IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> სახარების განმარტება, სახარების მკითხველისთვის რთულად გასაგები ადგილების განმარტება
azazeli
პოსტი Nov 2 2013, 06:18 PM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



იესო ქრისტეს ცხოვრება

თავი მეთოთხმეტე
დაბრუნება

ხალხში დაბრუნებულმა იესომ გაიგო, რომ იროდიადას მეორე ქმარმა, ტეტრარქმა ჰეროდემ იოანე ნათლიმსცემელი მახორის ციხეში დაამწყვდია. უდაბნოში მღაღადებლის ხმა დადუმდა და იორდანეს წყლები აქლემის ტყავში გახვეული ნათლისმცემლის ლანდს უკვე აღარ აირეკლავდნენ. მან თავისი მისია შეასრულა და ამჯერად ადგილი უნდა დაუთმოს მას, ვისი ხმაც მის ხმაზე უფრო ძლიერია. ციხის სიბნელეში იოანე იმ მომენტს ელოდა, როცა მის თავს სასახლეში, დაბადების დღის საზეიმო მაგიდასთან, ოქროს სინაზე დასვენებულს წაიღებდნენ და მოღალატე და ბოროტ ქალს მიართმევდნენ. ჭეშმარიტად უაღრესი მსხვერპლთშეწირვა.
იესომ იცოდა, რომ მისი ჯერი დადგა და ახალი სასუფევლის მოახლოების საქადაგებლად, სამარიის გავლით, გალილეაში დაბრუნდა. ის არ წავიდა იერუსალიმში, რადგან ეს გორაკებზე ამაყად გადაშლილი დიდი მეფის ქალაქი იმ ქვებივით გულგაციებული იყო, რომელთაგანაც იყო აშენებული. იესო ამქვეყნად სწორედ ამ ქვისა და მედიდურობის იერუსალიმის დასანგრევად მოვიდა, სწორედ იმ ხალხთან საბრძოლველად მოვიდა, რომლებსაც ყველა დიდ ქალაქში, ყველა დედაქალაქში, მთელი მსოფლიოს სხვადასხვა იერუსალიმებში განადიდებდნენ.
იერუსალიმი მსოფლიო ძლიერების სახლს წარმოადგენდა, აქ დაფუძნდნენ მსოფლიოს და იუდეის მფლობელი, კარგად შეიარაღებული არმიით დაცული რომაელები, ხელისუფლების სათავეში კი იმპერატორთა ქვეშევრდომები იყვნენ, ლოთი და მკვლელი ტიბერიუსის - ავგუსტუსისა და მეძავი და გარყვნილი იულიას პირფერი მემკვიდრის - წარმომადგენლები იყვნენ. იერუსალიმში ცხოვრობდნენ მღვდელმთავრები – ტაძრის პატივცემული მცველები, აქვე იყვნენ ფარისეველნი, სადუკეველნი, მწიგნობარნი და ლევიტნი თავიან მიმდევრებთან ერთად. ყველანი იმათი შთამომავლები იყვნენ, ვინც წინასწარმეტყველებს დევნიდა და კლავდა, ეს ის ხალხი იყო, ვინც რჯულის კანონი ქვად აქცია და თავად მიწერილობათა მონებად და სიჯიუტის ამაყ წარმომადგენლებად გადაიქცნენ. იერუსალიმი ტაძრის და კეისრის სიმდიდრეთა შეგროვების ადგილი იყო; განძის მცველთა, ხარკის ამკრეფთა და ათასი ჯურის პარაზიტთა სამოქმედო ასპარეზი; მდიდართა საცხოვრებელი, მათ მსახურებთან და ხარჭებთან ერთად; ვაჭართა სარფიანი ადგილი, მათი საქონლით გავსებული საწყობებით; მევახშეთა მთავარი შემოსავლის წყარო. იესო მოვიდა, როგორც ყოველი მათგანის მტერი. ის მოვიდა, რომ ამ დედამიწის მესაკუთრე მეუფენი დაემარცხებინა და ისინი ღვთის სიტყვის მესაკუთრე ადამიანებით შეეცვალა, რომლებსაც ღმერთი თავისი სურვილით ეხსნება; მოვიდა, რათა უბრალო მატერიის, სწრაფწარმავალი და საბედისწერო ოქროს მეუფენი განესაჯა. ის მოვიდა, რომ ადამიანის ხორცის შემავიწროებელი რომაელ ჯარისკაცთა მმართველობა, ადამიანის სულის შემავიწროებელი ტაძრის ქურუმთა მმართველობა და ღარიბთა შემავიწროებელი მდიდართა მმართველობა მოესპო; ის მოვიდა, რომ ეხსნა ღარიბი, ეხსნა ადამიანის ხორცი და სული; მან დაუპირისპირა თავისუფლება – რომს, სიყვარული – რიტუალს, სიღარიბე – სიმდიდრეს.
ამიტომ არ შევიდა იესო იერუსალიმში, სადაც მისი მტრები მთელ თავის ძლიერებაში ყვაოდნენ. მან მას მოგვიანებით შემოარტყა ალყა, გარედან მიიტანა მასზე იერიში, მოვიდა თავის თანამზრახველებთან ერთად მაშინ, როცა ცათა სასუფეველი ქალაქს თანდათან უნდა შემოხვეოდა. იერუსალიმის დაპყრობა მისი სიდიადის უკანასკნელი დასაბუთება უნდა ყოფილიყო, მას, ყველა წინასწარმეტყველთა შორის უდიადესსა და წინასწარმეტყველთა მკვლელ ქალაქს შორის უდიადესი შეტაკება უნდა გამხდარიყო. ის თავიდანვე იერუსალიმში რომ შესულიყო, სადაც შემდგომში, როგორც მეფე შევიდა და სადაც როგორც ბოროტმოქმედი დაიმარხა, მაშინ მას მაშინვე შეიპყრობდნენ და აღარ ექნებოდა საშუალება, კეთილი მარცვალი დაეთესა უფრო ნაკლებად გაქვავებულ და გამომშრალ ნიადაგში.
როგორც ყველა დედაქალაქი, იერუსალიმი ერის ნაძირალათა შესაკრებ ცოცხალ ადგილს წარმოადგენდა. ის ურცხვი ბრბოთი იყო დასახლებული, რომელიც ფუფუნების მოყვარულ, გარყვნილ, მცონარე, სკეპტიკოს და სულერთია ადამიანებისგან შედგებოდა; აქვე არსებობდა პატრიციელთა კასტა, რომელსაც სხვა არაფერი შემორჩა რიტუალთა ტრადიციული ცერემონიალების და დაცემულობის სიმწარის გარდა; აქვე იყო პლუტოკრატთა და სპეკულიანტთა არისტოკრატია, მამონას მსახურნი და აქვე იყო მეამბოხე, მშფოთავი, უმეცარი ბრბო, რომელიც მხოლოდ ტაძრის ცრურწმენებით და დამპყრობელთა ხმლის შიშით ცხოვრობდნენ. ჭეშმარიტად, იერუსალიმის ნიადაგი არ ესადაგებოდა იმ თესლის დასათესად, რომლის დათესვასაც იესო აპირებდა. როგორც სოფლის ბინადარი და აქედან გამომდინარე, ჯანმრთელი და განმარტოების მოყვარული, ის თავის პროვინციაში დაბრუნდა. და იქ მან სახარება გამოუცხადა უპირველეს ყოვლისა მათ, ვისაც უფლება ჰქონდა, ის პირველებს მოესმინათ – ღარიბებს, უბრალოებს, თვინიერებს; სახარება სწორედ მათთვის იყო გათვალისწინებული, ვინაიდან ისინი მას დიდი ხანი ელოდნენ და მისით უფრო ხარობდნენ, ვიდრე სხვები. იესოს მისია განსაკუთრებით ღარიბებისადმი იყო მიმართული. აი, რატომ არ წავიდა ის იერუსალიმში, არამედ გალილეაში დაბრუნდა.
იესოს პირველი სიტყვები მოკლე და უბრალონი იყვნენ, ერთი შეხედვით, შეიძლება, ისინი იოანეს სიტყვებში აერიოს კაცს: “აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.” (მკ. 1,15). უბრალონი არიან ეს სიტყვები და სწორედ თავისი უბრალოების გამო, უფრო გვიანდელი გონებისთვის გარკვეულწილად გაუგებარნი. მათ აზრს რომ ჩავწვდეთ, რომ გავიგოთ, თუ რა განსხვავებაა იოანეს ქადაგებასა და იესოს მოძღვრებას შორის, ჩვენს ეს სიტყვები ჩვენს თანამედროვე ენას უნდა მივუსადაგოთ და მათი მარადიული მნიშვნელობა აღვადგინოთ.
“აღსრულდა ჟამი”. მოვიდა დრო, რომელსაც ელოდნენ, რომელზეც წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ. იოანემ თქვა, რომ მეუფე მალე მოვა და საფუძველს ჩაუყრის ახალ სამეფოს – ცათა სასუფეველს. ამჯერად კი, მეუფე მოვიდა და გამოაცხადა, რომ ცათა კარიბჭენი გახსნილია, რომ ის ყოველი ადამიანის გზის გამკვლევია, რომ ის თავის მარჯვენას უწვდის ყოველს, სანამ მთელი თავისი სრული ზეციური სიდიადით მეუფე შეიქმნება. ეს ჟამი - დრო არ არის მხოლოდ ტიბერიუსის მმართველობის მეთოთხმეტე წელიწადი. იესოს ჟამი იყო, არის და მარადის იქნება, ის მარადისობაა, ის არის როგორც მისი გამოჩენის მომენტი, ასევე მისი სიკვდილის, მისი აღდგომის და მისი დაბრუნების, მისი სრული ტრიუმფის მომენტი და ყოველ წუთს მან შეიძლება თავის სისავსეს მიაღწიოს, თუკი მუშაკნი მზად არიან; ყოველი დღე მას ეკუთვნის; მისი ეპოქა თარიღებით არაა შეზღუდული; მარადისობას არა აქვს არც დასაწყისი და არც ქრონოლოგიური რიგი. ყოველ დროებაში ცდილობს ადამიანი, ცათა სასუფეველში შევიდეს, წინ გამოდის, იღწვის, რომ მისი არსებობა დაასაბუთოს, ის გაამდიდროს, განამტკიცოს, დაიცვას და გამოაცხადოს მისი მარადიული სიწმინდე და ურყევი უფლებანი; ამ გაგებით ჟამი ყოველთვის სრულდება. ჟამი, რომელზეც იესო ლაპარაკობდა, იესოს ეპოქად, ქრისტიანულ ეპოქად, ახალი აღთქმის ეპოქად იწოდება. ჩვენ მის საწყისს ორი ათასი წლით ვართ დაშორებულნი, ან დაახლოებით ორი დღით, ვინაიდან ღვთისთვის, ასევე სხვა მცოდნეთათვისაც, ათასი წელი არის როგორც ერთი დღე.
ჟამი აღსრულდა; დღესაც, ჩვენთვის ჟამი აღესრულება, იესო ჯერ კიდევ გვეძახის ჩვენ, მეორე დღე მიმდინარეობს, სასუფევლის დაფუძნება მხოლოდ დაიწყო; ჩვენ, ჯერ კიდევ ცოცხალთა შორის მყოფნი (და ყოველთვის როდი ვიქნებით ცოცხალთა შორის, შეიძლება ვერც წლის ბოლო ვიხილოთ და ვერც ასწლეულის), ცათა სასუფევლის შესასვლელთან ვდგევართ და შეგვიძლია მასში წილი გვქონდეს, შეგვიძლია შევიდეთ მასში, ვიცოცხლოთ და ვისიამოვნოთ მასში. ეს სასუფეველი სულაც არ არის ოცი საუკუნის წინ მცხოვრები ღარიბი ებრაელის დავიწყებული სიზმარი; ის არ დაფარულა სიძველის ჭაღარით, არ გამხდარა ანტიკური ნივთი, მკვდარი მოგონება, გარდასული სიგიჟე. ის არის მარადიული სასუფეველი, დღევანდელობის სამეფო, დამდეგი დღის, ყოველი დროების აბსოლუტური რეალობა, მომავალი სინამდვილე, ცოცხალი აქტიური ჭეშმარიტება, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ეკუთვნის. ის არის არც ისე დიდი ხნის წინ დაწყებული ღვაწლი, რომელშიც ყოველ ადამიანს თავისი შესაძლო ძალისხმევის ჩართვა შეუძლია, ან თავიდან დაწყებით, ან განმეორებით ან დაწყებულის გაგრძელებით. შეიძლება ეს სიტყვები მარადიული სიხალასით არ გვანცვიფრებენ და ცნობა, საუკუნეთა მანძილზე ექოსავით განმეორებული, თითქოს ძველი გვეჩვენება, მაგრამ ცათა სასუფეველი, როგორც ფაქტი, თავისი დაფუძნებით და სრულყოფილებით ახალია, ცოცხალია, მხოლოდ გუშინ დაბადებულია; ის ჯერ კიდევ იზრდება და ყვავის და მისი ყველა ასაკი წინაა. იესომ მიწაზე თესლი გადააგდო, მაგრამ ზამთრის ელვასავით გაელვებული, კაცობრიობის არსებობის ორი ათასი წლის მანძილზე, ადამიანთა მოდგმის სამოცი თაობის გავლის შემდეგაც, მან მხოლოდ აღმოცენება მოასწრო. თუ რას წარმოადგენს ცათა სასუფეველი, ჩვენ თავად იესოს სიტყვებიდან გავიგებთ. მაგრამ ჩვენ ის არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც აღტაცებათა ახალი სამოთხე, როგორც დაუშრეტელი არკადია, როგორც დიდების სიმღერის მგალობელი უსაზღვროდ დიადი გუნდი, რომლის წევრთა ფეხები ღრუბლებზე ასვენია, ხოლო თავი ვასკვლავთა შორისაა დაკარგული. იესოს მოძღვრებაში ღვთის სასუფეველი სატანის სამეფოს საწინააღმდეგოდაა დაფუძნებული, ცათა სასუფეველი ყველა მიწიერი სამეფოს ანტითეზაა; სატანის სამეფო ბოროტების, სიცრუის, სისასტიკის და სიამაყის სამეფოა, ქვესკნელის სამეფოა. ამიტომ ცათა სასუფეველი სიკეთის, თვინიერების, სიყვარულის და მორჩილების სამეფოა, ზეციური, უზენაესი სამეფოა. მიწიერი სამეფოები მატერიის, ხორციელის, ოქროს, შურის, სიძუნწის და გარყვნილების სამეფოებია, ყველაფერი იმის, რაც ასე უყვარს გადარეულ და გარყვნილ კაცობრიობას. ცათა სასუფეველი კი მიწიერ სამეფოთა სრულიად საწინააღმდეგო იქნება; ის სულის, საფშვინველის, თავგანწირვის, სიწმინდის სამეფოა, ყველა იმ განძთა სამეფოა, რომელსაც მხოლოდ ის ადამიანები მოიპოვებენ, რომლებიც ადამიანთა არარაობას ჩასწვდებიან. ღმერთი მამაა და აქედან გამომდინარე, ის მოყვარე სათნოებაა. ზეცა მიწაზე ამაღლებულია, ის სულიერია, ის ყოვლისშემძლის საცხოვრისია; სული – მოყვარე სათნოებაა. ცხოველი მიწაზე დახოხავს, მატერიით კმაყოფილდება, წმინდანი კი თავის მზერას ზეცისკენ მიაპყრობს, ზეცა სწყურია და მასში ამაღლების განუწყვეტელი იმედით ცოცხლობს. ადამიანთა უმრავლესობა ცხოველები არიან, მაგრამ იესო მათ წმინდანებად გადაქცევისკენ მიისწრაფვის. ეს არის ღვთის სასუფევლის, ცათა სასუფევლის უბრალო, მაგრამ მარადიული მნიშვნელობა. ცათა სასუფეველი ადამიანს ეკუთვნის: “ცათა სასუფეველი თქვენშია”. ის იწყება ახლა და ჩვენ ვქმნით მას ჩვენივე ბედნიერებისათვის. ის აქ, ამ ცხოვრებაში, ამ ქვეყანაზე იწყება და ჩვენში მისი არსებობა ჩვენს საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული; ღმერთმა ის უანგაროდ გვაჩუქა, ახლა ჯერი ჩვენზეა, ან ვიღებთ მას, ან უარვყოფთ. როცა ყოველი ადამიანი მიიღებს მას და ჩვენ სრულყოფილნი შევიქმნებით, მაშინ ცათა სასუფეველი მთელს დედამიწაზე გავრცელდება და ადამიანთა შორის დაფუძნდება.
იესო ამბობს: “მოინანიეთ”. ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობაა გულის შეცვლა, სულის გარდაქმნა. მეტამორფოსის – ფორმის ცვლილებას ნიშნავს, ხოლო მეტანია – სულის გარდაქმნას. ამ სიტყვის აზრს უკეთ სიტყვა “მოქცევა” გამოსცემს, რაც შინაგანი ადამიანის განახლებას ნიშნავს. იესოს თანახმად, ცათა სასუფეველში შესვლის პირობა სრული მოქცევაა, ძველი ცხოვრების და ფასეულობათა სრული უარყოფაა, გრძნობების, აზრების, გეგმების ცვლილებაა, ეს ის პროცესია, რომელსაც მან ნიკოდიმოსთან საუბარში შეჯამებულად მეორედ დაბადება უწოდა, რომელიც კარდინალურად ახალი რიგის არსებითობაა. მან შემდგომში თანდათან ახსნა, თუ როგორ მიიღწევა ადამიანის სულის სრული გარდაქმნა. მთელი მისი ცხოვრება ამ საქმის სწავლება და მაგალითი იყო. მისი მოღვაწეობის დაწყების ამ პირველ დღეს კი მისი უმაღლესი რჩევა იყო: “იწამეთ სახარება”. ჩვენი თაობისთვის სიტყვა “სახარება” ნიშნავს წიგნს, რომელშიც იესოს ცხოვრება ოთხჯერაა აღწერილი, მაგრამ იესო არც თავად წერდა და არც სხვებს მოუწოდებდა, დაეწერათ მის შესახებ.
სახარება, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რასაც ეს სიტყვა უბრალოდ და მშვენივრად გამოხატავს – სასიხარულო ცნობას და მართლაც, იესო კეთილი მაცნეა, ანგელოზია, რომელსაც ბედნიერება მოაქვს. მას შემდეგი სასიხარულო ამბები მოაქვს: ავადმყოფები განიკურნებიან, ბრმებს თვალები აეხილებათ, ღარიბები გამდიდრდებიან, დაქანცულები მოისვენებენ, ცოდვილებს მიეტევებათ, უწმინდურნი განიწმინდებიან, არასრულფასოვანნი სრულყოფილებას მიაღწევენ, ადამიანი - მხეცი წმინდანად იქცევა, ხოლო წმინდანნი ანგელოზებს დაემსგავსებიან. სასუფეველი რომ მოვიდეს, იესოს სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება ყველამ უნდა ირწმუნოს და ყოველი ჩვენთაგანი მისთვის სიყვარულში უნდა დაშვრეს. ყველამ უნდა ირწმუნოს, რომ ცათა სასუფეველი არა მარტო რეალურია, არამედ ისიც, რომ ის მოახლოვდა. თუ ჩვენ იესოს ამ დაპირებებს არ ვირწმუნებთ, ჩვენ ცათა სასუფევლის დადგომას დავაბრკოლებთ, მხოლოდ მტკიცე რწმენა, რომ ეს ცნობა არ არის გამოგონილი, რომ სასუფეველი არ არის ავანტიურისტის ცრუ დაპირება, ან ჭკუიდან შეშლილი ადამიანის ჰალუცინაცია, მხოლოდ მაცნის ღვთიურობის ურყევმა რწმენამ და მისდამი აბსოლუტურმა ნდობამ შეიძლება დაარწმუნოს ადამიანი, რომ ცათა სასუფევლის მოსაწყობად აუცილებელია დიადი ღვაწლის დაწყება. ზემოთმოყვანილი რამდენიმე სიტყვით (სამწუხაროდ, იშვიათად ზუსტად გაგებული), იესო თავისი მოძღვრების მთავარ პრინციპებს გამოხატავს. ჟამის აღსრულბა ნიშნავს, რომ ჩვენ ღვაწლი უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ; სასუფევლის მოახლოება ნიშნავს, რომ სული მატერიაზე, კეთილი ბოროტზე და წმინდანი მხეცზე ზეობს; მონანიება ნიშნავს, რომ აუცილებელია სულის სრული გარდაქმნა; სახარება კი ის ბედნიერი ცნობაა, რომ ყველაფერი ეს ჭეშმარიტია და მარადიულად შესაძლებელია.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

იესო ქრისტეს ცხოვრება

თავი მეორე
მწყემსები

ცხოველთა კვალდაკვალ მათი მწყემსებიც მოვიდნენ. ანგელოზებს რომც არ ეცნობებინათ მათთვის ქრისტეშობის უდიადესი მოვლენის შესახებ, ისინი მაინც აღმოჩნდებოდნენ ამ ბოსელში, რათა უცნობი ქალის ახლადდაბადებული ბავშვი ეხილათ. მწყემსები, ჩვეულებრივ, განცალკევებულსა და მოშორებულ ადგილებში ცხოვრობენ. ისინი ამქვეყნიურ საქმეებსა და მის ყოველდღიურობაში მაინცდამაინც ჩახედულნი არ არიან, ამიტომ ძალიან აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ სიახლოვეს ან სამეზობლოში ხდება, თუნდაც ეს სრულიად უმნიშვნელო მოვლენა იყოს. ისინი, ზამთრის ერთ გრძელ ღამეს, როცა ცხვრის ფარას მწყემსავდნენ, ცაზე უეცრად გაელვებულმა ნათელმა და ანგელოზთა გალობის ხმამ შეაკრთო. მათ თავიანთი უბრალოებით იგრძნეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და გამოსწიეს ბეთლემისაკენ. ქალაქის განაპირას, ერთ-ერთ ბოსელში მათ ჩვილისკენ ნაზად მზირალი ახალგაზრდა ქალი იხილეს. როცა შეამჩნიეს ახალშობილის გაცისკროვნებული თვალები, მისი ვარდისფერი, ნაზი სხეული, მათ გულებში აღტაცება და სინაზე ერთმანეთში აირია.

ადამიანის არსების, სულის ქვეყნად მოვლინება, რათა სხვა სულებთან ერთად იხაროს და იტანჯოს, ყოველთვის იყო და იქნება სასწაული. ეს მომენტი იმდენად აღსავსეა სინაზითა და გულშემუსვრილობით, რომ თვით გაუთვითცნობიერებელ ადამიანებშიც კი თანაგრძნობასა და აღტაცებას იწვევს. მითუმეტეს მას შემდეგ, როცა ანგელოზებმა წინასწარ აცნობეს. მწყემსებისთვის ეს ახლადშობილი არ იყო უბრალო, რიგითი არსება, არამედ ზუსტად ის ბავშვი, რომლის მოსვლას მათი ტანჯული ერი მრავალი საუკუნის მანძილზე ელოდა. მწყემსებმა ახალშობილს ძღვნად მიართვეს ის მცირეოდენი, რაც გააჩნდათ. მცირეოდენიც უზარმაზარი ხდება, როცა სიყვარულით გაიცემა. დღესაც კი, ჩვენს მთიანეთში, სადაც სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა შორის ნათესაური გრძნობის გამოვლენის ელემენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია, როგორც კი ქალი იმშობიარებს, მწყემსების ცოლები, ქალიშვილები და დები ახლადშობილის მისასალმებლად მიიჩქარიან. ყველას სავსე აქვს ხელები საჩუქრებით: ვის ახლადდადებული კვერცხი მოაქვს, ვის დოქით ახლადმოწველილი, ჯერ კიდევ თბილი რძე, ვის ჭყინტი ყველი და თითქმის ყოველთვის დაიკვლება ვარია, რათა ახალშობილის დედისთვის წვნიანი მომზადდეს. ყველას საერთო სიხარული აერთიანებს: დედამიწაზე გაჩნდა ახალი არსება და მისმა პირველმა ტირილმა ყველას გული აუჩუყა. მწყემსებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ეს უკიდურეს სიღატაკეში, ღარიბი მშობლებისგან დაბადებული ბავშვი ჩვეულებრივი ადამიანი კი არ იყო, არამედ სიყვარულისთვის წამებულთა მაცხოვრად მოვლენილი მესია.

მოხეტიალე ოდისევსს უდიდესი აღტაცებით შეეგება თავის მიწურში ღორების მწყემსი ევმეუსი, მაგრამ ულისე ითაკაში შურის საძიებლად მიდიოდა, სახლში ბრუნდებოდა თავისი მტრების დასახოცად. იესო კი, პირიქით, შურისძიების დასაგმობად, მტრებისთვის მიტევების საქადაგებლად და ყველა ცოდვილის საკუთარი წმიდა სისხლით გამოსასყიდად მოვიდა. ბეთლემელ მწყემსთა ნაზმა სიყვარულმა ითაკელი მეღორის სტუმართმოყვარეობის შესახებ ხსოვნა სრულიად გააქარწყლა.

თავი მესამე
მოგვები

რამდენიმე დღის შემდეგ ქალდეიდან სამი ბრძენი მოვიდა და ქრისტეს წინაშე მუხლებზე დაეცა. შესაძლებელია, რომ ისინი ეკბატანადან ან კასპიის შორეული ნაპირებიდან იყვნენ. მათ, აქლემებზე ამხედრებულებმა, უნაგირზე მიმაგრებული სამგზავრო ხურჯინებით გადმოცურეს ტიგროსი და ევფრატი, გადმოლახეს მომთაბარე ტომთა დიდი უდაბნო და მკვდარი ზღვის ნაპირების გამოვლით იუდეაში მოვიდნენ. ახალი ვარსკვლავი მიუძღოდა მათ, და ალბათ, ეს ისეთივე მნათობი იყო, რომელიც წინასწარმეტყველთა დაბადებისას ან მონარქის სიკვდილისას დროდადრო გამოჩნდება ხოლმე ცაზე. მოგვები იუდეაში მოვიდნენ, რომ თაყვანი ეცათ ახლადშობილი მეფისთვის, მაგრამ მეფისწულის ნაცვლად ბაგაში მწოლიარე, ღარიბულ ქსოვილში გახვეული უმწეო ბავშვი იხილეს.

ქრისტეშობამდე თითქმის ათასი წლის წინ რომელიღაც ქვეყნის დედოფალი აღმოსავლეთიდან იუდეაში მოვიდა და მოიტანა მდიდრული საჩუქრები: ოქრო, ძვირფასი ქვები და სურნელებანი, მაგრამ მაშინ მან იუდეაში იპოვა ტახტზე მჯდომი, იერუსალიმის მეფეთა შორის უდიდესი მეფე, რომლისგანაც გაიზიარა ის სიბრძნე, რომლის დარი მან სხვაგან ვერსად ჰპოვა. მოგვებმა კი, რომლებიც თავს ნებისმიერ მეფეზე ბრძნად მიიჩნევდნენ, აქ აღმოაჩინეს სულ რამდენიმე დღის წინ დაბადებული ბავშვი, უმწეო არსება, რომელსაც არც კითხვების დასმა შეეძლო და არც მათზე პასუხის გაცემა. მათ აქ იპოვეს ის, რომელიც მერე, თავისი სრულწლოვნების ასაკში, ყოველგვარ ამქვეყნიურ სიბრძნესა და მატერიალურ ცოდნას უარყოფს. მოგვები თავიანთ სამშობლოში მეფეებს აძლევდნენ რჩევებს, მილიონობით ქვეშევდომის მმართველი მონარქები მათი მითითებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. იმ დროს მხოლოდ მოგვებსა და ქურუმებს ჰქონდათ მსხვერპლის შეწირვის უფლებ. მათი პრეროგატივა იყო სიზმრების ახსნა და ურთიერთობა “Alma Mazda”-თან (კეთილ ღმერთთან). მხოლოდ მათ “იცოდნენ” მომავლის საიდუმლოებანი და ადამიანთა მოდგმის ბედი. ისინი საკუთარი ხელებით ხოცავდნენ ბოროტ მხეცებსა და ფრინველებს, მინდორივით მარგვლავდნენ ადამიანთა სულებს, ღმერთებს “სიამოვნებდათ” მათი მსხვერპლი და არც ერთ მეფეს არ შეეძლო ომის დაწყება მათთან რჩევის გარეშე. ისინი “ფლობდნენ” ცისა და მიწის საიდუმლოებებს და ამტკიცებდნენ თავიანთ ძალაუფლებას მეცნიერებისა და რელიგიის სახელით. ამიტომ სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ისინი აქ იესოს თაყვანისსაცემად მოვიდნენ. ცხოველების - ბუნების წარმომადგენლებისა- და მწყემსების - ხალხის წარმომადგენლების - შემდეგ ეს იყო მესამე ძალა - სიბრძნე, რომელიც ბეთლემის ბაგის წინაშე მუხლებზე დადგა.

ამრიგად, აღმოსავლელი მოგვების უძველესი კასტა ახალ ბატონს ესალმებოდა. მათ ქედი მოიხარეს მის წინაშე, ვინც მალე სიტყვისა და რაოდენობის გაგებას დაუპირისპირებს სამყაროს სიყვარულად აღქმის უნარს. ანგარიშმა და გათვლამ გზა დაუთმო მიტევებასა და პატიებას, სიბრძნემ თავი დახარა უბიწოების წინაშე, სიმდიდრე უპოვარობის ფეხებთან დაემხო. მოგვებმა იესოს მიართვეს ოქრო, რომელიც იესომ მოგვიანებით უარყო და მისი სიყვარულით გასხვისება გვირჩია: “გაყიდე ყველაფერი და მიეცი ღარიბებს”. მათ ძე ღვთისას საკმეველიც მიართვეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბოსლის სიმყრალე ჩაეხშოთ, არამედ რათა სიმბოლურად ეჩვენებინათ მათი რიტუალების გაუქმების პირას დგომა; რომ მათ საკურთხევლებს ამიერიდან აღარ დასჭირდებოდათ არც ფიმიამი და არც საკმეველი. მათ უფალს მიართვეს აგრეთვე სმირნა, რომელსაც გარდაცვლილთა ბალზამირებისთვის იყენებდნენ, რადგანაც წინასწარ იცოდნენ, რომ სულ მალე ადამიანები ამ ბავშვს სიყვარულს არ აპატიებდნენ და მოკლავდნენ. მშობელ დედას კი ეს სმირნა მისი სხეულის საცხებად დასჭირდებოდა. ბრწყინვალე, მეფურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ამ ძლევამოსილმა და ბრძენმა მოგვებმა ჭუჭყიან იატაკზე მუხლმოდრეკით მატერიალური სამყაროს სულიერი ფერიცვალების ათვლის წერტილი დააფიქსირეს. მათ მიაგეს ყველა პატივი, რასაც სიყვარული - ღმერთი - იმსახურებდა. მაგრამ მათი წასვლისთანავე იგივე სიყვარული - ღმერთის - წინააღმდეგ ერთდროულად ამუშავდა ამქვეყნად არსებული სიძულვილის ყველა მანქანა.

P.S. “რატომ დაიჩოქეს მოგვებმა იესოს წინაშე?
იმიტომ, რომ იესომ მოიტანა ღვთიური სიყვარული დედამიწაზე - უნივერსალური მთლიანობის რეალური შეგრძნება.
ჩვენ გარემოცული ვართ ურიცხვი ცოცხალი და შეგნებული არსებებით, და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით მათი არსებობის შესახებ და ვუწყით, რომ ისინიც ისევე სიცოცხლით აღსავსენი არიან, როგორც ჩვენ, მაინც გვგონია, რომ ისინი ჩვენზე ნაკლებად ცოცხლები არიან. ჩვენ მხოლოდ ჩვენს არსებობას აღვიქვამთ სიცოცხლის მთელი ინტენსივობით, მაშინ როცა სხვები უფრო ჩვენი რეალობის შემადგენელ აჩრდილებად გვესახება. მართალია, ჩვენი შეგნება გვეუბნება, რომ სხვა ადამიანთა ცხოვრებაც ისეთივე რეალობაა, როგორც ჩვენი, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენს პერსონას აღვიქვამთ სამყაროს ცენტრად, ხოლო ყველა დანარჩენს მის პერიფერიაზე ვრიყავთ. რაც არ უნდა დავარქვათ ამას: „ეგოიზმი“, „ეგოცენტრიზმი“ თუ სხვა, ფაქტი ფაქტად რჩება - ჩვენ ჩვენ თავს უფრო ნამდვილად და რეალურად აღვიქვამთ, ვიდრე სხვა ადამიანებს.
მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ გვიყვარს, სხვა ადამიანების სიცოცხლის რეალურობის აღქმა მატულობს ჩვენში. სწორედ სიყვარული აღვიძებს ჩვენში არა მარტო საკუთარ რეალობას, არამედ სხვა ადამიანების და თავად ღვთის რეალურობის შეგრძნებას. მაგრამ როგორ გავცილდეთ იმ პირველ დონეს, როცა ჩვენ მარტო ჩვენი თავი გვიყვარს, როგორ შევძლოთ სხვა ადამიანების რეალური არსებობა ჩვენსას გავუტოლოთ და შესაბამისად შევიყვაროთ ისინი?
სწორედ ამ კითხვაზე ვერ გასცეს ბრძენმა მოგვებმა პასუხი და და დაიჩოქეს მის წინაშე, ვინც ამ ჩიხიდან ადამიანებს გამოსავალი აჩუქა. და ეს გამოსავალი თავად ძე ღვთისა იყო - კაცადქცეული ღმერთი - სიყვარული. სიყვარული განკაცდა და ადამიანის სახემიღებულმა გვიჩვენა ღვთიური სიყვარულის რეალიზაციის ცოცხალი მაგალითი. მან თავისი ნებაყოფილობითი ჯვარცმით, სწავლებით და მოღვაწეობით მოგვცა იდეალური მეთოდი, თუ როგორ გავარღვიოთ ეგოცენტრიზმის რკალი. ამიერიდან ქრისტეში გაერთიანება, ქრისტეს სიყვარულის მიბაძვა, ქრისტედ ქცევა - ადამიანს მეორედ დაბადების საშუალებას აძლევს და ის უკვე სხვა ადამიანებს აღიქვამს არა ეგოცენტრისტული პოზიციიდან, არამედ ყველას ქრისტეში ერთიანობის და თანასწორობის პოზიციიდან. ქრისტემ მოიტანა ის მადლი, რომელსაც სიყვარული ჰქვია და ქრისტესმიერი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ადამიანის, როგორც პიროვნების სრული რეალიზაცია, მისი სრული პოტენციალის წარმოჩენა. ეს იცოდნენ მოგვებმა და ამიტომაც მოიყარეს მუხლი იესოს წინაშე.”

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
azazeli
პოსტი Nov 2 2013, 07:47 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



იუდა ებრძვის ქანაანელთ.

როგორც მოგეხსენებათ ისრაელიან ერს წინამაძღვრობდა ისუ ნავეს ძე მაგრამ ახლა ისუს გარდაცვალების შემდგომ ისრაელიანი ერი დარჩა წინამძღვრის გარეშე და მათ უწევთ დამოუკიდებლად რაღაც–რაღაც საკითხების გადაჭრა. მაგრამ ისრაელიან ერს ისუს გარდა წინამძღვრობდა ვინ?ყოვლადძლიერი ღმერთი და ახალ სწორედ ისუს გარდაცვალების შემდგომ მიმართავს ისრაელიანი ერი ღმერთს: ვინ წარგვიძღვება ქანაანზე საბრძოლველად ? და ქანაანელებთან საბრძოლველად ღმერთი გამოარჩევს იუდას ტომს, იუდას ტომი მის მოძმე სიმონის ტომს სთხოვს დახმარებას და ეტყვის რომ გამოყვეს მის წილხვდომში საბრძოლველად, ხოლო როდესაც გაიმარჯვებს, შემდგომ ის გაყვება მის წილხვდომში საბრძოლველად. დათანხმდა სიმონი, და გამართეს ბრძოლა ქანაანელებთან და ფერიზეველებთან ბეზეკში სადაც ათი ათასი კაცი მოსრეს. ბეზეკში ომის დროს ისინი გადააწყდნენ ადონი–ბეზეკს რომელიც გაექცათ მათ მაგრამ დაეწია იუდას და სიმონის ტომი და შეიპყრეს იგი. მას დააჭრეს ხელისა და ფეხის ცერები. და თქვა ადონი–ბეზეკმა: როგორც მე ვაკეთებდი სწორედ ისე მომაგო მე ღმერთმაო. და წაიყვანეს ის იერუსალიმს და იქ გარდიცვალა. იუდას და სიმონის ტომების დაპყრობითი ომები მხოლოდ ამით არ ამოწურულა, მათ იერიში მიიტანეს იერუსალიმზე და აიღეს იგი და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს.ამის შემდეგ იუდას ტომმა გაილაშქრა ქანაანელებზე რომლებიც მკვიდრობდნენ მთებში, ნეგებში, და ბარად. იუდამ ხებრონშიც გაილაშქრა ქნაანელებზე სადაც დაამარცხეს შეშაი თალმაი და ახიმანი. და გაილაშქრეს იქიდან დებირის მკვიდრებზე უწინ მათ კირიათ–სეფარი ერქვა და თქვა ქალებმა: ვინც კირიათ სეფარს აიღებს მივცემ მათ ჩემს შვილს, ყაქსას ცოლად. და აიღო იგი ღოთონიელმა ქალების უმცროსი ძმის, კენეზის ძემ. ამის შემდგომ იმართება დიალოგი ღოთონიელსა და ქალებს შორის, რასაც მოკლედ განვიხილავთ. ღოთონიელი დაიყოლიებს ქალებს რომ გამოითხოვოს მამისაგან მინდორი და ეუბნება ასეთ რაღაცას: რაკი ნეგების ქვეყანა მიბოძე, ბარემ წყლის წყაროებიც მიბოძეთ და მისცა მას როგორც ზემო ისე ქვემო წყარონი. ამის შემდეგ გაილაშქრა იუდამ სიმონათან ერთად ქანაანელების წინააღმდეგ რომლებიც მკვიდრობდნენ ცეფათში და დაარისხეს ეს ქალაქი და დღევანდლამდე ეწოდება ხორმა. ამის შემდგომ აიღო იუდამ ღაზა, აშკელონი და ყეკლონი. და იყო უფალი იუდასთან და დაიმკვიდრა მთა მაგრამ ვერ აყარა ბარელები რადგანაც რკინის ეტლები ჰქონდათ. და მისცეს ქალებს ხებრონი როგორც მოსეს ქონდა ნათქვამი, და აჰყარა მან იქიდან სამი ძე ყენაკისა. ხოლო იებუსეველები იერუსალიმის მკივიდრები არ აუყრიათ ბენიამინის ძეთ და დღევანდლამდე იქ ცხოვრობენ, ბენიამინის ძეებთან ერთად იერუსალიმში.
ომების მხრივ, გამონაკლისი არც იოსების ტომი გახლდათ. და მან შეუტია ბეთელს, მაგრამ ვიდრე შეუტევდა და რაიმე სპეც–ოპერაციებს განახორციელებდა, მანამდე კარგად ზვერავდა ბეთელს. ერთხელ როდესაც იოსების ტომი დაზვერვით ღონისძიებებს ატარებდა შენიშნა რომ ქალაქიდან გამოვიდა კაცი და უთხრეს მას მზვერავებმა: გვიჩვენე ქალაქის შესასვლელი და წყალობას გიზამთ. კაცმაც უჩვენა ქალაქის შესასვლელი დაეცა იოსების ტომი თავს ქალაქცს მოწყვიტეს მახვლიებით მტელი ეს ხალხი ხოლო ეს კაცი და მთელი მისი სახლეული შეიწყალეს, ეს ადამიანი თავისი ოჯახითურთ დამკვიდრდა ხეთელთა ქვეყანაში, სადაც მან ააშენა ქალაქი და უწოდა მას სახელად ლუზი.
არც ეფრემს, არც ზებულონს,არც აშერს,არც ნაფთალს არ აუყრია უცხო ტომელები სხვადასხვა ქალაქებიდან. ხოლო იოსების ხელი დამძიმდა ამორეველებზე რომლებიც ცხოვრობდნენ ხერესის მთაზე და გაუხდნენ ისინი მოხარკეებად.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

მიწების დანაწილება

და აი ახლა ჯერი მიდგება ისრაელიანი ერისთვის მიწების დანაწილებაზე. ისუ ნავეს ძე, ასრულებს ეპოქას. იგი აკეთებს ასეთ რამეს მან უნდა დაუნაწილოს მიწა ისრაელს.მოსეს და ისუს მისია არ იყო მხოლოდ ამ ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანა. მათ უნდა მიეყვანათ აღთქმულ მიწამდე და დაემკვიდრებინათ იქ აუცილებლად. ისუ ნავეს ძე ამას ვერ მოესწრება. ვერც ქანაანის ბოლომდე აღებას მოესწრება.ისუ ნავეს ძე დაიწყებს მიწების დანაწილებას.და ეს მიწების დანაწილება ხდება შემდეგი ფორმულირებით: ორი თასი დაიდგმება ერთ თასში იქნება მიწების სახელწოდებები ჩაყრილი, ხოლო მეორე თასში 12 ტომის სახელი, ტომის სახელს ისუ ამოიღებდა, წაიკითხავდა, გამოვიდოდა იმ ტომის უხუცესი, ეს უხუცესი ამოიღებდა მეორე თასიდან იმ მიწის სახელწოდებებს რომელიც მის ტომს ერგებოდა. თუ თითოეულს რამდენი ქალაქი უნდა რგებოდა ამას თავად ადგენდნენ ტომები, შიგნით. ეს რათქმაუნდა დამოკიდებული იყო ტომის რიცხოვნობაზეც. ყველაზე დიდი ტომი აღმოჩნდა იუდასი, დასავლეთ იორდანიაში. ხოლო მანასეს ტომი რომელიც გაყოფილი იყო, გაცილებით უფრო დიდი იყო რიცხობრივად. ყველაზე პატარა იყო ბენიამინის ტომი როგორც ძმებში ყველაზე პატარა.

2,5 ტომის მიერ ნიშის აგება.

ის ლაშქარი ანუ 2,5 ტომის რომელნიც გადმოყვნენ სხვა ტომებს, მიიღეს უფლება, რომ დაუბრუნდნენ ოჯახებს ანუ გადაკვეთონ უკან იორდანე, და წავლენ ისინი. ჩვენ გვახსოვს იორდანის გადმოკვეთისას გილგალთან დადეს ქვები ისრაელიანებმა, ამბავი მოუვა ისუს სილუამში და უხუცესებს რომ აი იმ ლაშქარმა რაღაცა დიდი წამომართა ქვების გროვისაგან. ისუ ნავეს ძე, კატეგორიულად მოითხოვს შეიკრას ლაშქარი და გაილაშქრონ ამ 2,5 –ის წინააღმდეგ. ისინი დაეჭვდნენ, აქაც ხომ არ გაჩნდა კიდევ ერთი სალოცავი ადგილიო. ჩვენ ვიცით რომ ამ დროს სილოამში იყო კიდობანი და სჯულის მიხედვით ტაძარი შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ყოფილიყო შესაბამისად ისუ ნავეს ძე ფრთხილობს სადმე კიდევ არ აღმოჩნდეს კერპი ამით შეიძლებოდა ისრაელში შემოსულიყო ფიქრი იმის შესახებ რომ,იქ მყოფი ღმერთი და აქ მყოფი ღმერთი ერთია. არამედ ესეც ღმერთია და იქ მყოფი ღმერთი კიდევ სხვა ღმერთია. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ აქ (მრავალღმერთიანობაზე გვაქ საუბარი. რაც შემდგომში არ გამართლდება)ისუ ნავეს ძე ჯერ დელეგაციას გაგზავნის გილგალთან. რომელნიც ეტყვიან თუ რატომ გააკეთეს, ეს ხომ არ შეიძლება რატომ განარისხებთ უფალს. წმ. წერილში წერია, რომ იმათი მხრიდან არ ჩანს უხუცესები, ჯარი პასუხობს საოცარ რამეს, ეს რა არის იცითო? მდინარე რომ გადმოლახეთ და ეს აქ დაალაგეთ რის ნიშნათ დაალაგეთ? თქვენი შვილები რომ გვეტყვიან რა არის ესო ხომ უნდა ვუპასუხოთო. მდინარის გადმოლახვის შესახებ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, რომ არ უთხრან წილი არ გიდევთო, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ ჩვენი შვილები ისეთივე ისრაელიანები იქნებიან როგორიც თქვენი შვილები.ჩვენი შვილების ღმერთი ის ღმერთი იქნება, რომელიც კიდობანშია ეს არის ნიშანი იმისა რომ ჩვენ გვყავს ის ღმერთი. რომელიც მოსემ მოგვცა იმ რჯულის შვილები ვართ რომელიც მოსემ გადმოგვცა რომ ჩვენ მართალია იქითა ნაპირზე გადავდივართ, მგარამ სხვბი არ ვართ ისრაელიანები ვართ ჩვენ. ეს იმდენათ სამართლიანი და გასაოცრად დიდი პასუხი იყო რომ ყველამ ადიდა უფალი. ეს თაობა არის საოცარი თაობა და ამიტომაც ეს თაობა ომს ომზე იგებს.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

ქალებ იეფუნის ძე და მათი სამკვიდრო.

ქალებ იეფუნის ძე რომელიც ისუ ნავეს ძესთან ერთად იყო, მოითხოვს ისუსგან ქებრონს, ეს არის ჯერ კიდევ აუღებელი ქალაქი. ქალებ იეფუნის ძე დადებს ასეთ პირობას, ვინც აიღებს ამ ქალაქს ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო.ქალების ქალიშვილების შერთვა არ იქნებოდა ურიგო, რადგან იგი იყო დაწინაურებული აზნაური, ასე რომ ვსთქვათ შერავა მოხდებოდა მისი იმჟამინდელ ინტელიგენციაში.ამიტომ ყველასათვის მისაღები იქნებოდა ეს პირობა. ქებრონი წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს, ამიტომაც მოექცა ქალების ყურადღების ქვეშ. ქალებ იეფუნის ძე თავის ძმიშვილს ლოთონიელს მისცემს უფლებას რომ აიღოს ქებრონი.აიღებს იგი ქებრონს, შესაბამისად ლოთონიელი ბიძაშვილს მოიყვანს ცოლად. ლოთონიელი გახლავთ იუდას ტომიდან. ისუ ნავეს ძე გარდაიცვლება მისი საფლავი ცნობილია იგი ეფრემის მთებში დაიკრძალება. ისუ ნავეს ძის გარდაცვალება საკმაოდ განსხვავებულია მოსესგან, მოსე მანამ არ გავიდა ამ ქვეყნიდან სანამ მისი საქმის გამგრძელებელი არ დატოვა. მთელი ცხოვრება ისუ ნავესმა სამომავლო საქმე აკეთა. ქანაანი უკვე ისრაელისაა, მიწები უკვე დანაწილებულია. ისუ ნავეს ძით იწყება ეპოქა რომელიც გულისხმობს ხეტიალს, მოდის ეპოქა როდესაც იწყება მკვიდრობის, დასახლების ეპოქა.ამ მომავალ ეპოქას ეწოდება მსაჯულთა ეპოქა და პირველი მსაჯული იქნება ლოთომიელი. ისუ ნავეს ძე გარდაიცვალა 110 წლისა, მის საფლავზე მზე იყო გამოქანდაკებული და ის დანები დაწყობილი რომლითაც მან აღასრულა ისრაელიანი ერის წინადაცვეთა.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

ღვთისმეტყველებაში გამოიხატება ორი ძირითადი მიმართულება,
ალექსანდრიული და ანტიოქიური. ალექსანდრიული მიმართულება გულისხმობდა წმინდა წერილის ხედვას მის სიმბოლოებში. ალექსანდრიელ ღვთისმეტყველს აინტერესებს არა,ის რაც კონკრეტულად წერია წმ. წერილში არამედ იგი თავს ავალდებულებს მიაღწიოს ჭვრეტას, ანუ დაინახოს ის რაც შეიძლება იგულისხმებოდეს წმ. წერილში.იგი მაქსიმალურად ცდილობს იმ ტექსტიდან გამოიტანოს , გადმოსცეს სიმბოლური სწავლება. მაგალითისთვის ავიღოთ მოსე , აელვებული მაყვლოვანის წინ, როგორც ვიცით ღმერთი მოსეს ხამლის გახდას მოსთხოვს, ალექსანდრიელი ღვთისმეტყველის წინ ამ დროს არა მარტო ფეხშიშველი მოსე დგას, არამედ მას აინტერესებს თუ რატომ იდგა ფეხშიშველი იგი. რა შეიძლება ამაში ვიგულისხმოთ ? იგი მას ამგვარ განმარტებას უძებნის , მისთვის ფეხსამოსგახდილი მოსე არის ადამიანის სიმბოლო , რომელიც თავისი თავიდან ხრწნილების განდევნისა და მოშორების შემდეგ შეძლებს ღმერთთან საუბარს. იგი ფეხშიშველი მოსეს ეპიზოდის განმარტებას უფრო ღრმად ცდილობს და უძებნის მას შესაბამისობას.
ანტიოქიელი ღვთისმეტყველი , მაქსიმალურად ერიდება რაიმე ჭვრეტას, ის უფრო სხვა კუთხის მეცნიერი გახლავთ იგი იპოვის სადმე რაიმე სიტყვას და მის მნიშვნელობას წმ.წერილის მთელ ფართობზე ეძებს , და დაადგენს მნიშვნელობას. ანტიოქიელი ღვთისმეტყველი ყოველთვის დადარაჯებულია ალექსანდრიელთან , იგი ცდილობს რაიმე ზედმეტობაში არ გადავიდეს და არ შეეწიროს მას. ანტიოქიელი ღვთისმეტყველები ზედმეტ ბუკვალიზმამდე დადიოდნენ რაც თავის მხრივ დასაბამი გახლდათ არაჯანსაღი აზროვნებისა, აქ კი ალექსანდრიელი ხსნიდა , რომ ასეთი დაწვრილება საჭირო არ არის. აქ ისმის ასეთი კითხვა, რომელი მათგანი შეიწყნარა ეკლესიამ ? შედარებით მართებული რომელია ? აღსანიშნავი ის არის რომ ეკლესიამ ორივე შეიწყნარა და ორივე მათგანის აზრს ითვალისწინებს. ეს არის ეკლესიის გზა , ანტიოქიური და ალექსანდრიული სწავლებები ორივე ერთად. როგორც ვიცით
მსოფლიოში გაიმართა შვიდი საეკლესიო კრება, ამის გარდა უამრავი ადგილობრივი კრებები.შვიდივე კრება მეტნაკლებად შეეხო მწვალებლობებს,რომლებიც წამოსულნი არიან ანტიოქიური და ალექსანდრიული სკოლებიდან.
სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ, მასზე სამი ძირითადი სწავლებაა. პირველი, ელინისტური ფილოსოფია, მისი მოძღვრებით სამყაროს ქმნის ღმერთი მაგრამ მას მატერია სჭირდება , ანუ ღმერთი არის არა ყოვლის შემძლე, არამედ არქიტექტორი, ანუ ის ქმნის სამყაროს რაღაცისგან. მეორე არის ემანაციის თეორია რომელიც გულისხმობს იმას რომ , ღმერთის არსიდან ქმნილება გადმოიღვარა, იღვრებოდა , იღვრებოდა და შორდებოდა მას. ის რაც ღმერთთან ახლოს არის ყველაზე წმინდაა , ხოლო რაც უფრო შორდება მას , სიწმინდე კლებულობს და ბოლოში საშინელება და ბოროტებაა, ეს არის მატერია.
მოსე წინასწარმეტყველი არის - ერთადერთი ადამიანი , რომელმაც თქვა რომ ღმერთი არის ყოვლადძლიერი და მან არაფრისაგან შექმნა სამყარო. ,, დასაბამად ღმერთმა ქმნა ცაჲ და ქვეყანაჲ ,, წმ. ბასილი დიდმა განმარტა შესაქმის ექვსი დღე , გარდა ადამიანის შექმნისა , რადგან იგი გარდაიცვალა. წმ. გრიგოლ ნოსელმა დაწერა პასუხი ,, ექვსთა დღეთა ,, იგი იყო წმ. ბასილი დიდის ძმა.მან განაგრძო წმ.ბასილის ,, ექვსთა დღეთას განმარტება ,, ბასილი ძალზედ ადვილად და იოლად განმარტავდა , რადგან ჩვილს გაეგო მისი განმარტება, ადვილად და მიეტანა მისთვის ვითარცა რძე.
მოსე წინასწარმეტყველი იყო აბსოლიტურად განათლებული პიროვნება, როცა იწყებდა წერას, მიუხედავად ამისა იგი არ იყო დაცული შეცდომებისაგან და უფალს მისთვის არ წაურთმევია საკუთარი ნება , მაგრამ იგი სულიწმინდის მადლის გავლენითა და დახმარებით სწერდა, რადგან დაეცვა წერილი შეცდომებისაგან. ,,დასაბამად ღმერთმა ქმნა ცაჲ და ქვეყანაჲ,,
ღმერთი პირველად ქმნის დროს და დროში იქმნება ყველაფერი. ზედროული არის ის ვინც ქმნის თავად დროს,ანუ ღმერთი. შემოქმედებითი პროცესი განწესებულია ექვს დღეზე. გრიგოლ ნოსელი კი სვავს აბსოლიტურად ჭეშმარიტ კითხვას, თუ რატომ დასჭირდა მას ექვსი დღე სამყაროს შესაქმნელად? წმ.იოვანე თავის ნაშრომში ,, მართმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა ,, ბრძანებს, რომ ღმერთის თვისებები არის ყოვლადმყოფობა; ყოვლისშემძლებელი; ყოვლისმცოდნე, ერთი მომენტი რომ გამოვაკლოთ, იგი ღმერთი არ იქნება. ყოვლადძლიერმა შექმნა სამყარო და კითხვა, რაში ჭირდებოდა მას ექვსი დღე შესაქმნელად? გრიგოლ ნოსელი ამბობს რომ ღმერთი სამყაროს ქმნის მყისიერად. იგი ამბობს რომ ღმერთმა აბსოლიტურად ყველაფერი შექმნა და ის ექვსი დღე რაღა არისო ისმებოდა ასეთი კითხვა.სიბნელე არის სინათლის ნაკლებობა.თავდაპირველად ქვეყნის შექმნამდე , არსებობდა სიბნელე, სიბნელისა და სინათლის ერთდროული არსებობა, წარმოუდგენელია, სიბნელე არის უარსო, აქ ყურადღებას ვაქცევთ სიას, წმ. გრიგოლ ნოსელი ავითარებს მოძღვრებას,რომლის თანახმადაც ღმერთი მყისიერად ქმნის პრინციპებს, მაგ: სიმსუბქე-მსუბუქი, სიმძიმე-მძიმე. ღმერთმა შექმნა იდეები ანუ საწყისი პირველი ელემენტები. ღმერთმა ეს ელემენტები ჩაალაგა ერთმანეთის გვერდით თითოეულ ელემენტში ორი რამ დევს (მომენტი) ნათებისა და ურთიერთ ლტოლვისა. ანუ ღმერთმა ეს პირველი ელემენტები შექმნა და ამ ელემენტებით რეალიზდება ყველაფერი, მათ აქვთ უნარი ურთიერთმიზიდულობისა მათ აქვთ უნარი ერთმანეთისაკენ ძვრისა და ცვლისა მათ აქვთ აგრეთვე ნათება ერთმანეთისაკენ სწრაფვის დროს , შეჯახების დროს წარმოიქმნება ნათელი, კაჟის ქვის მსგავსად მათი შეჯახების შედეგად შეიქმნა სინათლე. და სწორედ ეს უნდა იყოს ფიზიკოსების მიერ ნათქვამი დიდი აფეთქების შესახებ. აუცილებლად, პირველად უნდა გაჩენილიყო სინათლე, ამისათვის რომ მატერიალური სამყარო შეიქმნას სინათლე უნდა არსებობდეს, ამიტომაც საჭიროა გამოჩნდეს ანუ ხილული გახდეს.
წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: ოთხი დასაბამი სტიქიის შესახებ. შეხვდა ერთმანეთს, სიმშრალე, სიცივე, სიმსუბუქე და შექნმა ჰაერი. გამოვიდა სიმსუბუქე და შევიდა სიმძიმე. გამოვიდა სიმშრალე და შევიდა სისველე, შეიქმნა წყალი და გამოვიდა სიცივე შეიქმნა მიწა და შევიდა სიმხურვალე ,სიმძიმე და სიმშრალე ცეცხლი, მხურვალე, მშრალი მსუბუქი დაიძრა სიმსუბუქის გამო ზევით, ანუ ცეცხლი მიდის ზევით და ანათებს გარშემო. ეს არის ქმნილი მატერიალური ნათელი, იარა მან გარკვეულ სამყარომდე, სადაც სხვა ნათელია და გამოვიდა უკან. ასვლა, განათება ჩამოსვლა და კვლავ ასვლა.
წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს:ღმერთმა ბრძანა რომ განყაროს ერთმანეთისაგან წყლები, მოაქციოს წყლები მყარს ზემოთა და მყარს ქვემოთ ( ამის შესახებ მე-7 მუხლშია ნათქვამი) ესეიგი რაღაცა მყარი გაჩნდა, მაღლა წყლები დარჩა და რაღაცა წყლები დაბლა დარჩა. აი ამ მყარს ღმერთმა უწოდა ცა. ორიგენე როდესაც მსჯელობდა ამ მუხლთან დაკავშირებით არსებობდა რაიმე. პირველ მუხლში ნათქვამი (ცა), მე-7 და მე-8 მუხლში ნათქვამი (ცა) ერთი და იგივეა. მოსემ ის რაც პირველ მუხლში მოკლედ თქვა, მე-8 და მე-7 მუხლში გავრცობილად მოგვითხრო. ამის შესახებ. წმ. გრიგოლ ნოსელი, ბასილ დიდს აბსოლიტურად ეთანხმება, პავლე მოციქულის ცნობილ სიტყვებს, რომ ის იყო აღტაცებული მე-3 ცამდე. და მეფსალმუნის სიტყვები ,, ცანი ცათანი ,, რომ არსებობდა იგი. და ამბობს რომ ეს სხვადასხვა ცებია. წმ.გრიგოლ ნოსელი ეთანხმება და ყურადღებას ვაქცევთ ასეთ რამეს ეს ცა, პირველ მუხლში იგულისხმება ყველაფერი მატერიალურიც და არამატერიალურიც, მყისიერიც და არამყისიერიც ხოლო მე-7 მუხლისა არის უკვე მყარი და ამ მყარს ეწოდება ცა.
ძვ.ქართული ტერმინოლოგიით სამყარო არის ადგილი,რომელზეც რაღაცა ემყარება (მყარი, დასამყარებელი).აი ამ სამყაროს ღმერთმა უწოდა,ცა.
წმ.წერილი ამბობს რომ ამ მყარს ზემოთ და ქვემოთ არის წყალი.
წმ.ბასილი დიდი ამბობს:რომ ზედა და ქვედა წყლები არის ჩვეულებრივი წყლები ( ხმელეთი არის უკვე შემდეგი შემოქმედება). ბასილისათვის მნიშვნელოვანია ასეთი რამ თუ კი არსებობს ცეცხლი რომლის შემადგენელი თვისებაა სიმხურვალე, მაშინ იგი შედეგს უნდა იძლეოდეს და თუ კი ეს სიმხურვალე დაყენებულია, მაშინ მისი განლევადი სტიქიაა საჭირო, რომელსაც მისი საპირისპირო თვისება ექნება ეს კი არის წყალი, რომელიც ნოტიო და სველია, თუ სიმხურვალე მეტია, მაშინ სინოტივე ნაკლებად ექნება და პირიქით. ესენი აკონსპექტებენ ერთმანეთს.(ბასილის მიხედვით).და საინტერესოა თუ საიდან იღებენ ისინი სათავეს.ცეცხლი ვიცით უკვე საიდან მოდის,მარა წყალი, ეს აინტერესებს ბასილს და ამბობს აი აქედან სადაც ზემო წყლებია. იგი ამბობს რომ ღმერთმა გახსნა ცათა სარკმლები(ალეგორიულად) და ჩამოიქცა წყლები, მაგრამ აქ ისმება კითხვა, ეს ზემო წყლები განლევადია თუ განულევადი? ბასილი დიდი ამბობს რომ განლევადია წყლის ზემო მარაგი რადგან ის მატერიაა და რაც მატერიაა მას ბოლო აქ ანუ დასასრული. წყლის გამოლევის შემთხვევაში რჩება მხოლოდ სიმხურვალე და სწორედ მის ცეცხლში გამოიწრთობა ახალი ქვეყანა (აპოკალიფსი). გრიგოლ ნოსელი ამ შემთხვევაში ბასილს არ ეთანხმება. იგი სვამს შემდეგ კითხვას არსებობს თუ არა ზედა წყლები იგი წყლის თვისებებს აქცევს ყურადღებას წყალი არის ცივი,სველი და მძიმე,და თუ მძიმეა უნდა ჩამოიქცეს ამიტომ იგი მასზე უარს ამბობს. შესაბამისად იგი ამბობს რომ ქვემოთ არსებული სტიქია,გაქრეს და განილიოს. იგი მას კი არ აქრობს,არამეედ ერთიდან მეორეში გადაჰყავს.მისი აზრით წყალი ცივი და მძიმეა და როდესაც მხურვალება ზემოქმედებს სიმძიმე განილევა და სიმსუბუქე შემოდის.შემდგომ მხურვალებასთან ურთიერთობისას ჰაერი იფილტრება და სიმძიმე კვლავ შემოდის და იწყებს მოძრაობას. წმ.გრიგოლ ნოსელი, ზედა წყლებს არ აღიარებს და გარკვეულწილად ეთანხმება ორიგენეს, რადგან იგი ამბობდა, რომ ზედა წყლები ანგელოზებია, რადგან ანგელოზნიც უსამყოფონი არიან და წყალსავით გადაადგილდებიან. ორიგენე იმასაც ამბობს რომ, ქვედა წყლები ანგელოზები არიანო,ამაზე კი გრიგოლ ნოსელი არ ეთანხმება და ქვედა წყლებს ჩვეულებრივ წყლებად მიიჩნევს.ეს ასეც არის რადგან ღვთის ქმნილებაში არაფერი არ იყო დაცემული და ცუდი ღმერთმა შექმნა ყველაფერი კარგი და კარგად. არ შეიძლებოდა ცუდი შეექმნდა .ამიტომ გრიგოლ ნოსელის მოძღვრება ამ თემასთან დაკავშირებით აბსოლიტურად სწორია.
ყურადრება ექცევა რას, წმ.წერილში თხრობა გვაქ სამყაროს შექმნის შესახებ,პირველ თავში, როცა დასრულდება თხრობა მისი შექმნის შესახებ,წმ. წერილი კიდევ ერთხელ იწყებს სამყაროს შემოქმედებაზე საუბარს.
თავში ჩვენ ვახსენეთ თუ რატომ სჭირდებოდა უფალს ექვსი დღე ქვეყნის შესაქმნელად? ეს ექვსი დღე არის რეალიზება შესაქმისა. საღმრთო მოაზრებაში მთელი შესაქმე დასრულებულია, ეს ჩვენთვის იქნა ექვს დღეში რეალიზებული რათა კარგად გაგვეგო შესაქმე.
ადამიანის შექმნისას ღმერთმა კი არ შეეხო პირდაპირ და კი არ მოზიდა მიწიდან, ეს ყველაფერი (ალეგორიულია)რათა ჩვენ ტვინამდე მოეტანა.მას ასე რომ შეექმნა ეს ქვეყანა იგი ღმერთი არ იქნებოდა.იგი თუ რაიმეს შეეხებოდა დაილეოდა, ყველაფერი დაინთქმებოდა .ეს ყველაფერი ხდება საღვთო განგებით ( შესაქმე ). თუ ღმერთია იგი მაშინ ყველაფერს პირველმოაზრებაში ქმნის ყოველივეს,და იგი მერე რეალიზდება დროში,რათა ჩვენთვის გასაგები იყოს ყოველივე ეს. ( ექვსი დღე ).
მოსეს ორჯერ აქვს თხრობა წმ.წერილში შესაქმის შესახებ.მეექვსე დღის შემდეგ ადამიანის შექმნის შემდეგ ღმერთმა განისვენა. ( შაბათი) განა ღმერთი დაიღალა და ოფლი მოიწმინდა? რათქმაუნდა არა, ამით ღმერთმა დაასრულა ყველაფრის შექმნა, რაც აბსოლიტურად კმარია და მეტი არაფერი შეიქმნება.სრული სისავსით შექმნა მან ყოველივე. ,, აკურთხა ეს დღე და წმინდა ჰყო იგი,, მეშვიდე დღე აკურთხა, განა სხვა დღეები კურთხეული არ არის ? მეშვიდე დღე აკურთხა ღვთის ლიტურგიკული დიდებისთვის ,მან ერთი დღე გამოყო მისთვის.განა სხვა დღეებში არ შეიძლება ლიტურგიკული ღვთისმსახურება? ,,მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი,, განა ადამიანი სხვა დღეებში არ ადიდებს ღმეერთს? ადამიანს რაც აკისრია და აასრულებს მას, სწორედ ამით ადიდებს იგი ღმერთს.ღვთის დიდება ხდება ყოველ წამს.
წმ.პავლე მოციქული ამბობს: ,, გინა თუ ჭამდეთ გინა თუ სვამდეთ ყველაფრის ღვთის სადიდებლად აკეთებდეთ,, როცა წინადაცვეთა შემოიღეს, იერემია წინასწარმეტყველმა თქვა: ,,გული წინადაიცვითეთ გული,, და არა ის ორგანო რასაც მოჭრით და გიხარიათ, ის არ ჭირდებაო ღმერთს. ქრისტიანობა არის გააზრებული გული და ამ დროს სიცოცხლის გული,იგი აზროვნებს ამ დროს სწორად და მართებულად.მოსე თავიდან იწყებს თხრობას, სამყაროს შექმნის შესახებ.პირველ თავში მან უკვე დაასრულა მის შესახებ თხრობა, მეორე თავში კი კვლავ უბრუნდება მის თხრობას. რათ უნდა მას ამის განმეორება, განა მას რამე დაავიწყდა? გავარჩიოთ ერთმანეთისგან ორი რამ. წმ.მოსე გვეუბნება რომ შექმნა ყველაფერი და მისი ცენტრი არის ადამიანი.შესაბამისად როცა ვამბობთ რომ პირველი თხრობა მიმართულია უშუალოდ ცენტრისაკენ ანუ (კოსმოცენტრულია) თხრობა,(სადაც ყველაფერი შეიქმნა). ხოლო მეორე თავში მიმართულია ამ ცენტრის კიდე ცენტრისკენ ანუ თხრობა არის (ანთროპოცენტრული) (ცენტრი ადამიანი)
თქვა ღმერთმა: ,,ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისა ჩვენისა,, ღმერთმა ხორცს შთაბერა სული.ადამიანი ღმერთი არ არის და სული არ აძლევს მას ღმერთობის გარანტიას.ადამიანი ღმერთი ვერასოდეს გახდება თუ იქნება მისი გარანტია რომ ღმერთი გახდება იგი,მაშინ რწმენა დაიკარგება და გქრება.თუ შექმნა ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად. მოსე მას ხაზს უსმევს მამაკაციც და დედაკაციც ხატია და მსგავსი ღვთისა თანასწორუფლებიანნი არიან მისი.
მართალია თავია კაცი ოჯახისა.ქმნილებაში იერარქია აუცილებელია.იგი თავისთავში გულისხმობს სიყვარულს და თუ სიყვარული არ არის მაშინ იერარქიაც არ არის. ღმერთს ერთნაირად უყვარს მამაკაციც და დედაკაციც.მამაკაცი მაშინ არის ქალზე მაღლა მდგომი,როცა კაც უყვარს ქალი და პატივს სცემს მას. ქალს არ აქვს უფლება მამაკაცთან განშორებისა რადგან,ადამიანი (კაცი), როცა ქალს აყენებს შეურაცყოფას,არ უნდა წავიდეს ქალი რადგან კაცი ავადმყოფია ა დროს და მას მოვლა უნდა,მიტოვება არ შეიძლება. ეს ავადმყოფი არის ქალის ქმარი და უნდა ატაროს იგი.იერარქია მაშინ არის ძლიერი,როცა სიყვარულია. ეკლესია არის ეპისკოპოსი და მის გარშემო მრევლი და აუცილებელია სიყვარული მათ შორის.დედაკაცსაც და მამაკაცსაც ევალება ერთი რამ,განღმრთობა, ორივე აბსოლოტურად სწორია ერთმანეთისა.ადამიანი არის მსგავსი ღმრთის ხატება მისი,აქვს თავისუფალი ნება, გონება, და სინდისი, რომელიც ამხელს მას. არცერთ სხვა ცხოველს არ აქვს
სინდისი,მიუხედავად ადამიანის დაცემულობისა, მასში მაინც არის სინდისის მარცვლები რომელიც ზემოქმედებს მასზე,ამ შემთხვევაში სინდისი დაჩრდილულია.( მარგალიტი ტალახში რომ ჩავარდეს და დაისვაროს,ამოიღებ გაწმენდ და კვლავ მარგალიტად რჩება, არაფერი იცვლება მასში).
ადამიანის უკვდავება არ არის პროგრესირებადი, იგი სტატიკურია,მისი სული გაჩენის დღიდან არის და იქნება. არ იცვლება, ხოლო ღვთისაკენ სწრაფვა არის მარად განახლება,სულ უნდა ვისწრაფოთ მის მიმართ მოვიპოვოთ სიხარული, ღმერთი მიუღწეველია, ჩვენ შეიძლება შევიცნოთ,მარა საბოლოოდ მას ვერ მივაღწევთ ბოლომდე.
წმ.გრიგოლი ბრძანებს ,,მარადის საკუთარ თავზე მაღლა,,
რას ნიშნავს ეს ! ვთქვათ რაღაცას აკეთებ და შენ თავს არ ძალუძს მისი გაკეთება და აიძულებ თავს რათა გააკეთო. არ გინდა მაგრამ მაინც აკეთებ. დავითი ამბობს:,,უფალი ჩემი, და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს,, წმ.წერილი გვამცნობს რომ ადამიანი დაასახლა,სამოთხეში სადაც იყო,ხე სიცოცხლისა და ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა.ერთი უნდა ჭამოს მეორე არა.ღმერთმა უთხრა:,,თუ შეჭამ სიკვდილით მოკვდები,, ეს იყო პირველი როცა უთხრა არ ეჭამა ნაყოფი, კეთილისა და ბოროტისა. ამ დროს ღმერთმა იცის რომ ადამი მაინც შეჭამს.ადამიანი არის თავისუფალი არსება, ანუ საკუთარ თავზე გაბატონდა, და ყველაფერს მიაღწევს.ამ თავისუფალ ნებას უნდა მიეცა გამოხატულება, ამიტომ დაუწესა ღმერთმა, რომ არ შეეჭამა ნაყოფი, ამით მან მისცა საშვალება ადამს გამოეხატა თავისუფალი ნება. ეს რომ არ ექნა მაშინ რაში გამოხატავდა ადამი თავისუფალ ნებას? და რა აძლევს ნებას რეალიზების საშვალებას? იმ დროისთვის არ შეიძლებოდა ეგემა ეს ნაყოფი, ამით ის მიემსგავსებოდა ღმერთს.ადამი სამოთხეში მარხულობს,ადამი სამოთხეში სიყვარულით ესაუბრება ღმერთს, ანუ ლოცულობს გულით.ღმერთი ეუბნება ადამს იშრომეო, ადამიც შრომობს და ამას სიყვარულითა და სიხარულით, თავმდაბლობითა და მორჩილებით ასრულებს, რომელიც მისთვის სიამოვნების მომგვრელია.ამ აბსოლიტური სიამოვნების ჟამს, როცა ადამი ლოცულობს ანუ ესაუბრება ღმერთს, მას არ აკლია არაფერი. ამ დროს ადამმა მოიწყინა, ადამის მოწყენის განქარვება არ მოხერხდა, მისთვის განქარვების მცდელობა, თითქოს და წარუმატებლად დასრულდა.
არცერთი ქმნილება არ არის ქვეყანაზე ღვთის ხატება, გარდა ადამიანისა. ადამიანი ძალიან გონიერი არსებაა, სწორედ მან დაარქვა ცხოველებს სახელები.
რატო ქმნის ღმერთი სამყაროს?მას არ უნდა რომ მარტო თვითონ განიცდიდეს იმ ნეტარებას რაც მასშია, იგი საკუთარ თავში არ იკეტება და მას სურს მასთან ერტად ვიღაცა იყოს ბედნიერი.ღმერთმა თავისი ყოვლადმოწყალებით და ყოვლადსახურებით შექმნა სამყარო. მას სურს თანამონაწილე გახადოს, თავის დიდებაში ადამიანი და იყოს მასთან ბედნიერი, არა ეგოიზმით,არამედ მისი ყოვლადმოწყალებით.
ადამიანს როგორც ხატს ღვთისას უჩნდება სურვილი რომ მასთან ერთად იყოს ვიღაცა და მასთან ერთად, ადიდებდეს ღმერთს, და ემორჩილებოდეს მას. ადამი რატომ შევიდა სამოთხეში? და რა დამსახურება ქონდა მაას? არანაირი დამსახურება არ ჰქონია, არამედ იგი შევიდა ღვთის მოწყალების გამოვლინებით. ადამს უჩნდება სურვილი მასთან ერთად იყოს ვინმე,რომელთან ერთადაც განადიდებს ღმერთს.
ადამის სამოთხისეული ყოფისადმი შესაბამისობა,მისი სულიერი მდგომარეობისა, სწორედ იმაში გამოიხატა რომ მისთვის შემწე არ აღმოჩნდა.ის არ არის კმაყოფი.დაკმაყოფილდება მხოლოდ მაშინ როცა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სხივს შეემატება. გარდა იმისა რომ ყავს ღმერთი უნდა ყავდეს ვიღაცა, რომელიც ასევე ეყვარება და თანამსგავსი იქნება და ეყვარება მას.ეს მოწყინება ღვთისადმი პროვოცირებულიც კი იყო, რადგან ადამს უნდა უყვარდეს მისი ხატი.ადამმა უნდა იგრძნოს საჭიროება სიყვარულისა, მოყვარის არსებობისა. მოციქულის ეპისტოლე:თუ არ გიყვარს შენს გვერძე მდგომი რომელსაც ხედავ, მაშინ როგორღა შეიყვარებ უფალს, რომელიც არ გიხილავს.მთელი ეს მოძღვრება მთელი სისავსით ჩანდა და ვითარდება სამოთხეში სწორედ ამ მდგომარეობის მცდელობა, მისი აღკვეთისა გახლავთ, ბრძოლა და ომი, ნათელ და ბნელ ძალას შორის, რომელიც აბსოლიტური გამარჯვებით გოლგოთაზე დასრულდება.
,,ღმერთმა ადამს დასცა განკვირვება,, განკვირვება არის ნარკოზული ძილის მდგომარეობა ( ეს მდგომარეობა წმ.წერილში აბრაამთან გამოჩნდება) ეს მდგომარეობა არის ორგანიზმის მიძინება როცა ზურგის ტვინი მუშაობს.აღთქმის უნარს ინარჩუნებს.წმ.წერილში წერია რომ ნეკნი გამოუღო უფალმა, ნეკნი უშ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 2 2013, 10:41 PM
პოსტი #23


გურამი - მამული!ენა!სარწმუნოება!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,445
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: სემინარია
წევრი № 11,203



azazeli
ჯიგარი კი ხარ , მაგრამ რაღაცას გეტყვი .
ეს თემა არის სახარების განმარტების შესახებ .
აქ შეგიძლია დადო ხოლმე ოთხთავის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები .
ხოლო თუ ძველი აღთქმის შესახებ გექნება რამე , შეგიძლია ეს თემა გამოიყენო :
http://church.ge/index.php?showtopic=4773&...60&#entry740899


--------------------
,,განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა , რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის , სიმშვიდით და შიშით . ''( 1 პეტრ. 3,15 )
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi Kadagishvili
პოსტი Nov 3 2013, 07:22 PM
პოსტი #24


Giorgi Kadagishvili
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 18-October 13
წევრი № 13,384



azazeli
რატომ მაინცდამაინც ენოქის აპოკრიფში აღწერილ დაცემულ ანგელოზთა ერთ ერთი მეთაურის სახელი? მისტიკა გიტაცებს?


--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
azazeli
პოსტი Nov 5 2013, 11:32 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



ციტატა
რატომ მაინცდამაინც ენოქის აპოკრიფში აღწერილ დაცემულ ანგელოზთა ერთ ერთი მეთაურის სახელი? მისტიკა გიტაცებს?

კი ძალიან მიტაცებს და ეს სახელიც აქდან გამომდინარე შევარჩიე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
azazeli
პოსტი Nov 9 2013, 08:44 PM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



ხუთი ათასი კაცის სასწაულებრივი დაპურება.

ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. უფალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის და ამას აკეთებს იმიტომ რომ ხალხის განწყობა ნახოს, როგორია მის მიმართ.სხვაგვარად რომ ვთქვათ ვინც ზარმაცი იყო ადგილზე რჩებოდა ხოლო ვინც გულმოდგინე იყო მიჰყვებოდა მას. მაგრამ უნდა აღინიშოს რომ ის ადამიანები ვინც მიჰყვებოდა არა მისი სწავლებების მისაღებად და მოსასმენად მიჰყვებოდა არამედ ფიზიკური განკურნებისთვის რომელიც უფლის სასწაულების დახმარებით უნდა მომხდარიყო. იესო ადის მთაზე და ჯდება თავის მოწაფეებთან ერთად. მთაზე ასვლა და მოწაფეებთან ერთად დაჯდომა ორგვარად უნდა განვიხილოთ. I- იმისთვის რომ აღესრულებინა სასწაული რამეთუ მაცხოვარი ერიდებოდა ქალაქში სასწაულების აღსრულებას, ერთი მარტივი მიზეზის გამო რამეთუ არ უყვარდა მას ქება და დიდებაო, ხოტბის შესხმა და განდიდებაო. II-მთაზე იმიტომ ადის რომ მოწაფეებს გაუმხილოს (გაანდოს) რაღაც საიდუმლო ამბავი. ახლოვდებოდა პასექი იუდეველთა დღესასწაული. მაგრამ რადგანაც იუდეველთა სიძულვილი და სიბოროტე თან ზდევდა მაცხოვარს იგი არ მიდის პასექზე. იესომ აღიხილნა თვალნი თვისნი და იხილა რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისსა და რქვა ფილიპეს: სად ვიყიდოთ პურები ამათ რომ ვაჭამოთ? უფალი რასაკვირველია ამ კითხვას ფილიპეს გამოსაცდელად უსმევს და თავად კი იცოდა რასაც მოიმოქმედებდა. ფილიპე კი პასუხობს: 200 დრაჰკანის პური ვერ ეყოფათ თითოეულმა ცოტა ოდენი მაინც რომ იხმიოს. უფალი წინდაწინ ალაპარაკებს ფილიპეს პურის ნაკლებობაზე რათა იგი უკეთ მიხვდეს იმ სასწაულის სიდიადეს რომელსაც უფალი მალე აღასრულებს. ფილიპესა და მაცხოვრის დიალოგში შემოდის ანდრია სვიმონ პეტრეს ძმა და ამბობს: აქ ერთი ბიჭი არის რომელსაც 5 პური და ორი თევზე აქვს მაგრამ ეს ამდენ ხალხს რას ეყოფა? იესომ რქვა მოწაფეებს: უთხარით ხალხს რომ დასხდნენ. და იყო თივაი ფრიად ადგილსა მას, ანუ იმ ადგილას სადაც ეს ხალხი დასხდნენ. რიცხვით 5.000 კაცი იყო, თვინიერ ქალებისა და ყრმებისა. რადგანაც წმინდა წერილში ფიქსირდება ყმაწვილი რომელსაც პური და თევზი აქვს. იესომ აიღო პური მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს. ასევე ჩამოურიგა თევზიც. როდესაც განძღა ხალხი უთხრა იესომ მოწაფეებს მოაგროვეთ მონარჩენი ნატეხები რომ არაფერი დაიკარგოს.მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ პურის ნატეხებით რაც ჭამის შემდეგ დარჩათ. მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი რომელიც წუთისოფელში უნდა მოსულიყო. იესო გაეცლება მათ და განმარტოვდება მთაზე რადგანაც ამ ხალხს განძრახული ჰქონდა მისი გამეფება.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi Kadagishvili
პოსტი Nov 12 2013, 03:27 AM
პოსტი #27


Giorgi Kadagishvili
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 18-October 13
წევრი № 13,384



ციტატა
კი ძალიან მიტაცებს და ეს სახელიც აქდან გამომდინარე შევარჩიე.

გიტაცებს კარგია, მაგრამ თან მართლმადიდებლობა და თან ნიფილიმ აზაზელის მიერ სუსტ სქესთა დაღლის დაჯერება, ხომ იცი რომ ერთად ვერ გამოდის?


--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
azazeli
პოსტი Nov 13 2013, 12:10 AM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



იოანეს სახარების განმარტება მეუფე იოანე გამრეკელის ვიდეოლექციების მიხედვით
იოანე მახარებელი თავდაპირვეად გვაუწყებს იდუმალებას ყოვლადწმინდა სამების ერთარსობის, განუყოფლობის და სამგვამოვნების შესახებ, რაც ძველი აღთქმის წიგნებშიც იყო ნაუწყები, მაგრამ იქ ეს ადგილები შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვაგვარად გაგებული და უფრო დომინირებდა წარმოდგენა. ერთ ღმერთზე და მისი სამგვამოვნების შესახებ მხოლოდ წინასწარმეტყველებმა იცოდნენ. ძველი აღთქმის პირველი წიგნი - მოსე წინასწარმეტყველის წიგნი იწყება სიტყვებით: “დასაბამით ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა” და შემდეგ ამბობს, რომ “სული ღვთისა იქცეოდა ზედა წყალთა” და “თქვა ღმერთმა იქმნეს ნათელი”. ანუ ეს სამი იპოსტასი ღმერთისა: მამა, სული წმინდა და ლოგოსი ცხადდება ძველი აღთქმის პირველივე მუხლებში. იოანე ღვთისმეტყველი თითქოს უბრუნდება ამას და უფრო ცხადად ამბობს ლოგოსზე – სიტყვაზე, რომელიც განცხადდა ქვეყანაზე და რომელსაც ჩვენ იესო ქრისტეს ვუწოდებთ. იესოს ეწოდა ეს როგორც ადამიანს, რაც ნიშნავს მხსნელს და ქრისტე – ცხებულს – გამორჩეულს ღვთის მადლით. ბერძნულად – მესია.

1. პირველითგან იყო სიტყუაჲ
აქ ჩვენ თუ შევადარებთ მოსე წინასწარმეტყველის სიტყვას “დასაბამად ქმნა ღმერთმა”, მოსე წინასწარმეტყველი იწყებს თხრობას ქვეყნიერების შექმნიდან. ამ ქვეყნიერების საწყისად, თავდაპირველად, იქმნება ცა და ქვეყანა, ხოლო იოანე მახარებელი იწყებს ღვთაებრივი ბუნების მარადიულობის გამოთმით, რომ “პირველითგან იყო სიტყვა”, ანუ ეს მარადიული ყოფიერების გამოხატულებაა. ლოგოსი – სიტყვა იყო ყველაფრის დასაწყისამდე. ამით ის ხაზს უსვამს ლოგოსის დაუსაბამობას.
და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა
ეს დაუსაბამობა ლოგოსისა და მისი მყოფობა რომ არავინ იფიქროს, რომ ცალკე არსებობდა ღმერთის გარდა კიდევ სხვა რაიმესი, უმატებს, რომ სიტყვა იყო ღმერთთან და მასთან ერთობაში იყო, რითაც გამოირიცხება დუალისტური წარმოდგენა, რომელიც გავრცელებული იყო ზოგიერთ სწავლებაში. მაგრამ რომ არავინ გააკეთოს დასკვნა, რომ თითქოს ორი საწყისია ღმერთი და ლოგოსი, გააერთიანებს ამ სიტყვას და დასძენს – ღმერთი იყო სიტყვა. რომ ლოგოსის ღმერთთან ყოფნა და მისი ღვთაებრიობა ეს ერთი და იგივეა. ამით მახარებელი ხაზს უსვამს, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ ღმერთში იპოსტასი მამისა და ლოგოსისა ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს ბუნებით ერთობა და გვამოვნებით სხვაობა ჩვენ გვაზიარებს სახარების დასაწყისშივე ღვთიური ბუნების ერთიანობას.
2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.
როდესაც დაასრულებს, რომ ღმერთი იყო სიტყუაი იგი, რომ არავინ გააიგივოს იპოსტასურად ლოგოსი მამასთან, კვლავ დასძენს: “პირველითგან იყო ღვთისა თანა”, რომ მარადიულ ყოფიერებაში არიან მამა და ძე, ერთად განუყოფლად და შეურევლად.
3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.
თუ გავიხსენებთ მოსე წინასწარმეტყველის პირველ წიგნს – დაბადებას და გავიხსენებთ ქვეყნიერების შექმნის აღწერას, ცხადი იქნება, რას ნიშნავს მახარებლის მიერ მოყვანილი ეს სიტყვები: რომ ყოველივე ახალი შემოქმედებითი აქტი იწყება სიტყვებით: “და თქვა ღმერთმა: იქმნეს ნათელი...” და ასე ყველა ახალი ეტაპი შემოქმედებისა იწყება ასე, რომ სიტყვა – ლოგოსი შემოქმედია. ანუ არა მარტო ბუნებით ღმერთთან - მამასთან იყო, არა მარტო თავად არის ღმერთი, არამედ ქვეყნიერების შექმნისას მამა, ძე და სულიწმინდა ერთად არიან. რომ ყოველივე მის მიერ შეიქმნა, ანუ სიტყვით, ლოგოსით უხილავი მამა ცხადდბება შემოქმედებაში თავის სიტყვით და ლოგოსი არის რომელიც აწესრიგებს ამ ნივთიერ და უნივთო სამყაროს და ისინი გარკვეულ სახეს და ფორმას ღებულობენ ზეციური იერარქიის და ამქვეყნიური იერარქიის სახით.

4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.
ამ სიტყვასთან, ანუ ლოგოსთან იყო ცხოვრება. ამით მახარებელი მოწმობს, რომ ღმერთი არა მხოლოდ შემოქმედია, არამედ ცხოვლისმყოფელია, რომ წყარო სიცოცხლისა ქვეყანაზე ღმერთია და რომ ღმერთისგანაა. რომ ადამიანის ცხოვრების საზრისი არის ღმერთთან ყოფნა, ღვთის შემეცნება და ღვთის მიერ ცხოვრება. ამით იოანე მახარებელი მოწმობს ღმერთის და მისი ქმნილების – ადამიანის ერთობაზე და მის მნიშვნელობაზე, რომ ეს ერთობა არის ნათელი და საზრისი ცხოვრებისა და მის გარეშე ცხოვრება ნაკლულია, ის კარგავს თავის მარადიულ ღირებულებას და ღირსებას.

5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
ბნელს ამ შემთხვევაში მახარებელი უწოდებს იმ ამაო ცხოვრებას, ღვთისგან განშორებულს და ცოდვით დაცემულ სამყაროს, რომელშიც ნათელი ღვთაებრივი არ დაიჩრდილა და მოწმობს, რომ ბნელი ანუ ცოდვა, ბოროტება, დაცემული ბუნება აგრესიულია ღვთის სიწმინდის მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამ ძალადობისა ვერ ერევა ღვთის ნათელს. აქ იგულისხმება ის ბრძოლა, რომელიც ამ სოფელმა გაუმართა ღმერთს და ადამიანებმა ჯვარს აცვეს უფალი და თითქოს, სიკვდილის ძალა გამოჩნდა წინა პლანზე, მაგრამ აღდგომის ძალამ სძლია სიკვდილს ანუ ბნელი ვერ მოერია ნათელს. აი, ეს არის საოცარი ნუგეში და საოცარი იმედი თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის, ის შეწევნა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეძლევა ჯვარცმულისადმი რწმენით. რომ უფალმა, მიუხედავად ჯვარცმისა და წამების სძლია სიკვდილს და რომ სიცოცხლე ზეიმობს, რომ ქრისტეს მიერ თითოეული ადამიანი ქრისტეს მიერ სძლევს სოფელს და ეზიარება მარადიულ ცხოვრებას.
ლოგოსი და ნათელი რომ სინონიმებია, ამას შემდგომი სიტყვებით გვაუწყებს იოანე მახარებელი:

9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
როგორც დასაწყისში იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ “პირველითგან იყო სიტყვა”, ახლა იგივეს ამბობს ნათელზე: “იყო ნათელი ჭეშმარიტი”. როგორც ზემოთ ითქვა, პირველში – ლოგოსის – ღმერთის მარადმყოფიერებას გვაუწყებს, აქაც ამ ჭეშმარიტი ნათელის მადლმოსილების მაუწყებელია ამ მუხლში. მაგრამ, ლოგოსის შესახებ ნათქვამია, რომ მის მიერ ყოველივე შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა. იგივეს იმეორებს მახარებელი ნათელთან მიმართებაში:
10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.
სიტყვით შეიქმნა და იმ ნათლით შეიქმნა და პირველივე მოქმედება სიტყვისა იყო “იქმენინ ნათელი” როგორც ძველი აღთქმის წიგნი გვაუწყებს და ამით განცხადდა ის, რომ ღმერთი ერთსა და იმავე დროს არის სიტყვა, ლოგოსი მომაწესრიგებელი და გამგებელი და შემოქმედი ქვეყნისა და ამავე დროს ის არის ნათელი, რომელიც ამ ქვეყანაზე განანათლებს და ნათელყოფს ღვთაებრივ ბუნებას, მის შემოქმედებით ძალას, მის ცხოველმყოფელობას მის ქმნილებებში გვიცხადებს. ამიტომაც წერია, რომ: 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. განათლება ყოველი ადამიანისა სამგვარია: არის ნათელი ხელთუქმნელი – ღვთაებრივი, არის ნათელი ქმნილი ღვთის მიერ – ხილული ნათელი და არის გონებისმიერი, რომელიც ადამიანს მიენიჭა როგორც ღვთის ხატად შექმნილს, რათა ამ გონების ნათელით ხილული ან ქმნილი ნათელის საშუალებით შეიცნოს ნათელი უქმნელი და უხილავი ღვთაებრივი ნათელი – რომ შეიცნოს ჭეშმარიტება. აი, ეს ურთიერთმიმართება ნათელისა განცხადებულია ამ სიტყვაში, რომ ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად. თავად გონება და უნარი შემეცნებისა ადამიანს უფლისგან აქვს მონიჭებული. ღმერთმა მისცა კურთხევა, რომ ყოველი ქმნილება შეეცნო და ეწოდებინა მისთვის სახელი. ამის შემდეგ მახარებელი გვაუწყებს, რომ ეს ნათელი:
10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.
რა სახით იქნებოდა ეს ნათელი, თუ კი ის ადამიანის გონებისთვის უხილავი და მიუწვდომელია? მაშინ რა სახით განცხადდა ეს ნათელი კაცთა შორის? – უპირველეს ყოვლისა ღვთის სიტყვით – წმინდა წერილით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მაგრამ, ამავე დროს ეს გარდამოცემა აისახა და აღიბეჭდა წმინდა წერილში, ღვთის სჯულში, ღვთის მცნებებში. ამ სახით მორწმუნეთა შორის განცხადებით, მათ შორის გარდამოცემით, წმინდა წერილით, სჯულით და მცნებით ეს ნათელი არის სოფელსა შინა. მაგრამ სოფელმა იგი ვერ იცნა. აქ მახარებელი კიდევ ერთ რამეს გულისხმობს, რომ ეს ნათელი, იგივე ლოგოსი ქვეყანაზე განცხადდა და განცხადებულად ამ ქვეყანაზე მოსული ღვთის ნათელი და სიტყვა, ადამიანებმა ვერ იცნეს. ამაში გვარწმუნებს მახარებლის სიტყვა:
11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს.ეს “თვისნი” არის სწორედ ის მორწმუნე ერი, რომელიც არის გამორჩეული, რომელმაც მიიღო რჯული, მცნებები, მაგრამ ეს რჯული ცხოვრების კანონად მიიღო და ყურად არ იღო და არ შეასრულა. ამიტომაც უფალი უწოდებს რომ “ეს არის ერი ჩემი”. ამ ერთან მოვიდა უფალი, მაგრამ მათ _ “თვისთა” ის არ შეიწყნარეს. ჩვენ ვიცით რაში მდგომარეობდა ეს არშეწყნარება. რომ ქრისტეში ხედავდნენ მხოლოდ ადამიანს, მაგრამ მის მოქმედებაში ყველა კეთილი საქმე მის მიერ აღსრულებული იწვევდა შურს, საიდანაც იბადებოდა სიძულვილი და მტრობა, რომელიც ჯვარცმით და სიკვდილით დასრულდა. ამავე დროს მახარებელი ამბობს, რომ ყველამ კი არ შეიწყნარა, არამედ:
12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი,
აქედან ჩანს, რომ ეს ნათელი მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა არ მიიღო, ნაწილმა კი მიიღო. ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სიტყვა და მისი სახელი მისთვის წმინდა იქცა, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად იწოდებოდნენ – ანუ ღმერთმა ადამიანი “იშვილა”. ეს შვილად ყოფნა ადამიანისა ღმერთთან დასაბამითგანვე იყო, რადგან ღვთის ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი – უკვე მაშინვე იყო ღვთის შვილი, როგორც ღვთის ქმნილება, მაგრამ ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანმა დაკარგა შვილის წოდება, ის ემსგავსა იმ უძღებ შვილს, რომელიც შორეულ ქვეყანაში წავიდა, ანუ ღმერთს დაშორდა და ცოდვებით დამძიმდა. მიუხედავად ამ დაცემისა, ვინც დაძლია ამ წინააღმდეგობას და დაპირისპირებას უფლისადმი და შეძლო აღიარება ცხადად მოსული უფლისა ქვეყანაზე, სწორედ ეს ადამიანები იწოდნენ კვლავ ღვთის შვილებად. ესენი არიან ის ბნელი, რომელმაც მოიცვა სოფელი – დასძლია და მათ შორის კავშირი აღდგა. იოანე მახარებელი ამბობს, რომ ისინი ვინც ეს ღირსება – ღვთის შვილად წოდების მიიღო, მათი დაბადება სულიერად დაბადებაა, რაც სისხლით და ხორციელად არ ხდება, არამედ ეს არის სულიერი, ღვთისაგან შობა. ანუ დაბადებამდე უფალი ცნობს ვინ ვინ იქნება და შესაბამისად უკვე ეს რჩეულება, გამორჩევა ადამიანისა თავად ადამიანის თავისულან ნებას ემყარება. უფალს ყველა უყვარს, მაგრამ ჭვრეტს თითოეული ადამიანის თავისუფალ ნებას როგორც ეს ჩანს ესავსა და იაკობის შემთხვევაში. ამიტომ იოანნე მახარებელი ხაზს უსვამს, რომ:
13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. ბოლოს მახარებელი გვაუწყებს, რომ: 14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.
უკვე რომ არავის არ ქონდეს ეჭვი იმისა, თუ რა სახით მოვიდა სიტყვა ანუ ლოგოსი ქვეყანაზე, მახარებელი ამბობს, რომ “და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის” ანუ ხორცი შეისხნა ქალწულისგან მარიამისა და განკაცნა. ანუ ეს საიდუმლო გვეუწყა თავად უფლის მიერ და დამოწმებულია მოციქულების მიერ. ეს სიტყვა – ლოგოსი ხორციელ იქმნა. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეს არის უდიდესი საიდუმლო, როცა უფალი ხორციელად მოვიდა ქვეყანაზე. ამ საიდუმლომ დასაბამი დაუდო ადამიანის გამოხსნას. ამას მახარებელი შემდეგი სიტყვით გვაუწყებს: “და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი” ანუ, ვინც რწმენით მიიღო, ღვთაებრივი ძალა მოქმედებს აქ.
რაც შეეხება მადლს, თავად ადამიანს ლტოლვას ღვთისაკენ და ძიება, ესეც თავისებური მადლია, რადგან ყველა არ ეძებს უფალს და არ ცდილობს მის შეცნობას. ეს თავისუფალი ნების არჩევანია. ვინც ელოდა, მან მიიღო და ირწმუნა უფალი, ის გახდა მისი შვილი და ღმერთი გახდა მისი მამა. ხოლო, რათა არ გაიგივდეს ძველი აღთქმის მორწმინე ერის ცხოვრება ახალი აღთქმის მორწმუნე ერთან, მახარებელი განასხვავებს, რომ რჯული მოსესგან მიეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოსგან იქმნა. ძველ აღთქმაშიაიყო რჯული, რომელიც იყო მომამზადებელი უფლის მოსვლის, მაგრამ რჯულით ვერავინ ვერ გამართლდა, რჯულით ცხონება ვერ მოხდებოდა, ის იყო გამამართლებელი...
ადამიანის გამოხსნა მადლით და ჭეშმარიტებით მოხდა. ამიტომაც იოანე მახარებელი დასძენს, რომ
17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.
ეს მადლი გამაერთიანებელია ერთის მხრივ ღვთის ნებისა, რომ ზრუნავს ადამიანის გადარჩენისთვის და მეორეს მხრივ ადამიანის თავისუფალი ნების, რომელიც ეძიებს თავის შემოქმედს და ილტვის მისკენ. ეს სინერგია ამ ორი ნებისა არის ის მადლი და ჭეშმარიტება, რომელიც არის საწინდარი ადამიანის ხსნისა. ეს ერთობა ღვთაებრივი და კაცური ბუნების ქრისტეში, გახდა საწინდარი ჩვენი ცხონებისა; რომ ქრისტეს მიერ მოხდა გამოხსნა კაცური ბუნების.
ამ უდიდეს საიდუმლოს _ ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ გვაუწყებს მახარებელი.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
azazeli
პოსტი Nov 13 2013, 09:46 PM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



მაცხოვრის საუბარი ნიკოდიმოსთან
როგორც მოგეხსენებათ ნიკოდიმოსთან საუბარი მოთხრობილია ივანეს სახარების მე–3 თავში. მაგრამ ზოგადად სანამ ტექსტის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე უნდა ვახსენოთ და ვისაუბროთ იმის შესახებ თუ ვინ იყო ნიკოდიმოსი. ნიკოდიმოსი როგორც წმ. წერილი გვამცნობს იყო კაცი ფარისეველთაგანი, მთავარი ჰურიათა. რომელიც მიდის მაცხოვართან ღამე და მართავს დიალოგს, სხვაგვარად რომ ვთქვათ იწყებს საუბარს.რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია? ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ. რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. ახლა ჩვენ აქ ერთ დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, I– რატომ მიდის ნიკოდიმოსი მაცხოვართან ღამე სასაუბროთ? პასუხი მარტივია იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენეთ ნიკოდიმოსი იყო მთავარი ჰურიათა ამიტომ მას ეშინოდა იუდეველი ხალხის. სწორეთ ეს გახლავთ მიზეზი იმისა რომ ის მოდის მაცხოვართან სასაუბროთ ღამე. მაგრამ მაცხოვარი მას არ აგდებს, არ ამხელს, მრისხანებით არ მიმართავს, არ ეუბნება თუ რატომ არ ხარ გამბედავი და არაფერს ამის მსგავსს არამედ სიყვარულით, თავმდაბლობით, ესაუბრება მას მაღალ ღვთაებრივ საკითხებზე. როგორიცაა: მეორედ შობა, სასუფეველი ღმრთისა, რა განსხვავებაა ხორციელ შობილსა და სულიერ შობილს შორის. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. ღმერთის სიყვარული ჩვენდამი განუზომლად დიდია რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის ანგელოზი ან წინასწარმეტყველი კი არა თავის მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა. ღმერთს ანგელოზიც რომ გამოეგზავნა ჩვენს გამოსახსნელად არც ეს იქნებოდა ურიგო და პატარა საქმე მაგრამ რამხელა სიყვარულია რამხელა სითბოს გამოხატულებაა ის რომ ღმერთმა ჩვენთვის თავის ერთადერთი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ჩვენს გამოსახსნელად.რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან. რას ნიშნავს ,, ვისაც ძის რწმენა აქვს არ დაისაჯოს’’ ნუთუ არ დაისჯება თუ იმ ადამიანის ცხოვრება არაწმინდაა? რასაკვირველია დაისჯება. ასეთ ადამიანებს პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში უწოდებს ადამიანებს რომლებიც ღმერთს მხოლოდ ბაგით სცემენ თაყვანს ხოლო მათი საქმეები შორს არიან მისგან. ასეთები არ განისჯებიან თავიანთი რწმენის მიხედვით, რადგან ღვთის რწმენა აქვთ მაგრამ განისჯებიან თავიანთი საქმეებით რომლებიც ღმრთისა მიერ ქმნულ არ არიან. ხოლო რომელსა არა რწმენეს აწვე დასჯილ არს. როგორ? პირველ რიგში იმიტომ რომ ურწმუნოება უკვე სასჯელია. რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარა კაცთა ბნელი ვიდრე ნათელი რამეთუ საქმენი მისნი ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
azazeli
პოსტი Nov 14 2013, 06:03 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



ქორწილი კანას გალილეაში.
ქორწილი კანას გალილეაში მოთხრობილია იოვანეს სახარების მე–2 თავში. როგორც წმ. წერილი მოგვითხრობს მესამე დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი.
მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას. უფალი ქორწილში იმიტომ კი არ დაპატიჟეს რომ მის მიერ მოხდენილი სასწაულები ნახეს ანდა იგი დიდ გამოჩენილ ადამიანად ჩათვალეს არამედ დაპატიჟეს როგორც ნაცნობი ადამიანი. უფალი მიპატიჟებას არ უგულვებელჰყოფს და მოდის ქორწილში იმიტომ რომ იგი თავის ღირსებას კი არ უყურებს არამედ ჩვენთვის აკეთებს ამას. და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს.
ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი.
უფალი ეუბნება დედას–,, არღარა მოწევნულო არს ჟამი ჩემი’’ ამას იმიტომ კი არ ამბობს რომ უფლის სასწაულები დროსა და ჟამზეა დამოკიდებული არამედ იმიტომ რომ ყველაფერს თავის კუთვნილი დრო–ჟამი გააჩნია. ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ!
იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი მდგომარენი, მსგავსად განწმედისა მის
ჰურიათაჲსა რომელთა შთაასხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი
პირისპირ. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართუთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს. წყლის სარწყაულები იხმარებოდა ებრაელთა განწმენდის მიზნით რადგანაც მათ ქონდათ წესად დაცული რომ ყოველი ჭამის წინ უნდა დაებანათ ხელები. ასევე ამ წყალში უნდა განებანათ როდესაც ისინი კეთროვანს ან მიცვალებულს შეეხებოდნენ ასევე როდესაც ქალთან ექნებოდათ ურთიერთოიბა ვინაიდან და რადგანაც თავიანთ თავს არაწმინდად თვლიდნენ. პალესტინა გახლავთ უწყლო ადგილი სადაც ვერსად ვერ ნახავდით წყალს, ამიტომ ებრაელები ყოველთვის წყლით ავსებდნენ ქვის ამ სარწყაულებს. რათა შებილწვის შემთხვევაში ჰქონოდათ დასაბანად წყალი და არ ერბინათ მდინარეზე. უმიზნოთ არ ითქვა ეს გამოთქმა. ,, მსგავსად განსაწმენდელისა მის ჰურიასტანისასა’’ არამედ ყოველივე ეს იმიტომ ითქვა რომ ვინმე ურწმუნოს არ ეფიქრა ვითომდა ღვინო იყო დარჩენილი სარწყაულში და წყლის შერევით გამოვიდა ძალიან სუსტი ღვინო. მსგავსი აღწერილობა სარწყაულებისა მიგვანიშნებს იმაზე რომ მასში ღვინო არ ინახებოდა.და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი,რომელი ღჳნო იქმნა, და არაუწყოდა ,ვინაჲ იყო,გარნა მსახურთა მათ უწყოდეს,რომელთა აღავსნეს წყლითა,მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის და, ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე. ღვთაებრივი განგებით ქორწილის ზედამხედველი ეკითხება სასიძოს ღვინის თაობაზე და არა მსახურებს რატომ? თუ მსახურებს შეეკითხებოდნენ ისინი სასწაულს განაცხადებდნენ მაგრამ მათ არავინ დაუჯერებდა.მოსაზრება იმის შესახებ ვითომდა სარწყაულებში დარჩენილ ,,ღვინოს’’ მაცხოვარმა წყალი დაუმატა განქარწყლებულია, ვინაიდან და რადგანაც ასეთი ღვინო წყალ–წყალა და სუსტი გამოვიდოდა ხოლო აქ წმინდა წერილი ამბობს რომ როდესაც იხილა გემო პურის უფალმან თქვა:ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის და, ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე. ეს იმას ნიშნავს რომ ეს უბრალო ღვინო კი არა, ძალიან კარგი ღვინო იყო. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ
თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა. ეს იყო რიგით I სასწაული რომელიც იესომ კანას გალილეაში აღასრულა.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
azazeli
პოსტი Nov 16 2013, 09:32 PM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



ტაძრიდან მოვაჭრეთა განდევნა.
მაცხოვარი რაჟამს აღასრულებს რიგით პირველ სასწაულს კანას გალილეაში (წყალს ღვინოდ გადააქცევს) მყისიერათ მიემართება კაპერნაუმში და მასთან ერთად დედამისი,მისი მოწაფეები და ძმები როგორც ამას წმ. წერილი მოგვითხრობს.ახლოვდებოდაო პასექის დღესასწაული და მაცხოვარი მიემართება იერუსალიმში. რაჟამს ადის იერუსალიმში, შედის ტაძარში და ხედავს: ხარების, მტრედებისა და ცხვრების გამყიდველებს ცხოველებთან ერთად ტაძარში. მაცხოვარმა შექმნა შოლტი საბელისა და გამოდევნა ტაძრიდან ყოველი ძროხა და ცხვარი და ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა და მტრედის გამყიდვლებს უთხრა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.აქ გამოიკვეთება ორი ტიპი ერთნი რომელთაც მაცხოვარი საერთოდ გაჰყრის და მეორენი რომლებსაც მხოლოთ ტაბლებს გადაუყირავებს. ახლა კი განვიხილოთ ორივე ტიპი. რომელთაც მაცხოვარი არ გაყრის და მხოლოდ ტაბლებს გადაუყირავებს, ესენი არიან ხალხი რომელთა ,,პროფესიაც’’ ღვთივსათნოა მაგრამ არა იმ ფორმებით რომელი ფორმებითაც იქ ასულ მაცხოვარს დახვდა. ხოლო მეორე ტიპი, ანუ რომლებიც სრულიად განდევნა ტაძრიდან გახლავთ ადამიანები რომელთა საქციელიც ალოგიკური იყო და ყოვლადშეუფერებელი. ეს არ იყო ის გარემო, ის ადგილი რომელ გარემოსა და ადგილშიც აღნიშნული საქმიანობა უნდა რეალიზებულიყო. და მოეხსენა მოწაფეთა მისთა რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამნა მე. როდესაც ებრაელებმა დაინახეს რომ უფალი ამ საქმეს უდიდესი ძალაუფლებით აკეთებს და თან ამბობს: ,, ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო’’ მაშინ მას ეუბნებიან : რასა სასწაულსა მიჩვენებ ჩვენ? დაგვიმტკიცე რომ შენ ღმერთის ძე ხარ, რომ შენ მამამ გამოგაგზავნა გვარწმუნე რაიმე სასწაულის მოხდენით. საიდან ჩანს რომ ამ სახლის უფალი– შენი მამაა? და მაცხოვარი ეუბნება დახსენ ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. და რქვეს მას ჰურიათა ტაძარი ესე ორმეოც და ექვსსა წელსა აღეშენა და შენ მას სამ დღეში აღადგენ? მაცხოვარი კი თავის სხეულის ტაძარზე ამბობდა, რაზეც ვერ გულისხმა ჰყვეს იუდეველებმა.ხოლო როცა მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა მოეხსენა მოწაფეთა მისთა ყოველივე რასაც მაცხოვარი ამბობდა და იწამეს წერილი და სიტყვა რომელიც იესომ უთხრა მათ.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი ირაკლი ასტამაძე

პირველ მოწაფეთა მოხმობა.
როგორც მოგეხსენებათ პირველ მოწაფეთა მოხმობა, მოთხრობილია იოვანეს სახარების I–თავში სახარებისეულ თხრობას თუ გავყვებით ეს ამბავი ასე ჟღერს. მეორე დღეს იოვანე თავის ორ მოწაფეთან ერთად დგას ამ დროს კი მათთან მოდის იესო, იოვანე კი ამბობს: აჰა ტარიგი ღმრთისა’’ ამის გაგონებაზე დაუტევებენ ივანეს მისი მოწაფეები და გაჰყვებიან იესოს. შეამჩნევს რა იესო უკან მოჰყვებიან იოვანეს მოწაფეები მიუბრუნდება და ეტყვის რასა ეძიებთ? ხოლო მათ რქვეს მას: რაბი (რომელ თარგმანებით მოძღვარ) სადა იყოფი? ხოლო მან რქვა: მოვედ და იხილე. და გაჰყვნენ მოწაფეები მაცხოვარს სადაც ცხოვრობდა იქნებოდა ასე ათი საათი. ერთი ამ ორთაგანი რომელიც გაჰყვა იესოს იყო ანდრეა ძმა სიმონ–პეტრესი. მან მყისიერათ მონახა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანებით ნიშნავს ქრისტეს) მიიყვანა ანდრიამ სიმონი იესოსთან, შეხედა იესომ და რქვა: შენ ხარ სიმონ ძე იონასი შენ გეწოდოს ,,კეფა’’ (რომელ თარგმანებით ნიშნავს კლდეს) მეორე დღეს მაცხოვარი გაემართება გალილეას სადაც მონახავს ფილიპეს და ეტყვის მას ,, მომდევდი მე. ფილიპე ბეთსაიდადან იყო სწორედ იმ ქალაქიდან საიდანაც ანდრია და პეტრე.ფილიპემ პოვა ნათანაელი და რქვა: ,, ჩვენ ვნახეთ ის ვიზეც წერდა რჯულში მოსე და ასევე წინასწარმეტყველები. იესო იოსების ძე ნაზარეთიდან. და რქვა მას ნათანაელმა განა შესაძლებელარსა ნაზარეთით რაისამე კეთილისა ყოფად? მოვედ და იხილე. იხილა რა იესომ ნათანაელ მომავალი მისსა რქვა: ,, აჰა ჭეშმარიტი ისრაიტელი რომლისა თანა არა არს ზაკვა’’ ნათანაელმა რქვა: საიდან მიცნობ? ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა ლეღვის ქვეშ მყოფი დაგინახე. მიუგო მას ნათანაელ და რქვა: შენ ხარ ძე ღმრთისა შენ ხარ მეუფე ისრაელისა. ხოლო იესომ რქვა: ,, შენ იმის გამო გრწამს რომ გითხარი ლეღვის ხის ქვეშ გიხილე მეთქი, ამაზე მეტს იხილავ’’ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერითგან იხილავ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთა და ჩამომავალთ.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან.
როგორც მოგეხსენებათ სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან მოთხრობილია იოვანეს სახარების მე–4 თავში. მაგრამ ვიდრემდე აღნიშნული საკითხის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ჩვენ უნდა ავღნიშნოთ ზოგადად იუდეველებისა და სამარიელების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სამარიტელები გახლავთ ხალხი რომელიც ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დაბრუნდნენ, ნაწილობრივ აღიარებდნენ იმავე რელიგიას რომელსაც ებრაელები აღიარებდნენ ნაწილობრივ არა. აღიარებდნენ მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს და არ იღებდნენ წინასწარმეტყველებებს, მათ ცალკე შეარჩიეს რამდენიმე ადგილი სადაც თაყვანისცემდნენ მათ შორის ის ადგილი რომელზეც სამარიელი დედაკაცი საუბრობს, ეს არის მთა რომელსაც პატივს მიაგებენ ისინი, ჭა რომელსაც იაკობ მამათმთავრის აღმოჩენილად თვლიან და ასევე პატივს მიაგებენ მას. ანუ სამარიტელები ეს არის ხალხი რომლებიც ძალიან არიან მიმსგავსებულები ებრაელებს, მაგრამ როგორც ეთნიკურად ისე რელიგიურად მათ შორის სრული თანხვედრა არ არსებობს. ეს არის არა ებრაული წარმოშობის ხალხი საერთო ჯამში და ამავდროულად ესენი არიან ხალხი რომელნიც წარმოადგენენ იუდაიზმისგან ნასესხები უამრავი სწავლებით გაჯერებულ (რელიგიური თვალსაზრისით) სექტას. ერთი უნდა ითქვას რომ სამარიელები დაჩაგრული ხალხია ებრაელები მათთან არ შედიან არანაირ ურთიერთობაში, არ შედიან კონტაქთში. არ დადიან იმავე გზით რომლითაც სამარიტელი დადის, წყალს არ დაალევინებენ საქონელს იმავე წყაროდან იმავე ჭიდან საიდანაც სამარიელები სარგებლობენ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებენ მათ ჭურჭელს, სავაჭრო ურთიერთობაშიც კი, ( რაც ებრაელებს ყველასთან ქონდა დაშვებული). კეთროვანზე უფრო უარესია სამარიტელი ებრაელისთვის. აფსოლიტურად მიუღებელია პერსონა ნონგრანტაა ყოველი სამარიტელი. სამარიტელი არის ადამიანი რომელიც ადამიანი არ არის. ეს სიძულვილი არის რელიგიური რადგანაც ერთის მხრივ ებრაელებმა არ მიაღებინეს მათ მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში როდესაც დაბრუნდნენ ტყვეობიდან სამარიტელებმა წამოიწყეს, ამის საპირწონე ტაძრის მშენებლობა, თვითონ მოიწადინეს, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი მოპარეს ებრაელებს და ამის გამო არის მათ შორის ძალიან მძაფრი კოფრომტაცია მაგრამ ეს კომფრომტაცია იმ დონეზეა მისული რომ დალაპარაკება და დანახვა არ უნდათ უკვე ერთმანეთის. სამარიტელებსაც არანაკლები აგრესია აქვთ ებრაელების მიმართ ეთნიკურადაც, რელიგიურადაც, რაოდენობრივადაც, ებრაელებზე გაცილებით უკან დგანან მაგრამ აქვთ ეს ასევთქვათ თავისი ამბიცია, ჩვენ გვინდოდა ეს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი გვეწამა და ვიღაცამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ სამაგიეროდ რაც გვაქ ჩვენ ვართ აი ამაში მართლები, ჩვენ იაკობის და მამათმთავართა ნაშიერნი ვართ და მათი მიმდევარნი ვართ. და თვითონაც ასევთქვად აქტიურად ახერხებდნენ იმას რომ საკუთარი რელიგია ებრაელების რელიგიაზე პატივდებულად ჩათვალონ.
როგორც ახალი აღთქმის წმინდა წერილის ფურცები მოგვითხრობს მაცხოვარი დაუტევებს იუდეას და გალილეას წავა, ეს მოხდება მას შემდეგ როდესაც ფარისევლები გაიგებენ რომ მაცხოვარს უმეტესი მოწაფეები უსხენ ვიდრე იოვანეს და მაცხოვარი უფრო უმეტეს ხალხს ნათლავს ვიდრე იოვანეო. მაგრამ აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი რომ იესო არ ნათლავდა ხალხს არამედ მოწაფენი მისნი როგორც ჩვენ ახალი აღთქმის წმინდა წერილი გვამცნობს ამას. ხოლო განსვლად იყო სამარიათ. მიუთითებს და ყურადღებას ამახვილებს იოვანე მახარებელი ამ დეტალზე და ამბობს: განსვლად იყო სამარიათ. ანუ მაცხოვარს განძრახული არ ქონდა სამარიაში წასვლა უბრალოდ მას უნდა გაევლო გზათ. ამრიგად მაცხოვარი მივიდა იმ ქალაქში რომელსაცა ქვიან სუქარ. იმ მიწის მახლობლად რომელიც იაკობმა მისცა იოსებს ძესა თვისსა. ქალაქის მახლობლად იყო ჭა, რომელსაც სხვაგვარად იაკობის ჭას უწოდებდნენ. მაშვრალი (დაქანცული) იესო ჩამოჯდება წყაროსთან დაახლოვებით ექვსს საათზე. ამ დროს მოდის დედაკაცი სამარიიდან ჭურჭლებით წყლისა ვსებათ. აქ შედგება საუბარი მაცხოვარსა და სამარიელ დედაკაცს შორის. მაცხოვარი ეუბნება: მასუ მე წყალი, აქ ყურადღებას ვამახვილებთ ერთ დეტალზე რომ მაცხოვრის მოწაფეები წასულები არიან ქალაქში საჭმლის საყიდლად. იუდეველი ქალი მაცხოვარს გაკვირვებული პასუხობს, რადგანაც ეს მისთვის ძალზედ უჩვეულო იყო, რამეთუ იუდეველებს არ აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან ეს ყოვლად წარმოუდგენელი იყო იუდეველები და სამარიელები ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ არამცთუ რამეს სთხოვდნენ და სწორედ ამიტომ გაოცდა სამარიელი დედაკაცი როდესაც მაცხოვრისგან გაიგო ეს სიტყვები: ,,მასუ მე წყალი’’ გაკვირვებული სამარიელის პასუხიც შესაბამისია, როგორ მთხოვ შენ იუდეველი მე სამარიელს მასუ წყალიო? იესომ მიუგო და რქვა: შენ რომ იცოდე ღვთის ნიჭი და ვინ გეუბნება მასუ მე წყალიო არა თუმცა მიუგო და ასვა წყალი არამედ შენცა სთხოვო მას და გცეს მან წყალი ცხოველი. უფალო, არცა სავსებელი გაქუს და ჯურღმული ესე ღრმაი არს ვინა გაქუს წყალი ცხოველი? მიუგო იესომ და რქვა მას ყველა ვინც ამ ,, წყალს’’ დალევს კვლავ მოსწყურდება, ხოლო ვისაც მე მივსცემ მას ,, არღარა სწყუროდეს უკუნისამდე’’ უფალო მეც მე წყალი რაითა არღარა მწყუროდეს და არცაღა მოვიდე აქა წყლისა ვსებად. როდესაც სამარიტელი ქალი მაცხოვარს ეუბნება, მომეცი ცოცხალი წყალიო, მაცხოვარი პასუხობს, წადი და ქმარს დაუძახეო. ქმარი არა მყავსო, _ უთხრა ქალმა. მართალი თქვი, ხუთი გყავდა და არც ერთი არ იყო შენი ქმარი, და ახლა რომელიც გყავს, არც ეს არის შენი ქმარიო, ანუ როცა სამარიტელმა უფალს უთხრა, მომეცი სიცოცხლის წყალიო, უფალმა ცოდვა შეახსენა და დაანახა მისი მდგომარეობა, ე. ი. ცოცხალი წყარო ყოფილა საკუთარი სისუსტეებისა და ცოდვების დანახვა. ღვთით საკუთარი თავის შეცნობა არის ცოცხალი წყლის მიღება, რომელიც მარადიულად იდინებს მიმღების მუცელში. ასეთ ადამიანს ავიწყდება ის წყალი, ანუ ცოდვები, რომლითაც ამქვეყნიურ წყურვილს იკლავდა, როგორც ეს მოხდა სამარიტელი ქალის შემთხვევაში, რომელმაც ჭასთან დატოვა წყლის ჭურჭელი, ანუ ამქვეყნიური სურვილები, და გაიქცა ქრისტეს სიტყვის სახარებლად. მაგრამ ამ დროს (სანამ სამარიელი დედაკაცი გაემართება თვისტომელებთან) დედაკაცი ამბობს ასეთ რაღაცას: ვიცი რამეთუ მოვალს მესია და ოდეს მოვიდეს იგი მან მითხრას ჩვენ ყოველი. უფალი აქ საოცარ რამეს ამბობს: ,,მე ვარ რომელი გეტყვის შენ’’ მაცხოვარმა სამარიელ დედაკაცს გაუმჟღავნა რომ ის იყო მესია, ქრისტე, იუდეველებს კი რომლებიც მაცხოვარს ხშირად უსმევდნენ ამ შეკითხვას ,, გვითხარი ჩვენ ვინ ხარ შენ ქრისტე? არაფერს არ პასუხობდა, იმიტომ რომ ისინი ამ შეკითხვას უსმევდნენ იმიტომ რომ რაც შეიძლებოდა მეტი ცილი დაესწამათ მისთვის ხოლო სამარიელ დედაკაცს თავი გაუმჟღავნა იმიტომ რომ მას ნამდვილად სურს შეიცნოს ჭეშმარიტება, რაც მისი შემდგომი საქციელიდან ჩანს, როდესაც ეს გაიგო ამ ქალმა მიდის ქალაქში თავის რწმენას სხვებს გადასცემს და მოჰყავს ხალხი უფალთან. სამარიელ ქალთან საუბრის დროს მოდიან მისი მოწაფეები და ხედავენ თუ როგორ საუბრობს მაცხოვარი სამარიელ ქალთან და მათ ეს ყველაფერი უკვირთ (როგორც ეს თავდაპირველად სამარიელ ქალს გაუკვირდა როდესაც მას უფალმა სთხოვა რათა მიეცა მისთვის წყალი) ამასობაში სამარიელი დედაკაცი მიდის თავის თანამოქალაქეებთან და ეუბნება მათ: წადით და ნახეთ კაცი რომელმაც ყველაფერი მითხრა ჩემს შესახებ, ნუკუე იგი არს ქრისტე? გამოემართა მთელი ერი მაცხოვრის სანახავად. ამასობაში მოწაფეები მაცხოვარს სთხოვენ რომ საჭმელი ჭამოს მაცხოვარი მათ პასუხობს: მე ჭამადი მაქუს ჭამად რომელიც თქვენ არა იცით . მოწაფეებს კი ეგონათ, რომ ჩვენ მოსვლამდე ვინმემ მოართვა მას საკვები? ამ კითხვის დასმას მოწაფეები ხმამაღლა ვერ ბედავენ მაცხოვრისთვის რადგანაც მისი განუზომელი ხათრი აქვთ როგორც მასწავლებლის, მართალია ქრისტესთვის მათ არ უთქვამთ რომ განემარტა საკვების შესახებ მაგრამ უფალმა თვითონვე მოაყოლა განმარტება: ჩემი საჭმელი ის არის რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.( რამეთუ ღმრთის ნებაა ადამიანის ცხოვნება) ბევრმა ირწმუნა სამარიტელი ქალის სიტყვით იმ ქალაქში, რომელმაც სთქვა: ყველაფერი მითხრა რაც ჩამიდენიაო. როდესაც მაცხოვართან მივიდნენ სამარიტელები სთხოვეს მას რომ ორი დღე დარჩენილიყო, და დაადგრა მაცხოვარიც მათ თანა ორ დღე. ამ ორ დღეში კიდევ მრავალმა სამარიელმა ირწმუნა უფლის სიტყვის. ხოლო დედაკაცსა მას რქვეს: არღარა სიტყვათა შენთა გვრწამს, რამეთუ ჩვენ თვით გვესმა მისგან და უწყით რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისა ქრისტე.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.


კაპერნაუმში დიდებულის ძის განკურნება.
როგორც მოგეხსენებათ კაპერნაუმში დიდებულის ძის განკურნება მოთხრობილია იოვანეს სახარების მე–4 თავში. ამავე თავშია მოთხრობილი სამარიელი დედაკაცის საუბარი მაცხოვართან, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც გახლავთ სწორედ ის თემა რომელზეც ახლა უნდა დავიწყოთ საუბარი. შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წრვიდა გალილეად.
ანუ გამოვიდა სამარიიდან და წარვიდა გალილეაში. ვინმეს კითხვა რომ არ გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით რომ მაცხოვარი რატომ არ ცხოვრობდა გამუდმებით გალილეაში წინ და წინ ავღნიშნავ და ვიტყვი რომ ,, წინასწარმეტყველსა თვისსა სოფელსა პატივი არა აქუს’’ და რადგან მაცხოვარი იყო წარმოშობით გალილეადან ამიტომ ის არ გახლდათ პატივდებული იქაური ხალხისა. (ყოველ შემთხვევაში იქაური ხალხის დიდი ნაწილისა) მაგრამ ყოველივეს მიუხედავად გალილეველებმა მიიღეს იგი რასაც ახალი აღთქმის ტექსტი ადასტურებს შემდეგი სიტყვებით: ,, და ოდეს მივიდეს გალილეას შეიწყნარეს იგი’’ გალილეველებმა მიიღეს იგი რაკიღა ყველაფერი ნახეს რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე. გალილეველების საქციელი რა თქმა უნდა საქებელია მაგრამ ორმაგად საქებელია სამარიელების საქციელი რადგან მათ ქრისტე ირწმუნეს არა ნიშებითა და სასწაულებით არამედ ქალის სიტყვით. ასე რომ მაცხოვარი კვლავ გაემართება კანას გალილეაში სადაც მან აღასრულა პირველი სასწაული. (წყალი ღვინოდ გადააქცია) იქ იყო ერთი აზნაური კაცი რომელსაც შვილი ყავდა ცუდათ, კაპერნამში. რაჟამს გაიგებს აზნაური, იესო არის კანას გალილეაში მოსულიო მაშინვე გამოემართება მისკენ თხოვნით რომ იგი გაჰყვეს მას კაპერნაუმში რადგან, მისი შვილი სიკვდილის პირას არის. უფალი მას საყვედურობს რომ არ გააჩნია მას ქრისტეს სრული რწმენა, არამედ მას აქვს მცირედი (ნაწილობრივი) რწმენა რადგანაც ამბობს : ,, მოდი სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე’’ კარისკაცი თავის რწმენასა და აზრებში იყო სუსტი, ამიტომაც აიძულებდა უფალს მოსულიყო მასთან, მაგრამ მაცხოვარი აჩვენებს რა თავის ყოვლისშემძლე ძალას დაუსწრებლად განკურნავს მის ძეს და ეუბნება: ,,წარვედ ძეი შენი ცოცხალ არს’’ერწმუნება კარისკაცი მაცხოვრის სიტყვებს და გაბრუნდება უკან და გეზსს აიღებს კაპერნაუმისკენ სადაც მას თავისი სახლეული ელოდება, გზაში მას თავის მონა (მსახური) შეხვდება რომელიც აუწყებს სასიხარულო ამბავს რომ მისი ძე ცოცხალია რომ მხურვალებამ მეყსეულად დაუტევა და გამოჯამრთელდა, კარისკაცი კითხულობს თუ რომელ საათზე იქნა მისი ძე უმოლხინეს და მათ უთხრეს შვიდზე. ამის შემდეგ მოეხსენა ყრმის მამას რომ ეს სწორედ ის საათი იყო როდესაც უთხრა მაცხოვარმა შენი ძე ცოცხალ არსო. ამის შემდეგ მას მიეცა ქრისტეს დიდი რწმენა ,რამეთუ მანამდე მისი რწმენა არ იყო სრულყოფილი არამედ იყო მცირე. კარისკაცის ვაჟის მორჩენას მახარებელი უწოდებს მეორე დიდ სასწაულს რომელიც მაცხოვარმა აღასრულა კანას გალილეაში.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი : ირაკლი ასტამაძე

დავრდომილის განკურბნება ცხვართსაბანელთან.
დავრდომილი კაცის განკურნება ცხვართსაბანელთან, მოთხრობილია იოვანე მახალებლის, მე–5 თავში. ეს საკითხიც გახლავთ იმ რიგი საკითხების ლოგიკური გაგრძელება რომელიც მაცხოვრის მიწიერ მოღვაწეობას ასახავს. კერძოთ , მაცხოვარი რა ჟამს განკურნავს კარისკაცის მონას მყისიერათ გაემართება იერუსალიმს. როგორც ამას წმინდა წერილი მოგვითხრობს. საინტერესოა რატომ მიდის მაცხოვარი იერუსალიმში ? იმიტომ რომ იქ იუდეველთა დღესსასწაული იყო და მაცხოვარიც მიემართება როგორც ერთ–ერთი რიგითი ადამიანი, როგორც ერთ –ერთი რჯულის ზედმიწევნით აღმსრულებელი. მაცხოვრის ამ დღესასწაულზე მისვლა უნდა განვიხილოთ ორგვარად. ერთის მხრივ მაცხოვარი სწორედ იმიტომ მიდის ამ დღესასწაულზე იერუსალიმში რომ იუდეველთა რჯულის მოწინააღმდეგე არ გამოვიდეს, მას სურს რომ იგი იხილოს ხალხმა როგორც მონაწილე ამ დღესასწაულისა. ხოლო მეორეს მხრივ მიდის იმისთვის რომ იუდეველთა უმეტესი ნაწილი მოიზიდოს თავისკენ, სასწაულებითა და თავისი სწავლებებით. იერუსალიმში ცხვრის ჭიშკართან აუზია რომელსაც ებრაელებრ ბეთეზდა ერქვა და იყო იქ ხუთი სტოა, სადაც ძირითადად იკრიბებოდნენ სნეული , დავრდომილი ადამიანები რომლებიც მოელოდნენ სასწაულებრივ კურნებას. რადგანაც უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა და ამღვრევდა წყალს და მას შემდეგ როდესაც ეს წყალი აიმღვრეოდა, სნეულთაგან პირველი რომელიც ჩავიდოდა მიემადლებოდა სასწაულებრივი კურნება. მაგრამ ჩვენ საუბრის დასაწყიში ვახსენეთ აუზი რომელსაც ებრაელებრ ბეთეზდა ხოლო თარგმანებით ცხვართსაბანელი ეწოდებოდა, ჩვენ უნდა ავხსნათ და ყურადღება გავამახვილოთ თვითონ ამ ტერმინზე თუ რატომ ეწოდება მას ცხვართსაბანელი. იმიტომ ეწოდა ამ ადგილს ცხვართსაბანელი რომ აქ მორეკავდნენ ხოლმე შესაწირავ ცხვრებს და ამ აუზში რეცხავდნენ მათ შიგნეულობას. ამის შემხედვარე მრავალი ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებით რომ ვითომდა რაკი შესაწირავი ცხვრების შეგნეულობა ირეცხებოდა ამ აუზში ამის გამო იძენდა იგი ღვთაებრივ, მაკურნებელ ძალას. მეორეს მხრივ ღვთიურმა განგებულებამ ამ აუზში ინება სასწაულის მოხდება იმისთვის რომ იუდეველი ხალხი ნელ–ნელა ყოფილიყო მოწოდებული ქრისტეს რწმენაზე. ამდენ დავრდომილ ადამიანს შორის მაცხოვრის ყურადღებას მიიპყრობს მხოლოდ ერთი კაცი რომელიც 38 წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით, მაცხოვარი მიემართება მისკენ და ეუბნება: გნებავსა რაითა განიკურნო? დავრდომილმა მიუგო: უფალო კაციც არამყავს რომ როდესაც წყალი აიმღვრევა ჩამიშვას აუზში, მანამ მე მივალ მანამდე სხვა ჩემზე უფრო ჯანმთელი სნეული მასწრებს და ჩადის. იესომ უთხრა: აღსდეგ და აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. კაციც მაცხოვრის სიტყვისამებრ აღსდგება და აიღებს თავის ცხედარს (სარეცელს) და გაივლის. ამ კაცის ცნობიერებაში არამც და არამც არ გაულია აზრს იმასთან დაკავშირებით რომ რას მეუბნება ეს კაცი მე ! როგორ შეიძლება აღვსდე და აღვიღო ცხედარი ჩემი როდესაც 38 წელია უძლურებაში ვარ. ამგვარი ფიქრებს მის აზროვნებაში არ გაუვლია იგი ერწმუნა მაცხოვარს მთელი თავისი არსებით და ადგა ფეხზე, და არა მარტო აღსდგა არამედ ის საკაცე რომელზეც იჯდა ხელში აიღო და ისე გაემართა. როგორც წმინდა წერილი გვამცნობს ამ ადამიანის სასწაულებრივი კანკურნება მოხდა შაბათს. რამაც იუდეველების ყურადღება მიიქცია. იუდეველების ყურადღება მიიქცია არა იმან რომ ეს ადამიანი განიკურნა არამედ იმან რომ ეს კაცი შაბათს არღვევს და თავის საკაცეს იღებს ხელში. იუდეველები კი ეუბნებიან ,, დღეს შაბათია არ უნდა აგეღო შენი საკაცე’’ ხოლო ახლადგანკურნებული კაცის პასუხი გასაოცარია, ,,რომელმან იგი განმკურნა მე მან მრქვა აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე’’ იუდეველნი ეკითხებიან ვინ არის ის კაცი გვაჩვენე ჩვენ რომელმაც გრქვა აღსდეგ და აღიღე ცხედარი შენნიო?ხოლო კაცმან არა უწყოდა ვინაი არს რამეთუ იესო მიეფარა ადგილზე მყოფ ბრბოს.ამის შემდეგ იესო კვლავ შეხვდა ამ კაცს ტაძარში და უთხრა აჰა შენ გაჯანსაღდი და ამიერიდან არღარა სცოდო რაითა უძვირესი არა შეგემთხვეს რა. ის კაცი წავიდა და ყველაფერი უამბო იუდეველებს და უთხრა რომ ის ვინც იგი განკურნა იესოა. იუდეველებმა კი დევნა დაუწყეს მაცხოვარს იმის გამო რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა. მაცხოვარმა კი მიუგო მათ : მამაჩემი აქამდე ამას აკეთებს და მეც ვაკეთებ. ხოლო ამ სიტყვების შემდგომ უარესად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად რამეთუ ღმერთს საკუთარ მამად იხსენიებდა ხოლო თავის თავს ღმერთს უტოლებდა.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 28 2014, 10:56 PM
პოსტი #32


გურამი - მამული!ენა!სარწმუნოება!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,445
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: სემინარია
წევრი № 11,203



რეფერატია ჩემი და შეიძლება გამოგადგეთ რამეში...



I - შესავალი

II – სახარების სიუჟეტს განხილვა

ა-წინაღობების დარღვევა (1 – 9 )

ბ – ცხოველი წყალი ( 10 – 15 )

გ – შეგნებული ჭეშმარიტება ( 16- 21 )

დ – უფლის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ( 22-26)

ე – კეთილი ნაყოფის გამოღება (27 – 42 )

III – სამარიელი ქალის ცხოვრება , იესო ქრისტესთან საუბრის შემდეგ

IV – დასკვნა

V – გამოყენებული ლიტერატურა







შესავალი

უამრავი კუთხითაა გამორჩეული და ყურადსაღები , მაცხოვრის საუბარი სამარიელ ქალთან. მოცემულ ნაშრომში შევეცდებით , მაქსმალურად სრულყოფილი მსჯელობა წარვმართოთ ამ საკითხის შესახებ . გამოვიყნებთ წმიდა მამათა , მეცნიერთა და მკვლევართა იმ ნააზრევს , რომელიც , ჩვენი აზრით , საჭიროა საკითხში უკეთ გასარკვევად . მთავარი ტექსტი , რომელსაც დავეყრდნობით , რა თქმა უნდა, იქნება , ოთხთავის წმიდა გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი . მას კი შევაჯერებთ ისეთ წერილობით ძეგლებთან , როგორებიც არიან : ჯრუჭის ოთხთავი ; ადიშის ოთხთავი ; წინარეათონური რედაქცია ; ურბნისის ოთხთავი და პალესტინური ოთხთავი.

გარდა ქართული ტექსტებისა , აგრეთვე გამოვიყენებთ : ბერძნულ , რუსულ და ინგლისურ სახარებებსაც . ბერძნული სახარების ტექსტი , ამოღებულია Nestle – Aland – ის 26-ე გამოცემიდან , რომელიც შესრულდა 1979 წელს . რუსულენოვან ტექსტად გამოვიყენებთ იმ სახარებას , რომლითაც სარგებლობს მოსკოვის საპატრიარქო , ხოლო ინგლისურ ტექსტად კი 1874 / 1885 წელს , P.E. Pusey-ს მიერ გამოცემულს , იოანეს სახარების განმარტება , წმ.კირილე ალექსანდრიელის მიხედვით .

მოცემული ტექსტები ნაშრომში აღნიშნული იქნება შემდეგი ასოებით :

C – წინარეათონური რედაქცია ;

D ჯრუჭის ოთხთავი (F-1660,936 წ.) ;

F ურბნისის ოთხთავი (XI ს.) ;

G პალესტინური ოთხთავი (1048 წ.) ;

H- ადიშის ოთხთავი ;

Y-Новый Завеm ;

w- New Tastment ;

Z – Greek New Tastment ;

II – სახარების სიუჟეტის განხილვა

ა – წინაღობების დარღვევა (1 – 9 )

„5. (მას ჟამსა შინა) და მივიდა (იესუ) ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქვიან სუქარ,[1]მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თვისსა. ‘’ სამარიელთა გეოგრაფიულ მდებარეობაზე და მათ ტოპონიმიკაზე , უკვე ვისაუბრეთ წინა ქვეთავში . ამიტომ , აღარ გავიმეორებთ იმავეს და შევუდგებით შემდეგი მუხლის განხილვას :

,,6. და იყო მუნ წყაროი იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან[2] ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე.’’[3]იაკობის წყაროს შესახებ ჩინებულ განმარტებას გვაძლევს მღვდელი გრიგოლი დიაჩენკო , რასაც შემოგთავაზებთ თემაში :

,, ეს ჭა, გადმოცემით, თავად მამამთავარმა იაკობმა ამოთხარა და ამიტომ წმიდად ითვლებოდა. იაკობის ჭა არ იყო ჩვეულებრივი, წვიმის წყლით ავსებული, – აქ ბუნებრივი წყაროსთვალი იყო, რაზეც მიანიშნებს ჭის დიდი სიღრმე. იგი დღესაც არსებობს და მდებარეობს გარიზინის მთის ძირას, აღმოსავლეთით. აქ ძველი ეკლესიის ნანგრევებია, რომელიც მეხუთე საუკუნეში აუშენებიათ წმიდა ჭასთან, მაგრამ დიდი ხნის წინ დანგრეულა საუკუნეთა ქარტეხილთაგან. ეჭვი არ არის, რომ ეს ჭა სწორედ იაკობის სახელს უკავშირდება. მის მახლობლად კიდევ ორმოცამდე წყაროა, რომლებიც მამამთავრის დროს, ალბათ, სხვების საკუთრება იყო და ამიტომ მან ცალკე გათხარა თავისთვის. ჭის სიღრმე დღეს 25 მეტრამდეა, თუმცა უწინ იგი ათი მეტრით უფრო ღრმა იყო. მასთან მოსულთ ჩვეულებად აქვთ ქვის ჩაგდება ჭაში, რის გამოც იგი თანდათან ამოივსო. ჭის დიამეტრი ორ მეტრზე მეტია, იგი მთლიანად გამოუთლელი ქვებითაა ამიშენებული და მის მოწყობას, ალბათ რამდენიმე წელიწადი დასჭირდა. ამჟამად ჭა მხოლოდ წვიმის წყლით ივსება და ამიტომ ხშირად შრება… ‘’[4] მახარებელი აკონკრეტებს საათსაც . დღევანდელი დროით , მეექვსე ჟამი არის შუადღის 12 საათი . ადვილი წარმოსადგენია , თუ როგორი სიცხე იქნებოდა ამ დროს სამარიაში , რის გამოც არ უნდა გაგვიკვირდეს იესოს დაღლილობა .

მომდევნო მუხლები შემდეგნაირად ჟღერს : ,, 7. მოვიდა დედაკაცი სამარიაით ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. 8. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ. ‘’ აღნიშნული მუხლების განმარტებისთვისაც ზემოთხსენებულ მკვლევარს მოვიხმობთ : ,,(7-8 )-სამარია, საიდანაც ეს დედაკაცი მოვიდა, ამ ადგილიდან ორი საათის სავალზე მდებარე ქალაქს კი არ ნიშნავს, რომელსაც სამარია კი არა, სებასტია ერქვა, არამედ – სამარიის მხარეს. ამიტომ სიტყვა „სამარიაით“ „მოვიდა“-ს კი არ უკავშირდება, არამედ „დედაკაცს“ – და გამოთქმა „მოვიდა დედაკაცი სამარიაით“ ნიშნავს – „მოვიდა სამარიტელი დედაკაცი“. „ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი“. ამ სიტყვებით უფალმა ყველაზე უბრალოდ და ბუნებრივად გამოიწვია სასაუბროდ სამარიტელი დედაკაცი. მახარებლის შენიშვნა მომდევნო მუხლში – „რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაითა საზრდელი იყიდონ“ – გვიხსნის, თუ რატომ მიმართა უფალმა ასეთი თხოვნით დედაკაცს: მოწაფეები საქმეზე იყვნენ წასულნი და გზაში საჭირო სხვა ნივთებთან ერთად, ალბათ, „სავსებელიც“ – წყლის ამოსახაპიც წაღებული ჰქონდათ (მუხლი 11). ‘’ [5]

გავაგრძელოთ საუბრის განხილვა : ,, 9. ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაი ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა. ‘’ აღნიშნულ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ ნაშრომის პირველ თავში და დასკვნის სახით კვლავ შემოგთავაზებთ , რომ იმდენად დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან იუდეველებსა და სამარიელებს , რომ მათ შორის ნებისმიერი სახის კონტაქტი წარმოუდგენელი იყო . ამიტომაა ასე გაოცებული ეს დედაკაცი .

აღნიშნული ქვეპუნქტი , სახარების X მუხლით იწყება : ,, 10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაი და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ: „მეც მე წყალი, რაითა ვსუა“, შენმცა სთხოვე[6] მას, და გცამცა [7] წყალი ცხოველი. ‘’ ციტატის განსამარტავად , წმ. იოანე ოქროპირს მოვიხმობთ : ,, პირველყოვლისა ამით გვიჩვენებს , რომ დედაკაცი ღირსია , მას უსმენდეს და არ უნდა იყოს განგდებული და მხოლოდ ამის შემდეგ ამჟღავნებს თავს . ხოლო დედაკაცი , როგორც კი შეიტყობს , თუ ვინ არის იგი , მაშინვე მზადაა , ყურად იღოს მისი და დაემორჩილოს , რასაც ვერ ვიტყვით იუდეველებზე . მათ , თუმცა კი იცნეს იგი , მაინც არაფერი არ უკითხავთ და სურვილიც არ ჰქონდათ , მისგან რაიმე სასარგებლო ესწავლათ , პირიქით , შეურაცხყოფდნენ და ახლოსაც არ იკარებდნენ . ‘’[8]

გავაგრძელოთ განხილვა : ,, 11. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული(6) ესე ღრმა არს. ვინაი გაქუს შენ წყალი ცხოველი?12 . ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული[9] მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი .“ საინტერესოა, გრიგოლ დიაჩენკოს განმარტება : „სავსებელი“ იყო წყლის ამოსაღები ჭურჭელი მასზე გამობმული გრძელი თასმით. იგი მოგზაურთა აუცილებელ ნივთს შეადგენდა. სამარიტელები თავს იოსების შთამომავლებად თვლიდნენ, იაკობის ძისა. ამიტომაც ამბობს დედაკაცი: „ნუუკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩვენისა?“[10] ,, 13. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, ‘’ წმიდა მამა – კირილე ალექსანდრიელი ამ მუხლის განმარტებისას გვასწავლის , რომ მაცხოვარი , სულიწმინდის მადლს ეძახის წყალს , რომლის მიმღებსაც ექნება მარადიულად , ღვთაებრივი სწავლების ნიჭი .[11]

,, 14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ. ‘’ იოანე ოქროპირი ამბობს აღნიშნულ მუხლზე საუბრისას : ,, ,,ცხოველი’’ წყლის შესახებ ქალს ადრეც სმენოდა , მაგრამ ვერ ჩასწვდომოდა , რადგანაც ცხოველად , ჩვეულებრივ , იწოდებოდა დაუშრეტელი წყაროებიდან მჩქეფარე და უწყვეტ ნაკადად მდინარე წყალი . ამიტომ , საკუთარი სიტყვების უფრო ნათლად წარმოსადგენად და იმისთვისაც , რომ შედარების გზით ეჩვენებინა ერთი წყლის უპირატესობა მეორის წინაშე , იესო დასძენს : ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე . სწორედ ამ და ამის მომდევნო სიტყვებითაც ის სულიერი წყლის უპირატესობას ამტკიცებს , რადგანაც გრძნობად არანაირი ამის მსგავსი თვისება არ გააჩნია … წყლის მქონებელი , ისე , როგორც საკუთარი შინაგანი ფარული წყაროს მფლობელი , წყურვილით არასდროს არ დაიტანჯება . ქალმაც მაშინვე ირწმუნა და ამით წარმოაჩინა , რომ ის ნიკოდიმოსზე უფრო გონიერია და არა მარტო გონიერი , არამედ უფრო მამაციც . ‘’[12]

გავაგრძელოთ კითხვა : ,, 15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაითა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად. ‘’ ნამდვილად საოცარი პიროვნებაა სამარიელი ქალი . ძალიან მოკლე პერიოდის მანძილზე მან მოისმინა უფლის სიტყვები , დაიტია და საქმითაც სრულ-ჰყო . მხოლოდ ერთეულები თუ შეგვიძლია დავასახელოთ , ვინც შეძლო და აღნიშნულ ქმედებათა ჯაჭვი , ასეთ მოკლე პერიოდში გაიმეორა .

გ – შეგნებული ჭეშმარიტება ( 16- 21 )

,,16. ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.’’ ამ მუხლის განმარტებისას , ექვთიმე ზიგაბენი ამბობს , რომ იესოს სურდა , თვითონ ეღიარებინა ამ ქალს საკუთარი ცოდვები , რომ გამოსწორებისთვის ეზრუნა . ეს ყველაფერი კი ბუნებრივად უნდა გამოსულიყო . ყველაფერი რომ თავიდანვე ეთქვა , განაგრძობს მჯელობას მკვლევარი , ზედმეტი და არადროული იქნებოდა , ამიტომ , მაცხოვარი ქალს საკუთარ ნაკლულევანებებზე საუბრის მიზეზს აძლევს , რაც უფრო დროული და ეფექტურია . [13]

მეჩვიდმეტე მუხლი შემდეგნაირად ჟღერს : ,, 17. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი . ‘’ მოვიხმობთ წმ.კირილე ალექსანდრიელს , რომელიც არნიშნული ნაწილის განმარტებისას ამბობს , რომ : ,,თუმცა ბევრი ქმარი ჰყავდა ქალს , მაგრამ მათი შეუღლება არ იყო სიამოვნების მიღებაზე მეტი დატვირთვის . ქორწინებას კი უზადოს ხდის , სუფთა სიყვარულის ჯაჭვი . ‘’ [14]

გავაგრძელოთ განხილვა : ,, 18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ. ‘’ აქ იესო პირდაპირ ამხელს ქალს , საკუთარი წარსულის გამო და დაუფარავად ეუბნევა მისი მანკიერებების შესახებ . ხუთი ქმარს აქვს რამდენიმე სახის ალეგორიული განმარტება , რომელსაც შემოგთავაზებთ :

,, 19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.’’ თითქმის ყველა განმმარტებელი , აღნიშნულ მუხლზე საუბრისას , ხაზს უსმევს სამარიტელი ქალის სულიერად ამაღლებას , რომელიც განიცადა უმოკლესი დროის მანძილზე .

ვნახოთ, თუ რას გადმოგვცემს შემდეგი მუხლი : ,, 20. მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყვით, ვითარმედ: იერუსალემს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაი. ‘’ ეპისკოპოსი მიხაილ ლუზინი , ამ მუხლის დეტალურ განმარტებას გვაძლევს , რომელსაც შემოგთავაზებთ :,, ,,მამანი ჩუენნი’’ , ამას ეწინააღმდეგება შემდეგი ფრაზა – ,,თქვენ’’ , რომლის ქვეშაც იგულისხმევა სამარიელი მოხუცები , ერისკაცები და პირველი დროის სახალხო მასწავლებლები , რომლებიც სამარიელთა წარმოშობის დროიდან არიან და რომლებმაც აირჩიეს გარიზინის მთა , თავიანთი სახალხო ღვთისმსახურებისთვის და ააშენეს ტაძარი . ეს ტაძარი , ქრისტეს შობამდე 100 წ-ით ადრე განადგურდა იოანე ჰირკანის მიერ , მაგრამ მთა მაინც წმიდად რჩებოდა .ასრულებდნენ საერთო ღვთისმსახურებას ამ მთაზე . გარიზინსა და გებალს შორის მდებარეობდა ვაკე ადგილი , სადაც იყო იაკობის ჭა . ქალი ალბათ სახის მოძრაობით ანიშნებდა ამ მთისკენ . სავარაუდოდ , იმ დროს , ტაძრის ადგილზე იყო სინაგოგა . ამ მთის არჩევა თაყვანისცემისთვის სამარიელთა მიერ , შესაძლებელია უკავშირდებოდეს ძველ მაგალითებს , როდესაც მოსემ მოგვიწოდა და კანონები მოგვცა ამ მთიდან , რომლიდანაც დაილოცა ხალხი, რაც აღწერილია მოსეს ხუთწიგნეულში . ანაც შესაძლებელია მოსეს სურვილს , რომელმაც მოინდომა სამსხვერპლოს აშენება იერარქებისთვის .’’[15]

ქვეთავის უკანასკნელი მუხლი შემდეგნაირად ჟღერს : ,, 21. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალემს[16] თაყუანის-სცემდეთ მამასა.[17] ’’ ვნახოთ, თუ რას წერს წ. იოანე ოქროპირი : ,, აქ ის (იესო გ.ლ. ) ქალს მნიშვნელოვან დოგმატს უმხელს , რომელიც არც ნიკოდიმოსისთვის , არც ნათანაელისთვის არ უთქვამს . დედაკაცი ცდილობდა , დაემტკიცებნა თავის წეს-ჩვეულებათა უპირატესობა იუდეურთან შედარებით და თავისი წინაპრების (მამების) მაგალითს იმოწმებდა . მაგრამ ქრისტემ არ უპასუხა ამ კითხვაზე , რადგანაც იმ მომენტში ზედმეტი იქნებოდა საუბარი იმის შესახებ და იმის ახსნა , თუ რატომ სცემდნენ თაყვანს ქალის წინაპრები მთაზე , იუდეველნი კი იერუსალიმში . .. მაგრამ , ამასთან , უაღრესად იუდეველებს რაცხს . ერთ ადგილს კი არ ამჯობინებს მეორეს , არამედ სულიერების მიხედვით ანიჭებს იუდეველებს უპირატესობას . ‘’[18]

დ-უფლის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ( 22-26)

იესოს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ქალი ჭეშმარიტებისაკენ და ყოფითი საგნებიდან უკვე , უფლის ჭეშმარიტი თაყვანისცემის შესახებ ასწავლის . აი, რას გადმოსცემს იგი 22-ე მუხლით : ,,22. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორება[19] ჰურიათაგან არს.[20]’’ წმ.იოანე ოქროპირი სვამს კითხვას და თავადვე პასუხს სცემს მას : ,,განა სამარიტელებმა არ უწყოდნენ , თუ რას ეთაყვანებოდნენ ? მაგრამ მათ ეგონათ , რომ უფლის ძალმოსილება რაღაც ადგილით შემოიფარგლება და მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაში ვრცელდება . მაგალითად , როდესაც მათ სპარსელებთან ელჩები გააგზავნეს , აუწყეს , რომ ადგილის ღმერთი მათზე გამწყრალი იყო და ამრიგად ღმერთი კერპს გაუთანაბრეს … იუდეველნი კი თავისუფალნი იყვნენ ამგვარი ცდომილებისაგან ( თუმცა არა ყველანი ) და ღმერთს მთელი სამყაროს უფლად აღიარებდნენ . ‘’[21] გამორჩეულია ამ მუხლის მეორე ნაწილი , რომელზე საუბრის დროსაც , ნეტარ თეოფილაქტეს მოვიშველიებთ : ,, უფლის გამოთქმა – ,,ხსნა იუდეველთაგან არის ‘’ , ჩვენში ორნაირ აზრზს იწვევს : ან ის , რომ სიკეთე (წყალობა ) მთელი ქვეყნიერებისთვის აღმოცენდა და მოგვეცა იუდეველებისგან , ან ღმერთის შემეცნება , კერპების უარყოფა და სხვა ყველა სწავლება ( დოგმატები ) და ასევე თქვენი , სამარიტელების არასწორი თაყვანისცემა , საწყისს იღებს ასევე იუდეველებისაგან ; ან ,, ხსნას ‘’ უწოდებს თავის მოსვლას , რომელიც იუდეველთაგანაა ; ასევე ,, ხსნის’’ მნიშვნელობა შეიძლება გავიგოთ ისეც , რომ ,, ხსნა ‘’ – თვითონ უფალია , რომელიც ხორციელად იუდეველთაგან არის შობილი . ‘’[22]

ვნახოთ , თუ რის შესახებ გრძელდება მსჯელობა შემდეგში : ,, 23. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. ‘’ როგორც ალექსანდრ ლოპუხინი ამბობს , ამ შემთხვევაში , ტერმინი - ,, სული ‘’ აღნიშნავს ხორცის და ყოვლგვარი ხორციელების საპირისპირო მნიშვნელობას . ამ მნიშვნელოვანი განმარტების შემდეგ , მკვლევარი აგრძელებს საინტერესო მსჯელობას . იგი აღნიშნავს იუდეველთა და სამარიტელთა მცდარ აზზს , რომლის მიხედვითაც წარმატებული ლოცვა დამოკიდებული იყო სხვადასხვა ფაქტორებზე . მნიშვნელოვანი იყო ადგილი , სადაც აღესრულებოდა ღვთისმსახურება . იესო კი ამბობს რომ ხალხი მთელ დედამიწაზე თაყვანისცემენ უფალს და სხვა ადგილებზეც იქნება ჭეშმარიტი თაყვანისცემა . ე.ი. დამთავრდება ყველანაირი ფარსი , რაც აღესრულებოდა იუდეველებისაგან და სხვათა ღვთისმსახურებებში . ჭეშმარიტი თაყვანისცემა კი იქნება პირდაპირ წრფელი გულიდან გამომავალი და წმიდა სულის განმგებლობაში .[23]

კიდევ უფრო ყურადსაღებია მომდევნო მუხლი : ,, 24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი. ‘’ აღნიშნული ციტატის განმარტებისას კი ვის დავეყრდნობით , თუ არა მართლმადიდებლობის ბურჯს – იოანე ოქროპირს : ,, ,, სულ არს ღმერთი ‘’ , ამით გამოხატავს , რომ ის უხორცოა . ხოლო უხორცოს მსახურებაც ამგვარივე შეჰფერის და ჩვენც იმის საშუალებით ( მასში ) უნდა აღვავლინოთ , რაც უსხეულოდ გვაქვს მოცემული , ანუ სულით და განწმენდილი გონებით …ქრისტეც გვეუბნევა , რომ სხეულის სისუფთავით კი არ უნდა ვემსახუროთ უფალს , არამედ იმით , რაც ჩვენც უხორცოდ გვაქვს მონიჭებული , ან ჩვენი გონებით .’’ [24]

ამ ყოველივეს შემდეგ კი საოცარი ფაქტის მოწმე ვხდებით , ეს კი გამოწვეულია ქალის მსჯელობით და ამ მსჯელობის შევსებით იესოს მიერ : ,, 25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. 26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყვი შენ.‘’ ამ ყოველივეზე ძალიან სიღრმისეულ და დასაფიქრებელ განმარტებას გვაძლევს გრიგოლ დიაჩენკო : ,, ისმინეთო. მესიას სამარიტელები უწოდებდნენ „ჰა-შშაგებ“-ს, ანდა „ჰა-ტ-ტაგებ“-ს,რაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით ნიშნავს „მომქცევს“, „მქადაგებელს“, სხვათა აზრით კი – „დაბრუნებულს“ („მომქცეველს“, „უკან მომბრუნებელს“); კერძოდ კი, მათი შეხედულებით, ეს მოსე უნდა ყოფილიყო, გამომდინარე მისივე სიტყვებიდან „ვითარცა-ესე მე მისი“. ხოლო სახელწოდება „მესია“, რომელსაც აქ იყენებს სამარიტელი დედაკაცი, ან იუდეველთაგან არის გადასული სამარიტელებთან, ანდა, უბრალოდ მახარებელი ათქმევინებს მას ამ სიტყვას. აქამდე მაცხოვარი თანდათან შეამზადებდა მის სულიერ მდგომარეობას და ახლა პირდაპირ ეუბნება -სწორედ მე ვარ მოსეს მიერ დაპირებული მესიაო: „მე ვარ, რომელი გეტყვი შენ“. გაბოროტებულ იუდეველთა წინაშე იესოს არასდროს არ უსაუბრია საკუთარი თავის შესახებ ასე განცხადებულად, როგორც ახლა ეუბნება ამ უბოროტო უბრალო ქალს. ‘’[25]

ე-კეთილი ნაყოფის გამოღება (27 – 42 )

რა ხდება ამ ყოველივეს შემდეგ ? რა და ის , რომ სიტუაციის ლოგიკური დასასრულისკენ მივდივართ . ,, 27. და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკვირდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყვი მის თანა? ’’

მოწაფეები გაოცებულნი არიან , რადგან ხედავენ მათ მოძღვარს ქალთან ( მით უმეტეს სამარიტელთან ) მოსაუბრეს , მაგრამ ერთიც კი არ გაბედავს და შეკითხვას არ დაუსმევს მას . ჩვენ საზოგადოების საოცარი ნაწილის შესახებ ვმსჯელობთ . ისინი ვერ ხვდებიან რიგ ფაქტებს , მაგრამ ეს არ უშლით ხელს იმაში , რომ მოძღვარს დაემორჩილონ .

სამარიელმა ქალმა , უმოკლეს დროში მიიღო ადამიანური აზროვნებისათვის , სრულყოფილი სწავლება . ჩვენ ვიცით რომ სწავლების მხოლოდ მოსმენა არაა საკმარისი , საჭიროა მისი დატევნა და სხვისთვის გადაცემა . ვნახოთ, თუ რა მოიმოქმედა ქალმა : ,, 28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: 29. მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაიცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე? 30.’’ წმ. იოანე ოქროპირი ამბობს , რომ ქალი : ,, აღარაფერს ამქვეყნიურს აღარ დაეძებს – არც მოარულ ხმებს , არც სირცხვილს , მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს – ცეცხლი , რომელმაც მოიცვა იგი . ,, ნუუკუე იგი არს ქრისტე . ‘’ დაუკვირდი აქაც , როგორი სიბრძნეა ამ ქალში : პირდაპირ არ ამოწმებს ქრისტეს შესახებ , მაგრამ არც გაჩუმებას აპირებს , რადგანაც მას არ უნდოდა , რომ ხალხი მხოლოდ თავისი შეხედულობების გამო წაეყოლიებინა , არამედ სურდა , რომ თავად მოესმინათ ქრისტესათვის და მისი შეხედულება ასე გაეზიარებინათ . ‘’[26] ქალის ამ ,,ტაქტიკამ ‘’ რომ გაამართლა , ამას მალევე ვიგებთ : ,, 40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. 41. და უფროისსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაი. 42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყვითა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თვით გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი, ქრისტე.“ ‘’

ამ მუხლების შეჯამება რომ გავაკეთოთ , კვლავ მოვიხმობთ წმ.იოანე ოქროპირს . მისი სწავლება რომ უფრო მეტად მეტყველი იყოს , ამისთვის კი შემოგთავაზებთ ეგზეგეზის წმ. ექვთიმე მთაწმინდელისეულ თარგმანს : ,, ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლო და ამისთვის წყლისა მის ცხოველისა ხსენებითა მოიზიდა იგი და ესრეთ მცირედ – მცირედ მოეხსენა მას , ვითარ ასმიოდა სამე წერილი და მერმეღა გამოუცხადა თავი თვისი , ხოლო პირველითგან ვერ იტვირთავდა იგი , რათამცა წერილისა სიტყუათა ჰრწმენა .’’[27]

III – სამარიელი ქალის ცხოვრება , იესო ქრისტესთან საუბრის შემდეგ

იესოსა და სამარიელი ქალის საუბარი , დეტალურადაა აღწერილი სახარებაში , მაგრამ წმიდა წერილში , ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია , მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ . სამაგიეროდ გვაქვს სხვა წყაროები , რომელთა მიხედვითაც ვიგებთ , რომ ამ ქალს , სახელად ფოტინე რქმევია. დანარჩენ ინფორმაციას ქვემოთ გაიგებთ :

,, წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66). წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (სახარება იოანესი, თავი 4, 5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისათვის ბიქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია), როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ.

იტალიის მმართველმა სებასტიანემ სცადა გადაერწმუნებინა ბიქტორი, რათა შეესრულებინა იმპერატორის განკარგულება: – დიდო მხედართმთავარო ვიცი, რომ შენ, როგორც დედა შენი და ძმა შენი იოსია, ქრისტეანები ხარ. თქვენ ყველანი მისდევთ მოციქულ პეტრეს. მაგრამ, გირჩევ შეასრულო მეფის ბრძანება და დასაჯო ქრისტეანნი, რათა საფრთხეში არ ჩააგდო შენი სიცოცხლე.

- მე ზეციური და უკვდავი მეფისა და ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს ნებას ვასრულებ, ხოლო ნერონის განკარგულება დავსაჯო ქრისტეანები, არა თუ არ შევასრულებ, არამედ გაგონებაც კი არ მსურს მისი, – მიუგო ბიქტორმა.

- როგორც ჭეშმარიტ მეგობარს, შენდა სასიკეთოდ გირჩევ გააკეთო ის, რასაც იმპერატორი გიბრძანებს, – ისევ მიმართა სებასტიანემ თავის მხედართმთავარს. თუ დაჯდები სამსჯავროზე და იპოვი ქრისტეანთ, და როცა იპოვი დასჯი, მეფის გულსაც მოიგებ და მემკვიდრეობად მის ქონებასაც მიიღებ. გარდა ამისა, გირჩევ გააფრთხილო შენი დედა და ძმა, რათა ასეთი კადნიერებით ნუ ჰქადაგებენ ქრისტეს და ნუ ასწავლიან ელინთ თავიანთი მამა-პაპური სარწმუნოების უარყოფას, რათა მათ გამო შენც საფრთხეში არ შთავარდე.

- ნუმც იყოფინ, ვაკეთებდე იმას, რასაც მირჩევ: დავსაჯო ქრისტეანნი, ან წავართვა მათ რამე, ან კიდევ ვურჩევდე საკუთარ დედას და ძმას არ იქადაგონ, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. დედისა და ძმის
კვალობაზე მეც ვიქადაგებ ქრისტეს ჭშმარიტებას და მაშინ ვნახოთ როგორ იქნება, – შეეპასუხა ქრისტესმოყვარე მხედარი.

- ძმაო, მე გირჩევ იმას, რაც შენთვის სასიკეთოა, შენ კი თავად გადაწყტვიტე რა აკეთო. შეაგონა: „ამის გამო უბედურება მოგელისო“
მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა. სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა დაიყვირა და წარმოთქვა: „ერთია ღმერთი, – ღმერთი ქრისტეანეთა, მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“.

- ასე უეცრად რატომ შეიცვალე შეხედულება, სებასტიან? – ჰკითხა მას სანახავად მისულმა ვიქტორმა.

- იმიტომ, რომ ქრისტემ მომიწოდა, ქრისტე მიხმობს ჩემო უტკბილესო ბიქტორ, – მიუგო იტალიაში იმპერატორის ადგილნაცვალმა, რის შემდეგაც, ბიქტორის მიერ დამოძღვრილი, მოინათლა. როდესაც ემბაზიდან ამოვიდა, კვლავ აეხილა თვალნი და ღმერთი ადიდა. ამ სასწაულმა იმდენად შეაძრწუნა სებასტიანეს წარმართი მსახურები, რომ იმის შიშით, ჩვენი ურწმუნოებისთვის ჩვენც არ დავისაჯოთო, ბიქტორთან მიირბინეს, ქრისტეანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა სთხოვეს და მოინათლნენ.

გავიდა მცირე დრო და ნერონამდეც მივიდა ხმა, რომ მხედართმთავარი და მმართველი იტალიაში პეტრეს, პავლეს და სხვა მოციქულთა სწავლებას ავრცელებენ; რომ მათ მრავალი ელინი მოაქციეს ქრისტეანული სარწმუნოებისკენ და, რომ მხედართმთავრის დედა, ფოტინე, თავის მეორე შვილ იოსიასთან ერთად, ჯვარცმულს კართაგენში ჰქადაგებდა.

ამის გამგონი ნერონი ძლიერ განრისხდა და იტალიაში გააგზავნა მეომარნი, რათა რომში ჩამოეყვანათა ყველა, ვინც კი ქრისტეანულ სწავლებას ავრცელებდა. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქმნებიან, შემდეგ წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელია ფოტინი – ნათელსხივოსანი (ფოტინი – სახელის მამრობითი ფორმაა) , შენს მიერ განათლდებიან მრავალნი და მირწმუნებენ “, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა მაცხოვრის სიტყვებმა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“.

მოსალოდნელი საფრთხე ფოტინესაც ეუწყა და, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა, ქრისტიანებთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, სადაც არაჩვეულებრივი გამბედაობით დაიწყო ქრისტეს ქადაგება. დიდი იმპერიის ყველა მცხოვრები შეშფოთებული ამბობდა: “ვინ არის ეს დედაკაცი, ქრისტეანთა ესოდენი სიმრავლით რომ გამოცხადდა?” ამავე დროს იტალიის მმართველ სებასტიანესთან ერთად რომში ფოტინას შვილი, ფოტინიც (ბიქტორი) ჩამოიყვანეს და ყველანი ერთად წარუდგინეს იმპერატორს, რომელიც მასთან მიყვანილ ქრისტეანთა დაკითხვას პირადად აწარმოებდა. იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. თავიდან იმპერატორი დაშინებისა და წამების გარეშე, დაყვავებით ცდილობდა ეიძულებინა აღმსარებელნი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება:

- უარჰყავით ქრისტე ან საშინელი სიკვდილით მოჰკვდებით, – დაემუქრა ქრისტეანთა სიმტკიცით განრისხებული იმპერატორი შეპყრობილთ.

- ნუმც იყოფინ, ქრისტე ღმერთო, შენ უარგყოფდეთ და განვშორდებოდეთ შენს რწმენასა და სიყვარულს, – ლოცულობდნენ აღმსარებელნი, რომელთა შორის იყვნენ ფოტინეს დები: ანატოლია, ფოტო, ფოტისა, პარასკევა, კვირიაკე და ვაჟიშვილები: ფოტინი და იოსია. ყველანი სიხარულით ელოდნენ სიკვდილს ქრისტესათვის და სულის ცხოვნებას ევედრებოდნენ ჯვარცმულს. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე.

მაშინ, ტირანმა გასცა განკარგულება რკინის ბურთულებით სახსრები დაემტვრიათ მათთვის. ნერონის მსახურებმა შეიპყრეს წმინდანები, სასჯელის ადგილზე მიიყვანეს და ხელები გრდემლზე დაადებინეს. დაიწყო წმნდანთა წამება. სამი საათიდან ექვს საათამდე სამჯერ შეიცვალნენ ჯალათნი, მოწამენი კი ტკივილს საერთოდ არ გრძნობდნენ, ფოტინეს და მათი ხელები არც კი შეიმუსრა. ამ უცნაურმა სასწაულმა შეაშფოთა ნერონი და გასცა განკარგულება ხელები მოეკვეთათ მოწამეთათვის. ფოტინე იმწამსვე შეიპყრეს, ხელები შეუკრეს და მახვილიც მრავალგზის დასცეს ხელზე, თუმცა

ვერაფერი გააწყვეს. მეტიც, უეცრად თვით ჯალათები მოწყდნენ და მიწაზე უსულოდ დაენარცხნენ, მოწამე კი უვნებელი დარჩა და ღმერთს მადლობდა: “უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს” (ფსალმ. 117:7).

შემდეგ ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს.

გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასაწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ლამის მონასტრად ქცეულიყო.

იმპერ


--------------------
,,განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა , რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის , სიმშვიდით და შიშით . ''( 1 პეტრ. 3,15 )
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 29 2014, 12:04 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,228
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



კაი გიშრომია, საღოლ.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 29 2014, 12:42 AM
პოსტი #34


გურამი - მამული!ენა!სარწმუნოება!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,445
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: სემინარია
წევრი № 11,203



ატორმა დაიწყო ფიქრი, როგორ დაემარცხებინა ეს ქრისტიანები და დაერწმუნებინა ისინი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება. გასცა განკარგულება მამაკაცები საპყრობილეში დაემწყვდიათ, წმიდა დედა ფოტინა კი მის ხუთ დასთან ერთად მისთვის ოქროს დარბაზში მიეგვარათ იმის იმედით, რომ ფუფუნებითა და სატყუარებით შესძლებდა წმიდა დედათა სარწმუნოების შეცვლას. შემდეგ, თავის ქალიშვილს, დომნინას უბრძანა შემოსულიყო ამ დარბაზში ყველა მის მოახლესთან ერთად და დარჩენილიყო წმინდანებთან. ქრისტეს უარყოფის შემთხვევაში ნერონი მოწამეებს ჰპირდებოდა, რომ არა მარტო აჩუქებდა ყოველივეს, რაც კი ამ მდიდრულად მორთულ ოთახში ჰქონდა, არამედ არნახულ პატივსა და დიდებასაც უბოძებდა. მაგრამ არ უწყოდა უგუნურმა, რომ ზეციურზე მეოცნებე დედები არად მიიჩნევდნენ ამსოფლიურ სიკეთესა და ამაოებასა და მათ დანახვაც კი არ უნდოდათ.
წარმართული ცნობიერებისთვის გაუგებარმა ქრისტეანულმა მსოფლმხედველობამ დიდად გააკვირვა იმპერატორის ქალიშვილი. ეს რომ შენიშნა, ფოტინამ მას ასეთი სიტყვებით მიმართა:

- გიხაროდენ, ჩემი უფლის პატარძალო!

- შენც გიხაროდენ, ჩემო დედოფალო, ლამპარო ქრისტესო, – მიუგო დომნინამ. იმპერატორის ქალიშვილმა ქრისტე რომ ახსენა, ფოტინამ ფრიად გაიხარა, ადიდა უფალი და დომნინას ეამბორა. შემდეგ კი ქრისტეანობაში დამოძღვრა და იმპერატორის ქალიშვილი მის მოახლეებთან ერთად მონათლა. ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომლის დროსაც დომნინას სახელად ანთისა ეწოდა, მეფის ქალიშვილმა თავის უფროს მოახლეს, სტეფანიდას უბრძანა, ოქროს სამკაულები და ფული, რომელიც ამ ოქროს დარბაზში იყო, უპოვართათვის დაერიგებინათ.

ეს რომ შეიტყო, ნერონმა განკარგულება გასცა დაენთოთ ღუმელი და ჩაეგდოთ ფოტინა თავის მეგობრებთან ერთად. სამი დღე დაჰყვეს ცეცხლის ამ სახმილში მოწამეებმა და უვნებლად გამოვიდნენ მისგან. როდესაც ამ სასწაულის შესახებ ესმათ რომის მოქალაქეებს და ცეცხლიდან უვნებლად გამოსული მოწამენი იხილეს, ჯერ გაიკვირვეს, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომდარიყო, შემდეგ, კი ქრისტეანთა კვალად ღმერთი ადიდეს.

მაშინ ტირანმა გასცა ბრძანება ყველა აღმსარებლისთვის მიეცათ მომაკვდინებელი საწამლავი, რომელიც ამ საქმეში დახელოვნებულ მოგვ ლამპადიუსს მოამზადებინეს და პირველად წმიდა ფოტინას შეასვეს; ფოტინამ შხამით სავსე კათხახელში აიღო და თქვა: “არ უნდა აგვეღო ეს საწამლავი და შეგვესვა იგი, რადგან შენ თვითონ უწმინდური ხარ. მაგრამ იმისთვის, რათა შენ, მეფეო, და ამ მოგვმა იხილოთ ძალი ქრისტესი, ყველაზე უწინარეს, ჩემი უფლისა და ღმერთის, იესუ ქრისტეს სახელით, მე შევსვამ ამ კათხას, შემდეგ კი მას დალევს ყველა, ვინც კი ჩემთანაა”. ასეც მოხდა და ყველამ იხილა, რომ ვერც საწამლავმა ავნო წმიდა მოწამეებს.

ეს რომ იხილა, მოგვი განცვიფრდა და წმინდანებს შეჰღაღადა: “მე მაქვს სხვა, ამაზე უფრო ძლიერი საწამლავი. და თუ თქვენ მასაც დალევთ და არაფერი შეგემთხვევათ, იმწამსვე ვირწმუნებ თქვენს ღმერთს და მოვინათლები”. როდესაც ახალი საწამლავი მოიტანეს, მოწამეებმა შესვეს ის და კვლავ არაფერი ევნო მათ. მოგვი კი უფრო მეტად განცვიფრდა, შეჰკრიბა ყველა თავისი ჯადოქრული წიგნი და ცეცხლს მისცა. აღთქმისაებრ, მან ირწმუნა ქრისტე და თეოკლიტეს სახელით მოინათლა. მეფემ რომ

ეს შეიტყო, უბრძანა თავის ჯარისკაცებს შეეპყროთ ყოფილი მოგვი და ქალაქის კედელს მიღმა თავი მოეკვეთათ. აი ასე, ყვლაზე უწინარეს მიიღო ნეტარმა თეოკლიტემ მოწამეობრივი გვირგვინი.
ამის შემდეგ, უსჯულო ნერონმა ბრძანა დაუმორჩილებელი ქრისტეანებისთვის ძარღვები გადაეჭრათ. ჯარისკაცებმა აღასრულეს ეს ბრძანება, მოწამეები კი დასცინოდნენ მეფისა და მისი “ღმერთების” უძლურებას და მათ მიერ მოფიქრებულ სატანჯველებს არად აგდებდნენ. მაშინ, იმპერატორმა გასცა ბრძანება გაედნოთ ტყვია და პირში ჩაესხათ წმიდა ფოტინესთვის, სხვებისთვის კი ზურგზე გადაესხათ. მიუხედავად ამისა, წმიდა მოწამეები აგრძელებდნენ თავიანთი ღმრთისა და შემოქმედის დიდებას: “გმადლობთ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ჩვენი გულმხურვალებით აღძრული შენდამი წყურვილი, ადუღებული ტყვიით განაგრილე”.

თუმცა, ნერონი ვერც ამან შეაჩერა და სხვა სატანჯველი მოიფიქრა. წმინდანები დაჰკიდეს და უმოწყალოდ აწამეს, რკინის იარაღებით ფხეკდნენ სხეულს, წვავდნენ ცეცხლით, მაგრამ რაც უფრო მეტ ტკივილს აყენებდნენ მეფის მსახურნი ქრისტეანებს, მით უფრო ძლიერდებოდნენ ისინი ღმრთის მადლით და ღმერთს ადიდებდნენ. მაშინ, საცოდავმა და ამაოებით შეპყრობილმა ნერონმა მათი სიმტკიცის გატეხვა სხვაგვარი ტანჯვით გადაწყვიტა: წმინდანებს ნესტოებში მწარე ძმართან შეზავებული ფერფლი ჩაასხეს. თუმცა, რაიმე შედეგი ვერც ამ ღონისძიებამ მოიტანა. წმინდანები კვლავ ადიდებდნენ უფალს და ამბობდნენ, რომ ეს ჯოჯოხეთური ნარევი “ოქროსა და ბაჯაღლოზე მეტად სასურველია და თაფლსა და გოლეულზე უტკბილესია” (ფსალმ. 18:11).

ასეთმა საქციელმა ტირანი მთლად გადარია. მან გასცა განკარგულება დაებრმავებინათ აღმსარებელნი, შემდეგ კი სამი წლით შხამიანი გველებით სავსე და აყროლებულ საპყრობილეში ჩაემწყვდიათ. თავისი მყოფობითა და გამუდმებული ლოცვებით, წმინდანებმა აკურთხეს ეს საშინელი ადგილი: მოკვდა ყველა შხამიანი ქვეწარმავალი, რომელიც საპყრობილეში ბუდობდა, სიმყრალე საოცარ კეთილსურნელებად შეიცვალა, ბნელი საპყრობილე კი ღმრთის ნათლით განათდა. დადგა მათ შორის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე და მიესალმა: “მშვიდობა თქვენდა” (იოანე 20:19). შემდეგ, მოჰკიდა ხელი ფოტინეს, ასწია იგი და უთხრა: “მარადის იხარებდით”, რადგან, აჰა, “მე სოფლის აღსასრულაბმდე თქვენთან ვარ” (მათე 28:20). ამ დროს, მოწამეებს დაუბრუნდათ მხედველობა და ღმერთი რომ იხილეს, თაყვანი სცეს მას. აკურთხა რა მოსაგრენი, ქრისტემ ისინი გაამხნევა და ზეცად ამაღლდა. წმინდანთა სხეულებს ქერცლივით მოსცილდა ნაფხეკი ხორცი, განახლდნენ, სრულიად გამოჯანმრთელდნენ და ისეთნი გახდნენ, როგორებიც ადრე იყვნენ.

ერთი წლის შემდეგ, მეფემ ბრძანა მოეყვანათ ერთ ერთი მის მსახურგათან, რომელიც წმინდანებთან ერთად იყო დამწყვდეული. როდესაც საპყრობილეს მიუახლოვდნენ, მეფის მალემსრბოლებმა იხილეს, რომ მოწამეები ჯანმრთელად არიან და ხარობენ: ბრმა გალილეველნი თვალხილულნი არიან, საპყრობილე ნათლითაა სავსე, ირგვლივ კი საოცარი კეთილსურნელება იფრქვევა. საპყრობილეს ხალხი მიაწყდა, აღიარებდნენ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს და ინათლებოდნენ.

ამგვარი ცნობის შემდეგ ნერონი მთლად გამოვიდა მწყობრიდან და კვლავ მოუწოდა მოწამეებს დასაკითხად. უსაყვედურა რა, რომ არ ისიმენენ მის ბრძანებებს და აგრძელებენ ქრისტეს სახელის აღიარებას, მან გადაწყვიტა ახალი სატანჯველებისთვის დაექვემდებარებინა ქრისტეანები მისი მითითების დარღვევისთვის. ჯერ თავდაყირა გააკრევინა ჯვარზე ყველა მათგანი, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში მათ ტყავს ფხეკდა, სანამ მყესები მთლიანად მთლიანად არ გააცალა. ამის შემდეგ, გამხეცებულმა მსახურებმა ოთხი დღე ასე, თავქვედაკიდებულად მიატოვეს წმინდანები და ოთხი დღის შემდეგ რომ მიაკითხეს რათა გაეგოთ, ცოცხალნი იყვნენ თუ არა, მყის დაბრმავდნენ. ზუსტად ამ დროს გარდამოვიდა ანგელოზი უფლისა ციდან, გაათავისუფლა წმინდანნი, ეამბორა მათ და წყლულებანი განუკურნა. წმინდა ფოტინე სიბრალულით აღივსო დაბრმავებული მსახურებისადმი, მათი თავი შეავედრა უფალს და სიბრმავისგან განჰკურნა, რომლის შემდეგ, მათაც ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.

ნერონს მორიგი სასწაულის შესახებ რომ მოახსენეს, გააფთრებულმა ფოტინე შეპყრობა და მისთვის ტყავის გაძრობა ბრძანა. ამ წამების დროს, წმინდანი დავითის ფსალმუნს გალობდა: “გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი” (ფსალმ. 25:2). ფოტინას ტყავი მდინარეში გადააგდეს, წმინდანი კი ამომშრალ ჭაში ჩააგდეს. შემდეგ, სევასტიანეს, ფოტინის და იოსიას ჯერ სასქესო ასონი მოაჭრეს და ძაღლებს მიუყარეს საჭმელად, შემდეგ კი ტყავი გააძრეს,

მდინარეში ჩაყარეს და ძველ აბანოში ჩაამწყვდიეს. ფოტინეს ხუთივე დას მკერდი მოაჭრეს და ტყავი გააძრეს. როდესაც წმიდა ფოტისას ჯერი დადგა, მან არ ისურვა შეპყრობილ ყოფილიყო წამების დროს და თავისი ტყავი თვითონ ისე გაიძრო, რომ მისი მოთმინება ტირანსაც კი გაუკვირდა. მიუხედავად ამისა მტარვალი არც ამას დასჯერდა და ახალი, საშინელი სატანჯველი მოიფიქრა: ნერონის ბაღში მოხარეს ორი ხე, მიაბეს მათ ნეტარი ფოტისა და აუშვეს. წმინდანი ორად გაიხლიჩა და სული თვისი უფალს მიაბარა. მაშინ ინება ბილწმა ნერონმა თავი მოეკვეთათ დანარჩენი მოწამეებისთვის, ნეტარი ფოტინე კი, ჭიდან ამოეყვანათ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ.

რადგან ფოტინე მარტო დარჩა და ჯერ კიდევ არ მიეღო მოწამეობის გვირგვინი სხვებთან ერთად, დამწუხრდა და ღმერთს შეევედრა, რომელიც გამოეცხადა წმინდანს, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრით სამჯერ ჯვარი გადაწერა და ყოველი სნეულებისა და ჭრილობისაგან განჰკურნა. რამოდენიმე დღის შემდეგ, ღმრთის მადიდებელი ფოტინა, მშვიდობით მიებარა უფალს. მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 20 მარტს / 2 აპრილს.

აი ასე მიეახლნენ სანატრელ და სანუკვარ ღმერთს და მიიღეს მისი ზეციური სასუფეველი, ნეტარმა ფოტინემ და მასთან ერთად წამებულებმა, რასაც დე, ვეღირსოთ ჩვენც მათი ლოცვებით. ‘’ [28]

IV – დასკვნა

წინამდებარე ნამუშევარში შევეცადეთ მაქსიმალურად სრულყოფილი მსჯელობა წარგვემართა , იესოსა და სამარიელი ქალის საუბრის შესახებ . ვფიქრობთ , მკაფიოდ გამოჩნდა თუ რაოდენ დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია სამარიელმა ქალმა უმოკლესი დროის მანძილზე. მან დაგვანახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას , სქესს , წარსულს თუ სხვა ფაქტორებს , რომ მთავარია რწმენა და მონდომება , რომლის დახმარებითაც , მცირე პერიოდის მანძილზე შესაძლებელია საოცარი მეტამორფოზა , ისეთივე , როგორიც განიცადა სამარიელმა ქალმა , როდესაც ერთი , მრავალგზის ცოდვილი ადამიანიდან , გახდა ქრისტეს სარწმუნოების გონივრულად , უშიშრად მქადაგებელი და ხალხთა მომაქცეველი .

ტროპარი

მოწამემან შენმან უფალო ფოტინე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.ამინ.

კონდაკი

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ფოტინე სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. ამინ

V – გამოყენებული ლიტერატურა

1-ბიბლიის ენციკლოპედია ; ერთტომეული ; თბილისი 2003 წელი ; მთ.რედაქტორი – პატ.ალექსანდრიელი

2-დიაჩენკო გრიგოლ ; საკვირაო სახარებათა განმარტება ;; თბილისი 2011 წელი .

3-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; იოანეს სახარების განმარტება ; თბილისი – 2011 წელი .

4-წმიდაი ოთხთავი ; წმ. გიორგი მთაწმიდელის რედ. ; თბილისი 2008 წელი .

5-წმ . იოანე ოქროპირი – განმარტება იოანეს სახარების ; თარგმანი ექვთიმე ათონელისა ; ნაწილიI ; თბილისი 1993 წელი .

6-წმ.იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ; განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა ; ტომი II ; თბილისი 2011 წელი .

7-S.CYRIL , ARCHBISHOP OF ALEXANDRIA INTERPRETATION OR COMENT ON THE GOSPEL ACCORDING TO JOHN . [ Translated by P.E. Pusey ] ; (1874 / 1885 ) ; Text was transcribed by Roger Pearse ; Ipswich ; UK ; 2005 .

8-Епископ Михаил (Лузин) ; Толковое Евангелие ; Кн. 3 ; Евангелие от Иоанна ; СанктПетербург

2013 Г .

ინტერნეტ რესურსები :

1-http://azbyka.ru

2-http://church.ge

3-http://www.newlife4you.gr

4-http://titus.uni-frankfurt.de

[1] სჳქარ CH ; συχὰρ Z ; Сихарь Y ; Sychar W .

2-სლვისა C ;

[3] -მეექუსე DFG ; მეექუსჱ C ; ὥρα ἦν ὡς ἕκτη Z ; Было около шестого часа Y ; it was about the sixthhour.W.

[4] დიაჩენკო – 54 გვ .

[5] -დიაჩენკო – 54 – 55

[6] – ჰსთხოვე D;

[7] -გცა FG. ; εδωκεν αν σοι Z ; дал бы Y ; would have given W ;

[8] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.170 .

[9] -ჯურღმული C ; колодезь Y ; well W ;

[10] -დიაჩენკო ; გვ.56 .

[11] -,, We must know again, that the Saviour here calls the grace of the Holy Ghost water, whereof if any be partaker, he shall have the gift of the Divine teaching evermore flowing up within him, ‘’ (გვ.209 )

[12] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.173-174

[13] – Он знал, что она не имеет законного мужа, а желал, чтобы она сама сказала, что не имеет, чтобы, воспользовавшись этим случаем, открыть обстоятельства ее жизни и подействовать на ее исправление. Повод к пророчествам и чудесам Иисус Христос благоволил всегда заимствовать от самих же приходящих, чтобы и избежать подозрения в тщеславии, и еще более приблизить их к Себе. Сказать раньше: ты имела много мужей и теперь имеешь незаконного мужа — показалось бы излишним и неблаговременным, но сказать это, когда она сама подала повод, было весьма последовательно и благовременно. http://azbyka.ru/otechnik/?Evfimij_Zigaben...ija-ot-ioanna=4

[14] -,, although she had had so many; for not the coming together out of pleasure, but the approval of the law and bond of pure love make marriage blameless.’’ (pg.211 )

[15] -Епископ Михаил (Лузин) – cm.134

[16] -იერუსალჱმსა EFG ;

[17] -მამასა თქუენსა E

[18] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.178

[19] -ჴსნა{ჲ} H .

[20] – τῶν ἰουδαίων ἐστίν Z ; от Иудеев. Y ; is of the Jews W .

[21] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.179

[22] – ნეტარი თეოფილაქტე ; იოანეს სახარების განმარტება ; გვ . 89

[23] -http://azbyka.ru/otechnik/?Lopuhin/tolkovaja_biblija_54=4

[24] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.180

[25] -დიაჩენკო - გვ. 60 .

[26] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.184

[27] -წმ.იოანე ოქროპირი ; 1993 წ . ; გვ.219

[28] -http://church.ge/index.php?showtopic=9373&pid=742078&st=0&#entry742078

terra
ციტატა
კაი გიშრომია, საღოლ.

მადლობა ძმა !

პ.ს. წეღან არ აიტვირთა სრულად და ახლა გავაკეთე .


--------------------
,,განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა , რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის , სიმშვიდით და შიშით . ''( 1 პეტრ. 3,15 )
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2014, 12:31 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 11,681
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იყავი ბრძენი, ვითარცა გველი (მათე 10,16). გველს როცა ძველი ტყავის გამოცვლა უნდა, ძალზე ვიწრო ადგილას გაძვრება და ამგვარად მოიშორებს მას.

ასევე, ადამიანიც, ვისაც თავისი ძველი კაცის მოშორება უნდა, სახარებისეული მცნებების აღსრულების ვიწრო გზით უნდა იაროს".

/წმ. ამბროსი ოპტელი/


--------------------
"თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი" :))))))))))))
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"წმ. ამბროსი ოპტელი ყოველთვის მჭმუნვარე იყო, ეშინოდა, რაიმეთი არ გაენაწყენებინა ღმერთი."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 28 2014, 07:19 PM
პოსტი #36


მშვიდობისმყოფელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 363
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ციტატები რო იყოს დაყოფილი ახალი აღთქმიდან და შეიძლება ძველიდანაც სად ვნახო? მაგალითად სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სიკეთეზე და ა.შ. და თუ განმარტებებიც ექნება მთლად უკეთესი


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2014, 10:16 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 11,681
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sanfol @ Nov 28 2014, 08:19 PM) *

ციტატები რო იყოს დაყოფილი ახალი აღთქმიდან და შეიძლება ძველიდანაც სად ვნახო? მაგალითად სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სიკეთეზე და ა.შ. და თუ განმარტებებიც ექნება მთლად უკეთესი


შენ დაიწყე ბიბლიის კითხვა და შენ ამოწერე ის ციცატები რომლებიც მოგეწონება smile.gif


--------------------
"თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი" :))))))))))))
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"წმ. ამბროსი ოპტელი ყოველთვის მჭმუნვარე იყო, ეშინოდა, რაიმეთი არ გაენაწყენებინა ღმერთი."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 29 2014, 11:14 PM
პოსტი #38


მშვიდობისმყოფელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 363
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



marine
ერთიანად ბიბლია არ მაქვს ახალი აღთქმა წავიკითხე ახლა ძველისას დავიწყებ ინტერნეტით და მომიწევს ისიც კომპში ამოვწერო თორე ისე გამიჭირდება დალაგება, თუ არის დალაგებული უკვე სადმე?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2014, 09:10 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 11,681
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sanfol @ Nov 30 2014, 12:14 AM) *

marine
ერთიანად ბიბლია არ მაქვს ახალი აღთქმა წავიკითხე ახლა ძველისას დავიწყებ ინტერნეტით და მომიწევს ისიც კომპში ამოვწერო თორე ისე გამიჭირდება დალაგება, თუ არის დალაგებული უკვე სადმე?


კარგია, რომ მონდომებული ხარ smile.gif mpua.gif უკვე სადმე თუა არ ვიცი rolleyes.gif


--------------------
"თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი" :))))))))))))
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"წმ. ამბროსი ოპტელი ყოველთვის მჭმუნვარე იყო, ეშინოდა, რაიმეთი არ გაენაწყენებინა ღმერთი."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 1 2014, 09:34 AM
პოსტი #40


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,459
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ელექტრონული ვერსია მაქვს ბიბლიის, ძველ ქართულადაცაა და თანამედროვე ენით გასაგებადაც. გვერდი გვერდ წერია. უბრალოდ თავიდან ახალი ართქმით იწყება, თუ გინდა მოგცემ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd December 2014 - 12:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი