიყვარებდი სხვა ვინმეს მაშინ.
სევდიან თვალებს რა ვუყო თორემ,
დარდს და სინანულს გაუძლებს კაცი.
მდინარე მოჰქუხს, არ ვეძებ ფონებს
ცხოვრება არის, ო, როგორ მკაცრი
ნაღვლიან თვალებს რა ვუყო თორემ
დარდს და სინანულს გაუძლებს კაცი.
ნატვრა ტკბილია, ყველაზე ტკბილი
უკამკამესი როგორც მთის წყარო,
ნატვრა იგია, როცა გიყვარს და
უფლება არ გაქვს, რომ შეიყვარო...

იცი?- შენთან იოლია სუნთქვა და
იცი? შენთან იოლია ყოფნა...
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?"
იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა
და სხვაგვარად მომეპარა ღამე...
და სანამ ძილს უმკლავდება თვალები
დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..
და სიზმარში მოგეპარო მალულად
არ მელი და არ მიცქერი როცა...
დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა
ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა
იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი
მენატრები, გეძახი და გიცდი
მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და...
ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?.

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი... დამაგვიანდა!
წლები მათოვს და ქრება ღიმილი,
უხეშად მაცლის ფერებს ყოველ დღე...
ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი
მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?
აათასფერდა თავში ფიქრები
ერთიდან იქცა ტკივილი ასად...
წლები გავა და მერე მიხვდები,
რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად.
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან..

რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...

რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას, მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...

რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...

რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...

შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilia003
პოსტი Oct 5 2008, 04:16 PM
პოსტი #1265


LELO
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 21-April 07
მდებარ.: TBILISI.didi digomi
წევრი № 1,708



http://up.jeje.ge/download.php?id=4EA8BD133


--------------------
" ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"

"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან
დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 5 2008, 08:42 PM
პოსტი #1266


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ლულუ
ვისი ლექსია?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 62 63 64 65 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2026 - 10:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი