IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 9 10 11 12 >  
Closed TopicStart new topic
> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
ქევანა
პოსტი Aug 13 2010, 03:54 PM
პოსტი #201


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
კურაევი იყო ერთხელ კრიშნაიტებთან და სიტყვით გამოვიდა. განაცხადა, რომ ქრისტიანზე არანაირი მატერიალური გუნა (ეს ტერმინი ბჰაგავად-გიტას შესწავლის შემდეგ გაიგო რას ნიშნავს) არ მოქმედებს და ქრისტიანი ყველანაირი ცრურწმენისგან თავისუფალია, მაგალითად კი ის მოიყვანა, რომ ერთხელ ჩინეთში თავის თანამორწმუნე მართლმადიდებელ ჩინელებთან ერთად მშვენივრად გეახლათ არაყს, რომელშიც გველი იყო (წიწაკა რო აგდია ხოლმე არაყში ეგეთ სტილში), ჰოდა ერთმა კრიშნაიტმა კითხა, მაგის მერე იესოს ლოცვა კარგად წავიდაო? ნუ წაუყრუა კურაევმა რა თქმა უნდა, თუმცა მთელი მონოლოგი ძალიან ლამაზი, ლოგიკური, დახვეწილი და უნაკლო ჰქონდა

კურაევი მაგარია, რას ამბობ biggrin.gif yes.gif

წაკითხული მაქვს მაგის ქადაგებები (ყველა არა ცხადია), ძალიან სერიოზულად და შეძლებისდაგვარად ობიექტურად უდგება განსახილველ საკითხს, ასე რომ, მე კურაევის მხარეს ვარ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 03:58 PM
პოსტი #202


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

ცოდვების საკითხს ბჰაგავად-გიტას ეს მონაკვეთი პასუხობს კარგად:


36. არჯუნამ თქვა: ო ვრშნის შთამომავალო, რა უბიძგებს ცოცხალ არსებას ცოდვის ჩასადენად, მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი, თითქოსდა რაღაც ძალა ამოქმედებდეს?

განმარტება: ცოცხალი არსება, როგორც უფლის განუყოფელი ნაწილაკი, თავდაპირველი სახით სულიერი, წმინდა და მატერიალურ სინბინძურეს სრულიად მოკლებულია. ამიტომ თავისი ბუნებით მატერიალური სამყაროს ცოდვებს არ ექვემდებარება. მაგრამ როდესაც მატერიალურ ბუნებასთან ურთიერთობას იწყებს, ზოგჯერ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც უყოყმანოდ სჩადის ათასგვარ ცოდვილ საქმეს. არჯუნას კითხვა კრშნასადმი მეტად მნიშვნელოვანია, რამეთუ ცოცხალი არსების დამახინჯებულ ბუნებას ეხება. თუმცა ზოგჯერ ცოცხალ არსებას არ სურს ცოდვის ჩადენა, მაინც იძულებულია ასე იმოქმედოს. მაგრამ ამგვარი ცოდვითი საქმიანობებისკენ მას შიგნიდან ზესული არ უბიძგებს, ამის მიზეზია სულ სხვა რამ, რასაც უფალი შემდეგ ლექსში განმარტავს.

37. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ეს მხოლოდ ავხორცობაა, არჯუნა, რომელიც ვნების მატერიალურ მოდუსთან ურთიერთობის შედეგად წარმოიშვება და მოგვიანებით მრისხანებად გადაიქცევა, რომელიც ამ სამყაროში ყოვლის შთანმთქმელი მტერია.

განმარტება: როდესაც ცოცხალი არსება მატერიალურ სამყაროსთან კონტაქტში შედის, ვნების მოდუსთან კავშირის შედეგად კრშნას მისი მარადიული სიყვარული ავხორცობად გარდაიქმნება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ავხორცობად გარდაიქმნება, ისევე როგორც რძე მჟავე ტამარინდთან შეხებისას იქცევა მაწვნად. შემდეგ ავხორცობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მრისხანების სახეს იღებს; მრისხანება გადაიქცევა ილუზიად, ილუზია კი მატერიალურ არსებობას ახანგრძლივებს. ამიტომ ავხორცობა ცოცხალი არსების უდიდესი მტერია და მხოლოდ ავხორცობა აიძულებს წმინდა ცოცხალ არსებას მატერიალური სამყაროს ტყვეობაში დარჩენას. მრისხანება უგუნურების მოდუსის გამოვლენაა; ეს მოდუსები ვლინდება მრისხანებისა და სხვა თანმხლები შედეგების სახით. ამიტომ თუკი ვნების მოდუსი ცხოვრებისა და მოქმედების დაწესებული მეთოდით უგუნურების მოდუსამდე დეგრადაციის ნაცვლად, სათნოების მოდუსამდე ამაღლდება, მაშინ სულიერი მიჯაჭვულობის წყალობით ცოცხალი არსება შეიძლება გადაურჩეს მრისხანებით გამოწვეულ დეგრადაციას.

მისი მარად მზარდი სულიერი ნეტარებისთვის ღმრთეების უზენაესი პიროვნება საკუთარ თავს მრავალ სახეში ავრცელებს, ცოცხალი არსებები კი ამ სულიერი ნეტარების განუყოფელი ნაწილაკები არიან. მათაც ნაწილობრივი დამოუკიდებლობა აქვთ, მაგრამ საკუთარი დამოუკიდებლობის არასწორი გამოყენების შედეგად, როდესაც მსახურების მიდრეკილება გრძნობათა დაკმაყოფილების მიდრეკილებად გადაიქცევა, ავხორცობის მონები ხდებიან.ეს მატერიალური სამყარო უფალმა შექმნა, რათა განპირობებული სულებისათვის ავხორცობით სავსე მიდრეკილებების ასრულების საშუალება მიეცა და როდესაც ხანგრძლივი ავხორცული მოქმედებების შედეგად ცოცხალი არსებები სრულ საგონებელში ვარდებიან, იწყებენ კითხვას საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობის შესახებ.

ამ კითხვით იწყება ვედანტა-სუტრა, სადაც ნათქვამია: საჭიროა ვიკითხოთ უზენაესის შესახებ. შრიმად-ბჰაგავატამში კი უზენაესი განმარტებულია, როგორც “ჯანმადი ასია იატო ნვაიად იტარატაშ ჩა,” რაც იმას ნიშნავს, რომ “ყოვლის სათავე უზენაესი ბრაჰმანია”. მაშასადამე, ავხორცობის სათავეც უზენაესშია. ამიტომ თუკი ავხორცობა უზენაესის სიყვარულად, ანუ კრშნას ცნობიერებად გარდაიქმნება, ანუ თუკი ყველაფერს კრშნასთვის ვისურვებთ, მაშინ ავხორცობაცა და მრისხანებაც განსულიერდება. ჰანუმანმა, უფალი რამას უდიდესმა მსახურმა მრისხანება გამოავლინა, როდესაც რავანას ოქროს ქალაქი დაწვა, მაგრამ ასეთი საქციელით იგი უფლის უდიდესი ერთგული გახდა. აქაც, ბჰაგავად-გიტაში უფალი აქეზებს არჯუნას, რომ უფლის დასაკმაყოფილებლად მტრისაკენ მიმართოს მრისხანება. ამიტომ, როდესაც ავხორცობა და მრისხანება კრშნას ცნობიერებაში გამოიყენება, ისინი ჩვენი მეგობრები ხდებიან, ნაცვლად იმისა, რომ მტრები გახდნენ.

38. როგორც ცეცხლი იფარება კვამლით, სარკე – მტვერით ან ჩანასახი – საშვილოსნოთი, ეს ავხორცობაც სხვადასხვაგვარად ფარავს ცოცხალ არსებას.

განმარტება: არსებობს ცოცხალი არსების დაფარვის სამი დონე, რაც მისი ცნობიერების დაბინდვას იწვევს. ასეთი დაფარვის მიზეზი მხოლოდ სხვადასხვაგვარად გამოვლენილი ავხორცობაა, რომელიც ცეცხლში კვამლს, სარკეზე მტვერს და ჩანასახის გარშემო საშვილოსნოსაა შედარებული. როდესაც ავხორცობა კვამლს არის შედარებული, უნდა გვესმოდეს, რომ ცოცხალი ნაპერწკლის ცეცხლი ოდნავ შეიმჩნევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ცოცხალი არსება ოდნავ ავლენს კრშნას ცნობიერებას, იგი კვამლით დაფარულ ცეცხლს შეედრება. სადაც კვამლია, იქ ცეცხლიც უნდა იყოს, მაგრამ საწყის სტადიაზე ცეცხლი აშკარად არ შეიმჩნევა. ეს კრშნას ცნობიერების დასაწყისს ჰგავს. სარკეზე დადებული მტვერი ათასგვარი სულიერი მეთოდით ჭკუის სარკის განწმენდის პროცესს შეესაბამება. მათში საუკეთესო უფლის წმინდა სახელთა გალობაა. საშვილოსნოთი დაფარული ჩანასახი უმწეო მდგომარეობის ანალოგიაა, ვინაიდან დედის მუცელში ბავშვი იმდენად უმწეოა, რომ მოძრაობაც არ შეუძლია. ცხოვრების ეს სტადია ხეების მდგომარეობას შეგვიძლია შევადაროთ. ხეებიც ცოცხალი არსებებია, მაგრამ დიდი ავხორცობის გამო ისეთ პირობებში არიან მოქცეული, რომ თითქმის მოკლებულნი არიან ყოველგვარ ცნობიერებას. დამტვერილი სარკე შედარებულია ფრინველებსა და ცხოველებს, კვამლით დაფარული ცეცხლი კი – ადამიანს. ადამიანის ფორმაში ცოცხალმა არსებამ შეიძლება ცოტათი გამოიცოცხლოს კრშნას ცნობიერება და თუკი წინსვლას გააგრძელებს, ადამიანის სიცოცხლის ფორმაში სულიერი ცხოვრების ცეცხლის ანთებას შეძლებს. თუკი კვამლის ქვეშ არსებულ ცეცხლს ფრთხილად გავაღვივებთ, ალი აგიზგიზდება. ამიტომ ადამიანის სიცოცხლის ფორმა ცოცხალ არსებას მატერიალური ყოფიერების ტყვეობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას აძლევს. ადამიანის სიცოცხლის ფორმაში მარჯვე წინამძღოლობით კრშნას ცნობიერების განვითარების გზით ცოცხალ არსებას მტრის, ავხორცობის დამარცხება შეუძლია.

39. ამდენად, ბრძენი ცოცხალი არსების წმინდა ცნობიერება იფარება მისი მარადიული მტრის, ავხორცობის მიერ, რომელიც მუდამ დაუკმაყოფილებელია და იწვის ვითარცა ცეცხლი.

განმარტება: მანუ სმრტიში ნათქვამია, რომ ავხორცობის დაკმაყოფილება შეუძლებელია გრძნობათა სიამოვნების რაგინდ დიდი მცდელობით, ისევე როგორც ცეცხლი არასოდეს ჩაქრება, თუკი განუწყვეტლივ მივცემთ საწვავს. მატერიალურ სამყაროში ყოველი საქმიანობის ცენტრი სექსია, ამიტომ მატერიალურ სამყაროს ეწოდება მაითჰუნია-აგარა, ანუ სქესობრივი ცხოვრების ბორკილები. ჩვეულებრივ ციხეში დამნაშავეებს საკნებში ამწყვდევენ; ასევე იმ დამნაშავეებს, რომლებიც უფლის კანონებს არ ემორჩილებიან, ედებათ სქესობრივი ცხოვრების ბორკილები. გრძნობათა დაკმაყოფილებაზე აგებული მატერიალური ცივილიზაციის განვითარება ცოცხალი არსების მატერიალური ყოფიერების გახანგრძლივებას ნიშნავს. ამიტომ ეს ავხორცობა უგუნურების სიმბოლოა, რის გამოც ცოცხალი არსება მატერიალურ სამყაროში რჩება. გრძნობათა დაკმაყოფილებისას შეიძLება იყოს გარკვეული ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ სინამდვილეში ამ ბედნიერების ე.წ. შეგრძნება გრძნობებით განმცხრომელის მთავარი მტერია.

40. გრძნობები, ჭკუა და გონება ამ ავხორცობის სამყოფელია. მათი გზით ავხორცობა ფარავს ცოცხალი არსების ჭეშმარიტ ცოდნას და აბრიყვებს მას.

განმარტება: მტერმა განპირობებული სულის სხეულში სხვადასხვა სტრატეგიული პოზიციები დაიკავა, ამიტომ უფალი კრშნა ამ ადგილებზე მიგვანიშნებს, რათა მტრის დამარცხების მოსურნემ იცოდეს, სად შეიძლება მისი პოვნა. ჭკუა გრძნობების ყოველი მოქმედების ცენტრია, ამდენად, როდესაც გრძნობათა ობიექტების შესახებ ვისმენთ, როგორც წესი, ჭკუა გრძნობათა დაკმაყოფილების იდეების მომცველი ხდება. ამის შედეგად ჭკუა და გრძნობები ავხორცობის სათავსოებად იქცევიან. შემდეგ ასეთი ავხორცული მიდრეკილებების ცენტრი გონების განყოფილება ხდება. გონება სულის უშუალო მეზობელია. ავხორცობით შეპყრობილი გონება გავლენას ახდენს სულზე, რათა ამ უკანასკნელმა ცრუ ეგო შეიძინოს და საკუთარი თავი მატერიასთან და ამდენად ჭკუასა და გრძნობებთან გააიგივოს. სული მატერიალურ გრძნობათა სიამოვნებას ეძლევა და შეცდომით ამას ჭეშმარიტ ბედნიერებად მიიჩნევს. ტრანსცენდენტული სულის ეს ცრუ გაიგივება მშვენივრად არის აღწერილი შრიმად-ბჰაგავატამში (10.84.13):

“ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ამ სამი ელემენტისაგან შემდგარ სხეულთან აიგივებს, რომელიც სხეულის თანაპროდუქტებს საკუთარ ნათესავებად მიიჩნევს, რომელიც თაყვანისცემის საგნად თვლის იმ მიწას, სადაც დაიბადა და ვინც მიემართება მწირობის ადგილებში მხოლოდ საბანაოდ და არა ტრანსცენდენტული ცოდნის მქონე ხალხთან შესახვედრად, ვირის ან ძროხის მსგავსად უნდა ჩაითვალოს.”

41. ამიტომ, ო არჯუნა, ბჰარატათა შორის საუკეთესოვ, გრძნობათა რეგულაციის საშუალებით თავიდანვე ალაგმე ცოდვის ეს დიდი სიმბოლო (ავხორცობა) და განგმირე ცოდნისა და თვითრეალიზაციის ეს დამანგრევლი.

განმარტება: არჯუნას უფალმა ურჩია თვიდანვე რეგულაციის ქვეშ მოექცია გრძნობები, რათა უდიდესი ცოდვილი მტრის, თვითრეალიზაციისა და საკუთარი მეობის სპეციფიური ცოდნის შეძენის წადილის მომსპობი ავხორცობის მოთოკვა შეძლებოდა. ჯნანა ნიშნავს ცოდნას საკუთარი მეობის შესახებ, რომელიც არა-მეობისაგან განსხვავდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოდნას იმის შესახებ, რომ სული სხეული არ არის. ვიჯნანა ნიშნავს სულის კონსტიტუციური მდგომარეობისა და უზენაეს სულთან მისი ურთიერთობის სპეციფიურ ცოდნას. შრიმად-ბჰაგავატამში ეს ასეა განმარტებული:

“ცოდნა საკუთარ მეობასა და უზენაეს პიროვნებაზე მეტად დაფარული და იდუმალებით მოცულია, მაგრამ ასეთი ცოდნისა და სპეციფური რეალიზაციის გაგება შეიძლება, თუკი თავად უფალი სხვადასხვა კუთხით აგვიხსნის მათ.” ბჰაგავად-გიტა გვაწვდის ზოგად და სპეციფიურ ცოდნას საკუთარი მეობის შესახებ. ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელი ნაწილაკებია, ამიტომ მათი ერთადერთი დანიშნულება უფლის მსახურებაში მდგომარეობს. ამ ცნობიერებას კრშნას ცნობიერება ეწოდება. ამრიგად, ადამიანმა დაბადებიდანვე უნდა ისწავლოს ეს კრშნას ცნობიერება, რის შედეგადაც ბოლომდე კრშნასNცნობიერი გახდება და შესაბამისად იმოქმედებს.

ავხორცობა მხოლოდ დამახინჯებული ანარეკლია ღმერთის სიყვარულისა, რომელიც ყოველი ცოცხალი არსებისათვის ბუნებრივია. მაგრამ თუკი ადამიანს თავიდანვე ვასწავლით კრშნას ცნობიერებას, ღმერთის ამ ბუნებრივ სიყვარულს ავხორცობა ვერ წაახდენს. როდესაც ღმერთის სიყვარული ავხორცობად იქცევა, ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება ძალიან ძნელია. და მაინც, კრშნას ცნობიერება იმდენად ძლიერია, რომ მასაც, ვინც ამ გზას გვიან იწყებს, ერთგული სამსახურის მარეგულირებელი პრინციპების დაცვით შეუძლია ღმერთის სიყვარულის განვითარება. ამრიგად სიცოცხლის ნებისმიერი საფეხურიდან ან იმ დროიდან, როდესაც ადამიანი მიხვდება ამის გადაუდებლობას, შეიძლება კრშნას ცნობიერებაში, უფლის ერთგულ სამსახურში გრძნობათა მოწესრიგების დაწყება და ავხორცობის ღმრთეების სიყვარულად გარდაქმნა, რაც სრულქმნის უმაღლეს სტადიას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლეში.

42. მოქმედი გრძნობები დუნე მატერიაზე მაღალია; ჭკუა გრძნობებზე მაღლა დგას; გონება თვით ჭკუას აღემატება; და იგი (სული) გონებაზეც მაღლა დგას.

განმარტება: გრძნობები ავხორცობის მოქმედების სხვადასხვა გასასვლელებია. ავხორცობა სხეულში ბუდობს, მაგრამ მას გასავალი გრძნობათა გზით ეძლევა. ამიტომ გრძნობები უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანობაში აღებული სხეული. უმაღლესი ცნობიერების, ანუ კრშნას ცნობიერების დროს ეს გასასვლელები არ მოქმედებს. კრშნას ცნობიერებაში სული უშუალო კავშირს ამყარებს ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან; ამიტომ, როგორც აქ არის აღწერილი, სხეულისეულ ფუნქციათა იერარქია საბოლოოდ უზენაესი სულით მთავრდება. სხეულის მოქმედება გულისხმობს გრძნობათა ფუნქციონირებას, გრძნობათა შეჩერება კი სხეულის ყოველგვარი მოქმედების შეჩერებას ნიშნავს. მაგრამ ვინაიდან ჭკუა აქტიურია, იგი მაშინაც მოქმედებს, როდესაც სხეული მშვიდად ისვენებს, როგორც ეს ძილის დროს ხდება. მაგრამ ჭკუაზე მაღლა გონების გადაწყვეტილებაა, გონებაზე მაღლა კი საკუთრივ სული იმყოფება. ამიტომ, თუკი სული უშუალოდ დაკავშირებული იქნება უზენაესთან, ბუნებრივია, დანარჩენი ქვეშევრდომები, კერძოდ, გონება, ჭკუა და გრძნობები თავისთავად დაკავებული იქნება. კათჰა უპანიშადში არის მსგავსი ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ გრძნობათა დაკმაყოფილების ობიექტები გრძნობებზე მაღლა დგას და ჭკუა გრძნობათა ობიექტებზე მაღალია. ამიტომ თუკი ჭკუა განუწყვეტლივ უფლის უშუალო სამსახურით იქნება დაკავებული, გრძნობების სხვა საქმით დასაქმება შეუძლებელი იქნება. ცნობიერების ასეთი მდგომარეობა უკვე განმარტებული იყო. პარამ დრშტვა ნივარტატე. თუკი ჭკუა უფლის ტრანსცენდენტული სამსახურით არის დაკავებული, მისი მდაბიო მიდრეკილებებით მიზიდვა შეუძლებელია. კათჰა უპანიშადში სული აღწერილია, როგორც მაჰან, დიადი. ამიტომ სული ყველაზე მაღლა დგას – გრძნობათა ობიექტებზე, გრძნობებზე, ჭკუასა და გონებაზე. მაშასადამე, სულის კონსტიტუციური მდგომარეობის უშუალო გაგებით მთელი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

გონების საშუალებით ცოცხალმა არსებამ უნდა მიაგნოს სულის კონსტიტუციურ მდგომარეობას და ამის შემდეგ ჭკუა გამუდმებით კრშნას ცნობიერებით დაასაქმოს. ეს მთელ პრობლემას გადაჭრის. დამწყებ სპირიტუალისტს გრძნობათა ობიექტებისგან მორიდებას ურჩევენ. მაგრამ ამასთანავე გონების გამოყენებით ჭკუა უნდა გააძლიეროს, თუკი გონებით საკუთარ ჭკუას კრშნას ცნობიერებაში დაასაქმებს იმით, რომ მთლიანად მიენდობა ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, მაშინ ჭკუა თავისთავად მომძლავრდება და თუმცა გრძნობები გველებივით ძლიერია, კბილმომტვრეულ გველებზე მეტი ძალა აღარ ექნებათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სული გონების, ჭკუისა და გრძნობათა მბრძანებელია, თუკი კრშნას ცნობიერებაში კრშნასთან ურთიერთობით არ გაძლიერდება, აღგზნებული ჭკუის გამო მაინც რჩება დაცემის დიდი შესაძლებლობა.

43. როცა შეიცნობ რომ შენი მეობა მატერიალური გრძნობების, ჭკუისა და გონების მიღმა დგას, ო მკლავმაგარო არჯუნა, უნდა განიმტკიცო ჭკუა ჩაფიქრებული სულიერი გონებით (კრშნას ცნობიერებით) და სულიერი ძალით დაამარცხო ეს დაუცხრომელი მტერი, რომელსაც ავხორცობა ჰქვია.

განმარტება: ბჰაგავად-გიტას მესამე თავს საბოლოო ჯამში კრშნას ცნობიერებამდე მივყავართ იმ ცოდნის გზით, რომ ყოველი ცოცხალი არსება ღმრთეების უზენაესი პიროვნების მარადიული მსახურია, ისე რომ უპიროვნო სიცარიელე საბოლოო მიზნად არ არის მიჩნეული. მატერიალურ ყოფიერებაში ცოცხალი არსება უდაოდ ავხორცობისა და მატერიალური ბუნების რესურსებზე ბატონობის მიდრეკილების გავლენის ქვეშ იმყოფება. ბატონობისა და გრძნობათა დაკმაყოფილების სურვილი განპირობებული სულის უდიდესი მტერია; მაგრამ კრშნას ცნობიერების ძალით შესაძლოა მატერიალური გრძნობების, ჭკუისა და გონების დამორჩილება. ადამიანმა შეიძლება ერთბაშად ვერ მიატოვოს საქმიანობა და დაწესებული მოვალეობები; მაგრამ კრშნას ცნობიერების თანდათანობითი განვითარებით, იგი ტრანსცენდენტულ მდგომარეობამდე აღიმართება ისე, რომ მასზე მატერიალური ჭკუა და გრძნობები გავლენას არ იქონიებს. ამის მიღწევა საკუთარი წმინდა მეობისაკენ მიმართული მტკიცე გონებით შეუძლია. ამაში მდგომარეობს ამ თავის არსი. მატერიალური ყოფიერების მოუმწიფებელ სტადიაში ფილოსოფიური სპეკულაციები და ე.წ. იოგური პოზების საშუალებით გრძნობათა მართვის ხელოვნური მცდელობები ვერაფრით დაეხმარება ადამიანს სულიერ ცხოვრებაში. იგი უმაღლესი გონების საშუალებით კრშნას ცნობიერებაში უნდა გაიწვრთნას.

ქევანა
ციტატა
წაკითხული მაქვს მაგის ქადაგებები (ყველა არა ცხადია), ძალიან სერიოზულად და შეძლებისდაგვარად ობიექტურად უდგება განსახილველ საკითხს, ასე რომ, მე კურაევის მხარეს ვარ


ბევრ რამეში მეც მომწონს კურაევი, მითუმეტეს ბუნებით ფილოსოფოსია და კარგი მჭევრმეტყველი, მაგრამ ბოლომდე ობიექტური დიაკვანი ჯერ არ შემხვედრია მე პირადად. ასეთები მხოლოდ წმინდანები არიან.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Aug 13 2010, 04:02 PM
პოსტი #203


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

მე გკითხე, პირადად შენ როგორ ინანიებ ცოდვას, რომელიც ჩაიდინე?

კონკრეტულად.
აი, რას აკეთებ.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 04:07 PM
პოსტი #204


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra

გიპასუხე მაგაზე. წინა გვერდზე ნახე.

დავამატებ, რომ ყველაზე საუკეთესო გზა ცოდვებისგან თავის დასაღწევად ისაა, რომ უბრალოდ არ გეცალოს ცოდვებისთვის. ხოლო რომ არ გეცალოს, ამისათვის საჭიროა რომ სხვებისთვის, პირველ რიგში კი ღმერთისთვის "ირჯებოდე" და არა საკუთარი თავისთვის. ჩემი მიდგომა ასეთია...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Aug 13 2010, 04:26 PM
პოსტი #205


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman
ციტატა
გიპასუხე მაგაზე. წინა გვერდზე ნახე.

უკაცრავად. ეხლაღა ვნახე.




--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 04:33 PM
პოსტი #206


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra
ციტატა
უკაცრავად. ეხლაღა ვნახე.


კიდევ დავამატებ, რომ მანტრის კითხვის დროს ამომიტივტივდება ხოლმე ის ცოდვები, რომლებსაც მანამდე ვერ ვაცნობიერებდი, ანუ სინდისის ხმა მაგ დროს უფრო მძაფრად მანახებს ხოლმე ცოდვებს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 06:18 PM
პოსტი #207


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



იმისათვის, რომ გაეცნოთ ჭეშმარიტ და ავტორიტეტულ ვედურ (და არა ინდუისტურ) ისტორიებს, შეგიძლიათ იხილოთ ეს ლინკი:

http://www.vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 07:52 PM
პოსტი #208


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აქვე მინდა ფორუმს ბოდიში მოვუხადო ოშოს და მსგავსი ათეისტური მოძღვრებების დადებისთვის! smile.gif

ყველანი ვუშვებთ შეცდომებს... user.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 16 2010, 02:41 AM
პოსტი #209


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957





--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 18 2010, 01:41 PM
პოსტი #210


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



იური მაქსიმოვი

მართლმადიდებელი მამები რეინკარნაციის შესახებ

ორ ნაწილად

ნაწილი პირველი


"არსებობს თუ არა რეინკარნაცია? თუ ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს მხოლოდ ერთხელ?"; "შეიძლება თუ არა ისტორია ბრმადშობილის შესახებ, რომელიც აღწერილია იოანეს სახარებაში, განვიხილოთ როგორც კიდევ ერთი მოწმობა ადრეულ ქრისტეანობაში რეინკარნაციის იდეის არსებობაზე?"; "რატომ არ აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესია თეორიას სულთა რეინკარნაციის შესახებ?" - ასეთია შეკითხვათა ის სპექტრი, რომელთაც ხშირად იძლევიან მართლმადიდებლური საიტების მკითხველები.

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ საკითხი სულთა გადასახლების შესახებ მრავალს აღელვებს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასმედია და კინოინდუსტრია ამ იდეას უდიდეს პოპულარიზაციას უწევს .

წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ისევ უბრუნდება მიწიერ ცხოვრებას, ოღონდ უკვე ახალ სხეულში - ერთ ერთი უძველესი და დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული შეხედულებაა. გელაპის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, რეინკარნაციის იდეას მხარს უჭერს დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

ეს იდეა უპირველეს ყოვლისა ინდური წარმომავლობის რელიგიებს - ინდუიზმს, ბუდიზმს და ჯანაიზმს ახასიათებთ, თუმცა გასულ საუკუნეში მან დიდი გავრცელება ჰპოვა ქრისტეანული ტრადიციის მქონე ქვეყნებშიც. ასე, მაგალითად, ცენტრ "Theos"-მიერ ინგლისში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, რეინკარნაციის სჯერა ბრიტანელების 27%-ს. ვრცელდება ეს იდეები მართლმადიდებელთა შორისაც, რასაც მეტყველებს თემის დასაწყისში ციტირებული შეკითხვები.

ინდური წარმოშობის რელიგიებში რეინკარნაციის იდეა მჭიდროდაა დაკავშირებული კარმის ცნებასთან. შეიძლება მოვიტანოთ განსაზღვრება, რომელსაც იძლევა ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბელი: "რეინკარნაცია, ეს არის განმეორებითი დაბადება, ანუ დაბადება ახალ სხეულში. ინდუსებმა ოდითგანვე უწყოდნენ, რომ ადამიანი არის ცოცხალი სული. სხეული კვდება, სული კი არა... როდესაც სხეული კვდება, სული გამოდის მისგან და ახალ სხეულში, კაცის იქნება ის თუ ცხოველის, ღვთის ნების თანახმად კი არ გადადის, არამედ კარმის მიხედვით, რომელსაც ემორჩილებიან თვით ღმერთებიც. კარმა - ეს არის კეთილ და ბოროტ საქმეთა ერთობლიობა, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა წარსულ ცხოვრებაში და რომელიც განაპირობებს თუ რომელ სხეულში ან სტატუსში გამოჩნდება სხეული, როდესაც ის დატოვებს მკვდარ სხეულს. კარმა განსაზღვრავს ღმერთებისა და ადამიანების ბედს" (Николай Сербский. Индийские письма, 7). ორივე ეს ცნება შეუთავსებელია ქრისტეანობასთან და სრულ წინააღმდეგობაშია ქრისტეანის მსოფლმხედველობასთან.

რეინკარნაციის იდეაში, როგორც შენიშნავს ნიკოლოზ სერბელი, ძველი ადამიანები გამოხატავდნენ რწმენას, რომ "ადამიანი სხეულის სიკვდილთან ერთად მთლიანობაში არ კვდება, არამედ მისი რომელიღაც ნაწილი აგრძელებს არსებობას სიკვდილის შემდეგ" (Св. Николай Сербский. Феодул. Пресветлая тайна).

თავის მხრივ, კარმის კონცეფცია, ვ. კ. შოხინის დაკვირვებით, "გამოხატავს ადამიანის გულისა და გონების უეჭველ და ძალზედ ღრმა ინტუიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის საქმიანობას ექნება თავისი შედეგი, ის არ შემოიფარგლება ამ წუთისოფლით, არამედ "გადადის" ინდივიდის საიქიო არსებობაში. ცხადია, რომ სწავლება კარმის შესახებ გამოხატავს ადამიანის სულის მოთხოვნილებას სიმართლესა და სამართლიანობაში" (Шохин В.К. Учение о реинкарнации и карме: Заметки востоковеда).

ეს ინტუიცია ყოველთვის ცნობილი იყო ქრისტეანებისთვის, რომლებსაც ყოველთვის სწამდათ იმქვეყნიური ცხოვრების და სამართლიანი სამსჯავროსი, რასაც ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ დაექვემდებარება ნებისმიერი მათგანი. მაგრამ, ის ინტერპრეტაციები, რომლებიც შეიმუშავა ინდოეთმა, თავისი მომხრეები ვერ მიაახლოვა ჭეშმარიტებას, არამედ პირიქით, დააშორა მას და მისცა დამახინჯებული წარმოდგენა საიქიო ცხოვრებაზე, რაც იმით არის განპირობებული, რომ ინდოეთში არასოდეს ცნობდნენ პიროვნული ღმერთს, ბუდიზმმა კი საბოლოოდ უარყო ისიც კი, რაც ინდუისტურ რელიგიურ ცნობიერებას ახსოვდა შემოქმედი ღმერთის შესახებ (იხ. ნ. ტრუბეცკოის "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" – oldb.).



ძველი წმიდა მამები რეინკარნაციის შესახებ


რადგან "სულთა გადასახლების" იდეამ გარკვეული მხარდაჭერა ჰპოვა რელიგიურად უმწიფარ მართლმადიდებელთა შორის, სასარგებლო იქნება ყურადღება მივაპყროთ მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამათა შეხედულებებს ამ საკითხზე, ასევე სხვა მართლმადიდებელ ავტორებს. რეინკარნაციის იდეა ცნობილი იყო მრავალი ძველი წმიდა მამისთვის და აძლევდნენ კიდევაც მას განსაზღვრულ შეფასებას.

ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ წმ. ეპიფანე კვიპრელი თავის ერესიოლოგიურ თხზულებაში "პანარიონი" ელინ ფილოსოფოსთა მწვალებლობებს შორის ახსენებს იმასაც, რომ "პითაგორა... იზიარებდა სულთა გადასახლებას ერთი სხეულიდან მეორეში, თვით ცხოველთა და პირუტყვთა სხეულებშიც კი... პლატონი... ასევე დასაშვებად მიიჩნევდა სულთა გადასახლებას პირუტყვთა სხეულებში".

ნეტარი თეოდორიტე კვირელი წერს: "სულთა გადასახლების შესახებ მეზღაპრეობდა პითაგორა და ამბობდა, რომ ისინი ვითომცდა გადადიან არა მარტო პირუტყვთა სხეულებში, არამედ მცენარეებშიც კი. ამ ზღაპარს ერთი პერიოდი მიჰყვებოდა თვით პლატონიც. ხოლო მანესი და მანამდე არსებული ბოროტმორწმუნე გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის სასჯელი თითქოსდა გამოიხატებოდა სულთა გადასახლებაში... მაგრამ კეთილმორწმუნეთა ეკლესია უგულებელყოფს ამ და მის მსგავს ზღაპრებს, მიჰყვება ღვთის სიტყვას და სწამს, რომ ყველა გარდაცვლილი ადამიანის სხეული აღსდგება მკვდრეთით და სულებიც, მომავალ საუკუნოს სამსჯავროზე, განიკითხებიან თავიანთ, მიწიერ სხეულებში. ცოდვილები დაექვემდებარებიან ტანჯვას, ხოლო სათნოდ მცხოვრებნი იქნებიან გვირგვინმოსილნი და დაიმკვიდრებენ სამარადისო სუფევას" (Блаженный Феодорит Кирский. Сокращенное изложение Божественных догматов, 20).

მრავალი წმიდა მამა ახსენებდა სულთა გადასახლების იდეას და ყოველთვის გმობდა მას, როგორც ცდომილებას, რომელიც შეუთავსებელია ქრისტეანულ სარწმუნოებასთან. შეგვიძლია, მაგალითად, დავიმოწმოთ წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც წერდა: "რაც შეეხება სულს, წარმართმა ფილოსოფოსებმა დატოვეს მასზე ყველაზე სამარცხვინო სწავლება, რადგან ამბობდნენ, რომ ადამიანთა სულები სიკვდილის შემდეგ გადადიან ბუზებში, კოღოებსა და მცენარეებში; ამტკიცებდნენ, რომ თვით ღმერთი არის მშვინვა და მრავალი ამგვარი იგავ-არაკები... პლატონში არაფერია გასაკვირი, სულთა გადასახლების იდეის გარდა... ამ ფილოსოფოსის შეხედულებებში, თუ მას განვმოსავთ ლამაზი ეპითეტებისა და გამონათქვამებისგან, დავინახავთ მრავალ სიბილწეს, განსაკუთრებით იქ, სადაც ის ფილოსოფოსობს სულზე და უზომოდ აკნინებს მის ღირსებას... ზოგჯერ მას სული აჰყავს ღვთაებრივი არსის თანამოზიარეობამდე; ზოგჯერ კი, ასეთი ამპარტავნული და უზომო ამაღლების შემდეგ, სხვაგვარი უკიდურესობით შეურაცხყოფს მას და დაჰყავს იგი ღორების, ვირების, სხვა ცხოველებისა და მათზე უარეს დონემდეც" (Беседы на Евангелие от Иоанна, II.3-4).

მსგავს დამოკიდებულებას ვხვდებით სხვა წმინდანებთანაც. კერძოდ წმ. ირინეოს ლიონელთან, წმ. გრიგოლ ნოსელთან, წმ. კირილე ალექსანდრიელთან, ნეტ. იერონიმესთან და წმ. გრიგოლ პალამასთან.

დაბოლოს, სწავლება რეინკარნაციის შესახებ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგმო 1076 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე. მისი დადგენილებების მესამე პუნქტში ნათქვამია:
"ვინც მიიღებს ადამიანის სულის გადასახლების იდეას... და მით უარყოფს მკვდრეთით აღდგომას, სამსჯავროს და საბოლოო ხვედრს - ანათემა".


გაგრძელება იქნება


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 18 2010, 02:14 PM
პოსტი #211


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ვინც მიიღებს ადამიანის სულის გადასახლების იდეას... და მით უარყოფს მკვდრეთით აღდგომას, სამსჯავროს და საბოლოო ხვედრს - ანათემა


დავღუპულვარ და ეგაა biggrin.gif

ერთი კითხვა მაქვს:

ადამიანი, რომელიც ჭამა-სმის გარდა არაფერს აკეთებს და არაფერზე ფიქრობს სხვაზე (ლუარსაბ თათქარიძესავით), დიდად განსხვავდება ღორისგან?

როგორი ცნობიერებაც სიკვდილის წინ აქვს ადამიანს, ისეთ სხეულში გადადის სიკვდილის შემდეგ. შესაბამისად არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ლუარსაბი ღორად დაბადებულიყო... მითუმეტეს ღორად დაბადებამდე გარკვეული დროით ჯოჯოხეთის გავლაც მოუწევდა...

მაგრამ ქრისტიანული მკვდრეთით აღდგომა (და ყველანი მკვდრები ვართ, ვინც ღმერთის გზაზე არ ვდგავართ და ცხოველის დონეს ვერ გავცდით), შეიძლება სწორედ იმას ნიშნავს, რომ იმ ღორად დაბადებული ყოფილ ლუარსაბში არსებული სული, ისევ მიიღებს შანსს, რომ ადამიანად დაიბადოს, ან ყოველ შემთხვევაში არჩევანის თავისუფლება ისევ გაუჩნდეს.

სული კოღოსაც ისეთი აქვს, როგორიც ჩვენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით იგი მძინარე მდგომარეობაშია და მხოლოდ ჭკუისმიერი ინსტინქტებით მუშაობს (გონებაც კი არა აქვს).

მითუმეტეს არიან ადამიანები (ავადმყოფები), რომლებსაც ზოგჯერ დაბადებიდანვე არა აქვთ განვითარებული გონება და შესაბამისად არჩევანის უნარი. და ხშირად მაიმუნის ცნობიერება უფრო განვითარებულია, ვიდრე ასეთი ავადმყოფის (ჩამოთვლას არ დავიწყებ).

ისე კი ძალიან ძნელია, რომ ცხოველად დაიბადო. ამისთვის ბევრი უნდა იჩალიჩო biggrin.gif ჯოჯოხეთშI მოხვედრა კი ძალიან ადვილია... და ბევრი უკვე ამ ცხოვრებაშივე ჯოჯოხეთშია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 18 2010, 06:38 PM
პოსტი #212


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Atman
ველოდი შენს გამოხმაურებას... რატომღაც გგონია, რომ შეგიძლია ხელი შემიშალო შენი სარწმუნოების სისულელეების მხილებაში...

რაც შეეხება ანათემას, საკუთარ თავზე რომ მიიღე, ამით გაიშიფრე, რომ იზიარებ რეინკარნაციას და ის შესაძლო მსხვერპლიც შეიძლება იყო, ამასწინათ სურათი რომ დავდე სახელწოდებით "რეინკარნაციის მსხვერპლი" http://church.ge/index.php?showtopic=8214&st=60

ციტატა
სული კოღოსაც ისეთი აქვს, როგორიც ჩვენ,


ეს ფრაზა მიმტკიცებს, რომ სულიერად ძალიან ხარ დაზიანებული. შენს ნორმალურობაშიც კი ეჭვი მეპარება და ვნანობ, რომ პოლემიკაში შევედი შენთან... შენისთანა ადამიანები უფრო თანაგრძნობას იმსახურებენ...

არ გიჯობს მიუბრუნდე შენს მიერ გახსნილ "კრიშნაიტულ" თემებს და იქ, შენთვის გამოყოფილ "კაბინეტში" გაახარო შენი "ჭია"?


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 18 2010, 06:51 PM
პოსტი #213


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



dzvelmartlmadidebeli

ციტატა
რაც შეეხება ანათემას, საკუთარ თავზე რომ მიიღე, ამით გაიშიფრე, რომ იზიარებ რეინკარნაციას და ის შესაძლო მსხვერპლიც შეიძლება იყო, ამასწინათ სურათი რომ დავდე სახელწოდებით "რეინკარნაციის მსხვერპლი"


ძაღლი არ ვიცი და ცხვრის ბედს შენ უფრო გაიზიარებ მაგათ ჭამას თავს თუ არ დაანებებ biggrin.gif


ციტატა
შენისთანა ადამიანები უფრო თანაგრძნობას იმსახურებენ...


მითანაგრძნე მერე რა პრობლემაა smile.gif

ციტატა
რატომღაც გგონია, რომ შეგიძლია ხელი შემიშალო შენი სარწმუნოების სისულელეების მხილებაში...


რომ არ მეზარებოდეს მართლა "შეგიშლიდი". აზრს ვერ ვხედავ უბრალოდ. კამათით არ მიიღწევა ჭეშმარიტება...



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 19 2010, 12:49 PM
პოსტი #214


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



dzvelmartlmadidebeli

ეს ისტორია შენ გეძღვნება:


არსებობს ისტორია ბრაჰმანზე (ვედურ ღვთისმსახურზე), მეწაღეზე და დიად ბრძენზე. ერთ ბრძენს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა სამყაროებში ემოგზაურა, მიიღო რა ღმერთისგან ნება, რომ მისი სასუფეველის მონახულების საშუალებაც კი ჰქონოდა. ერთხელ ბრძენმა გადაწყვიტა ღმერთთან შესახვედრად წასულიყო, ამიტომ ბრაჰმანმა და მეწაღემ შესაძლებლობა არ გაუშვეს ხელიდან და თხოვეს, გაეგო ღმერთისგან, მალე ექნებოდათ თუ არა თავადაც უფლის ნახვის საშუალება.

როცა ბრძენი წარდგა უფლის წინაშე და ბრაჰმანის და მეწაღის კითხვა დაუსვა, უფალმა უპასუხა: „ბრაჰმანი, რომელიც მრავალ რიტუალს და ასკეზებს ასრულებს და წმინდა წერილებს სწავლობს, მრავალი და მრავალი ცხოვრების შემდეგ წარსდგება ჩემს წინაშე, ხოლო მეწაღე უკვე ამ ცხოვრების ბოლოსვე მიხილავს“. უფლის პასუხმა დააბნია ბრძენი, ამიტომ სთხოვა აეხსნა, რატომ იქნებოდა ყველაფერი ამგვარად. მან უთხრა: „როცა ისინი გკითხავენ, თუ რას ვსაქმიანობ, უთხარი, რომ სპილოს ვაძვრენ ნემსის ყუნწში. როგორც კი მათ პასუხს მოისმენ, მიხვდები, რატომ გიპასუხე ასე.“

როცა ბრძენი დაბრუნდა, ის შეხვდა ბრაჰმანს და შეატყობინა, რომ მრავალი ცხოვრების გავლა მოუწევდა, სანამ ღმერთთან დაბრუნდებოდა. ბრაჰმანი აღშფოთდა: „რა სისულელეა! მე არასოდეს დამირღვევია ეთიკის და მორალის პრინციპები. ნებისმიერს შეუძლია ამის დადასტურება!“ მაშინ ბრაჰმანმა, დაეჭვებულმა იმაში, მართლა იყო თუ არა ბრძენი უფალთან, ჰკითხა თუ რას აკეთებდა უფალი მასთან შეხვედრის დროს. ბრძენმა მიუგო, რომ ის სპილოს აძვრენდა ნემის ყუნწში. ბრაჰმანმა გაიცინა და განაცხადა, რომ ბრძენი ატყუებდა მას და სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ღმერთთან.

მაშინ ბრძენი მეწაღესთან წავიდა და უთხრა, რომ უკვე ამ ცხოვრებაშივე შეძლებდა უფლის ნახვას. მეწაღემ მადლიერებით მიიღო ეს ამბავი და ჰკითხა: „რას აკეთებდა ჩემი უფალი?“ ბრძენმა იგივე მომზადებული პასუხი გაუმეორა, რომელიც ასევე მადლიერებით იქნა მიღებული მეწაღის მიერ. ბრძენი განცვიფრებული იყო ასეთი რეაქციით და უკვე თავად ჰკითხა, რატომ დაიჯერა, რომ უფალი სპილოს ნემსის ყუნწში აძვრენს? მეწაღემ უპასუხა: „თუ ჩემს უფალს შეუძლია, რომ პაწაწინა თესლის მარცვალში მსხვილი ბოსტნეული, მცენარეები და უზარმაზარი ხეებიც კი ჩადოს თავისი ნაყოფებიანად, მაშინ არაა გასაკვირი, რომ მას სხვა უჩვეულო საქმეების ჩადენაც შეუძლია.“

მეწაღის რწმენა დამყარებული იყო არა რიტუალებზე, გარეგნულ ატრიბუტებზე ან შეთხზულ წარმოდგენებზე იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ღმერთი, არამედ მის უნარზე, ყველაფერი ღმერთთან კავშირში დაენახა – ყველაზე მარტივიდან ყველაზე რთულ საგნებამდე. ბრძენი მიხვდა, რომ მეწაღის რწმენა ძალიან მტკიცე იყო. ის ღმერთის ჭეშმარიტ ცნობიერებას ფლობდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 19 2010, 03:58 PM
პოსტი #215


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Atman
მსგავსი ისტორია მეც ვიცი...
ერთ ათეისტს არ ჯეროდა თუ როგორ შეიძლებოდა ვეშაპს გადაეყლაპა იოანეო, რადგან ვეშაპი ადამიანს ვერ ყლაპავსო...
ხოლო მოძღვარმა მიუგო რომ:ჯერ ერთი არესობობს ისეთი ვეშაპის სახეობა რომლებიც ადამიანს ყლაპავენ და მეორეც რომ ეწეროს იოანემ გადაყლაპა ვეშაპიო მაგასაც ვირწმუნებდიო რადგან რაც შეუძლებელია კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 19 2010, 04:50 PM
პოსტი #216


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ციტატა
ძაღლი არ ვიცი და ცხვრის ბედს შენ უფრო გაიზიარებ მაგათ ჭამას თავს თუ არ დაანებებ


მტკიცედ გჯეროდეს, რომ ამ ცხვრის ბედს მე არ გავიზიარებ, ჩემი სარწმუნოება ასეთ სისულელეებს არ ასწავლის... biggrin.gif ეს შენ უნდა გულისხმა-ჰყო, რომელსაც რეინკარნაციების გჯერა... შეიძლება უკვე იგემე კიდეც... არაფერი გახსოვს წარსული ცხოვრებიდან? biggrin.gif თუმცა, რომც გახსოვდეს იტყვი რო?!... laugh.gif


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 19 2010, 05:05 PM
პოსტი #217


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ikanosi
ციტატა
Atmanმსგავსი ისტორია მეც ვიცი...ერთ ათეისტს არ ჯეროდა თუ როგორ შეიძლებოდა ვეშაპს გადაეყლაპა იოანეო, რადგან ვეშაპი ადამიანს ვერ ყლაპავსო...ხოლო მოძღვარმა მიუგო რომ:ჯერ ერთი არესობობს ისეთი ვეშაპის სახეობა რომლებიც ადამიანს ყლაპავენ და მეორეც რომ ეწეროს იოანემ გადაყლაპა ვეშაპიო მაგასაც ვირწმუნებდიო რადგან რაც შეუძლებელია კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის


ეგ ისტორია ღმერთის ყოვლისშემძლეობის "დასამტკიცებლად" არ მომიყვანია. სხვა აზრი დევს მანდ.

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
მტკიცედ გჯეროდეს, რომ ამ ცხვრის ბედს მე არ გავიზიარებ


მტკიცედ არ მჯერა, უბრალოდ იმედი მაქვს რომ გადაურჩები მაგ ბედს smile.gif


ციტატა
მოწმობები, რომლებსაც ადამიანები ჰიპნოზის ქვეშ "იხსენებენ", არ სცილდება იმის ჩარჩოებს, რაც თანამედროვე ადამიანმა იცის პოპულარული ლიტერატურიადნ ამა თუ იმ ეპოქის შესახებ, ან ფილმებში უნახავს, ან ისტორიულ წიგნებში წაუკითხავს.


დარწმუნებული ხართ რომ არ სცილდება? smile.gif შეიძლება თავად მტკიცებულება არ დაიჯერო, მაგრამ ბევრია ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეუძლებელია ცოდნოდა "პაციენტს" სხვა საშუალებებიდან, თუ არა წინა ცხოვრებიდან. ასე რომ მოწმობები ყველანაირია, საქმე ისაა დაიჯერებ თუ არა.

როცა რაღაცის დაჯერება არ გინდა, ყველანაირად გამონახავ მიზეზს რომ არ დაიჯერო.

ციტატა
მოწმობათა უდიდესი ნაწილი, რომელიც ვითომცდა რეინკარნაციის სასარგებლოდ მეტყველებს, განპირობებულია ადამიანთა სურვილებით და ცოდნით, ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს მოგონებები სხვას არაფერს წარმოადგენენ თუ არა ოცნების ერთგვარ სახეობებს, ადამიანის წარმოსახვის პროდუქტს, რომელიც გაკეთებულია ისეთ ვითარებაში, როდესაც მეოცნებეს, ჰიპნოზის მეშვეობით, თვითონ ეჩვენება თავისი ოცნება რეალობად.


ამას ვეთანხმები. ხშირად რაც წინა ცხოვრება ჰგონიათ, ფანტაზიის ნაყოფი ან თავსმოხვეული (სხვა არსებების მიერ, თუნდაც დემონების მიერ) ილუზიაა. მაგრამ ეს ვერ დაამტკიცებს რეინკარნაციის არარსებობას.

ისიც მარაზმია, რომ ყველა წინა ცხოვრებაში ფარაონი ან კლეოპატრა იყო, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად და მხოლოდ წმინდა ადამიანებს აქვთ იმის ძალა, რომ ნამდვილად დაინახონ თავისი წინა ცხოვრებები. ან არსებობს სხვა ვარიანტიც: სხვა წმინდა ადამიანს შეუძლია გაგვიხსნას ჩვენი წინა ცხოვრების საიდუმლო. სხვა შემთხვევები სანდო არაა, მაგრამ მათი მართებულებაც დასაშვებია.

რაც შეეხება ბუდისტურ შეხედულებას რეინკარნაციაზე, ცოტა არ იყოს შემთხვევითობის და სპონტანურობის პრინციპს ემყარება და მთლად მართებული არაა (ბუდიზმის მიმდინარეობასაც გააჩნია).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 19 2010, 05:27 PM
პოსტი #218


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Atman
ციტატა
მტკიცედ არ მჯერა, უბრალოდ იმედი მაქვს რომ გადაურჩები მაგ ბედს


გქონდეს მაგის იმედი!

და კიდევ: დავას შენსა და ჩემს შორის აზრი არა აქვს. ჩვენი რწმენა იმდენად კარდინალურად განსხვავებულია, რომ ყოვლად შეუძლებელია ჩვენი სარწმუნოებრივი დაახლოვება. პირადად შენი შეურაცხყოფის მიზნით არ ვამბობ, მაგრამ ის, რისიც შენ გწამს ჩემთვის არის სიბრიყვე. შენ კი, გამომდინარე აქედან, ამ სიბრიყვის მიმდევარი ხარ. ამიტომ, ბიბლიის სიტყვებით უნდა ვიხელმძღვანელო, რომ ბრძენი მამების დარიგებებს არ გადავცდე და ჩემი სარწმუნოების შესაბამისად, არასასურველი შედეგი არ მივიღო.

მაგალითად, მე ვცდილობ ასეთი სულელური სწავლების მიმდევარს შეგაგონო, ბიბლია კი მეუბნება:

"რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან" (სიბრძნე ზირაქისა 22:9; .

"იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია.

მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია"
(სიბრძნე ზირაქისა 22:11, 13).

და ბოლოს სიტყვები, რომელიც განსაზღვრავს ჩემს შენთან სარწმუნოებრივ ურთიერთობას:

"უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ... მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ შეგაწუხებს მისი უგუნურება" (სიბრძნე ზირაქისა 22:13).

აბსოლუტური ჭეშმარიტებაა! მე ასე მაფრთხილებს ჩემი წმიდა მოძღვარი და მოვალე ვარ მივყვე მის ბრძნულ დარიგებას... შენმა უგუნურებამ რომ სიმშვიდე არ დამირღვიოს და შენთან უაზრო შეხლა-შემოხლამ არ წამბილწოს, მირჩევნია შენვე შეგატოვო შენი უგუნური მსოფლმხედველობა და გისურვო გონს მოსვლა.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 19 2010, 05:39 PM
პოსტი #219


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



იური მაქსიმოვი

მართლმადიდებელი მამები რეინკარნაციის შესახებ

ორ ნაწილად

ნაწილი პირველი


რეინკარნაციასთან ინდური და ბუდისტური შეხედულებების დამოკიდებულება


რეინკარნაციის შესახებ იმავე აღქმაზე, რომელიც არსებობს ინდუისტურ რელიგიებში, წერდნენ უფრო გვიანდელი დროის სასულიერო მოღვაწეებიც, კერძოდ, ნიკოლოზ სერბელი, რომელიც ამ იდეას უკავშირებდა ინდურ წარმოდგენებს სამყაროს უსასრულობაზე: "ინდუსების წარმოდგენით, წერს ნ. სერბელი, როდესაც სხეული კვდება, სული გადადის სხვა სხეულში, რომელიც კარმით, ანუ წარსული სხეულისთვის თვისობრივი ქმედებების, სურვილების და მისწრაფებების შესაბამისია. და ამგვარად, ერთი და იგივე სული შეიძლება გამოჩნდეს და ცხოვრობდეს მარადიულად ამ მარადიულ სამყაროში. მთელი ეს სამყარო უსასრულოა დროსა და სივრცეში. და რადგანაც მის ლაბირინთში არ არის არც კარი და არც ფანჯარა, ადამიანის სულს არსადა აქვს წასასვლელი თუ არა ისევ სხვა სხეულებში, რომლებშიც უნდა იხეტიალოს მარადის. თვით ბუდა ამტკიცებდა საკუთარ თავზე, რომ მისი სული ამ ქვეყანას მოევლინა ოთხმოცი ათასჯერ!" (Св. Николай Сербский. Феодул, Введение, 1-3 (Индия).

როგორც ბუდიზმის რევოლუციამდელი მკვლევარი, მღვდელმონაზონი მეთოდე (ლვოვი) აღნიშნავდა, ბუდისტური წარმოდგენებით, "რომელ სხეულშიც უნდა იყოს სული, მას თან მიაქვს საკუთარი საქმეების შედეგები. ყოველივე, რაც კი წარმოადგენს ადამიანის ბუნებას და რასაც კი ადამიანი განიცდის: სიხარულსა თუ მწუხარებას, სილამაზესა და სიუშნოვეს, სიდიადესა თუ დაკნინებას, სიმდიდრესა თუ სიღარიებს, - ეს ყველაფერი აღიქმება როგორც წარსულ ცხოვრებაში მისი საქმეების შედეგი. მდიდარია ვინმე, ან ღარიბი, ან ბედნიერი თუ უბედური, - ის იმკის იმას, რაც დათესა. როგორც მთელი სამყარო, სული, რომელიც მუდმივად ჩნდება და ქრება მატერიალურ ფორმებში, ყოველთვის განიცდის წრებრუნვას, თანაც ახალი არსების, ახალი ფორმის აღმოცენების მიზეზი, არის წინა ცხოვრებაში განვლილი დანაშაული ან დამსახურება.

სული... მიბმულია რა სანსარას, ისევ გამოჩნდება რომელიმე ფორმის ბინადრად, მაგრამ უკვე, როგორც ახალი ინდივიდუმი, ახალი არსება. მასში არაფერია დარჩენილი ძველისგან, ადრინდელ ფორმასთან მიზეზობრივი კავშირის გარდა, - კავშირისა, რომელიც გამოწვეულია ადრინდელი საქმეებით... გადასახლდება არა სული, არამედ მისი საქმეები... აქ საქმე გვაქვს არა იმდენად სულის გადასახლებასთან, რამდენადაც სულის გარდასახვასთან" (И. Мефодий. Сравнение главнейших религиозно-нравственных положений буддизма с христианскими // "Миссионерское обозрение" 1905, №12 - С. 337-358; №13 - С. 495-513).

ნიკოლოზ სერბელის თქმით, "ეს თეორია, თავისი უბრალოებით და მოჩვენებითი ესთეტიურობით, იმდენად დამკვიდრდა ინდურ ფილოსოფიაში, რომ თვით ბუდაც კი არ ცდილობდა მის გაკრიტიკებას. ამ ძველ ინდურ წარმოდგენას თვით გაუტამა ბუდამაც კი არაფერი დაამატა... გარდა მხოლოდ მეთოდისა, რომლითაც თავისუფლდება სული საერთოდ სიცოცხლისგან და გადადის არარსებობაში, უსიხარულობაში, არაფერში, რომელსაც ნირვანა ეწოდება ".

ეს ბუდისტური მეთოდი არის იძულებითი ასკეზის მეთოდი, რომელიც სამყაროში არსად აღუნიშნავთ და არ დაუფიქსირებიათ. არის კი რაიმე უფრო ადვილი, ვიდრე ამ ცოცხალი სხეულისგან გათავისუფლება? ერთ კოღოს ძალუძს მოკლას სხეული. მაგრამ ცოცხალი სულისგან გათავისუფლება არის ყველაზე ძნელი ამოცანა, რომელიც ოდესღაც დაისახა კაცობრიობამ თავის წინაშე ინდოეთის დახმარებით. ბუდას სწამდა, რომ მან გადაწყვიტა ეს პრობლემა. ჩვენ კი არ გვწამს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს ამოცანა საერთოდ არის გადასაწყვეტი, რადგან მისი, როგორც საკითხის, დაყენებაც კი არის არასწორი. არ არსებობს სულის გადასახლება ერთი სხეულიდან მეორეში, და ბუნებრივად, არც საკითხის დაყენების საფუძველი არსებობს" (Св. Николай Сербский. Феодул, 17-27 (Просветленная тайна).

ბუდისტების სწრაფვამ გათავისუფლებულიყვნენ სულისგან, საფუძვლიანი ზეგავლენა მოახდინა მათს წარმოდგენაზე ადამიანის შესახებ, აქედან კი გადასახლების იმ სფეციფიკურ ინტერპრეტაციაზეც, რომელიც მან მიიღო ბუდიზმში.

ბუდიზმი "უარყოფ არა მარტო სხეულს, არამედ სულს, თვითშეგნებას. მან იცის მხოლოდ მყარი საშუალი პუნქტი ადამიანის ცხოვრებაში, კერძოდ: ცოდნა. როგორც ადამიანის სულიერი ჩანასახი, ის მისი სიკვიდილის შემდეგაც ეძებს თავისთვის ახალ სხეულს და მისგან ახალ სხეულებრვი ყოფიერებას ქმნის. ეს შემეცნებითი ელემენტი არის ის დამაკავშირებელი ძალა, რომელიც ერთ ჯაჭვად აკავშირებს ერთმანეთთან სულის სხვადასხვა სახის არსებობას. ეს პირველსუბსტანცია მხოლოდ ნირვანაში ღებულობს დავის გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არის - არარა.

მიუხედავად ამისა, ბუდიზმს მკაცრად უპყრია ეს შემეცნებითი ელემენტი; ის მაინც უარყოფს სულში იმას, რასაც ჩვენ პიროვნებას ვუწოდებთ, რომელიც ჩვენი წარმოდგენით არის თვითშეგნების მქონე, უბრალო და მოაზროვნე არსება. ასეთი რამ ბუდიზმმა არ იცის. სულიერ "მე"-ში ის ხედავს მხოლოდ შემეცნებითი სუბსტანციის დროებით გამონათებას, რომელიც ქვრება სიკვდილთან ერთად, რათა მიიტანოს მასალა სხვა არსების აღმოსაცენებლად. ისინი ერთი წამითაც კი არ არიან იდენტურნი, არამედ გამუდმებით იცვლიან ადგილს და გარდაისახებიან, როგორც ყოვლისგამანადგურებელი ცეცხლი. ამიტომაც, არსება, რომელიც სულის გადასახლების დროს გარდაცვლილის არსებობის გაგრძელებას გამოსახავს, არაიდენტურია მისი; ეს სხვა არსებაა" (Священник Иоанн Попов. Критический обзор главнейших основоположений ламаизма с точки зрения христианского учения. СПб., 1900. - 52 с.).

აი ერთ ერთი თვისება, რომელსაც, ბუდას მტკიცებით, შეიძენს მისი მიმდევარი ასკეტი: "ის იხსენებს სხვადასხვა ადგილს, სადაც კი ადრინდელ ყოფიერებებში უვლია, კერძოდ: ერთ დაბადებაში, ორ დაბადებაში... ას დაბადებაში, ათას და ასიათას დაბადებაში... მრავალ პერიოდში სამყაროს არსებობისა: "მე იქ ვცხოვრობდი ამა და ამ სახელით, ვიყავი ამა და ამ წოდების, ვჭამდი ასეთ და ასეთ საჭმელს, განვიცდიდი ასეთ და ასეთ სიხარულსა თუ მწუხარებას, მივაღწიე ამდენ წლოვანებას. შემდეგ, მივატოვე რა არსებობა, მე ისევ დავიბადე სხვა სამყაროში. იქ კი ვცხოვრობდი ამა და ამ სახელით, ასეთ და ასეთ მოდგმაში, ასეთ და ასეთ წოდებაში..." - ასე იხსენებს ის ყველა ვითარებას დეტალურად, ყველა განსხვავებულ ადგილს, სადაც კი ყოფილა ადრინდელ ცხოვრებებში" (დიგხა ნიკაია. 13. ტავიჯა სუტტა, 40).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ტექსტის უშუალო მკითხველი ხედავს ზუსტად იმავე წარმოდგენას რეინკარნაციაზე, რაც გააჩნია პითაგორას ან გნოსტიკოსებს, ან კიდევ ოკულტიზმის თანამედროვე მიმდევრებს. ამიტომ, ჯეროვანი იქნება ყურადღება მივაპყროთ იმ არგუმენტებსა და კრიტიკას, რომელაც წმიდა მამები აყენებდნენ სულთა გადასახლების წინააღმდეგ.


წმ. ირინეოსის არგუმენტი

წმინდა ირინეოს ლიონელი წერდა: "სწავლება სხეულიდან სხეულში სულთა გადასახლების შესახებ შეგვიძლია უარვყოთ მით, რომ სულებს არაფერი ახსოვთ იქიდან, რაც მათ თავს გადახდომიათ ადრინდელ ცხოვრებაში. რადგან, თუ იმისთვის წარმოშობილან ისინი, რათა ყოველგვარი საქმიანობა განიცადონ, მაშინ ისიც უნდა ხსომებოდათ, რაც ადრინდელ ცხოვრებაში გაუკეთებიათ, რათა აღევსოთ ნაკლულევანება განუწყვეტლად ერთი და იგივე რომ არ აკეთონ, - რამეთუ სხეულთან შეერთება ვერც მეხსიერებას მოსპობდა და ვერც განვლილი ცხოვრების წარმოდგენას, მითუმეტეს, თუკი სწორედ ამისთვის მოევლინენ ამ სამყაროს. როგორც მძინარე ადამიანის სული, მრავალს იქიდან, რასაც თავისთავად ხედავს, სიზმარში აკეთებს სხეულის დასვენების დროს და სხეულს გადასცემს... - ასევე უნდა ახსოვდეს მას ის, რასაც ამ სხეულში აკეთებდა ადრინდელ ყოფიერებაში. რადგან, თუკი სიზმრისეულ მოკლე დროში წარმოჩენილი ახსოვს კაცის სულს, სხეულთან შეერთებისა და თავის ყოველ ასოში მისი გადაცემის შემდგომ, მითუმეტეს უნდა ახსოვდეს მას ის, რასაც აკეთებდა მთელი განვლილი ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში...

მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს, რომ თვით სხეული ივიწყებს წარსულ ცხოვრებას, უნდა შევნიშნოთ. როგორ ახსოვს სულს სიზმარში ნანახი, როდესაც სხეული ისვენებს და გონებრივი აქტივობისა და განსჯის დროს, გადასცემს ნანახს თავის ახლობელთ? სხეული რომ იყოს დავიწყებისა მიზეზი, მაშინ, სული, რომელიც სხეულში არსებობს, ვერც დიდი ხნის წნათ ნანახსა და გაგონილს გაიხსენებდა და იმ წუთასვე დაავიწყდებოდა, როგორც კი მოაცილებდა მზერას ხილულ საგნებს და მოგონებაც კი არ იარსებებდა მათ შესახებ. რადგან თუკი სული გულმავიწყობის იარაღში (სხეულში) ცხოვრობს მაშინ, მას სხვა არაფერი უნდა ახსოვდეს, გარდა იმისა, რასაც ამ წუთას ხედავს...

ამიტომაც, თუკი სულს არაფერი ახსოვს თავისი წარსული ცხოვრებიდან და აქ ღებულობს ცოდნას ყოველივე არსებულზე, ნიშნავს, რომ ადრე ის არასოდეს ყოფილა სხვა სხეულში, არასოდეს უკეთებია სხვა რამ, რის შესახებ მას არაფერი ახსოვს. არამედ, როგორც ყოველი ჩვენგანი ღებულობს თავის სხეულს ღმრთისგან, ასევე ღებულობს თავის სულს. რადგან ღმერთი ღარიბი და ძუნწი როდია, ყოველი კაცის სხეულს არ მიანიჭოს თავისი განსაკუთრებული სული და განსაკუთრებული ხასიათი. ამიტომაც, იმ რიცხვის აღვსების შემდეგ, რომელიც მან წინასწარ განსაზღვრა, სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი ყველა მიცვალებული აღსდგება საკუთარი სხეულით და საკუთარი სულით... რომლითაც სათნოეყვნენ უფალს. ხოლო ცოდვილნი და ტანჯვის ღირსნი ასევე იმ საკუთარი სულებითა და სხეულებით დაექვემდებარებიან სასჯელს, რომლითაც ისინი ღმრთის წყალობისგან განიდრიკნენ " (Св. Ириней Лионский. Пять книг против ересей, 2.XXXIII.1,3,5).

მართლაცდა, ის, რომ ადამიანს არ ახსოვს თავისი ადრინდელი შობა, რომელსაც ვარაუდობს რეინკარნაციის იდეა, საყოველთაო და აშკარა ფაქტია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეინკარნაციის იდეის მიმდევართა შორის მრავალია ისეთი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სპეციალური ფსიქოთერაპრიის გზით შეუძლია "გაიხსენოს" თავისი ყოფილი ცხოვრება. ამ რწმენას გამოხატავს ზემოთ დამოწმებული ნაწყვეტი ტაბიჯა სუტიდან, სადაც მსგავსი მოგონება მიიღწევა ასკეტიზმის შედეგად. ხოლო რეინკარნაციის თანამედროვე, დასავლელი მიმდევრები მიიჩნევე, რომ ასეთი შედეგი ადვილად მიიღწევა ასკეტიზმის გარეშეც, მაგალითად, ჰიპნოზის მეშვეობით. რაც, სხვათა შორის, მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ განვლილი ცხოვრებების მოგონება ადამიანის ბუნებრივი გამოცდილება კი არ არის, რომლიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს რეინკარნაციის იდეა, არამედ, პირიქით, ადამიანებმა, ჯერ შეიწყნარეს რეინკარნაციის იდეა და შემდეგ დაიწყეს მისი ჭეშმარიტების დამადასტურებელი არგუმენტების ძიება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განმარტება მომდინარეობს არა ფაქტებიდან, არამედ პირიქით, ფაქტებს ეძებენ უკვე განმზადებული განმარტებისთვის.


"წარსული ცხოვრების" გახსენება ჰიპნოზის მეშვეობით

მართლაც, დაფიქსირებულია მრავალი შემთხვევა, როდესაც ჰიპნოზის დროს ადამიანები უცებ იწყებენ თავისი წარსული ცხოვრების "გახსენებას", ზუსტად ისე, როგორც ტაბიჯა სუტაშია: "იქ ვცხოვრობდი ამა და ამ სახელით, ამა და ამ გვარში... განვიცდიდი ასეთ და ასეთ ბედნიერებას თუ უბედურებას, მივაღწიე ასეთ და ასეთ ასაკს ცხოვრებისა" და ა. შ. თანამედროვე მასობრივი კულტურის წყალობით "ჰიპნოტიზიორის ტახტზე მიღწეული ასეთი მოგონება" გახდა ერთგვარი კლიშე, რომელიც ასე ხშირად გვხვდება ფილმებსა და მხატვრულ ლიტერატურაში.

მაგრამ, როდესაც მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაემუშავებინათ ამგვარი "მოგონებების" აუდიოჩანაწერები და გამოწვლილვით შეესწავლათ ისინი, იმწამსვე აღმოცენდა რამოდენიმე ღირსშესანიშნავი ვითარება.

ჯერ-ერთი, იმ ადამიანთა უმეტესი რაოდენობა, რომლებსაც "გაახსენდათ" თავიანითი "წარსული ცხოვრება", უცილობლივ გამოდიან პირველ როლში - "გამოკითხულები, როგორც წესი, ყოველთვის არიან უდიდესი მოგვები, ტამპლიერები, სასწაულთმოქმედნი, წინასწარმეტყველნი, დრუიდები, ინკვიზიტორები, სახელოვანი კურტიზანები (თავის მდაბიურ წარმომავლობას რატომღაც ვერავინ იხსენებს!), რომელთა ცხოვრება ძირითადად მიმდინარეობდა ძველ ეგვიპტეში, ზოგჯერ მექსიკელი აცტეკების სამეფოში, საკრალურ ბენარესში ან კიდევ ფრიდრიხ II-ის კარზე, პალერმოში, ანუ ისეთ ადგილებში, რომლებიც განსაკუთრებულად გამოყოფილია რელიგიური ან ეზოთერული თვალსაზრისით" (Шохин В.К. Миф о реинкарнациях в постхристианскую эпоху… ასევე ძალზედ პოპულარულია იმის "გახსენება", რომ იყვნენ რომაელი ლეგიონერები, რომლებიც ებრძოდნენ ბარბაროსებს ან კართაგენელებს; გლადიატორები; მონები, რომლებიც მიჰყვებოდნენ სპარტაკს; ჯადოქრები, რომლებსაც წვავდნენ კოცონზე; ჯვაროსნები, რომლებიც სარაცინთა მსხვერპლნი გახდნენ; არისტოკრატები, რომლებსაც საფრანგეთის რევოლუციის დროს, გილიოტინაზე თავები დააყრევინეს; ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები და ა. შ.).

მკვლევართა სამართლიანი შენიშვნით, "გაუგებარი ხდება სად წავიდა კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი, ისინი, ვინც ამუშავებდა მიწას, შრომობდა ქალაქში, ემსახურებოდა თავის ბატონს, დასაქმებული იყო ვაჭრობითა და აღებ-მიცემობით" (Там же). დასავლელ რეინკარნატორებს შორის ძალზედ მცირეა მათი რაოდენობა, რომელიც "წარსულ ცხოვრებაში" იყო უბრალო გლეხი ან მოახლე, კიდევ უფრო მცირენი არიან ისინი, ვინც თავისი წარსული ცხოვრებიდან გაიხსენა როგორ ცხოვრობდა ტარაკანში, ბაყაყში ან თაგვში, თუმცა რეინკარნაციის თეორია, არა მარტო ადამიანთა სხეულებში, არამედ ამ არსებებში გადასახლებასაც ვარაუდობს. რატომღაც აღმოჩნდა, რომ არავის უნდა წარსულ ცხოვრებაში იყოს ნეხვის ბუზი, ან ჭია, ან კიდევ გამოცდილი მენაგვე... სწორედაც რომ არავის უნდა და "იხსენებენ" იმას, რაც უნდათ რომ იყონ. ანუ, "წინა დაბადებათა" ხასიათი ბევრად არის განპირობებული თვით ადამიანთა ნებითა და სურვილებით, რომლებიც ამ თავიანთ "წინა ცხოვრებას" იხსენებენ.

მეორეც, მოწმობები, რომლებსაც ადამიანები ჰიპნოზის ქვეშ "იხსენებენ", არ სცილდება იმის ჩარჩოებს, რაც თანამედროვე ადამიანმა იცის პოპულარული ლიტერატურიადნ ამა თუ იმ ეპოქის შესახებ, ან ფილმებში უნახავს, ან ისტორიულ წიგნებში წაუკითხავს.

მკვლევარები მათ აძლევდნენ შეკითხვებს და სთხოვდნენ აღეწერათ თავიანთი წარსული სხეული, ტანისამოსი, ენა და გარემოცვა. სულთა გადასახლება რეალური რომ იყოს, მათი მოგონებები ნამდვილად ინფორმაციის ფასდაუდებელი საცავი გახდებოდა მეცნიერთათვის, ისტორიკოსებისთვის, არქეოლოგებისთვის, პალეოლინგვისტებისთვის და მრავალ სხვათათვის. რამდენი საკითხია გაურკვეველი კაცობრიობის ისტორიის ეპიზოდებში, სამყაროს ნებისმიერ ნაწილში. რამდენი ცივილიზაციაა შეუსწავლელი მონაცემთა არარსებობის გამო, რამდენი ძველი ალფავიტია დღემდე გაუშიფრავი, რამდენი მკვდარი ენაა, რომელიც დღემდე არ არის ამოხსნილი...

ჰიპნოტისტების "მოგონებები" ნამდვილი რომ იყოს, მეცნიერები იპოვიდნენ ყველა პასუხს ნებისმიერ გამოცანაზე, თანაც "თვითმხილველთა" და "ენების მცოდნეთა" დახმარებით. მაგრამ მრავალი აუდიოჩანაწერის შესწავლამ ცხადყო, რომ მათში "თითქმის არ არსებობდა ისეთი ადამიანი, რომლის "მოგონება" არ შეესაბამებოდა ისტორიის სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს და ენციკლოპედიებს" (იქვე).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერება კი არ სარგებლობს ამ მოგონებებით, არამედ, ეს მოგონებები მთლიანად განპირობებულია იმით, რაც უკვე ცნობილია მეცნიერებისთვის. ანუ, "წარსული დაბადებების" ხასიათი ბევრწილად თვით ჰიპნოზში მყოფი ადამიანების ცოდნის დონით არის განპირობებული.

ამგვარად, თუ მსგავს მოწმობათა უდიდესი ნაწილი, რომელიც ვითომცდა რეინკარნაციის სასარგებლოდ მეტყველებს, განპირობებულია ადამიანთა სურვილებით და ცოდნით, ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს მოგონებები სხვას არაფერს წარმოადგენენ თუ არა ოცნების ერთგვარ სახეობებს, ადამიანის წარმოსახვის პროდუქტს, რომელიც გაკეთებულია ისეთ ვითარებაში, როდესაც მეოცნებეს, ჰიპნოზის მეშვეობით, თვითონ ეჩვენება თავისი ოცნება რეალობად.

გაგრძელება იქნება


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 19 2010, 05:56 PM
პოსტი #220


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



dzvelmartlmadidebeli

შენიც მესმის, ვის არ მოსვლია smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 9 10 11 12 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 12:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი