IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 97 98 99 100 101 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ლურჯი ბუ
პოსტი Apr 8 2010, 09:37 PM
პოსტი #1961


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ბედისწერის ცხენი

თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
მაგრად არის ჩარჭობილი პალო,
ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით
სადღაც მივალთ, რაღაცაზე ვწვალობთ.
თოკს ვერ გაწყვეტს ბედისწერის ცხენი,
პალოს მაღლა არ გაუშვებს მიწა,
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
ტრიალებს და გვატრიალებს ჩვენც,
ცა არ მოჩანს მაღლა ასაფრენი,
თოკი იჭერს ბედისწერის ცხენს.
ბედისწერა ხარხარებს და ხარობს,
კარგად იცის, ვინა ვართ და რა ვართ,
ერთხელ უნდა მიწა ამოთხარონ,
თოკის ბოლო სამარისკენ გვწევს.
და ერთხელაც, გაილევა თოკი,
ბედის ცხენით გაფრინდება სული,
გასრულდება დღენი ჩვენი ყოფის
და დადგება მარტოობა სრული.

[გოდერძი ჩოხელი]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 12 2010, 06:06 PM
პოსტი #1962


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



დღეს 81 წელი შეუსრულდა მუხრანს.



***

ვერ შეედრება ვერაფერი ამქვეყნად შაირს!
პროზა?!
ესეი?!-
რისი ფლავი,
რისი ბოზბაში?!
რაიცა იყო,
რაცაა და
იქნება რაიც,-
მოქცეულია ერთ ჯიგრიან კალმის მოსმაში!

ვალდებულია,-
პოეტს ყველა მოეპყრას ნაზად,
ის სამშობლოსას წარმოადგენს
რამეთუ ლაზათს.

მწარე სინანულს განიცდიან
ყველანი ახლა,
ვინც არ ჩააგდო
თავის დროზე პოეტი ძაღლად:

ხონთქარი,-
პოეტს არ უბოძა
რომელმაც კვართი,
მებაღე,-
პოეტს არ მიართვა
რომელმაც ვარდი,
ქალწული,-
პოეტს არ აღირსა
რომელმაც ხელი,
მეჯოგე,-
პოეტს არ ათხოვა
რომელმაც ცხენი.

ვერ შედრება ვერაფერი ამქვეყნად შაირს!
პროზა?!
ესეი?!-
რისი ფლავი,
რისი ბოზბაში?!
რაიცა იყო,
რაცაა და
იქნება რაიც,-
მოქცეულია ერთ ჯიგრიან კალმის მოსმაში!


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Apr 28 2010, 06:42 PM
პოსტი #1963


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ცოტა უცხოურზეც გადავიდეთ happy.gif

რადიარდ კიპლინგის "If" rolleyes.gif


If


If you can keep your head when all about you
Are losing theirs and blaming it on you,
If you can trust yourself when all men doubt you,
But make allowance for their doubting too;
If you can wait and not be tired by waiting,
Or being lied about, don't deal in lies,
Or being hated, don't give way to hating,
And yet don't look too good, nor talk too wise:

If you can dream - and not make dreams your master,
If you can think - and not make thoughts your aim;
If you can meet with Triumph and Disaster
And treat those two impostors just the same;
If you can bear to hear the truth you've spoken
Twisted by knaves to make a trap for fools,
Or watch the things you gave your life to, broken,
And stoop and build 'em up with worn-out tools:

If you can make one heap of all your winnings
And risk it all on one turn of pitch-and-toss,
And lose, and start again at your beginnings
And never breath a word about your loss;
If you can force your heart and nerve and sinew
To serve your turn long after they are gone,
And so hold on when there is nothing in you
Except the Will which says to them: "Hold on!"

If you can talk with crowds and keep your virtue,
Or walk with kings - nor lose the common touch,
If neither foes nor loving friends can hurt you,
If all men count with you, but none too much;
If you can fill the unforgiving minute
With sixty seconds' worth of distance run,
Yours is the Earth and everything that's in it,
And - which is more - you'll be a Man, my son!



--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 29 2010, 06:25 PM
პოსტი #1964


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ერთი "ლეკი" ბიჭი ჰყავდა იმ გიორგი კუჭატნელსა,
ბეჭებში დამბაჩა დასცა,პირში ბოლი გავარდესა..

აი,აი,...ასეთი ღალატი!!!თან ზურგიდან მიეპარა


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი May 11 2010, 09:24 PM
პოსტი #1965


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



უხმო და შორეული მონოლოგი მის უწმიდესობას

არ ვიცი, რატომ... მაგრამ ყველაფერს აზის ტკივილის რუხი ბეჭედი,
გადაავიწყდა ზეცას ღიმილი და ცა უჭირავს ღრუბელს ბეჭებით.
უცებ სულიდან დაიქცა წვიმა და აერიათ გზები იმედებს,
გული ჩაჩუმდა და მოიწყინა, მზე ერთ სხივსაც რომ ვეღარ იმეტებს...
სამყარო თითქოს ამოტრიალდა, კომპასი უგზო-უკვლოდ ტრიალებს,
სიკეთე დაგვრჩა გაღმა ნაპირთან,( რა ეშველებათ ადამიანებს?!)
ჩვენი სიცოცხლე ისე გარუხდა, რომ ძალა ხდება თავი და ბოლო,
ვიცინით, ვტირით, ვლაღობთ თუ ვწუხვართ - მასკარადია მხოლოდდამხოლოდ!
...და რწმენის კოდი- ტოტი იისა, სულში სურნელად მიმოფრქვეული,
ხსნა - მხოლოდ თქვენი მაღალი მზერა, სახარება... და ლექსთა რვეული.
ასე მგონია, გაწყალდა სისხლი, ზნეკეთილი და ლამაზი ერის,
ბანის გუგუნით ზეცას სწვდებოდა და დღეს უმწეო კრინით რომ მღერის.
ძილშიც, ღვიძილშიც მტკივა სამშობლო, რადგან ბოროტი ძალუმარესობს,
რა გვეშველება, იქნებ გვიბრძანოთ- უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო !
განცდით დაღლილი გონება როცა (იშვიათწილად) მიმოიფხიზლებს,
თვალებში მრჩება ცრემლთა არილი და უსაშველოდ ცისფერი სივრცე.
მერე...ხმა..თბილი, სულშიჩამწვდომი, მიღმა ქვეყნიდან აქეთ მხმობელი,
ყველა დარდის და ყველა ტკივილის უსათუთესად განმაბრძნობელი.
სიკეთით სავსე ბგერა და მზერა ანგელოსივით სულში ალერსობს,
თქვენ ჩვენდა სასოდ! ჩვენ თქვენდა ლოცვად! - უწმიდესო და უნეტარესო!
მოდიხართ ჩვენთან, ცოდვილ შვილებთან,(შურს, გესლს და ბოღმას რომ ვერ ვიოკებთ),
გვბანთ ჭრილობებს და თრგუნავთ ქიმერას, მზის მალამოს სცხებთ სულის ღიობებს...
გვპატიობთ ყველა ვნებას და წყენას, გრიგალებს - სულში რომ დათარეშობს,
დიდება მაღლა!... დაბლა-კი თქვენა! უწმიდესო და უნეტარესო!


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი May 12 2010, 11:37 AM
პოსტი #1966


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს...

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს
და ეს დროა უმძიმესი ლოდი.
დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე
და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.

აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც
და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.
რა ქარია, რა სიცივე დადგა
და დღეიდან ზამთარია, დაო!

და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,
დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.
ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი
და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.


[ტერენტი გრანელი]


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი May 12 2010, 03:47 PM
პოსტი #1967


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



მე შენ არ გეტყვი


მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან.
ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან


მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს?
ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს.


ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს;
სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს.


ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად,
მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!


[ალექსანდრე ჭავჭავაძე]


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 12 2010, 07:25 PM
პოსტი #1968


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



დღეს ქარს მიაქვს ყველაფერი აქ,
შენ გგონია ყველაფერი მაქვს?
მე მარტო ვარ - სიყვარული მინდა
დაწვრილებით რომ მოგიყვე გინდა?
კარგი. მე უკვე ვარ გასროლილი ტყვია,
ბრძოლის ველზე ნელთბილად, რომ გდია.
მე თოფი ვარ, გატეხილი ლულით,
და კაცი ვარ - გახვრეტილი ყურით.
დღემდე ვებრძვი ჩემში, ავს და ბოროტს
შენ გგონია თავს მოვიკლავ ბოლოს.
არა, ჩემში ისევ დარჩა ძალა,
თუ ბოლომდე სიცოცხლემ მაცალა
რას ვიზამდი მერე ასეთს არა?!
ვინმეს მაგრად ვაკოცებდი, სხვა რა?!
სიყვარულო - შენ გეძახი გესმის?
უგულობა, ისევ ტალახს მესვირს.
თუ მიშველის, ისევ შენი სითბო.
შენს გარეშე ვერ ვიქნები, მესმის.
აღარავინ აღარ მიყვარს მგონია,
არც ის, არც სხვა არც ის შენ, რომ გგონია,
ვგრძნობ საკუთარ თავსაც აღარ ვუყვარვარ.
დამეხმარე, ეს ხომ თითქმის ომია.

cool.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 12 2010, 10:54 PM
პოსტი #1969


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ნახეთ ეს ვიდეო ბოლომდე.

http://www.facebook.com/profile.php?id=100...?v=142391295468
იქნებ თქვენი აზრი დააფიქსიროთ

აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 12 2010, 11:11 PM
პოსტი #1970


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



abo
Video Unavailable

ესაო და რა ვნახო biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 12 2010, 11:41 PM
პოსტი #1971


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



სითბო კარგია მაგრამ უნდა გახსოვდეს სხვაც
ვისაც ეძახდი ძმას
ფული კარგია მაგრამ უდნა გახსოვდეს ის
შენ რომ მას ეძახდი სახლში უფულოდ ზის
არა, შენი ფული არ ჭირდება მას
თავისი სამყოფი ყოველთვის აქვს
რა მოხდა მერე , თუ ვიღაცამ აჯობა
რატომ აყვედრით, რა გახდა ერთი გამარჯობა
შენთან შედარებით დღეს უბრალო კაცია
მაგრამ როგორც ყოველთვის გემოვნებით აცვია
დაფიქრდი ცოტა,
დრო იყო სახელი ფული და დიდება სხვებზე მეტი გქონდა
ქონდა, მაგრამ შეცდომა დაუშვა
ყველაფერი რაც გააჩნდა წამალში გაუშვა
თავის დანაშაულს არ ეძებს სხვებში
ერთი თხოვნა მაქვს - დაუდექით გვერდში

იო, იო, ქომოონ, ქომოონ, იო, იო cool.gif

მე და nino84 ვრეპავდით უბანში ბირჟაზე და მგონი გამოვიდა რაღაც, შეგვიფასეთ აბა cool.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 12 2010, 11:57 PM
პოსტი #1972


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ციტატა(syd @ May 12 2010, 11:41 PM) *

სითბო კარგია მაგრამ უნდა გახსოვდეს სხვაც
ვისაც ეძახდი ძმას
ფული კარგია მაგრამ უდნა გახსოვდეს ის
შენ რომ მას ეძახდი სახლში უფულოდ ზის
არა, შენი ფული არ ჭირდება მას
თავისი სამყოფი ყოველთვის აქვს
რა მოხდა მერე , თუ ვიღაცამ აჯობა
რატომ აყვედრით, რა გახდა ერთი გამარჯობა
შენთან შედარებით დღეს უბრალო კაცია
მაგრამ როგორც ყოველთვის გემოვნებით აცვია
დაფიქრდი ცოტა,
დრო იყო სახელი ფული და დიდება სხვებზე მეტი გქონდა
ქონდა, მაგრამ შეცდომა დაუშვა
ყველაფერი რაც გააჩნდა წამალში გაუშვა
თავის დანაშაულს არ ეძებს სხვებში
ერთი თხოვნა მაქვს - დაუდექით გვერდში

იო, იო, ქომოონ, ქომოონ, იო, იო cool.gif

მე და nino84 ვრეპავდით უბანში ბირჟაზე და მგონი გამოვიდა რაღაც, შეგვიფასეთ აბა cool.gif

ხომ ჯანმრთელად ხარ შვილო? biggrin.gif


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 13 2010, 07:13 PM
პოსტი #1973


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



nino84
ციტატა
ხომ ჯანმრთელად ხარ შვილო?


ცოტა გავცივდი იმ დღეს ბირჟაზე საღამოს მარა მგლები ჯანმრთელად არიან მარად და მარად cool.gif


ახალ რეპზე ვმუშაობ ახლა:

არ წახვალ ჩემგან, დამიგდე მაზი,
ჩვენ გულებს გაათბობს ყაზ ტრანს გაზი

როგორია
cool.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 13 2010, 10:05 PM
პოსტი #1974


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



syd

ჩაქრი შენა biggrin.gif

ხანდახან როგორ მიყვარს ეს ოხერი tongue.gif

შენი ლექსები ამ თემაში დაგვიპოსტე http://church.ge/index.php?showtopic=1852&st=260


გთხოვთ,ლექსის ავტორი ყოველთვის მიუთითოთ,ხოლო საკუთარი ლექსები ზემოთ მითითებულ თემაში დაგვიწეროთ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 13 2010, 11:00 PM
პოსტი #1975


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ციტატა(syd @ May 13 2010, 07:13 PM) *

nino84
ცოტა გავცივდი იმ დღეს ბირჟაზე საღამოს მარა მგლები ჯანმრთელად არიან მარად და მარად cool.gif
ახალ რეპზე ვმუშაობ ახლა:

არ წახვალ ჩემგან, დამიგდე მაზი,
ჩვენ გულებს გაათბობს ყაზ ტრანს გაზი

როგორია
cool.gif

ვაი გული laugh.gif laugh.gif laugh.gif
ჩეეეემი ნიჭიერი, ფაქტიურად გენიოსი IPB-ს სურათი 2kiss.gif


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 14 2010, 01:02 AM
პოსტი #1976


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



http://www.facebook.com/video/video.php?v=...12954683&ref=mf
აბა თუ იხსნება, ლინკი ჩავასწორე
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 14 2010, 01:09 AM
პოსტი #1977


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



abo
კი იხსნება აბო. a075.gif

მაგარი ლექსებია მართლა. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 14 2010, 01:10 AM
პოსტი #1978


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



abo
ახლა ჩანს ვიდეო...

კარგი ლექსებია smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 14 2010, 05:34 PM
პოსტი #1979


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



http://www.facebook.com/video/video.php?v=...12954683&ref=mf
უჩა
ციტატა
მაგარი ლექსებია მართლა.


ქევანა
ციტატა
კარგი ლექსებია


ხო გონიერიცაა.
თუმცა იქ კიდევ სხვა აზრია ჩადებული.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 17 2010, 08:31 PM
პოსტი #1980


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა... sad.gif


საწუთრო ...

საწუთრო თუმცაღა ძალიან სწრაფია
და ფრიად მუხთალი, ვითარცა უბნობენ;
წარსული თაფლია, მერმისი თაფლია,
წარსული მერმისზე ტკბილია უფრორე...
აწმყოა მარტოკა, _ სიტკბო რომ აკლია
(ვინ იცის, აქვს კიდეც და მე ვერ ვუპოვე).


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 97 98 99 100 101 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 06:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი