![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#261
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
წაიკითხეთ ვედები და ცხოვრებაში ეს იქნება თქვენი ღვედები! არ წაიკითხოთ ვედები , რომ არ .... დედები. ეს კახური ვარიანტია. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
Atman |
![]()
პოსტი
#262
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ლეონტი
კახელებს შენგან განსხვავებით გაცილებით მაღალი კულტურა აქვთ... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#263
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
Atman
მართალია. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
Atman |
![]()
პოსტი
#264
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
გაგრძელება...
აჰანკარა აკეთებს იმას, რომ “გამოგვყოფს” მთლიანისგან და გვანცალკევებს. შეუძლია მოჭრილ თითს იყოს ბედნიერი? ვედური კულტურის მიზანია, ისევ მიაერთოს ადამიანი ერთ მთლიანს. ახლა კი ყველაზე მთავარი, რაც ამ სემინარში მინდა გადმოგცეთ. ბჰაგავად-გიტაში კრიშნა პირველივე თავებში გვიხსნის, რომ უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დავფიქრდეთ. იგი ამბობს, რომ არის უნივერსალური მეთოდი ყველა ჩვენი პრობლემის დაწვისა. ის აღნიშნავს ამ მეთოდს სიტყვით “იაგია”, რაც ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. რაც საბოლოოდ ნიშნავს უარის თქმას საკუთარ ცრუ ეგოზე, ცრუ წარმოდგენებზე საკუთარი თავის შესახებ, რომლებიც ჩვენი უმეცრების ფესვებს წარმოადგენენ. კრიშნა ამბობს, რომ ადამიანი ყველა შემთხვევაში აკეთებს მსხვერპლშეწირვებს, მაგრამ თუ ამას არასწორად აკეთებს, ბედნიერებას ვერ მოიპოვებს, ხოლო თუ სწორად აკეთებს ბედნიერი იქნება ამ სამყაროშიც და იმ სამყაროშიც. პრანაიამა ერთ-ერთი მსხვერპლშეწირვაა. როცა მე ვზღუდავ ჩემს სუნთქვას, როცა გადამყავს იგი არაცნობიერი სფეროდან ცნობიერში. პრანაიამის არსი ორ სიტყვაში სწორედ ესაა, რომ არაცნობიერ პროცესს (სუნთქვას) ცნობიერ პროცესად ვაქცევ. და ეს ძალიან ღმად მოქმედებს ჩემს ცნობიერებაზე. იგი ამშვიდებს მას და ცნობიერება ხდება უფრო მშვიდი, სუფთა და ღრმა. უბრალოდ დაჯექით და დაიწყეთ მშვიდად დაკვირვება თქვენს სუნთქვაზე. თქვენ იგრძნობთ, რომ მთელი სხეული და ცნობიერება დუნდება და მშვიდდება. კრიშნა ამბობს, რომ პრანაიამა ერთ-ერთი ფორმაა მსხვერპლშეწირვებისა. და კიდევ ჩამოთვლის მსხვერპლშეწირვების სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ ის ამბობს რომ არსებობს ყველაზე ძლიერი მსხვერპლშეწირვა (იაგია), რომელსაც უწოდებს სიტყვას “ჯაპა”. და მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ამის შესახებ. ესაა ბგერის მოქმედება ჩვენს ცნობიერებაზე. პრანაიამა, ასტროლოგია და კიდევ სხვა ბევრი მეთოდი რა თქმა უნდა ხელს უწყობს ცნობიერების ჰარმონიზაციას, მაგრამ ყველაზე ძლევამოსილი მეთოდი ეს ბგერაა. რეალობის სწორად აღქმა შეგვიძლია იმდენად, რამდენადაც გაწმენდილია ცნობიერება. და არსებობს ცნობიერების გაწმენდის ძალიან ძლიერი მეთოდი, რომელიც გვეხმარება, რომ გადავრთოთ ჩვენი ცნობიერება სხვა რეალობის აღქმაზე. ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას, რომელიც გვინდა რომ დავინახოთ, და არა ისეთს, როგორიც სინამდვილეშია და რომელსაც ჩვენ ვერ შევიგრძნობთ. და თუ ცოტათი მაინც შევცვლით ცნობიერებას, შევძლებთ რომ ცოტათი მაინც შევიგრძნოთ ეს სხვა რეალობა. ახლა ვიმყოფებით ვირტუალურ რეალობაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უბადრუკი ნაწილია ჭეშმარიტი რეალობისა. ვცდილობთ დავტკბეთ ამით, მაგრამ ჩვენ არსით გაცილების მეტის ღირსები ვართ და მეტი შეგვიძლია. შეგვიძლია პირდაპირ სულით აღვიქვათ რეალობა და არა განპირობებული მექანიზმებით. და საშუალება ცნობიერების მომართვისათვის არის ბგერა. სანსკრიტი უნიკალური ენაა. ამბობენ რომ ის მოსულია ჩვენთან სხვა რეალობიდან და სხვა ენებისგან განსხვავებით სანსკრიტული ანბანი აწყობილია ძალიან მეცნიერულად. ყველამ ვიცით რომ არსებობს 5 სტიქია. ამ სტიქიებს შეესაბამება გრძნობათა 5 ორგანო. ასევე გრძნობათა 5 ობიექტი... სმენა, შეხება, ყნოსვა, გემოვნება და მხედველობა, რომლებსაც შეესაბამება 5 შესაბამისი გრძნობის ობიექტი... არსებობს 25 თანხმოვანი სანსკრიტში და თვითოეულ სტიქიას 5 მათგანი შეესაბამება. ბგერების საშუალებით ადამიანს შეუძლია, რომ გადართოს თავისი აღქმა სხვადასხვა ნატიფ ენერგიებზე. თუ ადამიანი სწორად გამოთქვამს მათ, ისინი ტრანსფორმაციას უკეთებენ ჩვენს შინაგან ენერგიებს. არსებობს ოთხი ნახევრადხმოვანი სანსკრიტში: “ია”, “რა”, “ლა” და “ვა”. ისინი შეესაბამებიან 4 ნატიფ ელემენტს (ჩიტა, აჰანკარა, მანას და ბუდჰი). აჰანკარას შეესაბამება “ია” (აქედან მოდის რუსული “я”). არსებობს სამი ენერგია, რომლებიც მოქმედებენ ამ სამყაროში. ესენია: მოქმედების ენერგია (ბალა), სურვილის ენერგია (გიანა) და ნების ენერგია (კრია). ამათი შესაბამისია 3 სისინა ბგერა, რომლებიც რუსულში შეესაბამებიან “с”, “ш” და “щ”. და არსებობს 14 ხმოვანი სანსკრიტში, რომლებიც ასევე განსაზღვრულ ელემენტებს შეესაბამება. პირველი ბგერა სანსკრიტში, ისევე როგორც სხვა ენებში არის “ა”, რომელიც განსაზღვრავს სულს და უკანასკნელი ბგერებია “ჰა” და ცხვირისმიერი “მ”. “აჰამ” სანსკრიტზე ნიშნავს “მე”-ს. სხვაგვარად რომ ვთქვათ სანსკრიტთან შესაბამისად ბგერები წარმოადგენენ მთელ სამყაროს და მთელ რეალობას და თუ ადამიანი სწორად წარმოთქვამს ბგერებს, მას შეუძლია გამოიძახოს სხვადასხვა ენერგიები ნატიფი რეალობიდან. ის რაც ადრე მანტრების საშუალებით მიიღწეოდა, ჩვენს დროში მიიღწევა “იანტრების” საშუალებით. იანტრა ნიშნავს მექანიზმს, მანქანას... ჩვენ ვცხოვრობთ მექანიზმების საუკუნეში და ჩვენს სურვილებს იანტრების საშუალებით ვანხორციელებთ. კრიშნა ტყუილად არ ამბობს, რომ ცნობიერების ტრანსფორმაციის ყველაზე ძლიერი მეთოდი ბგერაა. ბგერით ფორმულებში შეკუმშული, კომპრესიული სახითა ჩადებული ცოდნაა. კრიშნა ხსნის, რომ ბგერაში “ომ” მთელი ვედური ცოდნაა ჩადებული. და როდესაც “ომ”-ს წარმოვთქვამთ, ეს ცოდნა შიგნიდან იხსნება ჩვენში... (ავღნიშნავ რომ “ომ” შედგება სამი ბგერისაგან: “ა” “უ” და “მ”). ბგერა იყო მატერიალური სამყაროს პირველი ელემენტი, რომლისგანაც შეიქმნა ყველაფერი დანარჩენი. და სწორედ ბგერას შეუძლია, რომ ამ სამყაროს მიღმა გაგვიყვანოს. ბგერაში რა თქმა უნდა მანტრებთან და ლოცვებთან ერთად იგულისხმება სიმღერა და მუსიკა, რომლებიც ასევე წმენდენ ჩვენს ცნობიერებას, თუ სწორად არიან შერჩეულნი. არსებობს სამკურნალო მანტრები, არსებობს მანტრები, რომლებიც კონკრეტული ჩაკრებისთვისაა განსაზღვრული, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მანტრებს, რომლებიც სულიერი განვითარებისთვისაა განკუთვნილი... (სემინარის დასასრული) მოცემული სემინარის აუდიოვერსია (რუსულად) შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან: http://allshares.ge/download.php?id=6A4B7F8429 ვისაც აინტერესებს უფრო დაწვრილებით ბგერების შესახებ, წაიკითხეთ ლექცია: "ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში" ამ გვერდზე: http://church.ge/index.php?showtopic=7774&st=120 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#265
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ლეონტი
მესმის, რომ ჭეშმარიტი ქართველი ქრისტიანი ხარ და გინდა ალაგმო აქედან ეს "მწვალებლობა" და ულვაშები რომ გქონდეს ხელსაც გადაისვამდი ვაჟკაცურად, მაგრამ აქ არ ვაპირებ მაგაზე კამათს და თუ რამე პრეტენზია გაქვს ჩემთან შეგიძლია პირადად შემხვდე და ისე მითხრა. ისე კაი კაცი ხარ შენ, ლეო! ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#266
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
ატმან,დამთავრდა კინო და წავიდეთ სახლებში თუ გაგრძელება იქნება?
|
terra |
![]()
პოსტი
#267
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ჩარჩზე დავეხეტები, ღობე-ყორეს ვედები, მენატრება ღვედები და ვედები, სადღეგრძელოს შენსას ვსვამ, შენზე კარგი ვინა გვყავს, სულ არ გავხარ ჩემო ატმან სხვას ![]() არ დამცოფოს ეხლა ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
terra |
![]()
პოსტი
#268
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
lingvo
ორივენი დავიცოფებით ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
izi-bartki |
![]()
პოსტი
#269
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
ზოგი ცაში იყურება,ზოგი ლექსს წერს?-ვერ ვხვდები...
ნაირ-ნაირ თემებით ჩანს ფორუმის ხედები, დიდ ზღვაშია ეს კუნძული, _აპოლო ![]() გაახარეთ აქ ეს კაცი,აღარ უნდა რეპლიკა ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
terra |
![]()
პოსტი
#270
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
izi-bartki
![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
lingvo |
![]()
პოსტი
#271
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ვედები
თავს დაგვატყდა უეცრად, მტკიცე რკინის ღვედებით, ვედურ ასტროლოგიით ვით ხაფანგი ეგების, ნუ ენდობი მოყვასო, ანკესს წამოეგები. ვინც კრულია ვედების, წამრწყმედელი ღვედებით, დავიწყებას მიეცით, წარმართული ვედები. ![]() -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
.zakaria. |
![]()
პოსტი
#272
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
ატმაააააან ტაბა-გუნაშია ეს ხალხი და პლანეტა ვიტალაზე უნდაათ)))))))
სულ კალი-იუგას ბრალია რა ეს ყველაფერი ,რასუშვება ხალხს ხედავ? როდის უნდა დამთავრდეს მაგის დრო ატმან დაგვხოცა ხალხი ![]() მეხომ საერთოდ იმ გუნაში ვარ რაქვია სახელი "უმეცრების გუნა" ვერგავცდი ამ გუნას ![]() -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
Atman |
![]()
პოსტი
#273
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
გული რომ არ დავწყვიტო ლინგვოს და ტერას ერთ ტექსტს კიდევ დავდებ
![]() შრი დამოდარაშტაკა ეს ლოცვა წარმოთქმულ იქნა სატიავრატა მუნის მიერ ნარადა მუნისა და შაუნაკა რიშთან საუბრისას და ჩაწერილია კრიშნა დვაიპაიანა ვიასას პადმა პურანაში. ![]() ![]() 1. ვეთაყვანები უზენაეს უფალს რომლის ფორმა მარადისობით, ცოდნითა და ნეტარებითაა აღსავსე, გოკულას ღვთაებრივ სამეფოში სუფევს და ნარნარად მოქანავე ზვიგენის ფორმის საყურეებითაა შემკული. იგი შეშინებული გაურბის დედა იაშოდას წკეპლით რომ მისდევს. სწორედ მას, უზენაეს უფალ დამოდარას, მოკრძალებით ვეთაყვანები. 2. დედის ხელში წკეპლის დანახვისას იგი ტირის და ლოტოსის ხელისგულებით იწმენდს ცრემლებს. თვალები შიშით აქვს სავსე, ხოლო მის ყელზე, ნიჟარის მსგავსად სამი ნაოჭი რომ გასდევს, ტირილნარევი სუნთქვისაგან ირხევა მარგალიტის მძივი. სწორედ მას, უზენაეს უფალ დამოდარას, რომლის სხეული თოკით კი არა დედა იაშოდას წმინდა სიყვარულითაა შებოჭილი, მოკრძალებით ვეთაყვანები. 3. მისი ბავშვური გართობები გოკულას მცხოვრებთა ენითუთქმელი ექსტაზის წყაროა. ამ გართობებით აჩვენებს იგი უფლის დიდებაზე მოფიქრალ თავის ერთგულთ რომ მისი დაპყრობა მხოლოდ წმინდა სიყვარულითაა შესაძლებელი, რომელსაც ღვთისმოშიში თაყვანისცემის ნატამალიც არ ურევია. უდიდესი სიყვარულით ასიათასჯერ ქედს ვიხრი უფალი დამოდარას წინაშე. 4. ჰოი უფალო, შენ შეგიძლია ნებიმიერი კურთხევა გვიბოძო, მაგრამ მე არ გთხოვ არც დიად განთავისუფლებას და არც სხვა სიკეთეს რომლის მიღება ცხრა სახის ერთგული მსახურებითაა შესაძლებელი. ჰოი უფალო, მხოლოდ ერთი მსურს – ჩემი გულიდან ნუ წაშლი ვრინდავანში მყოფ ბალა-გოპალას კურთხეულ ფორმას და არ მჭირდება სხვა გასამრჯელო ამაზე მეტი. 5. ჰოი უფალო, დედა იაშოდა კვლავ და კვლავ ამბორით ფარავს ხავერდოვანი კულულების ჩარჩოში მოქცეულ ლოტოსის სახეს და ბაგენი შენი ბიმბას ნაყოფივით მეწამული ხდება. მიყავ სიკეთე ერთადერთი – ნუ დამავიწყებ შენს ხატებას ლოტოსის მაგვარს, ასჯერ ათასი სხვა კურთხევა მე არ მჭირდება. 6. ჰოი უფალო უზენაესო, თაყვანისცემას მოკრძალებულს ჩემსას გთავაზობ. ო დამოდარა, ო ანანტა, ო ვიშნუ, უფალო ჩემო, მხოლოდ ერთი მსურს – კმაყოფილ იყო ჩემი მოქცევით. რახან მომაპყარ მწყალობელი მზერა შენი, გევედრები გადამარჩინე მე უბედური, უვიცი, ბრიყვი, წუთისოფელის მწუხარების ოკეანეში დასახრჩობად გადადებული – ნება მომეცი მუდამ ვხედავდე ხატებას შენსას. 7. ჰოი ბავშვის სახიანო, ხის საცეხველზე მიჯაჭვულო უფალო დამოდარა, შენ მოხსენი ნარადას წყევლა კუვერას ვაჟებს, შენ აქციე ისინი დიად ერთგულებად. ჰოი უფალო, გთხოვ მიწყალობო პრემა-ბჰაქტი - შენდამი უანგარო სიყვარული, მხოლოდ ესა მსურს და სამოთხეში არ მივისწრაფვი. 8. უფალო დამოდარა, უპირველესად ქედს ვიხრი თვალისმომჭრელად მოელვარე თოკის წინაშე, წელს რომ გიბოჭავს. შემდგომ ამისა ვეთაყვანები შენს წელს, რომელშიც სუფევს მთელი სამყარო. ასევე მოკრძალებით ვეთაყვანები შრიმატი რადჰარანის – შენ რომ გიყვარს ყველაზე მეტად. ხოლო დასასრულს, კიდევ და კიდევ ქედს ვიხრი შენს წინაშე და გეთაყვანები უზენაეს უფალს, უშრეტ წყაროს ღვთაებრივი გართობებისას. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#274
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა ატმან,დამთავრდა კინო და წავიდეთ სახლებში თუ გაგრძელება იქნება? მასალა საკმარისზე მეტია და ჯერ-ჯერობით ახლის დადება არაა საჭირო. მითუმეტეს ამ ფორუმზე... შეკითხვები თუ გექნებათ ვუპასუხებ. უმჯობესი იქნება თუ ამ თემის მკითხველები აქ გადმოინაცვლებთ: http://forum.ge/?f=84&showtopic=34102716&st=0 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#275
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აქ ავტვირთე "ვედური ფსიქოლოგია" და "გონების იოგა" word-ის ფორმატში.
http://allshares.ge/download.php?id=7DD2BEAF26 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
mata |
![]()
პოსტი
#276
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
აუუ კრიშნა რა საყვარელია რო გარბის
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#277
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
mata
იაშოდა მატაც რა საყვარლად მისდევს ![]() მაგ ისტორიის გაგრძელება ისაა, რომ დასჯის მიზნით ცდილობს თოკით დააბას კრიშნა. მაგრამ ისე აღმოჩნდება რომ დაახლოებით 1 მტკაველის სიგრძე არ ყოფნის თოკის შესაკრავად. მერე წავა უფრო დიდ თოკს მოიტანს, მაგრამ იგივე განმეორდება, მერე კიდევ უფრო დიდ თოკს მოიტანს და ა.შ... ცრემლები რომ წამოუვა კრიშნას შეეცოდება დედამისი და დააბმევინებს თავს ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
mata |
![]()
პოსტი
#278
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
ცდილობს თოკით დააბას კრიშნა. მაგრამ ისე აღმოჩნდება რომ დაახლოებით 1 მტკაველის სიგრძე არ ყოფნის თოკის შესაკრავად. მერე წავა უფრო დიდ თოკს მოიტანს, მაგრამ იგივე განმეორდება, მერე კიდევ უფრო დიდ თოკს მოიტანს და ა.შ... ცრემლები რომ წამოუვა კრიშნას შეეცოდება დედამისი და დააბმევინებს თავს[/quote]
კიიიიიიიიი მართლა ძაან საყვარლები არიან ორივე ![]() დააბმევინებს თავს მომეწონა ![]() მეც მინდა ეგეთი შვილი მაბრაზოს ხოლმეეე ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#279
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
mata
შენ რომ იცოდე იაშოდამ და ნანდამ რა ასკეზები ატარეს წინა ცხოვრებებში შვილად რომ ღმერთი მოვლენოდათ, ეგრე ადვილად აღარ იოცნებებდი ეგეთ შვილზე ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
mata |
![]()
პოსტი
#280
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
შენ რომ იცოდე იაშოდამ და ნანდამ რა ასკეზები ატარეს წინა ცხოვრებებში შვილად რომ ღმერთი მოვლენოდათ, ეგრე ადვილად აღარ იოცნებებდი ეგეთ შვილზე
:rolleyes: ეუჰ რაღაცა ვერ გავუგე ამ ფორუმზე ტექნიკურ რაღაცეებს <_< |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი