წმ.ეგნატე(ბრიანჩანინოვი), სწავლება''საზვერეების''შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ.ეგნატე(ბრიანჩანინოვი), სწავლება''საზვერეების''შესახებ |
saria-giorgi |
May 17 2008, 01:04 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
მიწიერ სიბრძნეთა ჯურღმულების ტუსაღნო!ვუსმინოთ მათ,ვინც სულიერი თავისუფლება ჰპოვა უფალში და გაუნათდა სულიერი თვალი!ბრმადშობილნო!მათ იხილეს ნათელი ჭეშმარიტი,იხილეს და მის ნათელში შეიცნეს ის,ის რაც შეუცნობია ხორციელი და მშვინვიერი გონებისათვის.ღმრთის სიტყვა და მისი თანამოქმედი სული,ღმრთის რჩეულ ჭურჭელთა მეოხებით,გვაუწყებს,რომ სივრცე ცასა და დედამიწას შორის,ხილული ცა,ცისქვეშეთი,ციდან გარდმოგდებულ დაცემულ ანგელოზთა სამყოფელია.
''და იქმნა ბრძოლა ცათა შინა:მიქაელ და ანგელოსნი მისნი ჰბრძოდენ ვეშაპსა მას და ვეშაპნი და ანგელოსნი მიმსნი ებრძოდნენ მათ.და ვერც შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.''(გამოცხ.12,7,8.)[u]წმ.ანდრია კესარიელის განმარტებით,ეშმაკისა და მის მიერ წარტყვენულ სულთა გარდმოგდება მოჰყვა მათ პირველ შეცოდებას,როდესაც წმიდა ანგელოსთა მიერ განდევნილი იქნენ ანგელოსთა დასიდან,როგორც გვაუწყებს ამის შესახებ წმიდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი(28.16)იობის წიგნში დაცემული ანგელოსი წარმოდგენილია,როგორც ცისქვეშეთის განუსაზღვრელ სივრცეში მოხეტიალე:იგი ხეტიალობს,მსწრაფლ მიმოვლის ფრენით,ადამიანთა მიმართ გაუმაძღარი სიძულვილით დამაშვრალი(დაბ.1.7)პავლე მოციქული დაცემულ ანგელოსებს ცისქვეშეთის დაცემულ სულებს უწოდებს.(ეფ.6.12)ხოლო მათ მეთაურს ჰაერის ხელმწიფების მთავარს(ეფ.2.2) დაცემული ანგელოსები მრავლად არიან მიმოფანტულნი ჩვენთვის ხილულ მთელს სივრცეში.ისინი მუდმივად აშფოთებენ ადამიანთა საზოგადოებას,თითოეულ ადამიანს პირად-პირადად და სხვადასხვაგვარად.არ არსებობს ბოროტება,არ არსებობს დანაშაული,რომლის დამწყები და მონაწილეც ისინი არ იყვნენ.ისინი ყოველგვარ საშუალებით ასწავლიან და მიმართავენ ადამიანს ცოდვის ჩადენისაკენ.ამიტომაც,''წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს,ვინცა შთანთქა''(1პეტ.5.8)მიწიერ ცხოვრებაშიც და სხეულიდან სულის განსვლის შემდგომაც. როცა ქრისტეანის სული,თავის მიწიერი სამყოფელის დატოვების შემდგომ ზეციურ სამშობლოში მიემგზავრება,მას გზად დემონები აჩერრებენ,ცდილობენ თავისთან მსგავსება მოუძებნონ-აღმოუჩინონ ცოდვები,დაცემა და ჩააგდონ ჯოჯოხეთში,რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოსებისთვის არის განმზადებული.ისინი ასე მათ მიერვე შეძენილი უფლებით მოქმედებენ. უფალი მიუწვდომელი სიბრძნით,უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ ადამიანთა გამოსყიდვის შემდეგ,ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფლება აირჩიოს სიკვდილი ან სიცოცხლე,შეიწყნაროს მაცხოვარი და მაცხოვარება ანდა უარყოს ისინი.და სამწუხაროდ,მრავალმა ისურვა სატანის ტყვეობასა და მონობაში დარჩენა,აღიარეს თავი მაცხოვრისა და მისი საღმრთო მოძღვრების მტრებად. ყველა ვინც აშკარად უარყო მაცხოვარი,შეადგენს სატანის საკუთრებას:მათი სულები,სხეულიდან განსვლისთანავე ჯოჯოხეთში დაინთქმებიან(იგულისხმება,პირ ველ საზვერესაც კი ვერ გაივლის ცოდვილის სული)აუცილებელია სამსჯავრო,რატა განისაზღვროს ცოდვებისადმი ქრისტეანის სულის მიდრეკილების ხარისხი იმის გასარჩევად,თუ რას იმსახურებს-მარადიულ სიცოცხლეს თუ მარადიულ სიკვდილს.და თითოეულ ქრისტეანის სულს სხეულიდან განსვლის შემდეგ,ელის ღმერთის პირუთვენელი სამსჯავრო,როგორც ამბობს წმ.პავლე მოციქული:''წინა-უც კაცთა ერთ-გზის სიკვდილი და მისა შემდგომად საშჯელი''(ებრ.9.27) ღმერთი თავის სამართალს,სხეულიდან გასული ქრისტეანების სულთა მიმართ,როგორც კეთილი.ასევე ბოროტი ანგელოსების მეშვეობით წარმართავს.პირველნი ადამიანის მიწიერი ცხოვრების დროს მის მიერ ჩადენილ კეთი საქმეებს ინიშნავენ,ხოლო მეორენი-ძველ მის მიერ ჩადენილ უკანონობას.როცა ქრისტეანის სული ცისკენ იწყებს აღსვლას წმიდა ანგელოსების წინამძღოლობით,ბნელი სულები ამხელენ მის მოუნანიებელ ცოდვებს,როგორც სატანისათვის მსხვერპლშეწირვას[/u],როგორც წინდს მასთან ურთიერთობისა და მისი სამარადისო ხვედრის განაწილებისა. ჰაერის სივრცეში გამავალი სულების განკითხვისათვის ბნელ მთავრობათა მიერ განსაკუთრებული მიმდევრობით დადგენილია ცალკეული სამსჯავროები და მცველები.დედდამიწიდან ზეცამდე,შრეების მიხედვით,დგანან დაცემული სულების საგუშაგო ლეგიონები.თითოეული მათგანი ცოდვის გარკვეულ სახეს განაგებს და პასუხს სთხოვს სულს,როცა მას მიაღწევს.ეშმაკთა ჰაერის საგუშაგოები და სამსჯავროები მამათა ნაწერებში იწოდება საზვერეებად,ხოლო მათში მომსახურე სულები-მეზვერეებად,მებაჟეებად. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
KAIROS |
Jan 29 2010, 04:30 AM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დოგმატად არ მიღიარებია, მაგრამ ვადასტურებ რომ ეკლესიის ურყევი სწავლებაა აი ნიმუში როგორ შეიძლება ერთ წინადადებაში ორი სრულიად საწინააღმდეგო რამ დაწერო ციტატა მიჩვენე კრებსითი აზრი ამ საკითხის უარყოფის შესახებ შენ მიჩვენე "კრებსითი აზრი" ამ საკითხის დადგინების შესახებ ეს არის კერძო აზრი, ვისაც უნდა მიიღებს, ვისაც უნდა არა, მორჩა , თან ამ თემაზე უკვე არის თემა სადაც მთელი 26 გვერდი ვწერეთ, იქნებ დაიხუროს ეს თემა, და კამათი ამ თემაზე იქ გაგრძელდეს, ვისაც სურვილი ექნება რათქმაუნდა. http://church.ge/index.php?showtopic=465&h...რეები ციტატა ვაიმე შემეშინდა სიკვდილის ეჰ, მაგას ცოდვების შეგვეშინდეს სჯობს, თორემ სიკვდილი წესით უფალთან მიახლება უნდა იყოს... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნონა |
Jan 29 2010, 11:52 AM
პოსტი
#22
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
აი ნიმუში როგორ შეიძლება ერთ წინადადებაში ორი სრულიად საწინააღმდეგო რამ დაწერო დოგმატებს რომ ეგ ადამიანი ვერ დაადგინებს არ ტყუის ნამდვილად და რომ ეკლესიას აქვს ამის შესახებ სწავლება ყველას გვეცოდინება ციტატა შენ მიჩვენე "კრებსითი აზრი" ამ საკითხის დადგინების შესახებ ეს არის კერძო აზრი, ვისაც უნდა მიიღებს, ვისაც უნდა არა, მორჩა მე ამის შესახებ მხოლოდ იმის მიხედვით ვიცი რასაც მამები ამბობენ ეკლესიაში და კიდევ რასაც ვკითხულობ მართლმადიდებლურ საიტზე orthodoxy.ge თუ ამ სწავლების უარმყოფელი იცი რამე იქნებ დადო, მაინტერესებს. და თუ არ არსებობს, მაშინ მისი წარმოშობა და ეკლესიის წიაღში შეღწევა რამ განაპირობა და როგორ...?! პ.ს. ეგ 26 გვერდიანი თემა არ მიმითითო რა ახლა ძალიან გთხოვ -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
afxazi |
Jan 29 2010, 02:04 PM
პოსტი
#23
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
იხილეთ ეს
http://church.ge/index.php?s=&showtopic=46...ndpost&p=527535 და ეს: http://church.ge/index.php?s=&showtopic=46...ndpost&p=544294 -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნონა |
Jan 29 2010, 02:43 PM
პოსტი
#24
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მადლობა დათო, გაიხარე
"და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს" (ეფეს. 2, 1-2) არ ვიცი ამაზე მეტი რაღაა საარგუმენტო საზვერეთა არამითიურობაზე -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
elenele |
Mar 15 2010, 04:22 AM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 14-October 08 მდებარ.: ruseti წევრი № 5,807 |
მონაკვეთი წიგნიდან "წმიდა მფარველი ანგელოზების" შესახებ, სადაც არის მოყვანილი მაგალითი საზვერეებთან დაკავშირებით:
" წმიდა მამები ამოწმებენ ეკლესიის სწავლებას, რომ სიკვდილის შემდეგაც მფარველი ანგელოზი თან ახლავს სულს, როდესაც იგი საზვერეებს გადის. წმიდა კირილე ალექსანდრიელი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომელიც სულისა და ხორცის გაყრას ეხება, ამბობს: "როდესაც სული ჰაერში ამაღლდება, ანგელოზები მიაცილებენ მას და საზვერეების გავლისას იცავენ, შეეწევიან და წინ უძღვიან ზეცად აღმავალ სულს". რაში გამოიხატება ანგელოზის მფარველობა საზვერეების გავლისას? ამის შესახებ ღირსი ნიფონტის, კვიპროსის ეპისკოპოსის ცხოვრებას მოგვითხრობს. ერთხელ, როოდესაც იგი ეკლესიაში ლოცულობდა, თვალებიზეაღაპყრო და გახსნილი ცა დაინახა. იქიდან ანგელოზთა სიმრავლე გადმოდიოდა, სხვანი კი მიწიდან ცად ადიოდნენ და ადამიანტა სულებს არამმაღლებდნენ. ორ ანგელოზსს ვიღაცის სული ეპყრა და ზეცად აჰყავდა, როდესაც ისინი სიძვის საზვერეს მიუახლოვდნენ, იქიდან გამოსულმა ეშმაკებმა მრისხანებით მიმართეს: "ჩვენია სულია და როგორ ბედავთ მის წაყვანას, როოდესაც ჩვენ გვეკუთვნის?" ანგელოზებმა უპასუხეს: "რა ნიშნის მიხედვით იჩემებთ მას?" ეშმაკებმა კი მიუგეს: " ეს ქალი სიკვდილამდე სცოდავდა, თავს იბილწავდა, მოყვასს განიკითხავდა და უსინანულოდ მოკვდა, რა შეგიძლიათ თქვათ მასზე?" ანგელოზებმა უპასუხეს: "ჭეშმარიტად არ გვწამს არც თქვენი, არც ტქვენი მამის - სატანისა, არ დაგიჯერებთ მანამ, სანამ მის მფარველ ანგელოზს არ დავეკითხებით" მფარველმა ანგელოზმა ბრძანა: "ჭეშმარიტად, მრავალგზის სცოდა ამ სულმა, მაგრამ იმ წუთებიდან რაც დასნეულდა, გლოვობდა და ღვთის წინაშე აღიარა ცოდვები და თუ უფალმა მიუტევა მას, თვით უწყის, რატომაც, ხოლო მას ააქვს ამის უფლება, დიდება მის სამართლიან მსჯავრს". მაშინ ანგელოზებმა არაფრად ჩააგდეს ეშმაკების სიტყვები და სულთან ერთად ზეციურ კარიბჭემდე აღვიდნენ." -------------------- ქალწულმოწამეო ბარბარე ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
წმიდაო სასწაულმოქმედო ნიკოლოზ ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2024 - 07:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი