![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#21
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
- ჩვენს მიერ ხილული სამყარო ანუ ის, რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით შეიქმნა დაახლოებით 13-14 მლრდ წლის წინ.
- დედამიწა, მზე და საერთოდ მთლიანი მზის სისტემა შეიქმნა დაახლოებით 5 მლრდ წლის წინ. - პირველი მიკროსიცოცხლე ბაქტერიების დონეზე შეიქმნა დაახლოებით 3-4 მლრდ წლის წინ. - შესაბამისად არსებობდა იურული ეპოქაც, დინოზავრებიც, მოგვიანებით მამონტებიც და ა.შ. - მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში იცვლებოდა მსოფლიო ოკეანის და კონტინენტების ფორმა-მოხაზულობები. - მართალია ევოლუციის თეორია, სადაც მიმდინარეობს ორგანიზმების გარდაქმნა მარტივიდან რთულისაკენ. - დედამიწა არასოდეს არ გაჩრებულა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვისას, შესაბამისად არც მზეც, ეს ეხება იესუ ნავეს დღეებსაც. - წვიმა მოდიოდა წარღვნამდეც და თანაც მილიონობით წლით ადრე. - ნოეს კიდობანში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა აბსოლუტურად ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმი, მათი რაოდენობა რამოდენიმე მილიონია, შესაბამისად გარკვეული ცხოველები და ფრინველები გადარჩნენ კიდობნის გარეთაც. - შესაბამისად წარღვნა იყო ლოკალური მოვლენა და მსოფლიო ოკეანის დონე კილომეტრებით არ აწეულა, პრინციპში არც კი მესმის ამდენი წყალი საიდან უნდა გაჩენილიყო მაშინ როდესაც მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის ყინულების აბსოლუტური დნობის შედეგად მხოლოდ 80-100 მეტრით თუ აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე. P.S. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ეს ფაქტები არ უარყოთ "მეცნიერულად", თორემ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
damiane80 |
![]()
პოსტი
#22
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა P.S. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ეს ფაქტები არ უარყოთ "მეცნიერულად", თორემ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.... ეს რატომ??? - ჩვენს მიერ ხილული სამყარო ანუ ის, რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით შეიქმნა დაახლოებით 13-14 მლრდ წლის წინ. - დედამიწა, მზე და საერთოდ მთლიანი მზის სისტემა შეიქმნა დაახლოებით 5 მლრდ წლის წინ. - პირველი მიკროსიცოცხლე ბაქტერიების დონეზე შეიქმნა დაახლოებით 3-4 მლრდ წლის წინ. - შესაბამისად არსებობდა იურული ეპოქაც, დინოზავრებიც, მოგვიანებით მამონტებიც და ა.შ. - მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში იცვლებოდა მსოფლიო ოკეანის და კონტინენტების ფორმა-მოხაზულობები. - მართალია ევოლუციის თეორია, სადაც მიმდინარეობს ორგანიზმების გარდაქმნა მარტივიდან რთულისაკენ. - დედამიწა არასოდეს არ გაჩრებულა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვისას, შესაბამისად არც მზეც, ეს ეხება იესუ ნავეს დღეებსაც. - წვიმა მოდიოდა წარღვნამდეც და თანაც მილიონობით წლით ადრე. - ნოეს კიდობანში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა აბსოლუტურად ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმი, მათი რაოდენობა რამოდენიმე მილიონია, შესაბამისად გარკვეული ცხოველები და ფრინველები გადარჩნენ კიდობნის გარეთაც. - შესაბამისად წარღვნა იყო ლოკალური მოვლენა და მსოფლიო ოკეანის დონე კილომეტრებით არ აწეულა, პრინციპში არც კი მესმის ამდენი წყალი საიდან უნდა გაჩენილიყო მაშინ როდესაც მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის ყინულების აბსოლუტური დნობის შედეგად მხოლოდ 80-100 მეტრით თუ აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე. ძლიან კარგადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ მაქვს სამი კითხვა (1) საიდან, ეს მონაცემები და მეორე სად არის აქ ადამიანის შექმნა და (3) შესაქმის დღეებთან მიმართებაში, როგორაა შეფარდება სამყაროს შექმნის ამ ეტაპებთან მაG; 1 დღე უდრის 1 მილიონ წელს, თუ ეს პირობითია. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#23
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
damiane80
ციტატა ეს რატომ??? იმიტომ აღმოჩნდებით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, რომ იმდენად ძლიერი მეცნიერული საფუძველი და არგუმენტაცია აქვს სამყაროს/დედამიწის მრავალმილიარდწლიან ასაკს, ევოლუციის თეორიას, იურული ეპოქის არსებობას და ა.შ. რომ საწინააღმდეგოს დამტკიცების მოსურნე ძალიან ელემენტარულ კითხვებს ვერ უპასუხებს და საკმაოდ ულოგიკო და არამეცნიერულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. უფრო მეტიც, სამყაროს რამოდენიმე ათასწლიანი ან დინოზავრების უარმყოფელი შეფასებები საერთოდ არ არის ობიექტური მეცნიერება. ციტატა ძლიან კარგადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ მაქვს სამი კითხვა (1) საიდან, ეს მონაცემები და მეორე სად არის აქ ადამიანის შექმნა და (3) შესაქმის დღეებთან მიმართებაში, როგორაა შეფარდება სამყაროს შექმნის ამ ეტაპებთან მაG; 1 დღე უდრის 1 მილიონ წელს, თუ ეს პირობითია. 1. ეს მონაცემები დაფუძნებულია სხვადასხვა მეთოდებზე და დისციპლინებზე. ძირითადად ასტრონომიაზე და ფიზიკაზე, რომელიც შეისწავლის ვარსკვლევების სინათლის სპექტრს, რომლის საფუძველზეც დგინდება მანძილები და ამ ობიექტების ქიმიური შემადგენლობა - შესაბამისად ასაკიც. ასევე გეოლოგიური და გეოქიმიური მეთოდებით ქანების კვლევა და დათარიღება. 2. ადამიანი შეიქმნა დაახლოებით 200,000 წლის წინათ. მისი ფიზიკური სხეული არის ევოლუციისგან მიღებული, მაიმუნის თანდათანობით ტრანსფორმაციით დაახლოებით 1,800,000 წლის განმავლობაში. სულის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება მეცნიერულად. შესაბამისად ვერ ვიტყვით თუ როდის მიეცა ის ადამიანს და როდის გაჩნდა ინდივიდუალური არსებობის თვითგანცდის შეგრძნება. 3. რაიმე სახის შეფარდება არ არსებობს, რომ ვთქვათ ერთი დღე უდრის მილიონ ან მილიარდ წელს. უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ყველაფერი პირობითია და არავითარი პროპორცია არ არსებობს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
damiane80 |
![]()
პოსტი
#24
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა 2. ადამიანი შეიქმნა დაახლოებით 200,000 წლის წინათ. მისი ფიზიკური სხეული არის ევოლუციისგან მიღებული, მაიმუნის თანდათანობით ტრანსფორმაციით დაახლოებით 1,800,000 წლის განმავლობაში. სულის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება მეცნიერულად. შესაბამისად ვერ ვიტყვით თუ როდის მიეცა ის ადამიანს და როდის გაჩნდა ინდივიდუალური არსებობის თვითგანცდის შეგრძნება ეს რაღაც დარვინისეულ თეორიას ჰგავს. მე უფრო მეტად მაინტერესებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე (ვგილისხმობ სამყაროს შექმნისა და ადამიანის შექმნის თარიღს), თუ ვინმემ იცით დადეთ. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#25
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
damiane80
ციტატა ეს რაღაც დარვინისეულ თეორიას ჰგავს. რომელიც უალტერნატივოა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
damiane80 |
![]()
პოსტი
#26
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
damiane80 რომელიც უალტერნატივოა. ციტატა სულის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება მეცნიერულად. შესაბამისად ვერ ვიტყვით თუ როდის მიეცა ის ადამიანს გიორგი შენი აზრი, თუ მე სწორად გავიგე არის, რომ ადამიანი განვითარებულია მაიმუნია და შემდეგ მიეცა მას სული. ადამს და ევას რას უშვები, თუ მორწმუნე არ ხარ საერთოდ. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#27
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
damiane80
ციტატა გიორგი შენი აზრი, თუ მე სწორად გავიგე არის, რომ ადამიანი განვითარებულია მაიმუნია კი, ეს არის ჩემი აზრი. თუმცა არა მარტო ჩემი აზრი. ამას იმდენი დასაბუთება, არგუმენტაცია, მტკიცებულება და ლოგიკურობა ახლავს თან, რომ უბრალოდ მიჭირს უარყოფა. ვერ უარყოფ ამას. ფაქტების უარყოფა ძალიან ძნელია. ციტატა შემდეგ მიეცა მას სული. ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან ევოლუციის თეორია ძალიან არგუმენტირებულია, ადამიანის სხეულის ფორმა, ასაკი, განვითარების საფეხურები და ძალიან ბევრი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მტკიცებულება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ევოლუციის თეორია მართალია. აი, სულის არსებობა, პიროვნული ინდივიდუალიზმის თვითგანცდა ძალიან რთული საკითხია, ეს არა მგონია იყოს ფიზიკური ევოლუციის შედეგი, ადამიანი დაახლოებით 200.000 წლის წინ გახდა ინტელექტუალური არსება, ალბათ ამ დროს გაჩნდა სულიც. ციტატა ადამს და ევას რას უშვები, თუ მორწმუნე არ ხარ საერთოდ. ადამი და ევაც 7 დღის მსგავსად მიმაჩნია სიმბოლურ არსებებად, რომელიც პრიმიტიული აზროვნების დონეზე განასახიერებს სწორედ ჰომოსაპიენსის პირველ ადამიანებს, რომლებსაც ცნობიერების შეგრძნება ჰქონდათ და დღევანდელი შუამდინარეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. სხვანაირი წარმოდგენის შექმნა უბრალოდ მეცნიერების უარყოფაა. ფაქტების უარყოფა. დამზერილის და დაკვირვებულის უკუგდება. არსებულის არ არსებულად გამოცხადება და ასევე პირიქით, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ სურვილებისა. აი, ადამიანი და სამყარო რომ ვითომ 7 ათასი წლის წინ წარმოიშვა და თანაც ყველა სახეობა დამოუკიდებლად, ყოველგვარი ევოლუციის გარეშე, არის ძალიან დიდი სისულელე. აქ უკვე აღარაფერზე აღარაა ლაპარაკი საერთოდ და სხვა რამის მტკიცება იმას ნიშნავს, რომ დედამიწა გაჩერებულია და მზე ბრუნავს მის გარშემო... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
afxazi |
![]()
პოსტი
#28
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
გიორგი
ციტატა 2. ადამიანი შეიქმნა დაახლოებით 200,000 წლის წინათ. მისი ფიზიკური სხეული არის ევოლუციისგან მიღებული, მაიმუნის თანდათანობით ტრანსფორმაციით დაახლოებით 1,800,000 წლის განმავლობაში. სულის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება მეცნიერულად. შესაბამისად ვერ ვიტყვით თუ როდის მიეცა ის ადამიანს და როდის გაჩნდა ინდივიდუალური არსებობის თვითგანცდის შეგრძნება. თუ ამას სერიოზულად ამბობ იქნებ ფაქტებით გაგვიმყარო ეს აზრი, რადგან აღნიშნული სრულიად არღვევს ბიბლიურ თხრობას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#29
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
სხვათაშორის, ამ საკითხზე ვესაუბრე ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოს ნიკოლოზს, რომელიც განათლებით არის ფიზიკოსი.
მის სახლში ვნახე ქვა, რომელზედაც აღბეჭდილი იყო ზემოდან ტრილობიტი. მეუფემ მითხრა, რომ რადიოაქტიური ნახშირბადის მეთოდით დადგენილია, რომ ეს არის 350 000 000 წლის ქვა. მე ვკითხე, მეუფე ეს როგორაა საერთოდ, წინააღმდეგობაში არ მოდის ბიბლიასთანთქო? და ასეთი რამე მითხრა. ასეთი ქვების თუ ნივთების ასაკს ადგენენ ნახშირბადის (თუ რაღაც მაგვარი) მეთოდით. ამ მეთოდით დგინდება, თუ რამდენ ნაწილაკს უნდა შეიცავდეს ესა, თუ ის ელემენტი და წელიწადში რა რაოდენობას კარგავს თვითდაშლის პროცესში. ამ მეთოდით ნახულობენ, რამდენი არის დაკარგული და აქედან ანგარიშობენ წლებსო. თუმცა, აქ არის ერთი მაგრამო. მე ახლა ამ სანთელს ავანთებო და დავდგამო. ეს სანთელი უნდა დაიწვას წესით 2 საათშიო, მაგრამო თუ ზევით დავდგი, სადაც მეტი სითბოა, მაშინ დაახლოებით ნახევარ საათში დაიწვება, ხოლო თუ სიცივეში შევდგი 4-5 საათი ენთებაო. თუ ჟანგბადით გაჟღენთილ გარემოში შევდგამ, შეიძლება 5 წუთში ჩაიწვას, ხოლო თუ ჰარს მოვაკლებ შეიძლება მთელი 2-3 დღე იბჟუტიალოსო. მე თამამად შემიძლია ვთქვაო, რომ ეს ნივთი 5 000 წლის არისო, თუმცა იმასაც ვერ ვუარყოფო, რომ ნახშირბადის მეთოდით გამოკვლევა 350 000 000 წელს აჩვენებსო, ვინაიდან ეს მეთოდი გათვლილია ერთნაირ გარემოში არსებულ პირობებში ნივთიერების თვითდაშლის პროცესზეო. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
damiane80 |
![]()
პოსტი
#30
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მოდი ვინმემ დადოს ინფორმაცია შემდეგ საკითხზე:
1. როგორია სამყაროსა და ადამიანის შექმნის თარიღზე ეკლესიის პოზიცია, რას ემყარება იგი; 2. ციტატა 2) 5508 წ. მიღებულია კალენდრის იუდეური აღრიცხვით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ძველი აღთქმის პატრიარქების ასაკთა ჯამს ეს თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად, თუ ვინმემ იცით. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#31
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ვეშაპო
ციტატა მე თამამად შემიძლია ვთქვაო, რომ ეს ნივთი 5 000 წლის არისო, თუმცა იმასაც ვერ ვუარყოფო, რომ ნახშირბადის მეთოდით გამოკვლევა 350 000 000 წელს აჩვენებსო, ვინაიდან ეს მეთოდი გათვლილია ერთნაირ გარემოში არსებულ პირობებში ნივთიერების თვითდაშლის პროცესზეო. და კოსმოლოგიური მეთოდები? არ არის ეგრე. ერთია ნახშირბადით დათარიღება, მაგრამ სხვა არის ასტროფიზიკური მეთოდები, ასევე ატომური მეთოდები, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტით აღწერს რადიოაქტიური ნივთიერებების ნახევრად-დაშლის პროცესებს. afxazi ციტატა იქნებ ფაქტებით გაგვიმყარო ეს აზრი ![]() ![]() აი, ეს არის ხარის და ცხენის გამოსახულებები. ნაპოვნია სამხრეთ საფრანგეთში და წარმოადგენს კლდის-ქვაბულის მხატვრობას. ნახატები დათარიღებულია 32,000 წლით. ანუ 32,000 წლის წინ უკვე ადამიანს აზროვნება ჰქონდა იმისთვის საკმარისი რომ ცხოველების პრიმიტიული ნახატები დაეხატა. იმავე ადგილებში ნაპოვნია სხვადასხვა მხატვრობები, რომლებიც თარიღდება 15,000 წლით. დათარიღების მეთოდები ერთის მხრივ ძალიან სერიოზული და კომპლექსურია +/-20%-იანი ცდომილებით, მეორეს მხრივ კი ზუსტად ჯდება მთლიან ლოგიკურ ბმულში, რომ ადამიანი 200,000 წლისაა და რომ გაცილებით ძველი თავის ქალის ნაშთები, რომლებიც თარიღდება 120-150 ათასი წლით რომ საკმაოდ სწორია. ასევე, ამის ლოგიკური გაგრძელებაა ადამიანის 2 მლნ-წლიანი ევოლუციის თეორია. ამგვარი დათარიღების მეთოდებს, რომ სულაც გავანებოთ თავი, ასტროფიზიკური მეთოდებით ვიცით რომ დედამიწა რამოდენიმე მილიარდი წლისაა, ასეულობით მილიონი წლის არიან ძუძუმწოვრები და ამ ყველაფრის ფონზე ადამიანის შექმნა 5-7 ათასი წლით სრულიად არალოგიკურია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
afxazi |
![]()
პოსტი
#32
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
გიორგი
მე ადამიანთან დაკავშირებით გამოთქმულ შენს აზრს გამოვეხმაურე, რაც პირდაპირ რომ გითხრა არსებითად ეწინააღმდეგება ბიბლიასაც და ზოგადა საეკლესიო მოძღვრებასაც. ხოდა ამ შემთხვევაში ის მაინტერესებს მსჯელობისას არ ვაქცევთ ყურადღებას რა წერია ბიბლიაში თუ რა ხდება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#33
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ჩემი აზრი ამ საკითხთან ასეთია რომ რაც ადამი და ევას შეეძინათ შვილი იმ პერიოდიდან კაცობრიობა არსებობს რამდენიმე ათასეული წელია როგორც ითვლის ეკლესია,ხოლო 6დღე რომელშიც სამყარო შეიქმნა და თითოეული დღე შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მილიონს თუ მილიარდ წელს და არა 24 საათს.
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#34
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
G_I_O_R_G_I_
ციტატა რაც ადამი და ევას შეეძინათ შვილი იმ პერიოდიდან კაცობრიობა არსებობს რამდენიმე ათასეული წელია არადა არსებობს გონიერი ადამიანის არსებობის დამამტკიცებელი ფაქტები გაცილებით დიდი ასაკის, 20.000-30.000 წლის წინანდელი ნახატების და შრომის იარაღების ჩათვლით. აი, ზემოთ მოყვანილი ხარის და ცხენის გამოსახულებები სამხრეთ საფრანგეთის გამოქვაბულებში სულ მცირე 15,000 წლის არის. აგერ მაგალითად 30,000 წლის ქვის ბუნიკი და საჭყლეტი: ![]() არსებობს უამრავი ნაკეთობა (ხელოვნური), რომელიც რამოდენიმე ათეული ათასი წლისაა და დათარიღების ცდომილება მხოლოდ 2-3 ათასი წელი შეიძლება იყოს, მეტი - არა. გარდა ამისა არსებობს ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები, რომლებიც პრაქტიკულად იდენტურია დღევანდელი ადამიანის თავის ქალის მოყვანილობის, ზუსტად იგივეა, და ეს ნაშთები თარიღდება ზოგჯერ 100,000 - 120,000 წლით. რა ვუყოთ ამ მტკიცებულებებს? ესენი ჰაერიდან კი არ არიან მოსული? დნმ-ს ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ანალიზი ამტკიცებს, რომ დღევანდელი აღნაგობის ადამიანი არსებობდა 200,000 წლის წინათ. და აქ უკვე იმდენად მაღალ სიზუსტეზეა ლაპარაკი, რომ არამც თუ თარიღი არამედ ადამიანის სხეულის რეკონსტრუქციაც შესაძლებელია. აჰა, აგერ კიდევ ქალის გამოსახულების ქანდაკება, 28,000 წლის წინანდელი. ![]() აგერ, 200,000 წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა: ![]() ვინ ხატავდა ამ ნახატებს, ვინ თლიდა ამ სამუშაო იარაღებს, ვინ ძერწავდა ამ ქანდაკებებს ათეულობით ათასი წლის წინ, ანდა ვის ეკუთვნის დღევანდელი ადამიანის იდენტური ფორმის თავის ქალები, რომელთა თარიღი ასეული ათასი წლებით განისაზღვრება? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#35
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
afxazi
ციტატა ის მაინტერესებს მსჯელობისას არ ვაქცევთ ყურადღებას რა წერია ბიბლიაში თუ რა ხდება. ვიცი რაც წერია ბიბლიაში. ![]() ისე, არა მგონია ეს ყველაფერი არსებითად ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიას, მაგრამ დავუშვათ და ასეა, მაშინ უარი უნდა ვთქვათ მეცნიერებაზე? ფაქტია რომ დათარიღების მეთოდები საკმაოდ ზუსტია და ადამიანის არსებობის და მათ მიერ შექმნილი ინსტრუმენტების ასაკი კი დაახლოებით 200,000 წელი. რა ვქნათ? თვალებში ნაცარი შევიყაროთ და ვიძახოთ რომ - "არა, შეუძლებელია ასე იყოს და ადამიანი რამოდენიმე ათასი წლის არისო." მეცნიერების ამ დასკვნების არანაირი კონკრეტული საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს და შეუძლებელია-შეუძლებელიას ძახილი არ არის სწორი... აგრეთვე არსებობს რაღაც ნიუანსები რასაც ყურადღება უნდა დაეთმოს, მაგალითად სამყარო თითქმის 9-10 მილიარდი (და არა მილიონი) წელი არსებობდა დედამიწის და მზის გარეშე. დედამიწა კი დაახლოებით 2 მილიარდი წელი არსებობდა სიცოცხლის გარეშე და პრაქტიკულად 4,5 მილიარდი წელი ადამიანის გარეშე. P.S. - დასკვნა რომ დედამიწა მილიარდობით წლისაა. - დასკვნა რომ იურული ეპოქა არსებობდა. - დასკვნა რომ ევოლუციის შედეგად განვითარდა ცოცხალი სამყარო. - დასკვნა რომ ადამიანი 200,000 წლისაა. ემყარება კონკრეტულ (და საკმაოდ სერიოზულ) არგუმენტებს, ფაქტებს და მტკიცებულებებს და რაც მთავარია საკითხის ასე დაყენება მიზნად ისახავს ობიექტური რეალობის დანახვას და არა ვინმეს რწმენის შეცვლას, მოდერნიზაციას ან საერთოდ გაუქმებას. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#36
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
damiane80
ციტატა როგორია სამყაროსა და ადამიანის შექმნის თარიღზე ეკლესიის პოზიცია, რას ემყარება იგი; არა მგონია ეკლესიის პოზიცია იყოს, რომ ადამიანის (ან სამყაროს) ასაკი 7,000 წელია. ეს თუ ასეა მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე, რადგან ეს ყველაფერი ნიშნავს: "მე არ მაინტერესებს ნახშირბადით დათარიღების მეთოდები, მე არ მაინტერესებს რადიოაქტიური ელემენტების ნახევრად-დაშლის პერიოდები, მე არ მაინტერესებს შრეებად გეოლოგიური დათარიღების მეთოდები, არც დნმ-ის ანალიზი, მე ვიცი რომ შეუძლებელია ადამიანი 7,000 წელზე მეტი ხნის იყოს და მორჩა" ამგვარი მიდგომა მრევლს დააკარგინებს ეკლესიას. თანაც ტექნიკურ დისციპლინებში განათლებულ მრევლს. მეტი არაფერი იქნება. ფაქტების უარყოფა სხვას არაფერს მოიტანს. ეს რაც შეეხება ადამიანის ასაკს, ხოლო იმის მტკიცება, რომ სამყაროც 7,000 წლის არის, უკვე აბსურდზე მეტია და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს ამის დამწერს და მთქმელს, ეს ნიშნავს, რომ "მე დავბრმავდი და არ მინდა გავიხედო ელექტრონული ტელესკოპში და დავინახო მილიარდობით სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკები". ციტატა რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე. არაფერი. უნდა დავეთანხმოთ და იქვე გავუსწოროთ რომ დედამიწა არამც თუ რამოდენიმე მილიონი წელი, არამედ რამოდენიმე ათასი მილიონი ანუ მილიარდი წელი არსებობს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
sable |
![]()
პოსტი
#37
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
და ვინმემ აქ სხვაგვარად თქვა რამე??!!! იმაზე ნუ ვიდავებთ რაც არ არის სადაო. ეს თემა სხვა პრობლემას ეხება. ყურადღებით გაეცანი პოსტებს სწორედაც რომ ეგ არის სადავო ![]() ნუ სადავო მეცნიერული თვალსაზრისით რომელიც ერთის მხრივ გამორიცხავს სამყაროს შექმნას ღვთის მიერ და სხვადასხვა თეორიებს აყალიბებს. რაც შეეხება უშუალოდ თემას მაგაზე დავწერე ეგ ზუსტად არავინ არ იცის მეთქი. ბიბლიაში საუბარია რომ ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნა და მეშვიდე დღეს დაისვენაო თარიღზე რამდენადაც მევიცი მითითება არ არის. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
afxazi |
![]()
პოსტი
#38
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
გიორგი
ციტატა ისე, არა მგონია ეს ყველაფერი არსებითად ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიას, მაგრამ დავუშვათ და ასეა, მაშინ უარი უნდა ვთქვათ მეცნიერებაზე? თუ ათეისტური ცნობიერებიდან ვუდგებით ამ საკითხს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რა წერია ბიბლიაში, მაგრამ როდესაც მორწმუნეობაზე ვდებთ თავს მე მგონი ამოსავალი წერტილი ბიბლია უნდა იყოს, ხოლო მეცნიერება მისი შემავსებელი, რაც არსებითად შესაძლებელია თუკი ბიბლიას, როგორც მითოლოგიურ თხრობად არ მივიჩნევთ. შენ დაწერე რომ ადამიანი მაიმუნისგან განვითარდა და მოგვიანებით შეეძინა მას სული, ეს ბიბლიას კი არა ლოგიკურობასაც ეწინააღმდეგება, რომ არაფერი ვთქვა ზოგადდ საეკლესიო მოძღვრებაზე. აქა ამაზე მაქვს საუბარი, თორემ იმას არავინ ამტკიცებს სამყარო ამდენი ათასი წლისააო, პირიქით ვიზიარებ მეცნიერულ შეხედულებას თუნდაც სამყაროს რამდენიმე მილიონი წლის წინადელობაზე. ეკლესიისთვის არსებითი ადამიანი იყო და არა სამყაროს ხნოვანება, უფრო სწორად ადამიანის ღვთისგან შექმნილობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#39
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გიორგი
ციტატა გარდა ამისა არსებობს ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები, რომლებიც პრაქტიკულად იდენტურია დღევანდელი ადამიანის თავის ქალის მოყვანილობის, ზუსტად იგივეა, და ეს ნაშთები თარიღდება ზოგჯერ 100,000 - 120,000 წლით. რა ვუყოთ ამ მტკიცებულებებს? ესენი ჰაერიდან კი არ არიან მოსული? დნმ-ს ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ანალიზი ამტკიცებს, რომ დღევანდელი აღნაგობის ადამიანი არსებობდა 200,000 წლის წინათ. და აქ უკვე იმდენად მაღალ სიზუსტეზეა ლაპარაკი, რომ არამც თუ თარიღი არამედ ადამიანის სხეულის რეკონსტრუქციაც შესაძლებელია. აჰა, აგერ კიდევ ქალის გამოსახულების ქანდაკება, 28,000 წლის წინანდელი. გიო, სადღაც დიდი ინტერრესი არ მაქვს ვიკვლიო, რამდენი წლისაა დედამიწა, მაგრამ მიანც ვფიქორბ, რომ 28 000 ჭლის ან მეტის არ იქნება. თუ 28 000 წლის წინ, მხოლოდ ასეთი პრიმიტიული იარაღების კეთება შეეძლოთ, რაღაც განვითარების ტემპი ვერ ჯდება ლოგიკაში. ანუ ასეულობით ათასი წელი, ადამინი პრიმიტივი იყო და სადღაც 1-ლი საუკუნიდან დღემდე, ანუ 2000 წელში ამხელა ნახტომი გააკეთა განვითარებასი, რომ უკვე კოსმოსშიც დადის, ნუ კომპზე და მობილურზე კოსმოსთან შედარებით საუბარი სირცხვილია. ანუ,. ხომ გესმის რასაც ვამბობ. გადის მილიონობით წლები, ასეულობით ათასი თუნდაც და ადამიანი ისევ პრიმიტივია, ისე მხოლოდ ირმებს ხატავს, ისევ ქვის იარაღები აქვს და მხოლოდ 2000 წელიწადში აღწევს ამხელა წარმატებას. რია ვიცი, რია ვიცი. ვეშაპო ციტატა მე ვკითხე, მეუფე ეს როგორაა საერთოდ, წინააღმდეგობაში არ მოდის ბიბლიასთანთქო? ვეშაპო, ანუ ეს ადსკვნები მოდის წინააღმდეგობაში ბიბლიასთან თუ არაო? ან ბიბლიის რა სწავლებით და ვინ ამტკიცებს, რიოომ დედამიწა სულ 7000 წლისაა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ტარზანა |
![]()
პოსტი
#40
|
![]() ლაბლაბო... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 ![]() |
აი ვკითხულობდი ეხლა ამ პოსტებს და აეთი აზრი გამიჩნა... თუ დავაკვირდებით მეცნიერების აზრებს და ეკლესიის მოძრვრებას... არ შეიძლება რომ ადამიანი მაიმუნისგან გარდაქმნილიყო გონიერ არსება, თუმცა სამყაროს შექნის 6 დღე შეიძლება იყო მილიონობით წელიწადი და ამ დროში შეიძლება უამრავი რამ მომხდარიყო, მაგალითად : არსებობდა გონიერი მაიმუნი, როგორც დინოზავრები და მამონტები და ასე შემდეგ, შეიძლება ეს მაიმუნი გაცილებით გონიერი იყო ვედრე დღევანდელი... სადღაც ხო არის ნახსენები გამყინვარების საკითხი, რომელსაც ვერ გაუძლეს დინოზავრებმა? შეიძლება მანდ გაწყდა გონიერი მაიმუნების ჯიშIც (ანუ ეს მაიმუნი რეალურად სხვა არსება იქნებოდა, არა მაიმუნი და არა ადამიანი) ამ გამყინვარების შემდეგ კიდევ გაგრძელდა ევოლუცია და სხვა ცხოველები გაჩნდა, თუნდაც დღეს დღეობით ხო ხდება რომ რამოდენიმე სრულიად უცხო სახეობის ცხოველი და ფრინველია აღმოჩენილი? თანამედროვე დღეობაში... და ბოლო რა თქმა უნდა შეიქმნდა ადამი... აქედან იწყებს ეკლესია ათვლას, ხოლო მანამდე საუკუნეებს 6 დღეში ითვლის....
არ ვიცი ჩემი აზრია უბრალოდ, არც მეცნიერების და არც არავისი ხოდა მინდოდა რომ დამეწერა, მითხარით რამე ![]() -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი